logo-herba

antiD-header

«ადამიანების 2 პროცენტი - აზროვნებს, 3 პროცენტი - ფიქრობს, რომ აზროვნებს, ხოლო  95 პროცენტს ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე იაზროვნოს». 

ჯორჯ ბერნარდ შოუ
ბრიტანელი მწერალი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე. ნობელის პრემიის ლაურეატი

დიმიტრი უზნაძე. ბიოგრაფია

დიმიტრი უზნაძე – Dimitri Uznadze (1886 – 1950 წწ.)

Dimitri Uznadzeდიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე – საქართველოში ფსიქოლოგიური მეცნიერების ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1918), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1918).

ვრცლად: დიმიტრი უზნაძე. ბიოგრაფია

დიმიტრი უზნაძე. ომის ფილოსოფია

ომის ფილოსოფია1

სიკვდილი როგორც ბოროტება
მახსოვს, ამ რამდენიმე წლის წინ ერთი სურათი ვნახე, სურათი სრულიად სადა, უბრალო ხასიათის იყო. მაგრამ მან მაინც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

ვრცლად: დიმიტრი უზნაძე. ომის ფილოსოფია

ლოურენს კოლბერგი

kohlbergამერიკელი ფსიქოლოგის, ლოურენს კოლბერგის (Lawrence Kohlberg (Bronxville, 25 oktober 1927 – 19 januari 1987 ) თეორია ეხება იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის მორალური განვითარება. ეს უკანასკნელი ეხება პიროვნების უნარს, აღიქვას და გაიგოს სხვა ადამიანების განსხავებული პერსპექტივები.

მორალური განვითარების მკვლევრებს შორის , ჟან პიაჟეს შემდეგ , ლოურენს კოლბერგი ყველაზე გავლენიან მეცნიერად ითვლება. იგი მოღვაწეობდა ჩიკაგოსა და ჰარვარდის უნივერსტეტში. მისი კვლევები მორალური განვითარების სფეროში ტარდებოდა ჰარვარდის უნივერსიტეტის „მორალური განათლების ცენტრში“. კოლბერგის თეორია ჩამოყალიბდა ჟან პიაჟეს ადრეული მოსაზრებების გავლენით, რომელიც ცდილობდა მორალური განსჯის დაკავშირებას ბავშვის ზოგად კოგნიტური უნარების მომწიფების დონესთან.

პიაჟესგან განსხვავებით, კოლბერგმა გამოყო მორალური განვითარების 3 დონე, რომლებიც თავის მხრივ მოიცავს 2 სტადიას. კოლბერგი მიიჩნევდა,რომ ადამიანის მორალური განვითარება არ არის პირდაპირი პროდუქტი არც ბიოლოგიური სიმწიფის და არც სოციალიზაციის. ნაცვლად ამისა, მორალური განვითარებისათვის გადამწყვეტია ჩვენივე აზროვნება, და ფიქრი მორალური დილემებზე. სოციალური გამოცდილება , რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მას შეუძლია მხოლოდ სტიმულის როლი შეასრულოს ამ პროცესში. უფრო მნიშვნელოვანია ინდივიდუალური განსჯა, შინაგანი კოგნიტური კონფლიქტი. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვერთვებით დისკუსიაში, ჩვენ ვცდილობთ შევაფასოთ საკუთარი მოსაზრება , დავუსვათ შეკითხვები საკუთარ თავს, მივაღწიოთ უფრო მეტ მკაფიოებას და ჩამოვაყალიბოთ შეძლებისდაგვარად მართებული პოზიცია. ეს არის პროცესი რომელიც ადამიანს უბიძგებს პროგრესირდეს მორალური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე. კოლბერგი, აგრეთვე, თვლიდა, რომ მორალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია აქვს თუ არა ადამიანს სხვების განსხვავებული მსოფლმხედველობის გააზრების უნარი. როდესაც ბავშვები ურთიერთობენ სხვებთან, ისინი ამჩნევენ, რომ ადამიანების მოსაზრებები განსხვავდება ერთმანეთისაგან და მათი ურთიერთშედარების პროცესში უყალიბდებათ კონცეფციები სამართლიანობის და უსამართლობის შესახებ.

კოლბერგის სტადიური მოდელი 4 პრინციპით ხელმძღვანელობს,

  • ყოველ მოცემულ მომენტში ინდივიდი შეიძლება იყოს მორალური განვითარების მხოლოდ ერთ რომელიმე სტადიაზე.
  • ყველა გაივლის ამ სტადიებს მოცემული თანმიმდევრობით.
  • ყოველი სტადია უფრო მრავლისმომცველი და რთულია, ვიდრე წინა.
  • სტადიები კულტურულად უნივერსალურია.

მორალური განვითარების შეფასებისთვის კოლბერგი იყენებდა ინტერვიუს მეთოდს, რომელიც შედგებოდა დილემების სერიებისაგან. კოლბერგის თავდაპირველი კვლევა ჩატარდა 72 ბიჭზე, რომლებიც 10, 13 და 16 წლის ჩიკაგოს მაცხოვრებლები იყვნენ , საშუალო და დაბალი სოციალური ფენის ოჯახებიდან. მომდევნო პერიოდში კოლბერგმა კვლევაში ჩართო უფრო მცირე ასაკის ბიჭები და გოგონები ამერიკის და მსოფლიოს სხვა ქალაქებიდანაც.

ჰანსის დილემა

მოქმედება ხდება ევროპაში. ქალბატონი იღუპებოდა სიმსივნისაგან. არსებობდა ერთი წამალი, რომელიც, ექიმის აზრით, პაციენტს გადაარჩენდა. ეს წამალი ადგლობრივი პროვიზორის მიერ ახალი აღმოჩენილი იყო და რადიუმს შეიცავდა. წამლის თვითღირებულება ძვირი იყო, მაგრამ პროვიზორი მას ათჯერ უფრო მეტს აფასებდა. ის რადიუმში იხდიდა 200 $ და წამლის მცირე დოზას 2,000$– ს აფასებდა. ქალის მეუღლე, ჰანსი, ფულის შეგროვებას ცდილობდა წამლისთვის. მან 1000$ –ის სესხება მოახერხა, რაც საჭირო თანხის მხოლოდ ნახევარი იყო. მან უთხრა პროვიზორს, რომ მეუღლე უკვდებოდა და თხოვა მიეყიდა 1000$ ან მოგვიანებით გასტუმრების საშუალება მიეცა. პროვიზორმა უპასუხა :“ არა, მე აღმოვაჩინე ეს წამალი და ვაპირებ მისგან ფული ვიშოვნო.“. სასოწარკვეთილმა ჰანსმა გადაწყვიტა გაეტეხა აფთიაქი და წამალი მოეპარა. უნდა გაეკეთებინა თუ არა მას ეს?
კოლბერგს ნაკლებად აინტერესებდა სუბიექტი „დიახ“–ს იტყოდა თუ „არა“–ს. მისთვის მნიშვნელოვანი იყო მიზეზი, რაც პასუხს ედო საფუძველად. მკვლევარს აინტერესებს,რას ფიქრობს სუბიექტი, რატომ უნდა მოეპარა ან არ უნდა მოეპარა ჰანსს წამალი. ინტერვიუერი სვამდა შემდეგ შეკითხვას, რომელიც მას ეხმარებოდა ბავშვის პასუხის მიზეზების დაზუსტებაში. მაგალითად, აქვს თუ არა ჰანსს უფლება წამლის მოპარვისა, თუ ის ძალადობს პროვიზორზე და რა განაჩენს გამოუტანდნენ მას მსაჯულები, თუ კი დაიჭერდნენ? როგორც უკვე აღვნიშნეთ, მკვლევრისთვის მთავარია გამოიკვეთოს მოტივი, რომელიც კონკრეტულ პასუხს უდევს საფუძვლად. ინტერვიუ გრძელდებოდა სხვა დილემების განხილვით, რათა გამოკვეთილიყო ცდისპირის მორალური განვითარების დონე.
აღნიშნული ინტერვიუირების საფუძველზე ჩამოყალიბდა კოლბერგის მორალური განვითარების თეორია, რომელიც მოიცავს შემდეგ სტადიებს:

დონე I- პრეკონვენციალური მორალი(პირობთამდელი მორალურობა)

1 სტადია – ორიენტაცია მორჩილებასა და დასჯაზე

კოლბერგის ეს სტადია ემთხვევა პიაჟეს თეორიის პირველ სტადიას. ამ სტადიაზე, ბავშვები მიიჩნევენ, რომ ძალაუფლების მქონე ავტორიტეტებმა ჩამოაყალიბეს ფიქსირებული ნორმები, რომელთაც უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ. ბავშვების ტიპიური პასუხები ჰანსის დილემის შესახებ კი შემდეგია „ ჰანსს არ უნდა მოეპარა წამალი, რადგან მოპარვა ცუდი საქციელია, ხოლო მოპარვა ცუდი საქციელი არის იმიტომ, რომ დაისჯები.“

2 სტადია – ორიენტაცია წაგება/ მოგებაზე

ამ სტადიაზე ბავშვები ხვდებიან, რომ არ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი მოსაზრება და ეს მოსაზრება შეიძლება სულაც არ ეკუთვნოდეს ავტორიტეტს. ისინი ხვდებიან , რომ ყველას აქვს ინდივიდუალური მოსაზრება, მორალური განსჯა კი ეფუძნება სარგებლიანობის პრინციპს. ბავშვების მსჯელობის მაგალითები: „ ჰანსს უნდა მოეპარა წამალი, თუ უნდოდა, რომ მის ცოლს ეცოცხლა, ხოლო თუ ჰანსს ერჩივნა ვინმე უფრო ახალგაზრდა და ჯანმრთელ ქალზე ექორწინა, ეს არ უნდა გაეკეთებინა.“ „ ჰანსს უნდა მოეპარა წამალი ცოლისთვის, რადგან მას შვილი ჰყავდა და სჭირდებოდა ვინმე, ვინც მას მოუვლიდა“ . „ჰანსს არ უნდა მოეპარა წამალი, რადგან ძალიან დიდი ხნით ჩასვამდნენ ციხეში.“
საინტერესოა, როგორ იცვლება დამოკიდებულება დასჯის მიმართ პირველიდან მეორე სტადიაზე. პირველს სტადიაზე დასჯა მიბმულია ცუდ ქცევასთან, ბავშვის გონებაში. დასჯა განაპირობებს იმას, რომ დაუმორჩილებლობა ცუდია. ხოლო მეორე სტადიაზე დასჯა განიხილება, როგორც უბრალოდ რისკი, რომელსაც ადამიანი უნდა ერიდოს.

II დონე – კონვენციონალური მორალი ( პირობითი მორალურობა)

3 სტადია – ორიენტაცია შექებაზე

ამ სტადას ბავშვები დაახლოებით თინეიჯერობის პერიოდში აღწევენ. მათი აზრით, ადამიანმა უნდა იცხოვროს ისე, როგორც ამას მისგან ელის ოჯახი და საზოგადოება. მათი ქცევა განპირობებულია შექების დამსახურების მოტივით. ამიტომ ეწოდება ამ სტადიას პირობითი მორალურობა. მორალური განვითარება ფოკუსირებულია სოციალურ მოლოდინებსა და როლებზე. ტიპიური პასუხები დილემაზე : „ჰანსს რომც არ ყვარებოდა მისი ცოლი, მაინც უნდა მოეპარა წამალი, რადგან არ არის მოსაწონი, როდესაც ქმარი გულხელდაკრეფილი შეჰყურებს ცოლის სიკვდილს.“

4 სტადია– ორიენტაცია კანონსა და წესრიგზე

ამ სტადიაზე სოციალურ ნორმებზე დამოკიდებულება უფრო ფართოვდება. უკვე ხაზგასმულია კანონისადმი მორჩილება და ავტორიტეტის პატივისცემა. ტიპური განსჯა : „ჰანსის განზრახვა, რომ ცოლი გადაერჩინა სწორია, მაგრამ ეს მის ქურდობას არ ამართლებს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ყველა დაიწყებს კანონსაწინააღმდეო ქმედებას, რადგან ჩათვლის,რომ სწორი განზრახვები აქვს?“
„ არ მინდა კანონდამცველი მოხელესავით ვილაპარაკო და დროშები ვაქნიო, მაგრამ თუ ყველა ისე მოიქცევა, როგორც თავად თვლის რომ ეს სამართლიანია, მაშინ საზოგადოება ქაოსში აღმოჩნდება. ასეთ შემთხევაში საზოგადოება ვერ იფუნქციონირებს“
როგორც ვხედავთ, ამ სტადიაზე ადამიანების მსჯელობენ პერსპექტივიდან, რომელიც გულისხმობს საზოგადოებას, როგორც ერთ მთლიან ფუნქციური ორგანიზმს .
ერთი შეხედვით პირველი და მეოთხე სტადიის პასუხები ერთნაირად ჟღერს, მაგრამ განსხვავებულია ის განზრახვები, რაც საფუძვლად უდევს პასუხებს. პირველ სტადიაზეც ბავშვები ამბობენ, რომ არ უნდა მოიპაროს, რადგან ეს ცუდის, არღვევს კანონს, მაგრამ მათი მსჯელობა უფრო შორს ვერ მიდის. მეოთხე სტადიაზე კი ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს კონცეფცია კანონის, როგორც საზოგადოები წესრიგის ფუნდამენტის შესახებ და გადაწყვეტილებასაც ამ პერსპექტივიდან იღებს.

III დონე – პოსტკონვენციონალური მორალი (პრინციპული მორალურობა)

5 სტადია – ორიენტაცია სოციალურ კონტრაქტზე და ინდივიდის უფლებებზე

როგორც ვნახეთ, მე–4 სტადიაზე ადამიანებს სურთ სოციალური ფუნქციონირების შენარჩუნება და კანონის განუხრელად მიდევნება, მაგრამ შეუფერხებლად და მშვიდად ფუნქციონირებადი საზოგადოება არ ნიშნავს, აუცილებლად კარგს. ტოტალიტარული საზოგადოებაც შეიძლება იყოს კარგად–ორგანიზებული, მაგრამ არ შეესაბამებოდეს მორალურად იდეალურს. მე–5 სტადიაზე ადამიანები თანხმდებიან კანონის უზენაესობაზე ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებთან მიმართებით, როგორიცაა სიცოცხლის უფლება და თავისუფლება, მაგრამ სურთ , რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შეცვალონ კანონმდებლობა, რომელიც არასამართლიანია და ხელს უშლის საზოგადოების პროგრესს.
ჰანსის დილემასთან მიმართებით, მე–5 სტადიაზე მყოფი პირები კეთილგანწყობით არ ხვდებიან კანონის დარღვევის ფაქტს( კანონი სოციალური კონტრაქტია, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ, ვიდრე არ შევცვლით მას უფრო დემოკრატიული ღირებულების კანონით) , მაგრამ ცოლის სიცოცხლის უფლებაც მორალური უფლებაა, რომელიც უნდა იქნეს დაცული. მსჯელობის მაგალითი : „ ქმრის მოვალეობაა გადაარჩინოს მეუღლის სიცოცხლე. ფაქტი, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია ყოველგვარ სტანდარტულ ნორმას აბიჯებს. სიცოცხლე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთრების უფლება“. ამ რესპონდენტს უნდოდა ეთქვა , რომ ჰანსის საქციელი გამართლებულია მორალური თვალსაზრისით. როდესაც რესპონდენტს ჰკითხეს, ნდა დაესაჯა თუ არა მოსამართლეს ჰანსი, მან უპასუხა: „ ჩვეულებრივ მორალური და კანონიერი თვალსაზრისები თანხვდება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ისინი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. მოსამართლემ მეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს მორალურ თვალსაზრიის კანონის დაცვის დროს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება“.
მეოთხე სტადიაზეც საუბრობენ ადამიანები „სიცოცხლის უფლებაზე“, მაგრამ ეს უფლება ლეგიტიმირებულია ავტორიტეტის ნებით, ან საზოგადოებრივი თუ რელიგიური ნორმებით. მე–5 საფეხურზე, კი ინდივიდი გამოდის დამოუკიდებელი მსჯელობიდან და სიცოცხლის უფლების პრიორიტეტულად მიჩნევისთვის არ სჭირდება ამ უფლების აღიარება ავტორიტეტების მიერ.

6 სტადია – ორიენტაცია უნივესალურ პრინციპებზე

კოლბერგის ბოლო სტადია ეფუძნება უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებს და აბსტრაქტულ მსჯელობას. ამ ეტაპზე ადამიანები იქცევიან ინტერნალიზირებული სამართლიანობის პრინციპების თანახმად, იმ შემთხვევაშიც თუ ეს პრინციპები ეწინააღმდეგება კანონს და წესს. უნივერსალურობის პრინციპი გულისხმობს, ყველა ადამიანის მოსაზრებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის მოსაზრების გათვალისწინებას, მიუკერძოებლად. არ არის აღიარებული კანონი, რომელიც ერთს აზიანებს, სხვების სასარგებლოდ.
კოლბერგის სამართლიენობის უნივერსალური პრინციპი ეფუძნება ფილოსოფოსთა მოსაზებებს, როგორიცაა კანტი, მაჰათმა განდი და მარტინ ლუთერ კინგი, ამიტომ ის უფრო მეტად თეორიული და ნაკლებად ემპირიული კონსტრუქტია. როგორც თავად კოლბერგი ამბობდა, მისი ინტერვიუს მეთოდი, არ იყო საკმარისი ამ ბოლო სტადიის მეცნიერული კვლევისთვის.
როგორც მისი შინაარსიდან ჩანს, მე–6 სტადია ინდივიდუალურ მორალურობაზე ხაზგასმით, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი კონტრაქტის უზენაესობას. თავად მარტინ ლუთერ კინგსაც სწამდა, რომ სამართლიანობის უნივერსალური პრინციპი ხშირად ითხოვს სამოქალაქო დაუმორჩილებლობას.
როგორც ვხედავთ, კოლბერგის მორალური განვითარება არის გზა ინდივიდუალური ინტერესებიდან, საზოგადოებრივ კეთილდღეობამდე. თითქმის ყველა ბავშვი აღწევს მე–3 სტადიას 13 წლის ასაკისათვის. თავდაპირველად კოლბერგს მიაჩნდა, რომ ადამიანები განუხრელად აგრძელებენ მორალურ განვითარებას მესამე სტადიის შემდეგ, თუმცა ყველა მათგანი ვერ აღწევს 4–6 სტადიას. ფაქტობრივად, ბევრი მოზრდილი ვერ აღწევს მე–5 სტადიას და მხოლოდ ზოგიერთებს ხელეწიფებათ უფრო წინ სვლა. კოლბერგის გვიანდელი სტადიების შინაარსი ძალიან სუბიექტურად გამოიყურება და ძნელი გასაგებია, თუ როგორ არის ყოველი შემდეგი სტადია წინასაგან დიფერენცირებული და უფრო გაფართოებული. გარდა ამისა, ყველა კულტურაში არ გვხვდება გვიანდელი სტადიები.

აბრაჰამ მასლოუ

maslowაბრაჰამ მასლოუ Abraham Harold Maslow (/ˈmæzloʊ/; April 1, 1908 – June 8, 1970) დაიბადა ნიოუ-იორკში 1908წელს, რუსეთიდან გადმოსახლებულ ებრაულ ოჯახში. ის საკუთარ თავს ახასათებდა როგორც მოუხერხებელ, მორცხვსა და მოკრძალებულს ბავშვობის წლებში. ეს იყო რთული პერიოდი მასლოუსთვის, რადგან ის განიცდიდა ანტისემიტურ დამოკიდებულებას მასწავლებლებისა და ბავშვებისაგან. სკოლის დამთავრების შემდეგ ის შევიდა ნიუ-იორკის კოლეჯში. 1926 წელს მან დაიწყო ღამის სკოლაში სიარული, მაგრამ მალევე მიატოვა და 1927 წელს გადავიდა კორნელში, რომელიც ერთი სემესტრის შემდეგ დატოვა. მასლოუ დაბრუნდა ქალაქის კოლეჯში და კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ სწავლა დაიწყო ვისკონსინის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის განხრით. 1928 წელს ის დაქორწინდა ბერტაზე, რომელსაც შეხვდა ბრუკლინში სწავლის დროს. მან კარგი ექსპერიმენტული წრთობა გაიარა ვისკონსისის უნივერსიტეტის პრიმატების ქცევის შემსწავლელ ლაბორატორიაში, ნეობიჰევიორიზმის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომაგენელის ჰ. ჰარლოუს ხელმძღვანელობით. 1931 წელის ზაფხულში მან დაასრულა თავისი ნაშრომი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში. 1934წელსდოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ  იგი ერთ ხანს მუშაობდა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში თორნდაიკის ხელმძღვანელობით, ხოლო შემდეგ ბრუკლინის კოლეჯში გადავიდა. ნიუ-იორკში გატარებულმ წლებმა დიდი გავლენა მოახდინა მასლოუს ორიენტაციის საბოლოო ჩამოყალიბებაზე. იმ პერიოდში ნიუ-იორკში მოღვაწეობდნენ ნაციზმს გარიდებული ბრწყინვალე ევროპელი სპეციალისტები: ადლერი, ვერთჰაიმერი, კოფკა, დრომი, მათ მასლოოუსთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ. 1951-1968 წლებში იგი სათავეში ედგა ფსიქოლოგიის კათედრას ბრანდეისის ახალგახსნილ უნივერსიტეტში ბოსტონის მახლობლად. მასლოუ გარდაიცვალა გულის შეტევით 1970წლის 8 ივნისს.

მასლოუს თავდაპირველი ფსიქოლოგიური ორიენტაცია ბიჰევიორისტული იყო. მისი სადოქტორო ნაშრომი ეხებოდა მაიმუნების კოლონიაში სექსუალურ ქცევაზე მოქმედი გარეგანი ფაქტორების შესწავლას. როგროც შედარებითი ფსიქოლოგიის სპეციალისტი, იგი ემყარებოდა რწმენას, რომ ცხოველების შესწავლამ შეიძლება საშუალება მოგვცეს გავიგოთ ადამიანის ქცევა, რაგდან ადამიანებიც ცხოველებს მიეკუთვნებიან. მოგვიანებით მასლოუმ კატეგორიულად უარყო ყოველგვარი მოდელი, რომელიც ცხოველთან ან მანქნასთან ადამიანის ანალოგიას გულისხმობს. მასლოუს ახალი მრწამსის ჩამოყალიბება დაიწყო 30-იანი წლების ბოლოს, როდესაც მან ხელი მოჰკიდა დომინანტობისა და თვითპატივისცემის შესწავლას. კვლევაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამ იდეებმა განაპირობა მასლოუს ინტერესები მოტივაციისა და ჯანმრთელობის საკითხის მიმართ, რაც მთელი სიცოცლის განმავლობაში გაჰყვა. შემდომში მასლოუ დაინტერესდა ფენომენოლოგიით და აღმოსავლური ფილოსოფიით, კერძოდ ჩინური სისტემით - დაოიზმით. მასლოუ მიჩნიევდა, რომ დასავლურ მეციერებაში არსებული მიდგომები მასალის ორგანიზაციისა და აღწერის მიმართ დამყარებულია აბსტრაქტულ სქემებზე და გონებაჭვრეტით სპეკულაციებზე. მათ სანაცვლოდ უნდა გამოვიყენოთ დაოსური ჩაურეველი შემეცება. ეს ნიშნავს ჭეშმარიტ წვდომას, გაგებას, მკვლევარისა და ობიექტის შერწყმას. ობიექტი უნდა მივიღოთ ისე, როგორც ის გვეძლევა. მივიღოთ იგი უშუალო მოცემულობაში. ასე უნდა იწყებოდეს ფსიქოლოგიური კვლევა. შემდგომ ეტაპზე, როდესაც დადგება ფენომენოლოგიური გამოცდილების ორგანიზაციის, კლასიფიკაციისა თუ განზოგადების ამოცანა, მოვა ჰიპოთეზური კონსტრუქციების დროც. ამოცანა მდგომარეობს ამ ორი მეთოდოლოგიის ოპტიმალურ ურთიერთშეთანხმებაში იმის გათვალისწინებით, რომ ყოველთვის მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ უშუალო სასიცოცხლო გამოცდილებასთან.

ომის შემდგომ პერიოდში მასლოუ იწყებს თვითაქტუალიზებული პიროვნების სისტემურ კვლელვას. თავდაპირველად თვითაქტუალიზებული პიროვნების შესწავლა არ იყო ჩაფიქრებული ავტორის მიერ, როგორც მეცნიერული კვლევა. მასლოუს დიდი ინტერესი ჰქონდა გაერკვია თუ რითი განსხვავდებიან მისი სათაყვანებელი მასწავლებლები რუთ ბენედიქტი და მაქს ვერთჰაიმერი სხვებისგან. მას ექმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ისინი რაღაც უფრო მეტს წარმოადგენდნენ, ვიდრე უბრალოდ ადამიანები. მან დაასკვნა , რომ აქ საქმე გვაქვს ადამიანთა გარკვეულ ტიპთან - თვითაქტუალიზებულ პიროვნებასთან.

თვითაქტუალიზებული პიროვნების კვლევისას იგი იყენებდა კლინიკურ ანალიზთან ერთად ბიოგრაფიულ მეთოდსაც. შეისწავლა რიგი გამოჩენილი ადამიანის სასიცოცხლო გზა. მასლოუმ გამოჰყო ის თვისებები, რომლებიც განსაკუთრებით გამოარჩევთ თვითაქტუალიზებულ პიროვნებებს. მათ შორისაა: რეალობაზე ორიენტირებულობა, მომთმენლობა და შემწყარებლობა, უბრალოება და ბუნებრიობა, სპონტანურობა, პრობლემებსა და საქმეებზე ცენტრირება, უმაღლესი ან მისტიკური განცდების ქონა, დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა, აღქმის სიცხოველე, ზეშთაგონებულობა, საზოგადოებრივი ინტერესი, თანაგრძნობა, ხასიათის დემოკრატიულობა, სიკეთისა და ბოროტების, მიზნისა და საშუალებების გამიჯვნა, ფილოსოფიური იუმორის გრძნობა, შემოქმედებითობა და არაკონფორმულობა.

თვითაქტუალიზებული პიროვების მოტივაციურ სფეროში თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებას დომინირებული ადგილი უკავია. ადამიანს აქვს მოთხოვნილება აკეთოს ის, რისთვისაც არის მოწოდებული. თუ ადამიანში ჩადებულია მოაზროვნის, მეცნიერის თვისებები, მან უნდა მოახდინოს ამ თვისებათა რეალიზაცია. მხატვრული ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანმა უნდა ხატოს, პოეტურით-წეროს ლექსები, თუ რა თქმა უნდა ადამიანს საკუთარ თავთან ჰარმოიაში ყოფნა სურს.

[blockquote class="{classname}"]ადამიანი ვალდებულია იყოს ის, რაც მას შეუძლია იყოს. ადამიანი გრძნობს, რომ უნდა შეესაბამებოდეს თავის ბუნებას. ამ მოთხოვილებას შეუძლია ეწოდოს თვითაქტუალიზაცია.[/blockquote]

maslou-needsმასლოუს მიხედვით, თვითაქტუალიზირებული პიროვნებები მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ დაახლოებით 1% შედგენენ. ამ ფენომენს მასლოუ ხსნის მოტივთა იერარქიული თეორიის საფუძველზე, სადაც მთხოვნილებები დალაგებულია მარტივიდან უმაღლესისაკენ.

1.ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები- შიმშილი, წყურვილი, სექსუალური ლტოლვა, ძილი და ა.შ

2. უსაფრთხოების მოთხოვნილებები- უსაფრთხოების,კომფორტის,უშფოთველობის,შიშისგან თავისუფლების მოთხოვნილება.

3.სოციალური კავშირებისა და სიყვარულის მოთხოვნილებები- ადამიანს აქვს მოთხოვნილება მიეკუთვნებოდეს რომელიმე სოციალურ ჯგუფს. სურს უყვარდეს ვინმე და უყვარდეს ვინმეს.

4. აღიარებისა და დაფასების მოთხოვნილებები-გამოიყოფა ორი ჯგუფი:

ა) სიძლიერის, დომინირების, მიღწევის, შეჯიბრის, დამოუკიდებლობიდ მოთხოვნილებები.

ბ) პატივისცემის, ყურადღების, დაფასების მოტხოვნილებები.

5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილებები - საკუთარი მონაცემებისა და შესაძლებლობების (ადამიანური კაპიტალის) გამოხატვა; ანუ ესაა იმის მიღწევის შესაძლებლობა, რის პოტენციალიც პიროვნებას გააჩნია. იგი უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სულიერ სამყაროს.

თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა შემოქმედებითი საქმიანობის რეგულაცია, იგი ვერ ქმნის ახალს, ის აღარაა შემოქმედი.

იერარქიის უმდაბლეს დონეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები შეესაბამება, ხოლო უმაღლესს-თვითაქტუალიზაციის. რაც უფრო მაღალია მოთხოვნილება, მით უფრო გვიან წარმოიქმნება იგი გენეტიკურად, მით უფრო ხანგრძლივად შეიძლება მისი დაუკმაყოფილებლობის ატანა. მაღალ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება იწყება მხოლოდ მაშინ, თუ დაკმაყოფილებულია რიგში უფრო დაბლა მდგომი მოთხოვნილებები. დაკმაყოფილების შემდეგ მოთხოვნილებას ატუალობა ეკარგება და ინდივიდს შესაძლებლობა ეძლევა იზრუნოს შემდგომი დონის დაკმაყოფილებაზე. ადამიანთა უმეტესობის ქცევა მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმართულია არა თვითაქტუალიზაციაზე , არამედ დაბალი რიგის მოტხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ამიტო შეადგენენ თვითაქტუალიზებული პიროვნებები მოსახლეობის უმცირესობას. მასლოუ ადასტურებს იეთ შემთხვევებსაც, როდესაც მოთხოვნილებები ქცევის რაელური მოტივები ხდებიან დაბალი კოთხოვნილებების დაუკაყოფილებლობის პირობებშიც.

აღწერილი მოდელი მასლოუმ ჩაოაყალიბა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნში „მოტივაცია და პიროვება“ (1954). იგი შემდეგშიც სრულყოფდა და ამდიდრებდა თავის შეხედულებებს ამ საკითხთან მიმართებაში. მის მიერ შესწავლილი პიროვნებები ასაკოვანი ხალხი გახლდათ, რომლისთვისაც თვითაქტუალიზაცია პიროვნული განვითარების შედეგს წამოადგენდა. მაგრამ როგორ შეიძლება დახასიათდეს ეს პიროვნებები თვითაქტუალიზაციის კუთხით, მათი ჩამოყალიბების განმავლობაში? მან თავის მოდელში ე.წ. ზრდის მოტივაცია შეიტანა. ესაა განვითარებისკენ სწრაფვის მუდმივი ტენდენცია, რომლის უმაღლეს და საბოლოო სახეს აქტუალიზაცია შეადგენს.

„თვითაქტუალიზაცია რადენადმე განხორციელებულ ფაქტს მხოლოდ მცირე ადამიანებთან წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, უმრავლესობასთან იგი არსებობს იმედის, მისწრაფების, ლტოლვის, ბუნდოვნად სასურველის, მაგრამ ჯერ მიუღწეველის სახით. თვითაქტუალიზაციის ღირებულებები რეალურად არსებობენ მაშინაც, როცა ისინი არაა აქტუალიზებული. ადამიანი ერთდროულად წარმოადგენს იმასაც, რაც ის არის და იმასაც, რისკენაც ის იისწრაფის“

მასლოუ ლაპარაკობს „საზღვრულ განცდებზე“. მათ დახასიათებას ავტორი შემდეგი სიტყვებით ცდილობს: ესაა ყველაზე შესანიშნავი განცდა, ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წამები, მომენტი აღფრთოვანებისა და ნეტარებისა. ეს შეიძლება მოხდეს სიყვარულში, მუსიკის მოსმენისას, წიგნის კითხვისას ან შემოქმედებითი აღტკინებისას.

„ ყოველი ადამიანი, ყოველ საზღვრულ განცდაში დროებით იძენს ბევრ იმ თვისებათაგანს, რომლებიც მე აღმოვაჩინე თვითაქტუალიზებულ პიროვნებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ადამიანი, ხანმოკლე დროებით მაინც ხდება თვითაქტუალიზებული.“

მასლოუს ინტერესს შეადგენს არა თვითაქტუალიზაცია, როგორც ერთჯერადი აქტი, არამედ როგორც ცხოვრების სტილი, როგორც განვითარებული პიროვნების არსებობის ფორმა. თავის წიგნში „ყოფიერების ფსიქოლოგიისაკენ“ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მეტამოთხოვნილებებსა და ყოფიერების ღირებულებების ტერმინებზე. მასლოუ მიჯნავს მოტივაციის ორ სახეს: პირველი ახასიათებს ადამიანებს, რომლებსაც არ მიუღწევიათ თვითაქტუალიზაციისათვის, ხოლო მეორე დამახასიათებელია თვითაქტუალიზირებულ ადამიანისთვის. მეტამოთხოვნილებათა როლს უმაღლესი ღირებულებები ანუ ყოფიერების ღირებულებები ასრულებენ. ბიოლოგიური მოთხოვნილბების მსგავსად ყველა ადამიანს ახასიათებს იმთავითვე ყოფიერების ღირებულებებისადმი სწრაფვა.

მეტამოტივები ინსტიქტოიდური ხასიათისააა. გარემოს ფაქტორებს შეუძლია ხელი შეუწყოს ან შეაფერხოს მათი აქტუალიზაცია. მეტამოთხოვილებათა ქრონიკული ფრუსტრაცია იწვევს ფსიქიკურ დაავადებებს ანუ მეტაპათოლოგიებს, როგორიცაა დეპრესია, აპათია, გაუცხოება და ა.შ.

აბსოლიტურად ჯანმრთელი, ნორმალური, ბედნიერი ადამიანი მეტამოტივირებული პიროვებაა. მასლოუს მიერ წარმოდგენილი ჰუმანიტარული ფსიქოლოგიის მიზანი კარგი საზოგადოების შექმნაა, ისეთი საზოგადოებისა, რომელშიც შესაძლებელია საკუთარი თავის რეალიზება და თვითაქტუალიზაცია. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა აქტიური ფსიქოკონსულტაცია და ფსიქოკორექციული მუშაობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

მასლოუ თავად იყო ჰუმანსიტური რეფორმენის გატარების ინიციატორი ბიზნესისა და ინდუსტრიის სფეროში. მან სპეციალური შრომა მიუძღვნა მენეჯმენტის ფსიქოლოგიას, რომელიც ითვალისწინებდა ხელმძღვანელსა და შემსრულებელს შორის დემოკრატიული ურთიერთობების დამყარებას უმაღლესი მოტივების შესაბამისად.

მასლოუს იდეები ფართოდაა გავრცელებული საზოგადოებრიობაში, თუმცა მის იდეებს ყველა არ იზიარებს. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება ჰპოვა იერარქიულმა მოდელმა. ავტორთა უმრავლესობა სამართლიანად სვამს საკითხს ამ მოდელის უნივერსალობის თაობაზე. პირველ რიგში ეს ეხება თვითაქტუალიზაციის პირობებს. მართლაც, აუცილებელია თუ არა ამ პირობების შესაქმნელად ყველა დანარჩენი მოთხოვილებების დაკმაყოფილება, როგორც ამას მასლოუ ამტკიცებდა.

მასლოუ ანგარიშს უწევდა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს. კერძოდ, მან აღიარა, რომ ერთი დონის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ავტომატიურად არ იწვევს მასზე მაღალი დონის მოტივაციის აქტუალიზაციას. თვითაქტუალიზაციის ტენდენციაც არ ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა მოთხოვილებებია დაკმაყოფილებული.

ყველაზე მეტი კრიტიკა წილად ხვდა მასლოუს მოსაზრებას თვითაქტუალიზაციისა და მაღალი მეტამოთხოვნილებების ე.წ. ინსტიქტოიდურობის შესახებ. მასლოუმ ისინი ადამიანის თანდაყოლილ ბუნების ნაწილად მიიჩნია. ეს თვალსაზრისი ნამდვილად ბიოლოგისტურია. მასში იგნორირებულია სპეციფიკური ადამიანური მოტივაციის ქმნადობის, ფორმირების, გარემოსეული დეტერმინირებულობის უმნიშვნელოვანესი ასპექტები. მასლოუს პოზიცია ერთგვარად ეხმაურება დღეს უკვე საკმაოდ პოპულარულ სოციობიოლოგიურ კონცეფციას, რომელის თანახმადაც ადამიანის მაღალი მოთხოვილებები ევოლუციის შედეგია და მის მემკვიდრულ ნიშან-თვისებას წარმოადგეს. მკვლევართა უმრავლესობა, განურჩევლად მათი თეორიული ორიეტაციისა, ემხრობა მაღალი მოტივაციის შეძენილობის, მისი უპირატესად სოციალური დეტერმინირებულობის თვასაზრისს.

წყარო

დიმიტრი უზნაძე - განწყობის ფსიქოლოგია

განწყობის ფსიქოლოგია

განწყობა

1. მიზანშეწონილობის პრობლემა: მექანიციზმი და ვიტალიზმი

ორგანიზმი როგორც მთლიანი მოქმედობს. იგი როგორც მთლიანი უპასუხებს გარემოს ზემოქმედებას; და ამის შესაძლებლობას მას, როგორც ზემოდ დავინახეთ, მისი საოცარი ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურება აძლევს . მაგრამ ამ მთლიან მოქმედებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუ რომ იგი მიზანშეწონილად წარიმართებოდა, ესე იგი, თუ რომ იგი ორგანიზმს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და გარემოსთან საზოგადოდ უკეთ შეგუვბის შესაძლებლობას მისცემდა.

ვრცლად: დიმიტრი უზნაძე - განწყობის ფსიქოლოგია

დიმიტრი უზნაძე - განწყობის თეორია

“განწყობის თეორია”
დიმიტრი უზნაძე ცდილობდა შეესწავლა ქცევის მიზანშეწონილობის საკითხი. ყოველგვარი ქცევა ფსიქიკით იმართება და მიზანშეწონილად მიმდინარეობს, ანუ ცოცხალი არსება გარემოში თავისი “მიზნების” შესაბამისი აქტივობის განხორციელებას ახერხებს. უნდა არსებობდეს ფსიქიკური მექანიზმი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. გარკვეული ძიების შემდეგ ჯერ თეორიულად, ხოლო შემდეგ ემპირიულად, უზნაძემ მიაგნო ასეთ მექანიზმს და მას განწყობა უწოდა.

ვრცლად: დიმიტრი უზნაძე - განწყობის თეორია

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით