logo-herba

antiD-header

სამკურნალო მცენარეები

მცენარეები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნენ სამედიცინო და ვეტერინარულ პრაქტიკაში სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით. მცენარეების სამკურნალო თვისებები განპირობებულია მათში ალკალოიდების, ფლავონოიდების, გლიკოზიდების, ვიტამინების, მთრიმლავი ნივთიერებების არსებობით, რომლებიც ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმზე ახდენენ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ანდა გააჩნიათ ბიოლოგიური აქტიურობა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევთა მიმართ. განსაკუთრებულ ჯგუფშია გამოყოფილი ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მცენარეები. სინთეზური საშუალებებისაგან გამოირჩევიან ნაკლები ტოქსიკურობით.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

სამკურნალო მცენარეები

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი-ვ

ვაზი

Vitis


დასავლ. ვენახი; ჭან. მეგრ. ბინეხი, ბენეხი; სვან. ვააზ, ღვაზ.

image001

მცენარის გვარი ვაზისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 70-მდე სახეობას, რომლებიც უმთავრესად დედამიწის თბილი და ზომიერი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. ბუნებრივად მოზარდი ვაზი მხვიარაა, საყრდენს ულვაშებით ანუ პწკლით ემაგრება, აქვს ყავისფერი ქერქი, რომელიც ზოლ-ზოლად სცილდება. ვაზის ფესვი წიპწით (თესლით) გამრავლებისას მთავარღერძიანია, მთავარი ფესვი შემდეგ ივითარებს დამატებით ფესვებს. რქით გამრავლებისას მუხლის არეში მრავალი ფესვი წარმოიქმნება. ვაზი შეიძლება იყოს ბუჩქისებრი ანუ უშტამბო და შტამბიანი. შტამზე განლაგებულია მრავალწლიანი ტოტები ანუ მხრები და ერთწლიანი რქები და ყლორტები. ვაზის რქაზე, ფოთლის ყუნწის იღლიაში, მოთავსებულია რთული აგებულების კვირტი, რომელიც ძირითადი და შემცვლელი კვირტებისაგან შედგება. მრავალწლიან ღეროზე ვითარდება მძინარე კვირტი.  ყლორტზე წარმოიქმნება დამატებითი ყლორტი ანუ ნამხარი, რომელიც შედარებით სუსტად იზრდება. პწკალი ვაზის დასამაგრებელი საშუალებაა. იგი ყლორტზე, ფოთლის მოპირდაპირე მხარეს  ვითარდება. ვაზის ფოთოლი მომრგვალო, ოვალური, გულისმაგვარი ან კვერცხისებრია; დაუნაკვთავია ან ნაკვთიანი, იშვიათად მრავალნაკვთიანია, ფოთლის ფირფიტისა და ყუნწის ამონაკვთები ღია ან დახურულია და მრავალი გარდამავალი ფორმა აქვს. ფირფიტის ნაპირებზე სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის კბილებია. ჯიშის მიხედვით შეიძლება ფოთოლი იყოს ბრტყელი, ღარისებრი, ძაბრისებრი, ქვემოთ ან ზემოთ ნაპირებშეკეცილი და სხვა. ფირფიტა შეუბუსავი ან შებუსულია, ხშირად სქელი, ქეჩისებრი ბუსუსით, ფერად ღია ან მუქი მწვანეა, მოწითალო ან მოყვითალო ელფერი და ლაქები აქვს. ყვავილი წვრილია შეკრებილი საგველა ყვავილედად, ორსქესიანი ან ფუნქციურად ცალსქესიანი. ვაზის ნაყოფი ორბუდიანი, წვნიანი, სხვადასხვა ფერის მარცვალია.  წიპწა მარცვლის შუაშია (1-4 ცალი). ვაზი ყვავილობს მაის-ივნისში; ნაყოფი აგვისტო-ოქტომბერში მწიფდება. ცნობილია ვაზის  ჯიშები  ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ბოტანიკური, აგრონომიული და სამეურნეო ნიშან-თვისებებით.   სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ყველა ნაწილი. ყურძენი შეიცავს დიდი რაოდენობით მიკროელემენტებსა და მინერალურ მარილებს – თუთიას, კალციუმს, რკინას, სპილენძს, მარგანეცს, მაგნიუმს, კალიუმს. ყურძენი სასარგებლოა ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა სხეულის გამოფიტვა, ანემია, ფილტვების ტუბერკულოზი, ბრონქეალური ასთმა, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესები, ღვიძლისა დათირკმლების დაავადება. ყურძენი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, იწევს ოფლისა და შარდის გამოყოფას, არეგულირებს არტერიულ წნევას.  ყურძენი ამრავლებს ერიტროციტების რაოდენობას, არეგულირებს ურთიერთობას სისხლის უჯრედებს შორის და სისხლის მოძრაობას ძვლის ტვინში.


ვაზისტანა

Campsis radicans

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ახლოსაა შავწამალასებრთა ოჯახთან. ხეები, ბუჩქები და ლიანებია, იშვიათად ბალახი. ორსქესიანი ყვავილები საგველასებრ ან ქოლგისებრ ყვავილედებად არის შეკრებილი. ნაყოფი კოლოფია. შეიცავს დაახლოებით 120 გვარსა და 800 სახეობას, რომელიც ძირითადად გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საქართველოში ველური ფორმები არ გვხვდება. კულტივირებულია დიდი ზომის ხე კატალპა (Catalpa bignonioides), ხვიარა ბუჩქი ვაზისტანა (Campsis radicans), ზოგიერთი სახეობა იძლევა ძვირფას მერქანს — ე. წ. პალისანდრის ხეს. მდიდარია საკვები ნივთიერებებით.


ვანილი

Vanilla

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი ეპიფიტურ მცენარეთა გვარი ჯადვარისებრთა ოჯახისა. მცოცავი ლიანებია. აქვთ საჰაერო მისაკიდი ფესვები. ცნობილია 100-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ზოგი სახეობის ნაყოფი შეიცავს სურნელოვან ნივთიერებებს (მაგ., ვანილინს) და იყენებენ პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში. საკონდიტრო წარმოებაში ვანილის სახელწოდებით უფრო მეტად ცნობილია Vanilla planifolia-ს ნაყოფი. ამ მცენარეს ხორცოვანი ფოთლები და მომწვანო-მოთეთრო ყვავილები აქვს. მისი სამშობლოა მექსიკა. მოჰყავთ მრავალ ტროპიკულ ქვეყნებში. ვანილის მოუმწიფებელი და შემჭკნარი ნაყოფი ძვირფასი სუნელ-სანელებელია. იყენებენ წამალთა არომატიზაციისათვის.


ვარდი

Rosa  

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა (ასკილი), რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში 25-მდე სახეობაა. ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 მ-მდე აღწევს. ზოგიერთ სახეობას გრძელი (10-12 მ-მდე) ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულია ეკლებით. ფოთოლი კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით განლაგებული. ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა (2-15 სმ დიამეტრის), არომატული ან უსუნო; ფერად ვარდისფერი, წითელი, თეთრი, ყვითლი, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი. შეკრებილია ქოლგისებრ-საგველა ყვავილედებად ან ერთეულია. ნაყოფი ერთთესლიანი (ზოგჯერ რამდენიმეთესლიანი) კაკლუჭაა, რომელიც ხორცოვან ცრუნაყოფშია. ვარდის გვარი იყოფა 4 ქვეგვარად, რომელთაგან ყველაზე დიდია Rosa. იგი მოიცავს 192 სახეობას. აქედან განვითარდა შემდგომში ბაღის ვარდები. ბაღის ვარდების ბევრი ჯიში წარმოიშვა კვირტოვანი მუტაციისა და მათგან შერჩეული ძვირფასი სამეურნეო ფორმებისაგან. ვარდის ბევრი სახეობა ბუნებრივ პირობებში ადვილად უჯვარდება ერთმანეთს და წარმოქმნის სახეობათაშორის ჰიბრიდებს. ვარდების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა ჩინეთი, შუა აზია, ამიერკავკაკასია, უფრო ნაკლებია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცნობილია ვარდის 25 ათასი  ჯიში და ფორმა, რომლებიც იყოფა 3 ჯგუფად, ესენია:  მარადმწვანე ბუჩქები, ფოთოლმცვენია ბუჩქები და ლიანები.  ვარდს იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში და ჰიბრიდიზაციისათვის. ზოგიერთი სახეობა (კაზანლიკური ვარდი) გამოიყენება ეთეროვანი ზეთების მისაღებად.


ვარდკაფანაფა

Eupatorium cannabinum L.

ქვემ. იმერ. თითა; გურ. კანაფურა; იმერ. თავქუჩეჩა; მეგრ. ჭითაქარიში წამალი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ბალახი. იზრდება 75—175 სმ. აქვს სწორი ღერო. ლურჯ-წითელი  ფოთლები, ვარდისფერი და მილისებრი ყვავილები, ცილიმდრული თესლი. ყვავილობს ივნის-აგვისტოში.  აგროვებენ ბალახსა და ფესვებს. ახასიათებს დამარბილებლი,  შარდმდენი, ოფლმდენი, ჭიის საწინააღმდეგო თვისებები.  წყალთან ნაყენი გამოიყენება ფაღარათის, კუჭის ქმედების გასაძლიერებლად, სიყვითლის, წყლისას, მალარიის, ელენთისა და ღვიძლის სამკურნალოდ. ხალხური მედიცინა იყენებს გრიპის, ქარების, ციების, სასუნთქი გზების, სურდოსა და ხველის სამკურნალოდ.


ვარდკაჭაჭა

Cichorium

ქართლ., კახ. ულეწელა; ერწო ღორთკაჭაჭა; რაჭ., ლეჩხ. ულეწავა; ინგ. არდ; მეგრ. ტატალი, მწვანე სვიტი; სვან. ულეწუაი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აერთიანებს 8-10 სახეობას, რომლებიც ველურად იზრდება ყოფილ სსრკ-ის სამხრეთ და შუა ზოლში, თითქმის მთელ დასავლეთ ევროპაში, წინა აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. შეტანილია ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში.

საქართველოში ველურად გვხვდება ვარდკაჭაჭას მხოლოდ ერთი სახეობა - Cichorium intybus. მრავალწლოვანი მცენარეა. იზრდება მთის შუა სარტყლამდე ტყისპირებსა და ნათესებში. აქვს ცისფერი ან თეთრი ყვავილები, მთავარღერძიანი, გრძელი ფესვი, რომელიც კულტურის ფორმებში ძირხვენად არის სახეცვლილი. ფესვებს იყენებენ ყავის სუროგატად, აგრეთვე სპირტისა და შაქრის (ფრუქტოზის) მისაღებად.

ძირხვენა შეიცავს დაშაქრებულ ნახშირწყლებს , ძირითადად ინულინს, აგრეთვე გლიკოზიდ ინტიბინს. Cichorium endivia ერთ- ან ორწლოვანია. ცნობილია მხოლოდ კულტურაში. დასავლეთ ევროპაში მოჰყავთ სასალათედ. თაფლოვანია.

გამოიყენება ღვიძლის დაავადებისას, სიყვითლისას, როგორც შარდმდენი საშუალება, ელენთის გადიდებისას და ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვებისას, თირკმლების დაავადებისას. ვარდკაჭაჭა ითვლება კარგ სისხლგამწმენდ და ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელ საშუალებად.  ყველაზე უფრო ვარდკაჭაჭა გამოიყენება როგორც მწარე გემოს მისაღები აპეტიტის გამოწვევისა და კუჭისა და ნაწლავების მოქმედების გაუმჯობესებისათვის, გასტრიტების და კოლიტების დროს.


ვარსკვლავა

Astrantia major

გურ., აჭ. ინგირი, ეგირი;  ლეჩხ., რაჭ. მთის ეგირი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა დამახასიათებელი სწორი ღეროთი. წვრილი, ღია ვარდისფერი  ყვავილები  გაშლილია ქოლგებად და გარშემოვლებულია ვარდისფერი ფოთლებით.  ნაყოფი წყვილთესლაა. საკურნალოდ იყენებენ მცენარის ბალახსა და ძირებს. მისი ნაყენი კარგი დამარბილებელი საშუალებაა. იყენებენ შეკრულობის დროს.




ვაშლანა

Cotoneaster

ქრთლ. ჩიტავაშლა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი ჩიტაკომშა.  მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა.  1-3 მ-მდე სიმაღლის ბუჩქებია. 100-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში 8 სახეობა გვხვდება. მათგან აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ბუჩქია ჩიტაკომშა (Cotoneaster racemiflora)  1 მ-მდე სიმაღლისაა. მისი ნორჩი ტოტები ქეჩისებრ შებუსულია, დანარჩენი შიშველი და ყავისფერი ან ალუბლისფერია. ნაყოფი კაშკაშა წითელია. იზრდება ბუჩქნარებსა და ქვიან ფერდობებზე მთის შუა სარტყლამდე. ვაშლანა გვალგამძლე მცენარეა, იყენებენ ხრიოკი ფერდობების გასამწვანებლად. იგი დიდი რაიდენობით შეიცავს შაქრებს და საუკეთესო თაფლოვანაა.


ვაშლატამა

Persica laevis D.G.

მეგრ. უშქურატამა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიშეუბუსავი ატმების ჯგუფი. ცნობილია აგრეთვე ნექტარინების სახელით. საქართველოში არა აქვს სამრეწველო მნიშვნელობა. გვხვდება საკარმიდამო ნაკვეთებზე და საკოლექციო ნარგაობებში. ჯგუფი მოიცავს მრავალ ჯიშს, ნაყოფი ლამაზია, გლუვკანიანი, რბილობი — თეთრი ან ყვითელი, აქვს შეზრდილი ან თავისუფალი კურკა. კარგი წყაროა ფრუქტოზის, უჯრედისის, A და C ვიტამინისა, მინერალებისა და ფლავონოიდებისა. უზრუნველყოფს  ორგანიზმს ,,სწრაფი“ ენერგიით. მისი უჯრედისი ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში და აუმჯობესებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. აწესრიგებს სწორი ნაწლავის ფუნქციას და ხელს უშლის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა (მათ შორის, კიბოს) განვითარებას. ვიტამინი С  მონაწილეობს ორგანიზმის გაცლით პროცესებში და ორგანიზმს იცავს ანთებებისაგან. იღებენ ნატურალური სახით.


ვაშლი

Malus

ჭან. უშქირი; მეგრ. უშქური; სვან. ვისგ, ვისკვ, უსკვ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიხე და ბუჩქოვან მცენარეთა გვარი ვარდისებრთა (Rasaceae) ოჯახისა. მოიცავს 33 ველურ სახეობას, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გავრცელებული. მცირე აზიასა და კავკასიაში ფართოდაა კულტივირებული აღმოსავლური ვაშლი (მაჟალო) (Malus Orientalis). ყველა ვაშლის ყვავილს საუცხოო ნექტარი აქვს. კულტურული ვაშლი 14 მ-მდე სიმაღლის ხეა. სხვადასხვა ჯიშის ნაყოფის ზომა, ფორმა და შეფერილობა სხვადასხვაგვარია. წვრილნაყოფიანი ჯიშების ნაყოფი შეიძლება 25 გ-ზე ნაკლები იყოს, მსხვილნაყოფიანებისა 600 გ-მდე. ფორმის მიხედვით ნაყოფი მომრგვალო, ბრტყელი, ცილინდრული, კვერცხისებრი, წაგრძელებული ან ზარისებრია. ნაყოფის ზედაპირი გლუვია, წიბოიანი, ზოგჯერ ბორცვიანი კანის ძირიტადი შეფერვა ცვალებადობს მომწვანოდან ყვითელსა და თეთრამდე. გარდა ძირითადი ფერისა, ნაყოფს აქვს მფარავი ფერი, რომელიც წარმოიქმნება მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებით. მფარავი ფერი შეიძლება იყოს ზოლებიანი ან მთლიანი, ის იცვლება ვარდისფერიდან ღია-წითელ ან მუქ-წითელ ფერამდე. ვაშლის რბილობი თეთრი, მომწვანო, ყვითელი ან ვარდისფერია. ვაშლი სინათლის მოყვარული, ტენისა და საკვები ნივთიერებების მომთხოვნი მცენარეა. ხეხილის ნარგაობათა შორის, ფართობისა და პროდუქციის მხრივ, ვაშლს პირველი ადგილი უჭირავს დედამიწის ზომიერი სარტყლის ფარგლებში. ნაყოფი გამოირჩევა მაღალი საგემოვნო თვისებებით, ტრანსპორტაბელობით, შენახვის კარგი უნარით და სხვა. საქართველოში ვაშლის ყველაზე უფრო გავრცელებული ჯიშები წარმოშობილია მაჟალოს უშუალო მონაწილეობით. ვაშლის კულტურული ჯიშების ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა), მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), პექტინს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს (A, B, C), წყალს  და სხვა. კულტურული და ველური ვაშლის ნაყოფს იყენებენ ნედლად, ჩირისა და კონსერვის სახით, მისგან ამზადებენ აგრეთვე ჯემს, პასტილას, მარმელადს, მურაბას, კომპოტს და სხვადასხვა სასმელს (წვენები, ხილის ღვინოები და სხვა).


ველის იორდასალამი, ლალა

Paeonia tenuifolia L

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მოგრძო ფევებით. ფოტლები დანაწევრებული. ყვავილები ღია-წითელი ან მოყვითალო. აქვს მრავალთესლიანი ფურცლები ჩამოგრძელებული ძაფებით. შხამიანია. სამკურნალოდ გამოიყენება ფესვები და ბალახი. ქიმიური შედგენილობა თითქმის შეუსწავლელია. აქვს ბაქტეროციდული, სპაზმოლიტური, გამაყუჩებელი, ამოსაღებინებელი და ამოსახველებელი თვისებები. ხალხური მედიცინა მის წყალთან ნაყენს გულის, ტუბერკულოზის, ანემიის, ხველის და სიფილისის სამკურნალოდ იყენებს.




ველის სოსანი

Consolida divaricata

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიყვავილოვანი ბუჩქია ლანცეტური ფოთლებით.აქვს თეთრი ან მოყვითალო სურნელოვანი ყვავილები, რომლების ქმნიან ეჟვნისებრ თაიგულს. შეიცავს ალკალოიდებს, ფისებს, ეთერულ ზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს.  ძალიან იშვიათად გამოიყენება ყივანახველას სამკურნალოდ.  



ველური კანაფი

Cannabis ruderalis

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიჩვეულებრივი კანაფი ორსახლიანია (მამრობითი და მდედრობითი კანაფი), ღეროსწორია 0,5-4 მ სიმაღლის. ფესვი მთავარღერძიანია, ფოთოლი — დანაკვთული, მწვანე. მამრობითი კანაფის ყვავილები საგველა ყვავილედია, მდედრობითი კანაფისა — თავაკისებრი. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭაა. კანაფი იზრდება ჭარბტენიან ნიადაგზე, მოჰყავთ ბოჭკოსათვის. მამრობითი კანაფისგან და ტექნიკური სიმწიფის პერიოდის მდედრობითი კანაფისგან ღებულობენ ბოჭკოს (ქერელს), რომლისგანაც ამზადებენ ქსოვილს. კანაფის სამშობლოა ცენტრალური აზია, მოჰყავთ მრავალ ქვეყანაში;  ჯერ კიდევ 5000 წლის წინ კანაფს სამკურნალოდ იყენებდნენ ჩინეთში მალარიის, რევმატული ტკივილების, სამშობიარო ტკივილების სამკურანალოდ. მის ძირითად აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კანაფინოიდები, რომლებსაც აქვთ ფსიქოაქტიური თვისებები. ხასიათდება ძლიერი თერაპიული ქმედებით.


ვენერას თმა

Adiantum Capillus-Veneris.

ჩ. კლდისქოჩორა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი20-30 სმ სიგრძის ყლორტებიანი გვიმრა, ორ ან სამჯერ დანაწევრებული თითისებური, ნაზი, მოკლე ჯამიანი ფოთლებით. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, სიმწარებს, შაქარს, ცოტა ეთერულ ზეთს. ძველად იყებენებდნენ ხველის საწინააღმდეგოდ.




ვერბენა

Verbena Officinalis

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე 30-50 სმ სიმაღლის ღეროებით. წვეროებში აქვს ვარდისფერი ან ცისფერი წვრილი ყვავილები. ფოთლები სამ ნაწილადაა დაყოფილი. გვერდები დაკბილული. ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე.

მთრიმლავი  ნივთიერებების წყალობით ვერბენას იყენებენ კუჭის მსუმუქი დაავადების, ფაღარათის  სამკურნალოდ და მადის მოსაყვანად. გაციებისას იღებენ მის ჩაის. ივლებენ ყელში. ნაყენს იყენებენ ჰომეოპათიაში. ხმარობენ უძილობის, ნერვული აშლილობის, ეპილეფსიის, თირკმელკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.  ხალხური მედიცინა მას იყენებს ჭრილობების მოსაშუშებლად.


ვერცხლა ცაცხვი

Tilia argentea ;Tilia tomentosa Moench.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონისხვა ცაცხვებისაგან განსხვავდება ხშირი და ჩამოშვებული წამონაზარდებით, მრგვალი, მაგარქერქიანი ნაყოფით. ძირითადად გავრცელებულია მოლდოვაში. თაფლოვანია. იყენებენ როგორც ოფლმდენ, პირის ღრუში სავლებ ბაქტეროციდულ  საშუალებას, გაციებისას.





ვერხვი

Populus

ინგ. დარანღი; მეგრ. ფრიალე; სვან. ვერხვლა, იერხვლა, ერხ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი დიდი ზომის ფოთოლმცვივანი ორსახლიანი ხეების გვარი ტირიფისებრთა ოჯახისა. ყვავის ადრე გაზაფხულზე, ფოთლების გაშლამდე, ზოგიერთი - ფოთლების გამოტანასთან ერთად. ერთსა და იმავე ხეს სხვადასხვა ტოტზე სხვადასხვა ფორმის ფოთოლი ასხია. ნაყოფი კოლოფია. ვერხვი მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყარით, ზოგჯერ ფესვის ნაბარტყით. იზრდება მთისა და მდინარისპირა ტყეებში. აქვს თეთრი, მსუბუქი და რბილი მერქანი. ცნობილია 100-ზე მეტი სახეობა, მათგან ბევრი კულტივირებულია. ჩვენში მთისა და ჭალის ტყეებში ვერხვის 8 სახეობა იზრდება, მ. შ. ოფი, თეთრი ხვალო და მთრთოლავი ვერხვი კულტივირებულიცაა. სამკურნალოდ გამოიყენება ქერქი და კვირტები. ქერქი შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, ზოგი სახეობის სურნელოვანი კვირტები - ძვირფას ეთეროვან ზეთებს,  მწარე გლიკოზიდებს, ბენზონის მჟავას, კაროტინს, ვიტამინ C-ს. კვირტების სპირტიან ნაყენს აქვს ბაქტეროციდული ქმედება. ხალხურ მედიცინაში ქერქის ნაყენით მკურნალობენ კუჭაშლილობას, ხველას, ციებ-ცხელებას, საფენებს იდებენ შხამიან ნაკბენზე, დამწვრობასა და წყლულებზე.


ვეტივერია

Vetiveria

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი მრავალწლოვან მარცვლოვანთა გვარი. დაახლოებით 10 სახეობაა. გვხვდება აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ცხელ ქვეყნებში. პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს Vetiveria zizaniodes-ს, რომელიც ველურად იზრდება ინდოსტანში, ინდოჩინეთში, ცეილონზე. აფხაზეთში და აჭარაში მოჰყავთ ერთწლოვან კულტურად. ვეტივერიას ფესვი შეიცავს სურნელოვან ეთეროვან ხეთს, რომელსაც იყენებენ საპარფიუმერიო მრეწველობაში.  გამოირჩევა ეთეროვანი ზეთის მაღალი შემცველობით და კარგი საპარფიუმერიო თვისებებით. ითვლება კანის მოვლის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად. იყენებენ ძარღვის გაჭიმულობისა და რევმატიზმის სამკურნალოდ.  იგი დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ეხმარება დეპრესიიდან გამოსვლაში, უძილობის განკურნვაში, ამცირებს ნერვულ დაძაბულობას.


ვირგინიული ხურმა

Diospyros virginiana

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიორსახლიანი, ზოგჯერ ერთსახლიანი  მცენარე. აქვს  კვერცხისებური ფოთოლი. ყვავილობს ივნისში. აქვს მრგვალი ნაყოფი. შეიცავს შაქარს, ცილებს, ვაშლმჟავას. ცნობილია როგორც დიეტური საშუალება (ექიმ მილერის ჩაი).






ვირისტერფა

Tussilago

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიქართლ. ჯორისქუსლა, პირბამბა, ხავერდა          (ს. ქვიშხეთი); მოხევ., მთიულ. თეთრი ბუარა; ფშავ. ვირის ბუარა, ტერფაბუერა, თავყვითელა; ხევს. ცხენისტერფა; თუშ. დათვთბუერა; გურ. კახ. ტირიფი; ერწო დათვისტერფა; სამხ. კრუხის პალო; აჭ. გულბამბა, პირბამბა; ოკრ. ბამბა– ბალახი,  ჯორისფეხა; რაჭ. ოფა; ზემ. იმერ. ბამბიპირა; იმ ბამბა–ბალახი; ლეჩხ. ჯორტოფა, ჯორტოფილა; გურ., კახ., ზემ. რაჭ. ჯორისტერფა; მეგრ. ხოსქარი; სვან. მეჭშდვარილ, ჯორტერფაი.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. შეიცავს მხოლოდ 1 სახეობას - Tussilago farfara. მხოხავფესურიანი ბალახია. აქვს ქეჩისებრ შებუსვილი ღერო (5-25 სმ), რომელიც მოწითალო-მურა ქერქლისებრი ფოთლებითაა დაფარული. ყვავილობს ადრე გაზაფხულზე (ყვავილები ყვითელია), დაყვავილების შემდეგ მწვანე ფესვთანური ფოთლები გამოაქვს. გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება საქართველოშიც. სახლდება მდინარის პირზე, ხრამების გაშიშვლებულ ნაპირებზე, ტენიან თიხნარ ჩამონაზვავებზე, ზოგჯერ ასარევლიანებს ნათესებს. ვირისტერფას, როგორც სამკურნალო მცენარეს, ჯერ კიდევ ძველ რომში იცნობდნენ.  მისი ფოთლებისა და  ფესვებისაგან ამზადებდნენ ნაყენს, რომელიც "გულმკერდის სხვადასხვა დაავადების", ხველის, სურდოს, გაციების, ცხელების, ხვრინვის, მოხრჩობის საუკეთესო წამალი იყო. ძველი დროის მკურნალთა დაკვირვებით, ვირისტერფას ნახარში ათხევადებს სქელ ნახველს, ხელს უწყობს ორგანიზმს სითბოს შენარჩუნებაში, ახორცებს გარეგან და შინაგან ჭრილობებს. ნახარშის დალევა სასარგებლოა სასქესო ორგანოებიდან ჩირქდენის, აგრეთვე - თირკმელების ძლიერი ტკივილისა და სხვადასხვა სახის დაზიანების დროს. ფოთოლი შეიცავს გლიკოზიდ ტუსილაგინს, ინულინს, ლორწოს, ორგანულ მჟავეებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, კაროტინებს, ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, ფიტოსტერინს. ნაყენს ხმარობენ მედიცინაში ამოსახველებელ, შარდმდენად, ოფლმდენად, ანთების საწინაარმდეგოდ, ბრონქოლიტურ, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ საშუალებად. თაფლოვანია. გარეგანად გამოიყენება საფენების სახით. მისი ფოთლების ჭინჭართან ნახარში გამოიყენება თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.


ვნების ყვავილი, პასიფლორა

Passiflora

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი მცენარეთა გვარი პასიფლორასებრთა ოჯახისა. მცოცავი ბუჩქები და ბალახებია. პასიფლორას 400-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ამერიკის, აზიისა და ავსტრალიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ზოგიერთი სახეობის (Passiflora edulis) ნაყოფი იჭმება. სამხრეთამერიკული ცისფერი პასიფლორა (Passiflora coerulea) დეკორატიულ მცენარედ კულტივირებულია ყირიმსა და კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე.



სამკურნალო მცენარეები

აბზინდა
აბილილი
აბუსალათინი
აგავა
ადონისი
ავოკადო
ავშანი
აკაცია
ალისარჩული
ალოე
ალუბალი
ანაგვირილა
ანგელოზა
ანისული
ანისულის ხე
ანონა
ანწლი
არნიკა
არყა-სოკო
არყი, არყის ხე
ასისთავა
ასკილი
ასფურცელა
ატამი
აქტინიდია

ბაბუნა, სამკურნალო (სააფთიაქო) გვირილა, მატრიკარია
ბადიანი
ბადრიჯანი
ბაია
ბალბა
ბალღოჯი
ბამბაცა
ბამბის ბუჩქი
ბამბუკი
ბარამბო
ბარდა
ბარისპირა
ბატის მარწყვა-ბალახი
ბაღის ინა
ბაღის მარწყვი
ბაღის მიხაკი
ბაღის პიტნა
ბაღის რეზედა
ბაღის სალბი
ბაღის სატაცური
ბაღის ტუხტი
ბაღის ფამფარა
ბაყაყურა
ბაძგი, ჭყორი
ბაჰარი
ბეგთენდრო
ბეგიაური
ბეგქონდარა
ბელადონა
ბელადონა კავკასიური
ბერულა
ბერყენა
ბზა
ბობოწვერა
ბოლოკი
ბოსტნის ია
ბოსტნის წალიკა
ბროწეული
ბუბუშელა, ბაბუაწვერა
ბუერა
ბუჩქისძირა

გარგარი
გერანი, ზეთის ნემსიწვერა
გველთავა
გველისკოვზა
გველის სურო
გვერდელა
გვიმრა
გვირილა
გვირილა სამკურნალო
გლედიჩია
გობისცხვირა
გოგრა
გონგოლა
გონგოლა სამკურნალო
გრაკლი
გრეიპფრუტი
გუგულის-კაბა
გუგულის ყვავილი

 

დათვიმარწყვა
დათვისთხილა
დათვის კანაფი
დათვის კენკრა
დათვის ყურძენი
დამასკური ვარდი
დამასკური სოინჯი
დანდური
დარიჩინის ხე
დარფილფილი
დასავლური ტუია
დასტამბო
დაფნა, კეთილშობილი დაფნა
დაჯირა
დედაფუტკარა
დედოფლისთითა
დედოფლის ყვავილი
დევისპირა
დეზურა
დეკა
დვალურა
დიდბაია, ჭყანტა
დიდგულა
დიდი კამა
დიდი ხვართქლა, დედოფლის კაბა
დიდყვავილა მაგნოლია
დიდჯამა ფურისულა
დილხამი
დიყი
დრიადი, კაკბის ბალახი
დროზერა, ცვრიანა
დუგუმი
დურიო
დურღენი

ეგვიპტური კელაპტარა
ეგვიპტური ლოტოსი
ევგენოლის რეჰანი
ევკალიპტი
ევკომია, გუდაპერჩის ხე
ევროპული აბრეშუმა
ევროპული მაჟალო
ევროპული პანტა
ევროპული ყოჩივარდა
ეკლღიჭა
ეკალცოცხი
ეკლის ხე, ცრუაკაცია
ელიმუსი
ელუსამელა
ენდრო
ენდრონიკა
ენოთერა
ესპანური არტიშოკი
ესპანური ესპარცეტი, სულა
ესპარცეტი
ეფედრა, ცხენისმუხლა
ეშმაკის ქოში
ეწრის გვიმრა

ვაზი
ვაზისტანა
ვანილი
ვარდი
ვარდკაფანაფა
ვარდკაჭაჭა
ვარსკვლავა
ვაშლანა
ვაშლატამა
ვაშლი
ველის იორდასალამი, ლალა
ველის სოსანი
ველური კანაფი
ვენერას თმა
ვერბენა
ვერცხლა ცაცხვი
ვერხვი
ვეტივერია
ვირგინიული ხურმა
ვირისტერფა
ვნების ყვავილი, პასიფლორა

ზამბახი
ზაფრანა
ზეთისხილი, ზეთის ხე
ზიზილა
ზღვის ხახვი
ზღმარტლი

თაგვისარა
თაგვის ცერცველა
თაგვიყანა
თავკომბალა
თავსისხლა
თავყვითელა
თავშავა
თავცეცხლა
თათაბო
თათრული რევანდი
თალგამი
თალგამურა
თამარჰინდი
თაფლა-გოგრა
თევზის წამალი
თეთრეკალა
თეთრი არყი, ლიტვინოვის არყი
თეთრი დიყი
თეთრი დუმფარა
თეთრი ნარგიზი
თეთრი ნარი
თეთრი სამყურა
თეთრი ძიძო
თეთრყვავილა
თეთრყვავილა ლაშქარა, მხალშავა
თერო
თვის ბოლოკი
თუთა, თუთის ხე
თუთუბო
თხაწართალა
თხილი
თხმელა

იალღუნი
იაპონური აუკუბა
იაპონური ზღმარტლი, ლოქვა
იაპონური პირშუშხა
იაპონური სოფორა
იაპონური შროშანა
იაპონური ხურმა, აღმოსავლური ხურმა
იაჟუჟუნა, სამფერა ია
იასამანი
ილი
იმერული ირაგა
ინდური კანაფი
ინდური კვლიავი, აიოვანი, აჟგონი
ინდური ლოტოსი
ინდური ჟასმინი
იორდასალამი
იპეკო
ირმის-ენა
ისპანახი
იფანურა

კავკასიური მოცვი
კავკასიური სურო
კავკასიური ცაცხვი
კავრა
კაზანლიკური ვარდი
კაკაო, კაკაოს ხე, შოკოლადის ხე
კაკბის-საკენკელა
კაკლის ხე
კალია
კალანხოა
კამა
კამანია
კანადური სურო
კანადური ქაცვი
კანაფი
კაპარი
კარტოფილი
კატაბალახა, ვალერიანა
კატაბარდა
კატაპიტნა
კაქტუსი
კედლისპირა
კედლისპირა იუდეური
კევის ხე, საღსალაჯი
კელაპტარა
კენკეშა
კესანე, ცისანა
კეწერა
კვლიავი
კვრინჩხი
კიდობანა, ჩვეულებრივი ჭანჭყატა
კიტრანა
კიტრი
კიტრისუნა
კიჭკიჭა
კლდის დუმა
კლდის მოცხარი
კნაპა, კნაპი
კოთხუჯი, კოთხოჯი
კოკა, კოკაინის ხე
კოკომჟავა
კოლოქვინთი, კოლოცინთი
კომბოსტო
კომში
კონიო
კორდისკბილა
კორობელა
კოტრანა
კოფრჩხილა
კოწახური
კოჭა, ჯანჯაფილი
კრაზანა
კულმუხო
კუნელი
კურდღლის ბალახი
კურდღლისფრჩხილა
კურდღლისცოცხა
კუტი ბალახი

ლავანდი
ლამაზა
ლანცეტა მრავალძარღვა
ლარიქსი
ლაფანი, ლაფნის ხე
ლაქაში
ლაშქარა
ლახტარა
ლემა
ლენქორანული ხერკინა
ლენცოფა
ლეღვი
ლეშურა
ლიკოპოდიუმი
ლიმონი ჩვეულებრივი
ლიმონის ავშანი
ლიმონის კატაპიტნა
ლიმონის ურო
ლიმონურა
ლიპია
ლიჩი
ლობიო
ლომისკბილა
ლოტოსი
ლუმბანგი, სანთლის ხე
ლურჯი ზამბახი
ლურჯი მოცვი
ლურჯი ნარი, ლურჯეკალა
ლურჯი ძირწითელა, ჩვეულებრივი ძირწითელა
ლუფა

მაგნოლია
მათუთა
მაიორანი
მაისურა
მაკლურა, თუთავაშლა
მამულა
მანანა, ერიკა
მანგუსტანი
მანდარინი
მანდრაგორი
მანეული
მანიჰოტი, მანიოკი
მაჟალო
მარადმწვანე ძახველი
მარგალიტა
მარიამა
მარიამსაკმელა
მარიამსხალა
მარმუჭი
მარწყვა-ბალახი
მარწყვა-ბალახი ოთხფურცელა
მარწყვა-ბალახი წყლისა
მარწყვი
მატიტელა
მატრიკარია
მატრიკარია სამკურნალო
მაღალი მოცვი, კავკასიური მოცვი
მაღლისმთის მუხა
მაყვალი
მაჩიტა
მაწაქი, ლოგორო
მახრჩობელა
მაჯაღვერი
მაჰონია, ჭყორფოთოლა
მდგნალი
მდელოს მატვარანცა
მდოგვი
მედგარი, ბაბაწვერა
მელია
მესამედა
მექსიკური ავოკადო
მექსიკური ჩაი
მეჭეჭიანი ჭანჭყატა
მზესუმზირა
მზიურა
მთის ბარისპირა
მთის პიტნა
მთის სვინტრი
მთის ღანძილი
მთის ღოლო
მთის ჩადუნა
მინდვრის გვირილა
მინდვრის ზამბახი, ბადიანი ზამბახი
მინდვრის მდოგვი
მინდვრის ნემსა
მირტი
მიწავაშლა
მიწამაყვალა, ბალახმაყვალა
მიწის ბარდა
მიხაკი
მიხაკის ხე, მიხაკი
მკერვალა
მოპიტნაო
მოცვი
მოცხარი
მჟავე ლაიმი
მჟაველა
მჟაუნა
მრავალფოთლიანი ხანჭკოლა
მრავალძარღვა
მრგვალი თავნასკვა
მრგვალი წამალი
მსუქანა
მსხალი
მსხალიჭა
მსხვილი გოგრა, თეთრი გოგრა
მსვილფოთოლა ცაცხვი
მსხვილყვავილა ჟასმინი, დიდყვავილა ჟასმინი
მუზარადა
მუშკის მარწყვი
მუხა
მუხუდო
მწარა
მჭამელა
მხოხავი ჭანგა

ნამდვილი ზირა, ზირაკი
ნამდვილი თამბაქო, ჩვეულებრივი თამბაქო
ნამდვილი რევანდი
ნარდი
ნარი
ნარინჯი
ნარისჯაგა
ნარშავი
ნარცეცხლა
ნაღველა
ნაცარა მურყანი
ნაცარქათამა
ნეგო, უკვდავა
ნესვი
ნიახურა
ნიახური
ნიგვზისძირა
ნივრის-დედა
ნიორი
ნისკარტა აქტინიდია
ნიუკა
ნუში

ოდაღაჯი, გვაიაკის ხე
ოთახის უკადრისა
ოთხფურცელა მარწყავ-ბალახი
ოლეანდრე
ომბალო
ონტკოფა
ონტკოფა პერუსი
ონჭო
ოპუნცია, დედინაცლის ენა
ორკბილა
ოროვანდი
ორფერი
ორფოთოლა
ორყურა
ოსერო
ოსმანთუსი
ოსპი
ოფი
ოქროქუდა
ოქროჩალა
ოქროცოცხა
ოქროწვიმა
ოქროწკეპლა
ოშოშა, ოშოში
ოჩოპენტრე
ოხრახუში

პანტა
პარაგვაული ჩაი, მატე
პარნასურა
პასიფლორა
პატარძალა
პატისონი, ბრტყელი ყაბაყი
პაჩული
პეკანი
პერილა
პერუს ონტკოფა
პილპილი
პირშუშხა
პირწმინდა
პოეტური ნარგიზი
პომიდორი
პრასა
პუერარია, კუძუ

ჟაბო, შაბო, შაბუ
ჟასმინი
ჟასმინი სამკურნალო
ჟენ-შენი
ჟოლო
ჟუნჟრუკი

რევანდი
რევანდი თათრული
რევანდი ნამდვილი
რევანდი სამკურნალო
რეზედა
რეზედა ბაღისა
რეზედა ყანისა
რეჰანი
რეჰანი ევგენოლისა
რეჰანი ქაფურისა
როზმარინი
რუსული მაყვალი
რუსული ღიღილო
რუსული ჭლაკვი
რქათავა
რცხილა
რცხილა კავკასიური
რძიანა
რძიანა-მაჯღავერი

სავარცხელა
საზამთრო
სათოვლია
საკმლის ხე
საკპინაჭი
სალათა
სალბი სამკურნალო
სალიხა
სამატლე
სამკურნალო ადონისი
სამკურნალო ბარისპირა
სამკურნალო მატრიკარია
სამკურნალო ჟასმინი
სამკურნალო ძიძო
სამოთხის ვაშლი, სამურაბე ვაშლი
სამტატა
სამფერა ია
სამყურა
სამყურა ლიმონი
სამყურას აბრეშუმა
სანდალოზი თეთრი
სანდალოზი წითელი
სანთელა ტყისა
სანთელა ყანისა
სანთლის ხე
საპონა
საპონელა
სარეპტის მდოგვი
სასტვენა
სასტვირია
სასუქა
სატაცურა კომბოსტო
სატაცური ლამური
სატაცური ძაღლისა
სატილია
საღეჭი პილპილი, ბეტელი
საღსაღაჯი
საყვითლო
საჭარა
საჭმელი კანა, აჩირა
სელი
სელი გუგულისა
სელიჭა
სენეგა
სენეგალიური აკაცია
სერადელა
სექვოია მარადმწვანე
სვია
სვინტრი
სვინტრი მთისა
სოკომორო
სიმინდი
სიმინდი კაჟა
სიმინდი კბილა
სიმინდი კილიანი
სიმინდი რბილი
სიმინდი ტკბილი
სიმინდი ცვილა
სკიპალო
სოია
სოინჯი
სორგო
სორგო შაქრისა /> სორგო ჩვეულებრივი
სორგო ცოცხისა
სოსანი ველისა
სოსანი ყანისა
სოჭი ბერძნული
სოჭი ერთფეროვანი
სოჭი ესპანური
სოჭი თეთრქერქა
სოჭი იაპონური
სოჭი კავკასიური
სოჭი კამჩატკური
სოჭი კილიკიური
სოჭი ნორდმანისა
სოჭი ციმბირული
სპარსული ღვარძლი
სპარსული ყოჩივარდა
სპელტა, ნამდვილი ასლი
სპერგულა
სპერგულა სელისა
სტაფილო
სტერკულია
სუდანური ბალახი, სუდანურა, სუდანური შალაფა
სულა
სუმბული
სუმბული აღმოსავლური
სუმბული წყლისა
სურნელოვანი ზეთის ხე, ოსმანთუსი
სურო
სურო გველისა
სურო კავკასიური
სურო კანადური
სურო კოლხური
სურო ჩვეულებრივი
სურო ცვილისა
სურო წყლისა
სუსამბარი
სუფრის ჭარხალი ვარდისფერი
სუფრის ჭარხალი თეთრი
სუფრის ჭარხალი ყვითელი
სუფრის ჭარხალი წითელი
სუძა
სწორი შვრიელა

ტაბელა
ტაბლაყურა, ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ტარო
ტარხუნა
ტაუ-საღიზი
ტაქსოდიუმი
ტაცეტი
ტეგანი
ტენცო, წყლის პიტნა
ტეოსინტე
ტეოსინტე, ბელეკონი
ტექის ხე, ტექტონი
ტეფა
ტილჭირი, აკონიტუმი
ტიმოთელა, თომოტის ბალახი
ტირიფი
ტირიფი ბრტყელი
ტირიფი მტირალა
ტირიფი მყიფე
ტიტა
ტკაცუნა
ტკბილი ლაიმი
ტკბილი სიმინდი
ტლანქი ლიმონი, ჯამბირი
ტორფის ხავსი, თეთრი ხავსი
ტრაუტფერის ბოკვი
ტუბეროზა
ტუია
ტუია გიგანტური
ტუია დასავლური
ტუნგი იაპონური
ტუნგი მთისა
ტუნგი ფორდისა
ტუნგი ჩინური
ტუნისური ბალახი
ტურანგი
ტურნეფსი
ტუხტი
ტუხტი ბაღისა
ტუხტი სამკურნალო
ტუხტი ყანისა
ტუხტი ყითელი
ტუხტი ჩინური
ტყემალი
ტყვიაბალახა
ტყისბოლოკა
ტყის ვაზი
ტყის თივაქასრა
ტყის კამა
ტყის მარწყვი
ტყის მრავალძარღვა
ტყის მიხაკი
ტყის პიტნა
ტყის ჟუნჟრუკი
ტყის სამყურა
ტყის სანთელა
ტყის ღიღილო
ტყისურა
ტყის ფარსმანდუკი
ტყის ფურისულა
ტყის ქამა-სოკო
ტყის ქოთანა
ტყის ქონდარი
ტყის ჩიტისთვალა
ტყის ცერცველა
ტყის ცოცხი
ტყის წიწმატი
ტყის ჭორტანა, კომელინა, ცისფერთვალა
ტყიურა
ტყუბლა-სოკო

უგრეხელი
უზანი
უკადრისა
უკადრისა ოთახისა
უკვდავა
ულბო
ულეწელა
ულუმბო
უნაბი
უნგრული ცერცველა, პანოიის ცერცველა
უნშიუ მანდარინი
უპანი
უჟმურა
ურარტული ნუში
ურაშა
ურთხელი
ურიში
ურო
ურო ლიმონისა
ურცი
უსუპი
უსურვაზი, ტყის ვაზი
უსურვაზი ამერკული
უსრიული პანტა
უფერულა
უფხო ღვარძლი
უფხო შვრიელა
უცვეთელა
უცუნა
უძოვარა
უძრახელა
უჭურველი
უხრავი
უჯანგარი

ფამფარა
ფამფარა ბაღისა
ფამფარულა, კევის ბალახი
ფანტია სელი
ფანქრის ხე
ფანქრის ხე ამერკული
ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ფარსმანდუკი
ფარსმანდუკი ტყისა
ფაცელია
ფეიჰოა
ფერისცვალა
ფესვმაგარა
ფეტვი
ფეტვი ზანგური
ფეტვი ინდური
ფეხფოთოლა
ფიგი
ფითრი
ფიკუსი კაუჩუკისა,
ფიკუსი ოთახისა
ფირმიანა
ფისოვანა
ფიჭვი
ფიჭვი ბიჭვინთისა
ფიჭვი ვეიმუტისა
ფიჭვი ევროპული
ფიჭვი ელდარისა
ფიჭვი ზღვისპირა
ფიჭვი თეთრი
ფიჭვი იტალიური
ფიჭვი კავკასიური
ფიჭვი მანჯურული
ფიჭვი მტირალა
ფიჭვი ყირიმული
ფიჭვი შავი
ფიჭვი ციმბირული
ფიჭვი ჭაობისა
ფლორენციული ზამბახი
ფლოქსი
ფოთლოვანი კომბოსტო, საკვები კომბოსტო
ფოთლოვანი ჭარხალი
ფოთოთი
ფოთოლეკალა
ფოლიო
ფოლიო ცისა
ფოლორცის ბალახი ცის
ფორდის ტუნგი
ფორთოხალი
ფოხვერა
ფრანგული კოინდარი
ფრთათეთრა
ფრთათეთრა ბაღისა
ფრთაფოთოლა
ფრთისებრი ჯონჯოლი
ფრინტა
ფსტა, ბუსტული
ფუნთუშა
ფურისულა
ფურისულა დიდჯამა
ფურისულა წყლისა
ფუტკარა
ფუტკრის-დედა
ფუფალა
ფუჩფუჩა
ფუჭფუჭა
ფქვილიო
ფშატა-ტირიფი
ფშატი
ფშატი ველური
ფშატფოთოლა ბერყენა
ფშნის ეკალი
ფშნის ენდრო
ფშუკურა
ფხიჯა, ქვატეხია
ფხუწა

ქაბისჩალა
ქათმისკუჭა, გიორგელა
ქათმისქოჩორა
ქალამანა
ქალბანა
ქამა-სოკო
ქამა-სოკო ტყისა
ქამეროფსი
ქარაგოზი
ქარაძენძი
ქართლის ზამბახი
ქართული ესპარცეტი
ქართული ზამბახი
ქართული კოწახური
ქართული ლალემანცია
ქართული მუხა
ქართული ნემსიწვერა
ქართული ნუში
ქართული ქოთანა
ქართული ყოჩივარდა
ქარქვეტა
ქარცხვი
ქასრა
ქატმი, ფოხვერა
ქაფუნა
ქაფურის რეჰანი
ქაფურა
ქაფურის ხე
ქაფურის ხე ცრუ
ქაღაზბადამი
ქაღალდის არალია
ქაღალდის თუთა
ქაღალდის ხე იაპონური
ქაცვი
ქაცვი ამერიკული
ქაცვი კანადური
ქენდირი
ქენდირი ამუ-დარიისა
ქერი
ქერი ბრტყელი
ქერი ველური
ქერი კულტურული
ქერი მრავალმწკრივიანი
ქერი ორმწკრივიანი
ქერი შიშველი
ქერიფქლა
ქერშიშველი
ქვათესლა
ქვამუხა
ქვაპურა
ქვატეხია
ქვებლანდისა
ქვეყნის გული
ქვიშამხალი
ქვრიმა, მოჰარი
ქითრა
ქინაქინის ხე
ქინძარა
ქინძი
ქინძი ძაღლისა
ქისრიბა
ქიშმიშის აქტინიდიაა
ქლიავი
ქოთანა კლდისა
ქოთანა ტყისა
ქოთანა ქართული
ქონა
ქონდარა არყი
ქონდარა ბალამწარა
ქონდარა ბანანი
ქონდარა ზამბახი
ქონდარა ნუში
ქონდარა პალმა, ქამეროფსი
ქონდარა ფიჭვი
ქონდარა ღვია
ქონდარა ხორბალი
ქონდარი ბაღისა
ქონდარი ტყისა
ქონის ხე
ქორაფი
ქოქ-საზიღი
ქრიზანთემა
ქრისტესბეჭედა
ქრისტესთვალა
ქრისტესისხლა
ქუბაბა
ქუთქუთა
ქუნჯუტი
ქურქუმა
ქუჩი, ველის წივანა
ქუჩულა

ღამის დედოფალი
ღამის ია
ღანძილი
ღანძილი მთისა
ღვარძლი
ღვარძლი უფხო
ღვარძლი სპარსული
ღვედკეცი
ღვია
ღვია ვირჯინიული
ღვია კაზაკური
ღვია ქონდარა
ღვია შავი
ღვია წითელი
ღვიიის ფითრი
ღვინა
ღვინა ყვითელი
ღვინიო
ღიმი, ატოლი
ღიღილო
ღიღილო რუსული
ღიღილო წითელი
ღიჭა
ღობისძირა
ღოლო
ღოლო მთისა
ღოლომჟავა
ღოლო-მხალი
ღოლო ჩვეულებრივი
ღოლოშმაგა
ღომი
ღომი ველური
ღორის ბირკა
ღორის ქადა
ღორღორა
ღოღნოშო
ღრიანჭველა

ყაბაყი
ყაბაყი ბრტყელი
ყავა
ყავა არაბული
ყავა ლიბერიული
ყაზახა
ყაისუმი

შაბთარი
შაბი, შაბუ,
შავბალახა
შავდავითა
შავთარა
შავი არყი, რადეს არყი
შავი ასკილი
შავი გვიმრა
შავი დიკა
შავი თავთუხი
შავი კაკლის ხე
შავი კუნელი
შავი მდოგვი
შავი მოცხარი
შავი მურყანი
შავი მჭადი
შავი ნაძვი
შავი სანდალოზი
შავი საქსაული
შავი ღვია
შავი ცერცველა
შავი თავთუხი
შავჩოხა- სოკო
შავჩოხა
შავწამალა
შავჯაგა, ჯღარდალა
შალამანდილი
შალაფა
შალაფა სუდანური
შალგი
შამბალილა, ულბო
შაქარა ბანანი, ბრძენთა ბანანი
შაქრის ლერწამი
შაქრის ნეკერჩხალი
შაქრის პალმა
შაქრის სორგო
შაქრის ჭარხალი
შემოდგომის წინწკალა
შესანისნავი იუკა
შვედური სამყურა
შვია
შვიტა
შვიტურა
შვრია
შვრია შიშველი
შვრია ჩვეულებრივი
შვრიანა
შვრიანა მდელოსი
შვრიელა
შვრიელა ბანისა
შვრიელა სწორი
შვრიელა უფხო
შვრიელა ჭვავიფერი
შვრიელა ჭრელი
შვრიუკა, ველური შვრია
შივო-მიკანი
შინდანწლა
შინდი
შირბახტი, ქუჯუნტი, სიმსიმი
შიშველი ქერი, ქერშიშველი
შიშველი შვრია
შმაგა, კავკასიური ბელადონა
შოთხვი
შოკოლადის ხე
შორვალა
შოროქანი, შოროქნის ცოცხი
შრეში
შრიალა-ბალახი
შროშანა
შროშანი
შროშანი ზღვისა
შროშანი მთისა
შროშანი ყვითელი
შტოში
შუბანა
შუპყა
შქერი
შხამა
შხამა-სოკო
შხამიანი თუთუბო
შხაპრი

ჩაგირი
ჩადუნა
ჩაი მექსიკური
ჩაი პარაგვაული
ჩაიოტი
ჩაი
ჩაის ბუჩქი ასამური
ჩაის ბუჩქი ჩინური
ჩაის ვარდი
ჩალამბარა
ჩალამძივი
ჩალაყვავილი
ჩარანი
ჩაქვის ბალახი
ჩაღანდრი
ჩაწყობილა
ჩაწყობილა-ბაია
ჩელტა-ზანდური
ჩელტა-მახა
ჩვეულებრივი ავოკადო, გვატემალური ავოკადო
ჩვეულებრივი ბარდა
ჩვეულებრივი ესპარცეტი
ჩვეულებრივი ვაზი
ჩვეულებრივი თამბაქო
ჩვეულებრივი თივაქასრა
ჩვეულებრივი თხილი
ჩვეულებრივი იონჯა
ჩვეულებრივი იფანი
ჩვეულებრივი კაკლის ხე, კაკალი
ჩვეულებრივი კანაფი
ჩვეულებრივი კოწახური
ჩვეულებრივი ლიმონი
ჩვეულებრივი ლობიო
ჩვეულებრივი მანანა, კალუნა
ჩვეულებრივი მატიტელა
ჩვეულებრივი მაჯაღვერი
ჩვეულებრივი მოცხარი, წითელი მოცხარი
ჩვეულებრივი მურყანი
ჩვეულებრივი ნამიკრეფია
ჩვეულებრივი ნეკერჩხალი
ჩვეულებრივი ნუში
ჩვეულებრივი საზამთრო
ჩვეულებრივი სელი
ჩვეულებრივი სორგო
ჩვეულებრივი სურო
ჩვეულებრივი ღოლო
ჩვეულებრივი შვრია
ჩვეულებრივი ცერცველა
ჩვეულებრივი ცირცელი, ჭნავი
ჩვეულებრივი ძირწითელა
ჩვეულებრივი წაბლი
ჩვეულებრივი ჭანჭყატა
ჩვეულებრივი ჭვავი
ჩვეულებრივი ხორბალი
ჩვეულებრივი ხურმა
ჩვეულებრივი ჯიჯლაყა
ჩვეულებრივი ჯონჯოლი, ფრთისებრი ჯონჯოლი
ჩილური არაუკარია
ჩინგილი
ჩინური აბელია
ჩინური აუკუბა
ჩინური ბანანი, ქონდარა ბანანი
ჩინური დარიჩინის ხე
ჩინური ვაშლი
ჩინური ვაციწვერა
ჩინური თუთუბო
ჩინური ინდიგო
ჩინური ისპანახი
ჩინური კარტოფილი
ჩინური კომბოსტო
ჩინური ჟასმინი
ჩინური ტუნგი, ფორდის ტუნგი, ჩინური ტუნგის ხე
ჩინური ტუხტი
ჩინური წაბლი
ჩინური ხახვი
ჩიტავაშლა
ჩიტაკომშა, ჩიტაწკეპლა
ჩიტიბუდა
ჩიტის ბირკა
ჩიტისთავა
ჩიტისთვალა ტყისა
ჩიტისთვალა ყანისა
ჩიტის ია
ჩიტის იონჯა
ჩიტიფეტვა
ჩიტიფეხა, სერადელა
ჩიტიყველა
ჩიტიწვივა
ჩოღანო
ჩუა
ჩუფა

ცალმარცვალა
ცალმარცვალა ველური
ცაცხვი
ცაცხვი ვერცხლა
ცაცხვი კავკასიური
ცაცხვი მსხვილფოთოლა
ცაცხვი წვრილფოთოლა
ცახის ბალახი
ცახცახა
ცერეცო
ცერცვეკალა, ფიგი
ცერცველა ბანჯგვლიანი
ცერცველა ბეწვიანი
ცერცველა თაგვისა
ცერცველა ოსპისებრი
ცერცველა პანონიისა
ცერცველა ტყისა
ცერცველა უნგრული
ცერცველა ყანისა
ცერცველა შავი
ცერცველა ჩვეულებრივი
ცერცველა ცვალებადი
ცერცველა ცხენისა
ცერცვი
ცერცვი მტრედისა
ცერცვი ხავერდა
ცეცხლეკალა
ცვალებადი ცერცველა
ცვილა სიმინდი
ცვილიანა
ცვილის ხე
ცვილის სურო
ციკასი იაპონური
ცვრიანა
ციკუტა
ცილინდრული ლუფა
ციმბირული ლარიქსი
ციმბირული ნაძვი
ციმბირული სოჭი
ციმბირული ფიჭვი
ციმბირული ქენდირი
ციმციმა
ცინერარია ნაცარა
ცინერარია ჰიბრიდული
ცირცელი
ცისანა
ცის-ვაზი, გლიცინია
ცისთვალა
ცისკარა
ცისფერი იონჯა
ცისფერი ლოტოსი
ცის-ფოლიო
ციტრონო
ციურა
ციფომანდრა
ციცინო
ცოცხა-ბალახი
ცოცხანა, ცოცხობა
ცოცხი ტყისა
ცოცხი ყვითელი
ცოცხის სორგო
ცოცხმაგარა
ცოცხობა
ცრუაკაცია
ცრუქაფურის ხე
ცრუცუგა
ცრუცუგა დუგლასისა
ცრუცუგა იაპონური
ცუგა
ცუგა ამერიკული
ცუგა იაპონური
ცულისპირა
ცხენისკბილა
ცხენისკბილა სოკო
ცხენისკუდა
ცხენისმუხლა
ცხენის ცერცველა
ცხენისწაბლა
ცხენისწაბლა წვრილყვავილა
ცხვარა
ცხვირისატეხელა, ადონისი
ცხვირისატეხელა ყვითელი
ცხვრის კვლიავი
ცხვრის სამყურა
ცხვრის წივანა
ცხიმურა
ცხრაფერა
ცხრატყავა
ცხრატყავა თათრული
ცხრატყავა ქართული

 ძაბრა-სოკო
ძარა
ძაფოვანი იუკა
ძაღლის ბირკა
ძაღლის ენა
ძაღლის პიტნა, ჭინჭრისგერა
ძაღლის სატაცური, მიხელტა
ძაღლის ქინძი
ძაღლმაყვალა
ძაღლნიორა
ძაღლნიორა იმერული
ძაღლყურძენა
ძაძა
ძახველა, ძახველი
ძახველი მარადმწვანე
ძელქვა
ძერანა
ძეძვი
ძეწნა, მტირალა ტირიფი
ძეხვის ხე
ძიგვა, ქისრიბა
ძირთეთრა
ძირმწარა
ძირტკბილა
ძირტკბილა კლდისა
ძირყვითელა
ძირშავა
ძირშაქარა
ძირწითელა
ძირწითელა ლურჯი
ძირწითელა ჩვეულებრივი
ძიძას ბალახი
ძიძო
ძიძო თეთრი
ძიძო ყვითელი, ძიძო სამკურნალო
ძმერხლი
ძმრის ხე
ძურწა
ძურწა მწვანე
ძურწა ნამდვილი
ძურწა ყვითელი
ძუძუმაყვალა

წაბლი
წაბლი ამერიკული
წაბლი იაპონური
წაბლი ჩინური
წაბლი წყლისა
წაბლფოთოლა მუხა
წალიკა
წალიკა ბოსტნისა
წალიკა სელისა
წალიკა წითელი
წამალწვრილი
წართხალი
წახნაგოვანი ლუფა, ავღანური ლუფა
წბილა
წებოვანი იონჯა
წეკო
წეროსწვივა
წერწა
წვიტა
წვრილფოთოლა ცაცხვი
წვრილყვავილა ცხენისწაბლა
წიაპა
წიაღა
წიბა
წივანა
წივანა მდელოსი
წივანა ცხვრისა
წივანა წითელი
წივანა ჭრელი
წითელი გვირილა
წითელი დიკა
წითელი თავთუხი
წითელი კუნელი
წითელი ლიმონი
წითელი მოცვი
წითელი მოცხარი
წითელი მხალი, ფოთლოვანი ჭარხალი, მაგნოლდი
წითელი სამყურა
წითელი სანდალოზი
წითელი ღვია, ფანქრის ხე
წითელი ღიღილო
წითელი შხამ-სოკო
წითელი წალიკა
წითელი წივანა
წითელი ხე ამერიკული
წითელი ჯინჭარი, ნანკინის პერილა
წითელი ჯინჭრის ენა
წითელი ჯიჯლაყა
წითელწვერა
წითლიო
წინწკალა
წინწკალა შემოდგომისა
წიფელი, წიფელა
წიფელი ამერიკული
წიფელი აღმოსავლური
წიფელი ევროპული
წიფლისძირა
წიწაკა
წიწაკა ბულგარული
წიწაკის აბრეშუმა
წიწიბურა
წიწიბურა თათრული
წიწილკურა
წიწინაური
წიწმატა-სელი
წიწმატელა
წიწმატი
წიწმატი ბრაზილიური
წიწმატი ტყისა
წიწმატი წყლისა
წიწმატურა
წკიალა სოკო, ჯიმლა
წნორი
წურწუმა
წყავი
წყავმაზა
წყალიკრეფია
წყალნაწყენი
წყვილმარცვალა ველური
წყლის ბაია
წყლის ბამბა
წყლის ბრინჯი
წყლის დვალურა
წყლის ვაზი
წყლის ვარსკვლავა
წყლის ზამბახი
წყლის იელი
წყლის კაკალი, ჭუღუმბური
წყლის მანანა
წყლის მარწყა-ბალახი
წყლის მრავალძარღვა
წყლის პერი, ლემნა
წყლის სამყურა
წყლის სუმბული
წყლის სურო
წყლის ფურისულა
წყლის წაბლი
წყლის წიწმატი
წყლის ჭირი

ჭადარი
ჭადარი აღმოსავლური
ჭადარი დასავლური
ჭადარი ხუთთითა
ჭალაფშატა, ფშატი ველური
ჭალის ვერხვი
ჭალის მუხა
ჭანგა
ჭანგა ამერიკული
ჭანგა დატოტვილი
ჭანგა მხოხავი
ჭანდარი
ჭანური ზამბახი
ჭანური ნეკერჩხალი
ჭანჭყატა
ჭანჭყატა იაპონური
ჭანჭყატა მეჭეჭიანი
ჭანჭყატა ფართოფოთლიანი
ჭანჭყატა ჩვეულებრივი
ჭაობის კვიპაროზი, ტაქსოდიუმი
ჭაობის ფიჭვი
ჭარელა
ჭარხალი
ჭარხალი სუფრისა
ჭარხალი ფოთლოვანი
ჭარხალი შაქრისა
ჭარხლიფოჩა
ჭაღარა სამყურა
ჭახრაკაული
ჭერამი
ჭეჭველა
ჭეჭკეტა-სოკო
ჭვავი
ჭვავი ჩვეულებრივი
ჭვავისებრი შვრიელა
ჭიაფერა
ჭიკარტი
ჭილი
ჭინჭარა
ჭინჭარი
ჭინჭრისგერა
ჭინჭრის-დედა
ჭინჭრიფოთოლა
ჭიოტა
ჭიოტა სელისა
ჭკვალი
ჭლაკვი
ჭლაკვი რუსული
ჭოროხის მუხა
ჭორტანა
ჭორტანა ტყისა
ჭრელი წივანა, ლერწმქუჩი
ჭრელყვავილა იონჯა
ჭუღუმბური
ჭყანტა
ჭყიმა-მხალი
ჭყიმი
ჭყიპანტა
ჭყორი
ჭყორფოთოლა

ხავერდა, იმერული ზაფრანა
ხავერდა-ცერცვი
ხავსი
ხავსი თეთრეი
ხავსი ირმისა
ხავსი ტორფისა
ხაზაზა
ხანდური
ხანჭკოლა
ხანჭკოლა თეთრი
ხანჭკოლა ლურჯი
ხანჭკოლა მრავალფოთლიანი
ხანჭკოლა ყვითელი
ხანჯალა
ხართუთა
ხარისვარდა
ხარისთვალა
ხარისკუდა, შუბანა
ხარისფაშვა
ხარისშუბლა
ხარისჩლიქა
ხარისძირა
ხარნუყა
ხატოტი
ხაშხაში
ხახამა
ხახვთესლა
ხახვი
ხახვი ზღვისა
ხახვი კლდისა
ხახვი ჩინური
ხახვილო
ხახვისთავა
ხახვისფოჩა
ხახია
ხბოშუბლა
ხებალახა
ხებუერა
ხეგვიმრა
ხევარდი
ხევერცხლა
ხევსურის დიყი
ხეთამხალი
ხეკაქტუსი
ხეკოლა, კოლა
ხემაგარა, ფირმიანა, სტერკულია
ხემარწყვა
ხემახვია, ხემოა
ხემყრალი
ხეპილპილა
ხეპომიდორი, ციფომანდრა
ხერკინა
ხერკინა ლენქორანული
ხერხა
ხერხფოთოლა
ხეტიტა
ხეტუხტი
ხეშავი
ხეშროშანა
ხეჭრელი
ხეჭრელი ამერკული
ხეჭრელი იმერული
ხეჭრელი კლდისა
ხვალო, ჭალის ვერხვი
ხვალო თეთრი
ხვართქლა
ხვართქლა მლაშე
ხვარხვარა
ხვიარა ვარდი
ხვიტი
ხმალა, ხანჯალა
ხოვერა
ხოკერა-გოგრა
ხომანდული
ხომეჭი
ხორბალი
ხორბალი აბაშური
ხორბალი აბისინიური
ხორბალი ინგლისური
ხორბალი ინდური
ხორბალი მაგარი
ხორბალი მახა
ხორბალი მრგვალმარცვალა
ხორბალი პოლონური
ხორბალი რბილი
ხორბალი რბილი უფხო
ხორბალი რბილი ფხიანი
ხორბალი საგაზაფხულო
ხორბალი ქონდარა
ხორბალი ჩვეულებრივი
ხოროსანი
ხორციფერა
ხრაშუნა
ხრიალა
ხუთთითა ჭადარი
ხუთყურა
ხურმა
ხურმა აღმოსავლური
ხურმა ვირგინიული
ხურმა იაპონურიხურმა ჩვეულებრივი
ხურტკმელი
ხურხუმა
ხუჭუჭა, ბეკმანია

ჰარტვისის მუხა
ჰევეა ბრაზილიური
ჰელიოტროპი
ჰელიოტროპი ბაღისა
ჰიბრიდული ცინერარია
ჰიკორი
ჰიმალაური კედარი
ჰიმალაური კვიპაროსი
ჰიმალაური ნაძვი
ჰორიზონტალური კვიპაროსი
ჰორტენზია
ჰოსტა