logo-herba

antiD-header

სამკურნალო მცენარეები

მცენარეები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნენ სამედიცინო და ვეტერინარულ პრაქტიკაში სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით. მცენარეების სამკურნალო თვისებები განპირობებულია მათში ალკალოიდების, ფლავონოიდების, გლიკოზიდების, ვიტამინების, მთრიმლავი ნივთიერებების არსებობით, რომლებიც ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმზე ახდენენ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ანდა გააჩნიათ ბიოლოგიური აქტიურობა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევთა მიმართ. განსაკუთრებულ ჯგუფშია გამოყოფილი ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მცენარეები. სინთეზური საშუალებებისაგან გამოირჩევიან ნაკლები ტოქსიკურობით.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

სამკურნალო მცენარეები

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი-ო

ოდაღაჯი, გვაიაკის ხე

Guajacum Officinale

ბაკაუტის ხე

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმარადმწვანე ხეების გვარი ორყურასებრთა ოჯახისა. მისი 6 სახეობა იზრდება ტროპიკულ ამერიკაში. მაღალი ხეებია, 15 მ სიმაღლისა. აქვთ მაგარი და მძიმე მერქანი, რომელსაც იყენებენ მანქანათმშენებლობაში. მისგან იღებენ გუაიაკის ფისსაც და Guaiacum sanctum-ის მერქანს. ფისი, ეთრული ზეთი და საპონინები გამოიყენება მედიცინაში. ძველად თვლიდნენ, რომ ის სიფილისის საუკეთესო წამალი იყო. ამის გამო მას ფრანგული ხეც ეწოდა. დღეისათვის გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის მოშლის სამკურნალოდ. წმენდს სისხლს, შველის რევმატიზმს, არის მსუბუქი შარდმდენი. გამოყენება ჰომეოპათიაში, თავის ტკივილებისა და მხედველობის დაქვეითებისას, ყელისა და პირის ღრუს ანთებისას, რევმატიზმისა და ქარების სამკურნალოდ.


ოთახის უკადრისა

Impatiens balsamina L. Balsamina hortensis Desp.

ქართლ. შუშა-ვარდი; კახ. პატარძალა; იმერ. ციცინათელა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლიანი ბალახოვანი მცენარე 25–45 სმ სიმაღლისა. აქვს სწორმდგომი, თითქმის უტოტო ღერო; ლანცეტური, ვიწრო, წვეტიანი ფოთლები, ფოთლების უბეებში შეყუჟული ყვავილები – თეთრი, ვარდისფერი ან ძოწისფერია. ნაყოფი კვერცხისებრი, დაშვებული კოლოფია. ყვავილობს ივლის–აგვისტოში. სამკურნალოდ აგროვებენ ყვავილებს, ფოთლებს და ფესვებს. შეიცავს საპონინებს, ცხიმოვან ზეთს, სახამებელს, მწარე ნივთიერებას (იმპატიინიდს). აქვს ჰოპოტენზიური ქმედება. არეგულირებს გულის მუშაობას. მწარე ნივთიერება იწვევს ღებინებას.


ოთხფურცელა მარწყავ-ბალახი

Potentilla erecta

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ბალახი 15-20 სმ სიმაღლისა. აქვს ნაზი, ზემოთ განტოტვილი ღეროები. ფოთლები სამნაწილიანია. ფოთლები და ღერო დაფარულია ბეწვებით. ყვავილები ერთეულია, ყვითელი. ნაყოფი თესლია. მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. უძველესი დროიდან მისი ნაყენი გამოიყენება როგორც შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო, სისხლაღმდგენი, ნაღველმდენი, კუჭნაწლავის, კუჭის წყლულის, ეგზემის, ჰემორიოს, ანგინის, ქარების, ღვიძლისა და შარდის ბუშტის სამკურნალო საშუალება.


 ოლეანდრე

Nerium

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარის გვარი ქენდირისებრთა ოჯახისა. მარადმწავანე, მაღალი ბუჩქი ან დაბალი ხეა. მისი 3 სახეობა იზრდება ხმელთაშუაზღვისპირეთსა და სუბტროპიკულ აზიაში. სამივე დეკორატიულია. საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული ჩვეულებრივი ოლეანდრე (Nerium oleander). გაშენებულია ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, კავკასიის შავი ზღვისსანაპიროზე; კარგად ხარობს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ ამიერკავკასიასა და შუა აზიის სამხრეთ რაიონებში. სიცივისა და სიმშრალისაგან ზიანდება და გადაქცეულია ოთახის მცენარედ. მთელი მცენარე შხამიანია, შეიცავს გლიკოზიდებს — ოლეანდრინს, კორნერინს და სხვა ნივთიერებებს. ოლეანდრის ფოთლებისაგან დამზადებული პრეპარატები იხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.


ომბალო

Mentha pulegium

გურ. უმბალო; მეგრ. ომბალე, ომბალი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. მისი სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები. საქართველოში ველურად ბევრგანაა გავრცელებული, უფრო მეტად კი დასავლეთში, მაგრამ კულტურულად ყველგან მოჰყავთ. ომბალო ყინვაგამძლეა, აქვს სწორმდგომი, მწვანე, ოდნავ შებუსული, ოთხწახნაგოვანი ღერო, 45 სმ-მდე სიმაღლისა. ფოთოლი მარტივია, მომრგვალო ან მოგრძო-ოვალური, ფერად მუქი მწვანეა. იზრდება ჭარბტენიან ნიადაგებზე. მრავლდება თესლითა და ვეგეტატიურად. დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთებს, მენთოლს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონიდებს, სიმწარეებს, მჟავეებს. განსაკუთრებით, ყვავილობისას. იყენებენ ნედლად და გამხმარს. ომბალოს დიდი თერაპიული გამოყენება აქვს. იგი არის დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი; ასუფთავებს ღვიძლს და გამოჰყავს კენჭები ნაღვლის ბუშტიდან. იყენებენ გამაგრილებელ საშუალებად ციებ-ცხელების დროს და გაციებისას. აყუჩებს კბილის ტკივილს.


ონტკოფა

Physalis

ქართლ. ონთქოფა; კახ. დუდღუბო, დუდგუბო, დუდღუბელა; ფშ. რაჭ., ლეჩხ. ბაბუშტელა; გურ. კატაყვერა, ოტყაჩუა; ინგ. ზაღლი ზივ; აჭ. სატკაჩუნა; ზმ. რაჭ. ონტკოფილა, ოტკოფილა; მეგრ. ტყვატყვაცია, ყუაში მაპაშშქინია; სვან. ჟენტი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიდუდღობო. მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. ტროპიკებსა და სუბტროპიკებში 100-ზე მეტი სახეობაა ცნობილი. უმეტესობა გავრცელებულია ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში. საქართველოში 4 სახეობაა; მათგან Physalis alkekengi და პერუს ონტკოფა (Physalis peruviana) მრავალწლოვანი მცენარეებია. პირველი ველური მცენარეა. მოთეთრო გვირგვინი და ნაყოფობისას კაშკაშა წითლი ბუშტისებრი ჯამი აქვს, ნაყოფი — ნარინჯისფერი კენკრა; შეიცავს მწარე ნივთიერებას — ფიზალინს, ალკალოიდებს, შაქარს, ორგანულ მჟავეებს, რომლებსაც ხალხურ მედიცინაში იყენებენ. ნაყოფის ჯამი ძალიან გაბერილი და მწვანეა, ნაყოფი — მოყვითალო-მწვანე. ნაყოფი იჭმება, დეკორატიულია. Physalis ixocarpa და Physalis angulata — ერთწლოვანებია, ესენიც გზადმოყოლილია, მათი ნაყოფიც იჭმება და დეკორატიულიცაა. ნაყოფი შარდ და ნაღველმდენი საშუალებაა; ახასიათებს სისხლაღმდგენი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ნახარში ან ნაყენი იხმარება თირკმლების, შარდის ბუშტის, ღვიძლის, სასუნთქი გზების, ციებ-ცხელების, წყლისას, რევმატიზმის სამკურნალოდ. მალამoს ხმარობენ რევმატიზმისა და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.


ონტკოფა პერუსი

ნ. პერუს ონტკოფა.


ონჭო

Satureja spicigera

ქვ.აჭ. ენჭო; იმერ. ტყის ქონდარი; რაჭ. ქონდარა; სვან. მექონდროოლ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიტყის ქონდარი. მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. გავრცელებულია კავკასიასა და წინა აზიაში. გვხვდება დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში — ქართლში, თრიალეთსა და მესხეთში. იზრდება ნატყევარ, კლდოვან გაშიშვლებულ ადგილებსა და ნაზვავებზე, უფრო ხშირად კირქვებზე, მთის ქვედა და შუა სარტყელში. ონჭოს ყველა მიწისზედა ნაწილი მოფენილია ეთერზეთოვანი გამჭვირვალე ჯირკვლებით. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში (გურია, სამეგრელო). ონჭო ხშირად მოჰყავთ ბოსტანში. ონჭო ითვლება კარგ მადისაღმძვრელ საშუალებად.

ნორჩი მცენარე მდიდარია ვიტამინებით. იგი ხელს უწყობს საჭმლის გადამუშავებას, აქვს აშკარად გამოხატული ბაქტეროციდული, ტკივილგამაყუჩებელი, ჭიის დამდენი, დამამშვიდებელი თვისებები. იყენებენ კუჭ-ნაწლავის, თირკმლების, შარდის ბუშტის, დიაბეტის, ქვეწარმავლების ნაკბენის სამკურნალოდ.


ოპუნცია, დედინაცლის ენა

Opuntia

კახ. ძაღლის ყბა; ქვ.იმერ. ბაყაყის ყვავილი; მეგრ. ბაყაყი, ყაყაია, ჟვაბუშ ვარდი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარეთა გვარი, კაქტუსისებრთა ოჯახისა. სუკულენტური ბუჩქები ან, იშვიათად, ხეებია. აქვთ ბრტყელი, წვნიანი დანაწევრებული ფოთლისებრი ტოტები. ღერო მოფენილია ეკლებით (ეკლების უმეტესობა ფოთლების სახეცვლილებას წარმოადგენს) ან ე. წ. გლოქიდიებით (წვრილი ეკლისებური გამონაზარდები); რამდენიმე სახეობას რუდიმენტული ფოთლებიც აქვს, რომლებიც მალე სცვივა. ოპუნციის 250-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ამერიკაში; ზოგიერთი კულტივირებულია სხვა ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში, აგრეთვე სამხრეთ და შუა ევროპაში, ყირიმში, შუა აზიასა და კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში ბევრგან გაველურებულია; მაგ. Opuntia ficus indica—თბილისის მიდამოებში და დასავლეთ საქართველოში. ოპუნციის ყინვაგამძლე სახეობები უძლებენ — 10°C. ღერო შეიცავს სახამებელს, შაქრებს, პროტეინს, C ვიტამინს. ადვილად მრავლდება ვეგეტატიუტად. ოპუნცია ინდიელების უძველესი საკულტო მცენარეა. გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.


ორკბილა

Bidens

კახ. იჭი; ქვ. იმერ. წიპარკა, მამლიყივილა, ფისარუა, ქიფსარუა, ფისავარა; გურ. კანაფურა, ხოზიკა; ჭან. ცქიპილა; მეგრ. მალიკიფა, უჩა ბაწკარია, ბაწკარია.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აერთიანებს 200-ზე მეტ სახეობას. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, სახეობათა მეტი წილი კი — ამერიკაში. საქართველოში იზრდება მხოლოდ 3; მათგან Bidens bipinnata გზადმოყოლილია ჩრდილოეთ ამერიკიდან და გვხვდება რუდერალურ ადგილებზე ზღვისპირა ზოლში. Bidenstripartira-ს იყენებენ ხალხურ მედიცინაში. მისი ღეროსა და ფოთლებისაგან ღებულობენ ყვითელ საღებავს შალეულის შესაღებად. იზრდება ზღვისპირა ზოლში და მთისწინებზე ჭაობიან და ტენიან ადგილებში, ზოგჯერ ბაღ-ბოსტნის სარეველაა. სიმაღლით 15-60 სმ, იშვიათად 100 სმ-მდე. მას ძლიერ დატოტვილი მთავარძარღვა ფესვთა სისტემა აქვს, ღერო სწორმდგომია. შიშველი ფოთლები ღეროზე მოპირისპირედაა განლაგებული, მუქი მწვანეა, მოკლე ყუნწებით. ყუნწის ძირები ერთმანეთთანაა შეზრდილი, ფოთლის კიდეები დაკბილულია, ყვავილების კალათები ტოტების ბოლოებზეა მოთავსებული, კალათის საბურველი ორრიგაა. მისი გარეთა ფოთლები მწვანეა, მოგრძო, შიდა რიგის – მორუხო-ყვითელი, ოვალურია. ყვავილები მილისებრია, ორსქესიანი, ყვითელი ფერის თესლი სოლისებრია ორი ხორკლიანი კბილით.შეიცავს ეთერზეთს, ვიტამინ C-ს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, კუმარინებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ლაქტონებს, ამინებს, დიდი რაოდენობით მანგანუმს. ორკბილა ფართოდ გამოიყენება სურავანდის, ტუბერკულიოზის დროს, ოფლ, შარდ და ნაღველმდენ საშუალების სახით. ორკბილის ნაყენი კარგი გარეგანი საშუალებაა ეგზემის, ჭრილობების, წყლულების, ციებ-ცხელების სამკურნალოდ. ახასიათებს ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები. მას ფართოდ იყენებენ დიათეზიანი ბავშვების სამკურნალოდ აბაზანების სახით. ხალხურ მედიცინაში ორკბილას იყენებენ როგორც სუსტ შარდმდენ და ოფლისმომგვრელ საშუალებას, აგრეთვე სასუნთქი გზების დაავადების დროსა და მადის მომგვრელ საშუალებას. ზოგჯერ მას ხმარობენ რაქიტის, ნიკრისის ქარების, ღვიძლის დაავადების დროს. ორკბილას ახასიათებს სუსტი დამამშვიდებელი თვისება.


ოროვანდი

Arctium

მოხევ. ფათარი; ქართლ., კახ., მოხევ., მთიულ., ფშ., თუშ. ძირხვენა; მესხ. ღალაღუნტა; ხევს. დილხვენა; საბა დელხვენა; ლეჩხ., ქვ. რაჭ., ზმ. იმერ. ღელეღუნტა, ღელაღუნტა; მთ. რაჭ. ღორიფუშა; გურ., იმერ. ოლაღუა, ოხაკუა, ოხაკუე, ოხოკუა; ინგ. ზურხუნაჲ, ზუხვინა; ჩუბ. ღულაღუნა; მეგრ. უჩა-ტყა; სვან. ყვალმაჩ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიორწლოვანი რთულყვავილოვანი, მოზრდილი ბალახოვანი მცენარეა. აქვს გულისებური დიდი ფოთლები, მრგვალი საყვავილე კალათები. ღერო ბეწვოვანია, სწორი. შეიცავს პროტეინებს, მჟავებს, სიტოსტერინს, გლიკოზიდ არკტიინს, ეთერულ ზეთს, ინულინს, ორგანულ მჟავებს, ფისებს, ლორწოს, ვიტამინ C-ს.
სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტური, ნაღველმდენი, შემკვრელი, შემომგარსველი, სისხლის აღმდგენი, ქსოვილის აღმდგენი, კუჭ-ნაწლავის მასტიმულირებელი, შარდმდენი, ოფლმდენი. იგი აძლიერებს იმუნიტეტს, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო თვისებებს. ახალი მცენარის წვენის მიღება რეკომენდულია ფილტვების ტუბერკულიოზის და შაქრიანი დიაბეტის, კუჭისა და კანის კიბოს დროს. ფესვების ნაყენი გამოიყენება თმის ძირების გასამაგრებლად გულყვითელას ნაყენთან ერთად. ოროვანდის ზეთი ცნობილი საშუალებაა თმის გასამაგრებლად, მის ნახარშს იყენებენ რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, თირკმელებისა და შარდის ბუშტში კენჭების, წყალმანკის დროს. მის ნაყენს ან ნახარშს ხმარობენ როგორც სისხლისგამწმენდ საშუალებას. ოროვანდის გამხმარი ფესვები გამოიყენება ნაყენებსა და ნახარშებში.

ბალახების ნახარში ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ იხმარება.


ორფერი

Pulmonaria officinalis L.

კახ. ფილტვის ბალახი; ოკრ. კოკოჩი; ზმ. იმერ. ხავერდა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ბალახია 10-30 სმ სიმაღლისა. სწორმდგომი და უხეშბეწვიანი ღეროებით. ფოთლები კვერცხისებრია, წვეტიანი; ყვავილები წვრილი, ძოწისფერ-ლურჯი. ნაყოფი პატარა კაკალია. შეიცავს ლორწოვან და მთრიმლავ ნივთიერებებს, პოლიფენოლებს, ალკალოიდებს, კაროტინს, ვიტამინებს და მიკროელემენტებს. ორფერა აძლიერებს სისხლწარმოქმნას, აჩერებს სისხლდენას, ადენს შარდს. აქვს შემკვრელი, დამარბილებელი, ჭრილობის შემახორცებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები. მის ნაყენს იღებენ ხველის, სასუნთქი გზების, ხმის ჩახლეჩილობის, ჰემოროის, თირკმლების ანთების და სხვ. სამკურნალოდ. ხალხური მედიცინა იყენებს ბავშვებში ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ.


ორფოთოლა

Platanthera bifolia (L.) L. С Rich.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ბალახია. აქვს ორბოლქვიანი ძირები, სწორი, 30—60 სმ სიმაღლის ღეროები, არათანაბარი თეთრი ყვავილები, მორიგეობითი უკუკვერცხისებრი ფოთლები. ყვავილობს მაის-ივნისში. საკურნალოდ გამოიყენება კენკრა, რომელიც შეიცავს ლორწოს, ცილებს, შაქარს, კალცს, სახამებელს. ლორწოსა და სახამებლის შემცველობის გამო აქვს გარსშემომკვრელი ანტისეპტიკური თვისებები. იცავს კუჭ-ნაწლავის სისტემას. ხალხური მედიცინა მას იცნობს, როგორც მომაძლიერებელ საშუალებას. იღებენ ფხვნილებისა და ნახარშების სახით.


ორყურა

Zygophyllum fabago L.

სმხ. ჭაპალუკა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ხშირტოტებიანი ბალახია 30-60 სმ სიმაღლისა. აქვს სუპროტული, ფთრისებრი ფოთლები; მოთეთრო ყვავილები; ხუთკუთხა ნაყოფი, კოლოფი. თესლი მოყვითალო რუხია. ყვავილობს მაის-ივნისში. ქიმიური შედგენილობა უცნობია. ახასიათებს ანტისეპტიკური, ჭიის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემხორცებელი თვისებები. ნაყენს იყენებენ ჭიის დამდენად. დაცეცქვილ ფესვებს ღორის ან ცხვრის ქონთან ერთად იყებებენ ჭრილობების მოსაშუშებლად. მცენარე შხამიანია.


ოსერო

ნ. ძაღლის ენა.


ოსმანთუსი

ნ. სურნელოვანი ზეთის ხე.


ოსპი

lens culinaris

ლ.კ. მურდუმაქი; სვან. ქირს, ქირც.


სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმნიშვნელოვანი სამკურნალო და საკვები მცენარეა. განსაკუთრებით ხშირად იყენებენ მონასტრებშისქესობრივი ლტოლვის გასანელებლად.მისი მიღება იწვევს შარდდენას.










ოფი

Populus nigra

ქართლ. თეთრი ნერგი; ქვ. იმერ. სკვილენჯი, სუროჯი, სპილენძი; აჭ. ყავალი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიოფი 15-30 მ სიმაღლის ხეა ნაცრისფერი ქერქით. ფოთლები მომრგვალო სამკუთხედია ან რომბული, ბოლოწვეტიანი, კიდეხერხკბილა, ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან შედარებით ბაცი. ყვავილობს მარტ-აპრილში შეფოთვლამდე, გრძელბეწვებიანი თესლი მაის-ივნისში მწიფდება. სწრაფმზარდი ხეა.

ბუნებრივად მდინარისპირა ჭალებშია გავრცელებული, მერქანი მსუბუქი და რბილია.

სინათლის მოყვარული და ყინვაგამძლეა. მდინარეთა ნაპირებს მთაში ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლემდე ასდევს. ოფის ქერქი ტანინებსა და საღებავ ნივთიერება ქრიზინს შეიცავს. ოფის კვირტებს სიცხის დამწევი, ანტისეპტიკური და დამაწყნარებელი თვისება გააჩნია; კვირტების ექსტრაქტისაგან ამზადებენ მალამოს, რომელიც რევმატიზმის, კანის ქავილის, დამწვრობის, წყლულების, ჭრილობების და ბუასილის სამკურნალოდ გამოიყენება.

ოფის კვირტები ცისტიტის დროს სადეზინფექციო საშუალებად გამოყენება. მასვე იყენებენ დამწვრობის, ნიკრისის ქარის დროს, თმის გამაგრებისა და ზრდის დასაჩქარებლად.

ოფის ნახშირს იყენებენ ნერვულ ნიადაგზე ნაწლავების ტკივილის დროს, გულისძმარვისა და გულისრევის სამკურნალოდ. გარდა ამისა, იყენებენ ამოსახველებელ საშუალებად ბრონქიალური ანთების დროს, შარდის არასაკმაო გამოყოფისას, წინამდებარე ჯირკვლის გადიდების, საშარდე ბუშტის მწვავე და ქრონიკული ანთების, უნებლიე შარდვის, მტკივნეული შარდვის სამკურნალოდ. ოფის კვირტები კარგად მოქმედებს ბუასილის, ნიკრისის ქარისა და რევმატიზმის სამკურნალოდ. მალამოს გარეგანად იყენებენ ჭრილობების, ბუასილის, წითელი ქარისა და რევმატიზმის დროს.


ოქროქუდა

Aetheopappus

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აერთიანებს 5 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია კავკასიასა და ანატოლიაში. საქართველოში ამ გვარის 3 სახეობაა გვხვდება, მათ შორის Aetheopappus vvedenskyi და Aetheopappus caucasicus კავკასიის ენდემებია. სუბალპურ და ალპურ სარტყლებში, მდელოებსა და ქვიან ადგილებზე იზრდებიან. დეკორატიული მცენარეებია.




ოქროჩალა

Hierochloe odorata ( L.) Wahlb.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი სურნელოვანი ბალახია გრძელი ფესვებით და სწორი ღეროებით. 30-60 სმ სიმაღლისა. აქვს მორიგეობითი, ბრტყელი, გლუვზედაპირიანი ფოთლები. თავთავი კვერცხისებურია. ნაყოფი თესლია. შეიცავს გლიკოზიდ კუმარინს, ალკალოიდებს. იყენებენ მადის აღმძვრელად და კუჭ-ნაწლავის მოსაწესრიგებლად.





ოქროცოცხა

Helichrysum

კახ. თეთრი ცოცხი; მესხ. უჭკნობა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონისამკურნალოდ გამოიყენება ოქროცოცხას რამდენიმე სახეობა.

ა) Xeranthemum annuum L.ოქროცოცხა ანუ უკვდავა ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, თეთრბუსუსებიანი. მიეკუთვნება რთულყავილოვანთა ოჯახს. იზრდება 30 სმ-მდე. ღერო სწორი აქვს. ფესვებთანვე იწყებს განტოტვას. ფოთლები ლანცეტურია; ყვავილები მოვარდისფრო-მოიასამნისფერო. ნაყოფი თესლია. ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე. შეიცავს ფლავონოდებს. სამკურნალოდ გამოიყენება ნაყენი ან ნახარში. ხმარობენ გულის ტკივილის, ნერვოზების, შხამიანი ნაკბენების, კბილის ტკივილს სამკუნალოდ. კუჭის წვენის მჟვიანობის მოსამატებლად.

ბ) Helichrysum graveolens (Bieb) Sweet.

საშუალო ზომის მრავალწლოვანი მცენარეა. მთელი მცენარე რუხ-მწვანეა. ძალიან ძლიერი სურნელი აქვს. სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილები. ნახარში შარდმდენია, ადენს ჭიას. იყენებენ სიყვითლის, ასციტის, კანის დაავადებების სამკურნალოდ.

გ)Helichrysum arenarium DC. (Gnaphalium arenarium L.).

ქვიშის უკვდავაც მრავალწლოვანი მცენარეა. აქვს წვრილი, ლიმონისფერი ყვავილები. თესლები ბეწვიანია.

სამკურანალოდ აგროვებენ ყვავილედს, რომლიც შეიცავს ფლავონოიდებს, ფლავონოგლიკოზიდებს, კუმარინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, სკოპოლეტინს, სიტოსტერინს, ეთერულ ზეთს, ორგანულ მჟავებს, კაროტონოიდებს, პოლისახარიდებს, კალიუმის, კალციუმის მარილებს, რკინას, მარგანეცს, სპილენძს, ალუმინს, ქრომს, პოლისაქარიდებს.

მისი ნახარში და ნაყენი აძლიერებს ნაღვლის, პანკრიასის წვენის სეკრეციას, ხელს უწყობს ნაღვლის დენას, საჭმლის გადამუშავებას, მოქმედებს ანტისეპტიკურად, აფრთოებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს ქოლესტერინის გამოყოფას. არის ანთების საწააღმდეგო, ანტიბაქტერიული, სპაზმოლიტური და ა.შ. საშუალება. ხალხური მედიცინა იყენებს ინფექციური სიყვითლის, ღვიძლის ცეროზის, წყლისას, ნაღველ და შარდკენჭოვანი დაავადებების, ბრონქიტის, ასპირიდოზის, კანის დაავადებების სამკურნალოდ.

დ)Helichrysum plicatum DC-იც მრავალწლოვანია. აქვს ყვავილოვანი, მაგრამ უნაყოფო წანაზარდები. თესლი იკეთებს ყვითელ ძაფებს. აგროვებენ საყვავილე კალათებს, რომლებიც შეიცავს სიმწარეებს, ფისოვან და მთრიმლავ ნივთიერებს, ფლავონოგლიკოზიდებს, საპონინებს, ეთერულ ზეთს, ორგანულ მჟავებს, კაროტინს. არის ნაღველმდენი საშუალება. მის ნაყენებს იყენებენ ათეროსკლეროზის, ღვიძლისა და ნაღველმდენი გზების ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.


ოქროწვიმა

Laburnum anagyroides

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიბუჩქი ან ტანდაბალი ხე პარკოსანთა ოჯახისა. ველურად იზრდება სამხრეთ ევროპაში. საქართველოში კარგად ხარობს. გვალგამძლე და სინათლის მოყვარულია. ყვავილობს მაის-ივნისში. დეკორატიულია. გრძლად დაკიდებულ მტევან ყვავილედში თავმოყრილია ყვითელი ყვავილები. მისი ყველა ნაწილი შეიცავს შხამიან ალკალოიდს — ციტიზინს. სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს თესლი, რომელიც ძალიან საშიშია. ფესვებში ნაპოვნია ნეიროტოქსინი, რომელიც იწვევს ღებინებას, პულსის გახშირებს, წნევის მომატებას, მოგუდვას. ციტიზინი გამოიყენება სუნთქვის აღსაგზბნებად და შოკური მდგომარებიდან გამოსაყვანად.


ოქროწკეპლა

Solidago virga aurea L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი, 25-100 სმ სიმაღლის მცენარეა. ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია, მოყვანილობით ფართო ნიჩაბს ან კვერცხს მოგვაგონებს, ღეროს შუა ნაწილში განლაგებული ფოთლები კვერცხისებრი ან ლანცეტისებრია. ღეროს ზედა ნაწილის ფოთლები მჯდომარე ან მოკლეყუნწიანია, ღეროს ყველა ნაწილში განლაგებული ფოთლები კიდეხერხკბილაა.
ყვავილობს ივლისიდან სექტემბრამდე. თაფლოვანია. ოქროწკეპლას აყვავებული ბალახი გამოიყენება როგორც შემკვრელი კუჭაშლილობისას, სურავანდის საწინააღმდეგო და შარდმდენი საშუალება ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების, სიყვითლისა და ტუბერკულოზის დროს. ყვავილების ნახარშს საშარდე ბუშტის ანთებისა და სიყვითლის სამკურნალოდ ხმარობენ. ნედლ ფოთლებს ჭრილობებზე იდებენ. უფრო ადრინდელ პერიოდში ექიმები ფართოდ იყენებდნენ ოქროწკეპლას კენჭოვანი დაავადებების მკურნალობაში საუცხოო შარდმდენ საშუალებად. ხალხში გამოიყენება კენჭოვანი დაავადებების, ჭლექის, სისხლიანი შარდვის, წყალმანკის, ხორხის წყლულის და გარეგანი ქსოვილების დაზიანებისას.

დანაყულ ნედლ ბალახს იდებენ სურავანდიან წყლულებზე. სურავანდის დროს მორყეული კბილებით პირდაპირ ღეჭენ ნედლ ბალახს ან პირის ღრუში ივლებენ ნახარშს.


ოშოშა, ოშოში

Glechoma

კახ. ოშოშო; იმერ. ოშოშუა; ლეჩხ. ვოშოშე; გურ. ოშმეშა; ინგ. ჟინჟირალაჲ; მეგრ. ოშოშია.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე გრძელი, გართხმული ღეროებითა და იისფერი ყვავილებით. გვარში 10-12 სახეობაა, რომელიც გავრცელებულია ევრაზიაში. საქართველოში მხოლოდ 1 სახეობაა — Glechoma hederacea. ხარობს ტენიან ადგილებში, ბუჩქნარებში, ტყის პირებზე, როგორც სარეველა — ბოსტნებსა და ბაღებში, მთის ქვედა და შუა სარტყელში. კარგი თაფლოვანი მცენარეა. ნორჩი ყლორტები იჭმება. ხალხურ მედიცინაში იყენებენ ოშოშის მიწისზედა ნაწილს. იგი შეიცავს საპონინებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, ფისებს, ქოლინს, ეთერზეთს. ოშოშა მატონიზირებლად მოქმედებს ნაწლავებზე, იყენებენ მადის აღმძვრელად, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, ზედა სასუნთქი გზების, ფილტვების ტუბერკულოზის, ბრონქიალური ასთმის, თირკმლების, შარდისა და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ, ტკივილგამაყუჩებლად. მცენარის ბალახს აქვს ნახველის ამოსაღები, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური თვისებები.


ოჩოპენტრე

Carpesium abrotanoides L.

გურ. ოსოპონტრო; მეგრ. ოსურტოფუ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი50-80 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარე. აქვს მსხვილი ღერო და მოზრდილი ფესვი, მოგრძო ფოთლები, დაკბილული; თესლნაყოფაა; ყვავილობს შემოდგომით. აგროვებენ თესლებს, რომლებიც შეიცავს მჟავეებს, ნახშირწყლებს, სტიგმასტეროლს, ცხიმოვან ზეთს. იყენებენ ჭიის დამდენ საშუალებად.






ოხრახუში

Petroselinum

ქიზიყ. ოხრახოში; ქართლ. მანდანოზი; თუშ. მაკიდონელი; გურ. მაკიდო; საბა მაკიდონი; ვახუშტ. მაკედონი, პეტრუშკა; ჭან. ღამსო, ღრამსო, ჭიჭამი; მეგრ. მაკინდოლი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთ ან ორწლოვანი ბალახია. მისი სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. გავრცელებულია თითქმის ყველგან. ცნობილია ოხრახუშის 3 სახეობა. ბოსტნის ოხრახუში (Petroselinum sativum), ორწლოვანია. პირველ წელს ივითარებს ფოთლებსა და ძირხვენას, მეორე წელს — საყვავილე ღეროსა (75 - 150 სმ) და თესლს. ყინვაგამძლეა, თესენ გვიან შემოდგომით, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. თესლი 2-3°C ტემპერატურაზე ღვივდება, ტენს ზომიერად მოითხოვს. ოხრახუში მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებითა და რთული ეთერზეთებით. შეიცავს ასკორბინის მჟავას, გლიკოზიდებს, ფლავონოიდებს, მინერალურ მარილებს. ხალხურ მედიცინაში მისი წყალთან ნაყენი გამოიყენება შარდმდენ საშუალებად წყლისას და გულის, თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადების დროს, ღვიძლის, ქარებისა და მეტეორიზმის სამკურნალოდ. მისი წვენი აქრობს ლაქებსა და მუწუკებს.

სამკურნალო მცენარეები

აბზინდა
აბილილი
აბუსალათინი
აგავა
ადონისი
ავოკადო
ავშანი
აკაცია
ალისარჩული
ალოე
ალუბალი
ანაგვირილა
ანგელოზა
ანისული
ანისულის ხე
ანონა
ანწლი
არნიკა
არყა-სოკო
არყი, არყის ხე
ასისთავა
ასკილი
ასფურცელა
ატამი
აქტინიდია

ბაბუნა, სამკურნალო (სააფთიაქო) გვირილა, მატრიკარია
ბადიანი
ბადრიჯანი
ბაია
ბალბა
ბალღოჯი
ბამბაცა
ბამბის ბუჩქი
ბამბუკი
ბარამბო
ბარდა
ბარისპირა
ბატის მარწყვა-ბალახი
ბაღის ინა
ბაღის მარწყვი
ბაღის მიხაკი
ბაღის პიტნა
ბაღის რეზედა
ბაღის სალბი
ბაღის სატაცური
ბაღის ტუხტი
ბაღის ფამფარა
ბაყაყურა
ბაძგი, ჭყორი
ბაჰარი
ბეგთენდრო
ბეგიაური
ბეგქონდარა
ბელადონა
ბელადონა კავკასიური
ბერულა
ბერყენა
ბზა
ბობოწვერა
ბოლოკი
ბოსტნის ია
ბოსტნის წალიკა
ბროწეული
ბუბუშელა, ბაბუაწვერა
ბუერა
ბუჩქისძირა

გარგარი
გერანი, ზეთის ნემსიწვერა
გველთავა
გველისკოვზა
გველის სურო
გვერდელა
გვიმრა
გვირილა
გვირილა სამკურნალო
გლედიჩია
გობისცხვირა
გოგრა
გონგოლა
გონგოლა სამკურნალო
გრაკლი
გრეიპფრუტი
გუგულის-კაბა
გუგულის ყვავილი

 

დათვიმარწყვა
დათვისთხილა
დათვის კანაფი
დათვის კენკრა
დათვის ყურძენი
დამასკური ვარდი
დამასკური სოინჯი
დანდური
დარიჩინის ხე
დარფილფილი
დასავლური ტუია
დასტამბო
დაფნა, კეთილშობილი დაფნა
დაჯირა
დედაფუტკარა
დედოფლისთითა
დედოფლის ყვავილი
დევისპირა
დეზურა
დეკა
დვალურა
დიდბაია, ჭყანტა
დიდგულა
დიდი კამა
დიდი ხვართქლა, დედოფლის კაბა
დიდყვავილა მაგნოლია
დიდჯამა ფურისულა
დილხამი
დიყი
დრიადი, კაკბის ბალახი
დროზერა, ცვრიანა
დუგუმი
დურიო
დურღენი

ეგვიპტური კელაპტარა
ეგვიპტური ლოტოსი
ევგენოლის რეჰანი
ევკალიპტი
ევკომია, გუდაპერჩის ხე
ევროპული აბრეშუმა
ევროპული მაჟალო
ევროპული პანტა
ევროპული ყოჩივარდა
ეკლღიჭა
ეკალცოცხი
ეკლის ხე, ცრუაკაცია
ელიმუსი
ელუსამელა
ენდრო
ენდრონიკა
ენოთერა
ესპანური არტიშოკი
ესპანური ესპარცეტი, სულა
ესპარცეტი
ეფედრა, ცხენისმუხლა
ეშმაკის ქოში
ეწრის გვიმრა

ვაზი
ვაზისტანა
ვანილი
ვარდი
ვარდკაფანაფა
ვარდკაჭაჭა
ვარსკვლავა
ვაშლანა
ვაშლატამა
ვაშლი
ველის იორდასალამი, ლალა
ველის სოსანი
ველური კანაფი
ვენერას თმა
ვერბენა
ვერცხლა ცაცხვი
ვერხვი
ვეტივერია
ვირგინიული ხურმა
ვირისტერფა
ვნების ყვავილი, პასიფლორა

ზამბახი
ზაფრანა
ზეთისხილი, ზეთის ხე
ზიზილა
ზღვის ხახვი
ზღმარტლი

თაგვისარა
თაგვის ცერცველა
თაგვიყანა
თავკომბალა
თავსისხლა
თავყვითელა
თავშავა
თავცეცხლა
თათაბო
თათრული რევანდი
თალგამი
თალგამურა
თამარჰინდი
თაფლა-გოგრა
თევზის წამალი
თეთრეკალა
თეთრი არყი, ლიტვინოვის არყი
თეთრი დიყი
თეთრი დუმფარა
თეთრი ნარგიზი
თეთრი ნარი
თეთრი სამყურა
თეთრი ძიძო
თეთრყვავილა
თეთრყვავილა ლაშქარა, მხალშავა
თერო
თვის ბოლოკი
თუთა, თუთის ხე
თუთუბო
თხაწართალა
თხილი
თხმელა

იალღუნი
იაპონური აუკუბა
იაპონური ზღმარტლი, ლოქვა
იაპონური პირშუშხა
იაპონური სოფორა
იაპონური შროშანა
იაპონური ხურმა, აღმოსავლური ხურმა
იაჟუჟუნა, სამფერა ია
იასამანი
ილი
იმერული ირაგა
ინდური კანაფი
ინდური კვლიავი, აიოვანი, აჟგონი
ინდური ლოტოსი
ინდური ჟასმინი
იორდასალამი
იპეკო
ირმის-ენა
ისპანახი
იფანურა

კავკასიური მოცვი
კავკასიური სურო
კავკასიური ცაცხვი
კავრა
კაზანლიკური ვარდი
კაკაო, კაკაოს ხე, შოკოლადის ხე
კაკბის-საკენკელა
კაკლის ხე
კალია
კალანხოა
კამა
კამანია
კანადური სურო
კანადური ქაცვი
კანაფი
კაპარი
კარტოფილი
კატაბალახა, ვალერიანა
კატაბარდა
კატაპიტნა
კაქტუსი
კედლისპირა
კედლისპირა იუდეური
კევის ხე, საღსალაჯი
კელაპტარა
კენკეშა
კესანე, ცისანა
კეწერა
კვლიავი
კვრინჩხი
კიდობანა, ჩვეულებრივი ჭანჭყატა
კიტრანა
კიტრი
კიტრისუნა
კიჭკიჭა
კლდის დუმა
კლდის მოცხარი
კნაპა, კნაპი
კოთხუჯი, კოთხოჯი
კოკა, კოკაინის ხე
კოკომჟავა
კოლოქვინთი, კოლოცინთი
კომბოსტო
კომში
კონიო
კორდისკბილა
კორობელა
კოტრანა
კოფრჩხილა
კოწახური
კოჭა, ჯანჯაფილი
კრაზანა
კულმუხო
კუნელი
კურდღლის ბალახი
კურდღლისფრჩხილა
კურდღლისცოცხა
კუტი ბალახი

ლავანდი
ლამაზა
ლანცეტა მრავალძარღვა
ლარიქსი
ლაფანი, ლაფნის ხე
ლაქაში
ლაშქარა
ლახტარა
ლემა
ლენქორანული ხერკინა
ლენცოფა
ლეღვი
ლეშურა
ლიკოპოდიუმი
ლიმონი ჩვეულებრივი
ლიმონის ავშანი
ლიმონის კატაპიტნა
ლიმონის ურო
ლიმონურა
ლიპია
ლიჩი
ლობიო
ლომისკბილა
ლოტოსი
ლუმბანგი, სანთლის ხე
ლურჯი ზამბახი
ლურჯი მოცვი
ლურჯი ნარი, ლურჯეკალა
ლურჯი ძირწითელა, ჩვეულებრივი ძირწითელა
ლუფა

მაგნოლია
მათუთა
მაიორანი
მაისურა
მაკლურა, თუთავაშლა
მამულა
მანანა, ერიკა
მანგუსტანი
მანდარინი
მანდრაგორი
მანეული
მანიჰოტი, მანიოკი
მაჟალო
მარადმწვანე ძახველი
მარგალიტა
მარიამა
მარიამსაკმელა
მარიამსხალა
მარმუჭი
მარწყვა-ბალახი
მარწყვა-ბალახი ოთხფურცელა
მარწყვა-ბალახი წყლისა
მარწყვი
მატიტელა
მატრიკარია
მატრიკარია სამკურნალო
მაღალი მოცვი, კავკასიური მოცვი
მაღლისმთის მუხა
მაყვალი
მაჩიტა
მაწაქი, ლოგორო
მახრჩობელა
მაჯაღვერი
მაჰონია, ჭყორფოთოლა
მდგნალი
მდელოს მატვარანცა
მდოგვი
მედგარი, ბაბაწვერა
მელია
მესამედა
მექსიკური ავოკადო
მექსიკური ჩაი
მეჭეჭიანი ჭანჭყატა
მზესუმზირა
მზიურა
მთის ბარისპირა
მთის პიტნა
მთის სვინტრი
მთის ღანძილი
მთის ღოლო
მთის ჩადუნა
მინდვრის გვირილა
მინდვრის ზამბახი, ბადიანი ზამბახი
მინდვრის მდოგვი
მინდვრის ნემსა
მირტი
მიწავაშლა
მიწამაყვალა, ბალახმაყვალა
მიწის ბარდა
მიხაკი
მიხაკის ხე, მიხაკი
მკერვალა
მოპიტნაო
მოცვი
მოცხარი
მჟავე ლაიმი
მჟაველა
მჟაუნა
მრავალფოთლიანი ხანჭკოლა
მრავალძარღვა
მრგვალი თავნასკვა
მრგვალი წამალი
მსუქანა
მსხალი
მსხალიჭა
მსხვილი გოგრა, თეთრი გოგრა
მსვილფოთოლა ცაცხვი
მსხვილყვავილა ჟასმინი, დიდყვავილა ჟასმინი
მუზარადა
მუშკის მარწყვი
მუხა
მუხუდო
მწარა
მჭამელა
მხოხავი ჭანგა

ნამდვილი ზირა, ზირაკი
ნამდვილი თამბაქო, ჩვეულებრივი თამბაქო
ნამდვილი რევანდი
ნარდი
ნარი
ნარინჯი
ნარისჯაგა
ნარშავი
ნარცეცხლა
ნაღველა
ნაცარა მურყანი
ნაცარქათამა
ნეგო, უკვდავა
ნესვი
ნიახურა
ნიახური
ნიგვზისძირა
ნივრის-დედა
ნიორი
ნისკარტა აქტინიდია
ნიუკა
ნუში

ოდაღაჯი, გვაიაკის ხე
ოთახის უკადრისა
ოთხფურცელა მარწყავ-ბალახი
ოლეანდრე
ომბალო
ონტკოფა
ონტკოფა პერუსი
ონჭო
ოპუნცია, დედინაცლის ენა
ორკბილა
ოროვანდი
ორფერი
ორფოთოლა
ორყურა
ოსერო
ოსმანთუსი
ოსპი
ოფი
ოქროქუდა
ოქროჩალა
ოქროცოცხა
ოქროწვიმა
ოქროწკეპლა
ოშოშა, ოშოში
ოჩოპენტრე
ოხრახუში

პანტა
პარაგვაული ჩაი, მატე
პარნასურა
პასიფლორა
პატარძალა
პატისონი, ბრტყელი ყაბაყი
პაჩული
პეკანი
პერილა
პერუს ონტკოფა
პილპილი
პირშუშხა
პირწმინდა
პოეტური ნარგიზი
პომიდორი
პრასა
პუერარია, კუძუ

ჟაბო, შაბო, შაბუ
ჟასმინი
ჟასმინი სამკურნალო
ჟენ-შენი
ჟოლო
ჟუნჟრუკი

რევანდი
რევანდი თათრული
რევანდი ნამდვილი
რევანდი სამკურნალო
რეზედა
რეზედა ბაღისა
რეზედა ყანისა
რეჰანი
რეჰანი ევგენოლისა
რეჰანი ქაფურისა
როზმარინი
რუსული მაყვალი
რუსული ღიღილო
რუსული ჭლაკვი
რქათავა
რცხილა
რცხილა კავკასიური
რძიანა
რძიანა-მაჯღავერი

სავარცხელა
საზამთრო
სათოვლია
საკმლის ხე
საკპინაჭი
სალათა
სალბი სამკურნალო
სალიხა
სამატლე
სამკურნალო ადონისი
სამკურნალო ბარისპირა
სამკურნალო მატრიკარია
სამკურნალო ჟასმინი
სამკურნალო ძიძო
სამოთხის ვაშლი, სამურაბე ვაშლი
სამტატა
სამფერა ია
სამყურა
სამყურა ლიმონი
სამყურას აბრეშუმა
სანდალოზი თეთრი
სანდალოზი წითელი
სანთელა ტყისა
სანთელა ყანისა
სანთლის ხე
საპონა
საპონელა
სარეპტის მდოგვი
სასტვენა
სასტვირია
სასუქა
სატაცურა კომბოსტო
სატაცური ლამური
სატაცური ძაღლისა
სატილია
საღეჭი პილპილი, ბეტელი
საღსაღაჯი
საყვითლო
საჭარა
საჭმელი კანა, აჩირა
სელი
სელი გუგულისა
სელიჭა
სენეგა
სენეგალიური აკაცია
სერადელა
სექვოია მარადმწვანე
სვია
სვინტრი
სვინტრი მთისა
სოკომორო
სიმინდი
სიმინდი კაჟა
სიმინდი კბილა
სიმინდი კილიანი
სიმინდი რბილი
სიმინდი ტკბილი
სიმინდი ცვილა
სკიპალო
სოია
სოინჯი
სორგო
სორგო შაქრისა /> სორგო ჩვეულებრივი
სორგო ცოცხისა
სოსანი ველისა
სოსანი ყანისა
სოჭი ბერძნული
სოჭი ერთფეროვანი
სოჭი ესპანური
სოჭი თეთრქერქა
სოჭი იაპონური
სოჭი კავკასიური
სოჭი კამჩატკური
სოჭი კილიკიური
სოჭი ნორდმანისა
სოჭი ციმბირული
სპარსული ღვარძლი
სპარსული ყოჩივარდა
სპელტა, ნამდვილი ასლი
სპერგულა
სპერგულა სელისა
სტაფილო
სტერკულია
სუდანური ბალახი, სუდანურა, სუდანური შალაფა
სულა
სუმბული
სუმბული აღმოსავლური
სუმბული წყლისა
სურნელოვანი ზეთის ხე, ოსმანთუსი
სურო
სურო გველისა
სურო კავკასიური
სურო კანადური
სურო კოლხური
სურო ჩვეულებრივი
სურო ცვილისა
სურო წყლისა
სუსამბარი
სუფრის ჭარხალი ვარდისფერი
სუფრის ჭარხალი თეთრი
სუფრის ჭარხალი ყვითელი
სუფრის ჭარხალი წითელი
სუძა
სწორი შვრიელა

ტაბელა
ტაბლაყურა, ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ტარო
ტარხუნა
ტაუ-საღიზი
ტაქსოდიუმი
ტაცეტი
ტეგანი
ტენცო, წყლის პიტნა
ტეოსინტე
ტეოსინტე, ბელეკონი
ტექის ხე, ტექტონი
ტეფა
ტილჭირი, აკონიტუმი
ტიმოთელა, თომოტის ბალახი
ტირიფი
ტირიფი ბრტყელი
ტირიფი მტირალა
ტირიფი მყიფე
ტიტა
ტკაცუნა
ტკბილი ლაიმი
ტკბილი სიმინდი
ტლანქი ლიმონი, ჯამბირი
ტორფის ხავსი, თეთრი ხავსი
ტრაუტფერის ბოკვი
ტუბეროზა
ტუია
ტუია გიგანტური
ტუია დასავლური
ტუნგი იაპონური
ტუნგი მთისა
ტუნგი ფორდისა
ტუნგი ჩინური
ტუნისური ბალახი
ტურანგი
ტურნეფსი
ტუხტი
ტუხტი ბაღისა
ტუხტი სამკურნალო
ტუხტი ყანისა
ტუხტი ყითელი
ტუხტი ჩინური
ტყემალი
ტყვიაბალახა
ტყისბოლოკა
ტყის ვაზი
ტყის თივაქასრა
ტყის კამა
ტყის მარწყვი
ტყის მრავალძარღვა
ტყის მიხაკი
ტყის პიტნა
ტყის ჟუნჟრუკი
ტყის სამყურა
ტყის სანთელა
ტყის ღიღილო
ტყისურა
ტყის ფარსმანდუკი
ტყის ფურისულა
ტყის ქამა-სოკო
ტყის ქოთანა
ტყის ქონდარი
ტყის ჩიტისთვალა
ტყის ცერცველა
ტყის ცოცხი
ტყის წიწმატი
ტყის ჭორტანა, კომელინა, ცისფერთვალა
ტყიურა
ტყუბლა-სოკო

უგრეხელი
უზანი
უკადრისა
უკადრისა ოთახისა
უკვდავა
ულბო
ულეწელა
ულუმბო
უნაბი
უნგრული ცერცველა, პანოიის ცერცველა
უნშიუ მანდარინი
უპანი
უჟმურა
ურარტული ნუში
ურაშა
ურთხელი
ურიში
ურო
ურო ლიმონისა
ურცი
უსუპი
უსურვაზი, ტყის ვაზი
უსურვაზი ამერკული
უსრიული პანტა
უფერულა
უფხო ღვარძლი
უფხო შვრიელა
უცვეთელა
უცუნა
უძოვარა
უძრახელა
უჭურველი
უხრავი
უჯანგარი

ფამფარა
ფამფარა ბაღისა
ფამფარულა, კევის ბალახი
ფანტია სელი
ფანქრის ხე
ფანქრის ხე ამერკული
ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ფარსმანდუკი
ფარსმანდუკი ტყისა
ფაცელია
ფეიჰოა
ფერისცვალა
ფესვმაგარა
ფეტვი
ფეტვი ზანგური
ფეტვი ინდური
ფეხფოთოლა
ფიგი
ფითრი
ფიკუსი კაუჩუკისა,
ფიკუსი ოთახისა
ფირმიანა
ფისოვანა
ფიჭვი
ფიჭვი ბიჭვინთისა
ფიჭვი ვეიმუტისა
ფიჭვი ევროპული
ფიჭვი ელდარისა
ფიჭვი ზღვისპირა
ფიჭვი თეთრი
ფიჭვი იტალიური
ფიჭვი კავკასიური
ფიჭვი მანჯურული
ფიჭვი მტირალა
ფიჭვი ყირიმული
ფიჭვი შავი
ფიჭვი ციმბირული
ფიჭვი ჭაობისა
ფლორენციული ზამბახი
ფლოქსი
ფოთლოვანი კომბოსტო, საკვები კომბოსტო
ფოთლოვანი ჭარხალი
ფოთოთი
ფოთოლეკალა
ფოლიო
ფოლიო ცისა
ფოლორცის ბალახი ცის
ფორდის ტუნგი
ფორთოხალი
ფოხვერა
ფრანგული კოინდარი
ფრთათეთრა
ფრთათეთრა ბაღისა
ფრთაფოთოლა
ფრთისებრი ჯონჯოლი
ფრინტა
ფსტა, ბუსტული
ფუნთუშა
ფურისულა
ფურისულა დიდჯამა
ფურისულა წყლისა
ფუტკარა
ფუტკრის-დედა
ფუფალა
ფუჩფუჩა
ფუჭფუჭა
ფქვილიო
ფშატა-ტირიფი
ფშატი
ფშატი ველური
ფშატფოთოლა ბერყენა
ფშნის ეკალი
ფშნის ენდრო
ფშუკურა
ფხიჯა, ქვატეხია
ფხუწა

ქაბისჩალა
ქათმისკუჭა, გიორგელა
ქათმისქოჩორა
ქალამანა
ქალბანა
ქამა-სოკო
ქამა-სოკო ტყისა
ქამეროფსი
ქარაგოზი
ქარაძენძი
ქართლის ზამბახი
ქართული ესპარცეტი
ქართული ზამბახი
ქართული კოწახური
ქართული ლალემანცია
ქართული მუხა
ქართული ნემსიწვერა
ქართული ნუში
ქართული ქოთანა
ქართული ყოჩივარდა
ქარქვეტა
ქარცხვი
ქასრა
ქატმი, ფოხვერა
ქაფუნა
ქაფურის რეჰანი
ქაფურა
ქაფურის ხე
ქაფურის ხე ცრუ
ქაღაზბადამი
ქაღალდის არალია
ქაღალდის თუთა
ქაღალდის ხე იაპონური
ქაცვი
ქაცვი ამერიკული
ქაცვი კანადური
ქენდირი
ქენდირი ამუ-დარიისა
ქერი
ქერი ბრტყელი
ქერი ველური
ქერი კულტურული
ქერი მრავალმწკრივიანი
ქერი ორმწკრივიანი
ქერი შიშველი
ქერიფქლა
ქერშიშველი
ქვათესლა
ქვამუხა
ქვაპურა
ქვატეხია
ქვებლანდისა
ქვეყნის გული
ქვიშამხალი
ქვრიმა, მოჰარი
ქითრა
ქინაქინის ხე
ქინძარა
ქინძი
ქინძი ძაღლისა
ქისრიბა
ქიშმიშის აქტინიდიაა
ქლიავი
ქოთანა კლდისა
ქოთანა ტყისა
ქოთანა ქართული
ქონა
ქონდარა არყი
ქონდარა ბალამწარა
ქონდარა ბანანი
ქონდარა ზამბახი
ქონდარა ნუში
ქონდარა პალმა, ქამეროფსი
ქონდარა ფიჭვი
ქონდარა ღვია
ქონდარა ხორბალი
ქონდარი ბაღისა
ქონდარი ტყისა
ქონის ხე
ქორაფი
ქოქ-საზიღი
ქრიზანთემა
ქრისტესბეჭედა
ქრისტესთვალა
ქრისტესისხლა
ქუბაბა
ქუთქუთა
ქუნჯუტი
ქურქუმა
ქუჩი, ველის წივანა
ქუჩულა

ღამის დედოფალი
ღამის ია
ღანძილი
ღანძილი მთისა
ღვარძლი
ღვარძლი უფხო
ღვარძლი სპარსული
ღვედკეცი
ღვია
ღვია ვირჯინიული
ღვია კაზაკური
ღვია ქონდარა
ღვია შავი
ღვია წითელი
ღვიიის ფითრი
ღვინა
ღვინა ყვითელი
ღვინიო
ღიმი, ატოლი
ღიღილო
ღიღილო რუსული
ღიღილო წითელი
ღიჭა
ღობისძირა
ღოლო
ღოლო მთისა
ღოლომჟავა
ღოლო-მხალი
ღოლო ჩვეულებრივი
ღოლოშმაგა
ღომი
ღომი ველური
ღორის ბირკა
ღორის ქადა
ღორღორა
ღოღნოშო
ღრიანჭველა

ყაბაყი
ყაბაყი ბრტყელი
ყავა
ყავა არაბული
ყავა ლიბერიული
ყაზახა
ყაისუმი

შაბთარი
შაბი, შაბუ,
შავბალახა
შავდავითა
შავთარა
შავი არყი, რადეს არყი
შავი ასკილი
შავი გვიმრა
შავი დიკა
შავი თავთუხი
შავი კაკლის ხე
შავი კუნელი
შავი მდოგვი
შავი მოცხარი
შავი მურყანი
შავი მჭადი
შავი ნაძვი
შავი სანდალოზი
შავი საქსაული
შავი ღვია
შავი ცერცველა
შავი თავთუხი
შავჩოხა- სოკო
შავჩოხა
შავწამალა
შავჯაგა, ჯღარდალა
შალამანდილი
შალაფა
შალაფა სუდანური
შალგი
შამბალილა, ულბო
შაქარა ბანანი, ბრძენთა ბანანი
შაქრის ლერწამი
შაქრის ნეკერჩხალი
შაქრის პალმა
შაქრის სორგო
შაქრის ჭარხალი
შემოდგომის წინწკალა
შესანისნავი იუკა
შვედური სამყურა
შვია
შვიტა
შვიტურა
შვრია
შვრია შიშველი
შვრია ჩვეულებრივი
შვრიანა
შვრიანა მდელოსი
შვრიელა
შვრიელა ბანისა
შვრიელა სწორი
შვრიელა უფხო
შვრიელა ჭვავიფერი
შვრიელა ჭრელი
შვრიუკა, ველური შვრია
შივო-მიკანი
შინდანწლა
შინდი
შირბახტი, ქუჯუნტი, სიმსიმი
შიშველი ქერი, ქერშიშველი
შიშველი შვრია
შმაგა, კავკასიური ბელადონა
შოთხვი
შოკოლადის ხე
შორვალა
შოროქანი, შოროქნის ცოცხი
შრეში
შრიალა-ბალახი
შროშანა
შროშანი
შროშანი ზღვისა
შროშანი მთისა
შროშანი ყვითელი
შტოში
შუბანა
შუპყა
შქერი
შხამა
შხამა-სოკო
შხამიანი თუთუბო
შხაპრი

ჩაგირი
ჩადუნა
ჩაი მექსიკური
ჩაი პარაგვაული
ჩაიოტი
ჩაი
ჩაის ბუჩქი ასამური
ჩაის ბუჩქი ჩინური
ჩაის ვარდი
ჩალამბარა
ჩალამძივი
ჩალაყვავილი
ჩარანი
ჩაქვის ბალახი
ჩაღანდრი
ჩაწყობილა
ჩაწყობილა-ბაია
ჩელტა-ზანდური
ჩელტა-მახა
ჩვეულებრივი ავოკადო, გვატემალური ავოკადო
ჩვეულებრივი ბარდა
ჩვეულებრივი ესპარცეტი
ჩვეულებრივი ვაზი
ჩვეულებრივი თამბაქო
ჩვეულებრივი თივაქასრა
ჩვეულებრივი თხილი
ჩვეულებრივი იონჯა
ჩვეულებრივი იფანი
ჩვეულებრივი კაკლის ხე, კაკალი
ჩვეულებრივი კანაფი
ჩვეულებრივი კოწახური
ჩვეულებრივი ლიმონი
ჩვეულებრივი ლობიო
ჩვეულებრივი მანანა, კალუნა
ჩვეულებრივი მატიტელა
ჩვეულებრივი მაჯაღვერი
ჩვეულებრივი მოცხარი, წითელი მოცხარი
ჩვეულებრივი მურყანი
ჩვეულებრივი ნამიკრეფია
ჩვეულებრივი ნეკერჩხალი
ჩვეულებრივი ნუში
ჩვეულებრივი საზამთრო
ჩვეულებრივი სელი
ჩვეულებრივი სორგო
ჩვეულებრივი სურო
ჩვეულებრივი ღოლო
ჩვეულებრივი შვრია
ჩვეულებრივი ცერცველა
ჩვეულებრივი ცირცელი, ჭნავი
ჩვეულებრივი ძირწითელა
ჩვეულებრივი წაბლი
ჩვეულებრივი ჭანჭყატა
ჩვეულებრივი ჭვავი
ჩვეულებრივი ხორბალი
ჩვეულებრივი ხურმა
ჩვეულებრივი ჯიჯლაყა
ჩვეულებრივი ჯონჯოლი, ფრთისებრი ჯონჯოლი
ჩილური არაუკარია
ჩინგილი
ჩინური აბელია
ჩინური აუკუბა
ჩინური ბანანი, ქონდარა ბანანი
ჩინური დარიჩინის ხე
ჩინური ვაშლი
ჩინური ვაციწვერა
ჩინური თუთუბო
ჩინური ინდიგო
ჩინური ისპანახი
ჩინური კარტოფილი
ჩინური კომბოსტო
ჩინური ჟასმინი
ჩინური ტუნგი, ფორდის ტუნგი, ჩინური ტუნგის ხე
ჩინური ტუხტი
ჩინური წაბლი
ჩინური ხახვი
ჩიტავაშლა
ჩიტაკომშა, ჩიტაწკეპლა
ჩიტიბუდა
ჩიტის ბირკა
ჩიტისთავა
ჩიტისთვალა ტყისა
ჩიტისთვალა ყანისა
ჩიტის ია
ჩიტის იონჯა
ჩიტიფეტვა
ჩიტიფეხა, სერადელა
ჩიტიყველა
ჩიტიწვივა
ჩოღანო
ჩუა
ჩუფა

ცალმარცვალა
ცალმარცვალა ველური
ცაცხვი
ცაცხვი ვერცხლა
ცაცხვი კავკასიური
ცაცხვი მსხვილფოთოლა
ცაცხვი წვრილფოთოლა
ცახის ბალახი
ცახცახა
ცერეცო
ცერცვეკალა, ფიგი
ცერცველა ბანჯგვლიანი
ცერცველა ბეწვიანი
ცერცველა თაგვისა
ცერცველა ოსპისებრი
ცერცველა პანონიისა
ცერცველა ტყისა
ცერცველა უნგრული
ცერცველა ყანისა
ცერცველა შავი
ცერცველა ჩვეულებრივი
ცერცველა ცვალებადი
ცერცველა ცხენისა
ცერცვი
ცერცვი მტრედისა
ცერცვი ხავერდა
ცეცხლეკალა
ცვალებადი ცერცველა
ცვილა სიმინდი
ცვილიანა
ცვილის ხე
ცვილის სურო
ციკასი იაპონური
ცვრიანა
ციკუტა
ცილინდრული ლუფა
ციმბირული ლარიქსი
ციმბირული ნაძვი
ციმბირული სოჭი
ციმბირული ფიჭვი
ციმბირული ქენდირი
ციმციმა
ცინერარია ნაცარა
ცინერარია ჰიბრიდული
ცირცელი
ცისანა
ცის-ვაზი, გლიცინია
ცისთვალა
ცისკარა
ცისფერი იონჯა
ცისფერი ლოტოსი
ცის-ფოლიო
ციტრონო
ციურა
ციფომანდრა
ციცინო
ცოცხა-ბალახი
ცოცხანა, ცოცხობა
ცოცხი ტყისა
ცოცხი ყვითელი
ცოცხის სორგო
ცოცხმაგარა
ცოცხობა
ცრუაკაცია
ცრუქაფურის ხე
ცრუცუგა
ცრუცუგა დუგლასისა
ცრუცუგა იაპონური
ცუგა
ცუგა ამერიკული
ცუგა იაპონური
ცულისპირა
ცხენისკბილა
ცხენისკბილა სოკო
ცხენისკუდა
ცხენისმუხლა
ცხენის ცერცველა
ცხენისწაბლა
ცხენისწაბლა წვრილყვავილა
ცხვარა
ცხვირისატეხელა, ადონისი
ცხვირისატეხელა ყვითელი
ცხვრის კვლიავი
ცხვრის სამყურა
ცხვრის წივანა
ცხიმურა
ცხრაფერა
ცხრატყავა
ცხრატყავა თათრული
ცხრატყავა ქართული

 ძაბრა-სოკო
ძარა
ძაფოვანი იუკა
ძაღლის ბირკა
ძაღლის ენა
ძაღლის პიტნა, ჭინჭრისგერა
ძაღლის სატაცური, მიხელტა
ძაღლის ქინძი
ძაღლმაყვალა
ძაღლნიორა
ძაღლნიორა იმერული
ძაღლყურძენა
ძაძა
ძახველა, ძახველი
ძახველი მარადმწვანე
ძელქვა
ძერანა
ძეძვი
ძეწნა, მტირალა ტირიფი
ძეხვის ხე
ძიგვა, ქისრიბა
ძირთეთრა
ძირმწარა
ძირტკბილა
ძირტკბილა კლდისა
ძირყვითელა
ძირშავა
ძირშაქარა
ძირწითელა
ძირწითელა ლურჯი
ძირწითელა ჩვეულებრივი
ძიძას ბალახი
ძიძო
ძიძო თეთრი
ძიძო ყვითელი, ძიძო სამკურნალო
ძმერხლი
ძმრის ხე
ძურწა
ძურწა მწვანე
ძურწა ნამდვილი
ძურწა ყვითელი
ძუძუმაყვალა

წაბლი
წაბლი ამერიკული
წაბლი იაპონური
წაბლი ჩინური
წაბლი წყლისა
წაბლფოთოლა მუხა
წალიკა
წალიკა ბოსტნისა
წალიკა სელისა
წალიკა წითელი
წამალწვრილი
წართხალი
წახნაგოვანი ლუფა, ავღანური ლუფა
წბილა
წებოვანი იონჯა
წეკო
წეროსწვივა
წერწა
წვიტა
წვრილფოთოლა ცაცხვი
წვრილყვავილა ცხენისწაბლა
წიაპა
წიაღა
წიბა
წივანა
წივანა მდელოსი
წივანა ცხვრისა
წივანა წითელი
წივანა ჭრელი
წითელი გვირილა
წითელი დიკა
წითელი თავთუხი
წითელი კუნელი
წითელი ლიმონი
წითელი მოცვი
წითელი მოცხარი
წითელი მხალი, ფოთლოვანი ჭარხალი, მაგნოლდი
წითელი სამყურა
წითელი სანდალოზი
წითელი ღვია, ფანქრის ხე
წითელი ღიღილო
წითელი შხამ-სოკო
წითელი წალიკა
წითელი წივანა
წითელი ხე ამერიკული
წითელი ჯინჭარი, ნანკინის პერილა
წითელი ჯინჭრის ენა
წითელი ჯიჯლაყა
წითელწვერა
წითლიო
წინწკალა
წინწკალა შემოდგომისა
წიფელი, წიფელა
წიფელი ამერიკული
წიფელი აღმოსავლური
წიფელი ევროპული
წიფლისძირა
წიწაკა
წიწაკა ბულგარული
წიწაკის აბრეშუმა
წიწიბურა
წიწიბურა თათრული
წიწილკურა
წიწინაური
წიწმატა-სელი
წიწმატელა
წიწმატი
წიწმატი ბრაზილიური
წიწმატი ტყისა
წიწმატი წყლისა
წიწმატურა
წკიალა სოკო, ჯიმლა
წნორი
წურწუმა
წყავი
წყავმაზა
წყალიკრეფია
წყალნაწყენი
წყვილმარცვალა ველური
წყლის ბაია
წყლის ბამბა
წყლის ბრინჯი
წყლის დვალურა
წყლის ვაზი
წყლის ვარსკვლავა
წყლის ზამბახი
წყლის იელი
წყლის კაკალი, ჭუღუმბური
წყლის მანანა
წყლის მარწყა-ბალახი
წყლის მრავალძარღვა
წყლის პერი, ლემნა
წყლის სამყურა
წყლის სუმბული
წყლის სურო
წყლის ფურისულა
წყლის წაბლი
წყლის წიწმატი
წყლის ჭირი

ჭადარი
ჭადარი აღმოსავლური
ჭადარი დასავლური
ჭადარი ხუთთითა
ჭალაფშატა, ფშატი ველური
ჭალის ვერხვი
ჭალის მუხა
ჭანგა
ჭანგა ამერიკული
ჭანგა დატოტვილი
ჭანგა მხოხავი
ჭანდარი
ჭანური ზამბახი
ჭანური ნეკერჩხალი
ჭანჭყატა
ჭანჭყატა იაპონური
ჭანჭყატა მეჭეჭიანი
ჭანჭყატა ფართოფოთლიანი
ჭანჭყატა ჩვეულებრივი
ჭაობის კვიპაროზი, ტაქსოდიუმი
ჭაობის ფიჭვი
ჭარელა
ჭარხალი
ჭარხალი სუფრისა
ჭარხალი ფოთლოვანი
ჭარხალი შაქრისა
ჭარხლიფოჩა
ჭაღარა სამყურა
ჭახრაკაული
ჭერამი
ჭეჭველა
ჭეჭკეტა-სოკო
ჭვავი
ჭვავი ჩვეულებრივი
ჭვავისებრი შვრიელა
ჭიაფერა
ჭიკარტი
ჭილი
ჭინჭარა
ჭინჭარი
ჭინჭრისგერა
ჭინჭრის-დედა
ჭინჭრიფოთოლა
ჭიოტა
ჭიოტა სელისა
ჭკვალი
ჭლაკვი
ჭლაკვი რუსული
ჭოროხის მუხა
ჭორტანა
ჭორტანა ტყისა
ჭრელი წივანა, ლერწმქუჩი
ჭრელყვავილა იონჯა
ჭუღუმბური
ჭყანტა
ჭყიმა-მხალი
ჭყიმი
ჭყიპანტა
ჭყორი
ჭყორფოთოლა

ხავერდა, იმერული ზაფრანა
ხავერდა-ცერცვი
ხავსი
ხავსი თეთრეი
ხავსი ირმისა
ხავსი ტორფისა
ხაზაზა
ხანდური
ხანჭკოლა
ხანჭკოლა თეთრი
ხანჭკოლა ლურჯი
ხანჭკოლა მრავალფოთლიანი
ხანჭკოლა ყვითელი
ხანჯალა
ხართუთა
ხარისვარდა
ხარისთვალა
ხარისკუდა, შუბანა
ხარისფაშვა
ხარისშუბლა
ხარისჩლიქა
ხარისძირა
ხარნუყა
ხატოტი
ხაშხაში
ხახამა
ხახვთესლა
ხახვი
ხახვი ზღვისა
ხახვი კლდისა
ხახვი ჩინური
ხახვილო
ხახვისთავა
ხახვისფოჩა
ხახია
ხბოშუბლა
ხებალახა
ხებუერა
ხეგვიმრა
ხევარდი
ხევერცხლა
ხევსურის დიყი
ხეთამხალი
ხეკაქტუსი
ხეკოლა, კოლა
ხემაგარა, ფირმიანა, სტერკულია
ხემარწყვა
ხემახვია, ხემოა
ხემყრალი
ხეპილპილა
ხეპომიდორი, ციფომანდრა
ხერკინა
ხერკინა ლენქორანული
ხერხა
ხერხფოთოლა
ხეტიტა
ხეტუხტი
ხეშავი
ხეშროშანა
ხეჭრელი
ხეჭრელი ამერკული
ხეჭრელი იმერული
ხეჭრელი კლდისა
ხვალო, ჭალის ვერხვი
ხვალო თეთრი
ხვართქლა
ხვართქლა მლაშე
ხვარხვარა
ხვიარა ვარდი
ხვიტი
ხმალა, ხანჯალა
ხოვერა
ხოკერა-გოგრა
ხომანდული
ხომეჭი
ხორბალი
ხორბალი აბაშური
ხორბალი აბისინიური
ხორბალი ინგლისური
ხორბალი ინდური
ხორბალი მაგარი
ხორბალი მახა
ხორბალი მრგვალმარცვალა
ხორბალი პოლონური
ხორბალი რბილი
ხორბალი რბილი უფხო
ხორბალი რბილი ფხიანი
ხორბალი საგაზაფხულო
ხორბალი ქონდარა
ხორბალი ჩვეულებრივი
ხოროსანი
ხორციფერა
ხრაშუნა
ხრიალა
ხუთთითა ჭადარი
ხუთყურა
ხურმა
ხურმა აღმოსავლური
ხურმა ვირგინიული
ხურმა იაპონურიხურმა ჩვეულებრივი
ხურტკმელი
ხურხუმა
ხუჭუჭა, ბეკმანია

ჰარტვისის მუხა
ჰევეა ბრაზილიური
ჰელიოტროპი
ჰელიოტროპი ბაღისა
ჰიბრიდული ცინერარია
ჰიკორი
ჰიმალაური კედარი
ჰიმალაური კვიპაროსი
ჰიმალაური ნაძვი
ჰორიზონტალური კვიპაროსი
ჰორტენზია
ჰოსტა