აპოპტოზი

L. apoptosis
Rus. апоптоз
E. apoptosis

(ბერძნ. apo დან, ptosis დაწევა, დაცემა) – უჯრედების დაპროგრამებული სიკვდილი. ნეკრობიოზის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც მიმდინარეობს გენეტიკურად დეტერმინირებული პროგრამით.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888] 

წყარო

Apopsis smშეიძლება ითქვას რომ აპოპტოზი ეს არის დნმ-ში ინტეგრირებული ბრძანების კოდი, პროგრამა - სამოქმედო ინსტრუქციები კონკრეტული უჯრედის თვითლიკვიდაციისათვის. აუცილებელი არაა ეს უჯრედი იყოს დაბერებული, ან ქიმიური თუ ფიზიკური ფაქტორებით დაზიანებული; ის შეიძლება სრულიად ჯანმრთელიც კი იყოს, მაგრამ მან ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემებისგან მიიღოს ბრძანება თვითგანადგურებისათვის. როდესაც უჯრედი გარედან მიიღებს სიგნალს აპოპტოზის აქტივაციისათვის, ის ამ ინფორმაციას სპეციალური მესენჯერის საშუალებით აგზავნის თავის ბირთვში დნმ-თან და ატყობინებს მას რომ უჯრედს მიღებული აქვს ლიკვიდაციის ბრძანება. თავის მხრივ, დნმ-ი სადაც ჩაწერილია აპოპტოზის რეალიზაციის მექანიზმები, ყველა სუბუჯრედულ სისტემას უგზავნის სიგნალს რომ თვითლიკვიდაციის სისტემა აქტივირებულია და მას შემდეგ, რაც ეს ბრძანება გადაეცემა აღნიშნულ სისტემებს,  უჯრედი განწირულია გარდაუვალი სიკვდილისათვის. აპოპტოზი შეუქცევადია დასახის, დანიშნულებისა და მდგომარეობის უჯრედშია კოდირებული. ურთულესი სუბუჯრედული მექანიზმები კი უზრუნველყოფენ განაჩენის მათემატიკუტი სიზუსტით შესრულებას.

იმუნიტეტის თვალსაზრისით აპოპტოზი შეიძლება დავახასიათოთ როგორც ორგანიზმის თავდაცვის ერთ-ერთი ურთულესი და სრულყოფილი საშუალება.

ზოგიერთ ბაქტერია და ვირუსი უჯრედებს გარეგნული ზემოქმედებით ანადგურებს, ზოგიერთი კი თვითონ უჯრედში აღწევს და იქ “იბუდებს”. უჯრედში შეღწეული ბაქტერიისათვის თუ ვირუსისათვის მეტად ხელსაყრელი პირობებია. ის ემალება ორგანიზმის იმუნურ უჯრედებს და თანაც დაუბრკოლებლად ასრულებს მის ძირითად ფუნქციას: მრავლდება და ახდენს თავისი მავნე კოდის რეალიზებას, რისთვისაც თავისუფლად იყენებს უჯრედის რესურსებს.მაგრამ ადრე თუ გვიან უჯრედი რომელიც დაინფიცირებულია (მასში ბუდობს რაიმე ბაქტერია ან ვირუსი) მოახერხებს და თავის ზედაპირზე გამოიტანს შეტყობინებას (მოლეკულების სახით) მისი ინფიცირების და მასში მყოფი მავნე უცხო სხეულის შესახებ. ამ შეტყობინების გამოტანისთანავე იმუნური სისტემის გააქტიურება იწყება, მოქმედებას იწყებს ორგანიზმის სისხლის თეთრი სხეულაკები, ლეიკოციტები. თუმცა რადგან ვირუსი (ზოგადად უცხო სხეული) უჯრედშია შემძვრალი და მას ლეიკოციტები პირდაპირ ვერაფერს დააკლებენ, ამ შემთხვევაში იმუნიტეტისაგან ინფიცირებულ უჯრედს ეგზავნება აპოპტოზის ბრძანება.

cancer apoptosisრა საჭიროა უჯრედის პროგრამირებული სიკვდილი, ადრე თუ გვიან უჯრედი ხომ მაინც კვდება? პასუხი შემდეგია: აპოპტოზი ესაა ორგანიზმის თავდაცვის ერთ-ერთი ურთულესი და სრულყოფილი საშუალება და აი რატომ: ზოგიერთ ბაქტერია და ვირუსი უჯრედებს გარეგნული ზემოქმედებით ანადგურებს, ზოგიერთი კი თვითონ უჯრედში აღწევს და იქ “იბუდებს”. უჯრედში მოკალათებულ ბაქტერიას კი ასე ვთქვათ ხუთვარსკვლავიანი სატუმროს პირობები აქვს ის ემალება ორგანიზმის იმუნურ, მკვლელ უჯრედებს და თანაც მშვენივრად ასრულებს მის ძირითად ფუნქციას: მრავლდება და ახდენს თავისი დნმ-ის რეალიზებას, რისთვისაც მშვენივრად იყენებს უჯრედის რესურსებს. მაგრამ ადრე თუ გვიან “მასპინძელი” უჯრედი მოახერხებს და თავის ზედაპირზე გამოიტანს შეტყობინებას (მოლეკულების სახით), რომ ის დაინფიცირებულია და მასში “დამნაშავე” აფარებს თავს. ამ შეტყობინების გამოტანა და იმუნური, “სამართალდამცავი” უჯრედების გააქტიურება მყისიერია; მყისიერი და რადიკალურად სასტიკია მათი მოქმედებაც: რახან ვირუსი უჯრედშია შეყუჟული და მას პირდაპირ ვერაფერს დააკლებენ, იმუნური უჯრედები უგზავნიან აპოპტოზის ბრძანებას უჯრედს. პრინციპი ასეთია: არაა უჯრედი, არაა ვირუსი; არაა ვირუსი, მაშასადამე აღარაა პრობლემაც! აპოპტოზის სიგნალის შემდეგ, დნმ-ი რთავს თვითლიკვიდაციის ალგორითმს და იღუპება… მასთან ერთად იღუპება ვირუსიც… გარდა ვირუსებისა და ბაქტერიებისა, ორგანიზმი აპოპტოზს იყენებს სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლადაც; სამწუხაროდ ეს უკანასკნელნი მაქციმალურად “ცდილობენ” რომ არ იყვნენ ამოცნობილნი იმუნური სისტემის მიერ, ან ქმნიან ისეთ პირობებს, რომელშიც იმუნური უჯრედები ინაქტივირდებიან, მაგრამ თუ მუტაგენურ უჯრედებს ეს არ გამოუვათ, მაშინ მათაუცილებლად ჩაერთვებათ აპოპტოზი, რომელიც, თუ მისი სარეგულაციო მექანიზმები მოშლილი არაა, გარდაუვალი და საბოლოოა!

ლიტერეატურა:

http://en.wikipedia.org/wiki/Apoptosis

http://fizikosi.wordpress.com/