logo-herba

antiD-header

სამკურნალო მცენარეები

მცენარეები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნენ სამედიცინო და ვეტერინარულ პრაქტიკაში სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით. მცენარეების სამკურნალო თვისებები განპირობებულია მათში ალკალოიდების, ფლავონოიდების, გლიკოზიდების, ვიტამინების, მთრიმლავი ნივთიერებების არსებობით, რომლებიც ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმზე ახდენენ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ანდა გააჩნიათ ბიოლოგიური აქტიურობა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევთა მიმართ. განსაკუთრებულ ჯგუფშია გამოყოფილი ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მცენარეები. სინთეზური საშუალებებისაგან გამოირჩევიან ნაკლები ტოქსიკურობით.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

სამკურნალო მცენარეები

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი-კ

კავკასიური მოცვი

Vaccinium arctostaphylos

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმაღალი მოცვი ბუჩქი ან ტანდაბალი (2—4 მ), ხე მანანასებრთა ოჯახისა. მოწითალო-თეთრი ზარისებრი ყვავილები აქვს. ნაყოფი შავი კენკრაა, იჭმევა. გავრცელებულია ძირითადად კოლხეთში, ნაკლებად გვხვდება ჩრდილოეთ კავკასიაში, ქართლში, შიგა კახეთში, თალიშსა და თურქეთში (მდინარე ჭოროხის აუზი). იზრდება ქვეტყედ ზღვის დონიდან 2200 მ-მდე, მეტწილად წიფლნარში, სოჭნარ-ნაძვნარში, ფიჭვნარსა და სუბალპურ არყნარში, იშვიათად დეკიანში. ფოთოლი შეიცავს 135-მდე ტანიდებს, იყენებენ ტყავის მოსათრიმლად, ჩაის ნაცვლად; ახმობენ კერკად და ხმარობენ კუჭის შემკვრელ საშუალებად, კულტივირებულია ბოტანიკურ ბაღებში.


 კავკასიური სურო

Hedera colchica

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცოცავი ბუჩქი სუროს გვარისა. აქვს მომრგვალო ან მომრგვალო-კვერცხისებრი ფორმის ტყავისებრი ფოთლები და პატარა მომწვანო ყვავილები. გავრცელებულია უფრო დასავლეთ საქართველოს ტყეებსა და ჩრდილიან ადგილებში. საქართველოს გარდა იზრდება თურქეთში (ლაზისტანი). კულტივირებულია ბაღებსა და პარკებში. მისი ფოთლები შემოდგომის დამლევს და ზამთარში სიცივისაგან ლამაზ მოწითალო იერს იღებს. ადვილად მრავლდება კალმითა გადაწვენით. ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს. სურო, როგორც სამკურნალო მცენარე, ძველთაგანვეა ცნობილი. იგი მოიხსენება აზიურ და ევროპულ წყაროებში. მაგ. ავიცენა მიუთითებდა, რომ მას აქვს გამწმენდი თვისებები, ხოლო მისი რძე აცვენს თმებს. ღვინოში მოხარშული სურო იხმარებოდა ჭრილობების მოსაშუშებლად. მის მალამოებს იყენებდნენ დამწვრობისათვის. სუროს ნახარში ხალხურ მედიცინაში გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, ქრონიკული სურდოს, ფილტვების ტუბერკულოზის, რაქიტის სამკურნალოდ; გარეგანად იყენებენ დაჩირქებების, კანის ანთების, ქეცის, ჭრილობების სამკურნალოდ. გერმანელები იყენებენ კიბოს წინააღმდეგ. ბულგარელები - ხველის შესაჩერებლად. საქართველოში ხმარობენ მრავალი დაავადების, მათ შორის, კუჭის წყლულისათვის, თორმეტგოჯა ნაწლავისათვის. საპონინების შემცველობის გამო მას აქვს მრავალმხრივი გამოყენება.


 კავკასიური ცაცხვი

Tilia caucasica

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიფოთოლმცვენი 35-მდე სიმაღლის ხეა. ხის ვარჯი დიამეტრით აღწევს 2 მ-მდე, თხელი, მსკდომარე ქერქით. ფოთლები მორიგეობითია, გრძელყუნწიანი, დაკბილული, ზედა მხრიდან მწვანე, შიშველი, ქვედა მხრიდან - ნაცარა, Tilia caucasica ხშირად შებუსული, ყვავილები მოყვითალო-თეთრია, არომატული, შეკრებილია ფარისებრ ნახევარქოლგა ყვავილედში.

გავრცელებულია ყველგან წიწვოვანი ტყეების ზონამდე.

ქიმიური შემადგენლობა: ეთერზეთები, გლიკოზიდები, მთრიმლავი ნივთიერებები და ლორწო. არომატის მატარებლად ითვლება ფარნეზოლის სპირტი. გარდა ამისა ცაცხვის შემადგენლობაში შედის კაროტინი და C-ვიტამინი.

ცაცხვის ყვავილი გამოიყენება ოჯახურ ოფლმდენ საშუალებად ცხელი სასმელის სახით, რომელიც მზადდება როგორც ჩაი, ხმარობენ აგრეთვე ნაყენს პირში და ხახაში ამოსავლებად, საფენებისათვის და სხვა მიზნით.


 კავრა

Salix arbuscula

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმოწითალო შეფერილობის ბუჩქი. ფოთლები მკვეთრად ორფერი-ზევით ჩვეულებრივ მუქი-მწვანე, ქვევით- ჭრელი, სხვადასხვა ფორმისა, მთლიანგვერდებიანი. აქვს ერთი სანექტრე, მოგრძო. იზრდება ერთ მეტრამდე.იკეთებს მძივისებრ გამონაზარდებს. იზრდება ტუნდრებსა და ტყეტუნდრებში. კარგი თაფლოვანაა. გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.


 კაზანლიკური ვარდი

rosa damascena mill

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიკაზანლიკური ვარდი მრავალწლოვანი მცენარეა. იზრდება ერთ მეტრომდე. აქვს ღია მწვანე მორიგეობითი ფოთლები. ღია ვარდისფერი ყვავილები რტოების ბოლოს უვითარდება. ყვავილობს მაის-ივნისში. აქვს გრძელი ყუნწები, გამოიყენება ეთეროვანი ზეთების მისაღებად. ვარდისგან ამზადებენ აგრეთვე მურაბას. სამკურნალოდ გამოიყენება ვარდის კუკურები, რომლებსაც აგროვებენ ადრე დილით. ვარდი შეიცავს დიდი რაიდენობით ვიტამინებს, რომლებიც მატონიზებლად მოქმედებს ადამიანზე. მის ნაყენს აქვს ათების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, დამარბილებელი, ჭიისსაწინააღმდეგო, ჭრილობის შემხორცებელი, შემკვრელი თვისებები. ხალხურ მედიცინაში იყენებენ ჰიპერტონული დაავადების, ათეროსკლეროზის, გულის ტკივილის, ნაღვლის, გასტრიტის, ფაღარათის, კონიუქტივიტის, სტომატიტის და ა.შ. სამკურნალოდ.


 კაკაო, კაკაოს ხე, შოკოლადის ხე

Theobroma cacao

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიტანდაბალი (5—8 მ) მარადმწვანე ხე სტერკულიასებრთა ოჯახისა. აქვს მუქი მწვანე, პრიალა ფოთლები და ყვითელი ან მოწითალო ყვავილები. ნაყოფი (კოლოფა) ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელია. ყოფა–ცხოვრებაში „კაკაოს პარკს“ უწოდებენ. ველურად იზრდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტენიან ტროპიკულ ტყეებში. ძველთაგანვე კულტივირებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ამრავლებენ უმთავრესად თესლით. კარგად ხარობს ორანჟერეებში. თეობრომინისა და მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობის გამო თესლს მწარე, მწკლარტე გემო აქვს. საგემოვნო თვისებების გასაუმჯობესებლად რბილობმოცლილ თესლს 2—7 დღე-ღამის განმავლობაში უტარებენ ფერმენტაციას, რის შედეგადაც იგი სასიამოვნო გემოსა და არომატს იძენს. კაკაოს თესლი შემადგენილობაში შედის წყალი, ცხიმი, კაკაოს ზეთი, სახამებელი, გლუკოზა, ფრუქტოზა, ცილა, თეობრომინი, კოფეინი, მთრიმლავი ნივთიერებები, მჟავები, მინერალური ნივთიერებები. კაკაოს ნაყოფისაგან იღებენ ბურღულს, ბურღულის წვრილად დაქუცმაცებით — „სრესილ კაკაოს“, რომლისგანაც კაკაოს ზეთსა და შოკოლადს ამზადებენ. სრესილი კაკაოს დაწნეხით ღებულობენ კაკაოს ზეთს, დარჩენილი კოპტონისაგან კი — კაკაოს ფხვნილს. კაკაოს მედიცინაც იყენებს. მაგ. მისი წასმა ცხვირზე აბრკოლებს გრიპის ვირუსს შეღწევას ორგანიზმში. არის კარგი საშუალება ხველისა და ამოხველებისათვის, ბრონქიტის პროფილაქტიკისათვის და ასთმისათვის. მისი მიღება არეგულირებს არტერიულ წნევას ამცირებს მამაკაცების სიკვდილიანობას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც.


კაკბის-საკენკელა

Aegonychon purpureocaeruleum

კახ. ძმრიდედა, ჩიტიმძივა, მტრედისბრინჯა; ქართ. კაკბისაკვნეტელა; ერწ. ჩირაღდანი; რაჭ. ჩიტიკაკალა; ლეჩხ. ჩიტის-კაკალე; ზ.იმერ ხოხბის საკენკელა, ჩიტისაკენკელა, ჩიტის-საკენკარა; ჩუბ. ყანყაჭა; სვან. მეგიმბაშოოლ; საბა კაკბის საკუნტალა

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 30-60 სმ სიმაღლისა. აქვს სწორმდგომი ღერო, მჯდომარე, ლანცეტური, წვეტიანი ფოთლები; წვრილი, მოთეთრო-მომწვანო ყვავილები; ნაყოფი კაკლია, თეთრი, მაგარი, კვერცხის ფორმისა. ყვავილობას ივნის-ივლისში. იზრდება ტყის პირებში. შეიცავს მჯავებს, სცილიტს, კაროტონოიდებს, სტერინებს, წითელ პიგმენტს, ზეთს, სიკონინს, რომელიც ძლერ გავლენას ახდენს ჰიპოფიზის ჰორმონალურ ფუნქციებზე და საკვერცხეებზე. აქვს შარდმდენი, დამარბილებელი და გამაყუჩებელი თვისებები. მის დასრესილ ფოთლებს იდებენ დაშავებულ ადგილებზე.


 კაკლის ხე

Juglans regia

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონინიგვზის ხე, ფოთოლმცვივანი ხე კაკლისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 20—30 მ აღწევს, დიამეტრი 1,5 მ-ს. ეულად მდგომს ვარჯი ფართოდ აქვს გადაშლილი, კორომში კი ვიწროდ არის აზიდული. აქვს ლეგა, დაშაშრული ქერქი, ერთსქესიანი და ერთსახლიანი ყვავილები, კენტფრთართული, პრიალა ფოთოლი, რომელიც ეთეროვან ზეთს შეიცავს. ნაყოფი კურკიანაა (ე. წ. „კაკალი“). ბუნებრივად გავრცელებულია მცირე აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ირანში, ჩინეთში, კავკასიასა და შუა აზიაში. ამიერკავკასიაში ველურად იზრდება თითქმის ყველგან, ქმნის მცირე კორომებს, მეტწილად კი ერთეული ხეებია. ყვავილობს ფოთლის გაშლასთან ერთად, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ნაყოფმსხმოიარეა 12 წლიდან 200 წლამდე. მოსავლიანი ხე — 100-200 კგ ნაყოფს იძლევა. მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს. მისი მერქანი (მეტადრე ნუჟრები) ძვირფასი საავეჯე მასალაა. კაკლის გული შეიცავს ცხიმებს, ცილებს, B1 ვიტამინსა და A პროვიტამინს. მკვახე ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით, მისგან მურაბას ამზადებენ მწიფე კაკლის გულისაგან — ნიგვზისაგან — ხდიან ზეთს და ხმარობენ საკონდიტრო წარმოებაში. წენგოსაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს. ფოთლები და წენგო იხმარება მედიცინაში. წამლობენ ვიტამინოზ С-ს. არის შემკვრელი და სისხლის გამწმენდი, ჭიის დამდენი. წენგო შეიცავს ასკორბინის მჟავას, ვიტამინ В-ს, მთრიმლავ ნივთიერებს. კაკალი ზეთს, ვიტამინებს, მჟავეებს, უჯრედისს, რკინის მარილებს, კობალტს. დიდია კაკლის როლი გულისა და ნაღვლის მკურნალობისას. აძლიერებს ნაწლავების მუშაობას. მას იღებენ სისხლნაკლულობისას, ასკარიდებისა და სხვა ჭიების გამოსადევნად, კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებისას, ანგინისას, იყენებენ, როგორც ბაქტეროციდულ საშუალებას და სხვ.


 კალია

Salsola

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონინახევრადბუჩქი, ბალახი ან საშუალო სიმაღლის ბუჩქი (50-100 სმ ) სიგრძის მორუხო-მომწვანო ან მოყვითალო ტოტებით. ტოტები, განსაკუთრებით შემოდგომით, ჩამოშვებულია. ფოთლები წვრილი, 5 მმ-ის სიგრძისა. ცვივა ძალიან მალე. ხშირად ყვავილობისას (ჩვეულებრივ, ივლის-აგვისტოში) მცენარე სრულიად განძარცვულია. სხვათა შორის, ფოთლების ქონის შემთხვევაშიც ისინი ძნელად შესამჩნევია. ფოთლები, საერთოდ, სხვადასხვანაირია. ზოგი სწორხაზოვანი და ხორციანია, ბოლოში გაბრტყელებული, ძირითადად კი ოდნავ გაგანიერებული. ფოთლების იღლიებში იზრდება მოკლე გამონაზარდები. ფოთლები შეძლება იყოს კვერცხისებურნი ან სამკუთხა, რომლებიც თანაყვავილედს წარმოადგენენ, რადგანაც მათ იღლიებში განთავსებულია პატარა ყვავილები. ყვავილი კი ბევრი აქვს. ისინი მჭიდროდაა განლაგებული მრავალრიცხოვან ტოტებზე. ნაყოფი მწიფს სექტემბერში. კალია ძირითადად შუა აზიასა და კავკასიაშია გაცრცელებული. სამედიცინო მიზნებისათვის იყენებენ ნაყოფს.
ნედლეულისაგან იღებენ ორ ალკალოიოდს: სალსოლინს და სალსოლიდინს. მათი ტაბლეტები აგდებენ წნევას, რის გამოც მათ იყენებენ ჰიპერტონული დაავადებებებისა და ტვინის სისხლძარღვების სპაზმების სამკურნალოდ. ძალიან მალე აყუჩებს თავის ტკივილს, ტკივილს გულმკერდის არეში, არის დამამშვიდებელი საშუალება.


 კალანხოა

Kalanchoe pintana

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმსუქნისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ტროპიკული მცენარე. ფესვები მოკლეა, განტოტვილი. ღერო 1 მ-ს სიმაღლისა, განტოტვილი. ფოთლები ხორციანი, წვნიანი, დაკბილული კიდით. ყვავილები საგველასებრია, მკრთალი მწვანე. სამკურნალოდ გამოიყენება ფოთლებისა და ნორჩი ღეროებისაგან მიღებული წვენი. შეიცავს: ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, პოლისაქარიდებს, ფერმენტებს, მინერალურ მარილებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს. პრეპარატებს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, დამამშვიდებელი თვისებები. ხელს უწყობს ჭრილობების გასუფთავებას, აჩქარებს შეხორცებას. ფართოდ გამოიყენება ქირურგიაში, სტომატოლოგიაში, ოტოლარინგოლოგიაში, ოფთალმოლოგიაში. ხალხურ მედიცინაში იყენებენ შინაგანად საწმელ-მომნელებელი სისტემის დაავადებისას, გარეგანად კი ტრფიული წყლულების, ნაწოლების, სტომატიტის, მენინგიტის სამკურნალოდ.


 კამა

Anethum

იმერ., ქიზიყ. ცერეცო; გურ. კვლიავი, კლიავი; ინგ. ტარახუტ, ტორახუტ; მეგრ. ცეროცო, ცოროცო, ძერო.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარის გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ერთწლოვანი, იშვიათად ორწლოვანია. ღრმად დანაკვეთილი ფოთლები აქვს. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გვხვდება 3 სახეობა. უფრო გავრცელებული Anethum graveolens ერთწლოვანი მცენარეა; მკვეთრი სურნელი აქვს, ყვავილედი რთული ქოლგაა; ხშირად ველურდება და ამ სახით ყველგანაა გავრცელებული. იყენებენ კერძებში, როგორც საკაზმ-სანელებელს და ეთერზეთოვან მცენარეს. კამა შეიცავს A პროვიტამინს, B ჯგუფის ვიტამინებს, C ვიტამინს და სხვა. კამას იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე დაავადებათა პროფილაქტიკისთვისაც, რადგან მას არაერთი სასარგებლო თვისება აქვს: ბაქტერიციდული - აცხრობს ჩირქოვან პროცესებს და ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებაში; სპაზმოლიზური - ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს; სისხლძარღვთა გამაფართოებელი - აადვილებს სისხლის მიდენას ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსკენ; ჰიპოტენზიური - აქვეითებს წნევას სისხლძარღვებში; შარდმდენი - ასტიმულირებს შარდის გამოყოფას;ანთების საწინააღმდეგო - აცხრობს ყოველგვარ ანთებას; კარდიოტონური - აქვს გულის მუშაობის მატონიზებელი ეფექტი; სედაციური - აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს; ბრონქოლიზური - რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში ზრდის ბრონქიოლებისა და ალვეოლების ზომას, ამცირებს მათში ჰაერის წინააღმდეგობას და, საზოგადოდ, შეგუბებით პროცესებს სასუნთქ გზებში; ამოსახველებელი - ათხიერებს სქელ, წებოვან ნახველს, ხელს უწყობს მის გამოძევებას; ნაღველმდენი - აადვილებს ნაღვლის გამოყოფას; საფაღარათო - აუმჯობესებს პერისტალტიკას, კარგია შეკრულობისას; რეპარაციული - აჩქარებს წყლულების, პოსტოპერაციული ჭრილობებისა და ძვლოვანი ქსოვილის შეხორცებას.


 კამანია

Matricaria inodora L

ქვ.იმერ. კამა-კამა, ანაგრულა; გურ. ძაღლიქინძაჲ, ქამენია; მეგრ. ქამანია, ქამენია.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიუსუნო ანუ ძაღლისგვირილა. ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. იზრდება 25-60 სმ სიმაღლისა. აქვს სწორი, ბოლოში განტოტვილი ღეროები. ყვავილედი ნახევარსფეროსებური. კიდური ყვავილები თეთრია, ცრუ ენისებურნი, შუანი წვრილი და ყვითელი, მილისებურნი. ყვავილობს მაისიდან ოქტომბრამდე. იზრდება ბაღებში, საცხოვრებელი სახლების ახლოს. შეიცავს ცხიმებს, მცირე რაოდენობით ეთერზეთებს. გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისა და სპაზმების საწინააღმდეგო საშუალება.


კანადური სურო

Menispermum canadense

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ორსახლიანი ლიანა, 2-2,5 მეტრის სიგრძის ღეროებით. ფოთლები ფარისებური, გრძელყუნწიანი, განლაგებული არიან თანამიმდევრულად; ყვავილები ერთსქესიანი, წვრილი, მომწვანო; ნაყოფი შავი, ერთი ნამგლისებური თესლით.


კანადური ქაცვი

Shepherdia canadensis (L.) Nutt

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიიზრდება ტყეებში, მდინარეებისა და ტბების სანაპიროებზე. ბუჩქია, დაახლოებით 1,5 მეტრი სიმაღლისა, უეკლო ყავისფერი გამონაზარდებით. ყვავილობს აპრილიდან. ორსახლიანი მცენარეა. ყვავილები მომწვანოა, სიგრძით 5 სმ, ქვემოთა მხრიდან მოვერცხლისფრო. ნაყოფი მოყვითალო-მოწითლო, სიგრძით 6 სმ-მდე; გემო მომჟავო-მოტკბო; შეიცავენ 250 მგ ვიტამინ С-ს, 20 % შაქარს, შაქრებს, 3 % ორგანულ მჟავას, ბევრ კაროტინს.


კანაფი

Cannabis, Cannabis ruderalis

სბ. ექუსუნჯი; ინგ. ჰასრალ; ჭან. კერფი, კეფი; მეგრ. კეფი, კიფი; სვან. გიმბაშ, ქან, ჴერჴ, ხერხლა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლოვანი ბოჭკოვანი მცენარის გვარი კანაფისებრთა ოჯახისა. ცნობილია 3 სახეობა: ჩვეულებრიცი კანაფი (Cannabis sativa), ინდური კანაფი (Cannabis indica) და ველური კანაფი ჩვეულებრივი კანაფი. ორსახლიანია (მამრობითი და მდედრობითი კანაფი), ღეროსწორია – 0,5-4 მ სიმაღლისა. ფესვი მთავარღერძიანია, ფოთოლი — დანაკვთული, მწვანე. მამრობითი კანაფის ყვავილები საგველა ყვავილედია, მდედრობითი კანაფისა — თავაკისებრი. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭაა. კანაფი იზრდება ჭარბტენიან ნიადაგზე, მოჰყავთ ბოჭკოსათვის. მამრობითი კანაფისგან და ტექნიკური სიმწიფის პერიოდის მდედრობითი კანაფისგან ღებულობენ ბოჭკოს (ქერელს), რომლისგანაც ამზადებენ ქსოვილს. კანაფის სამშობლოა ცენტრალური აზია, მოჰყავთ მრავალ ქვეყანაში; კანაფი პრაქტიკულად არ გამოიყენება მედიცინაში, ხოლო არასამედიცინო მიზნით მისი გამოყენება აკრძალულია.


კაპარი

Capparis

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარეთა გვარი კაპარისებრთა ოჯახისა. ხეები, ბუჩქები, ბუჩქბალახები და მრავალწლოვანი ბალახებია. 300-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ეკლიანი კაპარი (Capparis spinosa) ბუჩქბალახია. აქვს გრძელი გართხმული ღეროები და თეთრი ან მოთეთღო-ვარდისფერი გრძელყუნწა ყვავილები. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, წინა და ცენტრალურ აზიაში, ინდოეთში, სამხრეთ ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიაში. ჩვენში აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება. კაპარი იზრდება ბარისა და მთისწინეთის უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოში, თიხიან, ხშირად ბიცობიან ნიადაგზე. კოკორს, მკვახე ნაყოფს და ნორჩ ყლორტებს ამწნილებენ, მწიფე ნაყოფი იჭმება. თესლში 30%-მდე ზეთია. შეიცავს ალკოლოიდ კაპარიდინს. იყენებენ ხალხურ მედიცინაში (სასაქმებელ საშუალებად). თაფლოვანი მცენარეა.


 კარტოფილი

Kartoffel

მთ.,ფშ. კარტობილი; ხევს. კარტოხა; მოხ. კარტოხაჲ; მესხ. აჭარ. ყართოფი; ჭან. დიხა მარქვალი, კარტოფი; სვან. გარდვიშ, ქართოფილ, ქართუბილ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი გორგლიანი სახეობები Solanum-ის გვარის (Tuberarium-ის სექციის) ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. 200-მდე ველური და კულტურული სახეობაა. კულტურაში დანერგილია უმთავრესად 2 მონათესავე სახეობა: ანდიური კარტოფილი (Solanum andigenum) და ჩილური კარტოფილი (Solanumtuberosum). ფართოდაა გავრცელებული ზომიერჰავიან ქვეყნებში. კარტოფილის ბუჩქის სიმაღლე 50-80 სმ აღწევს, შედგება 3-6 ღეროსაგან, გორგალი ღეროს მიწისქვეშა სახეცვლილებაა. მის ზედაპირზე ჩაღრმავებებში 3-4 კვირტიანი თვლები ზის. გორგალის ფორმა შეიძლება იყოს მომრგვალო, წაგრძელებული, ოვალური და სხვა. გარეგანი შეფერილობა და რბილობის ფერი — თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და ლურჯი. კარტოფილის ფესვი ფუნჯაა, სუსტად განვითარებული, ფოთოლი კენტფრთისებრგანკვეთილია, აქვს ნაკვთები და ნაკვთულები, ფერად მომწვანო-მოყვითალო ან მუქი მწვანეა. ყვავილი ხუთწვერიანია, თეთრი, მოწითალო-იისფერი ან მოლურჯო-იისფერი. ნაყოფი სფეროსებრი ან ოვალური კენკრაა, აქვს ძალიან წვრილი თესლები.

კარტოფილი მრავლდება ვეგეტატიურად — გორგლით, რომელიც შეიცავს წყალს და მშრალ ნივთიერებას, სახამებელს, შაქარს, ცილას, მინერალურ მარილებს, აგრეთვე C, B1, B2, B6, PP და სხვა ვიტამინებს. ტუბერებიდან იღებენ წვენს, რომელსაც აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიტური და დამარბილებელი თვისებები. წვენი მოქმედებს გასტრიტზე და შეკრულობაზე, ხელს უწყობს წყლულების შეხორცებას. გახეხილი კარტოფილი გამოიყენება კანის დაავადებების დროს, ხოლო მოხარშული კარტოფილის ორთქლის შესუნთქვით მკურნალობენ სასუნთქი გზების კატარს. წვენი ხელს უწყობს სისხლის წნევის შემცირებას.


 კატაბალახა, ვალერიანა

Valeriana

რაჭ., იმერ. კატაპარია; თუშ. გულბანდი; ერ. მიწის საკმელა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი კატაბალახასებრთა ოჯახისა. გვარში 200-ზე მეტი სახეობაა. გავრცელებულია მთელ ევრაზიაში, სამხრეთ ამერიკის ანდებსა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. საქართველოში იზრდება 10 სახეობა (მათგან 2 კავკასიის ენდემია). სამკურნალო კატაბალახა (Valeriana officinalis) ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. 1,5 მ-მდე სიმაღლის ვარდისფერყვავილებიანი ბალახია. ბევრია საქართველოს ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. ფესურა და ფესვები შეიცავს ეთეროვან ზეთს, ვალერიანის მჟავას, ძმარმჟავას და ჭიანჭველმჟავას, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქარს. საქართველოში იზრდება აგრეთვე კოლხური კატაბალახა (Valeriana colchica), რომელიც ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს ეთეროვან ზეთს და ვალერიანის მჟავას. კატაბალახას პრეპარატებს (ექსტრაქტი, ნაყენი სპირტსა და ეთერზე) იყენებენ ნერვული აგზნების, უძილობის, გულსისხლძარღვთა სისტემის ნევროზის დროს და სხვა. კავკასიაში, უკრაინასა და ზოგ სხვა რაიონში ველური კატაბალახის ფესვებს და ფესურებს იყენებენ, სხვაგან კი კატაბალახა კულტივირებულია.


 კატაბარდა

Clematis

კახ., ფშ. უსურვაზი, თეთრი უსურვაზი; ზმ. იმერ. კატავენახა; რაჭ. ლეჩხ. ციცაბარდა; გურ. ოსურადა, ინგრეხაჲ; აჭარ. გურ. იბრიღა; ინგ. თეთრვაზ, მარაზი; მეგრ. შხურიში ჭუ, წირღუ; სვან. სვიჯ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები ან ხვიარა, მცოცავი და სწორღეროიანი მერქნიანი მცენარეებია. მოიცავს 250-ზე მეტ სახეობას. გავრცელებულია ზომიერ და თბილ რაიონებში. საქართველოში 5 სახეობა იზრდება. მათგან ჩვეულებრივი კატაბარდა (Clematis vitalba) ყველაზე ფართოდ გავრცელებული ხვიარა ბუჩქია. აქვს წიბოებოიანი ღერო და სურნელოვანი მოყვითალო ყვავილები. ხარობს ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში იზრდება კოლხეთის ტყეებსა და აღმოსავლეთ საქართველოს ჭალისა და ვაკეთა ტენიან ტყეებში. ღერო და ფოთოლი შეიცავს ალკალოიდ კლემანტინს. ნორჩი ყლორტებისაგან ამზადებენ მხალს (გემოთი სატაცურს მოგვაგონებს). კატაბარდას ბევრი სახეობა დეკორატიულია.


კატაპიტნა

Nepeta

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი, იშვიათად ერთლოვანი ბალახების გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. აერთიანებს 250-მდე სახეობას. გავრცელებულია ევრაზიის არქტიკის გარე ოლქებში, აგრეთვე აფრიკაში. კავკასიასა და შუა აზიაში - 80-ზე მეტი სახეობა იზრდება, საქართველოში — 12, მათგან 2 საქართველოს ენდემია, 4 — კავკასიისა. იზრდება მშრალ და ქვიან ფერდობებზე. კატაპიტნა (Nepeta cataria) თაფლოვანი და ეთერზეთოვანი მცენარეა, იყენებენ პარფიუმერიაში; დიდყვავილა კატაპიტნა (Nepeta grandiflora) დეკორატიულია. კატაპიტნის ნაყენი გამოიყენება სისხლნაკლებობის აღსადგენად, კუჭის კატარისას, ქრონიკული ხველისათვის, სუნთქვის გაძნელებისას, ღვიძლის სამკურნალოდ, ქალური დაავადებების დროს, ისტერიების, თავის ტკივილისა და სპაზმების შემთხვევაში. იყენებენ კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.


კაქტუსი

cactus

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიტროპიკული მცენარე, რომელსაც აქვს სქელი, ხორცოვანი უფოთლებო, ეკლებიანი ღერო.


კედლისპირა

Parietária diffúsa Mert. et Koch

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე ჭინჭრისებრთა ოჯახიდან. სიმაღლე 30-50 სმ. ღეროები მრავალრიცხოვანი, ფოთლები თანამიმდევრული, ლანცეტური ან წაგრძელებულნი, მთლიანი გვერდებით, დაშვებულნი. ყვავილები ოთხკბილა, წვრილი, მწვანე; ნაყოფი მწვანე მარცვალი. ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე. იზრდება კლდეებზე. ხარობს კავკასიაში, ყირიმში, ბალკანეთში, მცირე აზიაში. ამ რეგიონებში გვხვდება სამკურნალო სახეობა - P. officinalis L. სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი, ძირები. შეიცავს ორგაბულ მჟავეებს, სიტოსტერინს, ალკალოიდ კონინს, ფლავონოიდ-3-ს, გლუკომარამნოზიდს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ანტოციანებს, ცხიმოვან მჟავებს. ფოთლებში არის ვიტამინები, კვერცეტინი, ლეიკოანტიციანები.

მცენარეს აქვს ანთების საწინააღმდეგო, სისხლაღმდგენი, შარდმდენი, ანტიბაქტერიული თვისებები. ხალხურ მედიცინაში ნახარში გამოიყენება ბრონქეალური ასთმის, კუჭის დაავადებების, ცისტიტის, ნეფრიტის, პიელითის, გარეგანად- დამწვრობის საწნააღმდეგოდ. ნაყენითა და ექსტრატით მკურნალობენ ტუბერკულოზს, დიზინტერიას, შარდის ბუშტს.


 კედლისპირა იუდეური

Parietaria judaica L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ჭინჭრისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 50 სმ. აქვს მრავალრიცხოვანი, შიშველი და დახრილი ტოტი. ფოთოლი ლანცეტური ან კვერცხისებური. მარცვალი ზეთისხილისებური. ყვავილობს აგვისტოში. გავრცელებულია კავკასიაში და შუა აზიაში. იზრდება კლდეებთან და წყაროებთან. ფოთლები გამოიყენება სამკურნალოდ. განსაკუთრებით ცნობილია ისეთი ჯიშები, როგორიცაა Parietaria chersonensis, Parietaria erecta, Parietaria micrantha და Parietaria officinalis.


 კევის ხე, საღსალაჯი

Pistacia

ქართლ., კახ. საკმლის ხე, მარიამსაკმელა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიპატარა ხე ტყავისებური ფოთლებით. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე. გამოიყენება მისი ნაყოფი, ფოთლები. მერქანი. განსაკუთრებით ფასობს ტუნისური კევის ხე. ჩვენში გავრცელებულია სოხუმთან ახლოს. მისგან იღებენ სამკურნალო კოპტონს.


 კელაპტარა

Orobanche

ოშ. სახარობელა; ჯავახ. დუმანა; მეგრ, ჩონჩხოია; ლეჩხ. ხბოტუჩა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიპარაზიტი მცენარე, ითვლის 50-მდე ძნელადგასარჩევ სახეობას. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. რადგანაც მისი ქსოვილი შეიცავს ქლოროფილს, მცენარეს აქვს თეთრ-რუხი, მოყვითალო, მოვარდისფრო ან მოლურჯო შეფერილობა. ყვავილები არაერთგვარია. ყვავილედი ფუნჯისებური ან თავთავისებრი. ნაყოფი ერთბუდიანი, მრავალთესლიანი ყუთი. თესლები ძალიან წვრილი და განუვითარებელი. კელაპტარები ცხოვრობენ სხვადასხვა მცენარის, ძირითადად, პარკოსნების ფესვებზე და ხშირად ზიანს აყენებენ მასპინძლებს. გამოიყენება მედიცინაში. მისი წყალში ნაყენი იხმარება კუჭის წყლულისა და გაზების დაგროვების საწინააღმდეგოდ. დანაწევრებულ მცენარეს იდებენ ჭრილობებზე.


 კენკეშა

Kampanula

გუდამაყრ. კანკეშა; ხევს. კირზა; მთიულ. მუკუდო; ლეჩხ. ძოწია; რაჭ. მუყუდო; აჭ. დონდლო; მეგრ. ჭურია; სვან. ტკიც, კიც.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიკენკეშა სხვადასხვა ჯიშითაა წარმოდგენილი. მისი სამშობლოა ალპები. მინიატურული მცენარე 15 სმ სიმაღლით და მოზრდილი თეთრი ან ცისფერი ყვავილებით. ფოთლები - ნახევრად ოვალური. ქვედა ტოტები ქმნიან ბალიშს. ყვავის ივნისში. სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი, რომელიც მზადდება ყვავილობისას. აშრობენ და ანიავებენ. ნაყენს აქვს სისხლაღმდგენი ფუნქცია.


 კესანე, ცისანა

Myosotis

ქართლ. კონკიძველა; ზ. იმერ. ციცინო; ქვ. იმერ. ციცუნია, ჭორი; რაჭ. თიკნიყურა; გურ. ხასიათა; ჩ. ბუსმიხაკა, თაგვისყურა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთ-, ორ ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს პატარა ცისფერი (იშვიათად თეთრი) ყვავილები. გვარში 50-მდე (სხვა მონაცემებით 80-მდე) სახეობაა. გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში, აგრეთვე ტროპიკული აფრიკის მთებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, მცირე ნაწილი — ამერიკაში. საქართველოში გვხვდება 15 სახეობა. იზრდება ჭაობებში, ტენიან და დაჩრდილულ ადგილებში, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, მდელოებზე. ზოგი სახეობა სარეველაა, ბევრი — დეკორატიული. საქართველოს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ფართოდ არის გავრცელებული ალპური კესანე (Myosotis alpestris). ხალხურ მედიცინაში გამოიყენება სისხლდენის შესაჩერებლად და ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ.


 კეწერა

Empetrum

მოხევ. საწურავაჲ, ფშლარტა; თუშ. კეწარა; ხევს. მწყურიელა, სარცხა, სასარცხე; მეგრ. ბჟაწური.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარეთა გვარი კეწერასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე (ფოთოლს ინარჩუნებს 3-5 წელს) ქონდარა, გართხმული ბუჩქებია. შეიცავს 16-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სამხრეთ ანდებში, ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულებსა და ანტარქტიკაში. იზრდება ბარისა და მთის ტუნდრაში, ტყე-ტუნდრაში, სფაგნუმიან ჭაობებში, წიწვოვან ტყეებში, ალპურ სარტყელში და სხვა. სინათლის მოყვარული და მიკოტროფული მცენარეებია. უფრო მეტად ცნობილია შავი კეწერა (Empetrum nigrum). საქართველოში და მთელ კავკასიაში იზრდება კავკასიური კეწერა (Empetrum caucasicum). აქვს წვრილი დაკლაკნილი ტოტები და წვეროსკენ შევიწროვებული ჯირკვლოვან-ბუსუსიანი მოყვითალო-მწვანე ფოთლები. იზრდება მეტწილად ალპურ ხალებზე, სუბნივალური სარტყლის ღორღიან ადგილებში, კლდეებზე და სხვა. კეწერას ნაყოფი შეიცავს C ვიტამინს, მთრიმლავ ნივთიერებას და ანდრომედოქსინს. მისი ნაყენი გამოიყენება გადაღლილობისას, თავის ტკივილისას, ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. იყენებენ დამბლების სამკურნალოდაც.


 კვლიავი

Carum

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიორი და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. აერთიანებს 30-მდე სახეობას. უფრო გავრცელებულია სახეობა Carum carvi — ორწლოვანი ეთერზეთოვანი მცენარე. იყენებენ საკონსერვო, საკონდიტრო და ფარმაკოლოგიურ წარმოებაში.
კვლიავის ნაყოფები შეიცავენ ეთერზეთებს, რომლის ძირითადი კომპონენტებია კარვონი და ლიმონენი; შეიცავს ასევე ცხიმოვან ზეთს, რომელიც შეიცავს პეტროსელინის მჟავას; აღმოჩენილია ცხიმოვანი ნივთიერებები. კვლიავის ბალახი და ყვავილები შეიცავენ ფლავონოიდებს, აგრეთვე აცეტილენულ ნაერთებს - პოლიინებს.

კვლიავის ნაყოფი გამოიყენება ნაწლავთა ატონიის, მეტეორიზმის დროს, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეტორული აქტივობის, ნაწლავების ტონუსისა და პერისტალტიკის გასაძლიერებლად. ნაყოფების ეთეროვანი ზეთი გამოიყენება სამკურნალო პრეპარატების არომატიზაციისათვის.

კვლიავის ნაყოფებს გააჩნიათ სპაზმოლიზური აქტივობაც. ემპირიული მონაცემებით კვლიავის ნაყოფები აძლიერებენ დიურეზს და რძის სეკრეციას, ურეთრაზე მოქმედებს სპაზმოლიზურად და საშვილოსნოს შეკუმშვას თრგუნავს, ხელს უწყობს ნახველის გამოყოფას. გააჩნია ნაღვლმდენი და დამამშვიდებელი მოქმედება.


 კვრინჩხი

Prunus spinosa

ქიზიყ. მურაკი; მესხ. ღოღნაშო, ჟღმარტლი; ზმ.რაჭ. ღორტყემალა; ინგ. ზაღლი ტყიმალ, მურაკ; საბა კვრინჩხი, კვინჩხი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიეკლიანი ბუჩქი ან პატარა ხე ვარდისებრთა ოჯახის ქლიავის გვარისა. მისი სიმაღლე 5 მ აღწევს. დაკბილული და წამახული ფოთლები აქვს. ლეგა ნაფიფქით დაფარული მუქი ლურჯი ნაყოფი მწკლარტე და მომჟავო-მოტკბო. ყვავის აპრილ-მაისში, ფოთლის გამოტანამდე. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ველურად იზრდება დასავლეთ ევროპაში, მცირე აზიასა და ირანში. საქართველოში მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება. კვრინჩხი სინათლის მოყვარულია, სიცხესაც უძლებს და სიცივესაც. კვრინჩხის ფესვს უხვი ნაბარტყი აქვს. თაფლოვანია. ნაყოფს ახმობენ კერკად შეჭამანდისთვის. მისგანვე ამზადებენ ღვინოს, მურაბას, მარმელადს, ძმარს, ხდიან არაყს. იყენებენ ცოცხალ ღობედ, დეკორატიულ ბაღთმშენებლობაში. ნაყოფი შეიცავს შაქარს, უჯრედისს, პექტინს, ვიტამინებს, მთრიმლავ, აზოტურ, არომატულ ნივთიერებებს, კაროტინს, ციანიდურ ნაერთებს, ფლავონურ გლიკოზიდს. ნაყოფს აქვს შემკვრელი, ანტისეპტიკური, შარდმდენი, მადის აღმდგენი თვისებები. ყვავილები გამოიყენება შარდმდენად, დამარბილებელ, ოფლმდენ, ღებინების საწინააღმდეგო, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელ, დამამშვიდებელ საშუალებად. ძირების ნაყენი სიცხისდასმწევია. მედიცინაში გამოიყენება არასპეციფიკური წყლულების, დიზენტერიის, მოწამლულობის, კანდიოზების სამკურნალოდ.


 კიდობანა, ჩვეულებრივი ჭანჭყატა

Evonymus vulgaris

ქართლ. ნაზუქა; სმხ. ჭყეტელა; ინგ., ლეჩხ. თხიფსელა; სვან. სეფსკერ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიწითელ ან ძოწისფერ ნაყოფიანი ბუჩქი. აქვს მოგრძო-ლანცეტური ფოთლები. ყვავილები წვრილი, მომწვანო-მოთეთრო; ნაყოფი კოლოფია. თესლი ნარინჯისფერი მარცვალი; იზრდება 1,5-3 მ. ყვავილობს მაის-ივნისში. კარგად იტანს ტენს, ქალაქის პირობებს. ცნობილია, რომ შეიცავს გუდაპერჩს, ეთერულ ზეთს და გლუკოზიდ ევონიმინს. შხამიანია. ნაყოფის ნაყენი გამოიყენება მალარიის, შეკრულობის და სქესობრივი უძლურობის შემთხვევაში. ფოთლების ნაყენი და ფხვნილი იმარება ჭიების დასადენად, ქეცის, მუნის სამკურნალოდ.


 კიტრანა

Ecballiuim elaterium

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლიანი მცენარეა. ღერო მხოხავია ან ამყოლო, 150 სმ სიმაღლისა. ფოთლები კვერცხის ან გულისებრია. ყვავილი ყვითელია. ყვავის ივლის–აგვისტოში. ნედლეული შეიცავს კუბრიცატინებს, კაროტონიოდებს, სტეროიდებს, ალკალოიდებს, ორგანულ მჟავებს, ალანტოიდს, ვიტამინ С–ს, ცხიმოვან მჟავებს. მისგან მიღებული პრეპარატები ხასიათდება დამარბილებელი, მალარიის საწინააღმდეგო, ანტიჰელმინური, ანტიბაქტერიული, სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებით. იყნებენ ნახარშებს, ნაყენებს, ფხვნილებს.


 კიტრი

Cucumis sativus

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე გოგრისებრთა ოჯახისა. მისი სამშობლოა ინდოეთი. ფესვთა სისტემა შედგება მთავარი ღერძისა (1 მ-მდე სიგრძის) და გვერდითი ფესვებისაგან. ესენი ძირითადად ნიადაგის სახნავ (10-30 სმ) ფენაში ვრცელდება. ღერო მხოხავი ან ხვიარაა. სიგრძე 1,5—2 მ აღწევს. გვხვდება ნახევარბუჩქისებრი ფორმებიც. ფოთოლი დიდყუნწიანია, ოდნავ ფრთისებრი, ხუთლუთხიანი. ცალსქესიანი, ერთსახლიანი მცენარეა. გვხვდება ორსახლიანიც. ნაყოფი 5-100 სმ-მდე სიდიდისაა. ცილინდრული ფორმა აქვს. კიტრი სითბოს, სინათლისა და ტენის მოყვარული მცენარეა. ნაყოფი შეიცავს წყალს, ნახშირწყლებს, ცილებს, ორგანულ მჟავეებს, ვიტამინებს, უჯრედისს, მიკროელემენტებს. კიტრს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ნაღვლმდენი, შარდმდენი, მსუბუქი სასაქმებელი, გაუტკივარების თვისებები. აძლიერებს მადას, აადვილებს ცხიმებისა და ცილების შეწოვას. აქვს ნაღვლმდენი, შარდმდენი და სასაქმებელი ქმედება. ამიტომაც იყენებენ ქრონიკული შეკრულობის დროს. უხდება წყალმანკს. არის დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.


 კიტრისუნა

Borago officinalis L

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე, ეძახიან კიტრის ბალახსაც. სახელი დაერქვა სუნის გამო. -არის არომატული და სამკურნალო. მისი ნედლი ფოთლები შეიცავს ვიტამინების მნიშვნელოვან რაოდენობას, ასკორბინის, ვაშლის, ლიმონის მჟავებს, კალიუმს, საპონინებს, ტანინებს, კაროტინს, მინერალურ მარილებს, რუტინს. მცენარე ძალიან სწრაფად იზრდება, ადვილად მრავლდება. შეიძლება მოედოს მთელ ფართობს. სიმაღლეში 20-60 სმ-ს აღწევს. ღერო დატოტვილა, მსხვილი; ფოთლები ხორციანია, მთლიანი, მორიგეობითი. ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე. მკუნალობენ ნიკრისის ქარს, თირკმლების ანთებას, ნევროზს, კუნთებს, შარდკენჭოვან და კანის დაავადებებს.


 კიჭკიჭა

Crepis

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონირთულყვავილიანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახი. აქვს მსხვილი ძირხვენა და ბეწვიანი ღერო. ფოთლები დაწინწკლული, მოგრძო, მსხვილკბილა. ყვავილის კალათები მოზრდილია, ყვავილები ყვითელია, ფარისებურად შეკრული. ყვავილობს ივლის-აგვისტოში. თაფლოვანია. ბალახის ნაყენს იყენებენ კუჭნაწლავის დაავადებებისათვის. დანაწევრებულ ბალახს იდებენ ჭრილობებს და მუწუკებზე.


 კლდის დუმა

Sedum caucasicum

გურ., იმერ. ყურა, კაციყურა; გურ., ხევს. კლდისვაშლა; აჭარ. კილტავაშლა; რაჭ. კლდისტკეჩა; იმერ., ლეჩხ. პიტკეცა, ქვიტკეცა, ქვატკეცია; მეგრ. პასკერია, ფასქალი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმსუქანასებურთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახი. იზრდება ზღვის დონიდან 2500 მეტრზე. კავკასიის ენდემია. აქვს მწვანე ან ძოწისფერი ღეროები, ხორციანი, განიერი, მოხრილი მუქი მწვანე ფოთლები; ყვავილედი ფარისებრ-ცოცხისებრია; ყვავილედი მომწვანო-მოთეთრო. სამკურნალოდ იყენებენ ბალახს (Herba Sedi acris). შეიცავს ნახშირწყლებს, გლუკოზას, ფრუქტოზას, სახაროზას, საპონინებს, ალკალოიდებს, მჟავეებს, ვიტამინებს, ეთერზეთებს. ნახარშები და ნაყენი გამოიყენება არითმიის, ტაქიკარდიის, სახსრების ტკივილის, ძვლის ტკივილის, უშვილობის, რევმატიზმის, ჭრილობების, კანის დაავადებების, ნუჟრების, ბუასილის სამკურნალოდ. ხალხურ მედიცინაში მკურნალობენ მალარიას, ბოტკინს, ეპილეფსიას. იყენებენ შარდმდენად და ჭრილობების დასამუშავებლად.


 კლდის მოცხარი

Ribes

მხ. ხუნწი, ფშ., ხევს., თუშ. ალუდა; მთიულ. მაცხარი; ქვ.ქართ. არახილი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმოცხარი მცენარეთა გვარი ხუნწისებრთა ოჯახისა. 1-3 მ სიმაღლის ბუჩქებია. სხვადასხვა ფერის (წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მოშავო) კენკრა ნაყოფი აქვთ. 150-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში ბუნებრივად იზრდება 3 სახეობა: კლდის მოცხარი (Ribes biebersteinii), აღმოსავლური მოცხარი (Ribes orientale) და მთის მოცხარი (Ribes alpinum), რომელთაგან პირველი კავკასია-ანატოლიის სახეობაა, მეორე გავრცელებულია კავკასიაში, ანატოლიასა და ირანში, მესამე კი — ჩრდილოეთ და შუა ევროპაში, კავკასიასა და ანატოლიაში. ჩვენში გავრცელებულია სახეობები უეკლო ბუჩქებია. კულტურაში ცნობილია მოცხრის მრავალი ჯიში, მ. შ. აღსანიშნავია წითელი და შავი მოცხარი. შავი მოცხრის კენკრა საუკეთესო სამკურნალო და საკვებია, იყენებენ ნედლად, გამხმარს, გაყინულს; ამზადებენ მურაბას, წვენს, ღვინოს და სხვა. წითელი მოცხრის ნაყოფს ხმარობენ ნედლად და გადამუშავებულს. ორივე მრავლდება კალმით და გადაწინდვით. ოქროსფერ მოცხარს იყენებენ როგორც დეკორატიულ ბუჩქს, აგრეთვე ტყისსაცავ ზოლში და საძირედ ხურტკმელისა და მოცხრის შტამბიანი ფორმის მისაღებად. სამკურნალოდ იყენებენ ფოთლებსა და ნაყოფს. ფოთლებს, რომლების შეიცავს ეთერულ ზეთს, კაროტინს, ენზიმს, მთრიმლავ ნივთიერებებს და ფიტოციდებს, აყენებენ წყალზე და იყენებენ შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებისა და შარდის შეკავებისას. არის რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის, სისხლნაკლულობის, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისპაზმური საშუალება. განსაკუთრებით გავრცელებულია მისი გამოყენება საყმაწვილოსა და დიათეზის დროს ბავშვებისათვის.


 კნაპა, კნაპი

Crataegus orientalis

მესხ. კნაპი, კიკნაპი; სმხ. დათვის ყამბრო; საბა კირკატი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიკუნელის სახეობაა. იზრდება 3-7 მ სიმაღლისა. აქვს მოყავისფრო შიშველი ფესვები და დაშვებული ტოტები. ეკლიანია. ფოთლები მოგრძო და უკუკვერცხისებურია; ყვავილები თეთრი; ნაყოფი მრგვალი, მოწითალო-მონარინჯისფრო. გავრცელებულია კავკასიაში და სამხრეთ ევროპაში. უძლებს გვალვას.მისი პრეპარატები გამოიყენება გულის მუშაობის მოშლილობის, არტერიული ჰიპერტონიის, ანგონევროზის, არითმიის, ათეროსკლეროზის, ტაქიკარდიის, ნევროზის სამკურნალოდ.


 კოთხუჯი, კოთხოჯი

Acorus

საბა ეგირი; მეგრ. ჯარკვატანა

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ნიუკასებრთა ოჯახისა. ცნობილია 2 სახეობა. Acorus calamus გავრცელებულია აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება რუსეთის ევროპულ ნაწილში, ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში და ყაზახეთში. კარგად ხარობს მდინარისა და ტბის სანაპიროებზე, ზოგჯერ შალდამებს ქმნის. გვხვდება დასავლეთ საქართველოს (სამეგრელო, გურია, აჭარა) ლაქაშიანებსა და ლელიანებში. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ფესურიდან (კოთხუჯის ფესვი) ხდიან ეთეროვან ზეთს, რომელსაც პარფიუმერიასა და საკონდიტრო წარმოებაში იყენებენ. ფესურიდან მიღებული პრეპარატები იხმარება მადის აღმძვრელ და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. ისინი ავლენენ სპაზმოლიტურ, სისხლძარღვგამაფართოებელ, ანტიმიკრობულ, ანესთეზიურ, შემკვრელ, დამამშვიდებელ, სისხლაღმდგენელ, შარდმდენ თვისებებს.


 კოკა, კოკაინის ხე

Erythroxylon coca

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიტროპიკული მცენარე ერითროქსილონისებრთა ოჯახისა. 1-3, ზოგჯერ 5 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. აქვს ფართოელიფსური ან უკუკვერცხისებრი ფოთოლი. წვრილი, მოყვითალო-თეთრი ყვავილები. სამშობლოდ პერუ და ბოლივია ითვლება. ველურად თითქმის აღარ გვხვდება. კულტივირებულია სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის ტროპიკებში. ფოთლები შეიცავს კოკაინს და სხვა ალკალოიდებს. ერთი ბუჩქიდან წლის მანძილზე 5 კგ-მდე მშრალი ფოთლის მიღება შეიძლება. სამკურნალოდ გამოიყენება კოკაინის ფოთლები. ძირითადად იხმარება ადგილობრივი ანესთეზიისათვის. სხვა საშუალებებთან ერთად გამოიყენება კონიუნქტივების, სურდოს სამკურნალოდ.


 კოკომჟავა

Rumex acetosella

გურ., აჭ. მჟაველა

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ორსახლიანი ბალახოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტყისა და ველის ზონაში. თითქმის მთელ საქართველოში გვხვდება სუბალპურ სარტყლამდე, უმთავრესად, ნატყევარ მდელოებზე, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში. სარეველად იზრდება ნათესებსა და ბოსტნებში. არჩევს მჟავე ნიადაგს. ფოთლები შეიცავს მჟაუნმჟავა კალიუმს. ერთი მცენარე 1000-მდე თესლს იძლევა, რომელიც 40 წლამდე ინარჩუნებს აღმოცენების უნარს. მცენარე შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, მჟაველას მჟავას, ფისებს, ეთერულ ზეთს, ვიტამინებს. მისი ნაყენი გამოიყენება ფაღარათის, შარდის შეკავების, ”ძვლებში მტვრევის” დროს. არის სისხლაღმდგენი საშუალება.


კოლოქვინთი, კოლოცინთი

Citrullus colocynthis

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიშერანგი მრავალწლოვანი მხოხავი ან ხვიარაბალახოვანი მცენარე გოგრისებრთა ოჯახიდან. აქვს ფრთისებრ დანაწევრებული ფოთლები 5-7 სეგმენტით. ყვავილები ერთსქესიანია, ყვითელი. ნაყოფი მრგვალი, ყვითელი, მშრალი და მწარე. მისი ნაყოფი შეიცავს გლიკოზიდ კოლოკვინტს, რომელსაც აქვს ძლერი დამარბილებელი მოქმედება.


კომბოსტო

Brassica

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარის გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა. ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი მცენარეა. აქვს თითისტარისებრი ფესვი, სწორი ან ნახევრად წამოწეული დატოტვილი ღერო, მორიგეობით განლაგებული ფოთლები, შიშველი ან შებუსული ღერო და ფოთოლი, მტევნებად ან ფარებად შეკრებილი ყვავილები. ყვითელი გვირგვინის ფურცლები; ნაყოფი - პარკი, სფეროსებრი თესლი, ფერად მუქი მურა, მომიხაკისფრო, მოწითალო-მურა ან ყვითელი. კომბოსტოს გვარში 100-ზე მეტი სახეობაა. სამშობლოდ ითვლება ჩინეთი და ხმელთაშუაზღვისპირეთი. ველური ფორმები გავრცელებულია ევრაზიაში. კულტურული სახეობებია ბოსტნისა და საკვები კომბოსტო, მიწამხალა, რაფსი, თალგამი, შალგი, მდოგვი და სხვა. ბოსტნისა და საკვები კომბოსტოს ჯგუფში შედის ბოსტნის კომბოსტო, ჩინური კომბოსტო, პეკინური კომბოსტო. კომბოსტოს ყველა სახეობა, ყვავილოვანი და პელინური კომბოსტოს გარდა, ორწლოვანი მცენარეა. კომბოსტოს იყენებენ ნედლად, ხარშავენ, თუშავენ, ამწნილებენ, ამარილებენ, ახმობენ, ყინავენ და სხვა. კომბოსტო შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს (C, B ჯგუფის და სხვა), შაქრებს, ცილებს, უჯრედისს, ცელულოზას, პროტოვიტამინს. აქვს დიეტური და სამკურნალო თვისებები. სამკურნალო თვისებები აქვს კომბოსტოს ფოთლებს. კომბოსტო ავლენს ანტიმიკრობულ, ნაღველმდენ, მსუბუქსასაქმებელ და დამამშვიდებელ თვისებებს, აუმჯობესებს ნაწლავის მოტორულ ფუნქციას, სასარგებლოა ნაწლავის ჩხირის სიცოცხლისუნარიანობისათვის, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოყოფას, ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებას. კომბოსტოში შემავალი ფიტონციდები მოქმედებენ სტაფილოკოკზე, ტუბერკულოზის ჩხირზე და სხვ.


კომში

Cydonia

დასავლ. ბია; ინგ. ბაიაჲ; ჭან. ჰაივა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი მცენარისგვარი ვარდყვავილოვანთა ოჯახისა. არსებობს 1 სახეობა — ჩვეულებრივი კომში (Cydonia oblonda). კომში ტანდაბალი ხე ან ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1,5-5 მ აღწევს. ნაყოფი ყვითელია, მსხლისებრი ან ვაშლისებრი ფორმა აქვს, შებუსული ან შეუბუსავია. რბილობი მოთეთროა, მოტკბო-მომჟავო ან მჟავე, არომატული. შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, პექტინს და სხვა. ამზადებენ მურაბას, კომპოტს, ხილფაფასა და სხვა. კომში ველურად იზრდება კავკასიაში, შუა აზიასა და ირანში. კულტივირებულია თითქმის ყველგან. ამრავლებენ თესლით ან ვეგეტატიურად. საქართველო კომშის ერთ-ერთი სამშობლოა, აქ ადგილობრივი წარმოშობის 75 ჯიში არსებობს. ნაყოფი შეიცავს პროცენტ შაქარს, ორგანულ მჟავეებს, პექტინს და სხვ. კომშის ნაყოფს იყენებენ კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. თესლებისაგან ამზადებენ ნაყენსა და ნახარშს, რომლებიც ეხმარება წყლულების შეხორცებას. იყენებენ კოლიტის, შაქრიანი დიაბეტის, ხველის, ანგინის და ჰიპერტონიის სამკურნალოდ.


კონიო

Conium

ფშ., ხევს. მათუთა; ხევს. მათოთა; თუშ., ქიზიყ. მათუთი; მოხევ., მთიულ., ფშ. მათოთი; სვან. მათოთ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ორწლოვანი ბალახებია. ცნობილია 4 სახეობა, რომელიც ველურად იზრდება ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში გვხვდება 1 —დაწინწკლული კონიო (Conium maculatum). მაღალი (60-180 სმ) ბალახია, ღეროს ქვედა ნაწილი მოწითალო-მურა ლაქებით აქვს დაფარული. იზრდება დასარეველიანებულ ადგილებში. ტყის პირებზე, მდინარეთა ნაპირებზე და სხვაგან. შხამიანია (შეიცავ ალკალოიდ კონიინს). მისი წვენისაგან მზადდება ესენცია, რომელიც გამოიყენება ზურგის ტვინის, თვალის ანთების, საშვილოსნოს ანთების, სასქესო ორგანოების, ადენომის სამკურნალოდ.


კორდისკბილა

Euphasia

მთიულ. სათეთრებელა; ქიზიყ. თორმეტთითა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი, ზოგჯერ მრავალწლოვანი, ნახევრად პარაზიტი ბალახებია. 200-მდე, უმეტესად პოლიმორფული სახეობა გავრცელებულია ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, აგრეთვე მალაის არქიპელაგის მთებში, ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. საქართველოში 19 სახეობა იზრდება, მათ შორის 7 საქართველოს და 5 კავკასიის ენდემია. Euphasia stricta, ისევე როგორც კორდისკბილას მრავალი სხვა სახეობა, ძირითადად მარცვლოვნების ფესვების პარაზიტია და ზოგჯერ მნიშვნელოვნად ამცირებს მდელოს მოსავლიანობას. საქართველოში ყველგან გვხვდება, უმეტესად ალპურ სარტყელში. შეიცავს გლიკოზიდ რინატინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, სიმწარეებს, ეთერულ ზეთს. სამკურნალოდ იყენებენ ბალახს, რომელსაც აგროვებენ ყვავილობისას. აქვს ანტიანთებითი, გამაყუჩებელი თვისებები. ძირითადად გამოიყენება ოფთალმოლოგიაში.


 კორობელა

Hypericum androsaemum L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე 1,5 მ სიმაღლისა. აქვს მომრგვალებული, სწორი ღერო. ფოთლები მოგრძო და ოვალური, დაწინწკლული. ყვავილები მოოქროსფრო-მომწვანო. ყვავილობს ივნის-აგვისტოში. სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილობის დროს გადაჭრილი მისი ზედა ნაწილი, რომელიც შეიცავს აკორბინის მჟავას, ეთერულ ზეთს, კაროტინს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ და ფისისებრ ნივთიერებებს. იგი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ნაღვლის ბუშტის და თირკმლის კენჭოვანი დაავადებების, დამწვრობების, ჭრილობების, სტომატიტის, ტუბერკულოზის, პოლიართრიტის და საშვილოსნოს ყელის სამკურნალოდ. მისი ნაყენი აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. იყენებენ შარდმდენად, ანთებისსაწინააღმდეგო, შემახორცებელ საშუალებად.


 კოტრანა

Crambe maritima

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონირთწლოვან ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა. ცნობილია 20-25 სახეობა. გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში. ბალტიისპირეთში, კავკასიასა და შუა აზიაში 18-20 სახეობაა, კერძოდ, საქართველოში — 3. კოტრანა იზრდება ველებსა და ნახევრად უდაბნოებში, მშრალი მთის კალთებსა და ჩამონაზვავებზე, კლდეებსა და ზღვისპირა ქვიშაზე. ზღვისპირული კოტრანა ანუ ზღვის კომბოსტო (Crambe maritima) საკმაოდ გავრცელებული სახეობაა. მისი ფოთლის ყუნწებს მხალად ხმარობენ, ზოგჯერ მოჰყავთ კიდეც როგოც ბოსტნეული. აქვს მსხილი ფესვი, სწორი ღერო, ხორციანი, წაგრძელებული ფოთლები. ყვავილობს აპრილ-მაისში. მცენარე შეიცავს ვიტამინებს, კაროტინს, შაქრებს, სახამებელს, ცხიმოვან ზეთს. მისი ნაყენი აღადგენს ნაწლავების მუშაობას.


 კოფრჩხილა

Falcaria

ფშ. კონჩხელა; ჯავახ. ბატიფეხა, კაპარჩხელა; სამხ. კოფრჩხილო; მესხ., ქიზიყ. ყვავიფრჩხილა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალ, ორ- ან ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. 4-5 სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში მხოლოდ 1 სახეობაა — ჩვეულებრივი კოფრჩხილა (Falcaria vulgaria). 20-60 სმსიმაღლის ორწლოვანი ბალახია. გვხვდება მშრალ მდელოზე, ქვიან ფერდობზე, ტყის პირზე, ველზე, გზის პირზე. ნათესების (ძირითადად საგაზაფხულო კულტურების) სარეველაა. იზრდება ყოფილ სსრკ მთელ ევროპულ ნაწილში, კავკასიასა (შუა სარტყლამდე) და შუა აზიაში. ნორჩ ფოთლებს ხარშავენ და საკაზმად ან მხალად იყენებენ, ამწნილებენ. სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი. იგი შეცავს ალკალოიდებს, დიდი რაოდენობით კაროტინს, პროტეინებს, ვიტამინ С-ს, ეთერულ ზეთს. მის ნაყენს იღებენ კუჭის ტკივილისას, სიმჟავის ნაკლებობის დროს, იყენებენ შარდმდენად. დანაკუწებულ ფოთლებს იდებენ ჭრილობებზე. იგი შხამიანი მცენარეა და მისი შინაგანად გამოყენება დიდ სიფრთხილეს საჭიროებს.


 კოწახური

Benderis vulgaris L

ფშ. ეკალძმარა; ხევს. ესკალძმარა; მთ. კოწმახური; რაჭ. კვაწახური; ჭან. კაწახური; მეგრ. კორწოხული; სვან. გვაწხირ, გოწხირ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი3 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქი ძლიერი ფესვით და გამერქნებული ფესურით. ღეროები დაფარულია მონავისფრო ქერქით. ყლორტები ეკლიანია; ფოთლები ელიფსური, დაკბილული და მკვრივი. ნაყოფი მოწითალო კენკრაა. ნაყოფი ზოგჯერ დაფარულია მკრთალი ცვილისებური ნაფიფქით. თესლები მოგრძოა, მუქი-ყავისფერი, ოდნავ გაბრტყელებული.

კოწახურის მიწისქვეშა ნაწილი წარმოადგენს ღეროს მსხვილ ფუძეს, საიდანაც გამოდის წვრილი ჰორიზონტალური ფესურები; მძლავრად განვითარებული მთავარი ფესვი და გვერდითი ფესვები. კოწახურის გვერდითი ფესვები აღწევს 10-30 სმ-ს. ფესურაზე მრავალრიცხოვანი კვირტებია, რომლებიც მცენარის ვეგეტატიური გამრავლებისათვის ძალზედ ხელსაყრელია.

კოწახური ყვავის აპრილ-მაისში. ნაყოფი მწიფდება ივლის-მაისში. ნაყოფი მწიფდება ივლისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე. შეიცავს ალკალოიდებს. ფესვების ქერქიდან და ფოთლებიდან გამოყოფილია ალკალოიდები ბერბერინი, ბერბერუბინი, კოლუმბამინი, ასევე პალმატინი, იატრორიზინი; ბერბამინს, იზოტეტრანდრინს და ოქსიაკანთინს აქვთ ბისბენზილ-იზოქინოლინური სტრუქტურა; მაგნოფლორინს გააჩნია აპორფინული სტრუქტურა; განსხვავებული სტრუქტურა გააჩნია ბერვულცინსა და ვულრაცინს.

კოწახური შეიცავს ასევე ორგანულ მჟავებს: ვაშლის, ღვინის და ლიმონმჟავას, ასევე C ვიტამინს და კაროტინოიდებს.

სამკურნალოდ გამოიყენება გულის დაავადებების დროს, ასევე C - ავიტამინოზის დროს. უძველეს ქართულ ხელნაწერებში არის მინიშნება კოწახურის სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების შესახებ.

კოწახურისაგან ფარმაცევტული მრეწველობა უშვებს სხვადასხვა პრეპარატებს, რომლებიც ნაჩვენებია ჰეპატიტის, ჰეპატოქოლეცისტიტის, ნაღვლკენჭოვანი დაავადებების დროს. ბერბერინის შემცველი პრეპარატები უპირატესად გამოიყენება ნაღვლისა და სანაღვლე გზების დისკინეზიის ჰიპერტონული ფორმის დროს.

კოწახურის ნაყენს იყენებენ სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ატონიური სისხლდენის შემთხვევაში, რომელსაც ადგილი აქვს მშობიარობის შემდგომ პერიოდში და საშვილოსნოს სუბინვოლუციისა და ანთებითი პროცესებით გამოწვეული სისხლდენის დროს.


 კოჭა, ჯანჯაფილი

Ginger

საბა კოჭი; ლ. კ. ზანჯაბილი.(რუსულად Имбирь)

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიჯანჯაფილი, იგივე კოჭა, ერთ–ერთი სუნელია, იგი წარმოადგენს მცენარე Zingiber officinale–ის გამხმარ ფესვს.

ჯანჯაფილის სამშობლოა სამხრეთ აზია. მას სწორი ღერო აქვს. მუქი-იისფერი ფოთლები -მორიგეობითი, მარტივი, ლანცეტურია. ყვავილები- მოკლე ყუნწებზეა განთავსებული. ნაყოფი-კოლოფია. ფესვი განტოტვილია. იგი თავისებური ბოლქვია. მცენარე შეიცავს ეთერულ ზეთს, რომლის მთავარი კომპონენტია ზინგიბერენი, აგრეთვე კამფენი, ცინეოლი, ბისაბოლენი, ბორნეოლი, ციტრალი, ლინალოლი, ვიტამინები - C, B1, B2, A და ამინომჟავა. ჯანჯაფილის ნაყენი, ჩაი და ფხვნილი გამოიყენება ღვიძლის წყლულის დროს, მადის მოსამატებლად, გაციებისსას, გრიპისას, ნევრასტენიის, ღებინების, მუცლის ტკივილისას, არბილებს ორგანიზმს.


 კრაზანა

Hypericum

ქართლ. ტრაზანა; ფშ. ჩაის ყვავილი; ხევს. უჟმურის ბალახი, ჩაის ყვავილი; მოხევ. კაკლის ჩაი; ფშ. ჩაის ყვავილი; მთიულ. უჟმურაჲ; მესხ., ჯავახ. ნეგო; ლეჩხ., იმერ. თავცეცხლა; ქვ. იმერ. კერეჟანა; გურ., იმერ. ცოცხობე; ჭან., მეგრ. მჟუაში ოსური.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახებისა და ბუჩქბალახების გვარია კრაზანასებრთა ოჯახისა. იზრდება ერთ მეტრამდე. ფოთლები წაგრძელებული და კვერცხისებურია. ყვავილები - ოქროსფერი, ყვითელი. შემოდგომაზე მთელი მცენარე წითელია. 300-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ზომიერ და სუბტროპიკულ ოლქებში, ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირეთში და აგრეთვე ტროპიკების მთებში. საქართველოში 19 სახეობაა. ჩვეულებრივი კრაზანა (Hypericum perforatum) ფართოდ გავრცელებული მცენარეა. გვხვდება ბარიდან ალპურ სარტყლამდე. მის მიწისზედა ნაწილებს ახმობენ და ნაყენს ამზადებენ (შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს და ეთერზეთებს), რომელსაც იყენებენ მედიცინაში.

კრაზანას ბალახს გააჩნია შემკვრელი და ანტისეპტიკური თვისება. ამის გამო, მას იყენებენ პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს, აგრეთვე კოლიტის დროს.

ხალხურ მედიცინაში კრაზანას ბალახი გამოიყენება რევმატიზმის, იშიაზის, პოდაგრის, ტუბერკულოზის, ღვიძლის დაავადების, კოლიტის, კუჭაშლილობის, ნაღვლის ბუშტისა და სხვადასხვა ანთების დროს. კრაზანისაგან ამზადებენ წყლიან გამონაწვლილს და სპირტოვან ნაყენს, აგრეთვე პრეპერატ ნოვოიმანინს, რომელიც გარეგანად იხმარება ჩირქოვანი ჭრილობების, დამწვრობის, აბსცესის, ჰაიმორიტის დროს.

კრაზანას წყლიანი და სპირტიანი გამონაწვლილები გამოიყენება სამკურნალო კოსმეტიკაში.


 კულმუხო

Inula helenium

ფშ. ლუხუმა; კახ., ხევს., ლეჩხ. კურმუხო; აჭ. ანდუზა; ინგ. ანდუზ; მეგრ. კუმუხო, კუმუხა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. იგი დიდი ზომის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესურა ხორციანია, მოკლე, რომლისაგანაც ვითარდება მრავალრიცხოვანი, საკმაოდ გრძელი მსხვილი ფესვი. გარედან ისინი მონაცრისფრო-მორუხოა, შიგნიდან კი – მოყვითალო-თეთრი, რუხი წერტილებით (რაც ეთერზეთის არსებობაზე მიუთითებს). ღერო ერთია ან რამდენიმე, სიმაღლით 1-1,5 მ და მეტი, ზევით მცირედ დატოტვილი. ფოთლები მორიგეობითია, მოგრძო-ოვალური, ყუნწიანი, ძალიან მსხვილი, წვეროსკენ ზემოთ თანდათან მცირდება, ზემოთა ფოთლები მჯდომარეა, მუქი მწვანე. ზედა მხრიდან უხეშბოჭკოვანი, ქვედა მხრიდან კი – მონაცრისფრო-მწვანე რბილი ბუსუსებით. კალათები დიდია, ოქროსფერ-მოყვითალო და ქმნიან მტევანს. კალათის საფარველი ნახევრადბურთისებრია, კრამიტისებრი, მრავალფოთლიანი, ფოთოლაკები გადმოღუნული, კვერცხისებრი, შებუსული. კიდურა ყვავილები ენისებრია, შუა – მილისებრი, ქოჩრით. ყვავილსაჯდომი – შიშველი. ყვავილობს ივლისიდან-სექტემბრამდე. თითქმის მთელ საქართველოში გვხვდება, სადაც იზრდება ნესტიან ადგილებში, მდინარის ნაპირებზე, ბუჩქნარებში დაბლობიდან მოკიდებული მთის შუა სარტყლამდე. კულმუხოს ფესურა და ფესვი შეიცავენ ეთერზეთს, საპონინებს, ფისებს, ლორწოვან და მწარე ნივთიერებებს. ეთერზეთის ძირითადი შემადგენელი ნაწილია ალანტოლაქტონი იზოალანტოლაქტონის მინარევით. კულმუხოს პრეპარატებს იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების: ტრაქეიტებისა და ბრონქიტების მკურნალობისას, როდესაც თან ახლავს დიდი რაოდენობით ლორწოს მკურნალობა. ისინი კარგი საშუალებაა გასტროენერიტებისა და არაინფექციური წარმოშობის ფაღარათის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ანთების, თავის ტკივილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების, ქალის სასქესო ორგანოების, ღვიძლის დაავადებისა და ბუასილის დროს.


 კუნელი

Crataegus

ქართლ. სკუნელი; ქიზიყ. კვინელი; მთიულ., თუშ., იმერ., რაჭ., ლეჩხ. კუნელა; იმერ. კუმელა; გურ. კურკანტელა; მესხ., გურ., აჭ. ლიცვი; ინგ. კნოლ; მეგრ. ქუნცი, ხინჭკი, ეშმაკიშ მართახი; სვან. ცაანცი, ცანცი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიეკლიანი ხეებისა და ბუჩქების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მოიცავს 200--მდე სახეობას (სხვა მონაცემებით 1000-ზე მეტ სახეობას), რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერსა და ნაწილობრივ სუბტროპიკული ჰავის ზონაში (ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაში). ყოფილ სსრკ-ში 50-მდე ველური და 75-მდე ეგზოტური სახეობაა. კავკასიაში ბუნებრივად გავრცელებული 20-მდე სახეობიდან საქართველოში იზრდება 9. მათგან კავკასიური კუნელი (Crataegus caucasica) და კოლხური კუნელი (Crataegus colchica) ენდემებია, პირველი სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიისა, მეორე - კოლხეთის. მოშენებულია ზოგიერთი ველური კუნელიც. ინტროდუცირებულია 30-მდე სახეობა. ველური სახეობიდან ჩვენში ყველაზე უფრო გავრცელებულია შავი ანუ ხუთბუშტუკოვანი კუნელი (Crataegus pentagyna) და ირიბჯამფოთოლაკიანი კუნელი (Crataegus curvisepala).

კუნელი საქართველოში ყველგან იზრდება, ბარიდან მოკიდებული მთის შუა სარტყლამდე, მშრალ და ღია ფერდობებზე, გამეჩხერებულ ტყეებსა (ქვეტყედ) და ნაკაფებზე, ზოგჯერ სუბალპურ სარტყელშიც აღწევს. გვხვდება უფრო ბუჩქნარების — კუნელიანების სახით, რომელიც მეტწილად ტყის მოჭრის შედეგად ჩნდება და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს. ნიადაგისადმი კუნელი საკმაოდ განურჩეველია, თუმცა უფრო ხარობს ღრმა, საშუალოდ ტენიან და დაწრეტილ ნიადაგზე. ყვავილობს აპრილ-ივლისში. ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. საკმაოდ ყინვაგამძლე და სინათლის მოყვარულია. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყრით, ზოგჯერ ფესვის ნაბარტყითაც. ცოცხლობს 200-300 წელს. დეკორატიულია. გამოსადეგია ცოცხალ ღობედ. მშრალი ფერდობების გასამწვანებლად, ვაშლის, მსხლის, კომშის, ზღრმატლის ქონდარა საძირედ. აქვს მკვრივი და მაგარი ღია ვარდისფერი ან მურა-მოწითალო მერქანი, რომელსაც იყენებენ წვრილმანი ნივთების დასამზადებლად, ნუჟრებს — სადურგლოდ. ზოგი სახეობის (ყამბრო — Crataegus pontica, კნაპა — Crataegus orientalis და სხვა) ნაყოფი იჭმევა. ზოგან გამხმარ ნაყოფს ფქვავენ და პურის ფქვილში ურევენ. ნორჩი ფოთლებისაგან აყენებენ ჩაისმაგვარ სასმელს. კუნელი თაფლოვანია. სამკურნალოდ იყენებენ კუნელის ყვავილსა და ნაყოფს. კუნელის ნაყოფს ამზადებენ სრული მომწიფების დროს, ხშირად სექტემბერ-ოქტომბერში. კრეფენ მთელ ფარს. შემდეგ აცილებენ, როგორც ნაყოფის ყუნწს, ასევე დაუმწიფებელ და გაფუჭებულ ნაყოფს. აშრობენ მზეზე, თბილ შენობებში, ღუმელებში ან საშრობებში თხელ ფენად.

ყვავილს აგროვებენ ყვავილობის დაწყების დროს, როდესაც ყვავილების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გაშლილი. კუნელი გამოიყენება გულის კუნთის ფუნქციონალური მოშლილობის დროს, ჰიპერტონიული დაავადების, პაროქსიზმული ტახიკარდიის, საერთო ათეროსკლეროზისა და კლიმაქტერული ნევროზის დროს.


 კურდღლის ბალახი

Anthyllis

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ბალახები, ბუჩქბალახები და ბუჩქებია. აერთიანებს 50-მდე სახეობას, რომლებიც უმეტესად გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. საქართველოში იზრდება 3 სახეობა. მათგან Anthyllis polyphylla გვხვდება მხოლოდ აფხაზეთში მთის შუა სარტყლამდე მდელოებსა და ბუჩქნარებში. დანარჩენი 2 სახეობა (Anthyllis vatiegata და Anthyllis lachnophora) მთელ საქართველოშია გავრცელებული სუბალპურ და ალპურ მდელოებსა და ჩამონაზვავებზე, აგრეთვე მთის შუა და ზედა სარტყელში. კურდღლის ბალახის ყველა სახეობა კარგი საკვები მცენარეა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაღალმთის საძოვრებისა და სათისებისათვის. ბევრი სახეობა შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება პატარა ბავშვების სამკურნალოდ კუჭ-ნაწლავების სისტემის მოშლილობისას. მის ნაყენს იყენებენ ე. წ. ზაფხულის კუჭაშლილობისას. ხშირად გამოიყენება ნიკრისის ქარისა და რევმატიზმის სამკურნალოდ. ნახარში ცნობილია ჭრილობების მოსავლელად და ფეხების ოფლიანობის სამკურნალოდ.


 კურდღლისფრჩხილა

Lotus

ქიზიყ. ბიზიონი; გურ. ფართხა; ქვ.რაჭ. საბეგველა; რაჭ. სამყური.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მწავალწლოვანი, იშვიათად ორწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახები ან ბუჩქბალახებია. აერთიანებს 100-ზე მეტ სახეობას, რომელიც გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში გვხვდება 5 სახეობა. Lotus corniculatus კარგი საძოვარი (ყვავილობამდე) და სათიბი ბალახია. ყვავილი უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს მწარე შხამიან გლიკოზიდს (თივასა და სილოსში ეს შხამი იშლება). იგი საქართველოში ყველგან იზრდება. ნიადაგის მიმართ ნაკლებმომთხოვნია. კურდღლისფრჩხილა თაფლოვანია.


კურდღლისცოცხა

Genista tinctoria L

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ნახევრადბუჩქი — 100-150 სმ სიმაღლისა. აქვს უეკლო ღერო, დაბალი ხავსით დაფარული. ფოთლები თანამიმდევრული, ლანცეტური. ყვავილები ცოცხისებური, მოოქრსფრო-მოყვითალო, ლურსმნისებური. ნაყოფი-პარკი. ყვავილობს მაის ივნისში. იზრდება შუა ევროპაში. მედიცინაში გამოიყენება როგორც შარდმდენი, სისხლძარღვთა შემავიწროებელი, დამასუსტებელი, დამამშვიდებელი, სისხლგამწმენდი საშუალება. იხმარება წყლისას, გულის სისუსტის, ელენთის, დაბალი წნევის და სხვ. სამკურნალოდ. გამოიყენება ნაყენი და ნახარში.


 კუტი ბალახი

Teucrium

მესხ. მატაური, ჩიტისაპონა; გარ. კახ. ბარცმანდუკი, მოჭრილა; ჩუბ. დენგრა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიჭარელა, მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. აერთიანებს 100-მდე სახეობას. მრავალწლოვანი ბალახი ან ბუჩქბალახია. აქვს წაგრძელებული ფოთლები. ყვავილობს მთელი ზაფხული. ნაყოფი კაკლუჭაა. ძირითადად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში. კავკასიაში 11 სახეობა იზრდება, საქართველოში — 5. Teucrium polium, Teucrium orientale და Teucrium nuchense საქართველოში უფრო ფართოდ გავრცელებული სახეობებია. იზრდებიან მთის ქვედა და შუა სარტყლის მშრალ ქვიან ფერდობებზე, ნაზვავებზე, კლდოვან ადგილებსა და ბუჩქნარებში. ესენი მთის ქსეროფიტული მცენარეულობის (ე. წ. ტომილარიების) ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტებია. Teucrium polium იხმარება საკმაზად, Teucrium orientale დეკორატიულია. სამედიცინო პრაქტიკაში მიწისზედა ნაწილი გამოიყენება. ქიმიური შემადგენლობა კარგად არაა შესწავლილი, თუმცა ნაპოვნია ეთერული ზეთი, მწარე და მთრიმლავი ნივთიერებები. გამოიყენება მადის მოსამატებლად, კუწ-ნაწლავის სისტემის გასაძლიერებლად, თირკმლებიდან შარდმდენად, კომპრესებისა და აბაზანებისათვის.

სამკურნალო მცენარეები

აბზინდა
აბილილი
აბუსალათინი
აგავა
ადონისი
ავოკადო
ავშანი
აკაცია
ალისარჩული
ალოე
ალუბალი
ანაგვირილა
ანგელოზა
ანისული
ანისულის ხე
ანონა
ანწლი
არნიკა
არყა-სოკო
არყი, არყის ხე
ასისთავა
ასკილი
ასფურცელა
ატამი
აქტინიდია

ბაბუნა, სამკურნალო (სააფთიაქო) გვირილა, მატრიკარია
ბადიანი
ბადრიჯანი
ბაია
ბალბა
ბალღოჯი
ბამბაცა
ბამბის ბუჩქი
ბამბუკი
ბარამბო
ბარდა
ბარისპირა
ბატის მარწყვა-ბალახი
ბაღის ინა
ბაღის მარწყვი
ბაღის მიხაკი
ბაღის პიტნა
ბაღის რეზედა
ბაღის სალბი
ბაღის სატაცური
ბაღის ტუხტი
ბაღის ფამფარა
ბაყაყურა
ბაძგი, ჭყორი
ბაჰარი
ბეგთენდრო
ბეგიაური
ბეგქონდარა
ბელადონა
ბელადონა კავკასიური
ბერულა
ბერყენა
ბზა
ბობოწვერა
ბოლოკი
ბოსტნის ია
ბოსტნის წალიკა
ბროწეული
ბუბუშელა, ბაბუაწვერა
ბუერა
ბუჩქისძირა

გარგარი
გერანი, ზეთის ნემსიწვერა
გველთავა
გველისკოვზა
გველის სურო
გვერდელა
გვიმრა
გვირილა
გვირილა სამკურნალო
გლედიჩია
გობისცხვირა
გოგრა
გონგოლა
გონგოლა სამკურნალო
გრაკლი
გრეიპფრუტი
გუგულის-კაბა
გუგულის ყვავილი

 

დათვიმარწყვა
დათვისთხილა
დათვის კანაფი
დათვის კენკრა
დათვის ყურძენი
დამასკური ვარდი
დამასკური სოინჯი
დანდური
დარიჩინის ხე
დარფილფილი
დასავლური ტუია
დასტამბო
დაფნა, კეთილშობილი დაფნა
დაჯირა
დედაფუტკარა
დედოფლისთითა
დედოფლის ყვავილი
დევისპირა
დეზურა
დეკა
დვალურა
დიდბაია, ჭყანტა
დიდგულა
დიდი კამა
დიდი ხვართქლა, დედოფლის კაბა
დიდყვავილა მაგნოლია
დიდჯამა ფურისულა
დილხამი
დიყი
დრიადი, კაკბის ბალახი
დროზერა, ცვრიანა
დუგუმი
დურიო
დურღენი

ეგვიპტური კელაპტარა
ეგვიპტური ლოტოსი
ევგენოლის რეჰანი
ევკალიპტი
ევკომია, გუდაპერჩის ხე
ევროპული აბრეშუმა
ევროპული მაჟალო
ევროპული პანტა
ევროპული ყოჩივარდა
ეკლღიჭა
ეკალცოცხი
ეკლის ხე, ცრუაკაცია
ელიმუსი
ელუსამელა
ენდრო
ენდრონიკა
ენოთერა
ესპანური არტიშოკი
ესპანური ესპარცეტი, სულა
ესპარცეტი
ეფედრა, ცხენისმუხლა
ეშმაკის ქოში
ეწრის გვიმრა

ვაზი
ვაზისტანა
ვანილი
ვარდი
ვარდკაფანაფა
ვარდკაჭაჭა
ვარსკვლავა
ვაშლანა
ვაშლატამა
ვაშლი
ველის იორდასალამი, ლალა
ველის სოსანი
ველური კანაფი
ვენერას თმა
ვერბენა
ვერცხლა ცაცხვი
ვერხვი
ვეტივერია
ვირგინიული ხურმა
ვირისტერფა
ვნების ყვავილი, პასიფლორა

ზამბახი
ზაფრანა
ზეთისხილი, ზეთის ხე
ზიზილა
ზღვის ხახვი
ზღმარტლი

თაგვისარა
თაგვის ცერცველა
თაგვიყანა
თავკომბალა
თავსისხლა
თავყვითელა
თავშავა
თავცეცხლა
თათაბო
თათრული რევანდი
თალგამი
თალგამურა
თამარჰინდი
თაფლა-გოგრა
თევზის წამალი
თეთრეკალა
თეთრი არყი, ლიტვინოვის არყი
თეთრი დიყი
თეთრი დუმფარა
თეთრი ნარგიზი
თეთრი ნარი
თეთრი სამყურა
თეთრი ძიძო
თეთრყვავილა
თეთრყვავილა ლაშქარა, მხალშავა
თერო
თვის ბოლოკი
თუთა, თუთის ხე
თუთუბო
თხაწართალა
თხილი
თხმელა

იალღუნი
იაპონური აუკუბა
იაპონური ზღმარტლი, ლოქვა
იაპონური პირშუშხა
იაპონური სოფორა
იაპონური შროშანა
იაპონური ხურმა, აღმოსავლური ხურმა
იაჟუჟუნა, სამფერა ია
იასამანი
ილი
იმერული ირაგა
ინდური კანაფი
ინდური კვლიავი, აიოვანი, აჟგონი
ინდური ლოტოსი
ინდური ჟასმინი
იორდასალამი
იპეკო
ირმის-ენა
ისპანახი
იფანურა

კავკასიური მოცვი
კავკასიური სურო
კავკასიური ცაცხვი
კავრა
კაზანლიკური ვარდი
კაკაო, კაკაოს ხე, შოკოლადის ხე
კაკბის-საკენკელა
კაკლის ხე
კალია
კალანხოა
კამა
კამანია
კანადური სურო
კანადური ქაცვი
კანაფი
კაპარი
კარტოფილი
კატაბალახა, ვალერიანა
კატაბარდა
კატაპიტნა
კაქტუსი
კედლისპირა
კედლისპირა იუდეური
კევის ხე, საღსალაჯი
კელაპტარა
კენკეშა
კესანე, ცისანა
კეწერა
კვლიავი
კვრინჩხი
კიდობანა, ჩვეულებრივი ჭანჭყატა
კიტრანა
კიტრი
კიტრისუნა
კიჭკიჭა
კლდის დუმა
კლდის მოცხარი
კნაპა, კნაპი
კოთხუჯი, კოთხოჯი
კოკა, კოკაინის ხე
კოკომჟავა
კოლოქვინთი, კოლოცინთი
კომბოსტო
კომში
კონიო
კორდისკბილა
კორობელა
კოტრანა
კოფრჩხილა
კოწახური
კოჭა, ჯანჯაფილი
კრაზანა
კულმუხო
კუნელი
კურდღლის ბალახი
კურდღლისფრჩხილა
კურდღლისცოცხა
კუტი ბალახი

ლავანდი
ლამაზა
ლანცეტა მრავალძარღვა
ლარიქსი
ლაფანი, ლაფნის ხე
ლაქაში
ლაშქარა
ლახტარა
ლემა
ლენქორანული ხერკინა
ლენცოფა
ლეღვი
ლეშურა
ლიკოპოდიუმი
ლიმონი ჩვეულებრივი
ლიმონის ავშანი
ლიმონის კატაპიტნა
ლიმონის ურო
ლიმონურა
ლიპია
ლიჩი
ლობიო
ლომისკბილა
ლოტოსი
ლუმბანგი, სანთლის ხე
ლურჯი ზამბახი
ლურჯი მოცვი
ლურჯი ნარი, ლურჯეკალა
ლურჯი ძირწითელა, ჩვეულებრივი ძირწითელა
ლუფა

მაგნოლია
მათუთა
მაიორანი
მაისურა
მაკლურა, თუთავაშლა
მამულა
მანანა, ერიკა
მანგუსტანი
მანდარინი
მანდრაგორი
მანეული
მანიჰოტი, მანიოკი
მაჟალო
მარადმწვანე ძახველი
მარგალიტა
მარიამა
მარიამსაკმელა
მარიამსხალა
მარმუჭი
მარწყვა-ბალახი
მარწყვა-ბალახი ოთხფურცელა
მარწყვა-ბალახი წყლისა
მარწყვი
მატიტელა
მატრიკარია
მატრიკარია სამკურნალო
მაღალი მოცვი, კავკასიური მოცვი
მაღლისმთის მუხა
მაყვალი
მაჩიტა
მაწაქი, ლოგორო
მახრჩობელა
მაჯაღვერი
მაჰონია, ჭყორფოთოლა
მდგნალი
მდელოს მატვარანცა
მდოგვი
მედგარი, ბაბაწვერა
მელია
მესამედა
მექსიკური ავოკადო
მექსიკური ჩაი
მეჭეჭიანი ჭანჭყატა
მზესუმზირა
მზიურა
მთის ბარისპირა
მთის პიტნა
მთის სვინტრი
მთის ღანძილი
მთის ღოლო
მთის ჩადუნა
მინდვრის გვირილა
მინდვრის ზამბახი, ბადიანი ზამბახი
მინდვრის მდოგვი
მინდვრის ნემსა
მირტი
მიწავაშლა
მიწამაყვალა, ბალახმაყვალა
მიწის ბარდა
მიხაკი
მიხაკის ხე, მიხაკი
მკერვალა
მოპიტნაო
მოცვი
მოცხარი
მჟავე ლაიმი
მჟაველა
მჟაუნა
მრავალფოთლიანი ხანჭკოლა
მრავალძარღვა
მრგვალი თავნასკვა
მრგვალი წამალი
მსუქანა
მსხალი
მსხალიჭა
მსხვილი გოგრა, თეთრი გოგრა
მსვილფოთოლა ცაცხვი
მსხვილყვავილა ჟასმინი, დიდყვავილა ჟასმინი
მუზარადა
მუშკის მარწყვი
მუხა
მუხუდო
მწარა
მჭამელა
მხოხავი ჭანგა

ნამდვილი ზირა, ზირაკი
ნამდვილი თამბაქო, ჩვეულებრივი თამბაქო
ნამდვილი რევანდი
ნარდი
ნარი
ნარინჯი
ნარისჯაგა
ნარშავი
ნარცეცხლა
ნაღველა
ნაცარა მურყანი
ნაცარქათამა
ნეგო, უკვდავა
ნესვი
ნიახურა
ნიახური
ნიგვზისძირა
ნივრის-დედა
ნიორი
ნისკარტა აქტინიდია
ნიუკა
ნუში

ოდაღაჯი, გვაიაკის ხე
ოთახის უკადრისა
ოთხფურცელა მარწყავ-ბალახი
ოლეანდრე
ომბალო
ონტკოფა
ონტკოფა პერუსი
ონჭო
ოპუნცია, დედინაცლის ენა
ორკბილა
ოროვანდი
ორფერი
ორფოთოლა
ორყურა
ოსერო
ოსმანთუსი
ოსპი
ოფი
ოქროქუდა
ოქროჩალა
ოქროცოცხა
ოქროწვიმა
ოქროწკეპლა
ოშოშა, ოშოში
ოჩოპენტრე
ოხრახუში

პანტა
პარაგვაული ჩაი, მატე
პარნასურა
პასიფლორა
პატარძალა
პატისონი, ბრტყელი ყაბაყი
პაჩული
პეკანი
პერილა
პერუს ონტკოფა
პილპილი
პირშუშხა
პირწმინდა
პოეტური ნარგიზი
პომიდორი
პრასა
პუერარია, კუძუ

ჟაბო, შაბო, შაბუ
ჟასმინი
ჟასმინი სამკურნალო
ჟენ-შენი
ჟოლო
ჟუნჟრუკი

რევანდი
რევანდი თათრული
რევანდი ნამდვილი
რევანდი სამკურნალო
რეზედა
რეზედა ბაღისა
რეზედა ყანისა
რეჰანი
რეჰანი ევგენოლისა
რეჰანი ქაფურისა
როზმარინი
რუსული მაყვალი
რუსული ღიღილო
რუსული ჭლაკვი
რქათავა
რცხილა
რცხილა კავკასიური
რძიანა
რძიანა-მაჯღავერი

სავარცხელა
საზამთრო
სათოვლია
საკმლის ხე
საკპინაჭი
სალათა
სალბი სამკურნალო
სალიხა
სამატლე
სამკურნალო ადონისი
სამკურნალო ბარისპირა
სამკურნალო მატრიკარია
სამკურნალო ჟასმინი
სამკურნალო ძიძო
სამოთხის ვაშლი, სამურაბე ვაშლი
სამტატა
სამფერა ია
სამყურა
სამყურა ლიმონი
სამყურას აბრეშუმა
სანდალოზი თეთრი
სანდალოზი წითელი
სანთელა ტყისა
სანთელა ყანისა
სანთლის ხე
საპონა
საპონელა
სარეპტის მდოგვი
სასტვენა
სასტვირია
სასუქა
სატაცურა კომბოსტო
სატაცური ლამური
სატაცური ძაღლისა
სატილია
საღეჭი პილპილი, ბეტელი
საღსაღაჯი
საყვითლო
საჭარა
საჭმელი კანა, აჩირა
სელი
სელი გუგულისა
სელიჭა
სენეგა
სენეგალიური აკაცია
სერადელა
სექვოია მარადმწვანე
სვია
სვინტრი
სვინტრი მთისა
სოკომორო
სიმინდი
სიმინდი კაჟა
სიმინდი კბილა
სიმინდი კილიანი
სიმინდი რბილი
სიმინდი ტკბილი
სიმინდი ცვილა
სკიპალო
სოია
სოინჯი
სორგო
სორგო შაქრისა /> სორგო ჩვეულებრივი
სორგო ცოცხისა
სოსანი ველისა
სოსანი ყანისა
სოჭი ბერძნული
სოჭი ერთფეროვანი
სოჭი ესპანური
სოჭი თეთრქერქა
სოჭი იაპონური
სოჭი კავკასიური
სოჭი კამჩატკური
სოჭი კილიკიური
სოჭი ნორდმანისა
სოჭი ციმბირული
სპარსული ღვარძლი
სპარსული ყოჩივარდა
სპელტა, ნამდვილი ასლი
სპერგულა
სპერგულა სელისა
სტაფილო
სტერკულია
სუდანური ბალახი, სუდანურა, სუდანური შალაფა
სულა
სუმბული
სუმბული აღმოსავლური
სუმბული წყლისა
სურნელოვანი ზეთის ხე, ოსმანთუსი
სურო
სურო გველისა
სურო კავკასიური
სურო კანადური
სურო კოლხური
სურო ჩვეულებრივი
სურო ცვილისა
სურო წყლისა
სუსამბარი
სუფრის ჭარხალი ვარდისფერი
სუფრის ჭარხალი თეთრი
სუფრის ჭარხალი ყვითელი
სუფრის ჭარხალი წითელი
სუძა
სწორი შვრიელა

ტაბელა
ტაბლაყურა, ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ტარო
ტარხუნა
ტაუ-საღიზი
ტაქსოდიუმი
ტაცეტი
ტეგანი
ტენცო, წყლის პიტნა
ტეოსინტე
ტეოსინტე, ბელეკონი
ტექის ხე, ტექტონი
ტეფა
ტილჭირი, აკონიტუმი
ტიმოთელა, თომოტის ბალახი
ტირიფი
ტირიფი ბრტყელი
ტირიფი მტირალა
ტირიფი მყიფე
ტიტა
ტკაცუნა
ტკბილი ლაიმი
ტკბილი სიმინდი
ტლანქი ლიმონი, ჯამბირი
ტორფის ხავსი, თეთრი ხავსი
ტრაუტფერის ბოკვი
ტუბეროზა
ტუია
ტუია გიგანტური
ტუია დასავლური
ტუნგი იაპონური
ტუნგი მთისა
ტუნგი ფორდისა
ტუნგი ჩინური
ტუნისური ბალახი
ტურანგი
ტურნეფსი
ტუხტი
ტუხტი ბაღისა
ტუხტი სამკურნალო
ტუხტი ყანისა
ტუხტი ყითელი
ტუხტი ჩინური
ტყემალი
ტყვიაბალახა
ტყისბოლოკა
ტყის ვაზი
ტყის თივაქასრა
ტყის კამა
ტყის მარწყვი
ტყის მრავალძარღვა
ტყის მიხაკი
ტყის პიტნა
ტყის ჟუნჟრუკი
ტყის სამყურა
ტყის სანთელა
ტყის ღიღილო
ტყისურა
ტყის ფარსმანდუკი
ტყის ფურისულა
ტყის ქამა-სოკო
ტყის ქოთანა
ტყის ქონდარი
ტყის ჩიტისთვალა
ტყის ცერცველა
ტყის ცოცხი
ტყის წიწმატი
ტყის ჭორტანა, კომელინა, ცისფერთვალა
ტყიურა
ტყუბლა-სოკო

უგრეხელი
უზანი
უკადრისა
უკადრისა ოთახისა
უკვდავა
ულბო
ულეწელა
ულუმბო
უნაბი
უნგრული ცერცველა, პანოიის ცერცველა
უნშიუ მანდარინი
უპანი
უჟმურა
ურარტული ნუში
ურაშა
ურთხელი
ურიში
ურო
ურო ლიმონისა
ურცი
უსუპი
უსურვაზი, ტყის ვაზი
უსურვაზი ამერკული
უსრიული პანტა
უფერულა
უფხო ღვარძლი
უფხო შვრიელა
უცვეთელა
უცუნა
უძოვარა
უძრახელა
უჭურველი
უხრავი
უჯანგარი

ფამფარა
ფამფარა ბაღისა
ფამფარულა, კევის ბალახი
ფანტია სელი
ფანქრის ხე
ფანქრის ხე ამერკული
ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ფარსმანდუკი
ფარსმანდუკი ტყისა
ფაცელია
ფეიჰოა
ფერისცვალა
ფესვმაგარა
ფეტვი
ფეტვი ზანგური
ფეტვი ინდური
ფეხფოთოლა
ფიგი
ფითრი
ფიკუსი კაუჩუკისა,
ფიკუსი ოთახისა
ფირმიანა
ფისოვანა
ფიჭვი
ფიჭვი ბიჭვინთისა
ფიჭვი ვეიმუტისა
ფიჭვი ევროპული
ფიჭვი ელდარისა
ფიჭვი ზღვისპირა
ფიჭვი თეთრი
ფიჭვი იტალიური
ფიჭვი კავკასიური
ფიჭვი მანჯურული
ფიჭვი მტირალა
ფიჭვი ყირიმული
ფიჭვი შავი
ფიჭვი ციმბირული
ფიჭვი ჭაობისა
ფლორენციული ზამბახი
ფლოქსი
ფოთლოვანი კომბოსტო, საკვები კომბოსტო
ფოთლოვანი ჭარხალი
ფოთოთი
ფოთოლეკალა
ფოლიო
ფოლიო ცისა
ფოლორცის ბალახი ცის
ფორდის ტუნგი
ფორთოხალი
ფოხვერა
ფრანგული კოინდარი
ფრთათეთრა
ფრთათეთრა ბაღისა
ფრთაფოთოლა
ფრთისებრი ჯონჯოლი
ფრინტა
ფსტა, ბუსტული
ფუნთუშა
ფურისულა
ფურისულა დიდჯამა
ფურისულა წყლისა
ფუტკარა
ფუტკრის-დედა
ფუფალა
ფუჩფუჩა
ფუჭფუჭა
ფქვილიო
ფშატა-ტირიფი
ფშატი
ფშატი ველური
ფშატფოთოლა ბერყენა
ფშნის ეკალი
ფშნის ენდრო
ფშუკურა
ფხიჯა, ქვატეხია
ფხუწა

ქაბისჩალა
ქათმისკუჭა, გიორგელა
ქათმისქოჩორა
ქალამანა
ქალბანა
ქამა-სოკო
ქამა-სოკო ტყისა
ქამეროფსი
ქარაგოზი
ქარაძენძი
ქართლის ზამბახი
ქართული ესპარცეტი
ქართული ზამბახი
ქართული კოწახური
ქართული ლალემანცია
ქართული მუხა
ქართული ნემსიწვერა
ქართული ნუში
ქართული ქოთანა
ქართული ყოჩივარდა
ქარქვეტა
ქარცხვი
ქასრა
ქატმი, ფოხვერა
ქაფუნა
ქაფურის რეჰანი
ქაფურა
ქაფურის ხე
ქაფურის ხე ცრუ
ქაღაზბადამი
ქაღალდის არალია
ქაღალდის თუთა
ქაღალდის ხე იაპონური
ქაცვი
ქაცვი ამერიკული
ქაცვი კანადური
ქენდირი
ქენდირი ამუ-დარიისა
ქერი
ქერი ბრტყელი
ქერი ველური
ქერი კულტურული
ქერი მრავალმწკრივიანი
ქერი ორმწკრივიანი
ქერი შიშველი
ქერიფქლა
ქერშიშველი
ქვათესლა
ქვამუხა
ქვაპურა
ქვატეხია
ქვებლანდისა
ქვეყნის გული
ქვიშამხალი
ქვრიმა, მოჰარი
ქითრა
ქინაქინის ხე
ქინძარა
ქინძი
ქინძი ძაღლისა
ქისრიბა
ქიშმიშის აქტინიდიაა
ქლიავი
ქოთანა კლდისა
ქოთანა ტყისა
ქოთანა ქართული
ქონა
ქონდარა არყი
ქონდარა ბალამწარა
ქონდარა ბანანი
ქონდარა ზამბახი
ქონდარა ნუში
ქონდარა პალმა, ქამეროფსი
ქონდარა ფიჭვი
ქონდარა ღვია
ქონდარა ხორბალი
ქონდარი ბაღისა
ქონდარი ტყისა
ქონის ხე
ქორაფი
ქოქ-საზიღი
ქრიზანთემა
ქრისტესბეჭედა
ქრისტესთვალა
ქრისტესისხლა
ქუბაბა
ქუთქუთა
ქუნჯუტი
ქურქუმა
ქუჩი, ველის წივანა
ქუჩულა

ღამის დედოფალი
ღამის ია
ღანძილი
ღანძილი მთისა
ღვარძლი
ღვარძლი უფხო
ღვარძლი სპარსული
ღვედკეცი
ღვია
ღვია ვირჯინიული
ღვია კაზაკური
ღვია ქონდარა
ღვია შავი
ღვია წითელი
ღვიიის ფითრი
ღვინა
ღვინა ყვითელი
ღვინიო
ღიმი, ატოლი
ღიღილო
ღიღილო რუსული
ღიღილო წითელი
ღიჭა
ღობისძირა
ღოლო
ღოლო მთისა
ღოლომჟავა
ღოლო-მხალი
ღოლო ჩვეულებრივი
ღოლოშმაგა
ღომი
ღომი ველური
ღორის ბირკა
ღორის ქადა
ღორღორა
ღოღნოშო
ღრიანჭველა

ყაბაყი
ყაბაყი ბრტყელი
ყავა
ყავა არაბული
ყავა ლიბერიული
ყაზახა
ყაისუმი

შაბთარი
შაბი, შაბუ,
შავბალახა
შავდავითა
შავთარა
შავი არყი, რადეს არყი
შავი ასკილი
შავი გვიმრა
შავი დიკა
შავი თავთუხი
შავი კაკლის ხე
შავი კუნელი
შავი მდოგვი
შავი მოცხარი
შავი მურყანი
შავი მჭადი
შავი ნაძვი
შავი სანდალოზი
შავი საქსაული
შავი ღვია
შავი ცერცველა
შავი თავთუხი
შავჩოხა- სოკო
შავჩოხა
შავწამალა
შავჯაგა, ჯღარდალა
შალამანდილი
შალაფა
შალაფა სუდანური
შალგი
შამბალილა, ულბო
შაქარა ბანანი, ბრძენთა ბანანი
შაქრის ლერწამი
შაქრის ნეკერჩხალი
შაქრის პალმა
შაქრის სორგო
შაქრის ჭარხალი
შემოდგომის წინწკალა
შესანისნავი იუკა
შვედური სამყურა
შვია
შვიტა
შვიტურა
შვრია
შვრია შიშველი
შვრია ჩვეულებრივი
შვრიანა
შვრიანა მდელოსი
შვრიელა
შვრიელა ბანისა
შვრიელა სწორი
შვრიელა უფხო
შვრიელა ჭვავიფერი
შვრიელა ჭრელი
შვრიუკა, ველური შვრია
შივო-მიკანი
შინდანწლა
შინდი
შირბახტი, ქუჯუნტი, სიმსიმი
შიშველი ქერი, ქერშიშველი
შიშველი შვრია
შმაგა, კავკასიური ბელადონა
შოთხვი
შოკოლადის ხე
შორვალა
შოროქანი, შოროქნის ცოცხი
შრეში
შრიალა-ბალახი
შროშანა
შროშანი
შროშანი ზღვისა
შროშანი მთისა
შროშანი ყვითელი
შტოში
შუბანა
შუპყა
შქერი
შხამა
შხამა-სოკო
შხამიანი თუთუბო
შხაპრი

ჩაგირი
ჩადუნა
ჩაი მექსიკური
ჩაი პარაგვაული
ჩაიოტი
ჩაი
ჩაის ბუჩქი ასამური
ჩაის ბუჩქი ჩინური
ჩაის ვარდი
ჩალამბარა
ჩალამძივი
ჩალაყვავილი
ჩარანი
ჩაქვის ბალახი
ჩაღანდრი
ჩაწყობილა
ჩაწყობილა-ბაია
ჩელტა-ზანდური
ჩელტა-მახა
ჩვეულებრივი ავოკადო, გვატემალური ავოკადო
ჩვეულებრივი ბარდა
ჩვეულებრივი ესპარცეტი
ჩვეულებრივი ვაზი
ჩვეულებრივი თამბაქო
ჩვეულებრივი თივაქასრა
ჩვეულებრივი თხილი
ჩვეულებრივი იონჯა
ჩვეულებრივი იფანი
ჩვეულებრივი კაკლის ხე, კაკალი
ჩვეულებრივი კანაფი
ჩვეულებრივი კოწახური
ჩვეულებრივი ლიმონი
ჩვეულებრივი ლობიო
ჩვეულებრივი მანანა, კალუნა
ჩვეულებრივი მატიტელა
ჩვეულებრივი მაჯაღვერი
ჩვეულებრივი მოცხარი, წითელი მოცხარი
ჩვეულებრივი მურყანი
ჩვეულებრივი ნამიკრეფია
ჩვეულებრივი ნეკერჩხალი
ჩვეულებრივი ნუში
ჩვეულებრივი საზამთრო
ჩვეულებრივი სელი
ჩვეულებრივი სორგო
ჩვეულებრივი სურო
ჩვეულებრივი ღოლო
ჩვეულებრივი შვრია
ჩვეულებრივი ცერცველა
ჩვეულებრივი ცირცელი, ჭნავი
ჩვეულებრივი ძირწითელა
ჩვეულებრივი წაბლი
ჩვეულებრივი ჭანჭყატა
ჩვეულებრივი ჭვავი
ჩვეულებრივი ხორბალი
ჩვეულებრივი ხურმა
ჩვეულებრივი ჯიჯლაყა
ჩვეულებრივი ჯონჯოლი, ფრთისებრი ჯონჯოლი
ჩილური არაუკარია
ჩინგილი
ჩინური აბელია
ჩინური აუკუბა
ჩინური ბანანი, ქონდარა ბანანი
ჩინური დარიჩინის ხე
ჩინური ვაშლი
ჩინური ვაციწვერა
ჩინური თუთუბო
ჩინური ინდიგო
ჩინური ისპანახი
ჩინური კარტოფილი
ჩინური კომბოსტო
ჩინური ჟასმინი
ჩინური ტუნგი, ფორდის ტუნგი, ჩინური ტუნგის ხე
ჩინური ტუხტი
ჩინური წაბლი
ჩინური ხახვი
ჩიტავაშლა
ჩიტაკომშა, ჩიტაწკეპლა
ჩიტიბუდა
ჩიტის ბირკა
ჩიტისთავა
ჩიტისთვალა ტყისა
ჩიტისთვალა ყანისა
ჩიტის ია
ჩიტის იონჯა
ჩიტიფეტვა
ჩიტიფეხა, სერადელა
ჩიტიყველა
ჩიტიწვივა
ჩოღანო
ჩუა
ჩუფა

ცალმარცვალა
ცალმარცვალა ველური
ცაცხვი
ცაცხვი ვერცხლა
ცაცხვი კავკასიური
ცაცხვი მსხვილფოთოლა
ცაცხვი წვრილფოთოლა
ცახის ბალახი
ცახცახა
ცერეცო
ცერცვეკალა, ფიგი
ცერცველა ბანჯგვლიანი
ცერცველა ბეწვიანი
ცერცველა თაგვისა
ცერცველა ოსპისებრი
ცერცველა პანონიისა
ცერცველა ტყისა
ცერცველა უნგრული
ცერცველა ყანისა
ცერცველა შავი
ცერცველა ჩვეულებრივი
ცერცველა ცვალებადი
ცერცველა ცხენისა
ცერცვი
ცერცვი მტრედისა
ცერცვი ხავერდა
ცეცხლეკალა
ცვალებადი ცერცველა
ცვილა სიმინდი
ცვილიანა
ცვილის ხე
ცვილის სურო
ციკასი იაპონური
ცვრიანა
ციკუტა
ცილინდრული ლუფა
ციმბირული ლარიქსი
ციმბირული ნაძვი
ციმბირული სოჭი
ციმბირული ფიჭვი
ციმბირული ქენდირი
ციმციმა
ცინერარია ნაცარა
ცინერარია ჰიბრიდული
ცირცელი
ცისანა
ცის-ვაზი, გლიცინია
ცისთვალა
ცისკარა
ცისფერი იონჯა
ცისფერი ლოტოსი
ცის-ფოლიო
ციტრონო
ციურა
ციფომანდრა
ციცინო
ცოცხა-ბალახი
ცოცხანა, ცოცხობა
ცოცხი ტყისა
ცოცხი ყვითელი
ცოცხის სორგო
ცოცხმაგარა
ცოცხობა
ცრუაკაცია
ცრუქაფურის ხე
ცრუცუგა
ცრუცუგა დუგლასისა
ცრუცუგა იაპონური
ცუგა
ცუგა ამერიკული
ცუგა იაპონური
ცულისპირა
ცხენისკბილა
ცხენისკბილა სოკო
ცხენისკუდა
ცხენისმუხლა
ცხენის ცერცველა
ცხენისწაბლა
ცხენისწაბლა წვრილყვავილა
ცხვარა
ცხვირისატეხელა, ადონისი
ცხვირისატეხელა ყვითელი
ცხვრის კვლიავი
ცხვრის სამყურა
ცხვრის წივანა
ცხიმურა
ცხრაფერა
ცხრატყავა
ცხრატყავა თათრული
ცხრატყავა ქართული

 ძაბრა-სოკო
ძარა
ძაფოვანი იუკა
ძაღლის ბირკა
ძაღლის ენა
ძაღლის პიტნა, ჭინჭრისგერა
ძაღლის სატაცური, მიხელტა
ძაღლის ქინძი
ძაღლმაყვალა
ძაღლნიორა
ძაღლნიორა იმერული
ძაღლყურძენა
ძაძა
ძახველა, ძახველი
ძახველი მარადმწვანე
ძელქვა
ძერანა
ძეძვი
ძეწნა, მტირალა ტირიფი
ძეხვის ხე
ძიგვა, ქისრიბა
ძირთეთრა
ძირმწარა
ძირტკბილა
ძირტკბილა კლდისა
ძირყვითელა
ძირშავა
ძირშაქარა
ძირწითელა
ძირწითელა ლურჯი
ძირწითელა ჩვეულებრივი
ძიძას ბალახი
ძიძო
ძიძო თეთრი
ძიძო ყვითელი, ძიძო სამკურნალო
ძმერხლი
ძმრის ხე
ძურწა
ძურწა მწვანე
ძურწა ნამდვილი
ძურწა ყვითელი
ძუძუმაყვალა

წაბლი
წაბლი ამერიკული
წაბლი იაპონური
წაბლი ჩინური
წაბლი წყლისა
წაბლფოთოლა მუხა
წალიკა
წალიკა ბოსტნისა
წალიკა სელისა
წალიკა წითელი
წამალწვრილი
წართხალი
წახნაგოვანი ლუფა, ავღანური ლუფა
წბილა
წებოვანი იონჯა
წეკო
წეროსწვივა
წერწა
წვიტა
წვრილფოთოლა ცაცხვი
წვრილყვავილა ცხენისწაბლა
წიაპა
წიაღა
წიბა
წივანა
წივანა მდელოსი
წივანა ცხვრისა
წივანა წითელი
წივანა ჭრელი
წითელი გვირილა
წითელი დიკა
წითელი თავთუხი
წითელი კუნელი
წითელი ლიმონი
წითელი მოცვი
წითელი მოცხარი
წითელი მხალი, ფოთლოვანი ჭარხალი, მაგნოლდი
წითელი სამყურა
წითელი სანდალოზი
წითელი ღვია, ფანქრის ხე
წითელი ღიღილო
წითელი შხამ-სოკო
წითელი წალიკა
წითელი წივანა
წითელი ხე ამერიკული
წითელი ჯინჭარი, ნანკინის პერილა
წითელი ჯინჭრის ენა
წითელი ჯიჯლაყა
წითელწვერა
წითლიო
წინწკალა
წინწკალა შემოდგომისა
წიფელი, წიფელა
წიფელი ამერიკული
წიფელი აღმოსავლური
წიფელი ევროპული
წიფლისძირა
წიწაკა
წიწაკა ბულგარული
წიწაკის აბრეშუმა
წიწიბურა
წიწიბურა თათრული
წიწილკურა
წიწინაური
წიწმატა-სელი
წიწმატელა
წიწმატი
წიწმატი ბრაზილიური
წიწმატი ტყისა
წიწმატი წყლისა
წიწმატურა
წკიალა სოკო, ჯიმლა
წნორი
წურწუმა
წყავი
წყავმაზა
წყალიკრეფია
წყალნაწყენი
წყვილმარცვალა ველური
წყლის ბაია
წყლის ბამბა
წყლის ბრინჯი
წყლის დვალურა
წყლის ვაზი
წყლის ვარსკვლავა
წყლის ზამბახი
წყლის იელი
წყლის კაკალი, ჭუღუმბური
წყლის მანანა
წყლის მარწყა-ბალახი
წყლის მრავალძარღვა
წყლის პერი, ლემნა
წყლის სამყურა
წყლის სუმბული
წყლის სურო
წყლის ფურისულა
წყლის წაბლი
წყლის წიწმატი
წყლის ჭირი

ჭადარი
ჭადარი აღმოსავლური
ჭადარი დასავლური
ჭადარი ხუთთითა
ჭალაფშატა, ფშატი ველური
ჭალის ვერხვი
ჭალის მუხა
ჭანგა
ჭანგა ამერიკული
ჭანგა დატოტვილი
ჭანგა მხოხავი
ჭანდარი
ჭანური ზამბახი
ჭანური ნეკერჩხალი
ჭანჭყატა
ჭანჭყატა იაპონური
ჭანჭყატა მეჭეჭიანი
ჭანჭყატა ფართოფოთლიანი
ჭანჭყატა ჩვეულებრივი
ჭაობის კვიპაროზი, ტაქსოდიუმი
ჭაობის ფიჭვი
ჭარელა
ჭარხალი
ჭარხალი სუფრისა
ჭარხალი ფოთლოვანი
ჭარხალი შაქრისა
ჭარხლიფოჩა
ჭაღარა სამყურა
ჭახრაკაული
ჭერამი
ჭეჭველა
ჭეჭკეტა-სოკო
ჭვავი
ჭვავი ჩვეულებრივი
ჭვავისებრი შვრიელა
ჭიაფერა
ჭიკარტი
ჭილი
ჭინჭარა
ჭინჭარი
ჭინჭრისგერა
ჭინჭრის-დედა
ჭინჭრიფოთოლა
ჭიოტა
ჭიოტა სელისა
ჭკვალი
ჭლაკვი
ჭლაკვი რუსული
ჭოროხის მუხა
ჭორტანა
ჭორტანა ტყისა
ჭრელი წივანა, ლერწმქუჩი
ჭრელყვავილა იონჯა
ჭუღუმბური
ჭყანტა
ჭყიმა-მხალი
ჭყიმი
ჭყიპანტა
ჭყორი
ჭყორფოთოლა

ხავერდა, იმერული ზაფრანა
ხავერდა-ცერცვი
ხავსი
ხავსი თეთრეი
ხავსი ირმისა
ხავსი ტორფისა
ხაზაზა
ხანდური
ხანჭკოლა
ხანჭკოლა თეთრი
ხანჭკოლა ლურჯი
ხანჭკოლა მრავალფოთლიანი
ხანჭკოლა ყვითელი
ხანჯალა
ხართუთა
ხარისვარდა
ხარისთვალა
ხარისკუდა, შუბანა
ხარისფაშვა
ხარისშუბლა
ხარისჩლიქა
ხარისძირა
ხარნუყა
ხატოტი
ხაშხაში
ხახამა
ხახვთესლა
ხახვი
ხახვი ზღვისა
ხახვი კლდისა
ხახვი ჩინური
ხახვილო
ხახვისთავა
ხახვისფოჩა
ხახია
ხბოშუბლა
ხებალახა
ხებუერა
ხეგვიმრა
ხევარდი
ხევერცხლა
ხევსურის დიყი
ხეთამხალი
ხეკაქტუსი
ხეკოლა, კოლა
ხემაგარა, ფირმიანა, სტერკულია
ხემარწყვა
ხემახვია, ხემოა
ხემყრალი
ხეპილპილა
ხეპომიდორი, ციფომანდრა
ხერკინა
ხერკინა ლენქორანული
ხერხა
ხერხფოთოლა
ხეტიტა
ხეტუხტი
ხეშავი
ხეშროშანა
ხეჭრელი
ხეჭრელი ამერკული
ხეჭრელი იმერული
ხეჭრელი კლდისა
ხვალო, ჭალის ვერხვი
ხვალო თეთრი
ხვართქლა
ხვართქლა მლაშე
ხვარხვარა
ხვიარა ვარდი
ხვიტი
ხმალა, ხანჯალა
ხოვერა
ხოკერა-გოგრა
ხომანდული
ხომეჭი
ხორბალი
ხორბალი აბაშური
ხორბალი აბისინიური
ხორბალი ინგლისური
ხორბალი ინდური
ხორბალი მაგარი
ხორბალი მახა
ხორბალი მრგვალმარცვალა
ხორბალი პოლონური
ხორბალი რბილი
ხორბალი რბილი უფხო
ხორბალი რბილი ფხიანი
ხორბალი საგაზაფხულო
ხორბალი ქონდარა
ხორბალი ჩვეულებრივი
ხოროსანი
ხორციფერა
ხრაშუნა
ხრიალა
ხუთთითა ჭადარი
ხუთყურა
ხურმა
ხურმა აღმოსავლური
ხურმა ვირგინიული
ხურმა იაპონურიხურმა ჩვეულებრივი
ხურტკმელი
ხურხუმა
ხუჭუჭა, ბეკმანია

ჰარტვისის მუხა
ჰევეა ბრაზილიური
ჰელიოტროპი
ჰელიოტროპი ბაღისა
ჰიბრიდული ცინერარია
ჰიკორი
ჰიმალაური კედარი
ჰიმალაური კვიპაროსი
ჰიმალაური ნაძვი
ჰორიზონტალური კვიპაროსი
ჰორტენზია
ჰოსტა