logo-herba

antiD-header

ფილიპ ზიმბარდო: როგორ ხდებიან ჩვეულებრივი ადამიანები მონსტრები... ან გმირები (video ქართული სუბტიტრებით)

ფილიპ ზიმბარდომ იცის რა მარტივად ხდებიან კარგი ადამიანები ცუდები. ამ გამოსვლაში, ის გვიზიარებს თავის ხედვას და აბუ გრეიბის უნახავ ფოტოებს. შემდეგ ის საუბრობს მეორე მხარეზე: რა მარტივია გახდე გმირი და როგორ უნდა გავიზარდოთ ამ გამოწვევამდე.

ფილიპ ზიმბარდო: როგორ ხდებიან ჩვეულებრივი ადამიანები მონსტრები... ან გმირები (გამოსვლის ტექსტი)

ფილოსოფოსები, დრამატურგები, თეოლოგები საუკუნეების განმავლობაში ფიქრობდნენ ამ კითხვაზე: რა აიძულებთ ადამიანებს გახდნენ ცუდები? საინტერესოა, მე ვსვამდი ამ კითხვას პატარა რომ ვიყავი. მე ვიზრდებოდი სამხრეთ ბრონქსში, ნიუ-იორკის გეტოში, მე გარშემორტყმული ვიყავი ბოროტებით ისევე, როგორც ყველა ბავშვი, რომელიც ღარიბ უბანში გაიზარდა. და მე მყავდა მეგობრები, ნამდვილად კარგი ბავშვები, რომლებიც ცხოვრობდნენ Dr. Jekyll Mr. Hyde სცენარის მიხედვით -რობერტ ლუის სტივენსონი. ანუ, იღებდნენ ნარკოტიკს, ეხვეოდნენ უსიამოვნებებში, მიდიოდნენ ციხეში. ზოგი დაიღუპა, ზოგმა კი ეს ნარკოტიკების გარეშე მოახერხა.

ასე, რომ როდესაც წავიკითხე რობერტ ლუის სტივენსონი, ეს არ იყო გამონაგონი. ერთი კითხვა მაქვს - რა იყო იმ ჭიქაში? და ყველაზე მთავარი -გამყოფი ხაზი კეთილსა და ბოროტს შორის - რომელიც უზრუნველყოფილი ადამიანების აზრით მტკიცე და ურყევია ისინი კარგ მხარეს არიან, დანარჩენები კი -ცუდ მხარეს. მე ვიცოდი, რომ ეს ხაზი მოძრავი იყო. კარგი ადამიანები შეიძლება შეაცდინო და გადაკვთონ ეს ხაზი და კარგ და იშვიათ გარემოებებში, ცუდი ბავშვებიც გამოკეთდებიან დახმარებით, შეცვლით, რეაბილიტაციით.

მინდა დავიწყო მ.ს. ეშერის ამ მშვენიერი ილუზიით. თუ შეხედავთ და დააკვირდებით თეთრს, თქვენ დაინახავთ ანგელოზებით სავსე სამყაროს. მაგრამ, მოდით უფრო ღრმად ჩავიხედოთ, და გამოჩნდება დემონები, ეშმაკები სამყაროში. და ეს ჩვენ გვეუბნება, რომ სამყარო არის

იყო და ყოველთვის იქნება სავსე კეთილითა და ბოროტით, რადგან კეთილი და ბოროტი არის ადამიანის მდგომარეობის ინი და იანი. ეს სხვა რამესაც მეუბნება. თუ გახსოვთ, ღმერთის საყვარელი ანგელოზი იყო ლუციფერი. ცხადია, ლუციფერი ნიშნავს 'სინათლეს'. ის ასევე ნიშნავს 'ცისკრის ვარსკვლავს' ზოგიერთ ხელნაწერში. და როგორც ჩანს, ის არ დაემორჩილა ღმერთს, ეს არის ავტორიტეტისადმი დაუმორჩილებლობის უკიდურესი ფორმა. და მთავარანგელოზი მიქაელი გაგზავნა რომ გაეძევებინა ის და სხვა დაცემული ანგელოზები სამოთხიდან. ასე რომ ლუციფერი ეშვება ჯოჯოხეთში და ხდება სატანა, ეშმაკი და სამყაროში ჩნდება ბოროტება.

პარადოქსულია, რომ ღმერთი იყო ის, ვინც შექმნა ჯოჯოხეთი ბოროტების შენახვისთვის. სხვათაშორის მისი იქ გაჩერება ვერ შეძლო. ღმერთის საყვარელი ანგელოზის ეშმაკად გადაქცევის ეს სიუჟეტი, ჩემი აზრით, განსაზღვრავს კონტექსტს, რომ გავუგოთ ადამიანებს - რომლებიც კარგი, ჩვეულებრივი ადამიანებიდან ბოროტებად იქცნენ.

ლუციფერის ეფექტმა - თუმცა ის ფოკუსირებულია ნეგატიურზე - იმაზე, როგორი უარყოფითები შეიძლება გახდნენ ადამიანები, და არა ადამიანის უარყოფით ბუნებაზე - მიმიყვანა ფსიქოლოგიურ განსაზღვრებამდე: ბოროტება არის ძალის გამოყენება. ეს არის გასაღები: ძალაუფლება. განზრახ მიაყენო ადამიანებს სულიერი ტკივილი, ფიზიკური ტკივილი, გაანადგურო ადამიანები ფიზიკურად, ან იდეები და დანაშაული ჩაიდინო კაცობრიობის წინააღმდეგ. თუ გუგლში მოძებნით 'ბოროტებას' თქვენ ნახავთ 136 მილიონ შედეგს წამის მესამედში.

წლების წინ - დარწმუნებული ვარ ჩემსავით შოკში იყავით ყველა- ამერიკელი ჯარისკაცების მხილებით, რომელბიც შეურაცხყოფას აყენებდნენ პატიმრებს უცხო ქვეყანაში, წინააღმდეგობრივ ომში, აბუ გრეიბში, ერაყში. და ესენი იყვნენ კაცები და ქალები, რომლებიც დაუჯერებლად ამცირებდნენ პატიმრებს. მე შოკში ვიყავი, მაგრამ არ გამკვირვებია, რადგან მსგავსი ვიზუალური პარალელები ნანახი მქონდა, როდესაც სტენფორდის ციხის ექსპერიმენტში ციხის ზედამხედველი ვიყავი.

ბუშის ადმინისტრაციამ სასწრაფოდ გამოაცხადა.. რა? რასაც ყველა ბიუროკრატი ამბობს, როდესაც სკანდალი იწყება. "ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებთ, სისტემის ბრალი არაა. ეს რამდენიმე დამპალი ვაშლის, რამდენიმე ცუდი ჯარისკაცის ბრალია". ჩემი მოსაზრებაა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ზოგადად კარგები არიან. შესაძლოა, იქ იყო რამდენიმე ცუდი. მაგრამ როგორ - როგორ დავამტკიცო ეს მოსაზრება?

მე მიმიწვიეს ექსპერტად, მოწმედ ერთ-ერთი მცველის სერჟანტი ჩიპო ფრედერიკოს პროცესზე. და მე ამ როლის გამო ხელი მიმიწვდებოდა ათობით საგამოძიებო ანგარიშზე. მე მასთანაც მქონდა წვდომა. შემეძლო შემესწავლა ის, დამეპატიჟებინა სახლში, უკეთ გამეცნო შემესწავლა დამპალი ვაშლი იყო თუ კარგი. მესამეც, მე შეხება მქონდა იმ 1000 სურათთან, რომლებიც ამ ჯარისკაცებმა გადაიღეს. ეს სურათები არის ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის, ამსახველი. და ყველა მათგანი ამერიკელი ჯარისკაცების კამერებითაა გადაღებული. რადგან ყველას აქვს ციფრული კამერა ან მობილურის კამერა, ისინი ყველაფერს უღებდნენ სურათებს. ათასზე მეტი სურათია.

და მე სხვადასხვა კატეგორიებში გადავანაწილე ისინი. მაგრამ ესენი არიან შეერთებული შტატების სამხედრო პოლიციის რეზერვისტები. ისინი არ არიან ამ მისიისთვის მომზადებული ჯარისკაცები. და ეს ყველაფერი ხდებოდა ერთ ადგილას, 1A სექციაში, ღამის ცვლაში. რატომ? 1A სექცია იყო სამხედრო დაზვერვის ცენტრი. აქ ტარდებოდა დაკითხვები. აქ იყო CIA. გამომძიებლები Titan Corporation-დან. და მათ ვერ მიიღეს ინფორმაცია ამბოხებულებზე. ასე, რომ გადაწყვიტეს ზეწოლა ამ ჯარისკაცებზე. სამხედრო პოლიციაზე, რომ ზღვარს გადასულიყვნენ. მისცეს მათ უფლება მტრის ნებისყოფა გაეტეხათ, რომ დაკითხვისთვის მოემზადებინათ, დაესუსტებინათ ისინი, მისცეს უფლება ხელთათმანები გაეხადათ. ეს ყველაფერი ევფემიზმებია და აი როგორ გაიგეს მათ. მოდით, ჩავიდეთ ამ დილეგში.

(კამერის ხმა) (ბრახუნი) (კამერის ხმა) (ბრახუნი) (სუნთქვა) (ზარი)

საკმაოდ შემზარავია. ესაა ბოროტების ვიზუალური ილუსტრაცია. ალბათ შეამჩნევდით, რომ ხელებაწეული პატიმარი დავაწყვილე ლეონარდო და ვინჩის ადამიანურობის ოდასთან. რადგან ეს პატიმარი იყო სულიერად ავადმყოფი. ეს პატიმარი ყოველდღე ისვამდა განავალს, ისინი კი მას აიძულებდნენ ჭუჭყში ეკოტრიალა, რომ სუნი არ ჰქონოდა. მცველები მას "განავლის ბიჭს" ეძახდნენ. რას აკეთებდა ის ამ ციხეში რატომ არ იყო ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში?

ნებისმიერ შემთხვევაში, თავდაცვის ყოფილი მდივანი რამსფილდი მოდის და კითხულობს: "მინდა ვიცოდე ვინაა პასუხისმგებელი? რომლები არიან დამპალი ვაშლები?" - ეს ცუდი კითხვაა. უნდა იკითხოთ "რა არის დამნაშავე?" რადგან "რა" შეიძლება ასევე იყოს "ვინ" - ადამიანები და ასევე შეიძლება იყოს "რა" - სიტუაცია, და ეს ნამდვილად არასწორია.

მოკლედ, როგორ ხსნიან ფსიქოლოგები ადამიანის ბუნების ასეთ ცვლილებას, თუ მივიჩნევთ, რომ ისინი კარგი ჯარისკაცები იყვნენ მანამ მიწისქვეშ ჩავიდოდნენ? არსებობს სამი გზა. მთავარ გზას სიტუაციური ქვია. ჩვენ ადამიანის შიგნით ვიხედებით, ვეძებთ ცუდ ვაშლებს.

ეს ყველა სოციალური მეცნიერების ფუნდამენტია, რელიგიის, ომის საფუძველი. სოციალური ფსიქოლოგები, როგორც მე, ვამბობთ: "დიახ, ადამიანები არიან მსახიობები სცენაზე, მაგრამ უნდა იცოდე რა სიტუაციაა. ვინ არიან მსახიობთა სიაში? როგორია კოსტუმები? არის თუ არა სცენის რეჟისორი?" ასე რომ, ჩვენ გვაინტერესებს რა ფაქტორებია ინდივიდის გარშემო - ცუდი გარემოცვა? სოციოლოგები აქ ჩერდებიან და ტოვებენ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც მე აღმოვაჩინე, როდესაც ექსპერტი ვიყავი აბუ გრეიბის საქმეში. ძალაუფლება სისტემაშია. სისტემა ქმნის სიტუაციას, რომელიც აფუჭებს ინდივიდს და ესაა კანონი, პოლიტიკური, ეკონომიკური სისტემა, კულტურა. და სწორედ ეს ქმნის ცუდ გარემოს.

ასე რომ, თუ გსურთ, შეცვალოთ პიროვნება, უნდა შეცვალოთ სიტუაცია. თუ გსურთ, შეცვალოთ სიტუაცია, უნდა იცოდეთ სად არის ძალაუფლება - სისტემაში. ლუციფერის ეფექტი გულისხმობს ადამიანური ბუნების ტრანსფორმაციის გაგებას ამ სამი ფაქტორის მიხედვით. და ესაა დინამიკური ურთიერთქმედება. რა შეაქვთ ადამიანებს სიტუაციაში? რას იღებს სიტუაცია მათგან? და როგორია სისტემა, რომელიც ქმნის და ინარჩუნებს ამ სიტუაციას?

ჩემი ახლახანს გამოცემული წიგნი "ლუციფერის ეფექტი" სწორედ ამაზეა- როგორ გავიგოთ, რატომ ხდებიან კარგი ადამიანები ცუდები? და აქ მრავალი დეტალია, რომელზეც მე დღეს ვისაუბრებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წიგნის თემა ბოროტებაა, რეალურად ესაა დიდება გონების შეუზღუდავი შესაძლებლობებისა, რომელიც ჩვენ კეთილად ან სასტიკად, მზრუნველად ან უდარდელად, შემოქმედად ან დამანგრეველად, ზოგიერთ ჩვენგანს კი ბოროტმოქმედად გვაქცევს. კარგი ამბავი, რომელსაც მოგვიანებით დავუბრუნდებით, კი ისაა, რომ ზოგიერთი ჩვენგანი გმირი ხდება. ეს მშვენიერი კომიქსი "ნიუ იორკერიდან" გამოხატავს ყველაფერს, რაც მე ვთქვი: "მე არც კარგი პოლიციელი ვარ და არც ცუდი, ჯერომ. როგორც შენ, მეც დადებითი და უარყოფითი თვისებების რთული ჯამი ვარ, რომელიც ან ჩნდება, ან არა, სიტუაციის მიხედვით. " (სიცილი)

არის ერთი გამოკვლევა, რომელიც ზოგიერთმა ალბათ იცით, მაგრამ მთელი ისტორია ცოტას თუ წაუკითხავს. ზოგიერთებმა ნახეს ფილმი. ეს სტენლი მილგრემია - ებრაელი ბიჭუნა ბრონქსიდან, რომელმაც იკითხა: "შესაძლებელია ჰოლოკოსტი განმეორდეს აქ და ახლა?" ხალხმა უპასუხა - "არა, მაშინ ნაცისტური გერმანია იყო, ჰიტლერი, 1939-იანი წლები".. მან თქვა "კარგი, მაგრამ დავუშვათ ჰიტლერმა გკითხათ, 'შეგიძლიათ უცნობი ადამიანი აწამოთ ელექტროშოკით?' ' არა, მე არა, მე კარგი ადამიანი ვარ' მან თქვა: "შეგიქმნით სიტუაციას და მოგცემთ შანსს ნახოთ, რას გააკეთებ".

და აი რა ქნა მილგრემმა - ტესტირება ჩაუტარა 1000 ჩვეულებრივ ადამიანს. 500 ნიუ ჰევენიდან, კონექტიკუტიდან იყო, 500 -ბრიჯპორტიდან. განცხადებაში ეწერა, " ფსიქოლოგებს სურთ შეისწავლონ მეხსიერება. ჩვენ გვინდა გავაუმჯობესოთ ადამიანების მეხსიერება, რადგან მეხსიერება წარმატების გასაღებია". "დათმობილი დროსთვის ჩვენ გადაგიხდით ოთხ დოლარს". "ჩვენ არ გვჭირდება სტუდენტები, გვჭირდება მამაკაცები 20დან 50 წლამდე." მოგვიანებით მათ გაიმეორეს ეს ექსპერიმენტი ქალებზე. ჩვეულებრივი ხალხი - სტილისტები, კლერკები, ოფისის მუშები.

როდესაც მოხვალთ, ერთ-ერთი თქვენგანი იქნება მოსწავლე, მეორე - მასწავლებელი. მოსწავლე - სასიამოვნო, საშუალო ასაკის ბიჭია. მას ამაგრებენ ელექტროშოკს მეორე ოთახში. მოსწავლე შესაძლოა ყოფილიყო საშუალო ასაკის, ან სულაც 20 წლის. ერთ-ერთ თქვენგანს ავტორიტეტი, ანუ თეთრხალათიანი ლაბორანტი ეუბნება "თქვენი, როგორც მასწავლებლის მოვალეობაა მისცეთ ამ ბიჭს დასასწავლი მასალა" "სწორად თუ უპასუხებს - დააჯილდოვებთ. არასწორად თუ უპასუხებს - ელექტროშოკის ღილაკს დააჭერთ. პირველი ღილაკია - 15 ვოლტი. ის ვერც კი იგრძნობს." ეს მნიშვნელოვანია. ყველა ბოროტება იწყება 15 ვოლტიდან. შემდეგი ნაბიჯი - კიდევ 15 ვოლტი. პრობლემა ისაა, რომ სერიის ბოლოს 450 ვოლტია. თქვენ აჭერთ ღილაკს და მოსწავლე იწყებს ყვირილს, "ავადმყოფი გული მაქვს, მეტი აღარ შემიძლია!"

თქვენ კარგი ადამიანი ხართ. თქვენ ჩივით: "სერ, ვინ არის პასუხისმგებელი მას რამე რომ მოუვიდეს?" ექსპერიმენტატორი გპასუხობთ, "ნუ წუხართ, მე ვარ პასუხისმგებელი. განაგრძეთ, მასწავლებელო". ჩნდება კითხვა: ვინ ავა 450 ვოლტამდე? უნდა აღინიშნოს, რომ 375 ვოლტზე არის წარწერა: "საშიშია, შოკი". როდესაც აქ ადის, წერია "XXX"- ძალაუფლების პორნოგრაფია. (სიცილი)

მილგრემმა ჰკითხა 40 ფსიქიატრს, "ამერიკელ მოქალაქეთა რამდენი პროცენტი ავა ბოლომდე?" მათ უპასუხეს, რომ მხოლოდ ერთი პროცენტი. რადგან ეს სადისტური ქცევაა. ჩვენ ვიცით, ფსიქიატრებმა იციან, რომ ამერიკელთა მხოლოდ 1%-ია სადისტი. კარგი. აი მონაცემები. აქ ალბათ შეცდომაა. ორი მესამედი ავიდა 450 ვოლტამდე. და ეს მხოლოდ ერთი ექსპერიმენტი იყო. მილგრემმა 16-ზე მეტი ექსპერიმენტი ჩაატარა. და შეხედეთ ამას. მე-16 ექსპერიმენტი, თუ ხედავთ თქვენსს მსგავსს, რომელიც მიდის საზღვრამდე, 90% მიდის ბოლომდე. მეხუთე ექსპერიმენტში, თუ ხედავთ ერთ ამბოხებულს, 90% შეეწინააღმდეგა. რა ხდება ქალებთან? მე-13 ექსპერიმენტი - არ განსხვავდებიან კაცებისგან. ასე რომ, მილგრემმა განსაზღვრა ბოროტება, როგორც ადამიანების სურვილი, ბრმად დაემორჩილონ ავტორიტეტს, მივიდნენ 450 ვოლტამდე. ეს ადამიანური ბუნების სამართავია. თქვენ შეგიძლიათ თითქმის ყველა გახადოთ აბსოლუტურად მორჩილი, უმრავლესობა, უკანასკნელ ადამიანამდე.

სადაა გადაკვეთა ცხოვრებასთან? ყველა კვლევა ხელოვნურია. როგორ უკავშირდებიან ისინი რეალობას? ა.შ.შ.-ს 912-მა მოქალაქემ მოიკლა თავი, ან მოკლული იქნა ოჯახის ან მეგობრის მიერ გაიანის ჯუნგლებში, 1978 წელს. რადგანაც ისინი ბრმად დაემორჩილნენ ამ კაცს -მათ პასტორს - -არა მღვდელს, არამედ პასტორს - ღირს ჯიმ ჯონსს. მან აიძულა ისინი ჩაედინათ მასიური თვითმკვლელობა. ის არის თანამედროვე ლუციფერის ეფექტი. ღვთის ადამიანი, რომელიც სიკვდილის ანგელოზი ხდება. მილგრემის კვლევა - როგორ აკონტროლებს ხალხს ინდივიდის ავტორიტეტი. ცხოვრების დიდ ნაწილს ჩვენ სხვადასხვა კოლექტივში, ორგანიზაციაში ვატარებთ. და სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი იკვლევდა ორგანიზაციის ძალაუფლების გავლენას ინდივიდის ქცევაზე. საინტერესოა, სტენლი მილგრემი და მე ერთ კლასში ვიყავით ჯეიმს მონროს სახელობის სკოლაში, ბრონქსში, 1954 წელს.

ეს კვლევა, რომელიც მე ჩავატარე ჩემს კურსდამთავრებულებთან ერთად, - განსაკუთრებით კრეიგ ჰანისთან- ჩვენც ასევე დავიწყეთ საგაზეთო განცხადებით. ჩვენ არ გვქონდა ფული, ამიტომ იაფი, პატარა განცხადება გვქონდა, ჩვენ გვინდოდა კოლეჯის სტუდენტები ციხის ცხოვრების შესასწავლად. 75-მა მოხალისემ შეავსო პიროვნების ტესტები. ჩავატარეთ ინტერვიუები. შევარჩიეთ 12: ყველაზე ნორმალური, ყველაზე ჯანმრთელი. შემთხვევით გავანაწილეთ ისინი პატიმრებად და ზედამხედველებად. ასე რომ, დასაწყისში, ჩვენ ვიცოდით, რომ ყველა კარგი იყო, გვქონდა 'კარგი ვაშლები'. მე ვაპირებდი მომეთავსებინა ისინი ცუდ სიტუაციაში.

გარდა ამისა, ჩვენ ვიცოდით, რომ ზედამხედველებსა და პატიმრებს შორის არ იყო არანაირი განსხვავება. პატიმრებს ვუთხარით: "მოიცადეთ საერთო საცხოვრებელში, ექსპერიმენტი დაიწყება კვირას". ჩვენ მათ არ ვუთხარით, რომ მოვილაპარაკეთ პოლიციასთან და მათ რეალურად დააპატიმრებდნენ. (ვიდეო) სტუდენტი:"მოვიდა პოლიციის მანქანა, გადმოვიდა პოლიციელი, დააკაკუნა კარზე, და ამბობს, რომ მე მეძებს. მათ გამიყვანეს საერთო საცხოვრებლიდან, მაყენებენ მანქანასთან, ფეხები -განზე. ეს ნამდვილი პოლიციის მანქანა იყო, ნამდვილი პოლიციელები. ქუჩაში მეზობლები იყვნენ, არ იცოდნენ, რომ ეს ექსპერიმენტი იყო. გარშემო კამერები და მეზობლები იყვნენ. მათ ჩამსვეს მანქანაში, მთელი პალო ალტო გავიარეთ. მიმიყვანს განყოფილებაში, ჩამიყვანეს სარდაფში და ჩამსვეს საკანში. მე ვიყავი პირველი, ამიტომ მათ მე ჩამსვეს საკანში, რომელიც ოთახივით იყო, მაგრამ გისოსებიანი კარი ჰქონდა. ცხადი იყო, რომ ეს ნამდვილი ციხე არ იყო. მათ მე იქ ჩამკეტეს, ამ დამამცირებელ კოსტუმში. ზედმეტად სერიოზულად მიუდგნენ ამ ექსპერიმენტს".

ფილიპ ზიმბარდო: ესენი არიან პატიმრები, რომლებსაც დაამცირებენ, ისინი გახდებიან რიცხვები. ესენი არიან ზედამხედველები - ძალაუფლების და ანონიმურობის სიმბოლოებით. ზედამხედველები აიძულებდნენ პატიმრებს შიშველი ხელებით გაესუფთავებინათ უნიტაზები, შეესრულებინათ ბინძური, დამამცირებელი დავალებები. აიძულებდნენ გაეხადათ. დასცინოდნენ და სექსუალურად ამცირებდნენ. მათ დამცირების სხვა საშუალებებიც მოიგონეს, მაგალითად, აიძულებდნენ მამათმავლობის სიმულირებას. თქვენ ნახეთ, აბუ გრეიბში ფელათიოს (ორალური სექსის) სიმულირება. ჩემმა ზედამხედველება ეს ხუთ დღეში გააკეთეს. სტრესული რეაქცია იყო იმდენად დიდი რომ ჩვენ მიერ არჩეული ჯანმრთელი, ნორმალური ბავშვები 36 საათში გატყდნენ. ექსპერიმენტი დასრულდა 6 დღის შემდეგ, რადგან ის კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ხუთ ბიჭს ნერვული შეტევა ჰქონდა.

აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომ მეომრები ომში წასვლისას იცვლიან გარეგნობას? აქვს თუ არა გავლენა მათ ანონიმურობას იმაზე, თუ როგორ ექცევიან ისინი საკუთარ მსხვერპლს? ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ კულტურაში მეომრები არ იცვლიან გარეგნობას. სხვა კულტურებში ისინი იღებებიან როგორც "ბუზთა მბრძანებლები". ზოგიერთში - იკეთებენ ნიღბებს. მრავალ კულტურაში ჯარისკაცებს უნიფორმა ხდის ანონიმურს. ანთროპოლოგმა ჯონ ვოტსონმა აღმოაჩინა 23 კულტურა, რომელსაც ორი მაჩვენებელი ჰქონდა. იცვლიან გარეგნობას ბრძოლის წინ? 15. კლავენ, აწამებენ, ასახიჩრებენ? 13. თუ არ იცვლიან გარეგნობას, რვიდან მხოლოდ ერთი კლავს, აწამებს ან ასახიჩრებს. გასაღები წითელ ზონაშია. თუ ისინი იცვლიან გარეგნობას, 13 დან 12, ანუ 90% -კლავს, აწამებს ან ასახიჩრებს. და სწორედ ესაა ანონიმურობის ძალაუფლება.

ასე რომ, რა არის ის შვიდი სოციალური პროცესი, რომელიც ბოროტების ვიწრო სრიალა გზას პოხავს? უყურადღებოდ გადადგმული პირველი პატარა ნაბიჯი. სხვების დამცირება. დეინდივიდუაცია - საკუთარი პიროვნებისგან განდგომა. პიროვნული პასუხისმგებლობის დიფუზია. ავტორიტეტის ბრმა მორჩილება. ჯგუფის ნორმებისადმი უკრიტიკო მორჩილება - კომფორმულობა. ბოროტების პასიური მიღება - უმოქმედობით ან გულგრილობით.

და ეს ხდება, როდესაც თქვენ ახალ ან უცხო გარემოში ხართ. თქვენი სტანდარტული ქცევითი რეაქციები არ მუშაობს. პიროვნება და მორალი ითიშება. დოსტოევსკიმ თქვა, "არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე ბოროტმოქმედის განსჯა, და არაფერია უფრო რთული, ვიდრე მისი გაგება. " გაგება - არ ნიშნავს პატიებას. ფსიქოლოგია - არ არის მეცნიერება მიტევებაზე.

სოციალური და ფსიქოლოგიური კვლევები ხსნიან, როგორ იცვლებიან ჩვეულებრივი კარგი ადამიანები ნარკოტიკების გარეშე. ისინი არაა საჭირო. მხოლოდ სოციო-ფსიქოლოგიური პროცესებია საჭირო. პარალელები თანამედროვე მსოფლიოდან? შეადარეთ ეს, ამასთან. ჯეიმს სლეზინგერი - და ამით დავასრულებ - ამბობს: "ფსიქოლოგები ცდილობდნენ გაეგოთ, ჩვეულებრივ ადამიანურად მოქმედი პიროვნებები ან ჯგუფები, როგორ და რატომ იქცეოდნენ სხვა გარემოებებში სხვანაირად." ეს ლუციფერის ეფექტია. ის ამბობს, "სტენფორდის ძალიან მნიშნელოვანი ექსპერიმენტი გვაფრთხილებს ჩვენ თითოეულ სამხედრო ოპერაციაზე". თუ ადამიანებს მისცემთ ძალაუფლებას ზედამხედველობის გარეშე ეს ძალადობის რეცეპტია. მათ იცოდნენ ეს, და დაუშვეს, რომ მომხდარიყო.

სხვა ანგარიშში, გენერალი ფეის მოხსენებაში საუბარია, რომ დამნაშავეა სისტემა და მოხსენებაში ის ამბობს, რომ მიზეზი იყო გარემოება, ვითარება, რომელიც აბუ გრეიბში შეიქმნა ცუდი ხელმძღვანელობის შედეგად, რომელმაც ხელი შეუწყო ასეთი დამცირების განვითარებას ისევე როგორც იმას, რომ ეს ძალადობა შეუმჩნეველი იყო უფროსებისთვის დიდი ხნის განმავლობაში. ეს დამცირება გრძელდებოდა სამი თვის მანძილზე. ვინ ადევნებდა თვალყურს? პასუხია -არავინ და ვფიქრობ, განზრახ. მათ მისცეს მცველებს სრული თავისუფლება, ეკეთებინათ რაც სურდათ და მათ იცოდნენ, რომ არავინ არასდროს ჩავიდოდა ამ დილეგში.

უნდა შეიცვალოს ეს პარადიგმა ყველა სფეროში, მოვშორდეთ სამედიცინო მოდელს, რომელიც მხოლოდ ინდივიდითაა დაკავებული. შევცვალოთ ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოდელით, რომელიც ცნობს ავადმყოფობის სიტუაციურ და სისტემურ გამოვლინებებს. დაშინება - დაავადებაა, ცრურწმენა - დაავადებაა. ძალადობა - დაავადებაა. ინკვიზიციის პერიოდიდან ვკურნავდით ამ დაავადებებს ცალკეული პიროვნების დონეზე. და იცით რა? არაფერი არ გამოვიდა. ალექსანრდ სოლჟენიცინმა თქვა, რომ ზღვარი კეთილსა და ბოროტს შორის თითოეული ადამიანის გულზე გადის. ეს ნიშნავს, რომ საზღვარი გარეთ არ არის. ესაა გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ შენ უნდა მიიღო. ეს პირადი არჩევანია.

მინდა ძალიან მალე დავასრულო დადებით ნოტაზე. გმირობა - ბოროტების შხამსაწინააღმდეგო საშუალებაა. გმირული ქცევების, წარმოსახვების ხელ შეწყობით განსაკუთრებით ბავშვებში, განათლების სისტემაში. ჩვენს გვსურს, რომ ბავშვები ფიქრობდნენ: 'მე ვარ გმირი, რომელიც თავისი ჟამის მოლოდინშია, ელის როდის იქნება სიტუაცია, როდის მოვა დრო, რომ ვიყო გმირი.' აწი მე ვუძღვნი ჩემს ცხოვრებას არა ბოროტების გაგებას, როგორც ამას ბავშვობიდან ვაკეთებდი, არამედ გმირობის გაგებას.

გმირობის ბანალურობა იმაშია, რომ გმირულად იქცევიან ჩვეულებრივი ადამიანები. ეს ჰანნა არენდტის 'ბოროტების ბანალურობის' საპირწონეა. ჩვენი ტიპური გმირები არაფრად ვარგა, რადგან ისინი გამონაკლისები არიან. ისინი მთელ თავიან ცხოვრებას ამის გარშემო აწყობენ. ამიტომაც ვიცით მათი სახელები. და ჩვენი შვილების გმირებიც მათი მოდელებია, რადგან მათ აქვთ ზებუნებრივი შესაძლებლობები, ნიჭი. ჩვენმა შვილებმა უნდა გაიაზრონ, რომ გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და გმირობა არა-ჩვეულებრივია. ეს ჯო დარბია. მან შეაჩერა ის დამცირებები, რადგან როცა მან ნახა სურათები ის მაშინვე შეატყობინა უფროს ოფიცერს. ის უბრალო რიგითი იყო და მან შეაჩერა ეს კოშმარი. იყო ის გმირი? არა. ის იძულებული იყო დამალულიყო, რადგან უნდოდათ მისი, მისი დედის და ცოლის მოკვლა. ისინი სამი წელი იმალებოდნენ.

ამ ქალმა შეაჩერა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი. როცა ვთქვი, რომ ის კონტროლს აღარ ემორჩილებოდა. მე ვიყავი ციხის ზედამხედველი. მე არ ვიცოდი, რომ კონტროლი დავკარგე. ჩემთვის სულერთი იყო. მან დაინახა რა სიგიჟეც ხდებოდა და თქვა: 'ეს საშინელებაა, რასაც უშვრებით ამ ბავშვებს, ისინი არც პატიმრები არიან და არც ზედამხედველები, ისინი ბავშვები არიან და ბრალი მხოლოდ თქვენ მიგიძღვით'. მომდევნო დღეს მე გავაჩერე ექსპერიმენტი. კარგი ამბავი - ერთი წლის მერე ვიქორწინე ამ ქალზე. (სიცილი) (აპლოდისმენტები) ეს აშაკარა გადაწყვეტილება იყო, რა თქმა უნდა.

ასე რომ გარემოებას, სიტუაციას აქვს ძალა - მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ამავე სიტუაციამ შეიძლება გვაქციოს ჩვენ არაადამიანებად, სასტიკებად, ბოროტმოქმედებად, ან გვიბიძგოს გმირობისკენ. ეს იგივე სიტუაციაა და შენ ან ერთ მხარეს ხარ, ან - მეორე მახრეს. ადამიანთა უმრავლესობა დამნაშავეა უმოქმედობის გამო, რადგან დედა გეუბნებოდათ "არ ჩაერიო სხვის საქმეში". და თქვენ უნდა უპასუხოთ "დედა, ადამიანობა, ჰუმანიზმი - ჩემი საქმეა".

ასე, რომ გმირობის ფსიქოლოგია - ახლავე დავამთავრებ - ისაა, როგორ წავაქეზებთ, გავამხნევებთ შვილებს ახალ საგმირო კურსებზე რომელებიც მეთ ლენგდონთან ერთად შევიმუშავე, მას გმირობის მასტერ-კლასი აქვს რათა განავითაროს ბავშვებში გმირული წარმოსახვა, მათ უთხრან საკუთარ თავს: ''მე ვარ გმირი, რომელიც თავის ჟამს ელის" და ასწავლოს მათ იყვნენ გმირები. რომ გახდე გმირი, უნდა ისწავლო იყო დევიანტი, ნორმის დამარღვევი, რადგან შენ ყოველთვის ჯგუფის კონფორმულობის, უმრავლესობის წინააღმდეგ მიდიხარ. გმირები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთა ქმედებებიც განსაკუთრებულია. რომლებიც მოქმედებენ.

გმირობას ახასიათებს ორი მთავარი მომენტი: A: უნდა იმოქმედო, როცა სხვები პასიურობენ. B: უნდა იმოქმედო სოციუმის საკეთილდღეოდ და არა საკუთარი თავის. მინდა დავასრულო ერთი ისტორიით, რომელიც ზოგიერთმა იცით, ვესლი ოტრი, ნიუ-იორკის მეტროს გმირი. 50 წლის, აფრო-ამერიკელი მშენებელი. ის ნიუ-იორკში, მეტროს ბაქანზე იდგა და თეთრკანიანი ბიჭი, გვერდით მდგომი, დაეცა რელსებზე. მოდიოდა მატარებელი. იქ იყო 75 ადამიანი. იცით რა ქნეს მათ? გაშეშდნენ ადგილზე. მას ჰქონდა მიზეზი არ ჩარეულიყო. ბიჭი თეთრკანიანია, თვითონ შავკანიანი, ორ ბავშვთან ერთადაა. ამის ნაცვლად, მან ბავშვები ჩააბარა უცნობს, ჩახტა ქვემოთ, ბიჭი რელსებს შორის დააწვინა, თვითონ გადაეფარა ზემოდან. მატარებელმა გაიარა. ვესლი და ის ბიჭი - მიწიდან 20 ინჩში იყვნენ. მატარებლიდან მიწამდე კი - 21 ინჩია. ნახევარი ინჩით ზემოთ და მას თავს წააცლიდა. და ის ამბობს: "ყველას შეუძლია ასე". არაფერია განსაკუთრებული, მატარებლის წინ რელსებზე რომ ჩახტე.

მორალური იმპერატივი კი ასეთია: "ყველა უნდა იქცეოდეს ასე" ასე რომ ერთ დღეს, თქვენ აღმოჩნდებით ახალ სიტუაციაში. აირჩევთ პირველ გზას - თქვენ გახდებით ბოროტმოქმედი. ბოროტი - თქვენ იქნებით არტურ ანდერსონი. თქვენ მოიტყუებით, მისცემთ დაშინების უფლებას, მეორე გზა - თქვენ იქნებით დამნაშავე უმოქმედობის გამო. მესამე გზა - თქვენ გახდებით გმირი. საქმე იმაშია, ვართ კი მზად, რომ წავიდეთ ამ გზით, უბრალო გმირების გზით, ველოდოთ სწორ სიტუაციას, რათა ჩავრთოთ ჩვენი გმირული წარმოსახვა? რადგან, ცხოვრებამ შესაძლოა მხოლოდ ერთი შანსი მოგცეთ და თუ თქვენ მას ხელიდან გაუშვებთ, სამუდამოდ დაკარგავთ. მთელი ცხოვრება იფიქრებთ - მე შემეძლო ვყოფილიყავი გმირი და ვერ გამოვიყენე ეს შესაძლებლობა. ასე რომ, დაფიქრდით და გააკეთეთ ეს!

დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, მოდით დავუპირისპირდეთ ბოროტ სისტემებს სახლში და ყველგან და ყურადღება მივმართოთ დადებითისკენ. დავიცვათ ღისება, სამართლიანობა და მშვიდობა, რასაც სამწუხაროდ ჩენი მთავრობა არ აკეთებს. დიდი მადლობა (აპლოდისმენტები)

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით