logo-herba

antiD-header

სამკურნალო მცენარეები

მცენარეები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნენ სამედიცინო და ვეტერინარულ პრაქტიკაში სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით. მცენარეების სამკურნალო თვისებები განპირობებულია მათში ალკალოიდების, ფლავონოიდების, გლიკოზიდების, ვიტამინების, მთრიმლავი ნივთიერებების არსებობით, რომლებიც ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმზე ახდენენ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ანდა გააჩნიათ ბიოლოგიური აქტიურობა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევთა მიმართ. განსაკუთრებულ ჯგუფშია გამოყოფილი ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მცენარეები. სინთეზური საშუალებებისაგან გამოირჩევიან ნაკლები ტოქსიკურობით.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

სამკურნალო მცენარეები

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი-ჩ

ჩაგირი

Bergenia crassifolia

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი მარადმწვანე ბალახოვანი მცენარე მსხვილი, უფოთლო ღეროთი, მრგვალი ფოთლებით, იისერ-წითელი ყვავილებით, მრავალთესლიანი კოლოფებით. იზრდება 20-3-სმ სიმაღლისა. ცოცხლობს 100 და მეტი წელი. სამკურნალოდ გამოიყენება მისი ფოთლები და ფესურები. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, გუნდმჟავას, გლიკოზიდ არბუტინს, ფოტონციდებს, სახამებელს, შაქარს, ტანინებს, ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს. გამოიყენება ფიტოთერაპიაში. არის შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, შემკვრელი, დამამშვიდებელი, სისხლაღმდგენი, ჰიპერტონური, საერთო გამამაგრებელი საშუალება. ხალხური მედიცინა იყენებს დიზენტერიის დროს. იყენებენ გინეკოლოგიაში, კიბოს საწინააღმდეგოდ. გამიცდილია თავის ტკივილის, ტუბერკულოზის, თირკმლისა, რევმატიზმის, ციებ-ცხელების, ფილტვების მკურნალობაში.


ჩადუნა

Dryopteris filix-mas

თუშ. მჩადა, ჩადა; ფშ., ხევს. დათვის ჩადუნა; ზმ.იმერ. ღორთიფქლა; მთ. რაჭ. იფხლა, იმხლა; ლეჩხ. მუჩუ; გურ. ტყის გვიმრაჲ; საბა დათვის-საგებელა; ინგ. ჩადა; ჭან. ლიმხონა; მეგრ. ლაგვიმორია; სვან. მიჩვიშ გვიმორ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმამრობითი გვიმრა.   მცენარე  ასპიდიუმისებრთა ოჯახისა. იზრდება ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტყის ზონაში. 1 მ-მდე სიმაღლის სპოროვანი, ფესვურიანი მრავალწლიანი მცენარეა. მიწის ზევით განვითარებული ღერო არ გააჩნია. ფესურა კი კარგადაა განვითარებული და ძველი ფოთლების ყუნწების ძირებსა და მრავალ თხელშრიან ქერქშია გახვეული.
კენტფრთართული დიდი ზომის ფოთლები ფესვის ყელთან ჯგუფურადაა შეკრებილი; ჩვილი ფოთლები სპირალურადაა დახვეული და ზრდის პერიოდში თანდათან სწორდება.
ჩადუნა ჩვეულებრივ ნესტიან ტყეებშია გავრცელებული (წიფლნარები და სოჭნარ-ნაძვნარები).
  ჩადუნას ნორჩი, სპირალურად დახვეული ფოთლები ზოგან საჭმელად გამოიყენება. სამკურნალოდ ფესურა გამოიყენება, როგორც სოლიტერის საწინააღმდეგო ძლიერ მოქმედი საშუალება. ამ მიზნით გამოიყენება მეცნიერულ და ხალხურ მედიცინაში, ვეტერინარიაშიც.

 ძლიერშხამიანია. ამიტომ მისი სამკურნალოდ გამოყენება მხოლოდ ექიმის რჩევით და მისი ზედამხედველობით დაიშვება.

 ხალხში ჩადუნა ცნობილია, როგორც სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებაც. იგი ჩვენში ყველაზე ფართოდ გავრცელებული გვიმრაა; ამის გამო თვით გვარსაც ჩადუნა ეწოდება. გვარი 150-მდე სახეობას მოიცავს. გვხვდება დედამიწის ზომიერ და ტროპიკულ ზონებში. საქართველოში გვხვდება 9 სახეობა, ჩადუნას გარდა ფართოდაა გავრცელებული Dryopteris carthusiana (ადრე Dryopteris spinulosa). მაღალ მთებში გვხვდება კავკასიური ენდემი Dryopteris oreades, მთის ქვედა და შუა სარტყელში — Dryopteris borreri. საქართველოში აღწერილი 3 სხვა სახეობა გავრცელებულია თურქეთშიც.


ჩაი მექსიკური

ნ. მექსიკური ჩაი.


ჩაი პარაგვაული

ნ. პარაგვაული ჩაი.


ჩაიოტი

Sechium edule, Swartr

მრავალწლოვანი ტროპიკული მცენარეა გოგრისებრთა ოჯახიდან. იგი ცნობილი იყო ჯერ კიდევ აცტეკებისათვის. ევროპელებმა გაიცნეს მეთვრამეტე საუკუნეში. იგი შეიცავს ვიტამენებს, პროტეინს, 19 თავისუფალ ამინომჟავას, სახამებელს, აზოტურ და მინერალურ ნივთიერებებს. აქვს შარდმდენი და საერთო მომამაგრებელი თვისებები. ძირითადად დიეტური კვებისათვის გამოიყენება.


ჩაი

Camellia

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიჩაის გვარს მარადმწვანე ტროპიკული და სუბტროპიკული ბუჩქებისა და დაბალი ხეების დაახლოებით 50 სახეობა მიეკუთვნება, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ჩინური ჩაის ბუჩქია (Camellia sinensis). ეს არის უძველესი კულტურული მცენარე, რომლის სამშობლო სამხრეთი და სამხრეთ–აღყოსავლეთი ჩინეთი და ინდოეთის, ბირმის, ვიეტნამისა და ლაოსის მოსაზღვრე რეგიონებია, სადაც მას ათასწლეულების მანძილზე ახარებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩაის მოჰყავთ მთელი მსოფლიოს ტროპიკულ ზონებში, ჩაის ყველაზე ცნობილი მწარმოებლები კვლავინდებურად რჩება ჩინეთი, ინდოეთი, შრი–ლანკა და იაპონია. პატარა მარადმწვანე ხე ან ბუჩქია. აქვს ძლიერ დატოტვილი ფოთლები, სურნელოვანი ყვავილები. ნაყოფი ბუდიანი კოლოფია. სამკურნალოდ გამოიყენება ნორჩი ფოთლები და ყლორტები. შეიცავს 300-ზე მეტ სახვადასხვა ნივთიერებას, ცილებს, მთრიმლავ ნივთიერებას, ფლავონოიდებს, ცხიმს, შაქარს, უჯრედისს, ორგანულ მჟავებს, ალკალოიდებს, პექტინურ ნივთიერებებს, კაროტინს, ვიტამინებს, მიკრო და მიკროელემენტებს. მისი პრეპარატები ავლენენ მატონიზებელ და შარდმდენ თვისებებს, ამაღლებენ ართერიულ წნევას, აფართოებენ სისხლძარღვებს.


ჩაის ბუჩქი ასამური


ჩაის ბუჩქი ჩინური


ჩაის ვარდი


ჩალამბარა

Аnthriscus trichosperma Schult.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიორ ან მრავალწლიანი, 50-150 სმ სიმაღლის მცენარე ქოლგისებრთა ოჯახისა. იზრდება ტყეებში, სუბალპურ მდელოებზე. სარეველაა. შეიცავს ნახშირწყლებს, ეთერზეთს, კუმარინებს, ორგანულ მჟავეებს, ტერპენოიდებს, სექვიტერპინებს, სტეროიდებს, ვიტამინ С-ს, ფენოლებს, კუმარინებს.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და სამშობიარო საშუალება. ფოთლები ხასიათდება ჭიის საწინააღმდეგო თვისებებით. კავკასიაში გამოიყენება დამწვრობისა და ჩირქოვანი წყლულებისათვის, კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ, ქალური დაავადებების, შესიებების, გაციების, ციების წინააღმდეგ.


ჩალამძივი

Сoix lacryma-jobi L.

გურ. იოტა, ხის იოტა, იოტეს კეკალი, კამპარა, კაკილა; იმერ. ტატილა; ინგ. გუგრი მზივ; აჭ. თესპეს მძივი, ღაჭა, ღაჭღაჭა, ყაჭყაჭა; მეგრ. გირინიში ძია, დიხაში ძია; ჭან. თეფსიღი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი50 -200 სმ სიმაღლის მცენარეა. აქვს სწორი და მსხვილი ღეროები და ხაზოვან-ლანცეტური ფოთლები. ყვავილედი შედგება საკმაოდ მრავალრიცხოვანი თავთავისაგან. ნაყოფი მსხლისებრია და მკვრივი. ყვავილობს შემოდგომის დასაწყისში. მისი ლათინური სახელი ითარგმნება როგორც ”იუპიტერის ცრემლი.”

ითვლება, რომ იგი არის შარდმდენი საშუალება, ამაგრებს ელენთას, ჯობნის რევმატიზმს, თრგუნავს სიცხეს, გამოყოფს ჩირქს. იყენებენ წყლისას, ფაღარათის, ციებ-ცხელების, ფილტვების აბსცესის სამკურნალოდ. აღმოჩენილია, რომ მას შეუძლია ებრძოლოს კიბოს.

 სამკურნალოდ იყენებენ მის ნახარშს.


ჩალაყვავილი

Butomus umbellatus

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიწყლის მრავალწლიანი მცენარე მცურავი ძირით. ღერძი ცინიდრულია, უფოთლო, 130 სმ-მდე სიგრძისა. ძირისეული ფოთლები ხაზოვანია, სამწახნაგა. ყვავილები ღია-ვარდისფერია, შეგროვილია ქოლგისებურად. ყვავის ივლისში. ძირი შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს, შაქარს, კამედს, ცხიმს, ცილებს. მისი ნახარში ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც დამარბილებელი, შარდმდენი, ციებ-ცხელების საწინააღმდეგო საშუალება. წვენით აქრობენ თეთრ ლაქებს.


ჩარანი

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიSalsola ericoides


ჩაქვის ბალახი

Pollinia imberbis

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიიმერ. ბოგვი; გურ. პურა-პურა, ბარბაცა, ბამბუკის ბალახი; აჭ. ბამბუკა; მეგრ. ჩაიში მაფატია.


ჩაღანდრი

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიVeronica

აჭ. ჩიხანდარი, ჯახანდარი; მესხ. დასტურჩაღანდრი.

http://t2.gstatic.com/images?q=tbn:4Atu5LZ78h_LiM:http://www.maltawildplants.com/SCRO/Pics/VRNAA/Veronica_anagallis-aquatica_%255BIMG_8438%255D.jpg

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ცნობილია ვერონიკას სახელით. აქვს სწორმდგომი ღერო და მცოცავი ფესვი. ფოთოლი უკუკვრცხისებრი, ყვავილები ფუნჯად შეკრული. ლურჯი. ნაყოფი კოლოფია. ყვავილობს ივნის-ივლისში. ნაყოფს იძლევა აგვისტოში. ვერონიკას ყველა სახეობა სამკურნალოა და შემადგენლობით ერთმანეთს ჰგავს, თუმცა მათ შორის გამოირჩევა ვერონიკა სამკურნალო Veronica officinalis L.

ჩაღანდრი (Veronica anagallis) შეიცავს ირიდიოდებს, საპონინებს, ფენოლკარბონულ მჟავებს, ნახშირწყლებს, კარდენოლიდებს, კუმარინებს, ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, სტეროიდებს, ანტიციანებს, ცხიმოვან და ეთერზეთებს, ვიტამინებს, არომატულ ნაერთებს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ნახარშები და ნაყენები, რომლებსაც ხმარობენ ინფექციების, თავის ტკივილის, ფილტვის ტუბერკულოზის, ასთმის, თვალის, თირკმლის, შარდის ბუშტის, ნაღვლსადენი მილის, დიარეის, ანგინის, კანის დაავადების სამკურნალოდ. აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისებებიც.


ჩაწყობილა

Lathraea squamaria

მეგრ. ლაჯვაბია.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიეს მცენარე ტყეებში იზრდება. გარეგნულად უჩვეულოა. მიწიდან წამოიზრდება მოთეთრო-მოვარდისფრო მსხვილი რტოები, რომლებზეც სხედან მუქი– მწვანე ყვავილები, რომლებიც ერთმანეთს მჭიდროდ არიან მიკრულნი. ამავე ყლორტებზეა ყვავილთანა ვარდისფერი ფოთლები. მწვანე ფოთოლი მცენარეს არა აქვს. ამით ის აშკარად გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მცენარე მხოლოდ რამდენიმე კვირით გამოჩნდება გაზაფხულზე. ზაფხულში მცენარის მიწისზედა ნაწილი კვდება და მხოლოდ ფესვი ინარჩუნებს სიცოცხლეს. რადგანაც მწვანე ფოთოლი არ გააჩნია, არ შეუძლია დამოუკიდებლად კვება. პარაზიტია. ეკვრის სხვა მცენარის ფესვს.

მცენარე მიწის ზევით იმიტომ ამოდის, რომ გამრავლდეს, აყვავდეს და თესლი მოფინოს მიწას.

 სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი და ძირები. მისგან მიღებულ პრეპარატებს იყენებენ თირკმლების, ღვიძლის, წყლისას, ასციტის, გინეკოლოგიური დავადებების (უშვილობის) სამკურნალოდ.


ჩაწყობილა-ბაია

Ficaria verna Huds. (Ficaria ranunculoides Roth.).

კახ. ერბოკარაქა, კარაქა; ქართლ. ერბოქილა; ზმ. იმერ. ლობიანა; გურ. ოკნატუა; ინგ. ყოვიჭყანტაჲ; მეგრ. მუმულიში ყვაჯი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა  10 – 30 სმ სიმაღლისა. აქვს მსხვილი ძირი და სუსტი განტოტვილი ღეროები. ფოთოლი მბწყინავია, მომრგვალო და მოზრდილი. ყვავილი ერთეულია, ოქროსფერი, ნაყოფი თესლებია. ყვავილობს მაისში. ნედლეულს წარმოადგენს ძირები და ფოთლები. ქიმიური  შემადგენლობა უცნობია. მწიფობის დროს იგი შხამიანი ხდება. მცენარეს გააჩნია დამარბილებელი, შარდმდენი, სისხლგამწმენდი, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობების შემახორცებელი თვისებები. ფოთლების ნახარში გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ. დანაწევრებული ფოთლების ცხიმთან ნარევი სალბუნების დასამზადებლად იხმარება.


ჩელტა-ზანდური

მეგრ. პიტა ქობალი.


ჩელტა-მახა


ჩვეულებრივი ავოკადო, გვატემალური ავოკადო

ნ. ავოკადო

ჩვეულებრივი ბარდა

თუშ. ცვერცი; იმერ. მუხუდო; ქვ. იმერ. საკადრისა; გურ. ოქროცერცვა; ჭან. ფარსული; სვან. ბეგვა.


ჩვეულებრივი ესპარცეტი

ნ. ბარდა


ჩვეულებრივი ვაზი

ნ. ვაზი


ჩვეულებრივი თამბაქო

ნ. ნამდვილი თამბაქო.


ჩვეულებრივი თივაქასრა

ნ. თივაქასრა


ჩვეულებრივი თხილი

მთ. რაჭ. ფთხილი, ფთხირი; ჭან. მთხირი, ნთხირი; მეგრ. თხირი; სვან. შდიხ, შდეხენდ.

ნ. თხილი


ჩვეულებრივი იონჯა

აღმ. ალავერდა; მესხ. ალავერდი.

ნ. იონჯა


ჩვეულებრივი იფანი

Fraxinus Excelsior L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიზეთისხილისებრთა ოჯახის ტანმაღალი ხეა (30-45 მ). ახალგაზრდა ღერო ნაცრისფერქერქიანია, ერთწლიანი ყლორტები კი მწვანე. მისი ძირითადი მორფოლოგიური ნიშნებია მომრგვალო, ტოტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ მჯდომი შავი კვირტები, კენტფრთართულ მოპირისპირედ განლაგებული,  ლანცეტა ფოთოლაკიანი ფოთლებით, რომლებიც ზემოდან უფრო მუქი მწვანეა, ხოლო ქვემოდან რამდენადმე მკრთალია, შებუსული ძარღვებით. აქვს ცალსქესიანი (მამრობითი) და ასევე ორსქესიანი ყვავილები. ყვავილები ჯგუფებადაა განლაგებული.  ფრთა ნაყოფი 30-45 მმ სიგრძისაა. გვხვდება აფხაზეთში, სამეგრელოში, სვანეთში, იმერეთში, რაჭაში, სამხრეთ ოსეთში, ქართლში, მთიულეთში, კახეთში, ქიზიყსა და ქვემო ქართლში.

 ფოთლები ფლაონურ გლიკოზიდ ქვერციტრინს, მანიტს, ტანინსა და ინოზიტს, აგრეთვე მცირე რაოდენობის ეთერზეთს შეიცავს, ქერქი კი გლიკოზიდ ფრაქსინს, ტანინსა და მანიტს.
ხალხურ მედიცინაში ქერქი და ნაყოფები გამოიყენება ციებ-ცხელების, წყალმანკის, დიზენტერიისა და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ. ქერქს შავ, ყავისფერ და ლურჯ საღებავად იყენებენ. მოუმწიფებელ ნაყოფებს საჭმელად ძმარსა და მარილში ამწნილებენ. ქერქის დაფნის ნაწილის ნახარშს ძლიერ შარდმდენ და ციებცხელების საწინააღმდეგო საშუალებად თვლიდნენ. იგი წინათ (ქერქი) ქინაქინის ქერქადაც კი იყო ცნობილი აფხაზეთში. ფოთლებს რევმატიზმის წინააღმდეგ ხმარობდნენ.

ბულგარეთის მედიცინაში სამკურნალოდ იფნის ფოთლები და ქერქი გამოიყენება.

ფოთლები რეკომენდებულია სახსრების რევმატიზმის, ღვიძლის, სიყვითლის, თირმკლის კენჭის სამკურნალოდ. მასვე იყენებენ ამოსახველებელ, ჭიისდამდენ და საფაღარათო საშუალებად. ჭრილობებზე ურჩევენ დანაყილი ფოთლის ფაფისებრი მასის დადებას. ქერქსაც ასეთსავე სამკურნალო თვისებებს მიაწერენ. ორივე სახის ნედლეული ცხელი ნაყენის სახით მიიღება.


ჩვეულებრივი კაკლის ხე, კაკალი

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიგურ., იმერ., რაჭ., ლეჩხ. ნიგოზი, ნიგვზის ხე; მეგრ. ნეძი; სვან. კაკრა, კაკ, გაკ.

ნ. კაკლის ხე.

ჩვეულებრივი კანაფი

საბა ექუსუნჯი; ინგ. ჰასრალ; ჭან. ხუტენი, კერფი, კეფი; მეგრ. კეფი, კიფი; სვან. გიმბაშ, ქან.

ნ. კანაფი.


ჩვეულებრივი კოწახური

ფშ. ეკალძირა; ხევს. ესკალძმარა; რაჭ. კვაწახური; მთიულ. კოწმახური; ჭან. კაწახური; მეგრ. კორწოხული; სვან. გვაწხირ, გოწხირ.

 ნ. კოწახური


ჩვეულებრივი ლიმონი

ნ. ლიმონი.


ჩვეულებრივი ლობიო

კახ. ლობიო, ლებუა; მთიულ., მოხევ., თუშ., ხევს., ფშ. ლებიო; გურ. ლობიე, ლობიეჲ; ინგ. ფაყლაჲ; ჭან. ლობია; მეგრ., სვან. ლებია.


ჩვეულებრივი მანანა, კალუნა

ნ. მანანა


ჩვეულებრივი მატიტელა

ქართლ. მამალი მატიტელა, ჩიტაპურა; მოხევ. ნაყრაჲ, ღორის ნაყრაჲ; თუშ. ჭიმჭიკი; რაჭ., ლეჩხ. თიათერია; გურ. მატანტალაჲ, კერდა; ქვ. იმერ., ინგ. მატატელა; მეგრ. გვერიში ლაკარტი, კამპეტი; სვან. ადმეკ.

ნ. მატიტელა


 ჩვეულებრივი მაჯაღვერი

DapHne Mezereum L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთ მეტრამდე სიმაღლის ელასტიური ღერო-ტოტებიანი, მოყვითალო ნაცრისფერქერქიანი, მუქწერტილებიანი ბუჩქია.

წაგრძელებული ლანცეტა ფორმის, ბლაგვი ან ბოლოწვეტიანი, ზედა მხრიდან მბრწყინავი, ქვემოდან ბაცი ფოთლები უმეტესწილად ტოტების ბოლოებზე მორიგეობითაა განლაგებული. ნაყოფი მომრგვალო კვერცხისებრი, ერთთესლიანი, წითელი, წვნიანი და კურკიანია.

მაჯაღვერის ქერქის ხელზე ხანგრძლივი შეხებისას კანის დასუსხვა და ბუშტუკების დაყრა ხდება.

მაჯაღვერის ყველა ნაწილეში ნაპოვნია მუქი-მოყვითალო ფისი მეზერინი. ქერქი შეიცავს გლიკოზიდ დაფნინს, კუმარინს (უმბელიფერონი), გუმფისს, საღებავ ნივთიერებებს. ნაყოფი შეიცავს ცხიმებსა და ეთერზეთს, დაფნინისმაგვარ ნივთიერებას, ცილოვან და საღებავ ნივთიერებებსა და სხვ.

ჰომეოპათიურ და ხალხურ მედიცინაში მაჯაღვერი გამოიყენება, როგორც კანის გაღიზიანების და დაჩირქების საწინააღმდეგო საშუალება, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, ნევრალგიის, სიმსივნის, ჩირქგროვების, სიყვითლისა და სახსრების ტკივილის საწინააღმდეგოდ.

ზოგჯერ მწიფე, ახლად შეგროვილ ან გამხმარ ნაყოფს დღეში თითო ცალს იღებენ უმადობის, დაღლილობის, ათეროსკლეროზის, ხოლო ქერქის ნაყენს კი კუჭის დაავადებების დროს. ამ მცენარეს იყენებენ აგრეთვე ფაღარათიანობის და ციებ-ცხელების, ხველის და ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ, აგრეთვე სიყვითლის და დიზენტერიის სამკურნალოდ.

ნაყოფს იყენებენ აგრეთვე თრომბოფლებიტის ზოგი ფორმის მკურნალობისათვის, ძაღლებში პარაზიტი ჭიების დასაყრელად ნაყოფები გამოიყენება, ხოლო ნაყოფებისა და ქერქის ნაყენი გამოიყენება, როგორც ინსექტიციდური (მწერების საწინააღმდეგო) საშუალება, ქერქს საღებავადაც იყენებენ.

ძლიერი ტოქსიკურობის გამო მაჯაღვერის პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის გამოწერითა და მისი ზედამხედველობითაა დასაშვები. გამხმარი ქერქის სპირტზე ნაყენს გარეგან შესაზელად ხმარობენ დამბლის დროს.


ჩვეულებრივი მოცხარი, წითელი მოცხარი

აჭ. ჯენეთყურძენა.

ნ. მოცხარი.


ჩვეულებრივი მურყანი

მოხევ. მურყანაის ხე; იმერ., რაჭ., ლეჩხ. თხმელა, რთხმელა; გურ. თხემლა; ჭან. თხომბ, თხომუ; მეგრ. თხომ, თხუმ, თხუმუ; სვან. ბელყაჩ, ბელყეჩ.

ნ. მურყანი.


ჩვეულებრივი ნამიკრეფია

აჭ. ნამითრევია.

ნ. ნამიკრეფია.


ჩვეულებრივი ნეკერჩხალი

ქართლ., კახ. ნეკერჩხალი, ნაკერჩხალი; მთიულ. ნაკერჩხალი; ფშ. კემერჩხალი; ხევს. კიმერჩხალი, ხემაგარა; ფშ., ხევს. კენერჩხალი; ზმ.იმერ. მეკერჩხალი; გურ. ლეკონჩხალი; რაჭ., ლეჩხ. მეკენჩხალი; ინგ. ნეკორჩხალ; აჭ. ლეკმაკენჩხა; მეგრ. ლეკინჩხა, მეხიკალი; სვან. ბიკენჩხალ.

ნ. ნეკერჩხალი.


ჩვეულებრივი ნუში

ნ. ნუში

ჩვეულებრივი საზამთრო

კახ. ყარფუზი; დასავლ. ხაბუზაკი, ხარბუზაკი, ხარბუზრაკი; საბა მელსაპენონი; ჭან. კარპუზი; მეგრ. ხაბურზაკი; სვან. ხარბუზ.

ნ. საზამთრო


ჩვეულებრივი სელი

ფშ., თუშ. ქუმელა, ქუმელი; გურ. ლერწამი; ჭან. ოსულუ, სულეჲ; მეგრ. სუ, ფსუ, ქუმუ.


ჩვეულებრივი სორგო

იმერ. კრუპა, თათუხი; მეგრ. კიტაია, რუსულ ჭკიდი.

ნ. სორგო.


ჩვეულებრივი სურო

ნ. სურო.


ჩვეულებრივი ღოლო

ნ. ღოლო.


ჩვეულებრივი შვრია

კახ.თეთრი ფშვრიო; ხევს. ჭიშქერი, ჭიშქენი; ჯავახ. სუდა; სვან. ზენთხ.

ნ.შვრია


ჩვეულებრივი ცერცველა

ქართლ. ხბოშუბლა; ხევს. აჭკანა, აჭკანტა, ნაცერც(ვ)ალა; თუშ. ქვაცერცვა; ფშ. ჭეკო; მთიულ, თავმტკივანა, გოროხა; მესხ., ჯავახ. გაზაფხულის ფიგი; ზმ. იმერ. გორველა, გორველა-ბალახი, კატიცერცვა, უკადრისა; ყვავის ცერცვი; ჭან. მტკუი ფარსული; მეგრ. კვარიაში ხაჯი; სვან. ჟეღი ცხამ.

ნ. ცერცველა


ჩვეულებრივი ცირცელი, ჭნავი

Sorbus Aucuparia L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიტანმორჩილი ხეა 10 (იშვიათად 15-20) მ სიმაღლის დიდი კენტფრთართული, ლანცეტა ფოთოლაკიანი ფოთლებით,  თეთრი ყვავილებით. ნაყოფი თითქმის ბურთივით მრგვალია, ვაშლისებრი ფორმის, წვნიანი, ნაყოფს თავსში შერჩენილი აქვს ყვავილის ჯამი ვაშლისა და ვარდოსანთა ოჯახის სხვა სახეობების მსგავსად. იგი მკვეთრი ნარინჯისფერ-მოწითალოა. 8-10 მმ სიმსხოთი. თესლი მოწითალოა, ნამგლისებრ მოხრილი, თითო ნაყოფში ჩვეულებრივ სამი ცალია. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი სექტემბერში მწიფდება.
გავრცელებულია მეტწილად ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში და წარმოდგენილია ორი სახეობით. ამათგან საქართველოში უფრო ფართოდ გავრცელებულია Sorbus caucasigena Kom, რომელიც ძირითადად მთავარი კავკასიონის მთა-ხეობებზე (აფხაზეთი, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, იმერეთი, სამხ. ოსეთი, ქართლი, მთიულეთი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, კახეთი), აგრეთვე მცირე კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში (თრიალეთი, ჯავახეთი, მესხეთი) გვხვდება. მეორე მათგანი Sorbus Boissieri C. K. Schueid., ძირითადად აჭარასა და გურიაში, მცირე რაოდენობით აფხაზეთსა და სამეგრელოშიც გვხვდება. ცირცელის ნაყოფი შაქრებს (ფრუქტოზა, გლუკოზა, სორბოზა, საქაროზა)  შეიცავს. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის ვაშლის, ლიმონის, ყურძნის და ქარვის მჟავები, პექტინები და მთრიმლავი ნივთიერებები. შეიცავს ვიტამინების მნიშვნელოვან რაოდენობას (ასკორბინის მჟავას 200 მგ-მდე. კაროტინს 20 მგ პროცენტამდე და ვიტამინ P-ს).
მისგან მზადდება ვიტამინიზებული სამკურნალო სიროფები. ამ მხრივ დიდი პოპულარობით სარგებლობს ნაყოფის წვენი შაქართან დაკონსერვებულ მდგომარეობაში. ხალხურ მედიცინაში ნაყოფს და ყვავილებს გამხსნელ და ოფლმდენ საშუალებად ნაყოფების მნიშვნელობას დიდად ზრდის მათში მიკროელემენტების (კალიუმის პერმანგანატი, რკინა, სპილენძი, ალუმინიუმი) შემცველობა.
ცირცელის ყვავილს ხალხში საშარდე ორგანოების კენჭოვანი დაავადების დროს იყენებენ, ნაყოფებთან ერთად კი მათ გამოყენება ხდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, გაციებულობის და კუჭნაწლავების დაავადების დროს. ვეტერინარულ პრაქტიკაში ნაყოფის მაგარ ნახარშს საქონლის ფილტვების დაავადების დროს ხმარობენ.

ხალხში ნაყოფების წვენი გამოიყენება კუჭის წვენის დაბალმჟავიანობისას.  ცირცელის ნაყოფის წვენს - ვაჟინს კარგი გამხსნელი და ოფლმდენი საშუალება აქვს. გამოიყენება რევმატული ტკივილების, თირკმლის და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს, საუკეთესო საშუალება ავიტამინოზის ნიშნების დროსაც.


ჩვეულებრივი ძირწითელა

ნ. ლურჯი ძირწითელა.


ჩვეულებრივი წაბლი

Castanea sativa

ჭან. ჭუბური, ჭუბუჲ; მეგრ. ჭუბური; სვან. გვიჯ, გვიჯრა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი  ბუნებრივ პირობებში იზრედება სამხრეთ ევროპაში.  წარმოადგენს მოზრდილ ხეს მაგარი მერქნით. აქვს მოგრძო დაკბილული ფოთლები. ყვავილობს გაზაფხულზე. თაფლოვანია. ნაყოფი კაკალია, რომელიც მოთავსებულია ეკლიან გარსში (ბუძგვში). მწიფდება შემოდგომით. ნაყოფი გემრიელია. იჭმება უმადაც. მშრალი კაკლებისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ, ნორჩი ფოთლების ნახარში კი- ყივანა-ხველის დროს. ნაყოფი და ქერქი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის,  თირკმლებისა და ცხვირიდან სისხლდენის სამკურნალოდ. ხალხურ მედიცინაში ნახარში და ნაყენი შემკვრელი, შემახორცებელი და დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებაა.


ჩვეულებრივი ჭანჭყატა

ნ. კიდობანა.


ჩვეულებრივი ჭვავი

აღმ. სვილა, სვილი; ფშ. ბაცორაგა; ხევს. ბოცორაგი; ერწო-თიან. ბიჭა-პური; იმერ., ქვ. რაჭ. ქუბი, ქუბა; ლეჩხ. ქუბე; ინგ. ჩავდარ; მთ. რაჭ. ზოფხი; ჭან. ნჭვავი, ჩაბდაჲ; მეგრ. ჭვე, ჭვია; სვან მანაშ, მანააშ.

ნ. ჭვავი


ჩვეულებრივი ხორბალი

ნ. რბილი ხორბალი.


ჩვეულებრივი ხურმა

Diospyros lotus L.

გურ. ხუმლა; მეგრ. ხვიმა, ხვიმრა, ხვირმა, ხომა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიჩვეულებრივი ანუ კავკასიური ხურმა  ფოთოლმცვენი ხეა 25 მეტრამდე სიმაღლისა. აქვს სწორი ღერძი 35-50 სმ დიამეტრისა. აღნაგობა ფართოპირამიდულია. ფოთოლი კვერცხისებურია. ნაყოფი შავია და მრგვალი. ყვავილი მომწვანო მოწითალოა. ნაყოფი მწიფდება შემოდგომით. შეიცავს წყლებს, ცილებს, ნახშირწყლებს , ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, კალუმს, რკინას. იგი ითვლება ვიტამინების წყაროდ. ხალხურ მედიცინაში მის ნაყოფს იყენებენ კუჭ-ნაწლავის  სახვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. რეკომენდებულია საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის. დიეტურ პროდუქტად ითვლება მისი ფოთლებისაგან დამზადებული ჩაიც.


ჩვეულებრივი ჯიჯლაყა

Amaranthus tetroflexus L.

კახ. წოწნარა, წენწორი; ქართლ., ფშ., ხევს. თეთრი მხალი; ფშ., ხევს. თითმავალა, თვითმავალა; ერწო დედალი მხალი; მესხ. ღობურა; რაჭ. რუხი ფხალი, შავი ფხალი; ზმ. რაჭ. შავმხალა; ლეჩხ. წიწკა, წიწინა-ფხალი; იმერ., გურ. ჯიჯილაყა; აჭ. ჭიჭილაყა; ჭან. წიწილაყა, ჭიჭილაყა; მეგრ. ჯუმენე, ჯიჯალე, ჯიჯაე; სვან. გაბროლ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლიანი ბალახოვანი მცენარე ერთ მეტრამდე სიმაღლისა. აქვს სწორი განტოტვილი ღერძი, მიმდევრობითი ფოთლებით. ნაყოფი ოსპისებური, შავი. ყვავილობს ივლისიდან სექტემბრამდე.

არსებობს რამდენიმე ჯიში  Amaranthus retroflorum, Amaranthus cordatus. ყველა მათგანი ხასიათდება სამკურნალო თვისებებით. შეიცავენ აზოტისშემცველ შენაერთებს, ბეტაციანიდებს, ორგანულ მჟავეებს, მღებავ ნივთიერებებს, მიკროელემენტებს. თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით  ამინომჟავას. მიწისზედა ნაწილის წყალთან ნაზავი ხასიათდება ბაქტეროციდული, პროტისციდული და დიურატიული ქმედებით. მისი ეთერზეთი ანთების საწინააღმდეგო და  სისხლაღმდგენი საშუალებაა. ფესვების ნახარში სიყვითლეს ჰკურნავს. ხალხურ მედიცინაში ნაყენები, ნახარშები  და წვენი შინაგანი და გარეგანი შესიების სამკურნალოდ იხმარება. კურნავს სოკოვან, გულის, კუჭის, ღვიძლისა და კანის სხვადასხვა დაავადებას.

 ზეთი გამოიყენება ნაკბენების და გამონაყარების სამკურნალოდ.


ჩვეულებრივი ჯონჯოლი, ფრთისებრი ჯონჯოლი

Staphylea Pinnata L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიჯონჯოლისებრთა ოჯახის მოზრდილი, 2-6 მეტრამდე სიმაღლის მცენარეა. ახალგაზრდა ყლორტები მუხლთშორისებში ღრუიანია უგულგულობის გამო. თეთრი ოდნავ მოვარდისფრო ყვავილები კენწრულ დაკიდულ ქოლგა ან საგველა ყვავილედებადაა შეკრებილი.

ნაყოფი უკუკვერცხრისებრი, სიფრიფანა ბუშტივით გაბერილი  ნაკვთიანი კოლოფია. თესლი მრგვალი, კოლოფთან მიმაგრების ადგილას მობრტყო, მუქჩალისფერ–მოყავისფრო ნაჭუჭიანი. იზრდება ტყეებში და მდინარეთა ხეობებში 1000-1200 მეტრამდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან იმერეთში, აჭარაში, სამხრეთ ოსეთში, ქართლში. ჯონჯოლის თესლისაგან ადრე ზეთსაც ხდიდნენ, რომელიც სუნითა და გემოთი ფსტის ზეთს მოგვაგონებს. მაგრამ მისი მსუბუქი გამხსნელი თვისების გამო საჭმელად ნაკლებად გამოიყენებოდა. ამ თვისებების გამო იგი საყურადღებოა როგორც ქრონიკული კუჭშეკრულობის საწინააღმდედო საშუალება.


ჩილური არაუკარია

Araucaria araucana

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი  წიწვოვანი მარადმწვანე მცენარეა. ცოცხლობს 2000  წელი. აქვს მსხვილი წიწვები. გირჩები დიამეტრით 10-15 სმ-ს აღწევს. კაკლისებური თესლი იჭმევა. იზრდება ძალიან ნელა. სინათლისმოყვარულია. მისგან მიღებულ ფისს იყენებენ სამკურნალოდ.


ჩინგილი

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიHalimodendron halodendron

ჩინური აბელია


ჩინური აუკუბა

Aucuba

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიოქროს ხე, მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე შინდისებრთა ოჯახიდან. ცნობილია მისი სამი სახე. კულტივირებულია შავი ზღვის სანაპიროზე. აქვს მსხვილი ფოთლები, წვრილი ყვავილები, წითელი, ყვითელი, ან თეთრი ყვავილებით. მის ფოთლებში ნაპოვნია აუკუბენი და აუკუბიგენი. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ფოთოლი და ნაყოფი. დანაწევრებული ფოთლები იდება დამწვარ ადგილებზე და შესიებებზე. დანაყილი ნაყოფი დამოიყენება სახვევებში, მოყინულობისა და სისხლდენის დროს.


ჩინური ბანანი, ქონდარა ბანანი

Musa nana Lour.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიბანანი ერთ-ერთი გავრცელებული ხილია ჩინეთში.

ტრადიციული ჩინური მედიცინა თვლის, რომ ბანანი ასუფთავებს ფილტვებს, აჩერებს ხველას, აწესრიგებს ნაწლავებს, აქვს დამარბილებელი ქმედება, აქრობს სიცხისა და წყურვილის გრძნობას, გამოაქვს ტოქსინები.   


ჩინური დარიჩინის ხე

Cinnamomum verum

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმარადმწვანე ხე 15 მ სიმაღლისა. დაფნისებრთა ოჯახიდან. აქვს ძარღვიანი კვერცხისებრი ფოთლები, წვრილი და მომწვანო-მოყვითალო ყვავილები. სანელებლის მისაღებად იყენებენ ჩინურ (С. cassia Blume), საიგონურ (С. laurierii Nees), იავურ (С. bur-manii Blume), მიხაკისებრ (Dicupellium cary-ophyllafum Nees) დარიჩინს. მისი ძირითადი კომპონენტებია ეთერზეთი, ყავისფერი ალდეჰიდი და ევენგელი. ზეთი შეიცავს ფისს, ლორწოს, სახამებელს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალცის ოკსალათს. იყენებენ მადის აღმძვრელად, კუჭის გასამაგრებლად, სტიმულატორად, მატონიზებლად, ანტისეპტიკურად და დიეტურ საკვებად ღვიძლის, შარდის ბუშტის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლებისა და სისხლძარღვთა დაავადებისას.


ჩინური ვაშლი

Руrus baccata

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიჩინური ვაშლი შეიცავს С, В6 В2, Р, ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმს, რკინას, მარგანეცს, კალციუმს, პექტინებს, შაქრებს, ორგანულ მჟავებს. მცენარის მიღება სასარგებლოა სკლეროზის, ინფექციების, გულის დაავადებების, თირკმლებისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ.


ჩინური ვაციწვერა


ჩინური თუთუბო


ჩინური ინდიგო


ჩინური ისპანახი


ჩინური კარტოფილი


ჩინური კომბოსტო


ჩინური ჟასმინი


ჩინური ტუნგი, ფორდის ტუნგი, ჩინური ტუნგის ხე


ჩინური ტუხტი


ჩინური წაბლი


ჩინური ხახვი


ჩიტავაშლა

ქართლ. ხშირვაშლა; მესხ. ჩიტაწკეპლა; რაჭ., ლეჩხ., იმერ. სილვაშლა, სირვაშლა, სირის ვაშლი; ზმ. რაჭ. რტყემლი; მეგრ. მელიყურძენე; სვან. ლახვა ვისგ, ხაპრა ვისგ, ლახვა უსკვ.


ჩიტაკომშა, ჩიტაწკეპლა

Cotoneaster melanocarpus Fisch.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიპატარა ბუჩქი 2 მეტრამდე სიმაღლისა. აქვს კვერცხისებური ელიპტური ფოთლები, წვრილი ვარდისფერი ყვავილები. ნაყოფი შავი კურკოვანაა. ნაყოფებში ნაპოვნია ასკორბინის მჟავა და გლიკოზიდი. მცენარის ფოთლებისა და რტოების ნაყენი გამოიყენება შემკვრელ, ნაღველმდენ და შარდმდენ საშუალებად, კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლილობისას. ტიბეტში იყენებენ სეფსისის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.


ჩიტიბუდა

Neottia nidus avis L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი, არამწვანე, ქერქიანი ბალახოვანი მცენარე, რომელიც იკვებება დამპალი ორგანული ნივთიერებებით. ძირს ახლავს მრავალი მოკლე და მსხვილი ფესვი. აქვს მსხვილი ღეროები, ტოტებს მიკრული ფოთლები, რუხ-მომწვანო  ყვავილები. ნაყოფი კოლოფია. იზრდება 20-60 სმ სიმარლისა.   სამკურნალოდ გამოიყენება ფესვები და ბალახი. აქვს არომატული სურნელი. მისი ნაყენი გამოიყენება ციებ-ცხელებისა და ჭიების სამკურნალოდ. დანაყილ ფოთლებს იდებენ ჭრილობებსა და წყლულებზე. შველის კბილის ტკივილსაც.


ჩიტის ბირკა

მესხ. კიცნარა.


ჩიტისთავა

Gagea lutea (L.).

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ხახვისებრი ბალახოვანი მცენარე წვრილი ყვითელი ყვავილითა და პატარა ბოლქვით. ნაყოფი კოლოფია. იზრდება 8-15 სმ სიმაღლისა. კრეფენ შემოდგომით. იყენებენ წყლისას, სიყვითლისა და ასთმის სამკურნალოდ. ნახარშს აძლევენ ძუძუთა ბავშვებს. დანაყულ ბოლქვს იყენებენ ჭრილობების შესახორცებლად.


ჩიტისთვალა ტყისა

ნ. ტყის ჩიტისთვალა.


ჩიტისთვალა ყანისა

ნ. ყანის ჩიტისთვალა.


ჩიტის ია


ჩიტის იონჯა

ნ. სვიისებრი იონჯა


ჩიტიფეტვა


ჩიტიფეხა, სერადელა


ჩიტიყველა

Berteroa incana (L.) DC

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიორწლიანი მორუხო-მომწვანო მცენარე სწორმდგომი ღეროთი. აქვს მორიგეობითი ლანცეტური ფოთლები, წვრილი ყვავილები.  ახასიათებს შარდმდენი, ოფლმდენი, შემკვრელი, დამამშვიდებელი და ჭრილობების შემახორცებელი თვისებები. მის წყალში ნაყენს იყენებენ ქავილისა და სულის ხუთვის დროს. ხალხური მედიცინა იყენებს ართრიტის, ასთენიის, ძარღვების დაჭიმულობის, გულის, ჰოკოპსიის, ნერვული შემოტევის, ასთმის, ხველისა და ქალური დაავადებების სამკურნალოდ.


ჩიტიწვივა

Epimedium

აჭ. წამალდიდი, ჩიტაწუა, ღორიკვაშილა; ოხორკალაია.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი ბალახოვანი მრავალწლიანი, 20 -30 სმ სიმაღლის წყვილფრთიანი მცენარე განტოტვილი ფესვებით.  აქვს რთული, ოვალური  ფოთლები. ყვავილები წვრილია, ძოწისფერი, თეთრი, ყვითელი ან ლილისფერი. სამკურნალოდ გამოიყენება მიწისზედა ნაწილი. აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ჭრილობების შემხორცებელი თვისებები. ნაყენი გამოიყენება გულის არეში ტკივილისას, კორონარული უკმარისობისას, პირისა და ყელის ღრუში გამოსავლებად,  ჭრილობებისა და წყლულების შესახორცებლად. დაცეხვილი ფოთლებით ჰკურნავენ ფრჩხილებს.


ჩოღანო

Salicornia europaea L.

ნ.კ. ხურხუმო; კახ. ხვრიმა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა 10- 35 სმ სიმაღლისა. აქვს სწორმდგონი და დანაწევრებული ღეროები. ფოთოლი არა აქვს. ყვავილედს წარმოადგენს თავთავი. მარცვალი 1-1,5 მმ სიგრძისაა.

სამკურნალოდ იყენებენ ბალახს, რომელიც შეიცავს ფლავონოიდებს, ალკალოიდებს, ქოლინს, ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლობაფენს, ბეტაციანიდინს, სახაროზას, მარილებს და სხვ.
ხალხურ მედიცინაში გამხმარი ბალახის ნახარში გამოიყენება ნაღველმდენ, შარდმდენ, ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენ, დამარბილებელ, მატონიზებელ საშუალებად.


ჩუა

Scrophularia

გურ. ჩუა-ჩუა, ჩოია.

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე 40-120 სმ სიმაღლისა. აქვს წახნაგა ღერძი, მოგრძო ფოთლები, 3-4 ყვავილი თითო ღეროზე, ისხამს კოლოფს მუქი თესლებით.  ყვავილობს ივლის-ოქტომბერში. სამკურნალოდ გამოიყენება მისი მრავალი სახე. მაგ.  Scrophularia umbrosa Dumort, Scrophularia altaica Murr. (S. marilandica Georgi), Scrophularia oldhomii Oliv., Scrophularia nodosa L. შეიცავს ნახშირწყლებს, ირიდიოდებს, საპონინებს, ფენოლკარბონულ მჟავებს, მათ წარმოებულებს, მთრიმლავ ნივთიერებებს.

მცენარეს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერციდული, ანტიალერგიული, შარდმდენი თვისებები. ხალხური მედიცინა მცენარის ნახარშსა და ნაყენს იყენებს შინაგანი ინფექციური დაავადებების, კანის დაავადებების, შესიებების სამკურნალოდ. ხმარობენ დიათეზისა და წყლულების, ჩირქგროვების, მოსაშუშებლად, ტკივილის გასაყუჩებლად და სხვ.


ჩუფა

ნ. მიწის ნუში.

სამკურნალო მცენარეები

აბზინდა
აბილილი
აბუსალათინი
აგავა
ადონისი
ავოკადო
ავშანი
აკაცია
ალისარჩული
ალოე
ალუბალი
ანაგვირილა
ანგელოზა
ანისული
ანისულის ხე
ანონა
ანწლი
არნიკა
არყა-სოკო
არყი, არყის ხე
ასისთავა
ასკილი
ასფურცელა
ატამი
აქტინიდია

ბაბუნა, სამკურნალო (სააფთიაქო) გვირილა, მატრიკარია
ბადიანი
ბადრიჯანი
ბაია
ბალბა
ბალღოჯი
ბამბაცა
ბამბის ბუჩქი
ბამბუკი
ბარამბო
ბარდა
ბარისპირა
ბატის მარწყვა-ბალახი
ბაღის ინა
ბაღის მარწყვი
ბაღის მიხაკი
ბაღის პიტნა
ბაღის რეზედა
ბაღის სალბი
ბაღის სატაცური
ბაღის ტუხტი
ბაღის ფამფარა
ბაყაყურა
ბაძგი, ჭყორი
ბაჰარი
ბეგთენდრო
ბეგიაური
ბეგქონდარა
ბელადონა
ბელადონა კავკასიური
ბერულა
ბერყენა
ბზა
ბობოწვერა
ბოლოკი
ბოსტნის ია
ბოსტნის წალიკა
ბროწეული
ბუბუშელა, ბაბუაწვერა
ბუერა
ბუჩქისძირა

გარგარი
გერანი, ზეთის ნემსიწვერა
გველთავა
გველისკოვზა
გველის სურო
გვერდელა
გვიმრა
გვირილა
გვირილა სამკურნალო
გლედიჩია
გობისცხვირა
გოგრა
გონგოლა
გონგოლა სამკურნალო
გრაკლი
გრეიპფრუტი
გუგულის-კაბა
გუგულის ყვავილი

 

დათვიმარწყვა
დათვისთხილა
დათვის კანაფი
დათვის კენკრა
დათვის ყურძენი
დამასკური ვარდი
დამასკური სოინჯი
დანდური
დარიჩინის ხე
დარფილფილი
დასავლური ტუია
დასტამბო
დაფნა, კეთილშობილი დაფნა
დაჯირა
დედაფუტკარა
დედოფლისთითა
დედოფლის ყვავილი
დევისპირა
დეზურა
დეკა
დვალურა
დიდბაია, ჭყანტა
დიდგულა
დიდი კამა
დიდი ხვართქლა, დედოფლის კაბა
დიდყვავილა მაგნოლია
დიდჯამა ფურისულა
დილხამი
დიყი
დრიადი, კაკბის ბალახი
დროზერა, ცვრიანა
დუგუმი
დურიო
დურღენი

ეგვიპტური კელაპტარა
ეგვიპტური ლოტოსი
ევგენოლის რეჰანი
ევკალიპტი
ევკომია, გუდაპერჩის ხე
ევროპული აბრეშუმა
ევროპული მაჟალო
ევროპული პანტა
ევროპული ყოჩივარდა
ეკლღიჭა
ეკალცოცხი
ეკლის ხე, ცრუაკაცია
ელიმუსი
ელუსამელა
ენდრო
ენდრონიკა
ენოთერა
ესპანური არტიშოკი
ესპანური ესპარცეტი, სულა
ესპარცეტი
ეფედრა, ცხენისმუხლა
ეშმაკის ქოში
ეწრის გვიმრა

ვაზი
ვაზისტანა
ვანილი
ვარდი
ვარდკაფანაფა
ვარდკაჭაჭა
ვარსკვლავა
ვაშლანა
ვაშლატამა
ვაშლი
ველის იორდასალამი, ლალა
ველის სოსანი
ველური კანაფი
ვენერას თმა
ვერბენა
ვერცხლა ცაცხვი
ვერხვი
ვეტივერია
ვირგინიული ხურმა
ვირისტერფა
ვნების ყვავილი, პასიფლორა

ზამბახი
ზაფრანა
ზეთისხილი, ზეთის ხე
ზიზილა
ზღვის ხახვი
ზღმარტლი

თაგვისარა
თაგვის ცერცველა
თაგვიყანა
თავკომბალა
თავსისხლა
თავყვითელა
თავშავა
თავცეცხლა
თათაბო
თათრული რევანდი
თალგამი
თალგამურა
თამარჰინდი
თაფლა-გოგრა
თევზის წამალი
თეთრეკალა
თეთრი არყი, ლიტვინოვის არყი
თეთრი დიყი
თეთრი დუმფარა
თეთრი ნარგიზი
თეთრი ნარი
თეთრი სამყურა
თეთრი ძიძო
თეთრყვავილა
თეთრყვავილა ლაშქარა, მხალშავა
თერო
თვის ბოლოკი
თუთა, თუთის ხე
თუთუბო
თხაწართალა
თხილი
თხმელა

იალღუნი
იაპონური აუკუბა
იაპონური ზღმარტლი, ლოქვა
იაპონური პირშუშხა
იაპონური სოფორა
იაპონური შროშანა
იაპონური ხურმა, აღმოსავლური ხურმა
იაჟუჟუნა, სამფერა ია
იასამანი
ილი
იმერული ირაგა
ინდური კანაფი
ინდური კვლიავი, აიოვანი, აჟგონი
ინდური ლოტოსი
ინდური ჟასმინი
იორდასალამი
იპეკო
ირმის-ენა
ისპანახი
იფანურა

კავკასიური მოცვი
კავკასიური სურო
კავკასიური ცაცხვი
კავრა
კაზანლიკური ვარდი
კაკაო, კაკაოს ხე, შოკოლადის ხე
კაკბის-საკენკელა
კაკლის ხე
კალია
კალანხოა
კამა
კამანია
კანადური სურო
კანადური ქაცვი
კანაფი
კაპარი
კარტოფილი
კატაბალახა, ვალერიანა
კატაბარდა
კატაპიტნა
კაქტუსი
კედლისპირა
კედლისპირა იუდეური
კევის ხე, საღსალაჯი
კელაპტარა
კენკეშა
კესანე, ცისანა
კეწერა
კვლიავი
კვრინჩხი
კიდობანა, ჩვეულებრივი ჭანჭყატა
კიტრანა
კიტრი
კიტრისუნა
კიჭკიჭა
კლდის დუმა
კლდის მოცხარი
კნაპა, კნაპი
კოთხუჯი, კოთხოჯი
კოკა, კოკაინის ხე
კოკომჟავა
კოლოქვინთი, კოლოცინთი
კომბოსტო
კომში
კონიო
კორდისკბილა
კორობელა
კოტრანა
კოფრჩხილა
კოწახური
კოჭა, ჯანჯაფილი
კრაზანა
კულმუხო
კუნელი
კურდღლის ბალახი
კურდღლისფრჩხილა
კურდღლისცოცხა
კუტი ბალახი

ლავანდი
ლამაზა
ლანცეტა მრავალძარღვა
ლარიქსი
ლაფანი, ლაფნის ხე
ლაქაში
ლაშქარა
ლახტარა
ლემა
ლენქორანული ხერკინა
ლენცოფა
ლეღვი
ლეშურა
ლიკოპოდიუმი
ლიმონი ჩვეულებრივი
ლიმონის ავშანი
ლიმონის კატაპიტნა
ლიმონის ურო
ლიმონურა
ლიპია
ლიჩი
ლობიო
ლომისკბილა
ლოტოსი
ლუმბანგი, სანთლის ხე
ლურჯი ზამბახი
ლურჯი მოცვი
ლურჯი ნარი, ლურჯეკალა
ლურჯი ძირწითელა, ჩვეულებრივი ძირწითელა
ლუფა

მაგნოლია
მათუთა
მაიორანი
მაისურა
მაკლურა, თუთავაშლა
მამულა
მანანა, ერიკა
მანგუსტანი
მანდარინი
მანდრაგორი
მანეული
მანიჰოტი, მანიოკი
მაჟალო
მარადმწვანე ძახველი
მარგალიტა
მარიამა
მარიამსაკმელა
მარიამსხალა
მარმუჭი
მარწყვა-ბალახი
მარწყვა-ბალახი ოთხფურცელა
მარწყვა-ბალახი წყლისა
მარწყვი
მატიტელა
მატრიკარია
მატრიკარია სამკურნალო
მაღალი მოცვი, კავკასიური მოცვი
მაღლისმთის მუხა
მაყვალი
მაჩიტა
მაწაქი, ლოგორო
მახრჩობელა
მაჯაღვერი
მაჰონია, ჭყორფოთოლა
მდგნალი
მდელოს მატვარანცა
მდოგვი
მედგარი, ბაბაწვერა
მელია
მესამედა
მექსიკური ავოკადო
მექსიკური ჩაი
მეჭეჭიანი ჭანჭყატა
მზესუმზირა
მზიურა
მთის ბარისპირა
მთის პიტნა
მთის სვინტრი
მთის ღანძილი
მთის ღოლო
მთის ჩადუნა
მინდვრის გვირილა
მინდვრის ზამბახი, ბადიანი ზამბახი
მინდვრის მდოგვი
მინდვრის ნემსა
მირტი
მიწავაშლა
მიწამაყვალა, ბალახმაყვალა
მიწის ბარდა
მიხაკი
მიხაკის ხე, მიხაკი
მკერვალა
მოპიტნაო
მოცვი
მოცხარი
მჟავე ლაიმი
მჟაველა
მჟაუნა
მრავალფოთლიანი ხანჭკოლა
მრავალძარღვა
მრგვალი თავნასკვა
მრგვალი წამალი
მსუქანა
მსხალი
მსხალიჭა
მსხვილი გოგრა, თეთრი გოგრა
მსვილფოთოლა ცაცხვი
მსხვილყვავილა ჟასმინი, დიდყვავილა ჟასმინი
მუზარადა
მუშკის მარწყვი
მუხა
მუხუდო
მწარა
მჭამელა
მხოხავი ჭანგა

ნამდვილი ზირა, ზირაკი
ნამდვილი თამბაქო, ჩვეულებრივი თამბაქო
ნამდვილი რევანდი
ნარდი
ნარი
ნარინჯი
ნარისჯაგა
ნარშავი
ნარცეცხლა
ნაღველა
ნაცარა მურყანი
ნაცარქათამა
ნეგო, უკვდავა
ნესვი
ნიახურა
ნიახური
ნიგვზისძირა
ნივრის-დედა
ნიორი
ნისკარტა აქტინიდია
ნიუკა
ნუში

ოდაღაჯი, გვაიაკის ხე
ოთახის უკადრისა
ოთხფურცელა მარწყავ-ბალახი
ოლეანდრე
ომბალო
ონტკოფა
ონტკოფა პერუსი
ონჭო
ოპუნცია, დედინაცლის ენა
ორკბილა
ოროვანდი
ორფერი
ორფოთოლა
ორყურა
ოსერო
ოსმანთუსი
ოსპი
ოფი
ოქროქუდა
ოქროჩალა
ოქროცოცხა
ოქროწვიმა
ოქროწკეპლა
ოშოშა, ოშოში
ოჩოპენტრე
ოხრახუში

პანტა
პარაგვაული ჩაი, მატე
პარნასურა
პასიფლორა
პატარძალა
პატისონი, ბრტყელი ყაბაყი
პაჩული
პეკანი
პერილა
პერუს ონტკოფა
პილპილი
პირშუშხა
პირწმინდა
პოეტური ნარგიზი
პომიდორი
პრასა
პუერარია, კუძუ

ჟაბო, შაბო, შაბუ
ჟასმინი
ჟასმინი სამკურნალო
ჟენ-შენი
ჟოლო
ჟუნჟრუკი

რევანდი
რევანდი თათრული
რევანდი ნამდვილი
რევანდი სამკურნალო
რეზედა
რეზედა ბაღისა
რეზედა ყანისა
რეჰანი
რეჰანი ევგენოლისა
რეჰანი ქაფურისა
როზმარინი
რუსული მაყვალი
რუსული ღიღილო
რუსული ჭლაკვი
რქათავა
რცხილა
რცხილა კავკასიური
რძიანა
რძიანა-მაჯღავერი

სავარცხელა
საზამთრო
სათოვლია
საკმლის ხე
საკპინაჭი
სალათა
სალბი სამკურნალო
სალიხა
სამატლე
სამკურნალო ადონისი
სამკურნალო ბარისპირა
სამკურნალო მატრიკარია
სამკურნალო ჟასმინი
სამკურნალო ძიძო
სამოთხის ვაშლი, სამურაბე ვაშლი
სამტატა
სამფერა ია
სამყურა
სამყურა ლიმონი
სამყურას აბრეშუმა
სანდალოზი თეთრი
სანდალოზი წითელი
სანთელა ტყისა
სანთელა ყანისა
სანთლის ხე
საპონა
საპონელა
სარეპტის მდოგვი
სასტვენა
სასტვირია
სასუქა
სატაცურა კომბოსტო
სატაცური ლამური
სატაცური ძაღლისა
სატილია
საღეჭი პილპილი, ბეტელი
საღსაღაჯი
საყვითლო
საჭარა
საჭმელი კანა, აჩირა
სელი
სელი გუგულისა
სელიჭა
სენეგა
სენეგალიური აკაცია
სერადელა
სექვოია მარადმწვანე
სვია
სვინტრი
სვინტრი მთისა
სოკომორო
სიმინდი
სიმინდი კაჟა
სიმინდი კბილა
სიმინდი კილიანი
სიმინდი რბილი
სიმინდი ტკბილი
სიმინდი ცვილა
სკიპალო
სოია
სოინჯი
სორგო
სორგო შაქრისა /> სორგო ჩვეულებრივი
სორგო ცოცხისა
სოსანი ველისა
სოსანი ყანისა
სოჭი ბერძნული
სოჭი ერთფეროვანი
სოჭი ესპანური
სოჭი თეთრქერქა
სოჭი იაპონური
სოჭი კავკასიური
სოჭი კამჩატკური
სოჭი კილიკიური
სოჭი ნორდმანისა
სოჭი ციმბირული
სპარსული ღვარძლი
სპარსული ყოჩივარდა
სპელტა, ნამდვილი ასლი
სპერგულა
სპერგულა სელისა
სტაფილო
სტერკულია
სუდანური ბალახი, სუდანურა, სუდანური შალაფა
სულა
სუმბული
სუმბული აღმოსავლური
სუმბული წყლისა
სურნელოვანი ზეთის ხე, ოსმანთუსი
სურო
სურო გველისა
სურო კავკასიური
სურო კანადური
სურო კოლხური
სურო ჩვეულებრივი
სურო ცვილისა
სურო წყლისა
სუსამბარი
სუფრის ჭარხალი ვარდისფერი
სუფრის ჭარხალი თეთრი
სუფრის ჭარხალი ყვითელი
სუფრის ჭარხალი წითელი
სუძა
სწორი შვრიელა

ტაბელა
ტაბლაყურა, ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ტარო
ტარხუნა
ტაუ-საღიზი
ტაქსოდიუმი
ტაცეტი
ტეგანი
ტენცო, წყლის პიტნა
ტეოსინტე
ტეოსინტე, ბელეკონი
ტექის ხე, ტექტონი
ტეფა
ტილჭირი, აკონიტუმი
ტიმოთელა, თომოტის ბალახი
ტირიფი
ტირიფი ბრტყელი
ტირიფი მტირალა
ტირიფი მყიფე
ტიტა
ტკაცუნა
ტკბილი ლაიმი
ტკბილი სიმინდი
ტლანქი ლიმონი, ჯამბირი
ტორფის ხავსი, თეთრი ხავსი
ტრაუტფერის ბოკვი
ტუბეროზა
ტუია
ტუია გიგანტური
ტუია დასავლური
ტუნგი იაპონური
ტუნგი მთისა
ტუნგი ფორდისა
ტუნგი ჩინური
ტუნისური ბალახი
ტურანგი
ტურნეფსი
ტუხტი
ტუხტი ბაღისა
ტუხტი სამკურნალო
ტუხტი ყანისა
ტუხტი ყითელი
ტუხტი ჩინური
ტყემალი
ტყვიაბალახა
ტყისბოლოკა
ტყის ვაზი
ტყის თივაქასრა
ტყის კამა
ტყის მარწყვი
ტყის მრავალძარღვა
ტყის მიხაკი
ტყის პიტნა
ტყის ჟუნჟრუკი
ტყის სამყურა
ტყის სანთელა
ტყის ღიღილო
ტყისურა
ტყის ფარსმანდუკი
ტყის ფურისულა
ტყის ქამა-სოკო
ტყის ქოთანა
ტყის ქონდარი
ტყის ჩიტისთვალა
ტყის ცერცველა
ტყის ცოცხი
ტყის წიწმატი
ტყის ჭორტანა, კომელინა, ცისფერთვალა
ტყიურა
ტყუბლა-სოკო

უგრეხელი
უზანი
უკადრისა
უკადრისა ოთახისა
უკვდავა
ულბო
ულეწელა
ულუმბო
უნაბი
უნგრული ცერცველა, პანოიის ცერცველა
უნშიუ მანდარინი
უპანი
უჟმურა
ურარტული ნუში
ურაშა
ურთხელი
ურიში
ურო
ურო ლიმონისა
ურცი
უსუპი
უსურვაზი, ტყის ვაზი
უსურვაზი ამერკული
უსრიული პანტა
უფერულა
უფხო ღვარძლი
უფხო შვრიელა
უცვეთელა
უცუნა
უძოვარა
უძრახელა
უჭურველი
უხრავი
უჯანგარი

ფამფარა
ფამფარა ბაღისა
ფამფარულა, კევის ბალახი
ფანტია სელი
ფანქრის ხე
ფანქრის ხე ამერკული
ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ფარსმანდუკი
ფარსმანდუკი ტყისა
ფაცელია
ფეიჰოა
ფერისცვალა
ფესვმაგარა
ფეტვი
ფეტვი ზანგური
ფეტვი ინდური
ფეხფოთოლა
ფიგი
ფითრი
ფიკუსი კაუჩუკისა,
ფიკუსი ოთახისა
ფირმიანა
ფისოვანა
ფიჭვი
ფიჭვი ბიჭვინთისა
ფიჭვი ვეიმუტისა
ფიჭვი ევროპული
ფიჭვი ელდარისა
ფიჭვი ზღვისპირა
ფიჭვი თეთრი
ფიჭვი იტალიური
ფიჭვი კავკასიური
ფიჭვი მანჯურული
ფიჭვი მტირალა
ფიჭვი ყირიმული
ფიჭვი შავი
ფიჭვი ციმბირული
ფიჭვი ჭაობისა
ფლორენციული ზამბახი
ფლოქსი
ფოთლოვანი კომბოსტო, საკვები კომბოსტო
ფოთლოვანი ჭარხალი
ფოთოთი
ფოთოლეკალა
ფოლიო
ფოლიო ცისა
ფოლორცის ბალახი ცის
ფორდის ტუნგი
ფორთოხალი
ფოხვერა
ფრანგული კოინდარი
ფრთათეთრა
ფრთათეთრა ბაღისა
ფრთაფოთოლა
ფრთისებრი ჯონჯოლი
ფრინტა
ფსტა, ბუსტული
ფუნთუშა
ფურისულა
ფურისულა დიდჯამა
ფურისულა წყლისა
ფუტკარა
ფუტკრის-დედა
ფუფალა
ფუჩფუჩა
ფუჭფუჭა
ფქვილიო
ფშატა-ტირიფი
ფშატი
ფშატი ველური
ფშატფოთოლა ბერყენა
ფშნის ეკალი
ფშნის ენდრო
ფშუკურა
ფხიჯა, ქვატეხია
ფხუწა

ქაბისჩალა
ქათმისკუჭა, გიორგელა
ქათმისქოჩორა
ქალამანა
ქალბანა
ქამა-სოკო
ქამა-სოკო ტყისა
ქამეროფსი
ქარაგოზი
ქარაძენძი
ქართლის ზამბახი
ქართული ესპარცეტი
ქართული ზამბახი
ქართული კოწახური
ქართული ლალემანცია
ქართული მუხა
ქართული ნემსიწვერა
ქართული ნუში
ქართული ქოთანა
ქართული ყოჩივარდა
ქარქვეტა
ქარცხვი
ქასრა
ქატმი, ფოხვერა
ქაფუნა
ქაფურის რეჰანი
ქაფურა
ქაფურის ხე
ქაფურის ხე ცრუ
ქაღაზბადამი
ქაღალდის არალია
ქაღალდის თუთა
ქაღალდის ხე იაპონური
ქაცვი
ქაცვი ამერიკული
ქაცვი კანადური
ქენდირი
ქენდირი ამუ-დარიისა
ქერი
ქერი ბრტყელი
ქერი ველური
ქერი კულტურული
ქერი მრავალმწკრივიანი
ქერი ორმწკრივიანი
ქერი შიშველი
ქერიფქლა
ქერშიშველი
ქვათესლა
ქვამუხა
ქვაპურა
ქვატეხია
ქვებლანდისა
ქვეყნის გული
ქვიშამხალი
ქვრიმა, მოჰარი
ქითრა
ქინაქინის ხე
ქინძარა
ქინძი
ქინძი ძაღლისა
ქისრიბა
ქიშმიშის აქტინიდიაა
ქლიავი
ქოთანა კლდისა
ქოთანა ტყისა
ქოთანა ქართული
ქონა
ქონდარა არყი
ქონდარა ბალამწარა
ქონდარა ბანანი
ქონდარა ზამბახი
ქონდარა ნუში
ქონდარა პალმა, ქამეროფსი
ქონდარა ფიჭვი
ქონდარა ღვია
ქონდარა ხორბალი
ქონდარი ბაღისა
ქონდარი ტყისა
ქონის ხე
ქორაფი
ქოქ-საზიღი
ქრიზანთემა
ქრისტესბეჭედა
ქრისტესთვალა
ქრისტესისხლა
ქუბაბა
ქუთქუთა
ქუნჯუტი
ქურქუმა
ქუჩი, ველის წივანა
ქუჩულა

ღამის დედოფალი
ღამის ია
ღანძილი
ღანძილი მთისა
ღვარძლი
ღვარძლი უფხო
ღვარძლი სპარსული
ღვედკეცი
ღვია
ღვია ვირჯინიული
ღვია კაზაკური
ღვია ქონდარა
ღვია შავი
ღვია წითელი
ღვიიის ფითრი
ღვინა
ღვინა ყვითელი
ღვინიო
ღიმი, ატოლი
ღიღილო
ღიღილო რუსული
ღიღილო წითელი
ღიჭა
ღობისძირა
ღოლო
ღოლო მთისა
ღოლომჟავა
ღოლო-მხალი
ღოლო ჩვეულებრივი
ღოლოშმაგა
ღომი
ღომი ველური
ღორის ბირკა
ღორის ქადა
ღორღორა
ღოღნოშო
ღრიანჭველა

ყაბაყი
ყაბაყი ბრტყელი
ყავა
ყავა არაბული
ყავა ლიბერიული
ყაზახა
ყაისუმი

შაბთარი
შაბი, შაბუ,
შავბალახა
შავდავითა
შავთარა
შავი არყი, რადეს არყი
შავი ასკილი
შავი გვიმრა
შავი დიკა
შავი თავთუხი
შავი კაკლის ხე
შავი კუნელი
შავი მდოგვი
შავი მოცხარი
შავი მურყანი
შავი მჭადი
შავი ნაძვი
შავი სანდალოზი
შავი საქსაული
შავი ღვია
შავი ცერცველა
შავი თავთუხი
შავჩოხა- სოკო
შავჩოხა
შავწამალა
შავჯაგა, ჯღარდალა
შალამანდილი
შალაფა
შალაფა სუდანური
შალგი
შამბალილა, ულბო
შაქარა ბანანი, ბრძენთა ბანანი
შაქრის ლერწამი
შაქრის ნეკერჩხალი
შაქრის პალმა
შაქრის სორგო
შაქრის ჭარხალი
შემოდგომის წინწკალა
შესანისნავი იუკა
შვედური სამყურა
შვია
შვიტა
შვიტურა
შვრია
შვრია შიშველი
შვრია ჩვეულებრივი
შვრიანა
შვრიანა მდელოსი
შვრიელა
შვრიელა ბანისა
შვრიელა სწორი
შვრიელა უფხო
შვრიელა ჭვავიფერი
შვრიელა ჭრელი
შვრიუკა, ველური შვრია
შივო-მიკანი
შინდანწლა
შინდი
შირბახტი, ქუჯუნტი, სიმსიმი
შიშველი ქერი, ქერშიშველი
შიშველი შვრია
შმაგა, კავკასიური ბელადონა
შოთხვი
შოკოლადის ხე
შორვალა
შოროქანი, შოროქნის ცოცხი
შრეში
შრიალა-ბალახი
შროშანა
შროშანი
შროშანი ზღვისა
შროშანი მთისა
შროშანი ყვითელი
შტოში
შუბანა
შუპყა
შქერი
შხამა
შხამა-სოკო
შხამიანი თუთუბო
შხაპრი

ჩაგირი
ჩადუნა
ჩაი მექსიკური
ჩაი პარაგვაული
ჩაიოტი
ჩაი
ჩაის ბუჩქი ასამური
ჩაის ბუჩქი ჩინური
ჩაის ვარდი
ჩალამბარა
ჩალამძივი
ჩალაყვავილი
ჩარანი
ჩაქვის ბალახი
ჩაღანდრი
ჩაწყობილა
ჩაწყობილა-ბაია
ჩელტა-ზანდური
ჩელტა-მახა
ჩვეულებრივი ავოკადო, გვატემალური ავოკადო
ჩვეულებრივი ბარდა
ჩვეულებრივი ესპარცეტი
ჩვეულებრივი ვაზი
ჩვეულებრივი თამბაქო
ჩვეულებრივი თივაქასრა
ჩვეულებრივი თხილი
ჩვეულებრივი იონჯა
ჩვეულებრივი იფანი
ჩვეულებრივი კაკლის ხე, კაკალი
ჩვეულებრივი კანაფი
ჩვეულებრივი კოწახური
ჩვეულებრივი ლიმონი
ჩვეულებრივი ლობიო
ჩვეულებრივი მანანა, კალუნა
ჩვეულებრივი მატიტელა
ჩვეულებრივი მაჯაღვერი
ჩვეულებრივი მოცხარი, წითელი მოცხარი
ჩვეულებრივი მურყანი
ჩვეულებრივი ნამიკრეფია
ჩვეულებრივი ნეკერჩხალი
ჩვეულებრივი ნუში
ჩვეულებრივი საზამთრო
ჩვეულებრივი სელი
ჩვეულებრივი სორგო
ჩვეულებრივი სურო
ჩვეულებრივი ღოლო
ჩვეულებრივი შვრია
ჩვეულებრივი ცერცველა
ჩვეულებრივი ცირცელი, ჭნავი
ჩვეულებრივი ძირწითელა
ჩვეულებრივი წაბლი
ჩვეულებრივი ჭანჭყატა
ჩვეულებრივი ჭვავი
ჩვეულებრივი ხორბალი
ჩვეულებრივი ხურმა
ჩვეულებრივი ჯიჯლაყა
ჩვეულებრივი ჯონჯოლი, ფრთისებრი ჯონჯოლი
ჩილური არაუკარია
ჩინგილი
ჩინური აბელია
ჩინური აუკუბა
ჩინური ბანანი, ქონდარა ბანანი
ჩინური დარიჩინის ხე
ჩინური ვაშლი
ჩინური ვაციწვერა
ჩინური თუთუბო
ჩინური ინდიგო
ჩინური ისპანახი
ჩინური კარტოფილი
ჩინური კომბოსტო
ჩინური ჟასმინი
ჩინური ტუნგი, ფორდის ტუნგი, ჩინური ტუნგის ხე
ჩინური ტუხტი
ჩინური წაბლი
ჩინური ხახვი
ჩიტავაშლა
ჩიტაკომშა, ჩიტაწკეპლა
ჩიტიბუდა
ჩიტის ბირკა
ჩიტისთავა
ჩიტისთვალა ტყისა
ჩიტისთვალა ყანისა
ჩიტის ია
ჩიტის იონჯა
ჩიტიფეტვა
ჩიტიფეხა, სერადელა
ჩიტიყველა
ჩიტიწვივა
ჩოღანო
ჩუა
ჩუფა

ცალმარცვალა
ცალმარცვალა ველური
ცაცხვი
ცაცხვი ვერცხლა
ცაცხვი კავკასიური
ცაცხვი მსხვილფოთოლა
ცაცხვი წვრილფოთოლა
ცახის ბალახი
ცახცახა
ცერეცო
ცერცვეკალა, ფიგი
ცერცველა ბანჯგვლიანი
ცერცველა ბეწვიანი
ცერცველა თაგვისა
ცერცველა ოსპისებრი
ცერცველა პანონიისა
ცერცველა ტყისა
ცერცველა უნგრული
ცერცველა ყანისა
ცერცველა შავი
ცერცველა ჩვეულებრივი
ცერცველა ცვალებადი
ცერცველა ცხენისა
ცერცვი
ცერცვი მტრედისა
ცერცვი ხავერდა
ცეცხლეკალა
ცვალებადი ცერცველა
ცვილა სიმინდი
ცვილიანა
ცვილის ხე
ცვილის სურო
ციკასი იაპონური
ცვრიანა
ციკუტა
ცილინდრული ლუფა
ციმბირული ლარიქსი
ციმბირული ნაძვი
ციმბირული სოჭი
ციმბირული ფიჭვი
ციმბირული ქენდირი
ციმციმა
ცინერარია ნაცარა
ცინერარია ჰიბრიდული
ცირცელი
ცისანა
ცის-ვაზი, გლიცინია
ცისთვალა
ცისკარა
ცისფერი იონჯა
ცისფერი ლოტოსი
ცის-ფოლიო
ციტრონო
ციურა
ციფომანდრა
ციცინო
ცოცხა-ბალახი
ცოცხანა, ცოცხობა
ცოცხი ტყისა
ცოცხი ყვითელი
ცოცხის სორგო
ცოცხმაგარა
ცოცხობა
ცრუაკაცია
ცრუქაფურის ხე
ცრუცუგა
ცრუცუგა დუგლასისა
ცრუცუგა იაპონური
ცუგა
ცუგა ამერიკული
ცუგა იაპონური
ცულისპირა
ცხენისკბილა
ცხენისკბილა სოკო
ცხენისკუდა
ცხენისმუხლა
ცხენის ცერცველა
ცხენისწაბლა
ცხენისწაბლა წვრილყვავილა
ცხვარა
ცხვირისატეხელა, ადონისი
ცხვირისატეხელა ყვითელი
ცხვრის კვლიავი
ცხვრის სამყურა
ცხვრის წივანა
ცხიმურა
ცხრაფერა
ცხრატყავა
ცხრატყავა თათრული
ცხრატყავა ქართული

 ძაბრა-სოკო
ძარა
ძაფოვანი იუკა
ძაღლის ბირკა
ძაღლის ენა
ძაღლის პიტნა, ჭინჭრისგერა
ძაღლის სატაცური, მიხელტა
ძაღლის ქინძი
ძაღლმაყვალა
ძაღლნიორა
ძაღლნიორა იმერული
ძაღლყურძენა
ძაძა
ძახველა, ძახველი
ძახველი მარადმწვანე
ძელქვა
ძერანა
ძეძვი
ძეწნა, მტირალა ტირიფი
ძეხვის ხე
ძიგვა, ქისრიბა
ძირთეთრა
ძირმწარა
ძირტკბილა
ძირტკბილა კლდისა
ძირყვითელა
ძირშავა
ძირშაქარა
ძირწითელა
ძირწითელა ლურჯი
ძირწითელა ჩვეულებრივი
ძიძას ბალახი
ძიძო
ძიძო თეთრი
ძიძო ყვითელი, ძიძო სამკურნალო
ძმერხლი
ძმრის ხე
ძურწა
ძურწა მწვანე
ძურწა ნამდვილი
ძურწა ყვითელი
ძუძუმაყვალა

წაბლი
წაბლი ამერიკული
წაბლი იაპონური
წაბლი ჩინური
წაბლი წყლისა
წაბლფოთოლა მუხა
წალიკა
წალიკა ბოსტნისა
წალიკა სელისა
წალიკა წითელი
წამალწვრილი
წართხალი
წახნაგოვანი ლუფა, ავღანური ლუფა
წბილა
წებოვანი იონჯა
წეკო
წეროსწვივა
წერწა
წვიტა
წვრილფოთოლა ცაცხვი
წვრილყვავილა ცხენისწაბლა
წიაპა
წიაღა
წიბა
წივანა
წივანა მდელოსი
წივანა ცხვრისა
წივანა წითელი
წივანა ჭრელი
წითელი გვირილა
წითელი დიკა
წითელი თავთუხი
წითელი კუნელი
წითელი ლიმონი
წითელი მოცვი
წითელი მოცხარი
წითელი მხალი, ფოთლოვანი ჭარხალი, მაგნოლდი
წითელი სამყურა
წითელი სანდალოზი
წითელი ღვია, ფანქრის ხე
წითელი ღიღილო
წითელი შხამ-სოკო
წითელი წალიკა
წითელი წივანა
წითელი ხე ამერიკული
წითელი ჯინჭარი, ნანკინის პერილა
წითელი ჯინჭრის ენა
წითელი ჯიჯლაყა
წითელწვერა
წითლიო
წინწკალა
წინწკალა შემოდგომისა
წიფელი, წიფელა
წიფელი ამერიკული
წიფელი აღმოსავლური
წიფელი ევროპული
წიფლისძირა
წიწაკა
წიწაკა ბულგარული
წიწაკის აბრეშუმა
წიწიბურა
წიწიბურა თათრული
წიწილკურა
წიწინაური
წიწმატა-სელი
წიწმატელა
წიწმატი
წიწმატი ბრაზილიური
წიწმატი ტყისა
წიწმატი წყლისა
წიწმატურა
წკიალა სოკო, ჯიმლა
წნორი
წურწუმა
წყავი
წყავმაზა
წყალიკრეფია
წყალნაწყენი
წყვილმარცვალა ველური
წყლის ბაია
წყლის ბამბა
წყლის ბრინჯი
წყლის დვალურა
წყლის ვაზი
წყლის ვარსკვლავა
წყლის ზამბახი
წყლის იელი
წყლის კაკალი, ჭუღუმბური
წყლის მანანა
წყლის მარწყა-ბალახი
წყლის მრავალძარღვა
წყლის პერი, ლემნა
წყლის სამყურა
წყლის სუმბული
წყლის სურო
წყლის ფურისულა
წყლის წაბლი
წყლის წიწმატი
წყლის ჭირი

ჭადარი
ჭადარი აღმოსავლური
ჭადარი დასავლური
ჭადარი ხუთთითა
ჭალაფშატა, ფშატი ველური
ჭალის ვერხვი
ჭალის მუხა
ჭანგა
ჭანგა ამერიკული
ჭანგა დატოტვილი
ჭანგა მხოხავი
ჭანდარი
ჭანური ზამბახი
ჭანური ნეკერჩხალი
ჭანჭყატა
ჭანჭყატა იაპონური
ჭანჭყატა მეჭეჭიანი
ჭანჭყატა ფართოფოთლიანი
ჭანჭყატა ჩვეულებრივი
ჭაობის კვიპაროზი, ტაქსოდიუმი
ჭაობის ფიჭვი
ჭარელა
ჭარხალი
ჭარხალი სუფრისა
ჭარხალი ფოთლოვანი
ჭარხალი შაქრისა
ჭარხლიფოჩა
ჭაღარა სამყურა
ჭახრაკაული
ჭერამი
ჭეჭველა
ჭეჭკეტა-სოკო
ჭვავი
ჭვავი ჩვეულებრივი
ჭვავისებრი შვრიელა
ჭიაფერა
ჭიკარტი
ჭილი
ჭინჭარა
ჭინჭარი
ჭინჭრისგერა
ჭინჭრის-დედა
ჭინჭრიფოთოლა
ჭიოტა
ჭიოტა სელისა
ჭკვალი
ჭლაკვი
ჭლაკვი რუსული
ჭოროხის მუხა
ჭორტანა
ჭორტანა ტყისა
ჭრელი წივანა, ლერწმქუჩი
ჭრელყვავილა იონჯა
ჭუღუმბური
ჭყანტა
ჭყიმა-მხალი
ჭყიმი
ჭყიპანტა
ჭყორი
ჭყორფოთოლა

ხავერდა, იმერული ზაფრანა
ხავერდა-ცერცვი
ხავსი
ხავსი თეთრეი
ხავსი ირმისა
ხავსი ტორფისა
ხაზაზა
ხანდური
ხანჭკოლა
ხანჭკოლა თეთრი
ხანჭკოლა ლურჯი
ხანჭკოლა მრავალფოთლიანი
ხანჭკოლა ყვითელი
ხანჯალა
ხართუთა
ხარისვარდა
ხარისთვალა
ხარისკუდა, შუბანა
ხარისფაშვა
ხარისშუბლა
ხარისჩლიქა
ხარისძირა
ხარნუყა
ხატოტი
ხაშხაში
ხახამა
ხახვთესლა
ხახვი
ხახვი ზღვისა
ხახვი კლდისა
ხახვი ჩინური
ხახვილო
ხახვისთავა
ხახვისფოჩა
ხახია
ხბოშუბლა
ხებალახა
ხებუერა
ხეგვიმრა
ხევარდი
ხევერცხლა
ხევსურის დიყი
ხეთამხალი
ხეკაქტუსი
ხეკოლა, კოლა
ხემაგარა, ფირმიანა, სტერკულია
ხემარწყვა
ხემახვია, ხემოა
ხემყრალი
ხეპილპილა
ხეპომიდორი, ციფომანდრა
ხერკინა
ხერკინა ლენქორანული
ხერხა
ხერხფოთოლა
ხეტიტა
ხეტუხტი
ხეშავი
ხეშროშანა
ხეჭრელი
ხეჭრელი ამერკული
ხეჭრელი იმერული
ხეჭრელი კლდისა
ხვალო, ჭალის ვერხვი
ხვალო თეთრი
ხვართქლა
ხვართქლა მლაშე
ხვარხვარა
ხვიარა ვარდი
ხვიტი
ხმალა, ხანჯალა
ხოვერა
ხოკერა-გოგრა
ხომანდული
ხომეჭი
ხორბალი
ხორბალი აბაშური
ხორბალი აბისინიური
ხორბალი ინგლისური
ხორბალი ინდური
ხორბალი მაგარი
ხორბალი მახა
ხორბალი მრგვალმარცვალა
ხორბალი პოლონური
ხორბალი რბილი
ხორბალი რბილი უფხო
ხორბალი რბილი ფხიანი
ხორბალი საგაზაფხულო
ხორბალი ქონდარა
ხორბალი ჩვეულებრივი
ხოროსანი
ხორციფერა
ხრაშუნა
ხრიალა
ხუთთითა ჭადარი
ხუთყურა
ხურმა
ხურმა აღმოსავლური
ხურმა ვირგინიული
ხურმა იაპონურიხურმა ჩვეულებრივი
ხურტკმელი
ხურხუმა
ხუჭუჭა, ბეკმანია

ჰარტვისის მუხა
ჰევეა ბრაზილიური
ჰელიოტროპი
ჰელიოტროპი ბაღისა
ჰიბრიდული ცინერარია
ჰიკორი
ჰიმალაური კედარი
ჰიმალაური კვიპაროსი
ჰიმალაური ნაძვი
ჰორიზონტალური კვიპაროსი
ჰორტენზია
ჰოსტა