logo-herba

antiD-header

სამკურნალო მცენარეები

მცენარეები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნენ სამედიცინო და ვეტერინარულ პრაქტიკაში სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით. მცენარეების სამკურნალო თვისებები განპირობებულია მათში ალკალოიდების, ფლავონოიდების, გლიკოზიდების, ვიტამინების, მთრიმლავი ნივთიერებების არსებობით, რომლებიც ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმზე ახდენენ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ანდა გააჩნიათ ბიოლოგიური აქტიურობა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევთა მიმართ. განსაკუთრებულ ჯგუფშია გამოყოფილი ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მცენარეები. სინთეზური საშუალებებისაგან გამოირჩევიან ნაკლები ტოქსიკურობით.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

სამკურნალო მცენარეები

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი-ნ

ნამდვილი ზირა, ზირაკი

Cuminum cyminum

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა; სამშობლო– აღმ. ხმელთაშუაზღვისპირეთი, ამურდარიისა და სირდარიის შორისი. ხარობს ეგვიპტეში, მაროკოში, სირიაში, მალტაზე, ჩინეთში, ეთიოპიაში, სამხრეთ ევროპაში. დროდადრო ველურდება. უკვე VIII-IX საუკუნეებში მის მწიფე ნაყოფს აგროვებდნენ სამკურნალოდ. თავებს აჭრიდნენ, ახმობდნენ, ალღობდნენ და მარცვალს ფქვავდნენ. აქვს არომატული სუნი და გემო. ნაყოფი შეიცავს ეთერულ ზეთს, რომლის შედგენილობაში შედის კუმინალდეგიდი, პინენი, დეპინენი, ციმოლი, ფელარდენი, მთრიმლავი ნივთიერება და ცხიმი. მედიცინაში გამოიყენება ბუშტოვანი წყლულების სამკურნალოდ: ხელს უწყობს კუჭის სეკრეციას და აძლიერებს ლაქტაციას. კარგ შედეგებს იძლევა საკვების გადამუშავების მოშლის, წყლულების და გაზების დაგროვების შემთხვევაში. გამოიყენება ნაყენის სახით ან ნაკრების შემადგენლობაში.


ნამდვილი თამბაქო, ჩვეულებრივი თამბაქო

Nicotiana

ქართ. თამაქო; ქართლ., კახ. თამბაქო; დასავლ., მოხევ., ჯავახ. თუთუნი; ინგ. თამბაქუჲ; საბა გლარჯა; ჭან., მეგრ. თუთუმი; სვან. თუთვინ, თუთუნ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთ- და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. ნაყოფი კოლოფია. ამერიკასადა ავსტრალიაში გავრცელებულია 60-ზე მეტი სახეობა. კულტივირებულია 2 სახეობა: კულტურული ანუ მოსაწევი თამბაქო (Nicotiana tabacum) და წეკო (Nicotiana rustica). დეკორატიულ მებაღობაში თამბაქოს ისეთ სახეობებს იყენებენ, რომლებსაც დიდი ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები აქვს. მოსაწევი თამბაქო მრავალწლოვანი მცენარეა, მაგრამ მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი. აქვს სწორი, მომრგვალო, 2,5 მ-მდე სიმაღლის ღერო, რომელიც ზემოთ დატოტვილია. ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, მჯდომარეა ან ყუნწიანი, კიდემთლიანი. ფირფიტა ოვალური, მომრგვალო ან ელიფსურია, ფერად მწვანე (იშვიათად ყვითელი ან მომწვანო-მოყვითალო). ყვავილები ხუთწევრიანი ვარდისფერი, წითელი ან თეთრია, შეკრებილია ციმოზური ტიპის ყვავილედად მთავარ ღეროსა და გვერდითი ტოტების კენწეროებზე. ნაყოფში დიდი რაოდენობითაა წვრილი, მუქი ყავისფერი თესლი. იგი სითბოსმოყვარული (თესლის გაღვივებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 27-28°C, ღეროსა და ფოთლების ზრდა-განვითარებისათვის 24-28°C) და ტენის მომთხოვნი (განსაკუთრებით სრული შეფოთვლის პერიოდში) მცენარეა, საკვებ ნივთიერებებსაც დიდი რაოდენობით ითვისებს. კარგად ხარობს მსუბუქ და საშუალო შავმიწებზე, რუხსა და წაბლა ნიადაგებზე. ფოთლის ნაწარმის ხარისხი დამოკიდებულია ცილებისა და ნახშირწყლების შეფარდებაზე, ნიკოტინისა და ეთეროვანი ზეთების შემცველობაზე. თესლი შეიცავს 30-35% ცხიმოვან ზეთს, რომელსაც იყენებენ ტექნიკური მიზნებისათვის (საცხები მასალისათვის).

თამბაქოს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკა. ევროპაში (ესპანეთი, პორტუგალია, შემდეგ საფრანგეთი, გერმანია, იტალია) ამერიკიდან შემოიტანეს XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის I ნახევარში. პირველად მოაშენეს დეკორატიულ და სამკურნალო მცენარედ. საქართველოში თამბაქო XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე თამბაქოს კულტურა კი ჩვენში XIX საუკუნის I ნახევარში გავრცელდა. პირველად იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ - აჭარაში და ბოლოს - აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში .


ნამდვილი რევანდი

Rheum palmatum

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე. რევანდის სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. იგი გავრცელებულია ჩრდილოეთ მონღოლეთში, ჩინეთში, ალტაისა და ციმბირის მხარეში. მისი გავრცელების ეკოლოგიური არეალია ზღვის დონიდან 3000 მ. ღეროს სიმაღლე 2-2,5 მ-ია. ფესვები ხორცოვანია. ღერო სქელია და დაუტოტავი. ღეროს ფართო კვერცხისებური ფორმის ქვედა ფოთლები დიდი ზომისაა და შეკრებილია ფესვთანურ როზეტად. ფოთლის ყუნწი გრძელია და მოწითალო. ფოთოლი წამახვილებულია და არათანაბრადაა ჩაჭრილი. ღეროზე ფოთლები უფრო ნაკლებადაა, ამასთან უფრო მცირე ზომისაა და ყუნწიც მოკლეა. ყვავილები წვრილია, ვარდისფერ-თეთრი ან მუქი-წითელი. შეკრებილია წვეროებზე საგველა ყვავილებად. ნაყოფი კაკლუჭაა. ყვავილობს ივლისში.

ფესვები შეიცავს ანტრაცენის წარმოებულებს, ასევე მცირე რაოდენობით ანტრაქინონებს. ამის გარდა იგი შეიცავს ტანინებს, მინერალურ ნივთიერებებს, სახამებელს, პექტინებს, C ვიტამინს.

რევანდის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მისი ქიმიური შემადგენლობით. ანტრაცენის წარმოებულებს გააჩნიათ საფაღარათო ეფექტი, ხოლო მთრიმლავ ნივთიერებებს, პირიქით, შემკვრელი მოქმედება ეს ორივე აქტიური ნივთიერება შედის რევანდის ფესვების შემადგენლობაში და დოზის შერჩევის მიხედვით შესაძლებელია სასურველი ეფექტის მიღება.

რევანდს ახასიათებს ნაღვლმდენი თვისებებიც. იგი შედის ნაღვლმდენი და საფაღარათო ჩაიებისა და ნაკრებების შემადგენლობაში.

უკუნაჩვენებია რევანდის ფესვების გამოყენება ჰემოროის დროს, ასევე ნიკრისის ქარისა და თირკმელკენჭოვანი დაავადებებისას.


ნარდი

Nardostachys jatamansi, Himalaya Tagara

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონინარდი ანუ ინდური ვალერიანა მუდრებად მზარდი მცენარეა. იგი ძალიან წააგავს მის მოსახელე სამკურნალო მცენარეს და იმავე მიზნისათვის იყენებენ. მის ძირებს სასიამოვნო სუნი აქვს. მისგაან ირებენ არომატულ ზეთს, რომელიც შეიცავს ვალერიანმჟავას. ინდოეთში გამშრალი ნარდისაგან ამზადებენ სუნამოებს. მედიცინაში მას იყენებენ იპოხონდრიის, ისტერიის, ნერვული აშლილობის, სტრესის, ემოციური დაძაბულობის, უძილობის. სხვა კომპონენეტებტან ერთად შედის საშარდე გზების სამკურნალო პრეპარატების შემადგენლობაში.




ნარი

Eryngium

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონილურჯი ნარი, ლურჯეკალა. მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორ- ან ერთწლოვანი ბალახია. 230-მდე სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში (უპირატესად მექსიკასა და სამხრეთ ამერიკაში). საქართველოში 5 სახეობაა. ზოგიერთი სახეობა სარეველაა. Eryngium planum შეიცავს საპონინებს და ეთეროვან ზეთებს, იხმარება ამოსახველებელ საშუალებად.


ნარინჯი

Citrus aurantium

ჭან. არანძი; არარანცი; მეგრ. ჭვახე ფორთოხალი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი მარადმწვანე ხე მიწისზედა ფესვთა სისტემით. იზრდება 6-12 მ სიმაღლის. მისი სამშობლოა ინდოეთი. ფართოდაა გავრცელებული ხმელთაშუაზღვისპირეთსა და სხვა ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონში. ხეს აქვს ძალიან გაშლილი ტოტთა სისტემა. ფოთლების უბეებში მოთავსებულია პატარა ყვავილედები. მისი ნაყოფი ძალიან ჰგავს ფორთოხლის ნაყოფს და ამიტომაც ეძახიან მას მწარე ფორთოხალს. იგი წააგავს აგრეთვე სხვა ციტრუსოვნებსაც.

მცენარე შეიცავს ეთერულ ზეთს, სიმწარეებს, გესპერიდინს, მთრიმლავ ნივთიერეებს. სწორედ ეს შემადგენლობა განაპირობებს მის სამკურნალო თვისებებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმგზნები არომატი, რის გამოც იგი შედის სხვადასხვა ნაყენის შედგენილობაში. ძირითადად ნაყენები საერთო გამაჯანსარებელი თვისებების მატარებელია, აძლიერბს კუჭის წვენის გამოყოფას.


ნარისჯაგა

Carina vulgaris L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიორწლიანი ბალახოვანი მცენარე განტოტვილი ფესვებით, 20–70 სმ–მდე სიმაღლის ღეროთი. პირველ წელს იკეთებს ლანცეტური ფოთლების გვირგვინს. ღერო ვითარდება მეორე წელს. ნაყოფი თესლებია. ყვავილობს ივლის–სექტემბერში. გავრცელებულია ევროპასა და კავკასიაში. სამკურნალო თვისებებით საყურადღებოა ნაყოფი, რომლის შემაგდენლობაში შედის ფისური ფრაქციები. მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი ყვავილედიდან დამზადებული ექსტრატი. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეპარატი განსაკუთრებით მცირე დოზებით მიიღება, რადგან დოზების გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლა. მცენარე არ გამოირჩევა განსაკუთრებული ტოქსიკურობით და არა აქვს გვერდითი ქმედებები. მას იყენებენ თავის ტვინის სამკურნალოდ, ხალხურ მედიცინაში კი ბავშვების დასამშვიდებლად.


ნარშავი

Carduus

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიეკლიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ცნობილია 120-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში 9-მდე სახეობაა. უმრავლესობა იზრდება მთის შუა სარტყლამდე; თითო-ოროლა ალპურსაც აღწევს; 3 სახეობა კავკასიის ენდემია. ნარშავის თითქმის ყველა სახეობა თაფლოვანია. კარგი საშუალებაა ღვიძლის დაავადებების დროს. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს სრული, პიკნიური ტიპის ადამიანებისათვის. იხმარება შეკრულობის, პირში მომწარო გემოს, გადიდებული ღვიძლის სამკურნალოდ. კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, განსაკუთრებით ვენურ სისტემაზე, სიყვითლეზე ყრუ თავის ტკივილით; შაკიკის დროს ქალებში, რომელთაც აქვთ უხვი მენსტრუალური გამონადენი და ღვიძლით ავადმყოფებში.


ნარცეცხლა

Centaurea iberica Trev.

ფშ. მაკრატელა-ნარი; მეგრ. ხოჯიში თოლი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლოვანი მცენარეა. წარმოშობით სამხრეთ ევროპიდან. სარეველაა, ხარობს ძირითადად ნათესებში. მისი ფოთლები გამოიყენება საკმაზად; არის დეკორატიული. მედიცინაში გამოიყენება ლურჯი ნარცეცხლა, რომელიც იხმარება როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლების დაავადების დროს.




ნაღველა

Gentiana

კახ., მესხ. ასისთავა; ჯავახ. მაიასილის ბალახი; თუშ. მწარია, ბაბლუარა, მამის ყვავილი; ერწო შხამა; ლეჩხ. გვრიტა; გურ. ქარშოტა; აჭ. ასისთავა, ბერძნული ენდრო, შხამა; სვან. არსთავ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარეთა გვარი ნაღველასებრთა ოჯახისა. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახია. მისი ლურჯი, ცისფერი ან ყვითელი, მილისებრი ან ზარისებრი ყვავილები მარტოულია ან შეკრებილია ნახევრად ქოლგა ყვავილედად, ნაყოფი კოლოფია. აერთიანებს 400-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. ტყის, სუბალპური და ალპური მცენარეებია. საქართველოში იზრდება 20-მდე სახეობა. საქართველოს ენდემია უცნაური ნაღველა (Gentiana paradoxa), რომელიც აფხაზეთში გვხვდება. იშვიათი დეკორატიული სახეობებიდან აღსანიშნავია ლაგოდეხის ნაღველა (Gentiana lagodechiana). სამკურნალოდ გამოიყენება ყვითელი ნაღველა, რომელიც მადის აღმძვრელი საშუალებაა, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, კურნავს კუჭის სიმჟავეს, შებერილობას, წყლულებს, გასტრიტს; არის ჭიის დამდენი და ნაღველმდენი საშუალება.


ნაცარა მურყანი

Alnus incana (L.) moench.

თხმელა

მიეკუთვნება არყისებრთა ოჯახს. ჩვენში მხოლოდ ხეა, მაგრამ არსებობს ბუჩქის ფორმითაც. ერთსახლიანია, ფოთოლმცენი. ცოცხლობს 60 წლამდე.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონინაცარა მურყანი (Alnus incana) 20 მეტრამდე სიმაღლის ხეა. ქერქი გლუვია. ფოთლები ქვედა მხრიდან ხავერდისებრია, რუხი ფერის. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკაში - ალჟირში. არსებობს 30-მდე სახეობა. ნაცარა მურყანი (Alnus incana) საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. იზრდება მთის ხეობების გაყოლებით ზღვის დონიდან 1900 მ-ზე.

მურყანი მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. იზრდება სწრაფად.

მურყანი ნიადაგისადმი მომთხოვნი არაა. ჭაობიან, ალუვიურ, ეწერ ნიადაგზე ქმნის ტყეს - მურყნარს. სინათლის, ტენისა და, ნაწილობრივ, სითბოს მოყვარულია.

ნაცარა მურყანი ყინვაგამძლე და სინათლის მოყვარულია. ნიადაგის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს. სამკურნალოდ გამოიყენება გირჩები, რომლებასც აგროვებენ შემოდგომით. გირჩებს მზეზე აშრობენ. გირჩებში ბევრი მთრიმლავი ნივთიერებაა, მათ შორის ტანინი და მჟავები. ფოთლები შეიცავს გიპეროზიდს, კვარცეტრინს, მჟავებს, ქერქი – მთრიმლავ ნივთიერებებს. გირჩების ნაყენი და ქერქის ნახარში ავლენენ შემკვრელ, სისხლაღმდგენ, მადეზიფენქცირებელ თვისებებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი გამოყენენა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მკურნალობისათვის. ხშირად გირჩებს იყენებენ სხვადასხვა პრეპარატის დასამზადებლად ან სხვადასხვა ბალახთან ერთად ნაყენებში.


ნაცარქათამა

Chenopodium

ქართლ., კახ. მხალი; თუშ. თათაბო; მოხევ. თათამაჲ, ერბოვანა; მესხ. ნაცარბნევია, ნაცარბნია; ჯავახ. ქათმათო; იმერ. ქათამნაცარა, ქათანაცარა; ლეჩხ. მოჭარხლუე; გურ. ქორაფა, ნაცარა; მეგრ. ჩე ჯუმენე, ქოროფე, ქეროფე; სვან. მესგელა, მესგვლა, მუსკვილა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარეთა გვარი ნაცარქათამასებრთა ოჯახისა. ერთი ან მრავალწლოვანი ბალახებია, იშვიათად - ბუჩქები. მორიგეობით განლაგებული ფოთლები ხშირად ფქვილისებრი ნაფიფქით არის მოფენილი. ნაცარქათამა იზრდება ნათესებში, ბაღებსა და ბოსტნებში, როგორც სარეველა, აგრეთვე მდინარეთა ნაპირებზე, გვხვდება დანაგვიანებულ ადგილებზეც. ცნობილია ნაცარქათამას 250 სახეობა. ისინი გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში გვხვდება 12 სახეობა. მათგან ფართოდ გავრცელებულია Chenopodium album, Chenopodium botrys. ნაცარქათამას ზოგიერთი სახეობა (Chenopodium polyspermum, Chenopodium rubrum, Chenopodium foliosum) გამოიყენება საჭმელად, როგორც ბოსტნეული ან მხალეული; ზოგი (Chenopodium album) საქონლის საკვებია; ზოგსაც (თეთრი ნაცარქათამა Chenopodium album, Chenopodium yulvaris, Chenopodium hybridum; Chenopodium ambrosioides) ხალხურ მედიცინაში იყენებენ ოფლმდენ საშუალებად, ანგინის, რევმატიზმისა და წითელი ქარის სამკურნალოდ, აგრეთვე კრუნჩხვისა და ასთმის დროს. Chenopodium botrys ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებაა.


ნეგო, უკვდავა

Helichrysum

მესხ. ლაწუნა, მთის ნეგო, სვარნა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონინეგო განეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს. მან სახელწოდება მიიღო ბერძნული სიტყვებისაგან helios – "მზე" და chrysos – "ოქრო", რაც ახასიათებს გვირგვინის ოქროსფერ-მოყვითალო შეფერილობას. ნეგო მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა და მოთეთრო ხეშეში ბუსუსებითაა დაფარული. სიმაღლით 15-30 სმ აღწევს, ფესვთანურას ფოთლები მოგრძოა და უკუკვერცხისებრი, ღეროს ფოთლები კი – ლანცეტისებრი. ბუსუსები, რომლებითაც მცენარე თითქოს ნაბადშია გახვეული, იცავენ მას დაღუპვისაგან წყლის ნაკლებობის დროს. ისინი ამცირებენ მცენარის ზედაპირიდან აორთქლებული წყლის რაოდენობას და საშუალებას აძლევენ მას ეკონომიურად გამოიყენოს ტენი. ყვავილის კალათა ყვითელია, რომელიც ქმნის კენწრულ ფარისებრ ყვავილედს. კალათა ბურთისებრია, დიამეტრით 4-6 მმ. კალათას გარედან ფოთოლაკების საფარი აქვს შემოხვეული. ფოთოლაკები ბლაგვია, სიფრიფანა, ლიმონისებრ-მოყვითალო ფერის, ხმელი. კალათის ყველა ყვავილი მილისებრია, ყვითელი ან ნარინჯისფერი, ქოჩრით, ყვავილსაჯდომი შიშველი. ყვავილობს ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე.
ნეგო გავრცელებულია ქვიშიან ადგილებში, სტეპებში, ტყე-სტეპებში, ტყეებში, იშვიათად გამეჩხერებულ ფიჭვნარში.

ნეგოს ყვავილში ნაპოვნია ფლავონები და ფლავონური გლიკოზიდები, სტერინი, ეთერზეთის კვალი, კაროტინი, ვიტამინი.

ნედლეულის შენახვის ვადა სამი წელია.

ნეგოს პრეპარატები გამოიყენება ძირითადად ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს. მათი გავლენით ძლიერდება ნაღვლის გამოყოფა, იცვლება ნაღვლის შემადგენლობა, მცირდება სისხლში ბილირუბინისა და ქოლესტერინის რაოდენობა, ამასთან იზრდება კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეცია.

ქოლეცისტიტისა და ჰეპატიტების დროს გამოიყენება ნახარში.


ნესვი

Melo sativus Sageret

ინგ. ნეს; ჭან. კავონი; მეგრ., სვან. შინკა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის Cucumis-ის გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. აქვს მომრგვალო-დაკურთხული ღერო, გრძელყუნწიანი და მსხვილი ფოთოლი, ცალსქესიანი, ზოგჯერ ორსქესიანი ყვავილი. ნაყოფი მრავალთესლიანი გოგრულაა, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს. ნესვის სამშობლოდ ითვლება შუა და მცირე აზია. ცნობილი სახეობებია გველისმაგვარი, დეკორატიული (აღმოსავლეთ საქართველოში დასტამბო) და ჩინური. კულტურაში გავრცელებულია უფრო ჩვეულებრივი ანუ სუფსის ნესვი (Cucumis melo). მოჰყავთ უმეტესად შუა აზიაში, ვოლგისპირეთში, მოლდავეთში, უკრაინასა და ამიერკავკასიაში. სითბოს მოყვარული მცენარეა, უძლებს გვალვას. კარგად ხარობს 25-30°C ტემპერატურაზე. ნაყოფი ძვირფასი საკვები და დიეტური პროდუქტია. დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს (16-18%-ზე მეტს), C ვიტამინს, კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებას და მინერალურ მარილებს. იყენებენ ნედლად, აგრეთვე შემჭკნარსა და გამხმარს. მისგან ამზადებენ ხილფაფას, მურაბას, ცუკატს, მარმელადსა და სხვას. სამკურნალოდ იყენებენ ნესვის გულს, თეთრს, ნარინჯისფერს ან მწვანეს, რომელიც შეიცავს ბევრ არომატულ ნივთიერებას. ნაყოფი ჰკლავს წყურვილს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მას აძლევდნენ მელანქოლიით დაავადებულებს. იღებენ რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, შებერილობისა და ჰემოროის დროს. ნაყენს კოსმეტიკურ საშუალებადაც იყენებენ, რადგანაც მას ამოჰყავს კანიდან ლაქები. წყალთან ნაყენს იყენებენ თირკმლების დაავადებისას, როგორც შარდმდენ საშუალებას.


ნიახურა

Ranunculus repens L.

კახ., გურ. წყლის ნიახურა, ნიახურა-ბალახი; ქვ. რაჭ. წყლის ლობიო; აჭ. ჭანჭახურაჲ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონინიახურა ველის მრავალწლოვანი ბალახია. მაღალია, 30-80 სმ. ფესვებთან ფოთლები ვიწროა, ზემოთ უფრო ფართოა. ფოთლები, ჩვეულებრივ, მრავალრიცხოვანია, 2-3 სმ დიამეტრის, ლანცეტური. იზრდება მშრალ ნიადგებზე, გზისპირებზე.

სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი, რომელსაც აგროვებენ ზაფხულში. ბალახი შეიცავს ალკალოიდებს, კუმარინებს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ხინიონს, საპონინებს, ლაქტონებს. დიდი შხამიანობის გამო მას ძირითადად გარეგანად და კომპრესებად იყენებენ თავისა და ნევრალგიური ტკივილებისას, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, ჭრილობებისა და ფურუნკულების სამკურნალოდ. მისი ნაყენით ბანენ ქავილის შედეგად დაზიანებულ ადგილებს, დანაყული ფოთლებით აშუშებენ ჩირქოვან ადგილებს. განსაკუთრებით ხშირად იყენებს მცენარეს ტიბეტური მედიცინა.


ნიახური

Apium

მეგრ. სონა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთ-, ორ- და მრავალწლოვან მცენარის გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. თითქმის ყველგანაა გავრცელებული. ცნობილი 20-მდე სახეობა. მოჰყავთ კულტურული ნიახური Apium graveolens, რომელიც ორწლოვანი (იშვიათად ერთწლოვანი) სანელებელი ბოსტნეულია. ცნობილია ნიახურის 3 სახესხვაობა: ძირხვენიანი, ყუნწიანი და ფოთლიანი. ეს უკანასკნელი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. ნიახური შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ეთერზეთებს. ნედლ და გამხმარ ნიახურს იყენებენ კულინარიაში და საკონსერვო მრეწველობაში. თესენ გვიან შემოდგომით, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე.

Apium Graveolens შეიცავს არაერთ მინერალურ ნივთიერებას– კალიუმს, რკინას, ფოსფორს, მაგნიუმს, ვიტამინებს. ჩინურ მედიცინაში მას იყენებენ მაღალი წნევის დასარეგულირებლად. ნიახური არეგულირებს არტერიული წნევას. ამაღლებს იმუნიტეტს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნედლი მცენარე. ის სასარგებლოა კუჭის ტკივილის, სიმსუქნის, რევმატიზმის, შარდის ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ. წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისაგან.


ნიგვზისძირა

Geum urbanum L.

იმერ., გურ. ქვეშნიგვზისა; აჭ. მარიამხელა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონინიგვზისძირა 80 სმ–მდე სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახია. აქვს მსხვილი, მცოცავი, სურნელოვანი ფესვი. ღერო ძლიერი, სწორი, ზემო ნაწილში განტოტვილი და ბუსუსებით დაფარული. ფოთლები სამნაწილიანია. ყვავილები ღია ყვითელი, ერთეულები, მსხვილი, 5 ფოთლით. ნაყოფი თითოთესლიანი კაკლების ერთობაა. ყვავილობს მაისში, მწიფდება ადრე შემოდგომაზე. სამკურნალო ნედლეულად ამზადებენ ძირს, იშვიათად ბალახსაც. ნიგვზისძირა შეიცავს ფლავონურ გლიკოზიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერულ ზეთს, ფისებს, მჟავეებს და კაროტინს. ნიგვზისძირა ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ამომხველებელი, შემკვრელი, დამამშვიდებელი, სისხლაღმდგენი თვისებებით. ნიგვზისძირას იყენებენ ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების, სასუნთქი გზების ანთების, კუჭ–ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების, ხველის, მომატებული მჟავიანობის, რაქიტის შემთხვევებში. გარეგანად ხმარობენ სავლებად და მოსაბანად სისხლიანი წყლულების, კანის ანთებითი დაავადებების დროს.


ნივრის-დედა

Alliaria officinalis

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიორწლიანია. იზრდება 100 სმ–მდე. აქვს სწორი ღერო, რომელიც ქვედა ნაწილში ბეწვიანია. ზედა ფოთლები ოვალურია, დაკბილული. ფუნჯები უფოთლოა. ყვავილი თეთრია. ყვავილობს აპრილიდან აგვისტომდე. ბინადრობს შერეულ ტყეებში. სამკურნალოდ აგროვებენ ფოთლებსა და თესლებს. ფოთლები შეიცავს ეთერულ ზეთს, რაც მცენარეს ნივრის სუნს აძლევს, კაროტინს; ფესვებში არის საპონინები, ვიტამინი С და სხვა. მის ნაყენს იყენებენ ჭიის დამდენად, კუჭაშლილობისას, ჩირქოვანი და ძნელადშესახორცებელი ჭრილობების მოსაბანად.


ნიორი

Allium sativum

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლოვანი ბოლქვიანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. ველურად გვხვდება შუა აზიის მთებში, სამხრეთ ყაზახეთში, კავკასიაში. აქვს მუქი მწვანე, ვიწრო და ლანცეტისებრი ფოთოლი. ბოლქვი 2-50-მდე კბილისაგან შედგება. კბილი დაფარულია თხელი აპკით, ხოლო მთლიანად ბოლქვი — 2-8 მბზინავი აპკით ან ქერქლით. ნიორის ზოგი ჯიში ივითარებს 60-150 სმ სიმაღლის საყვავილე ყლორტს, ყვავილში 60-450-მდე პატარა საჰაერო ბოლქვაკია. ნიორი თესლს არ იძლევა, მრავლდება კბილით და ბოლქვაკით. ბოლქვსა და მწვანე მასას იყენებენ საჭმელად, კულინარიასა და საკონსერვო მრეწველობაში. ნიორის კბილი შეიცავს მშრალ ნივთიერებას, ნედლ ცილას, C ვიტამინს, რედუცირებულ შაქარს, პოლისაქარიდებს და სხვა. ნიორს სპეციფიკურ გემოსა და სუნს აძლევს ეთერზეთი, რომელიც ფიტოციდს შეიცავს (ამიტომ მას იყენებენ ფარმაკოლოგიაში). საქართველოში ნივრის ჯიშია გორული და იმერული.


ნისკარტა აქტინიდია

Actinidia polygama

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთსახლიანი ფოთოლმცვენი ლიანა 5-8 მ სიმაღლისა. აქვს დიდი ფოთლები, თეთრი ან ყვითელი, ძლიერი არომატით. ყვავილობის დროს ფოთლები თეთრდება და უჩნდება ლაქები. ნაყოფი მრავალთესლიანი კენკრაა. იზრდება შორეული აღმოსავლეთის სამხრეთ ნაწილში. ნაყოფი შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავეებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინურ და მღებავ ნივთიერებებს, ვიტამინებს.

არის ანთების საწინააღმდეგო, სისხლაღმდგენი და ჭიის დამდენი საშუალება. ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც სურავადის საწინააღმდეგო საშუალება. ნაყოფს ხმარობენ ტუბერკულოზის, კბილების კარიასის, სისხლდენების დროს.


ნიუკა

Arum orientale Arum

კახ. ნიუკი; ფშ., ხევს. დათვისტერფა; რაჭ., ლეჩხ. იმერ. ქალაკოდა; გურ. ღვინა-ღვინა; აჭ. გულგულაჲ; მეგრ. კურდღელიში ყუჯი, ღვინდ-ღუმუში ჯინჯი, ღვინი დო ღუმუ; სვან. ლაკოდა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვან მცენარეთა გვარი ნიუკასებრთა ოჯახისა. ერთსახლიანი მცენარეებია. 15-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და შინ, შუა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოში 2 სახეობაა: Arum albispathum და Arum orientale. მათგან პირველი სახეობა გავრცელებულია თითქმის მთელი საქართველოს ტყეებსა და ტყის პირებზე, მეორე კი — მხოლოდ დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთი, იმერეთი) ბუჩქნარებში. ნიუკას ნედლი გორგლები შეიცავს შხამიან ნივთიერებებს, გამომშრალი კი საჭმელად ვარგისია. ერთ-ერთი ულამაზესი მცენარეა. იზრდება 1 მ-დე. ფოთლები გრძელი და შუბისებური აქვს. საყვავილე ღერო ფოთოლზე გრძელია. იცვლის ფერს - ხან ღია მწვანეა, ხან კი მუქი ძოწისფერი. ყვავილობს ივლისში. ზამთარში სასურველია მისი გადაფარვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროდუქტია ვირუსოლოგიისათვის.


ნუში

Prunus dulcis უწინ — Prunus amygdalus ან Amygdalus communis

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი
მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა, ქლიავისებრთა ქვეოჯახის. ცნობილია 40-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალურ აზიამდე. კავკასიაში იზრდება 7 სახეობამდე, საქართველოში კი მხოლოდ 2. მათგან ერთი - ჩვეულებრივი ნუში (Amygdalus communis) კულტივირებულია. მისი სიმაღლე 10 მ აღწევს. აქვს თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილი. არჩევენ მის ტკბილ და მწარეთესლიან, თხელ და სქელნაჭუჭა ფორმებს. თესლი შეიცავს გლუკოზიდ ამიგდალინს, რომელიც ტკბილ ფორმებში ოდნავ შეიმჩნევა. გავრცელებულია მთის შუა სარტყლამდე. მისი გაველურებული ფორმები ქმნის რაყას. მეორე სახეობა, ენდემური ქართული ნუში (Amygdalus georgica), ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1-1,5 მ აღწევს. გამოირჩევა კაშკაშა ვარდისფერი ყვავილებით. იზრდება აღმოსავლეთ საქართველოში, ქმნის რაყას, მისი დიდი მასივებია გარეკახეთში. გვხვდება ქართლშიც. მისი გამოყენება შეიძლება ფერდობების გასამაგრებლად, ატმის, ტკბილი ნუშის, ქლიავისა სხვა კურკოვანი მცენარეების საძირედ.

ნუში სინათლის მოყვარული, გვალვა და შედარებით ყინვაგამძლეა. კარგად ხარობს ფხვიერ კირიან ნიადაგზე. იზრდება ქვიან და კლდოვან დამრეც ზედაპირზე ზღვის დონიდან 800-1600 მ (ბუხარის ნუში 2500 მ-მდე ადის), ამჯობინებს კალციუმით მდიდარ ნიადაგს. ირზდება მცირე ჯგუფებად (3-4 წამონაზარდიდან), რომლებიც ერთმანეთისგან 5-7 მეტრითაა დაშორებული. მზისმოყვარულია და ადვილად იტანს სიმშრალეს კარგად განვითარებული ფესვების სისტემის წყალობითა და ეკონომიური ტრანსპირაციით. ყვავილობს მარტ-აპრილში, ზოგან თებერვალშიც, ნაყოფი ივნის-ივლისში მწიფდება. მსხმოიარობას იწყებს 4-5 წლის ასაკიდან და 30-50 წლამდე აგრძელებს. ცოცხლობს 130 წლამდე. მრავლდება თესლებითა და ფესვების წამონაზარდებით. იტანს −25°с ყინვას, თუმცა ვეგეტაციის დაწყების შემდეგ ადვილად ზიანდება გაზაფხულის ყინვებისგან. იზრდება ბუჩქის ან მცირე ზომის ხის სახით მოწითალო ფერის ტოტებით. აღწევს 3-8 მეტრს, ლანცეტისმაგვარი ფოთლებით, რითაც ალუბალს ემსგავსება. მშრალი თესლი (ნუშის გული) შეიცავს ცხიმს, აზოტოვან ნივთიერებებს, უაზოტო ნივთიერებებს, ნაცარს. ნაყოფი გამოიყენება საკონდიტრო მრეწველობაში ნუშის ზეთის გამოსახდელად - ღვინის შესაფერავად, კონიაკის წარმოებაში. ნუშის ზეთს ხმარობენ კულინარიაში, პარფიუმერიასა და მედიცინაში, ნუშის ქატოს -კოსმეტიკაში. ნუშის მოხმარება ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას და არ მოქმედებს სხვა ლიპიდების დონეზე.

შეიცავს უჯრედისს, რიბოფლავინს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინას. ყველა ეს ნივთიერება ძალიან მნიშვნელოვანია გულისათვის. უჯერი ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობენ ქოლესტერინის დონის დაქვეითებას. ნუში ნაკლებად შეიცავს ნატრიუმს. ნუში მდიდარია B 2 და E ვიტამინებით, თუთიითა და მაგნიუმით. თუთია ხელს უწყობს სტრესის ნეგატიური შედეგების დაძლევას, ხოლო E ვიტამინი იძლევა ენერგიის მუხტს. ამსთან, ნუში იმდენად მდიდარია ამ ელემენტებით, რომ შესაძლებელია მისი მიღება საკმაოდ მცირე რაოდენობით.



სამკურნალო მცენარეები

აბზინდა
აბილილი
აბუსალათინი
აგავა
ადონისი
ავოკადო
ავშანი
აკაცია
ალისარჩული
ალოე
ალუბალი
ანაგვირილა
ანგელოზა
ანისული
ანისულის ხე
ანონა
ანწლი
არნიკა
არყა-სოკო
არყი, არყის ხე
ასისთავა
ასკილი
ასფურცელა
ატამი
აქტინიდია

ბაბუნა, სამკურნალო (სააფთიაქო) გვირილა, მატრიკარია
ბადიანი
ბადრიჯანი
ბაია
ბალბა
ბალღოჯი
ბამბაცა
ბამბის ბუჩქი
ბამბუკი
ბარამბო
ბარდა
ბარისპირა
ბატის მარწყვა-ბალახი
ბაღის ინა
ბაღის მარწყვი
ბაღის მიხაკი
ბაღის პიტნა
ბაღის რეზედა
ბაღის სალბი
ბაღის სატაცური
ბაღის ტუხტი
ბაღის ფამფარა
ბაყაყურა
ბაძგი, ჭყორი
ბაჰარი
ბეგთენდრო
ბეგიაური
ბეგქონდარა
ბელადონა
ბელადონა კავკასიური
ბერულა
ბერყენა
ბზა
ბობოწვერა
ბოლოკი
ბოსტნის ია
ბოსტნის წალიკა
ბროწეული
ბუბუშელა, ბაბუაწვერა
ბუერა
ბუჩქისძირა

გარგარი
გერანი, ზეთის ნემსიწვერა
გველთავა
გველისკოვზა
გველის სურო
გვერდელა
გვიმრა
გვირილა
გვირილა სამკურნალო
გლედიჩია
გობისცხვირა
გოგრა
გონგოლა
გონგოლა სამკურნალო
გრაკლი
გრეიპფრუტი
გუგულის-კაბა
გუგულის ყვავილი

 

დათვიმარწყვა
დათვისთხილა
დათვის კანაფი
დათვის კენკრა
დათვის ყურძენი
დამასკური ვარდი
დამასკური სოინჯი
დანდური
დარიჩინის ხე
დარფილფილი
დასავლური ტუია
დასტამბო
დაფნა, კეთილშობილი დაფნა
დაჯირა
დედაფუტკარა
დედოფლისთითა
დედოფლის ყვავილი
დევისპირა
დეზურა
დეკა
დვალურა
დიდბაია, ჭყანტა
დიდგულა
დიდი კამა
დიდი ხვართქლა, დედოფლის კაბა
დიდყვავილა მაგნოლია
დიდჯამა ფურისულა
დილხამი
დიყი
დრიადი, კაკბის ბალახი
დროზერა, ცვრიანა
დუგუმი
დურიო
დურღენი

ეგვიპტური კელაპტარა
ეგვიპტური ლოტოსი
ევგენოლის რეჰანი
ევკალიპტი
ევკომია, გუდაპერჩის ხე
ევროპული აბრეშუმა
ევროპული მაჟალო
ევროპული პანტა
ევროპული ყოჩივარდა
ეკლღიჭა
ეკალცოცხი
ეკლის ხე, ცრუაკაცია
ელიმუსი
ელუსამელა
ენდრო
ენდრონიკა
ენოთერა
ესპანური არტიშოკი
ესპანური ესპარცეტი, სულა
ესპარცეტი
ეფედრა, ცხენისმუხლა
ეშმაკის ქოში
ეწრის გვიმრა

ვაზი
ვაზისტანა
ვანილი
ვარდი
ვარდკაფანაფა
ვარდკაჭაჭა
ვარსკვლავა
ვაშლანა
ვაშლატამა
ვაშლი
ველის იორდასალამი, ლალა
ველის სოსანი
ველური კანაფი
ვენერას თმა
ვერბენა
ვერცხლა ცაცხვი
ვერხვი
ვეტივერია
ვირგინიული ხურმა
ვირისტერფა
ვნების ყვავილი, პასიფლორა

ზამბახი
ზაფრანა
ზეთისხილი, ზეთის ხე
ზიზილა
ზღვის ხახვი
ზღმარტლი

თაგვისარა
თაგვის ცერცველა
თაგვიყანა
თავკომბალა
თავსისხლა
თავყვითელა
თავშავა
თავცეცხლა
თათაბო
თათრული რევანდი
თალგამი
თალგამურა
თამარჰინდი
თაფლა-გოგრა
თევზის წამალი
თეთრეკალა
თეთრი არყი, ლიტვინოვის არყი
თეთრი დიყი
თეთრი დუმფარა
თეთრი ნარგიზი
თეთრი ნარი
თეთრი სამყურა
თეთრი ძიძო
თეთრყვავილა
თეთრყვავილა ლაშქარა, მხალშავა
თერო
თვის ბოლოკი
თუთა, თუთის ხე
თუთუბო
თხაწართალა
თხილი
თხმელა

იალღუნი
იაპონური აუკუბა
იაპონური ზღმარტლი, ლოქვა
იაპონური პირშუშხა
იაპონური სოფორა
იაპონური შროშანა
იაპონური ხურმა, აღმოსავლური ხურმა
იაჟუჟუნა, სამფერა ია
იასამანი
ილი
იმერული ირაგა
ინდური კანაფი
ინდური კვლიავი, აიოვანი, აჟგონი
ინდური ლოტოსი
ინდური ჟასმინი
იორდასალამი
იპეკო
ირმის-ენა
ისპანახი
იფანურა

კავკასიური მოცვი
კავკასიური სურო
კავკასიური ცაცხვი
კავრა
კაზანლიკური ვარდი
კაკაო, კაკაოს ხე, შოკოლადის ხე
კაკბის-საკენკელა
კაკლის ხე
კალია
კალანხოა
კამა
კამანია
კანადური სურო
კანადური ქაცვი
კანაფი
კაპარი
კარტოფილი
კატაბალახა, ვალერიანა
კატაბარდა
კატაპიტნა
კაქტუსი
კედლისპირა
კედლისპირა იუდეური
კევის ხე, საღსალაჯი
კელაპტარა
კენკეშა
კესანე, ცისანა
კეწერა
კვლიავი
კვრინჩხი
კიდობანა, ჩვეულებრივი ჭანჭყატა
კიტრანა
კიტრი
კიტრისუნა
კიჭკიჭა
კლდის დუმა
კლდის მოცხარი
კნაპა, კნაპი
კოთხუჯი, კოთხოჯი
კოკა, კოკაინის ხე
კოკომჟავა
კოლოქვინთი, კოლოცინთი
კომბოსტო
კომში
კონიო
კორდისკბილა
კორობელა
კოტრანა
კოფრჩხილა
კოწახური
კოჭა, ჯანჯაფილი
კრაზანა
კულმუხო
კუნელი
კურდღლის ბალახი
კურდღლისფრჩხილა
კურდღლისცოცხა
კუტი ბალახი

ლავანდი
ლამაზა
ლანცეტა მრავალძარღვა
ლარიქსი
ლაფანი, ლაფნის ხე
ლაქაში
ლაშქარა
ლახტარა
ლემა
ლენქორანული ხერკინა
ლენცოფა
ლეღვი
ლეშურა
ლიკოპოდიუმი
ლიმონი ჩვეულებრივი
ლიმონის ავშანი
ლიმონის კატაპიტნა
ლიმონის ურო
ლიმონურა
ლიპია
ლიჩი
ლობიო
ლომისკბილა
ლოტოსი
ლუმბანგი, სანთლის ხე
ლურჯი ზამბახი
ლურჯი მოცვი
ლურჯი ნარი, ლურჯეკალა
ლურჯი ძირწითელა, ჩვეულებრივი ძირწითელა
ლუფა

მაგნოლია
მათუთა
მაიორანი
მაისურა
მაკლურა, თუთავაშლა
მამულა
მანანა, ერიკა
მანგუსტანი
მანდარინი
მანდრაგორი
მანეული
მანიჰოტი, მანიოკი
მაჟალო
მარადმწვანე ძახველი
მარგალიტა
მარიამა
მარიამსაკმელა
მარიამსხალა
მარმუჭი
მარწყვა-ბალახი
მარწყვა-ბალახი ოთხფურცელა
მარწყვა-ბალახი წყლისა
მარწყვი
მატიტელა
მატრიკარია
მატრიკარია სამკურნალო
მაღალი მოცვი, კავკასიური მოცვი
მაღლისმთის მუხა
მაყვალი
მაჩიტა
მაწაქი, ლოგორო
მახრჩობელა
მაჯაღვერი
მაჰონია, ჭყორფოთოლა
მდგნალი
მდელოს მატვარანცა
მდოგვი
მედგარი, ბაბაწვერა
მელია
მესამედა
მექსიკური ავოკადო
მექსიკური ჩაი
მეჭეჭიანი ჭანჭყატა
მზესუმზირა
მზიურა
მთის ბარისპირა
მთის პიტნა
მთის სვინტრი
მთის ღანძილი
მთის ღოლო
მთის ჩადუნა
მინდვრის გვირილა
მინდვრის ზამბახი, ბადიანი ზამბახი
მინდვრის მდოგვი
მინდვრის ნემსა
მირტი
მიწავაშლა
მიწამაყვალა, ბალახმაყვალა
მიწის ბარდა
მიხაკი
მიხაკის ხე, მიხაკი
მკერვალა
მოპიტნაო
მოცვი
მოცხარი
მჟავე ლაიმი
მჟაველა
მჟაუნა
მრავალფოთლიანი ხანჭკოლა
მრავალძარღვა
მრგვალი თავნასკვა
მრგვალი წამალი
მსუქანა
მსხალი
მსხალიჭა
მსხვილი გოგრა, თეთრი გოგრა
მსვილფოთოლა ცაცხვი
მსხვილყვავილა ჟასმინი, დიდყვავილა ჟასმინი
მუზარადა
მუშკის მარწყვი
მუხა
მუხუდო
მწარა
მჭამელა
მხოხავი ჭანგა

ნამდვილი ზირა, ზირაკი
ნამდვილი თამბაქო, ჩვეულებრივი თამბაქო
ნამდვილი რევანდი
ნარდი
ნარი
ნარინჯი
ნარისჯაგა
ნარშავი
ნარცეცხლა
ნაღველა
ნაცარა მურყანი
ნაცარქათამა
ნეგო, უკვდავა
ნესვი
ნიახურა
ნიახური
ნიგვზისძირა
ნივრის-დედა
ნიორი
ნისკარტა აქტინიდია
ნიუკა
ნუში

ოდაღაჯი, გვაიაკის ხე
ოთახის უკადრისა
ოთხფურცელა მარწყავ-ბალახი
ოლეანდრე
ომბალო
ონტკოფა
ონტკოფა პერუსი
ონჭო
ოპუნცია, დედინაცლის ენა
ორკბილა
ოროვანდი
ორფერი
ორფოთოლა
ორყურა
ოსერო
ოსმანთუსი
ოსპი
ოფი
ოქროქუდა
ოქროჩალა
ოქროცოცხა
ოქროწვიმა
ოქროწკეპლა
ოშოშა, ოშოში
ოჩოპენტრე
ოხრახუში

პანტა
პარაგვაული ჩაი, მატე
პარნასურა
პასიფლორა
პატარძალა
პატისონი, ბრტყელი ყაბაყი
პაჩული
პეკანი
პერილა
პერუს ონტკოფა
პილპილი
პირშუშხა
პირწმინდა
პოეტური ნარგიზი
პომიდორი
პრასა
პუერარია, კუძუ

ჟაბო, შაბო, შაბუ
ჟასმინი
ჟასმინი სამკურნალო
ჟენ-შენი
ჟოლო
ჟუნჟრუკი

რევანდი
რევანდი თათრული
რევანდი ნამდვილი
რევანდი სამკურნალო
რეზედა
რეზედა ბაღისა
რეზედა ყანისა
რეჰანი
რეჰანი ევგენოლისა
რეჰანი ქაფურისა
როზმარინი
რუსული მაყვალი
რუსული ღიღილო
რუსული ჭლაკვი
რქათავა
რცხილა
რცხილა კავკასიური
რძიანა
რძიანა-მაჯღავერი

სავარცხელა
საზამთრო
სათოვლია
საკმლის ხე
საკპინაჭი
სალათა
სალბი სამკურნალო
სალიხა
სამატლე
სამკურნალო ადონისი
სამკურნალო ბარისპირა
სამკურნალო მატრიკარია
სამკურნალო ჟასმინი
სამკურნალო ძიძო
სამოთხის ვაშლი, სამურაბე ვაშლი
სამტატა
სამფერა ია
სამყურა
სამყურა ლიმონი
სამყურას აბრეშუმა
სანდალოზი თეთრი
სანდალოზი წითელი
სანთელა ტყისა
სანთელა ყანისა
სანთლის ხე
საპონა
საპონელა
სარეპტის მდოგვი
სასტვენა
სასტვირია
სასუქა
სატაცურა კომბოსტო
სატაცური ლამური
სატაცური ძაღლისა
სატილია
საღეჭი პილპილი, ბეტელი
საღსაღაჯი
საყვითლო
საჭარა
საჭმელი კანა, აჩირა
სელი
სელი გუგულისა
სელიჭა
სენეგა
სენეგალიური აკაცია
სერადელა
სექვოია მარადმწვანე
სვია
სვინტრი
სვინტრი მთისა
სოკომორო
სიმინდი
სიმინდი კაჟა
სიმინდი კბილა
სიმინდი კილიანი
სიმინდი რბილი
სიმინდი ტკბილი
სიმინდი ცვილა
სკიპალო
სოია
სოინჯი
სორგო
სორგო შაქრისა /> სორგო ჩვეულებრივი
სორგო ცოცხისა
სოსანი ველისა
სოსანი ყანისა
სოჭი ბერძნული
სოჭი ერთფეროვანი
სოჭი ესპანური
სოჭი თეთრქერქა
სოჭი იაპონური
სოჭი კავკასიური
სოჭი კამჩატკური
სოჭი კილიკიური
სოჭი ნორდმანისა
სოჭი ციმბირული
სპარსული ღვარძლი
სპარსული ყოჩივარდა
სპელტა, ნამდვილი ასლი
სპერგულა
სპერგულა სელისა
სტაფილო
სტერკულია
სუდანური ბალახი, სუდანურა, სუდანური შალაფა
სულა
სუმბული
სუმბული აღმოსავლური
სუმბული წყლისა
სურნელოვანი ზეთის ხე, ოსმანთუსი
სურო
სურო გველისა
სურო კავკასიური
სურო კანადური
სურო კოლხური
სურო ჩვეულებრივი
სურო ცვილისა
სურო წყლისა
სუსამბარი
სუფრის ჭარხალი ვარდისფერი
სუფრის ჭარხალი თეთრი
სუფრის ჭარხალი ყვითელი
სუფრის ჭარხალი წითელი
სუძა
სწორი შვრიელა

ტაბელა
ტაბლაყურა, ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ტარო
ტარხუნა
ტაუ-საღიზი
ტაქსოდიუმი
ტაცეტი
ტეგანი
ტენცო, წყლის პიტნა
ტეოსინტე
ტეოსინტე, ბელეკონი
ტექის ხე, ტექტონი
ტეფა
ტილჭირი, აკონიტუმი
ტიმოთელა, თომოტის ბალახი
ტირიფი
ტირიფი ბრტყელი
ტირიფი მტირალა
ტირიფი მყიფე
ტიტა
ტკაცუნა
ტკბილი ლაიმი
ტკბილი სიმინდი
ტლანქი ლიმონი, ჯამბირი
ტორფის ხავსი, თეთრი ხავსი
ტრაუტფერის ბოკვი
ტუბეროზა
ტუია
ტუია გიგანტური
ტუია დასავლური
ტუნგი იაპონური
ტუნგი მთისა
ტუნგი ფორდისა
ტუნგი ჩინური
ტუნისური ბალახი
ტურანგი
ტურნეფსი
ტუხტი
ტუხტი ბაღისა
ტუხტი სამკურნალო
ტუხტი ყანისა
ტუხტი ყითელი
ტუხტი ჩინური
ტყემალი
ტყვიაბალახა
ტყისბოლოკა
ტყის ვაზი
ტყის თივაქასრა
ტყის კამა
ტყის მარწყვი
ტყის მრავალძარღვა
ტყის მიხაკი
ტყის პიტნა
ტყის ჟუნჟრუკი
ტყის სამყურა
ტყის სანთელა
ტყის ღიღილო
ტყისურა
ტყის ფარსმანდუკი
ტყის ფურისულა
ტყის ქამა-სოკო
ტყის ქოთანა
ტყის ქონდარი
ტყის ჩიტისთვალა
ტყის ცერცველა
ტყის ცოცხი
ტყის წიწმატი
ტყის ჭორტანა, კომელინა, ცისფერთვალა
ტყიურა
ტყუბლა-სოკო

უგრეხელი
უზანი
უკადრისა
უკადრისა ოთახისა
უკვდავა
ულბო
ულეწელა
ულუმბო
უნაბი
უნგრული ცერცველა, პანოიის ცერცველა
უნშიუ მანდარინი
უპანი
უჟმურა
ურარტული ნუში
ურაშა
ურთხელი
ურიში
ურო
ურო ლიმონისა
ურცი
უსუპი
უსურვაზი, ტყის ვაზი
უსურვაზი ამერკული
უსრიული პანტა
უფერულა
უფხო ღვარძლი
უფხო შვრიელა
უცვეთელა
უცუნა
უძოვარა
უძრახელა
უჭურველი
უხრავი
უჯანგარი

ფამფარა
ფამფარა ბაღისა
ფამფარულა, კევის ბალახი
ფანტია სელი
ფანქრის ხე
ფანქრის ხე ამერკული
ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ფარსმანდუკი
ფარსმანდუკი ტყისა
ფაცელია
ფეიჰოა
ფერისცვალა
ფესვმაგარა
ფეტვი
ფეტვი ზანგური
ფეტვი ინდური
ფეხფოთოლა
ფიგი
ფითრი
ფიკუსი კაუჩუკისა,
ფიკუსი ოთახისა
ფირმიანა
ფისოვანა
ფიჭვი
ფიჭვი ბიჭვინთისა
ფიჭვი ვეიმუტისა
ფიჭვი ევროპული
ფიჭვი ელდარისა
ფიჭვი ზღვისპირა
ფიჭვი თეთრი
ფიჭვი იტალიური
ფიჭვი კავკასიური
ფიჭვი მანჯურული
ფიჭვი მტირალა
ფიჭვი ყირიმული
ფიჭვი შავი
ფიჭვი ციმბირული
ფიჭვი ჭაობისა
ფლორენციული ზამბახი
ფლოქსი
ფოთლოვანი კომბოსტო, საკვები კომბოსტო
ფოთლოვანი ჭარხალი
ფოთოთი
ფოთოლეკალა
ფოლიო
ფოლიო ცისა
ფოლორცის ბალახი ცის
ფორდის ტუნგი
ფორთოხალი
ფოხვერა
ფრანგული კოინდარი
ფრთათეთრა
ფრთათეთრა ბაღისა
ფრთაფოთოლა
ფრთისებრი ჯონჯოლი
ფრინტა
ფსტა, ბუსტული
ფუნთუშა
ფურისულა
ფურისულა დიდჯამა
ფურისულა წყლისა
ფუტკარა
ფუტკრის-დედა
ფუფალა
ფუჩფუჩა
ფუჭფუჭა
ფქვილიო
ფშატა-ტირიფი
ფშატი
ფშატი ველური
ფშატფოთოლა ბერყენა
ფშნის ეკალი
ფშნის ენდრო
ფშუკურა
ფხიჯა, ქვატეხია
ფხუწა

ქაბისჩალა
ქათმისკუჭა, გიორგელა
ქათმისქოჩორა
ქალამანა
ქალბანა
ქამა-სოკო
ქამა-სოკო ტყისა
ქამეროფსი
ქარაგოზი
ქარაძენძი
ქართლის ზამბახი
ქართული ესპარცეტი
ქართული ზამბახი
ქართული კოწახური
ქართული ლალემანცია
ქართული მუხა
ქართული ნემსიწვერა
ქართული ნუში
ქართული ქოთანა
ქართული ყოჩივარდა
ქარქვეტა
ქარცხვი
ქასრა
ქატმი, ფოხვერა
ქაფუნა
ქაფურის რეჰანი
ქაფურა
ქაფურის ხე
ქაფურის ხე ცრუ
ქაღაზბადამი
ქაღალდის არალია
ქაღალდის თუთა
ქაღალდის ხე იაპონური
ქაცვი
ქაცვი ამერიკული
ქაცვი კანადური
ქენდირი
ქენდირი ამუ-დარიისა
ქერი
ქერი ბრტყელი
ქერი ველური
ქერი კულტურული
ქერი მრავალმწკრივიანი
ქერი ორმწკრივიანი
ქერი შიშველი
ქერიფქლა
ქერშიშველი
ქვათესლა
ქვამუხა
ქვაპურა
ქვატეხია
ქვებლანდისა
ქვეყნის გული
ქვიშამხალი
ქვრიმა, მოჰარი
ქითრა
ქინაქინის ხე
ქინძარა
ქინძი
ქინძი ძაღლისა
ქისრიბა
ქიშმიშის აქტინიდიაა
ქლიავი
ქოთანა კლდისა
ქოთანა ტყისა
ქოთანა ქართული
ქონა
ქონდარა არყი
ქონდარა ბალამწარა
ქონდარა ბანანი
ქონდარა ზამბახი
ქონდარა ნუში
ქონდარა პალმა, ქამეროფსი
ქონდარა ფიჭვი
ქონდარა ღვია
ქონდარა ხორბალი
ქონდარი ბაღისა
ქონდარი ტყისა
ქონის ხე
ქორაფი
ქოქ-საზიღი
ქრიზანთემა
ქრისტესბეჭედა
ქრისტესთვალა
ქრისტესისხლა
ქუბაბა
ქუთქუთა
ქუნჯუტი
ქურქუმა
ქუჩი, ველის წივანა
ქუჩულა

ღამის დედოფალი
ღამის ია
ღანძილი
ღანძილი მთისა
ღვარძლი
ღვარძლი უფხო
ღვარძლი სპარსული
ღვედკეცი
ღვია
ღვია ვირჯინიული
ღვია კაზაკური
ღვია ქონდარა
ღვია შავი
ღვია წითელი
ღვიიის ფითრი
ღვინა
ღვინა ყვითელი
ღვინიო
ღიმი, ატოლი
ღიღილო
ღიღილო რუსული
ღიღილო წითელი
ღიჭა
ღობისძირა
ღოლო
ღოლო მთისა
ღოლომჟავა
ღოლო-მხალი
ღოლო ჩვეულებრივი
ღოლოშმაგა
ღომი
ღომი ველური
ღორის ბირკა
ღორის ქადა
ღორღორა
ღოღნოშო
ღრიანჭველა

ყაბაყი
ყაბაყი ბრტყელი
ყავა
ყავა არაბული
ყავა ლიბერიული
ყაზახა
ყაისუმი

შაბთარი
შაბი, შაბუ,
შავბალახა
შავდავითა
შავთარა
შავი არყი, რადეს არყი
შავი ასკილი
შავი გვიმრა
შავი დიკა
შავი თავთუხი
შავი კაკლის ხე
შავი კუნელი
შავი მდოგვი
შავი მოცხარი
შავი მურყანი
შავი მჭადი
შავი ნაძვი
შავი სანდალოზი
შავი საქსაული
შავი ღვია
შავი ცერცველა
შავი თავთუხი
შავჩოხა- სოკო
შავჩოხა
შავწამალა
შავჯაგა, ჯღარდალა
შალამანდილი
შალაფა
შალაფა სუდანური
შალგი
შამბალილა, ულბო
შაქარა ბანანი, ბრძენთა ბანანი
შაქრის ლერწამი
შაქრის ნეკერჩხალი
შაქრის პალმა
შაქრის სორგო
შაქრის ჭარხალი
შემოდგომის წინწკალა
შესანისნავი იუკა
შვედური სამყურა
შვია
შვიტა
შვიტურა
შვრია
შვრია შიშველი
შვრია ჩვეულებრივი
შვრიანა
შვრიანა მდელოსი
შვრიელა
შვრიელა ბანისა
შვრიელა სწორი
შვრიელა უფხო
შვრიელა ჭვავიფერი
შვრიელა ჭრელი
შვრიუკა, ველური შვრია
შივო-მიკანი
შინდანწლა
შინდი
შირბახტი, ქუჯუნტი, სიმსიმი
შიშველი ქერი, ქერშიშველი
შიშველი შვრია
შმაგა, კავკასიური ბელადონა
შოთხვი
შოკოლადის ხე
შორვალა
შოროქანი, შოროქნის ცოცხი
შრეში
შრიალა-ბალახი
შროშანა
შროშანი
შროშანი ზღვისა
შროშანი მთისა
შროშანი ყვითელი
შტოში
შუბანა
შუპყა
შქერი
შხამა
შხამა-სოკო
შხამიანი თუთუბო
შხაპრი

ჩაგირი
ჩადუნა
ჩაი მექსიკური
ჩაი პარაგვაული
ჩაიოტი
ჩაი
ჩაის ბუჩქი ასამური
ჩაის ბუჩქი ჩინური
ჩაის ვარდი
ჩალამბარა
ჩალამძივი
ჩალაყვავილი
ჩარანი
ჩაქვის ბალახი
ჩაღანდრი
ჩაწყობილა
ჩაწყობილა-ბაია
ჩელტა-ზანდური
ჩელტა-მახა
ჩვეულებრივი ავოკადო, გვატემალური ავოკადო
ჩვეულებრივი ბარდა
ჩვეულებრივი ესპარცეტი
ჩვეულებრივი ვაზი
ჩვეულებრივი თამბაქო
ჩვეულებრივი თივაქასრა
ჩვეულებრივი თხილი
ჩვეულებრივი იონჯა
ჩვეულებრივი იფანი
ჩვეულებრივი კაკლის ხე, კაკალი
ჩვეულებრივი კანაფი
ჩვეულებრივი კოწახური
ჩვეულებრივი ლიმონი
ჩვეულებრივი ლობიო
ჩვეულებრივი მანანა, კალუნა
ჩვეულებრივი მატიტელა
ჩვეულებრივი მაჯაღვერი
ჩვეულებრივი მოცხარი, წითელი მოცხარი
ჩვეულებრივი მურყანი
ჩვეულებრივი ნამიკრეფია
ჩვეულებრივი ნეკერჩხალი
ჩვეულებრივი ნუში
ჩვეულებრივი საზამთრო
ჩვეულებრივი სელი
ჩვეულებრივი სორგო
ჩვეულებრივი სურო
ჩვეულებრივი ღოლო
ჩვეულებრივი შვრია
ჩვეულებრივი ცერცველა
ჩვეულებრივი ცირცელი, ჭნავი
ჩვეულებრივი ძირწითელა
ჩვეულებრივი წაბლი
ჩვეულებრივი ჭანჭყატა
ჩვეულებრივი ჭვავი
ჩვეულებრივი ხორბალი
ჩვეულებრივი ხურმა
ჩვეულებრივი ჯიჯლაყა
ჩვეულებრივი ჯონჯოლი, ფრთისებრი ჯონჯოლი
ჩილური არაუკარია
ჩინგილი
ჩინური აბელია
ჩინური აუკუბა
ჩინური ბანანი, ქონდარა ბანანი
ჩინური დარიჩინის ხე
ჩინური ვაშლი
ჩინური ვაციწვერა
ჩინური თუთუბო
ჩინური ინდიგო
ჩინური ისპანახი
ჩინური კარტოფილი
ჩინური კომბოსტო
ჩინური ჟასმინი
ჩინური ტუნგი, ფორდის ტუნგი, ჩინური ტუნგის ხე
ჩინური ტუხტი
ჩინური წაბლი
ჩინური ხახვი
ჩიტავაშლა
ჩიტაკომშა, ჩიტაწკეპლა
ჩიტიბუდა
ჩიტის ბირკა
ჩიტისთავა
ჩიტისთვალა ტყისა
ჩიტისთვალა ყანისა
ჩიტის ია
ჩიტის იონჯა
ჩიტიფეტვა
ჩიტიფეხა, სერადელა
ჩიტიყველა
ჩიტიწვივა
ჩოღანო
ჩუა
ჩუფა

ცალმარცვალა
ცალმარცვალა ველური
ცაცხვი
ცაცხვი ვერცხლა
ცაცხვი კავკასიური
ცაცხვი მსხვილფოთოლა
ცაცხვი წვრილფოთოლა
ცახის ბალახი
ცახცახა
ცერეცო
ცერცვეკალა, ფიგი
ცერცველა ბანჯგვლიანი
ცერცველა ბეწვიანი
ცერცველა თაგვისა
ცერცველა ოსპისებრი
ცერცველა პანონიისა
ცერცველა ტყისა
ცერცველა უნგრული
ცერცველა ყანისა
ცერცველა შავი
ცერცველა ჩვეულებრივი
ცერცველა ცვალებადი
ცერცველა ცხენისა
ცერცვი
ცერცვი მტრედისა
ცერცვი ხავერდა
ცეცხლეკალა
ცვალებადი ცერცველა
ცვილა სიმინდი
ცვილიანა
ცვილის ხე
ცვილის სურო
ციკასი იაპონური
ცვრიანა
ციკუტა
ცილინდრული ლუფა
ციმბირული ლარიქსი
ციმბირული ნაძვი
ციმბირული სოჭი
ციმბირული ფიჭვი
ციმბირული ქენდირი
ციმციმა
ცინერარია ნაცარა
ცინერარია ჰიბრიდული
ცირცელი
ცისანა
ცის-ვაზი, გლიცინია
ცისთვალა
ცისკარა
ცისფერი იონჯა
ცისფერი ლოტოსი
ცის-ფოლიო
ციტრონო
ციურა
ციფომანდრა
ციცინო
ცოცხა-ბალახი
ცოცხანა, ცოცხობა
ცოცხი ტყისა
ცოცხი ყვითელი
ცოცხის სორგო
ცოცხმაგარა
ცოცხობა
ცრუაკაცია
ცრუქაფურის ხე
ცრუცუგა
ცრუცუგა დუგლასისა
ცრუცუგა იაპონური
ცუგა
ცუგა ამერიკული
ცუგა იაპონური
ცულისპირა
ცხენისკბილა
ცხენისკბილა სოკო
ცხენისკუდა
ცხენისმუხლა
ცხენის ცერცველა
ცხენისწაბლა
ცხენისწაბლა წვრილყვავილა
ცხვარა
ცხვირისატეხელა, ადონისი
ცხვირისატეხელა ყვითელი
ცხვრის კვლიავი
ცხვრის სამყურა
ცხვრის წივანა
ცხიმურა
ცხრაფერა
ცხრატყავა
ცხრატყავა თათრული
ცხრატყავა ქართული

 ძაბრა-სოკო
ძარა
ძაფოვანი იუკა
ძაღლის ბირკა
ძაღლის ენა
ძაღლის პიტნა, ჭინჭრისგერა
ძაღლის სატაცური, მიხელტა
ძაღლის ქინძი
ძაღლმაყვალა
ძაღლნიორა
ძაღლნიორა იმერული
ძაღლყურძენა
ძაძა
ძახველა, ძახველი
ძახველი მარადმწვანე
ძელქვა
ძერანა
ძეძვი
ძეწნა, მტირალა ტირიფი
ძეხვის ხე
ძიგვა, ქისრიბა
ძირთეთრა
ძირმწარა
ძირტკბილა
ძირტკბილა კლდისა
ძირყვითელა
ძირშავა
ძირშაქარა
ძირწითელა
ძირწითელა ლურჯი
ძირწითელა ჩვეულებრივი
ძიძას ბალახი
ძიძო
ძიძო თეთრი
ძიძო ყვითელი, ძიძო სამკურნალო
ძმერხლი
ძმრის ხე
ძურწა
ძურწა მწვანე
ძურწა ნამდვილი
ძურწა ყვითელი
ძუძუმაყვალა

წაბლი
წაბლი ამერიკული
წაბლი იაპონური
წაბლი ჩინური
წაბლი წყლისა
წაბლფოთოლა მუხა
წალიკა
წალიკა ბოსტნისა
წალიკა სელისა
წალიკა წითელი
წამალწვრილი
წართხალი
წახნაგოვანი ლუფა, ავღანური ლუფა
წბილა
წებოვანი იონჯა
წეკო
წეროსწვივა
წერწა
წვიტა
წვრილფოთოლა ცაცხვი
წვრილყვავილა ცხენისწაბლა
წიაპა
წიაღა
წიბა
წივანა
წივანა მდელოსი
წივანა ცხვრისა
წივანა წითელი
წივანა ჭრელი
წითელი გვირილა
წითელი დიკა
წითელი თავთუხი
წითელი კუნელი
წითელი ლიმონი
წითელი მოცვი
წითელი მოცხარი
წითელი მხალი, ფოთლოვანი ჭარხალი, მაგნოლდი
წითელი სამყურა
წითელი სანდალოზი
წითელი ღვია, ფანქრის ხე
წითელი ღიღილო
წითელი შხამ-სოკო
წითელი წალიკა
წითელი წივანა
წითელი ხე ამერიკული
წითელი ჯინჭარი, ნანკინის პერილა
წითელი ჯინჭრის ენა
წითელი ჯიჯლაყა
წითელწვერა
წითლიო
წინწკალა
წინწკალა შემოდგომისა
წიფელი, წიფელა
წიფელი ამერიკული
წიფელი აღმოსავლური
წიფელი ევროპული
წიფლისძირა
წიწაკა
წიწაკა ბულგარული
წიწაკის აბრეშუმა
წიწიბურა
წიწიბურა თათრული
წიწილკურა
წიწინაური
წიწმატა-სელი
წიწმატელა
წიწმატი
წიწმატი ბრაზილიური
წიწმატი ტყისა
წიწმატი წყლისა
წიწმატურა
წკიალა სოკო, ჯიმლა
წნორი
წურწუმა
წყავი
წყავმაზა
წყალიკრეფია
წყალნაწყენი
წყვილმარცვალა ველური
წყლის ბაია
წყლის ბამბა
წყლის ბრინჯი
წყლის დვალურა
წყლის ვაზი
წყლის ვარსკვლავა
წყლის ზამბახი
წყლის იელი
წყლის კაკალი, ჭუღუმბური
წყლის მანანა
წყლის მარწყა-ბალახი
წყლის მრავალძარღვა
წყლის პერი, ლემნა
წყლის სამყურა
წყლის სუმბული
წყლის სურო
წყლის ფურისულა
წყლის წაბლი
წყლის წიწმატი
წყლის ჭირი

ჭადარი
ჭადარი აღმოსავლური
ჭადარი დასავლური
ჭადარი ხუთთითა
ჭალაფშატა, ფშატი ველური
ჭალის ვერხვი
ჭალის მუხა
ჭანგა
ჭანგა ამერიკული
ჭანგა დატოტვილი
ჭანგა მხოხავი
ჭანდარი
ჭანური ზამბახი
ჭანური ნეკერჩხალი
ჭანჭყატა
ჭანჭყატა იაპონური
ჭანჭყატა მეჭეჭიანი
ჭანჭყატა ფართოფოთლიანი
ჭანჭყატა ჩვეულებრივი
ჭაობის კვიპაროზი, ტაქსოდიუმი
ჭაობის ფიჭვი
ჭარელა
ჭარხალი
ჭარხალი სუფრისა
ჭარხალი ფოთლოვანი
ჭარხალი შაქრისა
ჭარხლიფოჩა
ჭაღარა სამყურა
ჭახრაკაული
ჭერამი
ჭეჭველა
ჭეჭკეტა-სოკო
ჭვავი
ჭვავი ჩვეულებრივი
ჭვავისებრი შვრიელა
ჭიაფერა
ჭიკარტი
ჭილი
ჭინჭარა
ჭინჭარი
ჭინჭრისგერა
ჭინჭრის-დედა
ჭინჭრიფოთოლა
ჭიოტა
ჭიოტა სელისა
ჭკვალი
ჭლაკვი
ჭლაკვი რუსული
ჭოროხის მუხა
ჭორტანა
ჭორტანა ტყისა
ჭრელი წივანა, ლერწმქუჩი
ჭრელყვავილა იონჯა
ჭუღუმბური
ჭყანტა
ჭყიმა-მხალი
ჭყიმი
ჭყიპანტა
ჭყორი
ჭყორფოთოლა

ხავერდა, იმერული ზაფრანა
ხავერდა-ცერცვი
ხავსი
ხავსი თეთრეი
ხავსი ირმისა
ხავსი ტორფისა
ხაზაზა
ხანდური
ხანჭკოლა
ხანჭკოლა თეთრი
ხანჭკოლა ლურჯი
ხანჭკოლა მრავალფოთლიანი
ხანჭკოლა ყვითელი
ხანჯალა
ხართუთა
ხარისვარდა
ხარისთვალა
ხარისკუდა, შუბანა
ხარისფაშვა
ხარისშუბლა
ხარისჩლიქა
ხარისძირა
ხარნუყა
ხატოტი
ხაშხაში
ხახამა
ხახვთესლა
ხახვი
ხახვი ზღვისა
ხახვი კლდისა
ხახვი ჩინური
ხახვილო
ხახვისთავა
ხახვისფოჩა
ხახია
ხბოშუბლა
ხებალახა
ხებუერა
ხეგვიმრა
ხევარდი
ხევერცხლა
ხევსურის დიყი
ხეთამხალი
ხეკაქტუსი
ხეკოლა, კოლა
ხემაგარა, ფირმიანა, სტერკულია
ხემარწყვა
ხემახვია, ხემოა
ხემყრალი
ხეპილპილა
ხეპომიდორი, ციფომანდრა
ხერკინა
ხერკინა ლენქორანული
ხერხა
ხერხფოთოლა
ხეტიტა
ხეტუხტი
ხეშავი
ხეშროშანა
ხეჭრელი
ხეჭრელი ამერკული
ხეჭრელი იმერული
ხეჭრელი კლდისა
ხვალო, ჭალის ვერხვი
ხვალო თეთრი
ხვართქლა
ხვართქლა მლაშე
ხვარხვარა
ხვიარა ვარდი
ხვიტი
ხმალა, ხანჯალა
ხოვერა
ხოკერა-გოგრა
ხომანდული
ხომეჭი
ხორბალი
ხორბალი აბაშური
ხორბალი აბისინიური
ხორბალი ინგლისური
ხორბალი ინდური
ხორბალი მაგარი
ხორბალი მახა
ხორბალი მრგვალმარცვალა
ხორბალი პოლონური
ხორბალი რბილი
ხორბალი რბილი უფხო
ხორბალი რბილი ფხიანი
ხორბალი საგაზაფხულო
ხორბალი ქონდარა
ხორბალი ჩვეულებრივი
ხოროსანი
ხორციფერა
ხრაშუნა
ხრიალა
ხუთთითა ჭადარი
ხუთყურა
ხურმა
ხურმა აღმოსავლური
ხურმა ვირგინიული
ხურმა იაპონურიხურმა ჩვეულებრივი
ხურტკმელი
ხურხუმა
ხუჭუჭა, ბეკმანია

ჰარტვისის მუხა
ჰევეა ბრაზილიური
ჰელიოტროპი
ჰელიოტროპი ბაღისა
ჰიბრიდული ცინერარია
ჰიკორი
ჰიმალაური კედარი
ჰიმალაური კვიპაროსი
ჰიმალაური ნაძვი
ჰორიზონტალური კვიპაროსი
ჰორტენზია
ჰოსტა