logo-herba

antiD-header

სამკურნალო მცენარეები

მცენარეები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნენ სამედიცინო და ვეტერინარულ პრაქტიკაში სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით. მცენარეების სამკურნალო თვისებები განპირობებულია მათში ალკალოიდების, ფლავონოიდების, გლიკოზიდების, ვიტამინების, მთრიმლავი ნივთიერებების არსებობით, რომლებიც ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმზე ახდენენ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ანდა გააჩნიათ ბიოლოგიური აქტიურობა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევთა მიმართ. განსაკუთრებულ ჯგუფშია გამოყოფილი ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მცენარეები. სინთეზური საშუალებებისაგან გამოირჩევიან ნაკლები ტოქსიკურობით.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

სამკურნალო მცენარეები

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი-ღ

ღამის დედოფალი

Selenicereus grandiflorus (L.) Britt et Rose (Cereus grandiflorus [L.] Mill.)

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიგველის კაქტუსი. სახელი მომდინარეობს იქიდან, რომ ყვავილები იშლება წელიწადში ერთხელ, საღამოთი.   გამოყენებადი ნაწილებია ნორჩი ღეროები და ყვავილები. ჰაერში მყოფი ფესვების გამო იგი ადვილად მიცოცავს კლეებზე. ყვავილებს ვანილის მძაფრი სურნელი აქვს. ჰომეოპათია ძალიან დიდი რაოდენობით იყენებს ამ ნედლეულს. აქტიური ნივთიერებების შემცველობის შესახებ არ არსებობს. ცალკე არებული კაქტუსი სამკურნალოდ არ გამოიყენება, თუმცა სხვადასხვა მზა პრეპარატი შეიცავს მის გამონაწვლილს. ეს პრეპარატები ძირითადად სისხლის მიმოქცევისა და სტენოკარდიების სამკურნალოდ გამოიყენება. ჰომეოპათიური საშუალება Cactus–ი გამოიყენება გულის კუნთის სისუსტის, გულის ნერვოზის, სტენოკარდიის, წნევის, საჭმლის მონელების გასაუმჯობებლად, მენსტრუაციული ტკივილებისას.


ღამის ია

Hesperis matronalis

ქვ. ქართლ. ხართკბილა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიორწლიანი, სწორმდგომი, ხშირტოტებიანი, 60–90 სმ სიმარლის მცენარეა ლანცეტური და ძალიან დაშვებული ფოთლებით. აქვს იასამნისფერი, ვარდისფერი ან თერი ყვავილები. ნაყოფი მილია, თესლები მუქი. ეკუტვნის ჯვარყვავილოვანთა ოჯახს. შეიცავს საპონინებს, ეთერზეთს, ფლავონოიდებს, სტეროიდებს, კარდენოლიდებს, ალკალოიდებს,  გასპერალინს, მცენარეულ ზეთს. ბალახის და თესლის ნახარში გამოიყენება პოდაგრისა და რევმატიზმის სამკურნალოდ, ხალხურ ვეტერინარიაში. ნაყენი და ნახარში ნარველ და შარდმდენი საშუალებაა. სპირტიანი ექსტრატი ანტიბაქტერიული საშუალებაა. ეთერზეთი გამოიყენება პარფიუმერიაში, მცენარეული ზეთი  საპნის დასამზადებლად.


ღანძილი

Allium ursinum L

ფშ. ხანძილი; ხევს. ღანძელი; იმერ., გურ., მეგრ. ჯიშკილა; ინგ. ღანძილ; სვან. შიშგილ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონილილიისებრთა ოჯახის 50 სმ სიმაღლის, ბრტყელფოთოლა მცენარე. ყვავილები ქოლგისებრაა შეკრებილი, ბოლქვი წაგრძელებულია, ნაყოფი კოლოფია, სამბუდიანი, თითო კოლოფში თითო თესლით. ყვავილობს აპრილ–ივნისში. იზრდება ფართოფოთლიან ტყეებში. შეიცავს ეთერზეთს, დიდი რაოდენობით ვიტამინ  C-ს. ავლენს ნივრის მსგავს სამკურნალო თვისებებს.

ფიტონციდების შემცველობის გამო აქვს ბაქტეროციდული მოქმედება, ამუხრუჭებს ბაქტერიების გავრცელებას.  სამედიცინო პრაქტიკაში ღანძილის პრეპარატები გამოიყენება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის, ნაწლავის ატონიის, წყლულის, ენტერიტის, დიზენტერიის, მეტეორიზმის, დაჩირქების საწინააღმდეგოდ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ჭიების დასადენად გამოყენება. ხმარობენ ჰიპერტონული დაავადებების, ატეროსკლეროზის სამკურნალოდ.


ღანძილი მთისა

ნ. მთის ღანძილი.


ღვარძლი

Lolium  temulentum

ქართლ., კახ. მათრობელა, ღვარძლა, კუდიანი ღვარძლა; თუშ. სათრობელა, სათრობა; ფშ. ღორძლი; ქიზიყ., ინგ. დალიჯა, დელიჯა, დულუჯა; იმერ. ბრუალა, ღვანძგილა; საბა ღუარძლი; მეგრ. ღვანძგი; სვან. ცხამ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიპარაზიტი მცენარეა. სახელწოდება მომდინარეობს ლათინურიდან : Lolium – ლილია და temulentum – მთვრალი. განასხვავებენ უფხო და სპარსულ ღვარძლს. მცენარეს სიმბიოტიკური კავშირი აქვს მასზე გამოსულ პარაზიტ სოკოებთან.

Lolium temulentum – ერთწლიანია, 30-80 სმ სიმაღლისა. წამლებს ამზადებენ მწიფე თესლებისაგან და სოკოებისაგან, რომელიც შეიცავს ნეიროტიკულ ალკალოიდებს და თამელეინის მჟავას. თესლი მოგრძოა აქვს, შიშველი და თავმოყრილია წვეროსთანა ყვავილედზე. მისაგან ამზადებენ სპირტიან ნაყენებს და იყენებენ ჰომეოპათიასა და სამეანო საქმეში.


ღვარძლი უფხო

ნ. უფხო ღვარძლი.


ღვარძლი სპარსული

ნ. სპარსული ღვარძლი.


ღვედკეცი

Periploca Graeca L

ქართლ. ღორტყავა, ღვედურა; იმერ., რაჭ. მაგრატელა; ქვ. იმერ., გურ. ჯაშკუტა; ინგ. ღოდკეც; ჩუბ. ღორტკეცი; მეგრ. ჯაშქვიდუ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიღვედკეცი შედის Asclepiadaceae-ს ოჯახში. ღვედკეცი ხვიარა (ლიანა) ბუჩქია 30 მეტრამდე სიგრძის ღეროთი. გავრცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მეტად იგი მდ. ალაზნის ჭალებშია, დასავლეთში კი კოლხეთის დაბლობის ტყეებში იზრდება.
მის მოპირისპირედ განწყობილი ფოთლები კვერცხისებრ ლანცეტა ან ლანცეტა ელიფსურია, ხეშეში, ზემოდან უფრო მუქი მწვანე, ქვემოდან კი მკრთალი, ფოთლების კიდეები დაუკბილავია.
მომწვანო-იისფერი ყვავილები ნახევარქოლგისებრ ყვავილედებშია შეკრებილი და მაის-ივნისში იშლება. ყვავილედის საერთო ღერო ფოთლის იღლიიდან ამოდის ტოტის კენწრულ ნაწილში. წყვილი რკალისებრი ნაყოფი ფოთლურაა, რომელიც არცთუ იშვიათად წვერში ერთმანეთთანაა შეზრდილი, ძირში კი, ჩვეულებრივ, ერთმანეთთანაა მიახლოებული. ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება და შიგნითა მხრიდან მთელ სიგრძეზე სკდება და ბეწვიანი მრავალი თესლი თანდათან გამოსცვივა და ქარის საშუალებით ვრცელდება.
ზღვის დონიდან 400-500 მეტრზე მაღლა თითქმის არ გვხვდება.  ტიპიური მეზოფიტია და ნესტიან ადგილებზე კარგად ხარობს. აქვს ლამაზი ყვავილები და ხასხასა მწვანე ფერი.
მედიცინაში ღვედკეცას ქერქს იყენებენ, რომელსაც ადრე გაზაფხულზე, წვენის მოძრაობის დაწყებისთანავე ამზადებენ. იგი შეიცავს  საგულე საშუალება გლიკოზიდ პერიპლოცინს, რომელიც გულის უკმარობისას გამოიყენება სისხლის მიმოქცევის მოშლის მძიმე მდგომარეობის დროს. ასუსტებს პულსს, აძლიერებს გულის კუმშვას. აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს სულის ხუთვის შეგრძნებას და ზრდის დიურეზს (შარდდენას). პერპიპლოცინს გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარობისას იყენებენ. ხშირ შემთხვევაში აქრობს ციანოზს. (სისხლის მიმოქცევის მოშლით გამოწვეული სილურჯე, კანის და ლორწოვანი გარსის გალურჯება). კლებულობს შეშუპება, მცირდება პულსის სიხშირე და დეფიციტი. მოციმციმე არითმიის დროს ტაქტიკარდიის ინტენსივობა მცირდება.

არტერიული წნევა, ჩვეულებრივ, ცოტათი იზრდება. არტერიული წნევის ნორმალიზება თან ახლავს საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება, გულის კომპენსაციის აღდგენას. ამავე დროს,  სისხლის მიმოქცევის სისწრაფეც იზრდება.


ღვია

Juniperuc sabina

ქართლ.  (მცხეთა, საგურამო) ტუია; ქიზიყ. ღვიო; ინგ. არჩან; აჭ. ოდაღაჯი; სვნ. ჭყერი, ჭყერუ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი საშუალო სიმაღლის წიწვოვანი ხებუჩქი ან ბუჩქია, ზოგჯერ მიწაზე გართხმული. ყვავილები ერთ ან ორსქესიანია, მამრობითი-ოვალურ თავთავებში, მდედრობითი-თავკენწერა გირჩებში. წიწვი ეკლიანი, გაბასრული, ტევრისებრი, ტოტებისკენ დახრილი.

იზრდება სუბალპურ ზონაში კლდეებზე, კავკასიური დეკას გამეჩხერებულ ნარგავებში, ფიჭვოვან ტყეებში.

ღვიის კენკრა შეიცავს შაქარს, ლორწოს, მღებავ ნივთიერებებს, პექტინს, კამფენს, ალფა–ტრიპენინს, ტერპინოლენს, ეთერზეთებს, გლუკოზას, ფისს, ვაშლის, ძმრის და ჭიანჭველ მჟავებს, სხვადასხვა ფიტოანციდებს და სხვა ნივთიერებებს. საქართველოში, რომსა და ტიბეტში იყენებენ უძველესი დროიდან.

ხალხურ მედიცინაში ღვიის კენკრიდან ამზადებენ ნაყენს, რომელსაც იყენებენ როგორც მადეზინფიცირებულ და შარდმდენ საშუალებას. მათ იყენებენ აგრეთვე ლიქიორის ჩამომსხმელ წარმოებაში.

ღვიის პრეპარატები წმენდს სისხლს, აძლიერებს მადას, ხელს უწყობს საკვების მონელებას, შარდდენას, არბილებს ხველას, ანტიმიკრობულია.იყენებენ პოდაგრისა და რევმატიზმის სამკურნალოდ. აღსანიშნავია მისი ეთერული ზეთის თვისებები. გამოარჩევენ წითელ,  შავ, ვირჯინიულ, კაზაკურ, ქონდარა  ღვიას.


ღვია ვირჯინიული

ნ.  ღვია.


ღვია კაზაკური

ნ. ღვია.


ღვია ქონდარა

ნ. ღვია.


ღვია შავი

ნ.  შავი ღვია.


ღვია წითელი

ნ. წითელი ღვია.


ღვიიის ფითრი

ღვინა

Fritillaria latifolia

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი, 60 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარე. ღერო შიშველია, სუსტი. ფოთლები მუქია. ყვავილები მარტოულია. ნაყოფი კოლოფია, უკუკვერცხისებური. ყვავილობს მაისში. შხამიანია. აგროვებენ ბალახსა და ფესვებს. ძირითადად შეიცავს ფრიტილარინს, ფრისტალინს, ბერტუაცინს, ფეიმინს. იღებენ ნახარშების სახით.  იყენებენ მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის და გაციების სამკურნალოდ.


ღვინა ყვითელი

ნ. ყვითელი ღვინა.


ღვინიო

ღიმი, ატოლი

Chaerophyllum caucasicum

ქართლ. ღიმა; კახ. ყინტორა; ხევს. ხიხფოლა, ჭიმა; ფშ. ხიფხლის ყივა; თშ. ხაფხოლი; მთიულ., მოხევ. სასხეპია, ფხოლი, ფხოლისთავა; მოხევ. ჭიმა; მესხ., ჯავახ., სამხ. ატოლი; ინგ. ტინყორა; ზმ. რაჭ. ღოსკი, ღოსკისთავა; სვან. მუყვსგურ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიორწლოვანაა მარწვისებრი ფესვით. ღერო ერთეულია, შუას ზევით განტოტვილი,50-150 სმ სიმარლისა. ფოთლები ფართოა და მრგვალი. ყვავილობა მაის–ივნისში. შეიცავს კუმარინებს, ვიტამინ C-ს, ალიფატურ ნახშირწყლებს, ეთერზეთს, ფლავონოიდებს, კვერცეტინს, კემპეროლს, მცენარეულ ზეთს.

მედიცინაში გამოყენების შესახებ ცნობები მწირია. იყენებენ სავებად.


ღიღილო

Centaurea Cyanus - Василек

ქართლ. გვირილა, ლურჯი გვირილა; ჯავახ., მესხ. ოქროღილა; მესხ. ღილღილო, ღინღილო, ოქროღილო.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიღიღილო ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 30-80 სმ, წვრილი დატოტვილი ფესვით და სწორტოტებიანი ღეროებით, რომლებიც შებუსულია მორუხო-თეთრი ბეწვებით. ფოთლები მორიგეობითია, მორუხო-მწვანე. კიდურა ყვავილები მილისებრია ან ძაბრისებრი, ლურჯი ფერის, შიდა – იისფერია. ნაყოფი რუხი ან მორუხო-ყვითელი, მოგრძო, პრიალა თესლია.
ღიღილო ყვავილობს ივნის-ივლისში, თესლი მწიფდება აგვისტოში.

სამკურნალოდ გამოიყენება ღიღილოს კიდურა ყვავილები, რომლებსაც აგროვებენ მისი სრული ყვავილობის პერიოდში ივნის-ივლისში.

ღიღილოს ყვავილები შეიცავს ანტოციანებს, ციანიდებს, გლიკოზიდებს.

ხალხულ მედიცინაში ღიღილოს ყვავილებს იყენებენ როგორც შარდმდენ და ნაღველმდენ საშუალებას. მედიცინაში ღიღილოს ყვავილებისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება თირკმელების ქრონიკული ანთებითი დაავადებების და შარდსადენი გზების კომპლექსური თერაპიის დროს. პრეპარატები ეფექტურია  შეშუპების დროს, რომლებიც გამოწვეულია თირკმელების, გულის სისხლძარღვთა სისტემის დავადებებით.
ღიღილოს ყვავილი შედის შარდმდენი ნაკრებების შემადგენლობაში, რომლებსაც გამოიყენებენ კენჭოვანი დაავადების, პიელიტების, ცისტიტების, ურეთრიტებისა და სხვა დაავადებების დროს.
ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი თვისესების გამო ყვავილებს იყენებენ კონიუქტივიტების, ბლეფარიტების, მხედველობის დაღლილობის, ღვიძლისა და ნაღვლის სადინარების დაავადების დროს; მცენარეში არსებული მწარე გილიკოზიდები აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციებს. ამიტომაა, რომ იგი შედის ნაკრებებში, რომლებიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების სამკურნალოდ.
ხალხურ მედიცინაში ღიღილოს იყენებენ ხანგრძლივი ავადმყოფობით დასუსტებულთათვის, თირკმელების, შარდსადენისა და ნაღველის სადინარების დაავადების, ბრონქული სინდრომის დროს, როგორც ამოსახველებელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.  დამოარჩევენ რუსულ და წითელ ღიღილოს.


ღიღილო რუსული

ნ. რუსული ღიღილო.


ღიღილო წითელი

ნ. წითელი ღიღილო.


ღიჭა

Sonchus arvensis L.

თუშ. ღერეჭო, ღერეჭი, ღრეჭო; მოხევ. ღორისნაწყლაჲ; ფშ. ღორიქადა; მთიულ. ცხენისახვრემელა; მესხ. ბატისუქანა; იმერ., გურ. ბურცხალა, ბურცხალი; ზმ. იმერ. ღინჭა; რაჭ. ღენჭლა, ღენჭო; ლეჩხ. ღენჭეპო, ღენჭოფა; აჭ. ნარკოკობა; ინგ. ყალაღან; მეგრ. ბურცხალე, გინიში ჯღონჯღო.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი 50-150 სმ სიმაღლის მცენარე განვიტარებული მცოცავი ფესვთა სისტემით. ღერძი სწომდგომია, მსხვილი. ფოთლები მოგრძოა, კიდედაკბილული. საყვავილე კალათები შეკრულია ჯვარედინად. ყვავილები ენისებურია, ოქროსფერ–მოყვითალო. ყვავილობს ივლისიდან ოქტომბრამდე; თესლი ყავისფერი თესლია.  იზრდება თიხნარ ნიადაგზე. ჩინურ მედიცინაში იყენებენ სისხლაღმდგენ, მატონიზირელ, საერთომოსამაგრებელ ვიტამინურ საშუალებად. კვერცხის ცილასთან შერეული ფოთლების წვენი გასტროენტრიტისა და ანგინის სამკურნალოდ იხმარება. ბალახი და ფესვები გამოიყენება სიყვითლის სამკურნალოდ. წყალში ნაყენი ისმევა კუჭის, სწორი ნაწლავის, ღვიძლის, ფილტვების, ჰემოროის ანთებითი პროცესების შემთხვევაში. უმ და და ნახარშ მცენარეს იღებენ ქრონიკული ანგინის სამკურნალოდ. ძირები ხმარობენ ნეფრიტის სამკურნალოდ. მცენარე გამოიყენება ძვლოვანი სისტემის ტუბორკულოზის, ციებ–ცხელების, შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ და ანტიჰელმინურ საშუალებად.


ღობისძირა

Fallopia dumetorum (L.) Holub (Polygonum dumetorum L.).

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონისამ მეტრამდე სიმაღლის ერთწლოვანი მცენარეა განტოტვილი და ყვავილოვანი ღეროებით. ოთლები სამკუთხა–კვერცხისებურია. ყვავილები შეკრულია ფუნჯებად. ყვავის ივლის–სექტემბერში. ნაყოფი თესლია. სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი. შეიცავს ანტრახონინებს და ფლავონოდიებს. ხალხურ მედიცინაში ნახარშს და ნაყენს იყენებენ ასაკში შესული ადამიანებისათვის დამარბილებლად შეკრულობისა და წყლულების დროს, ქრონიკული ნეფრიტისა და ასციტის თანმდევი დაავადებების შემთხვევაში.


ღოლო

Rumex confertus

მოხევ., ფშ., ხევს. ჭეკარი, ჭეკარა; თუშ. ჭირტალი; მესხ., იმ., რაჭ., ლეჩხ., აჭ., ჭან. ღვალო; ლეჩხ. ტელეფა; გურ. მიდი-მოდი; ჭან. ნ.მ. ღვალო, ღვალუ; მეგრ. კუმხა; კუმუნთხური, ოღვალო; სვან. ტელეფი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მატიტელასებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1,5 მ-მდე, სქელი, მძლავრი ფესურითა და ხორციანი დამატებითი ფესვებით. ღოლომ ლათინური სახელწოდება Rumex–("შუბი") ფოთლების ფორმის გამო მიიღო, მისი ფოთლები მსხვილია, წაგრძელებული – სამკუთხა ფორმის, კიდეები დატალღული, გრძელყუნწიანი. ყვავილები – წვრილია, შეუმჩნეველი, მომწვანო–მოყვითალო ფერის მარტივი, ექვსფოთოლაკიანი ყვავილსაფარით. ნაყოფი - სამწახნაგა კაკლებია, რომლებიც ყვავილედის ფოთლებშია მოქცეული. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივნის-ივლისში, მაგრამ ზამთრამდე არ ცვივა.

ღოლო ჩვეულებრივ კარგად ხარობს ზომიერად ნესტიან და ნესტიან ნიადაგებზე.

სამკურნალოდ ძირითადად აგროვებენ  ფესვებსა და ფესურას, იშვიათად ნაყოფსა და ყვავილებს. ღოლოს ფესვები შეიცავენ ანტრაქინონებს, რომლის შემადგენლობაში შედის ქრიზოფანის მჟავა და ქრიზოფანოლი; სათრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, კოფეინის მჟავას, ეთერზეთს, ფისებს, რკინას. ფოთლები შეიცავენ ფლავონოიდებს. ასკორბინის მჟავას და კაროტინს. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმის ოქსალატს. ღოლოსაგან დამზადებული ნაყენები, ნახარშები, ფხვნილები და ექსტრაქტები გამოიყენება კოლიტების, ენტეროკოლიტების, ბუასილის, სწორ ნაწლავზე ნახეთქების, ჭიების საწინააღმდეგოდ და, აგრეთვე, პირის ღრუს ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.

სათრიმლავი ნივთიერებების შემცველობის გამო მისგან დამზადებული ფხვნილი ან ნახარში მცირე დოზებით გამოიყენება როგორც შემკვრელი საშუალება კუჭის აშლილობის დროს, ხოლო დიდი დოზებით – როგორც საფაღარათო საშუალება.

 დადგენილია მისი სისხლისაღმდგენი მოქმედება.

ღოლო ხშირად გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთად ან სამკურნალო ჩაის სახით. ხალხურ მედიცინაში ღოლოს ფესვების ნახარშს იყენებენ გარეგანად საფენების სახით, მოსაბანად, აბაზანებისთვის კანის იმ დაავადებებისათვის, რომლებსაც თან ახლავს ქავილი;

დაქუცმაცებულ ახალ ფოთლებს იფენენ ჩირქოვან მუწუკებზე, ძირმაგარებზე მათი მომწიფების დასაჩქარებლად და წყლულებზე და ჭრილობებზე სწრაფად შესახორცებლად.


ღოლო მთისა

ნ. მთის ღოლო.


ღოლომჟავა

ფშ. მამალი ღოლო.


ღოლო-მხალი

Rumex patientia L.

ქვ. აჭ. დვალურა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი50-120 სიმაღლის მრავალწლოვანი მცენარეა. აქვს სწორი და განტოტვილი ღერძი. ფოთლები გულის მოყვანილობისაა, ზემოდან მოყვითალო.  ყვავილედი ხშირი ცოცხია. ყვავილები სამწევრაა. ხარობს რუსეტში, უკრაინაში, მოლდოვაში, კავკასიაში, ალტაიში, შორეულ აღმოსავლეთში. სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი და ფესვები. ფესვებში აღმოჩენილია  მთრიმლავი ნივთიერება, ანთრახინონები, ალოე–ემოდინი, ემოდინი, ამოუცნობი ნივთიერება, ნეპოდინი. ბალახი შეიცავს ფენოლკარბონის მჟავას, ფლავონოიდებს, ნაყოფი ანტრახინონებს,  ფოთლები ვიტამინ C-ს. ბალახი გამოიყენება ავთვისებიანი შესიებების სამკურნალოდ. ფესვები ხალხურ მედიცინასა და ჰომეოპათიაში იხმარება დიზინტერიისა და  სისხლაღმდგენ საშუალებად.


ღოლო ჩვეულებრივი

ნ. ჩვეულებრივი ღოლო.


ღოლოშმაგა

Rumex conglomeratus Murr.

ქიზიყ. ღოლორცოფა; მესხ. დასავლ. ღვალო; ინგ. ღალაცოფა; საბა ღვალოშმაგა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმარწყვისებრი ღოლო მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მოწითალო ღეროთი და დაკიდებული ტოტებით. ფოთლები მოგრძოა. გავრცელებულია უკრაინაში და ყირიმში, შუა აზიაში. ფესვები შეიცავს ნახშირწყლებს, საპონინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ანტრახინონებს, ფოთლები – კუმარინებს.

ღოლოშმაგას წყალსი ნაყენი კარგ შედეგს იძლევა კოლიტების, ენეროკოლიტების, მალარიის სამკურნალოდ. იყენებენ შარდმენ საშუალებად.


ღომი

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიგურ. ღომის-ღომი, ჩხორი; ჭან. ქურუმი, ნჩხვაი, ნჩხვარი; მეგრ. ღუმუ, ღუმუში ღუმუ, ჩხვერი.


ღომი ველური

ნ. ველური ღომი.


ღორის ბირკა

Xanthium strumarium L.

ქიზიყ. ბირკა ნარი; იმერ. ჯორფეხა, ბირკალია.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონირთულყვავილოვანთა ოჯახის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. იზრდება 30–50 სმ. ღერო განტოტვილია, ფოთლები სამკუთხაა. ტოტები დახრილია. ყვავილები ყვითელია. ნაყოფი ოვალური ფესვია ეკლიანი გარსით. ყვავილობს ივლის–აგვისტოში.

ბალახი შეიცავს ბევრ იოდს, ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას, ცხიმოვან ზეთს, საპონინებს, კსანტოსუმარინს, ფისებს. ხალხურ მედიცინაში ნახარშს იყენებენ ფაღარათის, დიზინტერიის, გაციების, შარდის ბუშტის ანტების სამკურნალოდ. ახალ წვენს ასმევენ ჭინჭრით დაავადებულებს.  ფაფას იყენებენ ეგზემის, კანის სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ.  ჩინურ მედიცინაში მცენარე გამოიყენება ნეფრიტის, გაციების სამკურნალოდ და დამამშვიდებლად.


ღორის ქადა

Lactuca scariola L.

კახ., ქიზიყ. ქადუნა; ხევს. ხარნია; თუშ. ხარნუყა; ზმ. იმერ. ბატიკბილა, ხავარტა; ლეჩხ. ბატიბალახი; აჭ. ნარკოკობა; მესხ. ბატისასუქა; საბა ხასი, ველის ყრდელი; მეგრ. ბჟალე; სვან. მელჯა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიორწლიანი, თეთრწვნიანი ბალახოვანი მცენარეა 60-150 სიმაღლისა, აქვს ღერძისებური ფესვი და ბეწვიანი მითეთრო–მოყვითალო ტანი. ფოთლები მჯდომარეა, უკან მოხრილი., დაძარღვული.  ისინი ისეა განლაგებული, რომ ბოლოები აჩვენებენ ჩრდილოეთსა და სამხრეთს, აქედან სახელწოდება – კომპასა. ყვავილები წვრილია, ენისებრი, მოყვითალო. ნაყოფი მუქი თესლია. ყვავის ივლის–აგვისტოში.    ღორისქადა შეიცავს თეტრ წვენს, რომელიც შედგება სიმწარეების, ლაკტუცინის, ლაკტუციკლინის, ალკალოიდების, ფისებისა და სხვა ნივთიერებებისაგან. ამ წვენის გახმობის შედეგად მიღებული მასა გამოიყენება სპაზმოლიტურ, კანკალის საწინააღმდეგო, დიურეტიულ, დამარბილებელ, დამამშვიდებელ საშუალებად. იგი ნარკოტიკია. იგი რეკომენდებულია რძის მოსამატებელ და საძილე საშუალებად. იყენებენ მალამოდ. ცნობილია მისი გამოყენება  თვალის რქოვანას გასამაგრებლად. ხალხური მედიცინა წყალში ნაყენს იყენებს გამაყუჩებელ და დასამშვიდებელ საშუალებად. ხმარობენ ბრონქიტის, ლარინგიტის, ასთმის, ხველის, სუნთქვის შეჭირვების, უძილობის, შარდმდენ საშუალებად წყლისას, შარდის ბუშტის და პოდაგრის სამკურნალოდ. ნაყენს იყენენ აგრეთვე ყელში სავლებად, სტომატიტის, გინტივიტის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.


ღორღორა

 Sisymbrium officinale (L.) Scop.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლოვანი მცენარეა უხეში ბეწვებით. ფოთლები დანაწევრებულია, დაკბილული. ყვავილი წვრილია, ყვითელი, ფუნჯებად შეკრული. ყვავილობს ივნის–ივლისში. გავრცელებულია აღმ. ევროპაში, კავკასიაში, ციმბირში. სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი. ძირითადად იყენებენ ნორჩ ნედლეულს. საერთოდ, სუსტად მოქმედია. მისი წყალთან ნაყენი გამოიყენება სასუნთქი ორგანოების, ძირითადად, ფილტვების ტუბერკულოზის, შარდის შეკავების, წყლისას, ცინგის სამკურნალოდ.


 ღოღნოშო

ქიზიყ. ღაღნაშო; რაჭ., იმერ. ღოღნაშო, ოღნაშო.


ღრიანჭველა

თუშ. ბიწკინტარაჲ, ბიწკინტა, მიწიკა; ხევს. ლეკის მარიამულა. ბიწკინტა.

სამკურნალო მცენარეები

აბზინდა
აბილილი
აბუსალათინი
აგავა
ადონისი
ავოკადო
ავშანი
აკაცია
ალისარჩული
ალოე
ალუბალი
ანაგვირილა
ანგელოზა
ანისული
ანისულის ხე
ანონა
ანწლი
არნიკა
არყა-სოკო
არყი, არყის ხე
ასისთავა
ასკილი
ასფურცელა
ატამი
აქტინიდია

ბაბუნა, სამკურნალო (სააფთიაქო) გვირილა, მატრიკარია
ბადიანი
ბადრიჯანი
ბაია
ბალბა
ბალღოჯი
ბამბაცა
ბამბის ბუჩქი
ბამბუკი
ბარამბო
ბარდა
ბარისპირა
ბატის მარწყვა-ბალახი
ბაღის ინა
ბაღის მარწყვი
ბაღის მიხაკი
ბაღის პიტნა
ბაღის რეზედა
ბაღის სალბი
ბაღის სატაცური
ბაღის ტუხტი
ბაღის ფამფარა
ბაყაყურა
ბაძგი, ჭყორი
ბაჰარი
ბეგთენდრო
ბეგიაური
ბეგქონდარა
ბელადონა
ბელადონა კავკასიური
ბერულა
ბერყენა
ბზა
ბობოწვერა
ბოლოკი
ბოსტნის ია
ბოსტნის წალიკა
ბროწეული
ბუბუშელა, ბაბუაწვერა
ბუერა
ბუჩქისძირა

გარგარი
გერანი, ზეთის ნემსიწვერა
გველთავა
გველისკოვზა
გველის სურო
გვერდელა
გვიმრა
გვირილა
გვირილა სამკურნალო
გლედიჩია
გობისცხვირა
გოგრა
გონგოლა
გონგოლა სამკურნალო
გრაკლი
გრეიპფრუტი
გუგულის-კაბა
გუგულის ყვავილი

 

დათვიმარწყვა
დათვისთხილა
დათვის კანაფი
დათვის კენკრა
დათვის ყურძენი
დამასკური ვარდი
დამასკური სოინჯი
დანდური
დარიჩინის ხე
დარფილფილი
დასავლური ტუია
დასტამბო
დაფნა, კეთილშობილი დაფნა
დაჯირა
დედაფუტკარა
დედოფლისთითა
დედოფლის ყვავილი
დევისპირა
დეზურა
დეკა
დვალურა
დიდბაია, ჭყანტა
დიდგულა
დიდი კამა
დიდი ხვართქლა, დედოფლის კაბა
დიდყვავილა მაგნოლია
დიდჯამა ფურისულა
დილხამი
დიყი
დრიადი, კაკბის ბალახი
დროზერა, ცვრიანა
დუგუმი
დურიო
დურღენი

ეგვიპტური კელაპტარა
ეგვიპტური ლოტოსი
ევგენოლის რეჰანი
ევკალიპტი
ევკომია, გუდაპერჩის ხე
ევროპული აბრეშუმა
ევროპული მაჟალო
ევროპული პანტა
ევროპული ყოჩივარდა
ეკლღიჭა
ეკალცოცხი
ეკლის ხე, ცრუაკაცია
ელიმუსი
ელუსამელა
ენდრო
ენდრონიკა
ენოთერა
ესპანური არტიშოკი
ესპანური ესპარცეტი, სულა
ესპარცეტი
ეფედრა, ცხენისმუხლა
ეშმაკის ქოში
ეწრის გვიმრა

ვაზი
ვაზისტანა
ვანილი
ვარდი
ვარდკაფანაფა
ვარდკაჭაჭა
ვარსკვლავა
ვაშლანა
ვაშლატამა
ვაშლი
ველის იორდასალამი, ლალა
ველის სოსანი
ველური კანაფი
ვენერას თმა
ვერბენა
ვერცხლა ცაცხვი
ვერხვი
ვეტივერია
ვირგინიული ხურმა
ვირისტერფა
ვნების ყვავილი, პასიფლორა

ზამბახი
ზაფრანა
ზეთისხილი, ზეთის ხე
ზიზილა
ზღვის ხახვი
ზღმარტლი

თაგვისარა
თაგვის ცერცველა
თაგვიყანა
თავკომბალა
თავსისხლა
თავყვითელა
თავშავა
თავცეცხლა
თათაბო
თათრული რევანდი
თალგამი
თალგამურა
თამარჰინდი
თაფლა-გოგრა
თევზის წამალი
თეთრეკალა
თეთრი არყი, ლიტვინოვის არყი
თეთრი დიყი
თეთრი დუმფარა
თეთრი ნარგიზი
თეთრი ნარი
თეთრი სამყურა
თეთრი ძიძო
თეთრყვავილა
თეთრყვავილა ლაშქარა, მხალშავა
თერო
თვის ბოლოკი
თუთა, თუთის ხე
თუთუბო
თხაწართალა
თხილი
თხმელა

იალღუნი
იაპონური აუკუბა
იაპონური ზღმარტლი, ლოქვა
იაპონური პირშუშხა
იაპონური სოფორა
იაპონური შროშანა
იაპონური ხურმა, აღმოსავლური ხურმა
იაჟუჟუნა, სამფერა ია
იასამანი
ილი
იმერული ირაგა
ინდური კანაფი
ინდური კვლიავი, აიოვანი, აჟგონი
ინდური ლოტოსი
ინდური ჟასმინი
იორდასალამი
იპეკო
ირმის-ენა
ისპანახი
იფანურა

კავკასიური მოცვი
კავკასიური სურო
კავკასიური ცაცხვი
კავრა
კაზანლიკური ვარდი
კაკაო, კაკაოს ხე, შოკოლადის ხე
კაკბის-საკენკელა
კაკლის ხე
კალია
კალანხოა
კამა
კამანია
კანადური სურო
კანადური ქაცვი
კანაფი
კაპარი
კარტოფილი
კატაბალახა, ვალერიანა
კატაბარდა
კატაპიტნა
კაქტუსი
კედლისპირა
კედლისპირა იუდეური
კევის ხე, საღსალაჯი
კელაპტარა
კენკეშა
კესანე, ცისანა
კეწერა
კვლიავი
კვრინჩხი
კიდობანა, ჩვეულებრივი ჭანჭყატა
კიტრანა
კიტრი
კიტრისუნა
კიჭკიჭა
კლდის დუმა
კლდის მოცხარი
კნაპა, კნაპი
კოთხუჯი, კოთხოჯი
კოკა, კოკაინის ხე
კოკომჟავა
კოლოქვინთი, კოლოცინთი
კომბოსტო
კომში
კონიო
კორდისკბილა
კორობელა
კოტრანა
კოფრჩხილა
კოწახური
კოჭა, ჯანჯაფილი
კრაზანა
კულმუხო
კუნელი
კურდღლის ბალახი
კურდღლისფრჩხილა
კურდღლისცოცხა
კუტი ბალახი

ლავანდი
ლამაზა
ლანცეტა მრავალძარღვა
ლარიქსი
ლაფანი, ლაფნის ხე
ლაქაში
ლაშქარა
ლახტარა
ლემა
ლენქორანული ხერკინა
ლენცოფა
ლეღვი
ლეშურა
ლიკოპოდიუმი
ლიმონი ჩვეულებრივი
ლიმონის ავშანი
ლიმონის კატაპიტნა
ლიმონის ურო
ლიმონურა
ლიპია
ლიჩი
ლობიო
ლომისკბილა
ლოტოსი
ლუმბანგი, სანთლის ხე
ლურჯი ზამბახი
ლურჯი მოცვი
ლურჯი ნარი, ლურჯეკალა
ლურჯი ძირწითელა, ჩვეულებრივი ძირწითელა
ლუფა

მაგნოლია
მათუთა
მაიორანი
მაისურა
მაკლურა, თუთავაშლა
მამულა
მანანა, ერიკა
მანგუსტანი
მანდარინი
მანდრაგორი
მანეული
მანიჰოტი, მანიოკი
მაჟალო
მარადმწვანე ძახველი
მარგალიტა
მარიამა
მარიამსაკმელა
მარიამსხალა
მარმუჭი
მარწყვა-ბალახი
მარწყვა-ბალახი ოთხფურცელა
მარწყვა-ბალახი წყლისა
მარწყვი
მატიტელა
მატრიკარია
მატრიკარია სამკურნალო
მაღალი მოცვი, კავკასიური მოცვი
მაღლისმთის მუხა
მაყვალი
მაჩიტა
მაწაქი, ლოგორო
მახრჩობელა
მაჯაღვერი
მაჰონია, ჭყორფოთოლა
მდგნალი
მდელოს მატვარანცა
მდოგვი
მედგარი, ბაბაწვერა
მელია
მესამედა
მექსიკური ავოკადო
მექსიკური ჩაი
მეჭეჭიანი ჭანჭყატა
მზესუმზირა
მზიურა
მთის ბარისპირა
მთის პიტნა
მთის სვინტრი
მთის ღანძილი
მთის ღოლო
მთის ჩადუნა
მინდვრის გვირილა
მინდვრის ზამბახი, ბადიანი ზამბახი
მინდვრის მდოგვი
მინდვრის ნემსა
მირტი
მიწავაშლა
მიწამაყვალა, ბალახმაყვალა
მიწის ბარდა
მიხაკი
მიხაკის ხე, მიხაკი
მკერვალა
მოპიტნაო
მოცვი
მოცხარი
მჟავე ლაიმი
მჟაველა
მჟაუნა
მრავალფოთლიანი ხანჭკოლა
მრავალძარღვა
მრგვალი თავნასკვა
მრგვალი წამალი
მსუქანა
მსხალი
მსხალიჭა
მსხვილი გოგრა, თეთრი გოგრა
მსვილფოთოლა ცაცხვი
მსხვილყვავილა ჟასმინი, დიდყვავილა ჟასმინი
მუზარადა
მუშკის მარწყვი
მუხა
მუხუდო
მწარა
მჭამელა
მხოხავი ჭანგა

ნამდვილი ზირა, ზირაკი
ნამდვილი თამბაქო, ჩვეულებრივი თამბაქო
ნამდვილი რევანდი
ნარდი
ნარი
ნარინჯი
ნარისჯაგა
ნარშავი
ნარცეცხლა
ნაღველა
ნაცარა მურყანი
ნაცარქათამა
ნეგო, უკვდავა
ნესვი
ნიახურა
ნიახური
ნიგვზისძირა
ნივრის-დედა
ნიორი
ნისკარტა აქტინიდია
ნიუკა
ნუში

ოდაღაჯი, გვაიაკის ხე
ოთახის უკადრისა
ოთხფურცელა მარწყავ-ბალახი
ოლეანდრე
ომბალო
ონტკოფა
ონტკოფა პერუსი
ონჭო
ოპუნცია, დედინაცლის ენა
ორკბილა
ოროვანდი
ორფერი
ორფოთოლა
ორყურა
ოსერო
ოსმანთუსი
ოსპი
ოფი
ოქროქუდა
ოქროჩალა
ოქროცოცხა
ოქროწვიმა
ოქროწკეპლა
ოშოშა, ოშოში
ოჩოპენტრე
ოხრახუში

პანტა
პარაგვაული ჩაი, მატე
პარნასურა
პასიფლორა
პატარძალა
პატისონი, ბრტყელი ყაბაყი
პაჩული
პეკანი
პერილა
პერუს ონტკოფა
პილპილი
პირშუშხა
პირწმინდა
პოეტური ნარგიზი
პომიდორი
პრასა
პუერარია, კუძუ

ჟაბო, შაბო, შაბუ
ჟასმინი
ჟასმინი სამკურნალო
ჟენ-შენი
ჟოლო
ჟუნჟრუკი

რევანდი
რევანდი თათრული
რევანდი ნამდვილი
რევანდი სამკურნალო
რეზედა
რეზედა ბაღისა
რეზედა ყანისა
რეჰანი
რეჰანი ევგენოლისა
რეჰანი ქაფურისა
როზმარინი
რუსული მაყვალი
რუსული ღიღილო
რუსული ჭლაკვი
რქათავა
რცხილა
რცხილა კავკასიური
რძიანა
რძიანა-მაჯღავერი

სავარცხელა
საზამთრო
სათოვლია
საკმლის ხე
საკპინაჭი
სალათა
სალბი სამკურნალო
სალიხა
სამატლე
სამკურნალო ადონისი
სამკურნალო ბარისპირა
სამკურნალო მატრიკარია
სამკურნალო ჟასმინი
სამკურნალო ძიძო
სამოთხის ვაშლი, სამურაბე ვაშლი
სამტატა
სამფერა ია
სამყურა
სამყურა ლიმონი
სამყურას აბრეშუმა
სანდალოზი თეთრი
სანდალოზი წითელი
სანთელა ტყისა
სანთელა ყანისა
სანთლის ხე
საპონა
საპონელა
სარეპტის მდოგვი
სასტვენა
სასტვირია
სასუქა
სატაცურა კომბოსტო
სატაცური ლამური
სატაცური ძაღლისა
სატილია
საღეჭი პილპილი, ბეტელი
საღსაღაჯი
საყვითლო
საჭარა
საჭმელი კანა, აჩირა
სელი
სელი გუგულისა
სელიჭა
სენეგა
სენეგალიური აკაცია
სერადელა
სექვოია მარადმწვანე
სვია
სვინტრი
სვინტრი მთისა
სოკომორო
სიმინდი
სიმინდი კაჟა
სიმინდი კბილა
სიმინდი კილიანი
სიმინდი რბილი
სიმინდი ტკბილი
სიმინდი ცვილა
სკიპალო
სოია
სოინჯი
სორგო
სორგო შაქრისა /> სორგო ჩვეულებრივი
სორგო ცოცხისა
სოსანი ველისა
სოსანი ყანისა
სოჭი ბერძნული
სოჭი ერთფეროვანი
სოჭი ესპანური
სოჭი თეთრქერქა
სოჭი იაპონური
სოჭი კავკასიური
სოჭი კამჩატკური
სოჭი კილიკიური
სოჭი ნორდმანისა
სოჭი ციმბირული
სპარსული ღვარძლი
სპარსული ყოჩივარდა
სპელტა, ნამდვილი ასლი
სპერგულა
სპერგულა სელისა
სტაფილო
სტერკულია
სუდანური ბალახი, სუდანურა, სუდანური შალაფა
სულა
სუმბული
სუმბული აღმოსავლური
სუმბული წყლისა
სურნელოვანი ზეთის ხე, ოსმანთუსი
სურო
სურო გველისა
სურო კავკასიური
სურო კანადური
სურო კოლხური
სურო ჩვეულებრივი
სურო ცვილისა
სურო წყლისა
სუსამბარი
სუფრის ჭარხალი ვარდისფერი
სუფრის ჭარხალი თეთრი
სუფრის ჭარხალი ყვითელი
სუფრის ჭარხალი წითელი
სუძა
სწორი შვრიელა

ტაბელა
ტაბლაყურა, ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ტარო
ტარხუნა
ტაუ-საღიზი
ტაქსოდიუმი
ტაცეტი
ტეგანი
ტენცო, წყლის პიტნა
ტეოსინტე
ტეოსინტე, ბელეკონი
ტექის ხე, ტექტონი
ტეფა
ტილჭირი, აკონიტუმი
ტიმოთელა, თომოტის ბალახი
ტირიფი
ტირიფი ბრტყელი
ტირიფი მტირალა
ტირიფი მყიფე
ტიტა
ტკაცუნა
ტკბილი ლაიმი
ტკბილი სიმინდი
ტლანქი ლიმონი, ჯამბირი
ტორფის ხავსი, თეთრი ხავსი
ტრაუტფერის ბოკვი
ტუბეროზა
ტუია
ტუია გიგანტური
ტუია დასავლური
ტუნგი იაპონური
ტუნგი მთისა
ტუნგი ფორდისა
ტუნგი ჩინური
ტუნისური ბალახი
ტურანგი
ტურნეფსი
ტუხტი
ტუხტი ბაღისა
ტუხტი სამკურნალო
ტუხტი ყანისა
ტუხტი ყითელი
ტუხტი ჩინური
ტყემალი
ტყვიაბალახა
ტყისბოლოკა
ტყის ვაზი
ტყის თივაქასრა
ტყის კამა
ტყის მარწყვი
ტყის მრავალძარღვა
ტყის მიხაკი
ტყის პიტნა
ტყის ჟუნჟრუკი
ტყის სამყურა
ტყის სანთელა
ტყის ღიღილო
ტყისურა
ტყის ფარსმანდუკი
ტყის ფურისულა
ტყის ქამა-სოკო
ტყის ქოთანა
ტყის ქონდარი
ტყის ჩიტისთვალა
ტყის ცერცველა
ტყის ცოცხი
ტყის წიწმატი
ტყის ჭორტანა, კომელინა, ცისფერთვალა
ტყიურა
ტყუბლა-სოკო

უგრეხელი
უზანი
უკადრისა
უკადრისა ოთახისა
უკვდავა
ულბო
ულეწელა
ულუმბო
უნაბი
უნგრული ცერცველა, პანოიის ცერცველა
უნშიუ მანდარინი
უპანი
უჟმურა
ურარტული ნუში
ურაშა
ურთხელი
ურიში
ურო
ურო ლიმონისა
ურცი
უსუპი
უსურვაზი, ტყის ვაზი
უსურვაზი ამერკული
უსრიული პანტა
უფერულა
უფხო ღვარძლი
უფხო შვრიელა
უცვეთელა
უცუნა
უძოვარა
უძრახელა
უჭურველი
უხრავი
უჯანგარი

ფამფარა
ფამფარა ბაღისა
ფამფარულა, კევის ბალახი
ფანტია სელი
ფანქრის ხე
ფანქრის ხე ამერკული
ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ფარსმანდუკი
ფარსმანდუკი ტყისა
ფაცელია
ფეიჰოა
ფერისცვალა
ფესვმაგარა
ფეტვი
ფეტვი ზანგური
ფეტვი ინდური
ფეხფოთოლა
ფიგი
ფითრი
ფიკუსი კაუჩუკისა,
ფიკუსი ოთახისა
ფირმიანა
ფისოვანა
ფიჭვი
ფიჭვი ბიჭვინთისა
ფიჭვი ვეიმუტისა
ფიჭვი ევროპული
ფიჭვი ელდარისა
ფიჭვი ზღვისპირა
ფიჭვი თეთრი
ფიჭვი იტალიური
ფიჭვი კავკასიური
ფიჭვი მანჯურული
ფიჭვი მტირალა
ფიჭვი ყირიმული
ფიჭვი შავი
ფიჭვი ციმბირული
ფიჭვი ჭაობისა
ფლორენციული ზამბახი
ფლოქსი
ფოთლოვანი კომბოსტო, საკვები კომბოსტო
ფოთლოვანი ჭარხალი
ფოთოთი
ფოთოლეკალა
ფოლიო
ფოლიო ცისა
ფოლორცის ბალახი ცის
ფორდის ტუნგი
ფორთოხალი
ფოხვერა
ფრანგული კოინდარი
ფრთათეთრა
ფრთათეთრა ბაღისა
ფრთაფოთოლა
ფრთისებრი ჯონჯოლი
ფრინტა
ფსტა, ბუსტული
ფუნთუშა
ფურისულა
ფურისულა დიდჯამა
ფურისულა წყლისა
ფუტკარა
ფუტკრის-დედა
ფუფალა
ფუჩფუჩა
ფუჭფუჭა
ფქვილიო
ფშატა-ტირიფი
ფშატი
ფშატი ველური
ფშატფოთოლა ბერყენა
ფშნის ეკალი
ფშნის ენდრო
ფშუკურა
ფხიჯა, ქვატეხია
ფხუწა

ქაბისჩალა
ქათმისკუჭა, გიორგელა
ქათმისქოჩორა
ქალამანა
ქალბანა
ქამა-სოკო
ქამა-სოკო ტყისა
ქამეროფსი
ქარაგოზი
ქარაძენძი
ქართლის ზამბახი
ქართული ესპარცეტი
ქართული ზამბახი
ქართული კოწახური
ქართული ლალემანცია
ქართული მუხა
ქართული ნემსიწვერა
ქართული ნუში
ქართული ქოთანა
ქართული ყოჩივარდა
ქარქვეტა
ქარცხვი
ქასრა
ქატმი, ფოხვერა
ქაფუნა
ქაფურის რეჰანი
ქაფურა
ქაფურის ხე
ქაფურის ხე ცრუ
ქაღაზბადამი
ქაღალდის არალია
ქაღალდის თუთა
ქაღალდის ხე იაპონური
ქაცვი
ქაცვი ამერიკული
ქაცვი კანადური
ქენდირი
ქენდირი ამუ-დარიისა
ქერი
ქერი ბრტყელი
ქერი ველური
ქერი კულტურული
ქერი მრავალმწკრივიანი
ქერი ორმწკრივიანი
ქერი შიშველი
ქერიფქლა
ქერშიშველი
ქვათესლა
ქვამუხა
ქვაპურა
ქვატეხია
ქვებლანდისა
ქვეყნის გული
ქვიშამხალი
ქვრიმა, მოჰარი
ქითრა
ქინაქინის ხე
ქინძარა
ქინძი
ქინძი ძაღლისა
ქისრიბა
ქიშმიშის აქტინიდიაა
ქლიავი
ქოთანა კლდისა
ქოთანა ტყისა
ქოთანა ქართული
ქონა
ქონდარა არყი
ქონდარა ბალამწარა
ქონდარა ბანანი
ქონდარა ზამბახი
ქონდარა ნუში
ქონდარა პალმა, ქამეროფსი
ქონდარა ფიჭვი
ქონდარა ღვია
ქონდარა ხორბალი
ქონდარი ბაღისა
ქონდარი ტყისა
ქონის ხე
ქორაფი
ქოქ-საზიღი
ქრიზანთემა
ქრისტესბეჭედა
ქრისტესთვალა
ქრისტესისხლა
ქუბაბა
ქუთქუთა
ქუნჯუტი
ქურქუმა
ქუჩი, ველის წივანა
ქუჩულა

ღამის დედოფალი
ღამის ია
ღანძილი
ღანძილი მთისა
ღვარძლი
ღვარძლი უფხო
ღვარძლი სპარსული
ღვედკეცი
ღვია
ღვია ვირჯინიული
ღვია კაზაკური
ღვია ქონდარა
ღვია შავი
ღვია წითელი
ღვიიის ფითრი
ღვინა
ღვინა ყვითელი
ღვინიო
ღიმი, ატოლი
ღიღილო
ღიღილო რუსული
ღიღილო წითელი
ღიჭა
ღობისძირა
ღოლო
ღოლო მთისა
ღოლომჟავა
ღოლო-მხალი
ღოლო ჩვეულებრივი
ღოლოშმაგა
ღომი
ღომი ველური
ღორის ბირკა
ღორის ქადა
ღორღორა
ღოღნოშო
ღრიანჭველა

ყაბაყი
ყაბაყი ბრტყელი
ყავა
ყავა არაბული
ყავა ლიბერიული
ყაზახა
ყაისუმი

შაბთარი
შაბი, შაბუ,
შავბალახა
შავდავითა
შავთარა
შავი არყი, რადეს არყი
შავი ასკილი
შავი გვიმრა
შავი დიკა
შავი თავთუხი
შავი კაკლის ხე
შავი კუნელი
შავი მდოგვი
შავი მოცხარი
შავი მურყანი
შავი მჭადი
შავი ნაძვი
შავი სანდალოზი
შავი საქსაული
შავი ღვია
შავი ცერცველა
შავი თავთუხი
შავჩოხა- სოკო
შავჩოხა
შავწამალა
შავჯაგა, ჯღარდალა
შალამანდილი
შალაფა
შალაფა სუდანური
შალგი
შამბალილა, ულბო
შაქარა ბანანი, ბრძენთა ბანანი
შაქრის ლერწამი
შაქრის ნეკერჩხალი
შაქრის პალმა
შაქრის სორგო
შაქრის ჭარხალი
შემოდგომის წინწკალა
შესანისნავი იუკა
შვედური სამყურა
შვია
შვიტა
შვიტურა
შვრია
შვრია შიშველი
შვრია ჩვეულებრივი
შვრიანა
შვრიანა მდელოსი
შვრიელა
შვრიელა ბანისა
შვრიელა სწორი
შვრიელა უფხო
შვრიელა ჭვავიფერი
შვრიელა ჭრელი
შვრიუკა, ველური შვრია
შივო-მიკანი
შინდანწლა
შინდი
შირბახტი, ქუჯუნტი, სიმსიმი
შიშველი ქერი, ქერშიშველი
შიშველი შვრია
შმაგა, კავკასიური ბელადონა
შოთხვი
შოკოლადის ხე
შორვალა
შოროქანი, შოროქნის ცოცხი
შრეში
შრიალა-ბალახი
შროშანა
შროშანი
შროშანი ზღვისა
შროშანი მთისა
შროშანი ყვითელი
შტოში
შუბანა
შუპყა
შქერი
შხამა
შხამა-სოკო
შხამიანი თუთუბო
შხაპრი

ჩაგირი
ჩადუნა
ჩაი მექსიკური
ჩაი პარაგვაული
ჩაიოტი
ჩაი
ჩაის ბუჩქი ასამური
ჩაის ბუჩქი ჩინური
ჩაის ვარდი
ჩალამბარა
ჩალამძივი
ჩალაყვავილი
ჩარანი
ჩაქვის ბალახი
ჩაღანდრი
ჩაწყობილა
ჩაწყობილა-ბაია
ჩელტა-ზანდური
ჩელტა-მახა
ჩვეულებრივი ავოკადო, გვატემალური ავოკადო
ჩვეულებრივი ბარდა
ჩვეულებრივი ესპარცეტი
ჩვეულებრივი ვაზი
ჩვეულებრივი თამბაქო
ჩვეულებრივი თივაქასრა
ჩვეულებრივი თხილი
ჩვეულებრივი იონჯა
ჩვეულებრივი იფანი
ჩვეულებრივი კაკლის ხე, კაკალი
ჩვეულებრივი კანაფი
ჩვეულებრივი კოწახური
ჩვეულებრივი ლიმონი
ჩვეულებრივი ლობიო
ჩვეულებრივი მანანა, კალუნა
ჩვეულებრივი მატიტელა
ჩვეულებრივი მაჯაღვერი
ჩვეულებრივი მოცხარი, წითელი მოცხარი
ჩვეულებრივი მურყანი
ჩვეულებრივი ნამიკრეფია
ჩვეულებრივი ნეკერჩხალი
ჩვეულებრივი ნუში
ჩვეულებრივი საზამთრო
ჩვეულებრივი სელი
ჩვეულებრივი სორგო
ჩვეულებრივი სურო
ჩვეულებრივი ღოლო
ჩვეულებრივი შვრია
ჩვეულებრივი ცერცველა
ჩვეულებრივი ცირცელი, ჭნავი
ჩვეულებრივი ძირწითელა
ჩვეულებრივი წაბლი
ჩვეულებრივი ჭანჭყატა
ჩვეულებრივი ჭვავი
ჩვეულებრივი ხორბალი
ჩვეულებრივი ხურმა
ჩვეულებრივი ჯიჯლაყა
ჩვეულებრივი ჯონჯოლი, ფრთისებრი ჯონჯოლი
ჩილური არაუკარია
ჩინგილი
ჩინური აბელია
ჩინური აუკუბა
ჩინური ბანანი, ქონდარა ბანანი
ჩინური დარიჩინის ხე
ჩინური ვაშლი
ჩინური ვაციწვერა
ჩინური თუთუბო
ჩინური ინდიგო
ჩინური ისპანახი
ჩინური კარტოფილი
ჩინური კომბოსტო
ჩინური ჟასმინი
ჩინური ტუნგი, ფორდის ტუნგი, ჩინური ტუნგის ხე
ჩინური ტუხტი
ჩინური წაბლი
ჩინური ხახვი
ჩიტავაშლა
ჩიტაკომშა, ჩიტაწკეპლა
ჩიტიბუდა
ჩიტის ბირკა
ჩიტისთავა
ჩიტისთვალა ტყისა
ჩიტისთვალა ყანისა
ჩიტის ია
ჩიტის იონჯა
ჩიტიფეტვა
ჩიტიფეხა, სერადელა
ჩიტიყველა
ჩიტიწვივა
ჩოღანო
ჩუა
ჩუფა

ცალმარცვალა
ცალმარცვალა ველური
ცაცხვი
ცაცხვი ვერცხლა
ცაცხვი კავკასიური
ცაცხვი მსხვილფოთოლა
ცაცხვი წვრილფოთოლა
ცახის ბალახი
ცახცახა
ცერეცო
ცერცვეკალა, ფიგი
ცერცველა ბანჯგვლიანი
ცერცველა ბეწვიანი
ცერცველა თაგვისა
ცერცველა ოსპისებრი
ცერცველა პანონიისა
ცერცველა ტყისა
ცერცველა უნგრული
ცერცველა ყანისა
ცერცველა შავი
ცერცველა ჩვეულებრივი
ცერცველა ცვალებადი
ცერცველა ცხენისა
ცერცვი
ცერცვი მტრედისა
ცერცვი ხავერდა
ცეცხლეკალა
ცვალებადი ცერცველა
ცვილა სიმინდი
ცვილიანა
ცვილის ხე
ცვილის სურო
ციკასი იაპონური
ცვრიანა
ციკუტა
ცილინდრული ლუფა
ციმბირული ლარიქსი
ციმბირული ნაძვი
ციმბირული სოჭი
ციმბირული ფიჭვი
ციმბირული ქენდირი
ციმციმა
ცინერარია ნაცარა
ცინერარია ჰიბრიდული
ცირცელი
ცისანა
ცის-ვაზი, გლიცინია
ცისთვალა
ცისკარა
ცისფერი იონჯა
ცისფერი ლოტოსი
ცის-ფოლიო
ციტრონო
ციურა
ციფომანდრა
ციცინო
ცოცხა-ბალახი
ცოცხანა, ცოცხობა
ცოცხი ტყისა
ცოცხი ყვითელი
ცოცხის სორგო
ცოცხმაგარა
ცოცხობა
ცრუაკაცია
ცრუქაფურის ხე
ცრუცუგა
ცრუცუგა დუგლასისა
ცრუცუგა იაპონური
ცუგა
ცუგა ამერიკული
ცუგა იაპონური
ცულისპირა
ცხენისკბილა
ცხენისკბილა სოკო
ცხენისკუდა
ცხენისმუხლა
ცხენის ცერცველა
ცხენისწაბლა
ცხენისწაბლა წვრილყვავილა
ცხვარა
ცხვირისატეხელა, ადონისი
ცხვირისატეხელა ყვითელი
ცხვრის კვლიავი
ცხვრის სამყურა
ცხვრის წივანა
ცხიმურა
ცხრაფერა
ცხრატყავა
ცხრატყავა თათრული
ცხრატყავა ქართული

 ძაბრა-სოკო
ძარა
ძაფოვანი იუკა
ძაღლის ბირკა
ძაღლის ენა
ძაღლის პიტნა, ჭინჭრისგერა
ძაღლის სატაცური, მიხელტა
ძაღლის ქინძი
ძაღლმაყვალა
ძაღლნიორა
ძაღლნიორა იმერული
ძაღლყურძენა
ძაძა
ძახველა, ძახველი
ძახველი მარადმწვანე
ძელქვა
ძერანა
ძეძვი
ძეწნა, მტირალა ტირიფი
ძეხვის ხე
ძიგვა, ქისრიბა
ძირთეთრა
ძირმწარა
ძირტკბილა
ძირტკბილა კლდისა
ძირყვითელა
ძირშავა
ძირშაქარა
ძირწითელა
ძირწითელა ლურჯი
ძირწითელა ჩვეულებრივი
ძიძას ბალახი
ძიძო
ძიძო თეთრი
ძიძო ყვითელი, ძიძო სამკურნალო
ძმერხლი
ძმრის ხე
ძურწა
ძურწა მწვანე
ძურწა ნამდვილი
ძურწა ყვითელი
ძუძუმაყვალა

წაბლი
წაბლი ამერიკული
წაბლი იაპონური
წაბლი ჩინური
წაბლი წყლისა
წაბლფოთოლა მუხა
წალიკა
წალიკა ბოსტნისა
წალიკა სელისა
წალიკა წითელი
წამალწვრილი
წართხალი
წახნაგოვანი ლუფა, ავღანური ლუფა
წბილა
წებოვანი იონჯა
წეკო
წეროსწვივა
წერწა
წვიტა
წვრილფოთოლა ცაცხვი
წვრილყვავილა ცხენისწაბლა
წიაპა
წიაღა
წიბა
წივანა
წივანა მდელოსი
წივანა ცხვრისა
წივანა წითელი
წივანა ჭრელი
წითელი გვირილა
წითელი დიკა
წითელი თავთუხი
წითელი კუნელი
წითელი ლიმონი
წითელი მოცვი
წითელი მოცხარი
წითელი მხალი, ფოთლოვანი ჭარხალი, მაგნოლდი
წითელი სამყურა
წითელი სანდალოზი
წითელი ღვია, ფანქრის ხე
წითელი ღიღილო
წითელი შხამ-სოკო
წითელი წალიკა
წითელი წივანა
წითელი ხე ამერიკული
წითელი ჯინჭარი, ნანკინის პერილა
წითელი ჯინჭრის ენა
წითელი ჯიჯლაყა
წითელწვერა
წითლიო
წინწკალა
წინწკალა შემოდგომისა
წიფელი, წიფელა
წიფელი ამერიკული
წიფელი აღმოსავლური
წიფელი ევროპული
წიფლისძირა
წიწაკა
წიწაკა ბულგარული
წიწაკის აბრეშუმა
წიწიბურა
წიწიბურა თათრული
წიწილკურა
წიწინაური
წიწმატა-სელი
წიწმატელა
წიწმატი
წიწმატი ბრაზილიური
წიწმატი ტყისა
წიწმატი წყლისა
წიწმატურა
წკიალა სოკო, ჯიმლა
წნორი
წურწუმა
წყავი
წყავმაზა
წყალიკრეფია
წყალნაწყენი
წყვილმარცვალა ველური
წყლის ბაია
წყლის ბამბა
წყლის ბრინჯი
წყლის დვალურა
წყლის ვაზი
წყლის ვარსკვლავა
წყლის ზამბახი
წყლის იელი
წყლის კაკალი, ჭუღუმბური
წყლის მანანა
წყლის მარწყა-ბალახი
წყლის მრავალძარღვა
წყლის პერი, ლემნა
წყლის სამყურა
წყლის სუმბული
წყლის სურო
წყლის ფურისულა
წყლის წაბლი
წყლის წიწმატი
წყლის ჭირი

ჭადარი
ჭადარი აღმოსავლური
ჭადარი დასავლური
ჭადარი ხუთთითა
ჭალაფშატა, ფშატი ველური
ჭალის ვერხვი
ჭალის მუხა
ჭანგა
ჭანგა ამერიკული
ჭანგა დატოტვილი
ჭანგა მხოხავი
ჭანდარი
ჭანური ზამბახი
ჭანური ნეკერჩხალი
ჭანჭყატა
ჭანჭყატა იაპონური
ჭანჭყატა მეჭეჭიანი
ჭანჭყატა ფართოფოთლიანი
ჭანჭყატა ჩვეულებრივი
ჭაობის კვიპაროზი, ტაქსოდიუმი
ჭაობის ფიჭვი
ჭარელა
ჭარხალი
ჭარხალი სუფრისა
ჭარხალი ფოთლოვანი
ჭარხალი შაქრისა
ჭარხლიფოჩა
ჭაღარა სამყურა
ჭახრაკაული
ჭერამი
ჭეჭველა
ჭეჭკეტა-სოკო
ჭვავი
ჭვავი ჩვეულებრივი
ჭვავისებრი შვრიელა
ჭიაფერა
ჭიკარტი
ჭილი
ჭინჭარა
ჭინჭარი
ჭინჭრისგერა
ჭინჭრის-დედა
ჭინჭრიფოთოლა
ჭიოტა
ჭიოტა სელისა
ჭკვალი
ჭლაკვი
ჭლაკვი რუსული
ჭოროხის მუხა
ჭორტანა
ჭორტანა ტყისა
ჭრელი წივანა, ლერწმქუჩი
ჭრელყვავილა იონჯა
ჭუღუმბური
ჭყანტა
ჭყიმა-მხალი
ჭყიმი
ჭყიპანტა
ჭყორი
ჭყორფოთოლა

ხავერდა, იმერული ზაფრანა
ხავერდა-ცერცვი
ხავსი
ხავსი თეთრეი
ხავსი ირმისა
ხავსი ტორფისა
ხაზაზა
ხანდური
ხანჭკოლა
ხანჭკოლა თეთრი
ხანჭკოლა ლურჯი
ხანჭკოლა მრავალფოთლიანი
ხანჭკოლა ყვითელი
ხანჯალა
ხართუთა
ხარისვარდა
ხარისთვალა
ხარისკუდა, შუბანა
ხარისფაშვა
ხარისშუბლა
ხარისჩლიქა
ხარისძირა
ხარნუყა
ხატოტი
ხაშხაში
ხახამა
ხახვთესლა
ხახვი
ხახვი ზღვისა
ხახვი კლდისა
ხახვი ჩინური
ხახვილო
ხახვისთავა
ხახვისფოჩა
ხახია
ხბოშუბლა
ხებალახა
ხებუერა
ხეგვიმრა
ხევარდი
ხევერცხლა
ხევსურის დიყი
ხეთამხალი
ხეკაქტუსი
ხეკოლა, კოლა
ხემაგარა, ფირმიანა, სტერკულია
ხემარწყვა
ხემახვია, ხემოა
ხემყრალი
ხეპილპილა
ხეპომიდორი, ციფომანდრა
ხერკინა
ხერკინა ლენქორანული
ხერხა
ხერხფოთოლა
ხეტიტა
ხეტუხტი
ხეშავი
ხეშროშანა
ხეჭრელი
ხეჭრელი ამერკული
ხეჭრელი იმერული
ხეჭრელი კლდისა
ხვალო, ჭალის ვერხვი
ხვალო თეთრი
ხვართქლა
ხვართქლა მლაშე
ხვარხვარა
ხვიარა ვარდი
ხვიტი
ხმალა, ხანჯალა
ხოვერა
ხოკერა-გოგრა
ხომანდული
ხომეჭი
ხორბალი
ხორბალი აბაშური
ხორბალი აბისინიური
ხორბალი ინგლისური
ხორბალი ინდური
ხორბალი მაგარი
ხორბალი მახა
ხორბალი მრგვალმარცვალა
ხორბალი პოლონური
ხორბალი რბილი
ხორბალი რბილი უფხო
ხორბალი რბილი ფხიანი
ხორბალი საგაზაფხულო
ხორბალი ქონდარა
ხორბალი ჩვეულებრივი
ხოროსანი
ხორციფერა
ხრაშუნა
ხრიალა
ხუთთითა ჭადარი
ხუთყურა
ხურმა
ხურმა აღმოსავლური
ხურმა ვირგინიული
ხურმა იაპონურიხურმა ჩვეულებრივი
ხურტკმელი
ხურხუმა
ხუჭუჭა, ბეკმანია

ჰარტვისის მუხა
ჰევეა ბრაზილიური
ჰელიოტროპი
ჰელიოტროპი ბაღისა
ჰიბრიდული ცინერარია
ჰიკორი
ჰიმალაური კედარი
ჰიმალაური კვიპაროსი
ჰიმალაური ნაძვი
ჰორიზონტალური კვიპაროსი
ჰორტენზია
ჰოსტა