სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი-ც

ცალმარცვალა

ნ. ზანდური


ცალმარცვალა ველური

ნ. ველური ცალმარცვალა.


ცაცხვი

Tilia caucasica

მოხევ. მაჭი; ინგ. ცაცხ; ჭან. დუცხუ, კავაღი; მეგრ. ცხაცხუ, ცაცხუ, ცხაცხვი; სვან. ზესხრა, ცაცხვ, ფაჩა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიფოთოლმცვენი 35-მდე სიმაღლის ხეა. ხის ვარჯი დიამეტრით აღწევს 2 მ-მდე, თხელი, მსკდომარე ქერქით. ფოთლები მორიგეობითია, გრძელყუნწიანი, დაკბილული, ზედა მხრიდან მწვანე, შიშველი, ქვედა მხრიდან-ნაცარა, ხშირად შებუსული, ყვავილები მოყვითალო-თეთრია, არომატული, შეკრებილია 3-15 ფარისებრ ნახევარქოლგა ყვავილედში.

მცენარის შედგენილობაში შედის ეთერზეთები, გლიკოზიდები, მთრიმლავი ნივთიერებები და ლორწო. არომატის მატარებლად ითვლება ფარნეზოლის სპირტი, კაროტინი და C-ვიტამინი.
ცაცხვის ყვავილი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ნახარშებისა და ნაყენების სახით როგორც ოფლმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი საშუალება. იყენებენ აგრეთვე ნერვული აღგზნების, კრუნჩხვების, უძილობის, თირკმელების, ღვიძლის ჰიპერტონული დაავადების დროს. ძალზე ეფექტურია ცაცხვის ყვავილების ჩაი გაცივების შემთხვევაში. მისი ნახარშები იხმარება აგრეთვე ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, მწვავე ბრონქიტების დროს. გამოიყენება პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად ანთებითი პროცესებისა და ანგინის დროს. ცაცხვის ყვავილები შედის ყელში გამოსავლები სხვადასხვა ნაკრებების შემადგენლობაში.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ცაცხვის ფოთლების, ქერქისა და დაქუცმაცებული კვირტების ლორწოვანი ნახარშები ცხელი ან სველი საფენების სახით დამწვრობის, წყლულების, სარძევე ჯირკვლის ანთების, ბუასილის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარების დროს.


 ცაცხვი ვერცხლა

ნ. ვერცხლა ცაცხვი.


ცაცხვი კავკასიური

ნ. კავკასიური ცაცხვი.


ცაცხვი მსხვილფოთოლა

ნ. მსხვილფოთოლა ცაცხვი.


ცაცხვი წვრილფოთოლა

ნ. წვრილფოთოლა ცაცხვი.


ცახის ბალახი

Descurainia sophia L.

სამხ. ხოპოპა; ჯავახ. ცოცხა; მესხ. ბარბარუკა; გურ. გონგოლა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომლის საყრდენი ღერო ტოტებიანად და ფოთლებიანად რუხია. იზრდება 20-80 სმ სიმაღლისა. ფოთლები დანაწევრებულია. აქვს წვრილი, ღია ყვითელი ყვავილები. ნაყოფი ხაზოვანია, ოდნავ მოხრილი. იღებს მრავალრიცხოვან თესლს. ყვავილობს ივნის-ივლისში. სამკურნალოდ იყენებენ მთელ მცენარეს. ბალახში აღმოჩენილია ალკალოიდები, კუმარინები, ბეტასისტერინი, მდოგვის ზეთი, საპონინები, ცხიმოვანი ზეთი, მჟავეები, С, Е და Р, В ვიტამინები. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება შარდმდენად, ანთების საწინააღმდეგოდ, ანტისეპტიკურად, ჭრილობების შესახორცებლად, შემკვრელად, ამოსახველებლად, ჭიის დამდენად, სისხლაღმდგენად.


ცახცახა

Briza media L.

ქართლ. ქრისტეს ცრემლები; კახ. წუმწუმა; ქიზიყ. ქელეშბალახი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მარცვლოვანთა ოჯახიდან. ღერო ღრუა. იზრდება 80 სმ. აქვს წვრილი და ბრტყელი ფოთლები. ყვავილედი მრავალთავთავიანია. ყვავილობს ივნისში.

მისი წყალში ნახარში გამოიყენება გულისა და ნერვული დაავადებების სამკურნალოდ. პატარა ბავშვებს მის ნახარშში აბანავებენ შეშინებისაგან განსაკურნავად. ეწევიან ბალახს. სვამენ ტუბერკულოზის, თირკმლებისა და შარდის ბუშტის ავადობისას, გაციებისას, დიატეზისას, შარდის შეკავებისას, როგორც შარდმდენ საშუალებას.


ცერეცო

Anethum graveolens L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთ მეტრამდე სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს დატოტვილი ღერო, მორიგეობითი ხაზოვანძაფისებური ფოთლები, ყვითელი წვრილი ყვავილები. კუტივირებულია როგორც სანელებელი.

შეიცავს ეთეროვან და ცხიმოვან ზეთებს, შაქრებს, კაროტინს, ფლავონოიდებს, ფიტონციდებს, ორგანულ მჟავეებს, პროვიტამინს, ვიტამინებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს.

მცენარეს ახასიათებს სპაზმოლიტური, სისხლძარღვების გამაფართოებელი, ჰიპოტეზიური, შარდმდენი, სისხლაღმდგენი, ანტიალერგიული თვისებები.


ცერცვეკალა, ფიგი

Alhagi Pseudalhgi

აღმ., ზმ. იმერ. გორველა, გორველა ბალახი; ჯავახ. ფიგი; ხევს. ნაცერცვალა; იმერ. კვარკვალა, კვარკვალიტა; გურ. ყვავიცერცვა, ტყის ცერცვაჲ; ინგ. გულბაჲ; მეგრ. კვარიაში ხაჯი, ყუდღელიშ ლებია, გვარგვალიტა; სვან. მეჴჩელ, მეღდერილ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიცერცვეკალა 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს და წითელი მოვარდისფრო ყვავილები სწორედ მათზეა გაბნეული 3-8 ყვავილიან ჯგუფებად. კიდემთლიანი, წაგრძელებული, ლანცეტა ან ოვალური ფორმის მარტივი ფოთლები ძირითადად მორიგეობითაა განლაგებული.
პარკები სწორია ან ნამგლისებრ მოხრილი 4-5 თესლით. ყვავილობა გახანგრძლივებულია თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში.

ცერცვეკალას მიწისზედა ნაწილები შეიცავს ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, C და K, აგრეთვე B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ეთერზეთს, ფლავონურ გლიკოზიდებს, მღებავ და შაქროვან ნივთიერებებს, კაუჩუკს, ორგანულ მჟავებს, ფისსა და სხვა. ბალახის ნახარში აძლიერებს ნაღვლის დენას, გააჩნია შემკვრელი თვისება, გამოიყენება ჭვალის დროს, აგრეთვე გასტრიტის, კუჭის წყლულის მკურნალობში. ამცირებს ადამიანის ორგანიზმში სითხის დანაკარგს. ხალხურ მედიცინაში ცერვეკალას ფოთლის ნაყენს იღებენ ოფლდამდენ საშუალებად, ფესვებს კი ბუასილის და სისხლიანი ფაღარათიანობის სამკურნალოდ, საუცხოო თაფლოვანი მცენარეა.


ცერცველა ბანჯგვლიანი

ნ. ბანჯგვლიანი ცერცველა.


ცერცველა ბეწვიანი

ნ. ბეწვიანი ცერცველა.


ცერცველა თაგვისა

ნ. თაგვის ცერცველა.


ცერცველა ოსპისებრი

ნ. ოსპისებრი ცერცველა.


ცერცველა პანონიისა

ნ. პანონიის ცერცველა.


ცერცველა ტყისა

ნ. ტყის ცერცველა.


ცერცველა უნგრული

ნ. უნგრული ცერცველა.


ცერცველა ყანისა

ნ. ყანის ცერცველა.


ცერცველა შავი

ნ. შავი ცერცველა.


ცერცველა ჩვეულებრივი

ნ. ჩვეულებრივი ცერცველა.


ცერცველა ცვალებადი

ნ. ცვალებადი ცერცველა.


ცერცველა ცხენისა

ნ. ცხენის ცერცველა.


ცერცვი

Faba vulgahs Moench. // Vicia faba L.

ჯავახ. ბაკლა; გურ. მიწის ცერცვი; ჭან. ხაჯივაკა ლობია; მეგრ. ხაჯი; სვან. როგ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა 20-150 სმ სიმაღლისა. აქვს რთული და წამახვილებული ფოთლები. ყვავილები ცოცხისებურია, თეთრი, სუსტი სურნელით. ნაყოფი ცილინდრული და გაბერილი პარკია, თესლები - ოვალური. ყავილობს მაის-ივნისში. სამკურნალოდ იყენებენ ყვავილებსა და თესლს, რომლებიც შეიცავს სახამებელს, ნახშირწყლებს, სხვადასხვა ცილებს, უჯრედისს, ფერმენტებს. მცენარეს აქვს შარდმდენი, შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.


ცერცვი მტრედისა

ნ. მტრედის ცერცვი.


ცერცვი ხავერდა

ნ. ხავერდა ცერცვი.


ცეცხლეკალა

Xanthium spinosum L.

ქართლ. ბირკა-ნარი; ფშ. ღორნიკა; მესხ. ნარეკალა; ქვ. იმერ., ლეჩხ. ბირკალუა; აჭ. ნარცეცხლა; ზმ. იმერ. ქარცეცხლა; მეგრ. ქაცხაცი; სვან. მებენძღილ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა 15-30 სმ სიმაღლისა. განტოტვილია და ეკლიანი. ფოთოლი პატარაა, უსწორმასწორო კიდეებით. ნაყოფი ოვალური და ეკლიანი თესლია. საერთოდ, მცენარე შხამიანია. მცენარეში საკმაოდ ბევრი იოდია. ახასიათებს ანტიმიკრობული, სიცხის დამწევი და დამამშვიდებელი თვისებები. ნახარშს იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ჰემოროის, რევმატიზმის, გულის, კბილის, ეგზემის სამკურნალოდ. წვენი იხმარება აბაზანებში, ნაკბენების სამკურნალოდ, ჭრილობების დასამუშავებლად.


ცვალებადი ცერცველა

კახ. ბადალო, ბარდალო; ქართლ., ჯავახ., მესხ. ვირიგვერდა; მოხევ. ხათხვერა; ხევს. აჭკანა, აჭკანტა; მთიულ. დათვის ბარდალა; რაჭ. მაკნა; აჭ. ხვანძა; სვან. მარემ მეჴჩელ, მაწკრენა, მიღდერილ.


ცვილა სიმინდი


ცვილიანა

Myrica gale L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიგანტოტვილი ბუჩქია 60-100 სმ სიმაღლისა. ფოთლები დაკბილულია, უკუკვერცხისებური. ყვავილები პატარაა, ცალსქესა. აქვთ მძაფრი სუნი. ნაყოფი კურკოვანია. შხამიანია. შეიცავს ეთერზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისს, ფიტონციდებს. ახასიათებს შარდმდენი, სისხლაღმდგენი, შემკვრელი, ანტისეპტიკური, დამაძინებელი, ანტიჰელმინური თვისებები. ნაყენს იღებენ უძილობის, ფაღარათის, ხველის, გამონაყარის, ჭიების სამკურნალოდ. დანაყულ ფოთლებს ცხიმთან ერთად იყენებენ ქავილის და კანის სხვა დაავადებებისათვის. ნახარშით იბანენ თავს.


ცვილის ხე


ცვილის სურო


ციკასი იაპონური

ნ. იაპონური ციკასი.


ცვრიანა

ნ. დროზერა.


ციკუტა

Cicuta virosa L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ბალახოვანი და შხამიანი მცენარეა 150 სმ სიმაღლისა. აქვს მსხვილი ძირი, დანაწევრებული ფოთლები, თეთრი, წვრილი ყვავილები, მრგვალი ორთესლიანი ნაყოფი. მცენარე შხამიანია, რასაც განაპირობებს ციკუტოტოქსინის შემცველობა. ციკუტოტოქსინი სპაზმოლიტური შხამია, რომელიც ძლიერად მოქმედებს თავის ტვინზე. გარდა ამისა, მცენარე შეიცავს ალკალოიდებს, პოლიაცეტილურ ნაერთებს, ეთერზეთს, ფლავონოიდებს, კვერცეტინს, კემპფეროლს.

მას ხალხურ მედიცინაში იყენებენ კანის დაავადებების, რევმატიზმის, საჯდომი ნერვის ანთებისას. აქტურად იყენებენ ჰომეოპათიაში.


ცილინდრული ლუფა


ციმბირული ლარიქსი


ციმბირული ნაძვი


ციმბირული სოჭი


ციმბირული ფიჭვი


ციმბირული ქენდირი

Trachonutum lancifolium (Russan.) Pobed. (Apocynum lancifolium Russan., A. sibiricum sensu Ledeb.)

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა 80-120 სმ სიმაღლისა. ტოტები ზეაღმართულია; ფოთლები სუპროტული, მოგრძო ან ლანცეტური; ყვავილები ცოცხისებურია; თესლი მსხვილი და კვერცხისებური. ყვავილობს ზაფხულში. სამკურნალოდ გამოიყენება ძირები, რომელიც შეიცავს კარდენოლიდებს. მისი ნაყენი გამოიყენება საგულე საშუალებად.


ციმციმა


ცინერარია ნაცარა

ნ. ნაცარა ცინერარია.


ცინერარია ჰიბრიდული

ნ. ჰიბრიდული ცინერარია.


ცირცელი

მოხევ., მთიულ. წორო, მწორო; მესხ., რაჭ., ლეჩხ., იმერ., გურ. ჭნავი; აჭ. მჭკნავი; მთ. რაჭ. მჭნავი; ლეჩხ. გოგლანდი; მეგრ. ამჩვაშა, ჩვახა, ჭვახა; სვან. გოგლანდ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიდაბალი ბუჩქია 1,5-2 მ სიმაღლისა. ფოთლები ალუბლის ფოთლებს წააგავს. ყვავილები თეთრი ან ვარდისფერი. ნაყოფი მსხვილია, ხორციანი, შავი. ყვავილობს ივნის-ივლისში. ნაყოფი შეიცავს ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, ორგანულ მჟავას, კაროტინს.

ცირცელი გამოიყენება ტოქსიკოზისა და ჰიპერტონული დაავადებების სამკურნალოდ.


ცისანა

ნ. კესანე.


ცის-ვაზი, გლიცინია

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიკახ. რუსული იასამანი; გურ. ცის-ვარდი; იმერ. ვენახა-ვარდი; მეგრ. ყურძენიშ ვარდი.


ცისთვალა

სამხ. ლურჯი ყვავილი; კახ. ძაღლის ია; ქიზიყ. ძაღლის ენძელა; ზმ. იმერ.აჭ. ოლენა; რაჭ. მწვადინელა; მეგრ. ღეჯიში პურასკია, ჩიტიში ბორკი.


ცისკარა

Levisticum officinale Koch.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა 150 სმ სიმაღლისა. აქვს სწორმდგომი ღერო და თეთრი, სურნელოვანი ფესვები. ფოთლები მბზინავია, დაკბილული. ყვავილები წვრილია, ყვითელი. ყვავილობს ივნის-ივლისში. ნაყოფი წაგრძელებული ორთესლაა. ყვავილობს ზაფხულში. სამკურნალოდ გამოიყენება ძირები, რომლებიც შეიცავს ტერპენოლს, ცინეოლს, კარვაკროლს, ეთერზეთს, ბერგაპტენს, ფისებს, სახამებელს, შაქარს, მჟავებს. ახასიათებს შარდმდენი, ნაღველმდენი, ქარებსაწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, ციებ-ცხელების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ამომახველებელი თვისებები. მისი ნაყენი აუმჯობესებს მადას, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავებისა და გულის მოქმედებას, სუნთქვას.


ცისფერი იონჯა

Medicago sativa L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა წვრილი შიშველი ღეროთი. ფოთლები რთულია, სამად დაყოფილი. ყვავილები ლურჯია, ნაყოფი სპირალური პარკი.
მცენარე შეიცავს ცილებს, ვიტამინ С-ს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს და სხვა ნივთიერებებს. სამკურნალოდ გამოიყენება მთელი მცენარე. მისი ნაყენი გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის და ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ.


ცისფერი ლოტოსი


ცის-ფოლიო

ხევს. ლურჯი სკიპალო.


ციტრონო

ნ. ბადრანგი.


ციურა


ციფომანდრა

ნ. ხეპომიდორი.


ციცინო


ცოცხა-ბალახი


ცოცხანა, ცოცხობა

Verbena officinalis L

იმერ. შავი ცოცხი, სამაჭრია; რაჭ., კახ. ცოცხმაგარა; გარე კახ., ქიზიყ. ჩადი; ლეჩხ. მოზვრიკუდე; გურ. ცოცხა-ცოცხა, ცახა-ცახა; ინგ. კარაზანა; მეგრ. მაქოსალია, მაწკინტია, ჩე, ოქოსალე.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ოთხკუთხა ღეროთი. აქვს სუპროტული ფოთლები, ღია ვარდისფერი ან იისფერი ყვავილები. ნაყოფი შედგება ოთხი მშრალი კაკლისაგან. სამკურნალოდ აგროვებენ ყვავილედს, რომელიც შეიცავს ვერბენალინს, ეთერზეთს, ტანინებს და სხვ. ახასიათებს საერთომომამაგრებელი, სიცხისდამწევი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. იყენებენ დაღლილობის, მოთენთილობის შემთხვევებში. ხმარობენ პირის ღრუსა და ყელში სავლებად, ჭრილობების მოსაბანად.


ცოცხი ტყისა

ნ. ტყის ცოცხი.


ცოცხი ყვითელი

ნ. ყვითელი ცოცხი.


ცოცხის სორგო

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიქართლ. სიმინდა ცოცხი; რუსული ცოცხი; იმერ., რაჭ. ჭიქურა; გურ. ხაზარულა, ცოცხობა; აჭ. ურუში; ჭან., მეგრ. ოქოსალე, ოქოსალი, ფენჯგირე; სვან. ნანგავარიაქ.


ცოცხმაგარა

Lythrum salicaria L.

ქიზიყ. იასამანა; წყლის იასამანი; მესხ. ღვინთა; გურ. ცახა-ცახა; ლეჩხ. წითელცოცხე; ინგ. წითელ ცახ; მეგრ. ჯუქურე.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა 60—120 სმ სიმაღლისა. აქვს ბეწვებით დაფარული ღერო და ფოთლები. ყვავილები ექვსფერაა. ნაყოფი კოლოფია. იყენებენ ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელ, სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად. ყვავილების ნაყენი გამოიყენება შინაგანი სისხლდენისა და წყლულების სამკურნალოდ.


ცოცხობა

ნ. ცოცხანა.


ცრუაკაცია

ნ. ეკლის ხე.


ცრუქაფურის ხე


ცრუცუგა


ცრუცუგა დუგლასისა

ნ. დუგლასის ცრუცუგა.


ცრუცუგა იაპონური

ნ. იაპონური ცრუცუგა.


ცუგა


ცუგა ამერიკული

ნ. ამერიკული ცუგა.


ცუგა იაპონური

ნ. იაპონური ცუგა.


ცულისპირა

Lathyrus sativus L.

გარე კახ., ქიზიყ. სამარხვო.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა 15-100 სმ სიმაღლისა. აქვს ნაზი ფესვი, სწორმდგომი ღერო, ულვაშიანი ფოთლები, ერთეული თეთრი ან ლურჯი ყვავილები. მაყოფი თესლია. მცენარე თაფლოვანია. შეიცავს კემპფეროლს, აზოტურ ნაეთებს, მალვიდინს, ნახშირწყლებს, სტიგმასტერინს, ლიპიდებს. მისი პრეპარატები მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გამოიყენება ჰომეოპათიაში ზურგის ტვინის, სკლეროზის, გასტროენტრიტის და იმპოტენციის სამკურნალოდ.


ცხენისკბილა

Leucojum aestivum L.

მეგრ. ცხენიში მაკიბირაია.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა 15-40 სმ სიმაღლისა. ფოთლები ფართოხაზიანია, მბრწყინავი, ყვავილები ცოცხისებურია, ნაყოფი - მრგვალი კოლოფი.

შეიცავს ალკალოიდებს. მისი პრეპარატები ებრძვის ქოლესტერინს, აწესრიგებს აცეტილქოლინის შემცველობას. ექსტრატს იღებენ ფსიქოზისა და გრძნობითი მოშლილობის შემთხვევებში.


ცხენისკბილა სოკო

იმერ. ხარისკბილა.


ცხენისკუდა

Erigeron canadensis L, Conyza canadensis (L.) Cronq.

იმერ. ვირიკუდა, ტოღორა, თოხისტარა, ჯორის კუდე; რაჭ. მოლისცოცხა; აჭ. ხერტალა; გურ. ჯორისკუდა; მეგრ. გახოკია, ფაშატიში კუდელი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა 30-160 სიმაღლისა. აქვს მორიგეობითი, ხაზოვან-ლანცეტური ფოთლები, წვრილი და თეთრი ყვავილები. სურნელოვანია. ყვავილობს შემოდგომის დასაწყისში.

სამკურნალოდ აგროვებენ ბალახს ყვავილობისას. შეიცავს ეთერზეთს ლიმონენით, ტერპინეოლით, ალდეჰიდებით. ზრდის თმას, ებრძვის ანთებას, აჩერებს სისხლს.


ცხენისმუხლა

ნ. ეფედრა.


ცხენის ცერცველა

კახ. გარეული ცერცვი; ერწო ველის ცერცვი; სამხ. სიარსველა.


ცხენისწაბლა

Aesculus hippocastanum

ინგ. დევაჲ წაბლ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიხეა, სიმაღლით 30 მ-მდე, განიერი, ხშირტოტებიანი. ხის ტანზე ქერქი მუქი ნაცრისფერია, დახეთქილი, ყლორტები მოყვითალო-ყავისფერია. ფოთლები მოპირისპირედაა განლაგებული, ყუნწიანია.
თეთრი, წითელ ლაქებიანი ყვავილები პირამიდულ ყვავილედშია შეკრებილი, სიგრძით 20-30 სმ აღწევს. ნაყოფი მწვანე, მომრგვალო, ეკლებით დაფარული კოლოფია. ცხენისწაბლას ფოთლები შეიცავენ ფლავონოიდებს, გლიკოზიდებს და ოქსიკუმარინებს, კაროტინოიდებს, ვიტამინ E-ს, პლასტოქინონებს; ქერქი - გლიკოზიდებს: ესკულინსა და ესკულეტინს, ფრაქსინს; ყვავილები - კვერციტრინს, რუტინს და სხვ.

ნაყოფში - 25 სხვადასხვა სახის ფლავონოიდია, გარდა ამისა, არის საპონინი, ესცინი, პურინი, E და B ჯგუფის ვიტამინები. მედიცინაში ცხენისწაბლას პრეპარატები გამოიყენება ოპერაციის შემდგომი თრომბოზების, ტრავმის შემდგომი შეშუპების პროფილაქტიკისათვის. ნაყენით ან ექსტრაქტით თრომბოფლებიტის მკურნალობის დროს ავადმყოფებს უმცირდებათ ტკივილები და შეშუპება, დაავადებულ ადგილებში ანთებითი პროცესი მცირდება. ანალოგიური ეფექტი აღინიშნება ბუასილის მკურნალობის დროს. კარგ შედეგს იძლევა ვარიკოზული ვენების გაგანიერების შედეგად წარმოქმნილი ტროფიული წყლულების მკურნალობის დროს. მისი ნაყოფისაგან დამზადებული ექსტრაქტია ესკუზანი.

ხალხურ მედიცინაში ვენების გაგანიერების და ბუასილის სამკურნალოდ ნაყენსა და ყვავილების ახალ წვენს იყენებენ. ცხენისწაბლას ქერქის წყლიანი ნაყენი იხმარება ფაღარათის საწინააღმდეგოდ, ნაწლავების ანთების დროს ითვლება საუკეთესო სამკურნალო საშუალებად. საშვილოსნოდან და ბუასილის სისხლის დენის დროს ხმარობენ მოხალული ნაყოფისაგან დამზადებულ ფხვნილებს.


ცხენისწაბლა წვრილყვავილა

ნ. წვრილყვავილა ცხენისწაბლა.


ცხვარა

Centaurea cyanus L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმოხევ. ნაბადა, ცხორი; მთიულ. მოჭრილის წამალი; ქართლ. კარაქა; ჯავახ., მესხ. ვაცები.

ცნობილია Centaurea-ს მრავალი ჯიში, მათ შორის სამკურნალო.

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახისა. იზრდება 60 სმ სიმაღლისა. აქვს განტოტვილი წვრილი ფესვი. მცენარის ზედა ნაწილიც განტოტვილია. ფოთლები მორიგეობითია, ლანცეტურ-ხაზოვანი. ყვავილები მილისებურია. ყვავის მაისიდან აგვისტომდე.

ნაყოფი ქოჩრიანი თესლია. ყვავილები შეიცავს საღებავ ნივთიერებებს, გლიკოზიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, სტეროიდებს, ლორწოს, ალკალოიდებს, ასკორბინის მჟავას, მინერალურ მარილებს.

მცენარის პრეპარატებს იყენებენ შარდმდენად გულისა და თირკმლების დაავადებისას, ნეფრიტის, ცისტიტის, ურეტრიტების სამკურნალოდ, სუსტ ნაღველმდენად ღვიძლისა და ნაღველსადენი გზების ქრონიკული დაავადებების დროს.

ხალხურ მედიცინაში იგი პოპულარულია უძველესი დროიდან როგორც თვალის დაავადებების სამკურნალო საშუალება.


ცხვირისატეხელა, ადონისი

Adonis vernalis L.

ჯავახ. ჩიტის ყაყაჩო; მესხ. ძაღლის ყაყაჩო; ქართლ. ყაყაჩოს შვილი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მოკლე და მსხვილი ძირით. აქვს 40-50 სმ სომაღლის ბეწვიანი და ხშირი, მაგრამ ოდნავ განტოტვილი ღეროები. ფოთლები მორიგეობითია. ყვავილებიმოზრდილია, ღია-ყვითელი. ნაყოფი მრგვალი, დაწინწკლული კაკალია. სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი. იგი შეიცავს 25 ინდივიდუალურ საგულე გლიკოზიდს, რომელთა უმეტესობა ფოთლებშია. მიწისზედა ნაწილებში ნაპოვნია К-სტროფანტინ-ბეტა და ციმარინი, ფესვებში - К-სტროფანტინ-ბეტა. ბალახი შეიცავს სპეციფიკურ ადონისის კარდენოლიდს- ადონიკსინს, დიმეტოქსიხინონს, ფიტოსტერინს, ფლავონოიდებს, სტეროიდულ საპონინებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ქოლინს, კუმარინებს, ორგანულ მჟავებს, ადონიტის სპირტს.

ადონისის პრეპარეტები განეკუთვნება საგულე გლიკოზიდებს. ისინი ანელებენ გულის რიტმს, ამუხრუჭებენ გულის გამტარობას, აძლიერებენ სისტოლას, აგრძელებენ დიასტოლას, აფართოებენ ვენებს, ასუსტებენ ნერვული სისტემის აღგზნებადობას.

ისინი ინიშნება სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისიბის შედარებით სუსტი ფორმების დროს, გულის ნერვოზისას, ინფექციური დაავადებისას, თირკმლების უკმარისობისას და ა.შ.


ცხვირისატეხელა ყვითელი

ნ. ყვითელი ცხვირისატეხელა.


ცხვრის კვლიავი

Ciclospermum leptophyllum (Pers.)

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიქართლ., კახ. კვლიავი; მოხევ. მკვლიავაჲ.


ცხვრის სამყურა

Trifolium ambiguum

მესხ. თუთა-ვარდი; ჯავახ. თუთაყვავილა, ცხვრის თუთა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს მრავალრიცხოვანი ფესვები. იზრდება 50 სმ სიმაღლისა. ფოთოლი დანაწევრებულია სამად. ყვავილები თეთრია, ბოლოებში მოვარდისფრო-მოწითალო. თესლი ღია-ყავიფერია. ძირითადად გამოყოფენ მის ორ სახეს- თეთრს და წითელს. სამკურნალოდ ორივეს იყენებენ. თეთრი სამყურას წვენს ხმარობენ წყლულებისა და ძირმაგარების სამკურნალოდ. წითელი სამყურას ფოთლებისა და ბუტონების ნაყენი აგდებს სიცხეს, ებრძვის ანთებას. ახასიათებს ანტისეპტიკური, ბაქტერიციდული და სპაზმოლიტური თვისებები. იგი შეცავს მინერალურ ნივთიერებებს, ვიტამინებს, სალიცილის მჟავას. მის ნახარშს იყენებენ ალერგიული და კანის დაავადებების, მათ შორის ტრფიული წყლულების და ფსორიაზის სამკურნალოდ. იგი მიიღება ბრონხიტის დროსაც. დანაყულ ფოთლებს იდებენ მტკივნეულ ადგილებზე გასაყუჩებლად. თესლების ნაყენი აძლიერებს სქესობრივ ფუნქციებსაც.


ცხვრის წივანა

Festuca ovina L და Festuca rubra L.
ქიზიყ. მწივანა; მთ. ფუშკვრივაჲ, ქუშაჲ; ხევს. ქოჩი; მოხევ. ქუჩმკვრივაჲ, ქუჩიმკვრივაჲ; მესხ. ქოჩორა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიგანასხვავებენ ორ ძირითად სახეობას . Festuca ovina L და Festuca rubra L.

Festuca ovina L. — სახელწოდებაში ცხვარი დომინირებს იმიტომ, რომ იგი ითვლება ცხვრის კარგ საკვებად. აქვს წვრილი თავთავები. ფოთლები გამოდის ძირებიდან. ღეროს სიმაღლე 30 სმ-ს აღწევს. შედის სხვადასხვა წამლის შემადგენლობაში.


ცხიმურა

Pinguicula vulgaris L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი5-15 სმ სიმაღლის მრავალწლოვანი სამკურნალო მცენარეა. აქვს შიშველი ღერო, მოგრძო ფოთლები, ლურჯი ან იისფერი ყვავილები გრძელი ყუნწებით. ყვავილობს ივნის-ივლისში. სამკურნალოდ გამოიყენება ღეროები, ფოთლები და ყვავილები. მცენარე შეიცავს ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფენოლკარბონულ ყავისფერ მჟავას.
მისი ნახარში და ნაყენი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც ჭრილობების შემახორცებელი საშუალება დამწვრობის, გამონაყრების და შესიებების დროს. ბალახის წვენი ისმევა დიზინტერიის, ღვიძლის დაავადების, სუნთქვის ორგანოების სამკურნალოდ. გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლად.


ცხრაფერა

Cosmos bipinnatus, Cosmos sulphureus

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიკახ. ბიზბიზა, ცოცხურა.


ცხრატყავა

Lonicera

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონისწორმდგომი მცოცავი ბუჩქია. ცნობილია მისი ასოთხმოცამდე სახეობა. Lonicera edulis Turcz. ex Freyn იზრდება 60-100 სმ. აქვს პატარა ფოთლები და მარავალრიცხოვანი ყვავილები და გემრიელი ნაყოფი. სამკურნალოდ გამოიყენება ფოთოლი, ყვავილი კენკრა. მცენარე შეიცავს სახამებელს, ნახშირწყლებს, ეთერზეთს, კარბონულ ნაერთებს, ცხიმოვან მჟავებს, ბეტაინს, ვიტამინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ანტოციანებს, ლეიკოანტოციანებს. ხალხურ მედიცინაში ნახარში გამოიყენება ასციტის და სხვადასხვა წარმომავლობის დენების დროს, როგორც შარდმდენი საშუალება. ნახარში გარეგანადაც იხმარება როგორც ანტისეპტიკური საშუალება ყელში, პირის ღრუში გამოსავლებად და ჭრილობების შესახორცებლად. ნაყოფი სასარგებლოა ჰიპერტონული დაავადებებისა და ბრადიკარდიის, შაქრიანი დიაბეტის, ცხიმიანობის, კუჭისა და თირკმლების დაავადებების სამკურნალოდ. გამხმარი ნაყოფი ანტიბიოტიკების წყაროა. იგი ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას.


ცხრატყავა თათრული

Lonicera tatarica L.

ნ. თათრული ცხრატყავა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონითათრული ცხრატყავა 1,5-2,5 მ სიმაღლის ბუჩქია. აქვს მოგრძო ფოთლები, შიშველი და ფერადი ნაყოფი. ყვავილობს მაის-ივნისში. სამკურნალოდ გამოიყენება ქერქი. შეიცავს საპონინებს, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კუმარინებს, ფლავონოიდებს, უმაღლეს ალიფატურ ნახშირწყლებს, სახაროზას, გლუკოზას, ფრუქტოზას. ავლენს ანტიბაქტერიულ აქტივობას. მცენარე შხამიანია.


ცხრატყავა ქართული

Lonicera iberica M.B.

მესხ. მეცხვარის კვარი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთ მ-მდე სიმაღლის ტანდაბალი ბუჩქია. აქვს მოკლეყუნწიანი, მოკლე და ლანცეტური ფოთლები. მოყვითალო ყვავილები მოთავსებულია ფოთლების უბეებში. ნაყოფი ელიფსურია, წვნიანი. აქვს მრავალრიცხოვანი თესლი. სამკურნალოდ გამოიყენება ნაყოფი, ფოთოლი, ყლორტი და ყვავილი.

მცენარე შეიცავს შაქრებს, ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდებს, ანტოციანს, ვიტამინებს, ნახშირწყლებს, ეთერზეთებს, სპირტებს, ცხიმმჟავებს, ბეთანს, ფოლიენის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს.

ყლორტების ნახარშს იყენებენ ასციტის (მუცლის ღრუში სითხის დაგროვების) დაავადების სამკურნალოდ, შარდმდენ საშუალებად. ფოთლების ნახარში გამოიყენება ანგინის, პირის ღრუს ანთებისა და ჭრილობების მოსაშუშებელ საშუალებად.

ნაყოფი იხმარება ჰიპერტონული დაავადებისას (რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილები, თავბრუსხვევები), შაქრიანი დიაბეტის, ვიტამინების ნაკლებობის, სიცხის, კუჭისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებად.