ამორინი. დოზირება და დანიშნულება

წაიკითხეთ....დოზირება & დანიშნულება | გვერდითი მოვლენები | წამლების ურთიერთქმედება | უსაფრთხოების ზომები

ამორინის მიღებამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შემდეგი ინფორმაციას:

  1. რეკომენდირებული დღიური დოზა
  2. როდის და როგორ მივიღოთ ამორინი
  3.  რეაგირების სიჩქარე
  4. მიღების რეგულირება
  5. შენახვის პირობები
  6. სხვა დამხმარე პრეპარატები


რეკომენდირებული დღიური დოზა

Amoryn sm

უმეტეს შემთხვევაში, საწყისი დოზა მოზრდილებისთვის არის ორი კაფსულა დღეში. ამორინის მომხმარებლების უმეტესობა აღნიშნავს, რომ დღეში ორი კაფსულა ეფექტურად მუშაობს ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე.

სტანდარტული დოზა - დღეში ორი კაფსულა უმეტეს შემთხვევაში კარგად მუშაობს, მაგრამ ზოგიერთი ადამიანს უფრო დიდ დოზა ესაჭიროება. თუ თქვენ ვერ გაკმაყოფილებთ (ან ნაწილობრივ გაკმაყოფილებთ) ორი კაფსულა, გირჩევთ გაზარდოთ დღიური დოზა სამ ან ოთხ კაფსულამდე. თუ როდის და როგორ უნდა შეცვალოთ დოზირება, უფრო დეტალურად იხილეთ მიღების რეგულირების სექციაში.

ზოგიერთმა ინდივიდმა შეიძლება ისარგებლონ ნახევარი დოზით - ერთი კაფსულით დღეში. ჩვენ გირჩევთ შემცირებულ დოზას პირველი კვირის განმავლობაში,  თუკი თქვენ:

  • იწონით 55 კგ.-ზე ნაკლებს
  • განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ წამლების და მცენარეული დანამატების მიმართ
  • ახალი წამლის მიღებისას ხშირად გაქვთ  გვერდითი მოვლენები
  • ხშირად გაწუხებთ უძილობა

 თუ თქვენ ვერ შეამჩნევთ გვერდით მოვლენებს მიღების დაწყებიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, გაზარდეთ  დოზა სტანდარტულ დღეში ორ კაფსულამდე.

 12-18 წლის მოზარდებმა უმჯობესია დაიწყონ დღეში 1 კაფსულით, ანუ მოზრდილების ნახევარი დოზით და არ მიიღონ ამორინი მშობლის მეთვალყურეობის და ფსიქოლოგის რეკომენდაციის გარეშე. დოზა შესაძლოა გაიზარდოს ორ კაფსულამდე მიღების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ. უფრო მაღალი დოზის მიღება შესაძლებელია მხოლოდ  ფსიქოლოგის გადაწყვეტილებით. 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული ამორინის, ან ნებისმიერი სხვა წამლის  მიღება, სანამ პედიატრი გადაწყვიტავს, ზედამხედველობას გაუწევს და განსაზღვრავს შესაბამის დოზას.

დოზა
აღწერა
შენიშვნა
ერთი კაფსულა დღეში სუსტი საწყისი დოზა მათთვის ვინც არის მცირე წონის, მგრძნობიარე,
განსაკუთრებით მშფოთვარე ან 18 წელს ქვემოთ.
ორი კაფსულა დღეში ზომიერი
(სტანდარტული)
რეკომენდირებულია მოზრდილებისთვის. იდეალურია ადამიანების უმეტესობისთვის. შეიცავს  ჰიპერფორინის ოპტიმალურ დოზას, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება კლინიკურ ცდებში და მაქსიმალურად ეფექტურია ზომიერი დეპრესიისა და შფოთვისას.
3 კაფსულა დღეში ძლიერი ინდივიდებისთვის, ვისთვისაც მცირე დოზები არაეფექტურია.
ოთხი კაფსულა დღეში მაქსიმუმი ინდივიდებისთვის, ვისაც არ შველის მცირე დოზები. უფრო ხშირად მოთხოვნადია მძიმე შემთხვევებში. არ გამოიყენოთ ოთხი კაფსულაზე მეტი დღეში ექიმითან  კონსულტაციის გარეშე.