logo-herba

antiD-header

სამკურნალო მცენარეები

მცენარეები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნენ სამედიცინო და ვეტერინარულ პრაქტიკაში სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით. მცენარეების სამკურნალო თვისებები განპირობებულია მათში ალკალოიდების, ფლავონოიდების, გლიკოზიდების, ვიტამინების, მთრიმლავი ნივთიერებების არსებობით, რომლებიც ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმზე ახდენენ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ანდა გააჩნიათ ბიოლოგიური აქტიურობა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევთა მიმართ. განსაკუთრებულ ჯგუფშია გამოყოფილი ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მცენარეები. სინთეზური საშუალებებისაგან გამოირჩევიან ნაკლები ტოქსიკურობით.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

სამკურნალო მცენარეები

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი-გ

გარგარი  

       Armeniaca

b_224_150_16777215_00_images_samkurnalo_g_g_text.files_image001.jpg ხეხილოვანი ხეებისა და ბუჩქების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ხის სიმაღლე 15 მ აღწევს. ფოთოლი ელიფსური ან განიერკვერცხისებრია; ყვავილი თეთრი ან ვარდისფერი და ფოთოლზე ადრე იშლება. ნაყოფი კურკიანია, ხორცოვანი ან მშრალი; აქვს ხავერდოვანი, იშვიათად - გლუვი კანი.

გარგარი სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალვაამტანი მცენარეა. მოსავალს იძლევა მყნობიდან მესამე-მეოთხე წელს. ხარობს ჩრდილოეთ ინდოეთში, ირანში, ჩინეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და  ავსტრალიაში, შუა აზიაში, ამიერკავკასიაში. გარგარის ნაყოფი შეიცავს შაქრებს, ვაშლის, ლიმონისა და სხვა მჟავებს; პექტინურ ნივთიერებებს, კაროტინს; თესლი - ცხიმს. იყენებენ ნედლად, ჩირად და დაკონსერვებულს (კომპოტი, წვენი და სხვა).

საქართველოში გარგარი გავრცელებულია უმთავრესად კახეთსა და ქართლში. სამკურნალოდ გამოიყენება ნაყოფი და თესლი. გარგლის რბილობი (მშრალი სახით) მაღალკალორიულია. აქვს გამამაგრებელი, სუსტი შარდმდენი, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო თვისებები. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. იყენებენ ვიტამინების ნაკლებობისას და გულის სისხლძარღვების სისტემის დაავადებისას.


გერანი, ზეთის ნემსიწვერა           

Pelargonium roseum Ait.

ბერძ.geranos, წერო

b_224_150_16777215_00_images_samkurnalo_g_g_text.files_image002.jpg1.დეკორატიული მცენარე; აშენებენ ოთახებსა და ბაღებში; ნემსიწვერა. 2.ზეთის ნემსიწვერა; შეიცავს მაღალი ღირსების ეთეროვან ზეთს.მრავალწლოვანი, ძლიერ დატოტვილი ბუჩქ-ბალახა ეთერზეთოვანი მცენარე ნემსიწვერასებრთა ოჯახისა. აქვს 5-7 ნაკვთად დაყოფილი, გულისებრი და ღეროზე მოგირეობით განლაგებული ფოთოლი. გერანის სამშობლოა სამხრეთ აფრიკა. გავრცელებულია საქართველოში, სომხეთსა და ტაჯიკეთში. მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი კულტურა, რადგან 3-იდან 5°C ტემპერატურაზე იღუპება. გერანის შებუსული ღეროსა და ფოთლებისაგან ღებულობენ ვარდის სურნელის მქონე, გამჭირვალე, მომწვანო, ზოგჯერ კი მოყვითალო ეთეროვან ზეთს, რომელიც შეიცავს ციტრონელოლის სპირტს; გერანიოლს, ლინალოოლსა და მენთოლს. გერანის ზეთს იყენებენ პარფიუმერიაში, საპნის წარმოებაში, კოსმეტიკასა და კვების მრეწველობაში. გერანს იყენებენ მედიცინაშიც. იგი სასარგებლოა ნევრასთენიით, უძილობით, ჰიპერტონიით, გულისა და კუჭ-ნაწლავით დაავადებულთათვის; განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ქრონიკულ გასტრიტზე, სიმჟავეზე; ნაღველზე, ნაღვლის ბუშტზე. არის კარგი დამამშვიდებელი. მის ნაყენს იყენებენ ფაღარათის, დიზენტერიის, თირკმლების დაავადების, ნიკრისის ქარის დროს; არის კარგი სისხლაღმდგენი.


 გველთავა      

Dracocephalum moldavikum L

b_224_150_16777215_00_images_samkurnalo_g_g_text.files_image003.jpgერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე, სიმაღლით 20-25 სმ; ღეროოთხწახნაგაა; ფოთლები გულისებრი; ყვავილები- მოლურჯო-მოლილისფრო; ყვავილობს ივნის-ივლისში. იზრდება ველებზე, ტყისპირებში, შერეულ ტყეებში.  შეიცავსეთერზეთებს.

 ხალხურმედიცინაშიგამოიყენებამისიწყალშინაყენი; იღებენ მუცლის ტკივილის, ყელის ტკივილის, განსაკუთრებით, სპაზმების შემთხვევაში; ასუფთავებენგამონაყარებს. მკურნალობენ რევმატიზმს.


გველისკოვზა      

Cynanchum funebre Kusn.

ლეჩხ. გესლის წამალი; სვან. მიწერილ.

b_224_150_16777215_00_images_samkurnalo_g_g_text.files_image004.jpg40-70 სმ სიმაღლის მცენარეა. ფოთლები თითქმის მჯდომარეა, 7 სმ-მდე სიგრძისა, გულის ფორმისა; ყვავილები მუქი-წითელი, თითქმის შავი. გავრცელებულია კავკასიაში. იზრდება ფერდობებზე. გველისკოვზას ყველა სახეობა შხამიანია, შეიცავს გლუკოზიდს, დინცეტოქსინს. ახასიათებს ხანგრძლივი ვეგეტაცია. ამიტომ, როცა სხვა ბალახები ხმება, ცხოველები მას ეტანებიან და, შედეგად, იწამლებიან. გველისკოვზას მოქმედ ნივთიერებად ითვლება ვინცეკოქსინი, რომელიც მოქმედებს გულზე. მიუთითებენ საპონინების არსებობაზეც. მისგან გამოიყოფა ალკალოიდი ანტოფინი C23H25NO3 და ორი დაუხასიათებელი ფუძე. მისი დალევა იწვევს ღებინებას, გულისრევას, ფაღარათს, საერთო აღგზნებას, გულის გაჩერებას.


გველის სურო      

Vinica herbacea Waldst , Vinca

კახ. მიწაფართხა; ზ. იმერ., აჭარ. სუროვანდა, სუროვარდი; იმერ. მიწის სურო; ლეჩხ., ოკრ. სუროწვრილა; მეგრ. გვერიში ცურუ, მურხვანტალა.

b_224_150_16777215_00_images_samkurnalo_g_g_text.files_image005.jpgმრავალწლოვანი მიწაზე გართხმული ბალახია. აქვს მოპირისპირე, ხშირად ტყავისებრი მოზამთრე ფოთლები. ფოთლები  ელიფსურია, წვეტიანი წვეროთი (იშვიათად ბლაგვი), პრიალა, ზევიდან მწვანე, ქვევიდან - მონაცრისფრო-მწვანე,  ნაყოფი მოგრძოა. აქვს თეთრი, ცისფერი ან მოლურჯო-იისფერი ერთეული ყვავილები. ყვავილები არ არის მრავალრიცხოვანი, მოთავსებულნი არიან ფოთლების უბეებში, გრძელ ყუნწებზე. გვირგვინი მილისებრ-ძაბრისებრია, მუქი-ლურჯი ფერის, ხუთად დაყოფილი. წვრილი ჰორიზონტალური ფესურა, სიგრძით 50-70 სმ, რომელიც მუხლებში გამოიღებს ვერტიკალურ ფესვებს. ვეგეტატიური ღეროები მიწაზეა გართხმული. სიგრძით 100-150 სმ, ნიადაგში ფესვგადგმული, გენერაციული ღეროები სწორმდგომია, სიმაღლით 30-35 სმ.  ცილინდრული ფორმის.  ყვავილობს აპრილ-მაისში. გველის სურო გავრცელებულია ბუჩქნარებში, ტყის პირებში და სტეპებში. ევროპასა და დასავლეთ აზიაში გავრცელებულია 7 სახეობა, საქართველოში - 2 სახეობაა. დეკორატიულია, აშენებენ აგრეთვე როგორც სამკურნალო მცენარეს. სამკურნალოდ გამოიყენება გველის სუროს ფოთლები. სუროს სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებენ როგორც შემკვრელ, სისხლდენის შემაჩერებელ, ჭრილობის შემახორცებელ და სისხლის გასასუფთავებელ საშუალებას. გველის სუროს შემადგენლობაში შედის ალკალოიდები - ვინკამინი, იზოვინკამინი, რეზერპინი, ჰერბადეინი, პუბესცინი და სხვა. აღმოჩენილია გლიკოზიდი ვინკოზიდი, სათრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები (რობინინი), ტრიტერპენი. გველის სუროს ალკალოიდებს, რომელთა ბაზაზეა მიღებული პრეპარატები  - ვინკაპანი, დევინკანი და სხვა. იყენებენ I და II სტადიის ჰიპერტონული დაავადებების, თავის ტვინის ათეროსკლეროზის დროს, აგრეთვე იმ დაავადებების შემთხვევაშიც, რომლებსაც თან ახლავს თავის ტვინის სპაზმები; კარგი თერაპიული ეფექტი აქვს ტაქიკარდიის დროს. მასში შემავალი ალკალოიდი ვინინი  ამცირებს სისხლის წნევას. გველის სუროს იყენებდნენ აგრეთვე ცხვირიდან, ფილტვებიდან, საშვილოსნოდან სისხლის დენის, ფაღარათების, ციების, მალარიის, ხველის დროს და ა.შ. მის ნახარშს კომპრესებად  ხმარობენ ეგზემებისა და გამონაყარების დროს. გველის სუროს ნახარშს ივლებენ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებისას და კბილის ტკივილის დროს.


გვერდელა           

Pimpinella saxifraga L.

b_224_150_16777215_00_images_samkurnalo_g_g_text.files_image006.jpgერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე. იზრდება  30-70 სმ. აქვს თითისტარისებური ძირი და სწორი ღერო. ზედა ნაწილი თითქმის განუტოტველია. ღეროსთან ფოთლები წყვილფრთოვანია, დაკბილული ან მთლიანი. თეთრი ყვავილები ქოლგებადაა შეკრული; ნაყოფი ოვალური ტყუპთესლაა. ყვავილობს ზაფხულში. გავრცელებულია მდელოებსა და მინდვრებზე, მეჩხერ ტყეებში, ბუჩქნარებში. სამკურნალოდ გამოიყენება ფესვები, რომლებიც შეიცავს ფისებს, საპონინებს, ეთერზეთებს, მარილებს, ორგანულ მჟავეებს, სახამებელს, მთრიმლავ ნივთიერებებს. იყენებენ როგორც ამოსახველებელ, შარდმდენ, ოფლმდენ, ანტიმიკრობულ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. მის ნაყენს იყენებენ ბრონქების ანთების საწინააღმდეგოდ; საშარდე ბუშტისა და თირკმლების დაავადების, კუჭის კატარისა და ავთვისებიანი სიმსივნის დროს. ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.


გვიმრა           

ბილონცა

b_224_150_16777215_00_images_samkurnalo_g_g_text.files_image007.jpgგვიმრა მდედრობითი, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ათირიუმისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტყის ზონაში ტენიან დაჩრდილულ ადგილებში. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტყის გვიმრაა. კოლხეთში გვხვდება ტყის ყველა სარტყელში. აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, ტყის ზედა სარტყელშია, ნაწილობრივ შუაშიც. კარგად ხარობს ტენიან ფართოფოთლოვან და წიწოვან ტყეებში, სადაც იგი ხშირად ბალახოვანი საფარის დომინანტია. იზრდება საქართველოს ყველა რაიონში ჯავახეთის, ქიზიყისა და გარდაბნის გარდა. მდედრობითი გვიმრა სამკურნალო (ჭიების გამომდენი საშუალება) და დეკორატიული მცენარეა.

გვიმრა ეწერისა (Pteridium tauricum), მრავალწლოვანი სპოროვანი, ფესურიანი მცენარეა გვიმრისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 2 მ–ს აღემატება. ფოთოლი ფრთისებრ დანაკვთული აქვს, მრავლდება ფესურითა და სპორებით. გავრცელებულია უმეტესად დასავლეთ საქართველოს ტყის ზონაში. ჭარბტენიან ადგილებს ვერ ეგუება. ძნელად მოსასპობი სარეველაა, ასარევლიანებს პლანტაციებსა და ნათესებს.


გვირილა       

Matricaria

ზ.იმერ. ირაგა; ქვ.იმერ. გურ. ქამენია, კამანია;< მეგრ. ქამენია, ქამანია; ჯავახ., მესხ. ყვითელგულა; მთარაჭ. კაკული.

b_224_150_16777215_00_images_samkurnalo_g_g_text.files_image008.jpgგვირილა რთულყვავილოვანთა ოჯახის რამდენიმე გვარის მცენარეთა კრებითი სახელწოდება. უფრო მეტად ამ სახელწოდებით ცნობილია Pyrethrum-ის გვარი, რომლის 100-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ ზონაში და ნაწილობრივ ჩრდილოეთ ამერიკაში, უმრავლესობა კი კავკასიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიის ქვეყნებში. საქართველოში 24 სახეობაა, მათგან 10 სახეობა კავკასიის ენდემია, 3 - საქართველოსი. იზრდება მთის ქვემო სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე მდელოებსა და მაღალბალახეულში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებში, ქვიან და კლდოვან კალთებზე, ჩამონაზვავებზე და სხვა. ზოგი სახეობა სათიბ-საძოვრების სარეველაა, ზოგი სამკურნალოა (ბალზამური გვირილა - Pyrethrum balsamita): ინსექტიციდურ და ჰერბიციდულ ნივთიერებებს (პირეტრინსა და ცინერონს) შეიცავს დალმაციური გვირილა (Pyrethrum cinerarifolium) და წითელი ანუ კავკასიური გვირილა (Pyrethrum roseum).Pyrethrum parthenium-ს დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ, ხოლო ე. წ. კალუფერი ანუ კანუფერი – ლიქიორების არომატიზაციისათვის. Doronicum-ის გვარიდან გვირილის სახელით ცნობილია ყვითელი გვირილა (Doronicum orientale), რომელიც უმთავრესად გავრცელებულია კოლხეთში, ნაწილობრივ კი ქართლში მთის შუა და ზემო სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში, Leucanthemum-ის გვარიდან - მინდვრის გვირილა.


გვირილა სამკურნალო

Matricaria Chamomilla

b_224_150_16777215_00_images_samkurnalo_g_g_text.files_image009.jpgსამკურნალო ანუ სააფთიაქო გვირილას კალათები შეიცავს ეთერზეთებს, რომლის შედგენილობაში შედის ხამაზულენი, კადირენი, ფლავონოიდები, ნიკოტინის, ასკორბინის. კაპრილის, იზოვალერიანის მჟავები; კუმარინები, ხოლინი, აპიგენინი, ფიტოსტერინი, შაქარი, ცხიმები, სპაზმოლიტური  ქმედების გლიკოზიდი, რომელიც ადუნებს კუნთებს, ანელებს ყელის ტკივილს.  მას ხმარობენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ნაწლავების სპაზმების დროს. ეთერზეთის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს წარმომადგენენ ქამაზულენი და პროქამაზულენი. მედიცინაში გვირილას ყვავილების ნაყენს იყენებენ ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად პირის ღრუს დაავადებების (სტომატიტები და სხვა), ტონზოლიტებისა და ანგინის დროს. გვირილას უნიშნავენ მწვავე და ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტების, ენტეროკოლიტების საწინააღმდეგოდ, ღვიძლისა და ნაღვლის სადინარი გზების დაავადების დროს. გვირილას პრეპარატები ამცირებენ ნაღვლის სადინარების სპაზმებს, აძლიერებენ ნაღვლის გამოყოფას, ამცირებენ ანთებით პროცესებს. ნაწლავების სპაზმებისა და მეტეორიზმისას იყენებენ გვირილის დამამშვიდებელ ჩაის. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის, ფაღარათის, ნაღვლის სადინარების დაავადების დროს. ნიკრისის ქარისა და რევმატიული ტკივილების საწინააღმდეგოდ იკეთებენ გვირილის ყვავილების აბაზანებს. ბუასილის დროს გვირილას ხმარობენ გარეგან საშუალებად.;


გლედიჩია

Gleditschia tracanthos L.

კახ.ხეეკალა, ხელურსმანა, ლურსმანა, ჭოტი ხე;  ქიზიყ. დიდეკალა; იმერ. ქაჯეკალა, ღობის ეკალი, რუსული ეკალი, ქაცვი-ეკალი, დიდი ეკალი, საწოვარა;  დ.ჩ. ქრისტეს გვირგვინა; მეგრ. რუსულ აკაცი, ქარო აკაცია (ქარო აკაციას), რუსული აკაციში ძიგირი.

image010ფოთოლმცვივანი ხეების გვარი ცეზალპინიასებრთა ოჯახისა. ღეროსა და ტორებზე აქვთ მარტივი ან დატოტვილი ეკლები: ფოთლები ფრთართულია, პატარა მომწვანო ყვავილები მტევნებად არის შეკრებილი. ნაყოფი ბრტყელი პარკია. გლედიჩიას 12 სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ზომიერსა და სუბტროპიკულ აზიაში, ტროპიკულ აფრიკაში. თალიშში (აზერბაიჯანი) ველურად აზრდება მხოლოდ ერთი სახეობა - კასპიური გლედიჩია (Gleditsia caspia), რომელიც კავკასიაში შემორჩენილი მესამეული პერიოდის ფლორის რელიქტია. კულტივირებულია 7 სახეობა. მათგან ძვირფასმექნიანი ჩრდილოამერიკული ჩვეულებრივი გლედიჩია (Gleditsia triacanthos) ძველთაგანვეა მოშენებული ყირიმის, კავკასიის (კერძოდ, საქართველოს) და შუა აზიის ბაღებსა და პარკებში. გლედიჩია სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალვაგამძლე მცენარეა; იტანს ნიადაგის სუსტ დამლაშებას. იყენებენ ცოცხალ ღობედ, მინდორსაცავი ტყის ზოლების გასაშენებლად და სხვა მერქნისაგან ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობებს, ნაყოფისაგან - ყავის სუროგატს. თაფლოვანია. სამკურნალოდ იყენებენ მწიფე ნაყოფს, ნორჩ ფოთლებს, თესლის პარკებს. ნაყოფი შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს, ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, ლორწოს, მღებავ ნივთიერებებს, K, B და C ვიტამინებს. პარკები- მთრიმლავ ნივთიერებებს, გლიკოზიდებს; ფოთლები- ალკალოიდებს, C ვიტამინს. გამოიყენება მცენარის ყველა ნაწილი. აფართოებს სისხლძარღვებს, აღაგზნებს სასუნთქ ორგანოებს, დაბლა წევს სისხლის წნევას; მოქმედებს კუჭ-ნაწლავის დაავადებებზე, ბრონქეალურ ასთმაზე. ხალხურ მედიცინაში ნახარშებით მკურნალობენ ნაღვლის ბუშტს, კოლიტს, კუჭაშლილობას, ქრონიკულ გასტრიტს.


გობისცხვირა Brunella vulgaris L. (Prunella)

კახ. გარეული რეჰანი; ფშ. შავბალახა; ხევს. შავთავა; ზ.იმერ. ბუჩუჩა; გურ. ღორის ჩაი; აჭ. შავი აიშე, პერანგა.

b_224_150_16777215_00_images_samkurnalo_g_g_text.files_image011.jpgმცენარის გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი დაბალი ბალახებია. აქვთ საპირისპიროდ განლაგებული ფოთლები, კენწრულ თავთავისებრ ყვავილედად შეკრებილი იისფერი, თეთრი ან მოყვითალო ყვავილები. ევროპაში ველურად იზრდება გობისცხვირას 15 სახეობა. ყირიმსა და კავკასიაში — 3 სახეობაა; საქართველოშიც ფართოდაა გავრცელებული. თაფლოვანი მცენარეებია. Prunella laciniata-ს იყენებენ ხალხურ მედიცინაში. საწამლო ნედლეულად გამოიყენება ბალახი, რომელსაც ყვავილობის დაწყებისთანავე აგროვებენ. იგი შეიცავს საპონინებს, ეთერულ ზეთს, მთრიმლავ ნივთიერებას, კაროტინს, C და K ვიტამინებს. ბალახის ნაყენი მიიღება ჰიპერტონიის, პოლიართრიტის, სასუნთქი გზების, ეპილეფსიის, დიათეზის, ფაღარათის, ანთებითი გინეკოლოგიური დაავადებების დროს. ჰომეოპათიაში გამოიყენება ყელის ანთებითი დაავადებებისას. გარეგანად ნაყენი ან ნახარში გამოიყენება კომპრესებისათვის, გამოსარეცხად, გამოსავლებად, ქერტლის საწინააღმდეგოდ, სტომატიტის სამკურნალოდ.


გოგრა

Cucurbita

ინგ. გუგრა; იმერ., რაჭ. ლეჩხ. კვახი; გურ. აჭარ. ხაპი; აყირო;  ჭან. კაიში, ყოყორე, фელი; მეგრ. კოპეშია; სვან. კვახნეს, კოპეშია, აყირო. დ.ჩ. aq’iro. კვახი

b_224_150_16777215_00_images_samkurnalo_g_g_text.files_image012.jpgერთწლოვანიდა მრავალწლოვანი მხოხავი მცენარის გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. აქვს დატოტვილი და მიწაზე გართხმული ან საყრდენზე ასული ღერო, გრძელყუნწიანი და ბუსუსიანი ფართო ფოთოლი, დიდი ყვითელი, ზარისებური ყვავილი. ისხამს საკმაოდ დიდ სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის ნაყოფს. თესლი მსხვილი, ოვალური, თეთრი ან მოყვითალოა. გოგრის სამშობლოა ამერიკა. მისი 13 სახეობიდან ფართოდაა კულტივირებული ერთწლოვანი 3 სახეობა: მსხვილნაყოფა ანუ გიგანტური გოგრა, რომლისგანაც გამოყვანილია სუფრის, საკვები და დეკორატიული ჯიშები - თეთრი თაფლა, მსხვილნაყოფა და სხვა; მაგარკანიანი ანუ ჩვეულებრივი გოგრა (ხოკერა, საქართველოში ძველთაგანვეა გავრცელებული). არის სუფრისა და დეკორატიული ჯიშები. ამ სახეობას ეკუთვნის ყაბაყი და პატისონი. მუსკატური ანუ ჯავზის გოგრა (საქართველოში ცნობილია თაფლა გოგრის, ხურჯინას, ბორჩალური გოგრის სახელით, გავრცელებულია ქვემო ქართლის დაბლობ ზონაში). გოგრა სითბოს მოყვარული გვალვაგამძლე მცენარეა. არსებობს გოგრის ბევრი მსხვილნაყოფა საკვები ჯიში. გოგრას იყენებენ საჭმელად, ცხოველთა საკვებად. გოგრის თესლისაგან ხდიან საჭმელ ზეთს. სამკურნალოდ გამოიყენება რბილობი და თესლი. რბილობი შეიცავს პექტინებს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, უჯრედისს, ორგანულ მჟავეებს, კაროტინს; კალიუმის, მაგნიუმის, რკინის მარილებს, შაქრებს, ფიტოსტერინებს, ვიტამინებს. თესლში არის ფიტოსტერინები, ორგანული მჟავეები, ფისები, ვიტამინები.

გოგრის რბილობს გააჩნია ნაღველმდენი, დამარბილებელი, ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი თვისებები; აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. თესლი გამოყენება ჭიის დასადენად. გოგრას იყენებენ ანემიის, ტუბერკულოზის, სიყვითლის, ჰიპოტონიის, ნევროზის, ნიკრისის ქარის, ქოლეცისტიტის სამკურნალოდ. იგი მდიდარია დასუსტებული თვალებისთვის აუცილებელი კერატინით. ხალხურ მედიცინაში გოგრისგან გამოხდილ წვენს იყენებენ თირკმლებისა და ღვიძლის დაავადების დროს.


გონგოლა       

Sisymbrium (Sisymbrium irio L., Sisymbrium loeselii L.)

ქართლ., ჯავახ., მესხ. ბარბარუკა; მოხევ. სამახაი, საცოცხაი;  მესხ. ცოცხა.

b_224_150_16777215_00_images_samkurnalo_g_g_text.files_image013.jpgერთ ან ორწლოვანი ბალახი ჯვარყვავილოვანთა ოჯახისა. იზრდება 25-50 სმ სიმაღლისა. სწორღეროიანი, განტოტვილი; ზედაფოთლები წვრილი და ლანცეტურია, ქვედა ფოთლები სხედან ფესურაზე, დაკბილულია; წვრილი, ყვითელი ყვავილები ქმნიან ფუჯებს; ნაყოფი ლანცეტური ძაფებია, რომლებიც დაშვებულია 10-15 სმ სიგრძეზე; თესლები მოწითალო-მოყავისფრო, დაკუთხულები და შხამიანი. ყვავილობს მაისიდან ნოემბრამდე; ნაყოფს იძლევა აგვისტოში. მის წყალში ნაყენს იყენებენ სასუნთქი გზების, ფილტვების ტუბერკულოზის, ცინგის, შარდის შეკავების, წყლისას სამკურნალოდ.




გონგოლა სამკურნალო

Sisymbrium officinale (L.) Scop. (Erysimum officinale L.)

image014ერთ ან ორწლოვანი ბალახი ჯვარყვავილოვანთა ოჯახისა. იზრდება 25-50 სმ სიმაღლისა. სწორღეროიანი, განტოტვილი; ზედა ფოთლები წრილი და ლანცეტურია, ქვედა ფოთლები სხედან ფესურაზე, დაკბილულია; წვრილი, ყვითელი ყვავილები ქმნიან ფუჯებს; ნაყოფი ლანცეტური ძაფებია, რომლებიც დაშვებულია 10-15 სმ სიგრძეზე; თესლები მოწითალო-მოყავისფრო, დაკუთხულები და შხამიანი. ყვავილობს მაისიდან ნოემბრამდე; ნაყოფს იძლევა აგვისტოში. მის პრეპარატებს აქვს შარდმდენი, ანთებისსწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ჭრილობის შემახორცებელი და მადის მოსამატებელი თვისებები. ხალხურ მედიცინაში იყენებენ მწვავე რესპირაციული დაავადებების, გაციების, ბრონქიტის, ბრონქეალური ასთმის, ლარინგიტის, ფილტვების ანთების, თირკმლების ანთების, შარდის ბუშტის ანთების, ქრონიკული გასტრიტის, ქრონიკული კოლიტის...შემთხვევაში. იყენებენ სტომატიტის, ანგინის, ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ.


გრაკლი

Spiraea

ფშ. ბრაწი; თუშ. მაკატი, მახატი; ხევს. მაქაცი; მთიულ. ჩინჩხი; მეგრ. ჩიბარი, ჩიბაბარი.

b_224_150_16777215_00_images_samkurnalo_g_g_text.files_image015.jpg50-80 სმ სიმაღლის ბუჩქია, ყავისფერი, დაშვებული ტოტებით; ფოთლები მოგრძო-ელიფსური; ყვავილები თეთრი, 5-8 სმ დიამეტრით; შეკრებილია ყვავილედად. ყვავილობს ივნისში. აგროვებენ ივნის-აგვისტოში;

ბალახი შეიცავს ეთერულ სალიცინის ალდეგიდომს, ჰელიოტროპინს, სალიცილის მჟავს, ცხიმს, მთრიმლავ ნივთიერებას, სპირენს, ბევრ ვიტამინს. ფოთლებში არის ეთერული ზეთი, გლიკოზიდისპირენი, ყვითელი საღებავი ნივთიერება.

 გრაკლით მკურნალობენ გაციებას, გამოიყენება თავისა და მუცლის ტკივილისას, უძილობისა და სულის ხუთვისას, ანთებითი პროცესებისას, აჩერებს სისხლდენას, ახორცებს დამწვრობებსა და ჭრილობებს. აშუშებს მწერებისა და ქვეწარმავლები ნაკბენს. ხმარობენ ართრიტის, მასტიტის, ცხიმგროვების, უშვილობის, კიბოსა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. იგი ხელს უწყობს ათეროსკლეროზის და თრომბოწარმონაქმნების რეგრესს. იყენებენ დიაბეტის წინააღმდეგ. ნაყენი გამოიყენება ფურუნკულების, ძირმაგარების, კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. აჩერებს თმისცვენას.


გრეიპფრუტი

Citrus paradisi Macf.

ინგლ.grape-fruit

b_224_150_16777215_00_images_samkurnalo_g_g_text.files_image016.jpg1.ციტრუსოვანი ხეხილი. 2. ამ ხეხილის ნაყოფი, არომატული და მომწარო-ტკბილი გემოს მქონე.

ხეხილოვანი მცენარე ციტრუსოვანთა გვარისა. სიმაღლე 15 მ აღწევს. აქვს დიდი, ოვალური, ტყავისებრი ფოთოლი, თეთრი ყვავილი, მსხვილი და მომრგვალო ნაყოფი, ქსელი, ღია ყვითელი, ბზინვარე კანი, ყვითელი, იშვიათად — ვარდისფერი, ძლიერ წვნიანი და არომატული ტბილობი. ნაყოფი შეიცავს  წყალს;  შაქარს,  მჟავებს; კანი —  პექტინოვან ნივთიერებას. 100 გ წვენში დაახლოებით 45 მგ C ვიტამინია. გრეიპფრუტის ნაყოფი დიეტური და სამკურნალოა, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, მადის აღმძვრელია. იყენებენ ნედლად, კომპოტის, მურაბისა და წვენის დასამზადებლად.


გუგულის-კაბა Orchis maculata L

b_224_150_16777215_00_images_samkurnalo_g_g_text.files_image017.jpgორქიდიასებრივთა ოჯახის ორწლიანი, ფესვ-ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარე. საყრდენი ღერო მკვრივი, ერთეული, სწორი; აქვს ლანცეტისებრი, 6-15 სმ სიგრძის  4-8 ფოთოლი, ზემოდან მუქი-მწვანე, იისფერი წერტილებით, ქვემოდან ღია მწვანე; ყვავილები ღია მომწვანო; ნაყოფი კოლოფია მრავალრიცხოვანი წვრილი თესლით. ყვავილობს მაისიდან ივლისამდე, მწიფს ივლის-აგვისტოში. ხარობს კავკასიაში. გამოიყენება ნორჩი ფესვ-ბოლქვები, რომელთაც ყვავილობის შემდეგ აგროვებენ. იყენებენ  პირდაპირ ბოლქვებს ან ამზადებენ  ფხვნილს. ფესვ-ბოლქვები შეცავს ლორწოს, სახამებელს, პენტოზანებს, მეთილპემტოზანებს, პოლისაქარიდს, კაროტინებსა და მწარე ნივთიერებას. ბალახი შეიცავს გლიკოზიდ ლოროგლოსინს, ფოთლები კუმარინებსა და მის გლიკოზიდებს.

მედიცინაში გამოიყენება ნაწლავების კატარისა და შხამით მოწამვლის დროს. მის ფხვნილს იღებენ ოყნებით.


გუგულის ყვავილი   

Coronaria  flos-cuculi

image018მრავაწლოვანი ბალახოვანი მცენარე. ევრაზიაში გავრცელებულია 5 ჯიში. აქვს ვარდისფერი, იშვიათად თეთრი ფოთლები;   ხარობს დასახლებების განაპირებში. მშრალ ადგილებშიც და ჭაობების გვერდითაც. ამ სახელით ცნობილია აგრეთვე    სხვა ყაყაჩოსებრნი, მედიცინაში უწოდებენ ადონისს. მისი ნაყენი ეფექტურია გაჭიანურებული ბრონქიტისას და გამოყოფს ორგანიზმიდან სისველეს. ხსნის ტკივილებს თირკმლებში, აჩერებს სისხლდენას საშვილოსნოდან; ნაყენს იყენებენ ღვიძლის ტკივილისას, კანის გამონაყრებზე წასასმელად.




გულყვითელა, ნარგიზელა

Calendula

ქართლ., კახ. ნარგიზი, კვირისტავა, ტასოყვავილი, ხლაკნია.

image019მრავალწლოვანიან ერთწლოვანი ბალახოვანი, იშვიათად ბუჩქ-ბალახა მცენარეებისგვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვთ ჯირკვლოვანი ბუსუსებით შემოსილი 5-60 სმ სიმაღლისღერო, მოგრძო, ლანცეტაფოთლები, დიდი ზომის კალათა ყვავილედებად შეკრებილი მოყვითალო-ნარინჯისფერი ყვავილები. ევროპასა და აზიაში გვხვდება გულყვითელას 20-ზემეტი სახეობა. ძველთაგანვე ცნობილია დეკორატიული სახეობა Calendula officinalis, რომელსაც სამკურნალოდაც იყენებენ. საქართველოში იზრდება გულყვითელას 2 სახეობა: Calendula arvensis და Calendula gracilis.გულყვითელას კალათა ყვავილედი შეიცავს კაროტინს, ლიკოპინს, ვიოლაკსატინს, ციტროკსანტინს, სიტოსტერინს, ფისებს, ვაშლის, სალიცილის, ასკორბინისმჟავებს. გულყვითელას ხალხურ მედიცინაში იყენებენ როგორც ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგოდა ჭრილობის შემახორცებელ საშუალებას. გულყვითელას ნაყენის ხშირი გამოვლება პირის ღრუში ეფექტური საშუალებაა ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ, ამცირებსან სრულიად წყვეტს ღრძილებიდ ან სისხლის დენას, ამაგრებს ღრძილების ქსოვილს. მის ნაყენს ივლებენ აგრეთვე ტონზილიტისა და ანგინისდროს. გულყვითელას ნაყენის დალევა აუმჯობესებ სგულის მუშაობას, ამცირებს შეშუპებას. იგი ასევე კარგად მოქმედებს გასტრიტების, კუჭისადა თორმეტგოჯანაწლავის წყლულის, კოლიტებისა და ენტეროკოლიტების დროს. განსაკუთრებით ეფექტურია გულყვითელას გამოყენება სააფთიაქო გვირილასა და ფარსმანდუკთან ერთად. გულყვითელას და სააფთიაქო გვირილის ნაკრები გამოიყენება როგორც ანტიბაქტერიული, სპაზმოლიტური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, აგრეთვე ნაღვლის სადინარების სამკურნალოდ. აქვს   მატონიზირებელი ქმედება.

სამკურნალო მცენარეები

აბზინდა
აბილილი
აბუსალათინი
აგავა
ადონისი
ავოკადო
ავშანი
აკაცია
ალისარჩული
ალოე
ალუბალი
ანაგვირილა
ანგელოზა
ანისული
ანისულის ხე
ანონა
ანწლი
არნიკა
არყა-სოკო
არყი, არყის ხე
ასისთავა
ასკილი
ასფურცელა
ატამი
აქტინიდია

ბაბუნა, სამკურნალო (სააფთიაქო) გვირილა, მატრიკარია
ბადიანი
ბადრიჯანი
ბაია
ბალბა
ბალღოჯი
ბამბაცა
ბამბის ბუჩქი
ბამბუკი
ბარამბო
ბარდა
ბარისპირა
ბატის მარწყვა-ბალახი
ბაღის ინა
ბაღის მარწყვი
ბაღის მიხაკი
ბაღის პიტნა
ბაღის რეზედა
ბაღის სალბი
ბაღის სატაცური
ბაღის ტუხტი
ბაღის ფამფარა
ბაყაყურა
ბაძგი, ჭყორი
ბაჰარი
ბეგთენდრო
ბეგიაური
ბეგქონდარა
ბელადონა
ბელადონა კავკასიური
ბერულა
ბერყენა
ბზა
ბობოწვერა
ბოლოკი
ბოსტნის ია
ბოსტნის წალიკა
ბროწეული
ბუბუშელა, ბაბუაწვერა
ბუერა
ბუჩქისძირა

გარგარი
გერანი, ზეთის ნემსიწვერა
გველთავა
გველისკოვზა
გველის სურო
გვერდელა
გვიმრა
გვირილა
გვირილა სამკურნალო
გლედიჩია
გობისცხვირა
გოგრა
გონგოლა
გონგოლა სამკურნალო
გრაკლი
გრეიპფრუტი
გუგულის-კაბა
გუგულის ყვავილი

 

დათვიმარწყვა
დათვისთხილა
დათვის კანაფი
დათვის კენკრა
დათვის ყურძენი
დამასკური ვარდი
დამასკური სოინჯი
დანდური
დარიჩინის ხე
დარფილფილი
დასავლური ტუია
დასტამბო
დაფნა, კეთილშობილი დაფნა
დაჯირა
დედაფუტკარა
დედოფლისთითა
დედოფლის ყვავილი
დევისპირა
დეზურა
დეკა
დვალურა
დიდბაია, ჭყანტა
დიდგულა
დიდი კამა
დიდი ხვართქლა, დედოფლის კაბა
დიდყვავილა მაგნოლია
დიდჯამა ფურისულა
დილხამი
დიყი
დრიადი, კაკბის ბალახი
დროზერა, ცვრიანა
დუგუმი
დურიო
დურღენი

ეგვიპტური კელაპტარა
ეგვიპტური ლოტოსი
ევგენოლის რეჰანი
ევკალიპტი
ევკომია, გუდაპერჩის ხე
ევროპული აბრეშუმა
ევროპული მაჟალო
ევროპული პანტა
ევროპული ყოჩივარდა
ეკლღიჭა
ეკალცოცხი
ეკლის ხე, ცრუაკაცია
ელიმუსი
ელუსამელა
ენდრო
ენდრონიკა
ენოთერა
ესპანური არტიშოკი
ესპანური ესპარცეტი, სულა
ესპარცეტი
ეფედრა, ცხენისმუხლა
ეშმაკის ქოში
ეწრის გვიმრა

ვაზი
ვაზისტანა
ვანილი
ვარდი
ვარდკაფანაფა
ვარდკაჭაჭა
ვარსკვლავა
ვაშლანა
ვაშლატამა
ვაშლი
ველის იორდასალამი, ლალა
ველის სოსანი
ველური კანაფი
ვენერას თმა
ვერბენა
ვერცხლა ცაცხვი
ვერხვი
ვეტივერია
ვირგინიული ხურმა
ვირისტერფა
ვნების ყვავილი, პასიფლორა

ზამბახი
ზაფრანა
ზეთისხილი, ზეთის ხე
ზიზილა
ზღვის ხახვი
ზღმარტლი

თაგვისარა
თაგვის ცერცველა
თაგვიყანა
თავკომბალა
თავსისხლა
თავყვითელა
თავშავა
თავცეცხლა
თათაბო
თათრული რევანდი
თალგამი
თალგამურა
თამარჰინდი
თაფლა-გოგრა
თევზის წამალი
თეთრეკალა
თეთრი არყი, ლიტვინოვის არყი
თეთრი დიყი
თეთრი დუმფარა
თეთრი ნარგიზი
თეთრი ნარი
თეთრი სამყურა
თეთრი ძიძო
თეთრყვავილა
თეთრყვავილა ლაშქარა, მხალშავა
თერო
თვის ბოლოკი
თუთა, თუთის ხე
თუთუბო
თხაწართალა
თხილი
თხმელა

იალღუნი
იაპონური აუკუბა
იაპონური ზღმარტლი, ლოქვა
იაპონური პირშუშხა
იაპონური სოფორა
იაპონური შროშანა
იაპონური ხურმა, აღმოსავლური ხურმა
იაჟუჟუნა, სამფერა ია
იასამანი
ილი
იმერული ირაგა
ინდური კანაფი
ინდური კვლიავი, აიოვანი, აჟგონი
ინდური ლოტოსი
ინდური ჟასმინი
იორდასალამი
იპეკო
ირმის-ენა
ისპანახი
იფანურა

კავკასიური მოცვი
კავკასიური სურო
კავკასიური ცაცხვი
კავრა
კაზანლიკური ვარდი
კაკაო, კაკაოს ხე, შოკოლადის ხე
კაკბის-საკენკელა
კაკლის ხე
კალია
კალანხოა
კამა
კამანია
კანადური სურო
კანადური ქაცვი
კანაფი
კაპარი
კარტოფილი
კატაბალახა, ვალერიანა
კატაბარდა
კატაპიტნა
კაქტუსი
კედლისპირა
კედლისპირა იუდეური
კევის ხე, საღსალაჯი
კელაპტარა
კენკეშა
კესანე, ცისანა
კეწერა
კვლიავი
კვრინჩხი
კიდობანა, ჩვეულებრივი ჭანჭყატა
კიტრანა
კიტრი
კიტრისუნა
კიჭკიჭა
კლდის დუმა
კლდის მოცხარი
კნაპა, კნაპი
კოთხუჯი, კოთხოჯი
კოკა, კოკაინის ხე
კოკომჟავა
კოლოქვინთი, კოლოცინთი
კომბოსტო
კომში
კონიო
კორდისკბილა
კორობელა
კოტრანა
კოფრჩხილა
კოწახური
კოჭა, ჯანჯაფილი
კრაზანა
კულმუხო
კუნელი
კურდღლის ბალახი
კურდღლისფრჩხილა
კურდღლისცოცხა
კუტი ბალახი

ლავანდი
ლამაზა
ლანცეტა მრავალძარღვა
ლარიქსი
ლაფანი, ლაფნის ხე
ლაქაში
ლაშქარა
ლახტარა
ლემა
ლენქორანული ხერკინა
ლენცოფა
ლეღვი
ლეშურა
ლიკოპოდიუმი
ლიმონი ჩვეულებრივი
ლიმონის ავშანი
ლიმონის კატაპიტნა
ლიმონის ურო
ლიმონურა
ლიპია
ლიჩი
ლობიო
ლომისკბილა
ლოტოსი
ლუმბანგი, სანთლის ხე
ლურჯი ზამბახი
ლურჯი მოცვი
ლურჯი ნარი, ლურჯეკალა
ლურჯი ძირწითელა, ჩვეულებრივი ძირწითელა
ლუფა

მაგნოლია
მათუთა
მაიორანი
მაისურა
მაკლურა, თუთავაშლა
მამულა
მანანა, ერიკა
მანგუსტანი
მანდარინი
მანდრაგორი
მანეული
მანიჰოტი, მანიოკი
მაჟალო
მარადმწვანე ძახველი
მარგალიტა
მარიამა
მარიამსაკმელა
მარიამსხალა
მარმუჭი
მარწყვა-ბალახი
მარწყვა-ბალახი ოთხფურცელა
მარწყვა-ბალახი წყლისა
მარწყვი
მატიტელა
მატრიკარია
მატრიკარია სამკურნალო
მაღალი მოცვი, კავკასიური მოცვი
მაღლისმთის მუხა
მაყვალი
მაჩიტა
მაწაქი, ლოგორო
მახრჩობელა
მაჯაღვერი
მაჰონია, ჭყორფოთოლა
მდგნალი
მდელოს მატვარანცა
მდოგვი
მედგარი, ბაბაწვერა
მელია
მესამედა
მექსიკური ავოკადო
მექსიკური ჩაი
მეჭეჭიანი ჭანჭყატა
მზესუმზირა
მზიურა
მთის ბარისპირა
მთის პიტნა
მთის სვინტრი
მთის ღანძილი
მთის ღოლო
მთის ჩადუნა
მინდვრის გვირილა
მინდვრის ზამბახი, ბადიანი ზამბახი
მინდვრის მდოგვი
მინდვრის ნემსა
მირტი
მიწავაშლა
მიწამაყვალა, ბალახმაყვალა
მიწის ბარდა
მიხაკი
მიხაკის ხე, მიხაკი
მკერვალა
მოპიტნაო
მოცვი
მოცხარი
მჟავე ლაიმი
მჟაველა
მჟაუნა
მრავალფოთლიანი ხანჭკოლა
მრავალძარღვა
მრგვალი თავნასკვა
მრგვალი წამალი
მსუქანა
მსხალი
მსხალიჭა
მსხვილი გოგრა, თეთრი გოგრა
მსვილფოთოლა ცაცხვი
მსხვილყვავილა ჟასმინი, დიდყვავილა ჟასმინი
მუზარადა
მუშკის მარწყვი
მუხა
მუხუდო
მწარა
მჭამელა
მხოხავი ჭანგა

ნამდვილი ზირა, ზირაკი
ნამდვილი თამბაქო, ჩვეულებრივი თამბაქო
ნამდვილი რევანდი
ნარდი
ნარი
ნარინჯი
ნარისჯაგა
ნარშავი
ნარცეცხლა
ნაღველა
ნაცარა მურყანი
ნაცარქათამა
ნეგო, უკვდავა
ნესვი
ნიახურა
ნიახური
ნიგვზისძირა
ნივრის-დედა
ნიორი
ნისკარტა აქტინიდია
ნიუკა
ნუში

ოდაღაჯი, გვაიაკის ხე
ოთახის უკადრისა
ოთხფურცელა მარწყავ-ბალახი
ოლეანდრე
ომბალო
ონტკოფა
ონტკოფა პერუსი
ონჭო
ოპუნცია, დედინაცლის ენა
ორკბილა
ოროვანდი
ორფერი
ორფოთოლა
ორყურა
ოსერო
ოსმანთუსი
ოსპი
ოფი
ოქროქუდა
ოქროჩალა
ოქროცოცხა
ოქროწვიმა
ოქროწკეპლა
ოშოშა, ოშოში
ოჩოპენტრე
ოხრახუში

პანტა
პარაგვაული ჩაი, მატე
პარნასურა
პასიფლორა
პატარძალა
პატისონი, ბრტყელი ყაბაყი
პაჩული
პეკანი
პერილა
პერუს ონტკოფა
პილპილი
პირშუშხა
პირწმინდა
პოეტური ნარგიზი
პომიდორი
პრასა
პუერარია, კუძუ

ჟაბო, შაბო, შაბუ
ჟასმინი
ჟასმინი სამკურნალო
ჟენ-შენი
ჟოლო
ჟუნჟრუკი

რევანდი
რევანდი თათრული
რევანდი ნამდვილი
რევანდი სამკურნალო
რეზედა
რეზედა ბაღისა
რეზედა ყანისა
რეჰანი
რეჰანი ევგენოლისა
რეჰანი ქაფურისა
როზმარინი
რუსული მაყვალი
რუსული ღიღილო
რუსული ჭლაკვი
რქათავა
რცხილა
რცხილა კავკასიური
რძიანა
რძიანა-მაჯღავერი

სავარცხელა
საზამთრო
სათოვლია
საკმლის ხე
საკპინაჭი
სალათა
სალბი სამკურნალო
სალიხა
სამატლე
სამკურნალო ადონისი
სამკურნალო ბარისპირა
სამკურნალო მატრიკარია
სამკურნალო ჟასმინი
სამკურნალო ძიძო
სამოთხის ვაშლი, სამურაბე ვაშლი
სამტატა
სამფერა ია
სამყურა
სამყურა ლიმონი
სამყურას აბრეშუმა
სანდალოზი თეთრი
სანდალოზი წითელი
სანთელა ტყისა
სანთელა ყანისა
სანთლის ხე
საპონა
საპონელა
სარეპტის მდოგვი
სასტვენა
სასტვირია
სასუქა
სატაცურა კომბოსტო
სატაცური ლამური
სატაცური ძაღლისა
სატილია
საღეჭი პილპილი, ბეტელი
საღსაღაჯი
საყვითლო
საჭარა
საჭმელი კანა, აჩირა
სელი
სელი გუგულისა
სელიჭა
სენეგა
სენეგალიური აკაცია
სერადელა
სექვოია მარადმწვანე
სვია
სვინტრი
სვინტრი მთისა
სოკომორო
სიმინდი
სიმინდი კაჟა
სიმინდი კბილა
სიმინდი კილიანი
სიმინდი რბილი
სიმინდი ტკბილი
სიმინდი ცვილა
სკიპალო
სოია
სოინჯი
სორგო
სორგო შაქრისა /> სორგო ჩვეულებრივი
სორგო ცოცხისა
სოსანი ველისა
სოსანი ყანისა
სოჭი ბერძნული
სოჭი ერთფეროვანი
სოჭი ესპანური
სოჭი თეთრქერქა
სოჭი იაპონური
სოჭი კავკასიური
სოჭი კამჩატკური
სოჭი კილიკიური
სოჭი ნორდმანისა
სოჭი ციმბირული
სპარსული ღვარძლი
სპარსული ყოჩივარდა
სპელტა, ნამდვილი ასლი
სპერგულა
სპერგულა სელისა
სტაფილო
სტერკულია
სუდანური ბალახი, სუდანურა, სუდანური შალაფა
სულა
სუმბული
სუმბული აღმოსავლური
სუმბული წყლისა
სურნელოვანი ზეთის ხე, ოსმანთუსი
სურო
სურო გველისა
სურო კავკასიური
სურო კანადური
სურო კოლხური
სურო ჩვეულებრივი
სურო ცვილისა
სურო წყლისა
სუსამბარი
სუფრის ჭარხალი ვარდისფერი
სუფრის ჭარხალი თეთრი
სუფრის ჭარხალი ყვითელი
სუფრის ჭარხალი წითელი
სუძა
სწორი შვრიელა

ტაბელა
ტაბლაყურა, ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ტარო
ტარხუნა
ტაუ-საღიზი
ტაქსოდიუმი
ტაცეტი
ტეგანი
ტენცო, წყლის პიტნა
ტეოსინტე
ტეოსინტე, ბელეკონი
ტექის ხე, ტექტონი
ტეფა
ტილჭირი, აკონიტუმი
ტიმოთელა, თომოტის ბალახი
ტირიფი
ტირიფი ბრტყელი
ტირიფი მტირალა
ტირიფი მყიფე
ტიტა
ტკაცუნა
ტკბილი ლაიმი
ტკბილი სიმინდი
ტლანქი ლიმონი, ჯამბირი
ტორფის ხავსი, თეთრი ხავსი
ტრაუტფერის ბოკვი
ტუბეროზა
ტუია
ტუია გიგანტური
ტუია დასავლური
ტუნგი იაპონური
ტუნგი მთისა
ტუნგი ფორდისა
ტუნგი ჩინური
ტუნისური ბალახი
ტურანგი
ტურნეფსი
ტუხტი
ტუხტი ბაღისა
ტუხტი სამკურნალო
ტუხტი ყანისა
ტუხტი ყითელი
ტუხტი ჩინური
ტყემალი
ტყვიაბალახა
ტყისბოლოკა
ტყის ვაზი
ტყის თივაქასრა
ტყის კამა
ტყის მარწყვი
ტყის მრავალძარღვა
ტყის მიხაკი
ტყის პიტნა
ტყის ჟუნჟრუკი
ტყის სამყურა
ტყის სანთელა
ტყის ღიღილო
ტყისურა
ტყის ფარსმანდუკი
ტყის ფურისულა
ტყის ქამა-სოკო
ტყის ქოთანა
ტყის ქონდარი
ტყის ჩიტისთვალა
ტყის ცერცველა
ტყის ცოცხი
ტყის წიწმატი
ტყის ჭორტანა, კომელინა, ცისფერთვალა
ტყიურა
ტყუბლა-სოკო

უგრეხელი
უზანი
უკადრისა
უკადრისა ოთახისა
უკვდავა
ულბო
ულეწელა
ულუმბო
უნაბი
უნგრული ცერცველა, პანოიის ცერცველა
უნშიუ მანდარინი
უპანი
უჟმურა
ურარტული ნუში
ურაშა
ურთხელი
ურიში
ურო
ურო ლიმონისა
ურცი
უსუპი
უსურვაზი, ტყის ვაზი
უსურვაზი ამერკული
უსრიული პანტა
უფერულა
უფხო ღვარძლი
უფხო შვრიელა
უცვეთელა
უცუნა
უძოვარა
უძრახელა
უჭურველი
უხრავი
უჯანგარი

ფამფარა
ფამფარა ბაღისა
ფამფარულა, კევის ბალახი
ფანტია სელი
ფანქრის ხე
ფანქრის ხე ამერკული
ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ფარსმანდუკი
ფარსმანდუკი ტყისა
ფაცელია
ფეიჰოა
ფერისცვალა
ფესვმაგარა
ფეტვი
ფეტვი ზანგური
ფეტვი ინდური
ფეხფოთოლა
ფიგი
ფითრი
ფიკუსი კაუჩუკისა,
ფიკუსი ოთახისა
ფირმიანა
ფისოვანა
ფიჭვი
ფიჭვი ბიჭვინთისა
ფიჭვი ვეიმუტისა
ფიჭვი ევროპული
ფიჭვი ელდარისა
ფიჭვი ზღვისპირა
ფიჭვი თეთრი
ფიჭვი იტალიური
ფიჭვი კავკასიური
ფიჭვი მანჯურული
ფიჭვი მტირალა
ფიჭვი ყირიმული
ფიჭვი შავი
ფიჭვი ციმბირული
ფიჭვი ჭაობისა
ფლორენციული ზამბახი
ფლოქსი
ფოთლოვანი კომბოსტო, საკვები კომბოსტო
ფოთლოვანი ჭარხალი
ფოთოთი
ფოთოლეკალა
ფოლიო
ფოლიო ცისა
ფოლორცის ბალახი ცის
ფორდის ტუნგი
ფორთოხალი
ფოხვერა
ფრანგული კოინდარი
ფრთათეთრა
ფრთათეთრა ბაღისა
ფრთაფოთოლა
ფრთისებრი ჯონჯოლი
ფრინტა
ფსტა, ბუსტული
ფუნთუშა
ფურისულა
ფურისულა დიდჯამა
ფურისულა წყლისა
ფუტკარა
ფუტკრის-დედა
ფუფალა
ფუჩფუჩა
ფუჭფუჭა
ფქვილიო
ფშატა-ტირიფი
ფშატი
ფშატი ველური
ფშატფოთოლა ბერყენა
ფშნის ეკალი
ფშნის ენდრო
ფშუკურა
ფხიჯა, ქვატეხია
ფხუწა

ქაბისჩალა
ქათმისკუჭა, გიორგელა
ქათმისქოჩორა
ქალამანა
ქალბანა
ქამა-სოკო
ქამა-სოკო ტყისა
ქამეროფსი
ქარაგოზი
ქარაძენძი
ქართლის ზამბახი
ქართული ესპარცეტი
ქართული ზამბახი
ქართული კოწახური
ქართული ლალემანცია
ქართული მუხა
ქართული ნემსიწვერა
ქართული ნუში
ქართული ქოთანა
ქართული ყოჩივარდა
ქარქვეტა
ქარცხვი
ქასრა
ქატმი, ფოხვერა
ქაფუნა
ქაფურის რეჰანი
ქაფურა
ქაფურის ხე
ქაფურის ხე ცრუ
ქაღაზბადამი
ქაღალდის არალია
ქაღალდის თუთა
ქაღალდის ხე იაპონური
ქაცვი
ქაცვი ამერიკული
ქაცვი კანადური
ქენდირი
ქენდირი ამუ-დარიისა
ქერი
ქერი ბრტყელი
ქერი ველური
ქერი კულტურული
ქერი მრავალმწკრივიანი
ქერი ორმწკრივიანი
ქერი შიშველი
ქერიფქლა
ქერშიშველი
ქვათესლა
ქვამუხა
ქვაპურა
ქვატეხია
ქვებლანდისა
ქვეყნის გული
ქვიშამხალი
ქვრიმა, მოჰარი
ქითრა
ქინაქინის ხე
ქინძარა
ქინძი
ქინძი ძაღლისა
ქისრიბა
ქიშმიშის აქტინიდიაა
ქლიავი
ქოთანა კლდისა
ქოთანა ტყისა
ქოთანა ქართული
ქონა
ქონდარა არყი
ქონდარა ბალამწარა
ქონდარა ბანანი
ქონდარა ზამბახი
ქონდარა ნუში
ქონდარა პალმა, ქამეროფსი
ქონდარა ფიჭვი
ქონდარა ღვია
ქონდარა ხორბალი
ქონდარი ბაღისა
ქონდარი ტყისა
ქონის ხე
ქორაფი
ქოქ-საზიღი
ქრიზანთემა
ქრისტესბეჭედა
ქრისტესთვალა
ქრისტესისხლა
ქუბაბა
ქუთქუთა
ქუნჯუტი
ქურქუმა
ქუჩი, ველის წივანა
ქუჩულა

ღამის დედოფალი
ღამის ია
ღანძილი
ღანძილი მთისა
ღვარძლი
ღვარძლი უფხო
ღვარძლი სპარსული
ღვედკეცი
ღვია
ღვია ვირჯინიული
ღვია კაზაკური
ღვია ქონდარა
ღვია შავი
ღვია წითელი
ღვიიის ფითრი
ღვინა
ღვინა ყვითელი
ღვინიო
ღიმი, ატოლი
ღიღილო
ღიღილო რუსული
ღიღილო წითელი
ღიჭა
ღობისძირა
ღოლო
ღოლო მთისა
ღოლომჟავა
ღოლო-მხალი
ღოლო ჩვეულებრივი
ღოლოშმაგა
ღომი
ღომი ველური
ღორის ბირკა
ღორის ქადა
ღორღორა
ღოღნოშო
ღრიანჭველა

ყაბაყი
ყაბაყი ბრტყელი
ყავა
ყავა არაბული
ყავა ლიბერიული
ყაზახა
ყაისუმი

შაბთარი
შაბი, შაბუ,
შავბალახა
შავდავითა
შავთარა
შავი არყი, რადეს არყი
შავი ასკილი
შავი გვიმრა
შავი დიკა
შავი თავთუხი
შავი კაკლის ხე
შავი კუნელი
შავი მდოგვი
შავი მოცხარი
შავი მურყანი
შავი მჭადი
შავი ნაძვი
შავი სანდალოზი
შავი საქსაული
შავი ღვია
შავი ცერცველა
შავი თავთუხი
შავჩოხა- სოკო
შავჩოხა
შავწამალა
შავჯაგა, ჯღარდალა
შალამანდილი
შალაფა
შალაფა სუდანური
შალგი
შამბალილა, ულბო
შაქარა ბანანი, ბრძენთა ბანანი
შაქრის ლერწამი
შაქრის ნეკერჩხალი
შაქრის პალმა
შაქრის სორგო
შაქრის ჭარხალი
შემოდგომის წინწკალა
შესანისნავი იუკა
შვედური სამყურა
შვია
შვიტა
შვიტურა
შვრია
შვრია შიშველი
შვრია ჩვეულებრივი
შვრიანა
შვრიანა მდელოსი
შვრიელა
შვრიელა ბანისა
შვრიელა სწორი
შვრიელა უფხო
შვრიელა ჭვავიფერი
შვრიელა ჭრელი
შვრიუკა, ველური შვრია
შივო-მიკანი
შინდანწლა
შინდი
შირბახტი, ქუჯუნტი, სიმსიმი
შიშველი ქერი, ქერშიშველი
შიშველი შვრია
შმაგა, კავკასიური ბელადონა
შოთხვი
შოკოლადის ხე
შორვალა
შოროქანი, შოროქნის ცოცხი
შრეში
შრიალა-ბალახი
შროშანა
შროშანი
შროშანი ზღვისა
შროშანი მთისა
შროშანი ყვითელი
შტოში
შუბანა
შუპყა
შქერი
შხამა
შხამა-სოკო
შხამიანი თუთუბო
შხაპრი

ჩაგირი
ჩადუნა
ჩაი მექსიკური
ჩაი პარაგვაული
ჩაიოტი
ჩაი
ჩაის ბუჩქი ასამური
ჩაის ბუჩქი ჩინური
ჩაის ვარდი
ჩალამბარა
ჩალამძივი
ჩალაყვავილი
ჩარანი
ჩაქვის ბალახი
ჩაღანდრი
ჩაწყობილა
ჩაწყობილა-ბაია
ჩელტა-ზანდური
ჩელტა-მახა
ჩვეულებრივი ავოკადო, გვატემალური ავოკადო
ჩვეულებრივი ბარდა
ჩვეულებრივი ესპარცეტი
ჩვეულებრივი ვაზი
ჩვეულებრივი თამბაქო
ჩვეულებრივი თივაქასრა
ჩვეულებრივი თხილი
ჩვეულებრივი იონჯა
ჩვეულებრივი იფანი
ჩვეულებრივი კაკლის ხე, კაკალი
ჩვეულებრივი კანაფი
ჩვეულებრივი კოწახური
ჩვეულებრივი ლიმონი
ჩვეულებრივი ლობიო
ჩვეულებრივი მანანა, კალუნა
ჩვეულებრივი მატიტელა
ჩვეულებრივი მაჯაღვერი
ჩვეულებრივი მოცხარი, წითელი მოცხარი
ჩვეულებრივი მურყანი
ჩვეულებრივი ნამიკრეფია
ჩვეულებრივი ნეკერჩხალი
ჩვეულებრივი ნუში
ჩვეულებრივი საზამთრო
ჩვეულებრივი სელი
ჩვეულებრივი სორგო
ჩვეულებრივი სურო
ჩვეულებრივი ღოლო
ჩვეულებრივი შვრია
ჩვეულებრივი ცერცველა
ჩვეულებრივი ცირცელი, ჭნავი
ჩვეულებრივი ძირწითელა
ჩვეულებრივი წაბლი
ჩვეულებრივი ჭანჭყატა
ჩვეულებრივი ჭვავი
ჩვეულებრივი ხორბალი
ჩვეულებრივი ხურმა
ჩვეულებრივი ჯიჯლაყა
ჩვეულებრივი ჯონჯოლი, ფრთისებრი ჯონჯოლი
ჩილური არაუკარია
ჩინგილი
ჩინური აბელია
ჩინური აუკუბა
ჩინური ბანანი, ქონდარა ბანანი
ჩინური დარიჩინის ხე
ჩინური ვაშლი
ჩინური ვაციწვერა
ჩინური თუთუბო
ჩინური ინდიგო
ჩინური ისპანახი
ჩინური კარტოფილი
ჩინური კომბოსტო
ჩინური ჟასმინი
ჩინური ტუნგი, ფორდის ტუნგი, ჩინური ტუნგის ხე
ჩინური ტუხტი
ჩინური წაბლი
ჩინური ხახვი
ჩიტავაშლა
ჩიტაკომშა, ჩიტაწკეპლა
ჩიტიბუდა
ჩიტის ბირკა
ჩიტისთავა
ჩიტისთვალა ტყისა
ჩიტისთვალა ყანისა
ჩიტის ია
ჩიტის იონჯა
ჩიტიფეტვა
ჩიტიფეხა, სერადელა
ჩიტიყველა
ჩიტიწვივა
ჩოღანო
ჩუა
ჩუფა

ცალმარცვალა
ცალმარცვალა ველური
ცაცხვი
ცაცხვი ვერცხლა
ცაცხვი კავკასიური
ცაცხვი მსხვილფოთოლა
ცაცხვი წვრილფოთოლა
ცახის ბალახი
ცახცახა
ცერეცო
ცერცვეკალა, ფიგი
ცერცველა ბანჯგვლიანი
ცერცველა ბეწვიანი
ცერცველა თაგვისა
ცერცველა ოსპისებრი
ცერცველა პანონიისა
ცერცველა ტყისა
ცერცველა უნგრული
ცერცველა ყანისა
ცერცველა შავი
ცერცველა ჩვეულებრივი
ცერცველა ცვალებადი
ცერცველა ცხენისა
ცერცვი
ცერცვი მტრედისა
ცერცვი ხავერდა
ცეცხლეკალა
ცვალებადი ცერცველა
ცვილა სიმინდი
ცვილიანა
ცვილის ხე
ცვილის სურო
ციკასი იაპონური
ცვრიანა
ციკუტა
ცილინდრული ლუფა
ციმბირული ლარიქსი
ციმბირული ნაძვი
ციმბირული სოჭი
ციმბირული ფიჭვი
ციმბირული ქენდირი
ციმციმა
ცინერარია ნაცარა
ცინერარია ჰიბრიდული
ცირცელი
ცისანა
ცის-ვაზი, გლიცინია
ცისთვალა
ცისკარა
ცისფერი იონჯა
ცისფერი ლოტოსი
ცის-ფოლიო
ციტრონო
ციურა
ციფომანდრა
ციცინო
ცოცხა-ბალახი
ცოცხანა, ცოცხობა
ცოცხი ტყისა
ცოცხი ყვითელი
ცოცხის სორგო
ცოცხმაგარა
ცოცხობა
ცრუაკაცია
ცრუქაფურის ხე
ცრუცუგა
ცრუცუგა დუგლასისა
ცრუცუგა იაპონური
ცუგა
ცუგა ამერიკული
ცუგა იაპონური
ცულისპირა
ცხენისკბილა
ცხენისკბილა სოკო
ცხენისკუდა
ცხენისმუხლა
ცხენის ცერცველა
ცხენისწაბლა
ცხენისწაბლა წვრილყვავილა
ცხვარა
ცხვირისატეხელა, ადონისი
ცხვირისატეხელა ყვითელი
ცხვრის კვლიავი
ცხვრის სამყურა
ცხვრის წივანა
ცხიმურა
ცხრაფერა
ცხრატყავა
ცხრატყავა თათრული
ცხრატყავა ქართული

 ძაბრა-სოკო
ძარა
ძაფოვანი იუკა
ძაღლის ბირკა
ძაღლის ენა
ძაღლის პიტნა, ჭინჭრისგერა
ძაღლის სატაცური, მიხელტა
ძაღლის ქინძი
ძაღლმაყვალა
ძაღლნიორა
ძაღლნიორა იმერული
ძაღლყურძენა
ძაძა
ძახველა, ძახველი
ძახველი მარადმწვანე
ძელქვა
ძერანა
ძეძვი
ძეწნა, მტირალა ტირიფი
ძეხვის ხე
ძიგვა, ქისრიბა
ძირთეთრა
ძირმწარა
ძირტკბილა
ძირტკბილა კლდისა
ძირყვითელა
ძირშავა
ძირშაქარა
ძირწითელა
ძირწითელა ლურჯი
ძირწითელა ჩვეულებრივი
ძიძას ბალახი
ძიძო
ძიძო თეთრი
ძიძო ყვითელი, ძიძო სამკურნალო
ძმერხლი
ძმრის ხე
ძურწა
ძურწა მწვანე
ძურწა ნამდვილი
ძურწა ყვითელი
ძუძუმაყვალა

წაბლი
წაბლი ამერიკული
წაბლი იაპონური
წაბლი ჩინური
წაბლი წყლისა
წაბლფოთოლა მუხა
წალიკა
წალიკა ბოსტნისა
წალიკა სელისა
წალიკა წითელი
წამალწვრილი
წართხალი
წახნაგოვანი ლუფა, ავღანური ლუფა
წბილა
წებოვანი იონჯა
წეკო
წეროსწვივა
წერწა
წვიტა
წვრილფოთოლა ცაცხვი
წვრილყვავილა ცხენისწაბლა
წიაპა
წიაღა
წიბა
წივანა
წივანა მდელოსი
წივანა ცხვრისა
წივანა წითელი
წივანა ჭრელი
წითელი გვირილა
წითელი დიკა
წითელი თავთუხი
წითელი კუნელი
წითელი ლიმონი
წითელი მოცვი
წითელი მოცხარი
წითელი მხალი, ფოთლოვანი ჭარხალი, მაგნოლდი
წითელი სამყურა
წითელი სანდალოზი
წითელი ღვია, ფანქრის ხე
წითელი ღიღილო
წითელი შხამ-სოკო
წითელი წალიკა
წითელი წივანა
წითელი ხე ამერიკული
წითელი ჯინჭარი, ნანკინის პერილა
წითელი ჯინჭრის ენა
წითელი ჯიჯლაყა
წითელწვერა
წითლიო
წინწკალა
წინწკალა შემოდგომისა
წიფელი, წიფელა
წიფელი ამერიკული
წიფელი აღმოსავლური
წიფელი ევროპული
წიფლისძირა
წიწაკა
წიწაკა ბულგარული
წიწაკის აბრეშუმა
წიწიბურა
წიწიბურა თათრული
წიწილკურა
წიწინაური
წიწმატა-სელი
წიწმატელა
წიწმატი
წიწმატი ბრაზილიური
წიწმატი ტყისა
წიწმატი წყლისა
წიწმატურა
წკიალა სოკო, ჯიმლა
წნორი
წურწუმა
წყავი
წყავმაზა
წყალიკრეფია
წყალნაწყენი
წყვილმარცვალა ველური
წყლის ბაია
წყლის ბამბა
წყლის ბრინჯი
წყლის დვალურა
წყლის ვაზი
წყლის ვარსკვლავა
წყლის ზამბახი
წყლის იელი
წყლის კაკალი, ჭუღუმბური
წყლის მანანა
წყლის მარწყა-ბალახი
წყლის მრავალძარღვა
წყლის პერი, ლემნა
წყლის სამყურა
წყლის სუმბული
წყლის სურო
წყლის ფურისულა
წყლის წაბლი
წყლის წიწმატი
წყლის ჭირი

ჭადარი
ჭადარი აღმოსავლური
ჭადარი დასავლური
ჭადარი ხუთთითა
ჭალაფშატა, ფშატი ველური
ჭალის ვერხვი
ჭალის მუხა
ჭანგა
ჭანგა ამერიკული
ჭანგა დატოტვილი
ჭანგა მხოხავი
ჭანდარი
ჭანური ზამბახი
ჭანური ნეკერჩხალი
ჭანჭყატა
ჭანჭყატა იაპონური
ჭანჭყატა მეჭეჭიანი
ჭანჭყატა ფართოფოთლიანი
ჭანჭყატა ჩვეულებრივი
ჭაობის კვიპაროზი, ტაქსოდიუმი
ჭაობის ფიჭვი
ჭარელა
ჭარხალი
ჭარხალი სუფრისა
ჭარხალი ფოთლოვანი
ჭარხალი შაქრისა
ჭარხლიფოჩა
ჭაღარა სამყურა
ჭახრაკაული
ჭერამი
ჭეჭველა
ჭეჭკეტა-სოკო
ჭვავი
ჭვავი ჩვეულებრივი
ჭვავისებრი შვრიელა
ჭიაფერა
ჭიკარტი
ჭილი
ჭინჭარა
ჭინჭარი
ჭინჭრისგერა
ჭინჭრის-დედა
ჭინჭრიფოთოლა
ჭიოტა
ჭიოტა სელისა
ჭკვალი
ჭლაკვი
ჭლაკვი რუსული
ჭოროხის მუხა
ჭორტანა
ჭორტანა ტყისა
ჭრელი წივანა, ლერწმქუჩი
ჭრელყვავილა იონჯა
ჭუღუმბური
ჭყანტა
ჭყიმა-მხალი
ჭყიმი
ჭყიპანტა
ჭყორი
ჭყორფოთოლა

ხავერდა, იმერული ზაფრანა
ხავერდა-ცერცვი
ხავსი
ხავსი თეთრეი
ხავსი ირმისა
ხავსი ტორფისა
ხაზაზა
ხანდური
ხანჭკოლა
ხანჭკოლა თეთრი
ხანჭკოლა ლურჯი
ხანჭკოლა მრავალფოთლიანი
ხანჭკოლა ყვითელი
ხანჯალა
ხართუთა
ხარისვარდა
ხარისთვალა
ხარისკუდა, შუბანა
ხარისფაშვა
ხარისშუბლა
ხარისჩლიქა
ხარისძირა
ხარნუყა
ხატოტი
ხაშხაში
ხახამა
ხახვთესლა
ხახვი
ხახვი ზღვისა
ხახვი კლდისა
ხახვი ჩინური
ხახვილო
ხახვისთავა
ხახვისფოჩა
ხახია
ხბოშუბლა
ხებალახა
ხებუერა
ხეგვიმრა
ხევარდი
ხევერცხლა
ხევსურის დიყი
ხეთამხალი
ხეკაქტუსი
ხეკოლა, კოლა
ხემაგარა, ფირმიანა, სტერკულია
ხემარწყვა
ხემახვია, ხემოა
ხემყრალი
ხეპილპილა
ხეპომიდორი, ციფომანდრა
ხერკინა
ხერკინა ლენქორანული
ხერხა
ხერხფოთოლა
ხეტიტა
ხეტუხტი
ხეშავი
ხეშროშანა
ხეჭრელი
ხეჭრელი ამერკული
ხეჭრელი იმერული
ხეჭრელი კლდისა
ხვალო, ჭალის ვერხვი
ხვალო თეთრი
ხვართქლა
ხვართქლა მლაშე
ხვარხვარა
ხვიარა ვარდი
ხვიტი
ხმალა, ხანჯალა
ხოვერა
ხოკერა-გოგრა
ხომანდული
ხომეჭი
ხორბალი
ხორბალი აბაშური
ხორბალი აბისინიური
ხორბალი ინგლისური
ხორბალი ინდური
ხორბალი მაგარი
ხორბალი მახა
ხორბალი მრგვალმარცვალა
ხორბალი პოლონური
ხორბალი რბილი
ხორბალი რბილი უფხო
ხორბალი რბილი ფხიანი
ხორბალი საგაზაფხულო
ხორბალი ქონდარა
ხორბალი ჩვეულებრივი
ხოროსანი
ხორციფერა
ხრაშუნა
ხრიალა
ხუთთითა ჭადარი
ხუთყურა
ხურმა
ხურმა აღმოსავლური
ხურმა ვირგინიული
ხურმა იაპონურიხურმა ჩვეულებრივი
ხურტკმელი
ხურხუმა
ხუჭუჭა, ბეკმანია

ჰარტვისის მუხა
ჰევეა ბრაზილიური
ჰელიოტროპი
ჰელიოტროპი ბაღისა
ჰიბრიდული ცინერარია
ჰიკორი
ჰიმალაური კედარი
ჰიმალაური კვიპაროსი
ჰიმალაური ნაძვი
ჰორიზონტალური კვიპაროსი
ჰორტენზია
ჰოსტა