logo-herba

antiD-header

სამკურნალო მცენარეები

მცენარეები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნენ სამედიცინო და ვეტერინარულ პრაქტიკაში სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით. მცენარეების სამკურნალო თვისებები განპირობებულია მათში ალკალოიდების, ფლავონოიდების, გლიკოზიდების, ვიტამინების, მთრიმლავი ნივთიერებების არსებობით, რომლებიც ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმზე ახდენენ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ანდა გააჩნიათ ბიოლოგიური აქტიურობა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევთა მიმართ. განსაკუთრებულ ჯგუფშია გამოყოფილი ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მცენარეები. სინთეზური საშუალებებისაგან გამოირჩევიან ნაკლები ტოქსიკურობით.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

სამკურნალო მცენარეები

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი-ი

იალღუნი

Tamarix

ქართლ. ილღუნი, ჭალური; კახ. ილღუნი, ულღუნი; ქიზიყ. ულღან, ყამჩიტარა; მთ. რაჭ. სამასრე ტირიფი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმერქნიან მცენარეთა გვარი . ზაფხულმწვანე, იშვიათად მარადმწვანე ბუჩქები ან ტანდაბალი ხეებია. სიმაღლე 3-12 მ-ს აღწევს. წვრილი გრძელი ყლორტები დაფარული აქვთ პატარ-პატარა მოცისფრო ან მონაცისფრო ქერქლისებრი ფოთლებით, რომლებიც მარილის გამომყოფი ჯირკვლებით არის მოფენილი. საქართველოში 3 სახეობაა. გვხვდება როგორც ბარად, ისე მთაში. იზრდება ჭალის ტყეებში, ზღვისპირა ქვიშაზე, ტბების, მდინარეების და სარწყავი არხების ნაპირებზე, რიყეზე. იალღუნი სინათლის მოყვარული და სწრაფმზარდია. კარგად იტანს გვალვას. თავისი ნაზი ფოთლებისა და უხვი ყვავილების გამო ძალზე დეკორატიულია, განსაკუთრებით გამოსადეგია მლაშობების გასამწვანებლად. თაფლოვანი მცენარეა. ზოგი სახეობა სარწყავი კულტურების სარეველაა. მერქანს იყენებენ სახარატო საქმეში. შეიცავს საღებავ და მთრიმლავ ნივთიერებებს. ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე, მწიფდება სექტემბერში.

იალღუნს აქვს შემკვრელი, ოფლმდენი, შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი და სისხლაღმდგენი თვისებები. ფოთლების წყალში ნაყენს ან ნახარშს იყენებენ კუჭაშლილობის და სისხლდენისას, რევმატიზმისას, ელენთის ტკივილისას. ყვავილების ნაყენს იღებენ ნაღვლის დაავადებისას. ჩერქეზეთში იყენებდნენ უშვილობისას და სიფილისის სამკურნალოდ. ხმარობენ კომპრესებად და აბაზანებში.


იაპონური აუკუბა

Aucuba

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიოქროს ხე. იაპონური აუკუბა (Aucuba japonica) მარადმწვანე ბუჩქია, აქვს დიდი ფოთლები და პატარა, მუქი მურა ყვავილები, წითელი, ყვითელი ან თეთრი ნაყოფი. ოთახისა და ორანჟერეის დეკორატიული მცენარედ ითვლება. კულტივირებულია კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროზე და ყირიმში. საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარდა იზრდება ბოტანიკურ ბაღებსა და ბაღ-პარკებშიც. ხალხურ მედიცინაში იყენებენ ფოთლებსა და ნაყოფს. დანაწევრებულ ფოთოლს იდებენ დამწვრობაზე, შესიებაზე, ჭრილობებზე. საერთოდ შხამიანი მცენარეა.


იაპონური ზღმარტლი, ლოქვა

Eriobotrya japonica

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმუშმულა სუბტროპიკული , მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქია. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება. ნაყოფი მრგვალია, ოვალური ან მსხლისებრი ფორმა აქვს, წვნიანია, მომჟავო-ტკბილი; ნარინჯისფერი ან ყვითელია. მოჰყავთ შავი ზღვის სანაპიროსა და ყირიმის სამხრეთ რაიონებში, აგრეთვე შუა აზიის ზოგ რაიონებში. მცენარე ყვავილობს ნოემბერ-დეკემბერში, ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში. იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (კომპოტი, მურაბა და სხვა), თესლისაგან ამზადებენ ყავის სუროგატს. მუშმულა მრავლდება თესლითა და მყნობით. იაპონური ზღმარტლის ფოთლები შეიცავს ეთერულ ზეთს, შაქარს, მჟავეებს, ვიტამინებს, ალკალოიდებს, იგი კარგი ამოსახველებელი და ხველისსაწინააღმდეგო მცენარეა. ნაყენი ამაღლებს ფერმენტების აქტიობას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. მკურნალობს წყლულებსა და მუცლის ტკივილს.


იაპონური პირშუშხა

Wasabia japonica matsum.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიპირშუშხას უძველესი დროიდან იყენებენ. ფესვებს აგროვებენ შემოდგომაზე. იგი გამოიყენება საკმაზად და ქრონიკული რევმატიზმის სამკურნალოდ, ბუასილის, რადიკულიტისა და მიოტიზის დროს. იგი აწესრიგებს ნაწლავების მუშაობას. ფესვების ნაყენს იყენებენ შარდმდენად. ანტიმიკრობული საშუალებაა, ხელს უწყობს ჩირქოვანი წყლულების შეხორცებას. მისი ნაყენი კარგი საშუალებაა ჭყურტის (წყლისა) და მალარიის სამკურნალოდ. იყენებენ ჭიების, დიზენტერიისა და ღვიძლის დაავადების შემთხვევაში.


იაპონური სოფორა

Saphora japonica L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონისოფორა 25 მ სიმაღლის ხეა მსხვილი, გაშლილი ფესვებით, აკაციისმაგვარი ტოტებით და ოდნავ გადახრილი ღერძით. ფოთლები-წყვილი, კვერცხისებური, ზემოდან - მუქი-მწვანე, ქვედა მხარე - მორუხო-მოთეთრო. ყვავილები წვრილი, ყვითელი, ცოცხისებრ შეკრული. ნაყოფი - პარკები. ყვავილებისაგან მიიღება რუტინი. ნაყოფი და ყვავილები შეიცავენ სიფოროზიდს, რუტინოზიდს, გენინსტეინს და სხვა ალკალოიდებს. რუტინი ამაგრებს ძარღვების კედლებს. იგი გამოიყენება ჰიპი- და ავიტამინოზის დროს, ძარღვების დაავადებებისას, დიათეზის სამკურნალოდ, თვალის კაპილარის, ალერგიის, ტიფის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. მეცნიერულ მედიცინაში გამოიყენება მისი ნაყენიც. განსაკუთრებით ფართო გამოყენება აქვს ხალხურ მედიცინაში: შინაგანი სისხლდენები, სტენოკარდია, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია, რევმატიზმი, სეპსისი, ტრომბოფლებიტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებანი და სხვა. იხმარება გარეგანადაც.


იაპონური შროშანა

Ophiopogon japonicus Ker-Gawl. (= Convallaria japonica L.)

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონილილიისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარე. სამშობლო - იაპონია, ჩინეთი. აქვს გრძელი და წვრილი, ხაზოვანი ფოთლები სიგრძით 30 სმ. ყვავილობს ზაფხულში. ყვავილები თეთრი ან იისფერი. ნაყოფი კენკრაა. ძირითადად ორანჟერიებში გამოიყენება. მის ყვავილებს სამკურნალოდაც იყენებენ. ხმარობენ ქუშისა და გულისცემის გასაუმჯობესებლად. ნახარშებით მკურნალობენ მუცლის ტკივილებს, თვალის დაავადებებს, გაციებას. მისი მთავარი მოქმედი ნივთიერებებია კონვალიარინი და კონვალიარიმინი, რომლებიც დადებითად მოქმედებენ გულის მუშაობაზე.



იაპონური ხურმა, აღმოსავლური ხურმა

Diospyros kaki

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი12 მ-დე სიმაღლის ფოთოლმცვენი მცენარეა. ფოთლები დიდია, მოხაზულობით კვერცხისებრი ან მოგრძო ელიფსური, 7-16 სმ სიგრძის, კიდემთლიანი, ზემოდან მუქი-მწვანე, პრიალა, ქვემოდან უფრო ლეგა მწვანე, ორსახლიანი მცენარეა. ორი-სამი ყვავილი ჯგუფადაა განლაგებული ფოთლის იღლიაში, ყვავილები მოყვითალო ფერისაა. მომრგვალო ნაყოფი სრულ სიმწიფემდე მოყვითალო-წითელია, მწიფე კი მოშავო-მუქი, ლეგა ლურჯი ელფერით. მწიფე ნაყოფი მწკლარტეა, გადამწიფებული კი ძალიან ტკბილი და გემრიელია.

ნაყოფი შეიცავს შაქრებს, პექტინოვან ნივთიერებებს, ცხიმს, ვიტამინ C-ს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფოთლები – დიდი რაოდენობით მთრიმლავ ნივთიერებებს და C ვიტამინს.

ნაყოფებს ჭამენ უმად, ყინავენ, ახმობენ, იყენებენ საკონდიტრო მრეწველობაში და მედიცინაში კუჭნაწლავის დაავადებათა მკურნალობისას. ფოთლებისაგან ამზადებენ ვიტამინურ ჩაის.


იაჟუჟუნა, სამფერა ია

Viola tricolor

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიორწლოვანი ბალახოვანი მცენარის სახეობა. ზოგჯერ ნახევრად ბუჩქებია. აქვს მორიგეობით განწყობილი ან ფესვთანურ როზეტად შეკრებილი, იისფერი, ყვითელი და თეთრი მარტოული ყვავილები. გვირგვინის ქვედა ფურცელი წარზიდულია დეზად, რომელშიც სანექტრეა მოქცეული. ზოგიერთს უვითარდება ყვავილები. ნაყოფი სამსაგდულიანი კოლოფია. გავრცელებულია დეკორატიულ მებაღეობაში. ფართოდ იყენებენ ისეთ ფორმებსა და ჯიშებს, რომლებსაც სხვადასხვა შეფერილობის ყვავილები აქვთ. ველურ იაჟუჟუნას მედიცინაში ამოსახველებელ საშუალებად იყენებენ. მისი ექსტრატები, აქვთ რა ანტიბაქტერიული ქმედება, მინერალური ნივთიერებების შემცველობის გამო, ხსნიან კანის დაძაბულობასა და ანთებას.


იასამანი

Syringa

მესხ. ლეილაღი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიფოთოლმცვივანი პატარა ხე ან ბუჩქია. ცნობილია 30-მდე სახეობა. გავრცელებულია აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში. კულტურაში მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი, სპარსული, უნგრული და ჩინური იასამნები. ჩვეულებრივი იასამანი, 5-7 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხეა. მისი სამშობლოა ბალკანეთის ნახევარკუნძული და მცირე აზია. მუქი მწვანე წვეტიანი ფოთოლი აქვს. ფუძე გულისებრი, სურნელოვანი, თეთრი, ლილისფერი ან იისფერი. ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა. იზრდება ნათელ ადგილებში, ყვავილობს ადრე გაზაფხულზე, ყინვა- და გვალვაგამძლეა. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. სპარსული იასამანი 2 მ სიმაღლის ბუჩქია. აქვს ლანცეტისებრი ფოთოლი. გვალვაგამძლეა, ცუდად იტანს ზამთარს. მრავლდება უმთავრესად ვეგეტატიურად. უნგრული იასამანი სიმაღლით 3-4 მ-იანი ბუჩქია. აქვს ელიფსური ფოთოლი, წვრილი ყვავილი ლილისფერია ან იისფერი. მრავლდება თესლითა და კალმით. გვალვაგამძლეა, კარგად იტანს ზამთრის პირობებსაც. ჩინური იასამანი ჩვეულებრივი და სპარსული იასამანის ჰიბრიდია. მრავლდება ვეგეტატიურად. პარფიუმერიაში იყენებენ იასამნის ყვავილის ექსტრატს, სადურგლო საქმეში - მერქანს. იასამნის ნაყოფი თესლიანი კოლოფია. ყვავის მაის-ივნისში. სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილი და ფოთოლი. ყვავილი შეიცავს ეთერზეთებს, ფენელგლიკოზიდ სირინგიდს, ალკალოიდებს; ფოტოლი- ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, სახამებელს, ამინომჟავებს, ვიტამინებს, ფიტოცინდებს. გამოიყენება ანთების საწინაღმდეგოდ, ანტიმიკრობულ, დამამშვიდებელ, ტკივილგამაყუცებელ, შარდმდენ, ნივთიერების ცვლის მარეგულირებელ და ალერგიის სამკურნალო საშუალებად. მცენარე შხამიანია.


ილი

Elettaria cardamomum

საბა კაკულა, ჰილი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე. აქვს მხოხავი ფესურა და ღია, მწვანე ყვავილები,. ნაყოფი სამბუდიანი კოლოფია. თესლს ხმარობენ კულინარიაში, შეიცავს ზეთს, რომელსაც იყენებენ კვების და მრეწველობაში, აგრეთვე მედიცინაში. იზრდება სამხრეთ ინდოეთისა და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ტენიან მთის ტყეებში; კულტივირებულია ინდოეთში (ცეილონზე), ინდოეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ ჩინეთში. უფრო ფასობს მალაბარისა და მაისურის ილი.


იმერული ირაგა

ქვ. რაჭ. კაკია; გურ., აჭ. კაკირიე; ოკრიბ. მიმასტარა; იმერ. ნინიასტარა; ლეჩხ. მინასტარე.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლიანი, 35 სმ-მდე სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, ძლიერ დატოტვილი ღეროთი. ფოთლები მორიგეობითია. კალათები სხედან სათითაოდ ყვავილის გრძელ ყუნწზე, ტოტების კენწრულ ნაწილში და აქვთ თეთრი ენისებრი და ყვითელი მილისებრი ყვავილები. ისინი თეთრი ფერისაა, სამკბილიანი, ენისებრი გვირგვინით. ნაყოფი თესლურაა. მცენარე სურნელოვანია, ყვავილობს თითქმის მთელი ზაფხული. ყვავილედი შეიცავს ეთერზეთს, სპაზმოლიტური ქმედების გლიკოზიდ-აპიგენონს, ამიტომ მას ხმარობენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ნაწლავების სპაზმების დროს. ეთერზეთის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს წარმოადგენენ ქამაზულენი და პროქამაზულენი.
მედიცინაში ყვავილების ნაყენს იყენებენ ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად პირის ღრუს დაავადებების (სტომატიტები და სხვა), ტონზოლიტებისა და ანგინის დროს; მას უნიშნავენ მწვავე და ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტების, ენტეროკოლიტების საწინააღმდეგოდ, ღვიძლისა და ნაღვლის სადინარი გზების დაავადების დროს. მისი პრეპარატები ამცირებენ ნაღვლის სადინარების სპაზმებს, აძლიერებენ ნაღვლის გამოყოფას, ამცირებენ ანთებით პროცესებს. ნაწლავების სპაზმებისა და მეტეორიზმისას იყენებენ ირაგას დამამშვიდებელ ჩაის. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის, ფაღარათის, ნაღვლის სადინარების დაავადების დროს.
ნიკრისის ქარისა და რევმატიული ტკივილების საწინააღმდეგოდ იკეთებენ გვირილის ყვავილების აბაზანებს, ხოლო ბუასილის დროს იყენებენ გარეგან საშუალებად. ამ ნაყენს ხმარობენ აგრეთვე თვალების მოსაბანად ანთებითი პროცესების დროს.


ინდური კანაფი

Cannabis indicae herba (Heiba Cannabis indicae

ხალხური დასახელებები: ჰაშიში, ჰაშიშის ბალახი, მარიხუანა, მაკონა

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონინარკოტიკული ბალახი. აღწევს ერთიდან ექვს მეტრამდე სიმაღლეს. ფოთლები - რთული, თითისებური; ყვავილები მჭიდრო, დისკოსებური. შეიცავს: კანაბინოიდებს, ტეტრაჰიდრო-კანაბინოიდებს, ეთერულ ზეთს, ფისებს, ხოლინს, ორგანულ მჟავებს... მისგან იღებენ სუსტ ნარკოტიკებს. არის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ჰომეოპათიაში იყენებენ თირკმლებისა და შარდსასქესო გზების სამკურნალოდ.


ინდური კვლიავი, აიოვანი, აჟგონი

Trachyspermum

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიქოლგისერთა ოჯახის მცენარეა. აფრიკასა და აზიაში ცნობილია ოცამდე ჯიში. მეტნაკლები მნიშვნელობა აქვს ერთწლოვან სურნელოვან აიოვანს - Trachyspermum ammi (Carum ajowan), რომელსაც სწორმდგომი, განტოტვილი ღერო, წვრილხაზოზოვანი, ფრთისებრი ფოთლები, პატარ-პატარა ყვავილები, იისფერი ან თეთრი აქვს. ნაყოფი წვრილი და სპეციფიკურსურნელიანია. თესლი შეიცავს ეთერულ ზეთს, ცხიმოვან ზეთს, ცილებს. ეთერული ზეთი, თავის მხრივ, შეცავს თიმოლს, რომელიც ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა. ამავე დროს, აიოვანი გამოიყენება წამლებისათვის სურნელის მისაცემად.


ინდური ლოტოსი

Nelumbo

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიწყლისა და ხმელეთის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი. აქვს გრძელყუნწიანი, წყალზე მოტივტივე და წყლის ზემოთ ამოშვერილი დიდი, ფარისებრი ფოთლები და ეული ყვითელი ან ვარდისფერი ყვავილები. ლოტოსის 2 სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელსა და ტროპიკებში. ვარდისფერყვავილებიანი (Nelumbo nucifera) გავრცელებულია ინდოჩინეთისა და ინდოსტანის ნახევარკუნძულებზე.

ინდოეთსა და ჩინეთში ლოტოსი ძველთაგანვე საღვთო მცენარედ არის მიჩნეული. (Nelumbo lutea) იზრდება ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკის ატლანტიკურ სანაპიროებსა და კუნძულებზე. ლოტოსის ყველა ნაწილში და კაუჩუკია, ყუნწებსა და და ღივებში — შხამიანი ნივთიერება ნელუმბინი. თესლსა და ფესურებს საჭმელად და საქონლის საკვებად იყენებენ. ე. წ. ეგვიპტური ლოტოსი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ალკალოიდებს და ფლავონოიდებს.

როგორც სამკურნალო მცენარე, ლოტოსი უძველესი დროიდან იყო ცნობილი აღმოსავლეთში. ჩინურ, ინდურ...მედიცინაში მას იყენებდნენ მატონიზერებელ, კარდიოტონურ და ზოგადმომაძლიერებელ საშუალებად.


ინდური ჟასმინი

Jasminum sambac

სპარს. იასემინ

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიორი სახის დეკორატიული მცენარე - ბაღისა და ნამდვილი. ფოთოლმცვენია. ბუჩქი ან ლილიაა. ფოთლები საპირისპირო, კვერცხისებრი, დაკბილული. ყვავილები ოთხნაწილიანი, თეთრი, ყვითელი ან მოწითალო. ნაყოფი კოლოფია. საქართველოში იზრდება სამკურნალო ჟასმინი Jasminum officinale, რომელიც აწესრიგებს ქალის სასქესო სისტემას, გამოიყენება თერაპიული და კანის დაავადებებისათვის. აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, იყენებენ ინჰალაციისათვის, აბაზანებისათვის.


იორდასალამი

Paeonia L.

ქართლ., ქიზიყ. ტყის ყაყაჩო; კახ. გუგულისკაბა; ზმ. რაჭ. გუგული; ქვ. რაჭ. ყაყაჩო; საბა იორდასალები; ნ.კ. იორდანეს სალამი

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიამ სახეობის წარმომადგენელთა უმრავლესობა მრავალწლიანი ბალახია მსხვილი ძირებით, ზოგი წარმომადგენელი ნახევრად ბუჩქია. ფოთლები სამნაწილიანია, რთული.

საკმაოდ მოზრდილი ყვავილები ჩნდებიან სათითაოდ. ისინი ორსქესაა. ნაყოფი პარკუჭია, რომელშიც განთავსებულია თესლები. ხალხურ მედიცინაში იორდასალამის ნაყენი გამოიყენება გულის, სისხლნაკლულობის, ხველის სამკურნალოდ. აწესრიგებს საკვებგადადამამუშავებელ სისტემას, აძლიერებს მადას და მჟავიანობას; იყენებდნენ მთვრალების გამოსაფხიზლებლადაც. არის ძლიერი დამამშვიდებელი საშუალება. ხალხური მედიცინა იყენებს ნიკრისის ქარის, რევმატიზმის, ბრონქიტის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, კუჭაშლილობის საწინააღმდეგოდ.


იპეკო

Cephaelis ipecacuanha

ერ. ოქროს-ძირი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიველურად იზრდება ტენიან ტროპიკულ ტყეებში. კულტივირებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. მისი სიმაღლეა 15-40 (60) სმ. აქვს წვრილი ყვავილები. ფესვები შეიცავს ალკალოიდებს (ემეთინი, ცეფაელინი და სხვა). იყენებენ ამოსახველებელ და სასაქმებელ საშუალებად.




ირმის-ენა

Phyllitis scolopendrium

ფშ. ლაოშა; ლეჩხ. ისიდორეს ბალახი; გურ., ქვ. იმერ. ძროხიენა, ტყის ტაბელა, ფურიენა; ჭან. გელენა, გენოლა, ფუჯიში ნენა; მეგრ. ფუჯიში ნინა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონისახელი დაერქვა დიდი, მწვანე და ენის ფორმის ფოთლების გამო. ტენისმოყვარული მცენარეა. გამოიყენება ხალხურ მედიცინაში და ჰომეოპათიაში.




ისპანახი

Spinacia

საბა სპანძელა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიან ბალახოვანი მცენარის გვარი. შუა აზიაში, ირანსა და კავკასიაში ცნობილია 3 სახეობა. ყველაზე გავრცელებულია Spinacia oleracea. ისპანახის 25-50 სმ აღწევს, აქვს სამკუთხა-შუბისებური ან კვერცხისებრ წაგრძელებული სადა ან გოფრირებული ფოთოლი. კარგად იტანს სიცივეს, სწრაფად იზრდება. აშენებენ ზომიერი ჰავის ქვეყნებში. იყენებენ კულინარიაში. სამკურნალოდ გამოიყენება ფოთლები და ყლორტები. შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ვიტამინებს, კაროტინს, მინერალურ მარილებს, საპონინებს, ფლავონოიდებს, ექსტრატულ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავეებს, ნახშირწყლებს, ამინომჟავებს, მინერალურ მარილებს, იოდს. არის შარდმდენი, სასაქმებელი, მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალება. სამკურნალო პროდუქტად იყენებენ სისხლნაკლულობისას, ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის, ტუბერკულოზის, ნერვიული სისტემის დაავადების, გასტრიტის, ენტეროკოლიტის, კუჭაშლილობის, მეტეორიზმის დროს.


იფანურა

Dictamnus caucasicus Fisch.

სამხ. მყრალა-ყვავილი; ლეჩხ. მოიფნიე, მეიფუნია; ზმ. იმერ. ორსუნელა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმებაღეობაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცენარე. აუცილებელი მისი გარეგნული ცოდნა, რადგან მასთან უბრალო შეხებაც კი იწვევს ძნელადშესახორცებელ დამწვრობას, შესუნთქვა კი ძლიერ აღიზიანებს სასუნთქ სისტემას. იფანურა მაღალი, ლამაზი მცენარეა. ფოთლები მორიგეობითი აქვს, ვარდისფერი, სხვადასხვა ფორმისა. ნექტარის შემცველი ყვავილები შეკრულია ფუნჯებად. აქვს ჩამოშვებული ძაფები. ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფიც შხამიანია. მისი მიკარება არ შეიძლება.

იფანურას უჯრედები გამოყოფენ არა მარტო ეთერულ ზეთს, არამედ იპრიტის მსგავს დამაჩირქებელ ნივთიერებას. ბუშტუკები სხეულზე ჩნდება შეხებიდან რამდენიმე საათში და შეხორცების შემდეგ აუცილებლად ტოვებენ იარებს. მედიცინაში მისი გამოყენება ხდება მცირე დოზებით. ის ოფიცილურ ფარმაკოპეაში შეტანილი არ არის, მაგრამ ხალხურ მედიცინაში ხმარობენ ანტისპაზმოლიტურ და რევმატიზმების საწინააღმდეგო საშუალებად. ევროპასა და კავკასიაში მისგან ამზადებენ არომატულ წყალს, ხოლო საქართველოსა (მრგვალი წამალი) და უკრაინაში კულინარიაშიც იყენებენ.



სამკურნალო მცენარეები

აბზინდა
აბილილი
აბუსალათინი
აგავა
ადონისი
ავოკადო
ავშანი
აკაცია
ალისარჩული
ალოე
ალუბალი
ანაგვირილა
ანგელოზა
ანისული
ანისულის ხე
ანონა
ანწლი
არნიკა
არყა-სოკო
არყი, არყის ხე
ასისთავა
ასკილი
ასფურცელა
ატამი
აქტინიდია

ბაბუნა, სამკურნალო (სააფთიაქო) გვირილა, მატრიკარია
ბადიანი
ბადრიჯანი
ბაია
ბალბა
ბალღოჯი
ბამბაცა
ბამბის ბუჩქი
ბამბუკი
ბარამბო
ბარდა
ბარისპირა
ბატის მარწყვა-ბალახი
ბაღის ინა
ბაღის მარწყვი
ბაღის მიხაკი
ბაღის პიტნა
ბაღის რეზედა
ბაღის სალბი
ბაღის სატაცური
ბაღის ტუხტი
ბაღის ფამფარა
ბაყაყურა
ბაძგი, ჭყორი
ბაჰარი
ბეგთენდრო
ბეგიაური
ბეგქონდარა
ბელადონა
ბელადონა კავკასიური
ბერულა
ბერყენა
ბზა
ბობოწვერა
ბოლოკი
ბოსტნის ია
ბოსტნის წალიკა
ბროწეული
ბუბუშელა, ბაბუაწვერა
ბუერა
ბუჩქისძირა

გარგარი
გერანი, ზეთის ნემსიწვერა
გველთავა
გველისკოვზა
გველის სურო
გვერდელა
გვიმრა
გვირილა
გვირილა სამკურნალო
გლედიჩია
გობისცხვირა
გოგრა
გონგოლა
გონგოლა სამკურნალო
გრაკლი
გრეიპფრუტი
გუგულის-კაბა
გუგულის ყვავილი

 

დათვიმარწყვა
დათვისთხილა
დათვის კანაფი
დათვის კენკრა
დათვის ყურძენი
დამასკური ვარდი
დამასკური სოინჯი
დანდური
დარიჩინის ხე
დარფილფილი
დასავლური ტუია
დასტამბო
დაფნა, კეთილშობილი დაფნა
დაჯირა
დედაფუტკარა
დედოფლისთითა
დედოფლის ყვავილი
დევისპირა
დეზურა
დეკა
დვალურა
დიდბაია, ჭყანტა
დიდგულა
დიდი კამა
დიდი ხვართქლა, დედოფლის კაბა
დიდყვავილა მაგნოლია
დიდჯამა ფურისულა
დილხამი
დიყი
დრიადი, კაკბის ბალახი
დროზერა, ცვრიანა
დუგუმი
დურიო
დურღენი

ეგვიპტური კელაპტარა
ეგვიპტური ლოტოსი
ევგენოლის რეჰანი
ევკალიპტი
ევკომია, გუდაპერჩის ხე
ევროპული აბრეშუმა
ევროპული მაჟალო
ევროპული პანტა
ევროპული ყოჩივარდა
ეკლღიჭა
ეკალცოცხი
ეკლის ხე, ცრუაკაცია
ელიმუსი
ელუსამელა
ენდრო
ენდრონიკა
ენოთერა
ესპანური არტიშოკი
ესპანური ესპარცეტი, სულა
ესპარცეტი
ეფედრა, ცხენისმუხლა
ეშმაკის ქოში
ეწრის გვიმრა

ვაზი
ვაზისტანა
ვანილი
ვარდი
ვარდკაფანაფა
ვარდკაჭაჭა
ვარსკვლავა
ვაშლანა
ვაშლატამა
ვაშლი
ველის იორდასალამი, ლალა
ველის სოსანი
ველური კანაფი
ვენერას თმა
ვერბენა
ვერცხლა ცაცხვი
ვერხვი
ვეტივერია
ვირგინიული ხურმა
ვირისტერფა
ვნების ყვავილი, პასიფლორა

ზამბახი
ზაფრანა
ზეთისხილი, ზეთის ხე
ზიზილა
ზღვის ხახვი
ზღმარტლი

თაგვისარა
თაგვის ცერცველა
თაგვიყანა
თავკომბალა
თავსისხლა
თავყვითელა
თავშავა
თავცეცხლა
თათაბო
თათრული რევანდი
თალგამი
თალგამურა
თამარჰინდი
თაფლა-გოგრა
თევზის წამალი
თეთრეკალა
თეთრი არყი, ლიტვინოვის არყი
თეთრი დიყი
თეთრი დუმფარა
თეთრი ნარგიზი
თეთრი ნარი
თეთრი სამყურა
თეთრი ძიძო
თეთრყვავილა
თეთრყვავილა ლაშქარა, მხალშავა
თერო
თვის ბოლოკი
თუთა, თუთის ხე
თუთუბო
თხაწართალა
თხილი
თხმელა

იალღუნი
იაპონური აუკუბა
იაპონური ზღმარტლი, ლოქვა
იაპონური პირშუშხა
იაპონური სოფორა
იაპონური შროშანა
იაპონური ხურმა, აღმოსავლური ხურმა
იაჟუჟუნა, სამფერა ია
იასამანი
ილი
იმერული ირაგა
ინდური კანაფი
ინდური კვლიავი, აიოვანი, აჟგონი
ინდური ლოტოსი
ინდური ჟასმინი
იორდასალამი
იპეკო
ირმის-ენა
ისპანახი
იფანურა

კავკასიური მოცვი
კავკასიური სურო
კავკასიური ცაცხვი
კავრა
კაზანლიკური ვარდი
კაკაო, კაკაოს ხე, შოკოლადის ხე
კაკბის-საკენკელა
კაკლის ხე
კალია
კალანხოა
კამა
კამანია
კანადური სურო
კანადური ქაცვი
კანაფი
კაპარი
კარტოფილი
კატაბალახა, ვალერიანა
კატაბარდა
კატაპიტნა
კაქტუსი
კედლისპირა
კედლისპირა იუდეური
კევის ხე, საღსალაჯი
კელაპტარა
კენკეშა
კესანე, ცისანა
კეწერა
კვლიავი
კვრინჩხი
კიდობანა, ჩვეულებრივი ჭანჭყატა
კიტრანა
კიტრი
კიტრისუნა
კიჭკიჭა
კლდის დუმა
კლდის მოცხარი
კნაპა, კნაპი
კოთხუჯი, კოთხოჯი
კოკა, კოკაინის ხე
კოკომჟავა
კოლოქვინთი, კოლოცინთი
კომბოსტო
კომში
კონიო
კორდისკბილა
კორობელა
კოტრანა
კოფრჩხილა
კოწახური
კოჭა, ჯანჯაფილი
კრაზანა
კულმუხო
კუნელი
კურდღლის ბალახი
კურდღლისფრჩხილა
კურდღლისცოცხა
კუტი ბალახი

ლავანდი
ლამაზა
ლანცეტა მრავალძარღვა
ლარიქსი
ლაფანი, ლაფნის ხე
ლაქაში
ლაშქარა
ლახტარა
ლემა
ლენქორანული ხერკინა
ლენცოფა
ლეღვი
ლეშურა
ლიკოპოდიუმი
ლიმონი ჩვეულებრივი
ლიმონის ავშანი
ლიმონის კატაპიტნა
ლიმონის ურო
ლიმონურა
ლიპია
ლიჩი
ლობიო
ლომისკბილა
ლოტოსი
ლუმბანგი, სანთლის ხე
ლურჯი ზამბახი
ლურჯი მოცვი
ლურჯი ნარი, ლურჯეკალა
ლურჯი ძირწითელა, ჩვეულებრივი ძირწითელა
ლუფა

მაგნოლია
მათუთა
მაიორანი
მაისურა
მაკლურა, თუთავაშლა
მამულა
მანანა, ერიკა
მანგუსტანი
მანდარინი
მანდრაგორი
მანეული
მანიჰოტი, მანიოკი
მაჟალო
მარადმწვანე ძახველი
მარგალიტა
მარიამა
მარიამსაკმელა
მარიამსხალა
მარმუჭი
მარწყვა-ბალახი
მარწყვა-ბალახი ოთხფურცელა
მარწყვა-ბალახი წყლისა
მარწყვი
მატიტელა
მატრიკარია
მატრიკარია სამკურნალო
მაღალი მოცვი, კავკასიური მოცვი
მაღლისმთის მუხა
მაყვალი
მაჩიტა
მაწაქი, ლოგორო
მახრჩობელა
მაჯაღვერი
მაჰონია, ჭყორფოთოლა
მდგნალი
მდელოს მატვარანცა
მდოგვი
მედგარი, ბაბაწვერა
მელია
მესამედა
მექსიკური ავოკადო
მექსიკური ჩაი
მეჭეჭიანი ჭანჭყატა
მზესუმზირა
მზიურა
მთის ბარისპირა
მთის პიტნა
მთის სვინტრი
მთის ღანძილი
მთის ღოლო
მთის ჩადუნა
მინდვრის გვირილა
მინდვრის ზამბახი, ბადიანი ზამბახი
მინდვრის მდოგვი
მინდვრის ნემსა
მირტი
მიწავაშლა
მიწამაყვალა, ბალახმაყვალა
მიწის ბარდა
მიხაკი
მიხაკის ხე, მიხაკი
მკერვალა
მოპიტნაო
მოცვი
მოცხარი
მჟავე ლაიმი
მჟაველა
მჟაუნა
მრავალფოთლიანი ხანჭკოლა
მრავალძარღვა
მრგვალი თავნასკვა
მრგვალი წამალი
მსუქანა
მსხალი
მსხალიჭა
მსხვილი გოგრა, თეთრი გოგრა
მსვილფოთოლა ცაცხვი
მსხვილყვავილა ჟასმინი, დიდყვავილა ჟასმინი
მუზარადა
მუშკის მარწყვი
მუხა
მუხუდო
მწარა
მჭამელა
მხოხავი ჭანგა

ნამდვილი ზირა, ზირაკი
ნამდვილი თამბაქო, ჩვეულებრივი თამბაქო
ნამდვილი რევანდი
ნარდი
ნარი
ნარინჯი
ნარისჯაგა
ნარშავი
ნარცეცხლა
ნაღველა
ნაცარა მურყანი
ნაცარქათამა
ნეგო, უკვდავა
ნესვი
ნიახურა
ნიახური
ნიგვზისძირა
ნივრის-დედა
ნიორი
ნისკარტა აქტინიდია
ნიუკა
ნუში

ოდაღაჯი, გვაიაკის ხე
ოთახის უკადრისა
ოთხფურცელა მარწყავ-ბალახი
ოლეანდრე
ომბალო
ონტკოფა
ონტკოფა პერუსი
ონჭო
ოპუნცია, დედინაცლის ენა
ორკბილა
ოროვანდი
ორფერი
ორფოთოლა
ორყურა
ოსერო
ოსმანთუსი
ოსპი
ოფი
ოქროქუდა
ოქროჩალა
ოქროცოცხა
ოქროწვიმა
ოქროწკეპლა
ოშოშა, ოშოში
ოჩოპენტრე
ოხრახუში

პანტა
პარაგვაული ჩაი, მატე
პარნასურა
პასიფლორა
პატარძალა
პატისონი, ბრტყელი ყაბაყი
პაჩული
პეკანი
პერილა
პერუს ონტკოფა
პილპილი
პირშუშხა
პირწმინდა
პოეტური ნარგიზი
პომიდორი
პრასა
პუერარია, კუძუ

ჟაბო, შაბო, შაბუ
ჟასმინი
ჟასმინი სამკურნალო
ჟენ-შენი
ჟოლო
ჟუნჟრუკი

რევანდი
რევანდი თათრული
რევანდი ნამდვილი
რევანდი სამკურნალო
რეზედა
რეზედა ბაღისა
რეზედა ყანისა
რეჰანი
რეჰანი ევგენოლისა
რეჰანი ქაფურისა
როზმარინი
რუსული მაყვალი
რუსული ღიღილო
რუსული ჭლაკვი
რქათავა
რცხილა
რცხილა კავკასიური
რძიანა
რძიანა-მაჯღავერი

სავარცხელა
საზამთრო
სათოვლია
საკმლის ხე
საკპინაჭი
სალათა
სალბი სამკურნალო
სალიხა
სამატლე
სამკურნალო ადონისი
სამკურნალო ბარისპირა
სამკურნალო მატრიკარია
სამკურნალო ჟასმინი
სამკურნალო ძიძო
სამოთხის ვაშლი, სამურაბე ვაშლი
სამტატა
სამფერა ია
სამყურა
სამყურა ლიმონი
სამყურას აბრეშუმა
სანდალოზი თეთრი
სანდალოზი წითელი
სანთელა ტყისა
სანთელა ყანისა
სანთლის ხე
საპონა
საპონელა
სარეპტის მდოგვი
სასტვენა
სასტვირია
სასუქა
სატაცურა კომბოსტო
სატაცური ლამური
სატაცური ძაღლისა
სატილია
საღეჭი პილპილი, ბეტელი
საღსაღაჯი
საყვითლო
საჭარა
საჭმელი კანა, აჩირა
სელი
სელი გუგულისა
სელიჭა
სენეგა
სენეგალიური აკაცია
სერადელა
სექვოია მარადმწვანე
სვია
სვინტრი
სვინტრი მთისა
სოკომორო
სიმინდი
სიმინდი კაჟა
სიმინდი კბილა
სიმინდი კილიანი
სიმინდი რბილი
სიმინდი ტკბილი
სიმინდი ცვილა
სკიპალო
სოია
სოინჯი
სორგო
სორგო შაქრისა /> სორგო ჩვეულებრივი
სორგო ცოცხისა
სოსანი ველისა
სოსანი ყანისა
სოჭი ბერძნული
სოჭი ერთფეროვანი
სოჭი ესპანური
სოჭი თეთრქერქა
სოჭი იაპონური
სოჭი კავკასიური
სოჭი კამჩატკური
სოჭი კილიკიური
სოჭი ნორდმანისა
სოჭი ციმბირული
სპარსული ღვარძლი
სპარსული ყოჩივარდა
სპელტა, ნამდვილი ასლი
სპერგულა
სპერგულა სელისა
სტაფილო
სტერკულია
სუდანური ბალახი, სუდანურა, სუდანური შალაფა
სულა
სუმბული
სუმბული აღმოსავლური
სუმბული წყლისა
სურნელოვანი ზეთის ხე, ოსმანთუსი
სურო
სურო გველისა
სურო კავკასიური
სურო კანადური
სურო კოლხური
სურო ჩვეულებრივი
სურო ცვილისა
სურო წყლისა
სუსამბარი
სუფრის ჭარხალი ვარდისფერი
სუფრის ჭარხალი თეთრი
სუფრის ჭარხალი ყვითელი
სუფრის ჭარხალი წითელი
სუძა
სწორი შვრიელა

ტაბელა
ტაბლაყურა, ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ტარო
ტარხუნა
ტაუ-საღიზი
ტაქსოდიუმი
ტაცეტი
ტეგანი
ტენცო, წყლის პიტნა
ტეოსინტე
ტეოსინტე, ბელეკონი
ტექის ხე, ტექტონი
ტეფა
ტილჭირი, აკონიტუმი
ტიმოთელა, თომოტის ბალახი
ტირიფი
ტირიფი ბრტყელი
ტირიფი მტირალა
ტირიფი მყიფე
ტიტა
ტკაცუნა
ტკბილი ლაიმი
ტკბილი სიმინდი
ტლანქი ლიმონი, ჯამბირი
ტორფის ხავსი, თეთრი ხავსი
ტრაუტფერის ბოკვი
ტუბეროზა
ტუია
ტუია გიგანტური
ტუია დასავლური
ტუნგი იაპონური
ტუნგი მთისა
ტუნგი ფორდისა
ტუნგი ჩინური
ტუნისური ბალახი
ტურანგი
ტურნეფსი
ტუხტი
ტუხტი ბაღისა
ტუხტი სამკურნალო
ტუხტი ყანისა
ტუხტი ყითელი
ტუხტი ჩინური
ტყემალი
ტყვიაბალახა
ტყისბოლოკა
ტყის ვაზი
ტყის თივაქასრა
ტყის კამა
ტყის მარწყვი
ტყის მრავალძარღვა
ტყის მიხაკი
ტყის პიტნა
ტყის ჟუნჟრუკი
ტყის სამყურა
ტყის სანთელა
ტყის ღიღილო
ტყისურა
ტყის ფარსმანდუკი
ტყის ფურისულა
ტყის ქამა-სოკო
ტყის ქოთანა
ტყის ქონდარი
ტყის ჩიტისთვალა
ტყის ცერცველა
ტყის ცოცხი
ტყის წიწმატი
ტყის ჭორტანა, კომელინა, ცისფერთვალა
ტყიურა
ტყუბლა-სოკო

უგრეხელი
უზანი
უკადრისა
უკადრისა ოთახისა
უკვდავა
ულბო
ულეწელა
ულუმბო
უნაბი
უნგრული ცერცველა, პანოიის ცერცველა
უნშიუ მანდარინი
უპანი
უჟმურა
ურარტული ნუში
ურაშა
ურთხელი
ურიში
ურო
ურო ლიმონისა
ურცი
უსუპი
უსურვაზი, ტყის ვაზი
უსურვაზი ამერკული
უსრიული პანტა
უფერულა
უფხო ღვარძლი
უფხო შვრიელა
უცვეთელა
უცუნა
უძოვარა
უძრახელა
უჭურველი
უხრავი
უჯანგარი

ფამფარა
ფამფარა ბაღისა
ფამფარულა, კევის ბალახი
ფანტია სელი
ფანქრის ხე
ფანქრის ხე ამერკული
ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ფარსმანდუკი
ფარსმანდუკი ტყისა
ფაცელია
ფეიჰოა
ფერისცვალა
ფესვმაგარა
ფეტვი
ფეტვი ზანგური
ფეტვი ინდური
ფეხფოთოლა
ფიგი
ფითრი
ფიკუსი კაუჩუკისა,
ფიკუსი ოთახისა
ფირმიანა
ფისოვანა
ფიჭვი
ფიჭვი ბიჭვინთისა
ფიჭვი ვეიმუტისა
ფიჭვი ევროპული
ფიჭვი ელდარისა
ფიჭვი ზღვისპირა
ფიჭვი თეთრი
ფიჭვი იტალიური
ფიჭვი კავკასიური
ფიჭვი მანჯურული
ფიჭვი მტირალა
ფიჭვი ყირიმული
ფიჭვი შავი
ფიჭვი ციმბირული
ფიჭვი ჭაობისა
ფლორენციული ზამბახი
ფლოქსი
ფოთლოვანი კომბოსტო, საკვები კომბოსტო
ფოთლოვანი ჭარხალი
ფოთოთი
ფოთოლეკალა
ფოლიო
ფოლიო ცისა
ფოლორცის ბალახი ცის
ფორდის ტუნგი
ფორთოხალი
ფოხვერა
ფრანგული კოინდარი
ფრთათეთრა
ფრთათეთრა ბაღისა
ფრთაფოთოლა
ფრთისებრი ჯონჯოლი
ფრინტა
ფსტა, ბუსტული
ფუნთუშა
ფურისულა
ფურისულა დიდჯამა
ფურისულა წყლისა
ფუტკარა
ფუტკრის-დედა
ფუფალა
ფუჩფუჩა
ფუჭფუჭა
ფქვილიო
ფშატა-ტირიფი
ფშატი
ფშატი ველური
ფშატფოთოლა ბერყენა
ფშნის ეკალი
ფშნის ენდრო
ფშუკურა
ფხიჯა, ქვატეხია
ფხუწა

ქაბისჩალა
ქათმისკუჭა, გიორგელა
ქათმისქოჩორა
ქალამანა
ქალბანა
ქამა-სოკო
ქამა-სოკო ტყისა
ქამეროფსი
ქარაგოზი
ქარაძენძი
ქართლის ზამბახი
ქართული ესპარცეტი
ქართული ზამბახი
ქართული კოწახური
ქართული ლალემანცია
ქართული მუხა
ქართული ნემსიწვერა
ქართული ნუში
ქართული ქოთანა
ქართული ყოჩივარდა
ქარქვეტა
ქარცხვი
ქასრა
ქატმი, ფოხვერა
ქაფუნა
ქაფურის რეჰანი
ქაფურა
ქაფურის ხე
ქაფურის ხე ცრუ
ქაღაზბადამი
ქაღალდის არალია
ქაღალდის თუთა
ქაღალდის ხე იაპონური
ქაცვი
ქაცვი ამერიკული
ქაცვი კანადური
ქენდირი
ქენდირი ამუ-დარიისა
ქერი
ქერი ბრტყელი
ქერი ველური
ქერი კულტურული
ქერი მრავალმწკრივიანი
ქერი ორმწკრივიანი
ქერი შიშველი
ქერიფქლა
ქერშიშველი
ქვათესლა
ქვამუხა
ქვაპურა
ქვატეხია
ქვებლანდისა
ქვეყნის გული
ქვიშამხალი
ქვრიმა, მოჰარი
ქითრა
ქინაქინის ხე
ქინძარა
ქინძი
ქინძი ძაღლისა
ქისრიბა
ქიშმიშის აქტინიდიაა
ქლიავი
ქოთანა კლდისა
ქოთანა ტყისა
ქოთანა ქართული
ქონა
ქონდარა არყი
ქონდარა ბალამწარა
ქონდარა ბანანი
ქონდარა ზამბახი
ქონდარა ნუში
ქონდარა პალმა, ქამეროფსი
ქონდარა ფიჭვი
ქონდარა ღვია
ქონდარა ხორბალი
ქონდარი ბაღისა
ქონდარი ტყისა
ქონის ხე
ქორაფი
ქოქ-საზიღი
ქრიზანთემა
ქრისტესბეჭედა
ქრისტესთვალა
ქრისტესისხლა
ქუბაბა
ქუთქუთა
ქუნჯუტი
ქურქუმა
ქუჩი, ველის წივანა
ქუჩულა

ღამის დედოფალი
ღამის ია
ღანძილი
ღანძილი მთისა
ღვარძლი
ღვარძლი უფხო
ღვარძლი სპარსული
ღვედკეცი
ღვია
ღვია ვირჯინიული
ღვია კაზაკური
ღვია ქონდარა
ღვია შავი
ღვია წითელი
ღვიიის ფითრი
ღვინა
ღვინა ყვითელი
ღვინიო
ღიმი, ატოლი
ღიღილო
ღიღილო რუსული
ღიღილო წითელი
ღიჭა
ღობისძირა
ღოლო
ღოლო მთისა
ღოლომჟავა
ღოლო-მხალი
ღოლო ჩვეულებრივი
ღოლოშმაგა
ღომი
ღომი ველური
ღორის ბირკა
ღორის ქადა
ღორღორა
ღოღნოშო
ღრიანჭველა

ყაბაყი
ყაბაყი ბრტყელი
ყავა
ყავა არაბული
ყავა ლიბერიული
ყაზახა
ყაისუმი

შაბთარი
შაბი, შაბუ,
შავბალახა
შავდავითა
შავთარა
შავი არყი, რადეს არყი
შავი ასკილი
შავი გვიმრა
შავი დიკა
შავი თავთუხი
შავი კაკლის ხე
შავი კუნელი
შავი მდოგვი
შავი მოცხარი
შავი მურყანი
შავი მჭადი
შავი ნაძვი
შავი სანდალოზი
შავი საქსაული
შავი ღვია
შავი ცერცველა
შავი თავთუხი
შავჩოხა- სოკო
შავჩოხა
შავწამალა
შავჯაგა, ჯღარდალა
შალამანდილი
შალაფა
შალაფა სუდანური
შალგი
შამბალილა, ულბო
შაქარა ბანანი, ბრძენთა ბანანი
შაქრის ლერწამი
შაქრის ნეკერჩხალი
შაქრის პალმა
შაქრის სორგო
შაქრის ჭარხალი
შემოდგომის წინწკალა
შესანისნავი იუკა
შვედური სამყურა
შვია
შვიტა
შვიტურა
შვრია
შვრია შიშველი
შვრია ჩვეულებრივი
შვრიანა
შვრიანა მდელოსი
შვრიელა
შვრიელა ბანისა
შვრიელა სწორი
შვრიელა უფხო
შვრიელა ჭვავიფერი
შვრიელა ჭრელი
შვრიუკა, ველური შვრია
შივო-მიკანი
შინდანწლა
შინდი
შირბახტი, ქუჯუნტი, სიმსიმი
შიშველი ქერი, ქერშიშველი
შიშველი შვრია
შმაგა, კავკასიური ბელადონა
შოთხვი
შოკოლადის ხე
შორვალა
შოროქანი, შოროქნის ცოცხი
შრეში
შრიალა-ბალახი
შროშანა
შროშანი
შროშანი ზღვისა
შროშანი მთისა
შროშანი ყვითელი
შტოში
შუბანა
შუპყა
შქერი
შხამა
შხამა-სოკო
შხამიანი თუთუბო
შხაპრი

ჩაგირი
ჩადუნა
ჩაი მექსიკური
ჩაი პარაგვაული
ჩაიოტი
ჩაი
ჩაის ბუჩქი ასამური
ჩაის ბუჩქი ჩინური
ჩაის ვარდი
ჩალამბარა
ჩალამძივი
ჩალაყვავილი
ჩარანი
ჩაქვის ბალახი
ჩაღანდრი
ჩაწყობილა
ჩაწყობილა-ბაია
ჩელტა-ზანდური
ჩელტა-მახა
ჩვეულებრივი ავოკადო, გვატემალური ავოკადო
ჩვეულებრივი ბარდა
ჩვეულებრივი ესპარცეტი
ჩვეულებრივი ვაზი
ჩვეულებრივი თამბაქო
ჩვეულებრივი თივაქასრა
ჩვეულებრივი თხილი
ჩვეულებრივი იონჯა
ჩვეულებრივი იფანი
ჩვეულებრივი კაკლის ხე, კაკალი
ჩვეულებრივი კანაფი
ჩვეულებრივი კოწახური
ჩვეულებრივი ლიმონი
ჩვეულებრივი ლობიო
ჩვეულებრივი მანანა, კალუნა
ჩვეულებრივი მატიტელა
ჩვეულებრივი მაჯაღვერი
ჩვეულებრივი მოცხარი, წითელი მოცხარი
ჩვეულებრივი მურყანი
ჩვეულებრივი ნამიკრეფია
ჩვეულებრივი ნეკერჩხალი
ჩვეულებრივი ნუში
ჩვეულებრივი საზამთრო
ჩვეულებრივი სელი
ჩვეულებრივი სორგო
ჩვეულებრივი სურო
ჩვეულებრივი ღოლო
ჩვეულებრივი შვრია
ჩვეულებრივი ცერცველა
ჩვეულებრივი ცირცელი, ჭნავი
ჩვეულებრივი ძირწითელა
ჩვეულებრივი წაბლი
ჩვეულებრივი ჭანჭყატა
ჩვეულებრივი ჭვავი
ჩვეულებრივი ხორბალი
ჩვეულებრივი ხურმა
ჩვეულებრივი ჯიჯლაყა
ჩვეულებრივი ჯონჯოლი, ფრთისებრი ჯონჯოლი
ჩილური არაუკარია
ჩინგილი
ჩინური აბელია
ჩინური აუკუბა
ჩინური ბანანი, ქონდარა ბანანი
ჩინური დარიჩინის ხე
ჩინური ვაშლი
ჩინური ვაციწვერა
ჩინური თუთუბო
ჩინური ინდიგო
ჩინური ისპანახი
ჩინური კარტოფილი
ჩინური კომბოსტო
ჩინური ჟასმინი
ჩინური ტუნგი, ფორდის ტუნგი, ჩინური ტუნგის ხე
ჩინური ტუხტი
ჩინური წაბლი
ჩინური ხახვი
ჩიტავაშლა
ჩიტაკომშა, ჩიტაწკეპლა
ჩიტიბუდა
ჩიტის ბირკა
ჩიტისთავა
ჩიტისთვალა ტყისა
ჩიტისთვალა ყანისა
ჩიტის ია
ჩიტის იონჯა
ჩიტიფეტვა
ჩიტიფეხა, სერადელა
ჩიტიყველა
ჩიტიწვივა
ჩოღანო
ჩუა
ჩუფა

ცალმარცვალა
ცალმარცვალა ველური
ცაცხვი
ცაცხვი ვერცხლა
ცაცხვი კავკასიური
ცაცხვი მსხვილფოთოლა
ცაცხვი წვრილფოთოლა
ცახის ბალახი
ცახცახა
ცერეცო
ცერცვეკალა, ფიგი
ცერცველა ბანჯგვლიანი
ცერცველა ბეწვიანი
ცერცველა თაგვისა
ცერცველა ოსპისებრი
ცერცველა პანონიისა
ცერცველა ტყისა
ცერცველა უნგრული
ცერცველა ყანისა
ცერცველა შავი
ცერცველა ჩვეულებრივი
ცერცველა ცვალებადი
ცერცველა ცხენისა
ცერცვი
ცერცვი მტრედისა
ცერცვი ხავერდა
ცეცხლეკალა
ცვალებადი ცერცველა
ცვილა სიმინდი
ცვილიანა
ცვილის ხე
ცვილის სურო
ციკასი იაპონური
ცვრიანა
ციკუტა
ცილინდრული ლუფა
ციმბირული ლარიქსი
ციმბირული ნაძვი
ციმბირული სოჭი
ციმბირული ფიჭვი
ციმბირული ქენდირი
ციმციმა
ცინერარია ნაცარა
ცინერარია ჰიბრიდული
ცირცელი
ცისანა
ცის-ვაზი, გლიცინია
ცისთვალა
ცისკარა
ცისფერი იონჯა
ცისფერი ლოტოსი
ცის-ფოლიო
ციტრონო
ციურა
ციფომანდრა
ციცინო
ცოცხა-ბალახი
ცოცხანა, ცოცხობა
ცოცხი ტყისა
ცოცხი ყვითელი
ცოცხის სორგო
ცოცხმაგარა
ცოცხობა
ცრუაკაცია
ცრუქაფურის ხე
ცრუცუგა
ცრუცუგა დუგლასისა
ცრუცუგა იაპონური
ცუგა
ცუგა ამერიკული
ცუგა იაპონური
ცულისპირა
ცხენისკბილა
ცხენისკბილა სოკო
ცხენისკუდა
ცხენისმუხლა
ცხენის ცერცველა
ცხენისწაბლა
ცხენისწაბლა წვრილყვავილა
ცხვარა
ცხვირისატეხელა, ადონისი
ცხვირისატეხელა ყვითელი
ცხვრის კვლიავი
ცხვრის სამყურა
ცხვრის წივანა
ცხიმურა
ცხრაფერა
ცხრატყავა
ცხრატყავა თათრული
ცხრატყავა ქართული

 ძაბრა-სოკო
ძარა
ძაფოვანი იუკა
ძაღლის ბირკა
ძაღლის ენა
ძაღლის პიტნა, ჭინჭრისგერა
ძაღლის სატაცური, მიხელტა
ძაღლის ქინძი
ძაღლმაყვალა
ძაღლნიორა
ძაღლნიორა იმერული
ძაღლყურძენა
ძაძა
ძახველა, ძახველი
ძახველი მარადმწვანე
ძელქვა
ძერანა
ძეძვი
ძეწნა, მტირალა ტირიფი
ძეხვის ხე
ძიგვა, ქისრიბა
ძირთეთრა
ძირმწარა
ძირტკბილა
ძირტკბილა კლდისა
ძირყვითელა
ძირშავა
ძირშაქარა
ძირწითელა
ძირწითელა ლურჯი
ძირწითელა ჩვეულებრივი
ძიძას ბალახი
ძიძო
ძიძო თეთრი
ძიძო ყვითელი, ძიძო სამკურნალო
ძმერხლი
ძმრის ხე
ძურწა
ძურწა მწვანე
ძურწა ნამდვილი
ძურწა ყვითელი
ძუძუმაყვალა

წაბლი
წაბლი ამერიკული
წაბლი იაპონური
წაბლი ჩინური
წაბლი წყლისა
წაბლფოთოლა მუხა
წალიკა
წალიკა ბოსტნისა
წალიკა სელისა
წალიკა წითელი
წამალწვრილი
წართხალი
წახნაგოვანი ლუფა, ავღანური ლუფა
წბილა
წებოვანი იონჯა
წეკო
წეროსწვივა
წერწა
წვიტა
წვრილფოთოლა ცაცხვი
წვრილყვავილა ცხენისწაბლა
წიაპა
წიაღა
წიბა
წივანა
წივანა მდელოსი
წივანა ცხვრისა
წივანა წითელი
წივანა ჭრელი
წითელი გვირილა
წითელი დიკა
წითელი თავთუხი
წითელი კუნელი
წითელი ლიმონი
წითელი მოცვი
წითელი მოცხარი
წითელი მხალი, ფოთლოვანი ჭარხალი, მაგნოლდი
წითელი სამყურა
წითელი სანდალოზი
წითელი ღვია, ფანქრის ხე
წითელი ღიღილო
წითელი შხამ-სოკო
წითელი წალიკა
წითელი წივანა
წითელი ხე ამერიკული
წითელი ჯინჭარი, ნანკინის პერილა
წითელი ჯინჭრის ენა
წითელი ჯიჯლაყა
წითელწვერა
წითლიო
წინწკალა
წინწკალა შემოდგომისა
წიფელი, წიფელა
წიფელი ამერიკული
წიფელი აღმოსავლური
წიფელი ევროპული
წიფლისძირა
წიწაკა
წიწაკა ბულგარული
წიწაკის აბრეშუმა
წიწიბურა
წიწიბურა თათრული
წიწილკურა
წიწინაური
წიწმატა-სელი
წიწმატელა
წიწმატი
წიწმატი ბრაზილიური
წიწმატი ტყისა
წიწმატი წყლისა
წიწმატურა
წკიალა სოკო, ჯიმლა
წნორი
წურწუმა
წყავი
წყავმაზა
წყალიკრეფია
წყალნაწყენი
წყვილმარცვალა ველური
წყლის ბაია
წყლის ბამბა
წყლის ბრინჯი
წყლის დვალურა
წყლის ვაზი
წყლის ვარსკვლავა
წყლის ზამბახი
წყლის იელი
წყლის კაკალი, ჭუღუმბური
წყლის მანანა
წყლის მარწყა-ბალახი
წყლის მრავალძარღვა
წყლის პერი, ლემნა
წყლის სამყურა
წყლის სუმბული
წყლის სურო
წყლის ფურისულა
წყლის წაბლი
წყლის წიწმატი
წყლის ჭირი

ჭადარი
ჭადარი აღმოსავლური
ჭადარი დასავლური
ჭადარი ხუთთითა
ჭალაფშატა, ფშატი ველური
ჭალის ვერხვი
ჭალის მუხა
ჭანგა
ჭანგა ამერიკული
ჭანგა დატოტვილი
ჭანგა მხოხავი
ჭანდარი
ჭანური ზამბახი
ჭანური ნეკერჩხალი
ჭანჭყატა
ჭანჭყატა იაპონური
ჭანჭყატა მეჭეჭიანი
ჭანჭყატა ფართოფოთლიანი
ჭანჭყატა ჩვეულებრივი
ჭაობის კვიპაროზი, ტაქსოდიუმი
ჭაობის ფიჭვი
ჭარელა
ჭარხალი
ჭარხალი სუფრისა
ჭარხალი ფოთლოვანი
ჭარხალი შაქრისა
ჭარხლიფოჩა
ჭაღარა სამყურა
ჭახრაკაული
ჭერამი
ჭეჭველა
ჭეჭკეტა-სოკო
ჭვავი
ჭვავი ჩვეულებრივი
ჭვავისებრი შვრიელა
ჭიაფერა
ჭიკარტი
ჭილი
ჭინჭარა
ჭინჭარი
ჭინჭრისგერა
ჭინჭრის-დედა
ჭინჭრიფოთოლა
ჭიოტა
ჭიოტა სელისა
ჭკვალი
ჭლაკვი
ჭლაკვი რუსული
ჭოროხის მუხა
ჭორტანა
ჭორტანა ტყისა
ჭრელი წივანა, ლერწმქუჩი
ჭრელყვავილა იონჯა
ჭუღუმბური
ჭყანტა
ჭყიმა-მხალი
ჭყიმი
ჭყიპანტა
ჭყორი
ჭყორფოთოლა

ხავერდა, იმერული ზაფრანა
ხავერდა-ცერცვი
ხავსი
ხავსი თეთრეი
ხავსი ირმისა
ხავსი ტორფისა
ხაზაზა
ხანდური
ხანჭკოლა
ხანჭკოლა თეთრი
ხანჭკოლა ლურჯი
ხანჭკოლა მრავალფოთლიანი
ხანჭკოლა ყვითელი
ხანჯალა
ხართუთა
ხარისვარდა
ხარისთვალა
ხარისკუდა, შუბანა
ხარისფაშვა
ხარისშუბლა
ხარისჩლიქა
ხარისძირა
ხარნუყა
ხატოტი
ხაშხაში
ხახამა
ხახვთესლა
ხახვი
ხახვი ზღვისა
ხახვი კლდისა
ხახვი ჩინური
ხახვილო
ხახვისთავა
ხახვისფოჩა
ხახია
ხბოშუბლა
ხებალახა
ხებუერა
ხეგვიმრა
ხევარდი
ხევერცხლა
ხევსურის დიყი
ხეთამხალი
ხეკაქტუსი
ხეკოლა, კოლა
ხემაგარა, ფირმიანა, სტერკულია
ხემარწყვა
ხემახვია, ხემოა
ხემყრალი
ხეპილპილა
ხეპომიდორი, ციფომანდრა
ხერკინა
ხერკინა ლენქორანული
ხერხა
ხერხფოთოლა
ხეტიტა
ხეტუხტი
ხეშავი
ხეშროშანა
ხეჭრელი
ხეჭრელი ამერკული
ხეჭრელი იმერული
ხეჭრელი კლდისა
ხვალო, ჭალის ვერხვი
ხვალო თეთრი
ხვართქლა
ხვართქლა მლაშე
ხვარხვარა
ხვიარა ვარდი
ხვიტი
ხმალა, ხანჯალა
ხოვერა
ხოკერა-გოგრა
ხომანდული
ხომეჭი
ხორბალი
ხორბალი აბაშური
ხორბალი აბისინიური
ხორბალი ინგლისური
ხორბალი ინდური
ხორბალი მაგარი
ხორბალი მახა
ხორბალი მრგვალმარცვალა
ხორბალი პოლონური
ხორბალი რბილი
ხორბალი რბილი უფხო
ხორბალი რბილი ფხიანი
ხორბალი საგაზაფხულო
ხორბალი ქონდარა
ხორბალი ჩვეულებრივი
ხოროსანი
ხორციფერა
ხრაშუნა
ხრიალა
ხუთთითა ჭადარი
ხუთყურა
ხურმა
ხურმა აღმოსავლური
ხურმა ვირგინიული
ხურმა იაპონურიხურმა ჩვეულებრივი
ხურტკმელი
ხურხუმა
ხუჭუჭა, ბეკმანია

ჰარტვისის მუხა
ჰევეა ბრაზილიური
ჰელიოტროპი
ჰელიოტროპი ბაღისა
ჰიბრიდული ცინერარია
ჰიკორი
ჰიმალაური კედარი
ჰიმალაური კვიპაროსი
ჰიმალაური ნაძვი
ჰორიზონტალური კვიპაროსი
ჰორტენზია
ჰოსტა