logo-herba

antiD-header

«ადამიანების 2 პროცენტი - აზროვნებს, 3 პროცენტი - ფიქრობს, რომ აზროვნებს, ხოლო  95 პროცენტს ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე იაზროვნოს». 

ჯორჯ ბერნარდ შოუ
ბრიტანელი მწერალი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე. ნობელის პრემიის ლაურეატი

ერიხ ფრომი. ბიოგრაფია

Erich-Frommერიხ ფრომიერიხ ფრომი ერიხ ფრომი – Erich Fromm (1900 – 1980) ფრომი, ერიხ (Erich Fromm) (*23 მარტი, 1900, ფრანკფურტი – 18 მარტი, 1980, ლოკარნო) – ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ფსიქოანალიტიკოსი, ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი, ნეოფროიდიზმის ერთ – ერთი ფუძემდებელი.

ერიხ ფრომი პატრიარქალურ ებრაულ ოჯახში აღიზარდა. დედამისი, როზა კრაუზე, რუსეთიდან ემიგრირებული რაბინის ქალიშვილი იყო; საგვარეულოს სხვა წარმომადგენლები თალმუდის ღრმა ცოდნით გამოირჩევოდნენ, რის გამოც ებრაულ სათვისტომოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ნათესავების გავლენის ქვეშ მოქცეულმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, რომ იუდაიზმის შესწავლა და გავრცელება მისი მოწოდება იყო. ფრომის საყვარელ წიგნს ბავშვობაში ძველი აღთქმა წარმოადგენდა, რომელშიც მას განსაკუთრებით სამი ეპიზოდი ხიბლავდა: ადამ და ევას განდევნა სამოთხიდან, სოდომის ისტორია და იონა  წინასწარმეტყველის ამბავი.

ვრცლად: ერიხ ფრომი. ბიოგრაფია

ერიხ ფრომი. ჯორჯ ორ­უ­ე­ლის „1984″

Erich-Frommჯორჯ ორუელის „1984″ გამოხატავს განწყობილებას. ეს წიგნი – გაფრთხილებაა. მისი განწყობილება ახლოსაა სასოწარკვეთასთან ადამიანის მომავლის გამო, გაფრთხილებით კი გვაფრთხილებს, რომ თუ ჩვენი ისტორია გეზს არ შეიცვლის, მაშინ ადამიანები დაკარგავენ ყველაზე ადამიანურ თვისებებს და მათთვისვე შეუმჩნევლად იქცევიან უსულო ავტომატებად.

ვრცლად: ერიხ ფრომი. ჯორჯ ორ­უ­ე­ლის „1984″

ზიგმუნდ ფროიდი (ქრონოლოგია)

ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრება (ქრონოლოგია)

ფროიდი. წლები1856 წლის 6 მაისი — პატარა ქალაქ ფრეიბერგში (მორავია) დაიბადა სიგიზმუნდ შლომო ფროიდი.
1859 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ლაიფციგში.
1860 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ვენაში.
1865 — ფროიდი სასწავლებლად შედის გიმნაზიაში, რომელიც მდებარეობს ვენურ კვარტალში ლეოპოლდშტადტი.
1873 — გიმნაზიის გამოსაშვებ კლასში ფროიდი კითხულობს გეტეს თხზულებას "ბუნების შესახებ" და სოფოკლეს ტრაგედიას "მეფე ოიდიპოსი". იგი იღებს გადაწყვეტილებას, შეისწავლოს მედიცინა ვენის უნივერსიტეტში.
1877 — ფროიდის პირველი მეცნიერული ნაშრომის გამოქვეყნება — "გველთევზების სასქესო ორგანოების შესახებ".
1878 — ოიზეფ ბრეიერთან მეგობრობის დასაწყისი.
1879 — ერთწლიანი სამსახური ჯარში.
1881 — ღებულობს დოქტორის ხარისხს.
1882 — ნიშნობა მარტა ბერნეისთან; იწყებს მუშაობას ვენის საქალაქო საავადმყოფოში.
1884 — იკვლევს ავადმყოფების კოკაინით მკურნალობის შესაძლებლობებს.
1885 — სტაჟირება პარიზში შარკოსთან. შარკო წარმატებით იყენებს ჰიპნოზის ტექნიკას და წინ წამოაყენებს ისტერიის ახსნის ახალ მიზეზებს.
1886 — ფროიდი კერძო პრაქტიკას იწყებს ვენაში; ქორწინება მარტა ბერნეისზე.
1887 — ფროიდი სპეციალიზირდება ნერვული დაავადებების მკურნალობაზე ელექტროთერაპიისა და ჰიპნოზის გამოყენებით.
1891 — ნაშრომში "აფაზიის შესახებ" ფროიდი მეტყველების დარღვევას, რომელიც დაკავშირებულია ტვინის პათოლოგიებთან.
1893 — "ანნა ო."-ს შემთხვევა; იოზეფ ბრეიერი და ფროიდი ერთად აანალიზებენ პაციენტების ნერვოზებს. ზოგჯერ ფროიდის დასკვნები ეფუძნება ბრეიერის მონათხრობებს.
1895 — ბრეიერისა და ფროიდის ბოლო საერთო სტატიაში "ისტერიის კვლევა" აღწერილია "ანნა ო."-ს შემთხვევა. შემდგომშო ფროიდი მუშაობს დამოუკიდებლად.
1896 — პირველად გაიჟღერა ტერმინმა "ფსიქოანალიზი"; გარდაიცვალა ფროიდის მამა.
1897 — ფროიდი დაკავებულია თვითანალიზით, რომელმაც მიიყვანა იგი ნერვოზების ტრავმატული ბუნების იდეებთან, ბავშვური სექსუალობის და ოიდიპოსის კომპლექსის აღმოჩენამდე.
1899 — დეკემბერში გამოდის "სიზმრები" (გამოცემის მონაცემებში მითითებულია 1900 წელი). ფროიდის ეს წიგნი შეიცავს თავისი საკუთარი და პაციენტების სიზმრების ანალიზს.
1901 — გამოქვეყნდა "ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია".
1902 — ჩამოყალიბდა ფსიქოლოგიური საზოგადოება, რომელიც იკრიბებოდა ოთხშაბათობით.
1905 — "სამი ნარკვევი სექსუალობაზე", "ისტერიის ანალიზის ფრაგმენტი" (დორას შემთხვევა), "იუმორი და მისი კავშირი არაცნობიერთან".
1906 — მეგობრობის დასაწყისი ნიჭიერ შვეიცარიელ ფსიქიატრთან კარლ გუსტავ იუნგთან.
1908 — პირველი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური კონგრესი ზალცბურგში.
1909 — მეგობრებისა და მოსწავლეების თანხლებით ფროიდი მიემგზავრება აშშ-ში ფსიქოანალიზზე ლექციების წასაკითხად.
1912 — წიგნში "ტოტემი და ტაბუ" ფროიდი წამოაყენებს იდეას, რომ კულტურისა და რელიგიის საფუძველი არის სექსუალური ინსტინქტების განდევნის მექანიზმები.
1914 — იუნგის მიერ კავშირის გაწყვეტა ოფიციალურ ფსიქოანალიტიკურ მიმდინარეობასთან.
1915 — ლექციების კურსი ვენაში "შესავალი ფსიქოანალიზში".
1919 — შეისწავლის ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ფსიქოლოგიას.
1920 — ქალიშვილ სოფის გარდაცვალება;

წიგნში "კმაყოფილების პრინციპის მეორე მხარეს" წამოყენებულია ახალი ცნება "სწრაფვა სიკვდილისკენ" — ინსტინქტი, რომელიც კონფლიქტში მოდის სიცოცხლის ინსტინქტთან.
1921 — გამოქვეყნდა "მასების ფსიქოლოგია და მე-ს სფეროს ანალიზი".
1923 — წიგნში "ეგო და იდი" ფროიდი პირველად აღწერს სრულად ფსიქიკის სტრუქტურას — "ეგო", "სუპერ-ეგო", "იდი"; ექიმები ფროიდს დიაგნოზს უსვამენ: პირის ღრუს კიბო; საყვარელი შვილიშვილი, 4 წლის ჰაინცის სიკვდილით გამოწვეული დეპრესია.
1925 — მეგობრობის დასაწყისი ბერძენ ქალთან მარია ბონაპარტთან.
1926 — წიგნში "განდევნა, სიმპტომები და შიშები" წამოყენებულია ახალი თეორია შიშისა, როგორც "ეგო"-ს დაცვის მექანიზმი.
1927 — გამოქვეყნდა "ერთი ილუზიის მომავალი". ფროიდი აცხადებს, რომ არ ღებულობს არცერთ რელიგიას და ამტკიცებს თავის ათეიზმს.
1930 — ნაშრომში "უკმაყოფილება კულტურით" ფროიდი მსჯელობს ადამიანის მოთხოვნილებების და საზოგადოების მოთხოვნების დრამატულ შეუსაბამობაზე.
1932 — მიმოწერა აინშტაინთან, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა სათაურით "რატომ ომი?".
1933 — ბერლინში ფაშისტები წვავენ ფროიდის წიგნებს ლოზუნგით "სექსუალური ცხოვრების სულის დამანგრეველი გადაფასების წინააღმდეგ და ადამიანის სულის კეთილშობილებისთვის"; ავსტრიის შეერთება გერმანიასთან;
1936 — ფროიდის 80 წლის იუბილე. ბრიტანეთის სამეფო საზოგადოება ირჩევს მას წევრ-კორესპონდენტად.
1938 — ფროიდი მეუღლესთან და ქალიშვილ ანნასთან ერთად საცხოვრებლად გადადის ლონდონში, რაშიც მას დაეხმარა მარია ბონაპარტი. ფროიდი განაგრძობს პაციენტების მიღებას და მუშაობს წიგნზე "ადამიანი მოსე და მონოთეისტური რელიგია".
1939 წლის 23 სექტემბერი — ფროიდი გარდაიცვალა ლონდონში.

წყარო: ბურუსი

კარლ გუსტავ იუნგი - ბიოგრაფია

Carl Gustav Jung

კარლ გუსტავ იუნგი – Carl Gustav Jung (1875 – 1961)

კარლ გუსტავ იუნგი – დაიბადა 1875 წლის 26 ივლისს კესვილში (თურგუს კანტონი, შვეიცარია) ღარიბი პროტესტანტი მღვდლის ოჯახში. იუნგი იხსენებდა, რომ მამა თუმცა ღა იცავდა ყველა წეს-ჩვეულებას, როგორც ეს კეთილსინდისიერ მღვდელს შეეფერება, მაგრამ ამის და მიუხედავად შინაგანად არ იყო დარწმუნებული ღმერთის არსებობაში. იუნგის დედა ემოციურად გაუწონასწორებელი ქალი იყო. შემდგომში იუნგი მას როგორც სულიერად ავადმყოფს დაახასიატებს. საერთოდ საინტერსეოა, რომ იუნგის სანათესაოში მრავლად მოიპოვებოდა ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანები, მაგალითად მისი ბიძაშვილი ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მედიუმი იყო. იუნგმა მისი შემთხვევა თავის დისერტაციაშიც კი გამოიყენა. თავად იუნგსაც ქონდა გარკვეული პრობლემები. ის იხსენებდა, რომ ჰქონდა ხოლმე შეგრძნება ტითქოს მასში ორი ადამიანი ცხოვრობს, რაც მის პიროვნების გახლეჩაზე მიუთითებდა, თუმცაღა მნიშვნელოვან პათოლოგიაში არ გადაზრდილა. ბავშვობიდანვე გულ ჩათხრობილ იუნგს არასოდეს ჰყოლია მეგობრები, გარესამყაროს ძნელად ეგუებოდა და საკუთარი აზრების სამყაროში ცხოვრობდა.იგი თავად იყო კლასიკური მაგალითი იმ ტიპისა, რასაც მოგვიანებით `ინტროვერტი~ უწოდა.

ვრცლად: კარლ გუსტავ იუნგი - ბიოგრაფია

კარლ გუსტავ იუნგი. ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები. პირველი ლექცია

კარლ გუსტავ იუნგი. ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები

ÜBER GRUNDLAGEN DER ANALYTISCHENJung, C. G.: Studien zur analytischen Psychologie.

Zürich, Rascher Verlag, 1955.

ლექცია პირველი

ვრცლად: კარლ გუსტავ იუნგი. ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები. პირველი ლექცია

კარლ გუსტავ იუნგი. ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები. მეორე ლექცია. კამათი

 კამათი

 კითხვა:

 იცით, მინდა გუშინდელ საღმოს მივუბრუნდე. ლექციის დასასრულისათვის თქვენ უმაღლესი და უდაბლესი ფუნქციების შესახებ საუბრობდით და ბრძანეთ, აზროვნებითი ტიპი თავის გრძნობით ფუნქციას არქაულ ყაიდაზე ხმარობსო. მინდოდა მეკითხა: შებრუნებითაც სწორი გამოვა? როდესაც გრძნობითი ტიპი აზროვნებას ცდილობს, ისიც არქაულად აზროვნებს? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აზროვნება და ინტუიცია პრინციპულად უფრო მაღალ ფუნქციებად უნდა ჩავთვალოთ, ვიდრე გრძნობა და შეგრძნება? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ… სხვა ლექციებიდან ასე გავიგე, რომ შეგრძნება უდაბლესი ცნობიერი ფუნქციაა და აზროვნება – უფრო მაღალი. მართლაც, ყოველდღიურ ცხოვრებაში აზროვნება non plus ultra-დ* გვევლინება. პროფესორი (ამ პროფესორს როდი ვგულისხმობ), რომელიც თავის სამუშაო ოთახში ზის და აზროვნებს, თავის უაღრესად მაღლგანვითარებულ ტიპად თვლის და სხვებიც ასევე ფიქრობენ, ე.ი. მას უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე, ვთვათ, გლეხს, რომელიც ამბობს: ,,ზოგჯერ ვზივარ და ვფიქრობ, ზოგჯერ კი უბრალოდ ვზივარ”.

ვრცლად: კარლ გუსტავ იუნგი. ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები. მეორე ლექცია. კამათი

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით