logo-herba

antiD-header

ზიგმუნდ ფროიდი (ქრონოლოგია)

ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრება (ქრონოლოგია)

ფროიდი. წლები1856 წლის 6 მაისი — პატარა ქალაქ ფრეიბერგში (მორავია) დაიბადა სიგიზმუნდ შლომო ფროიდი.
1859 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ლაიფციგში.
1860 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ვენაში.
1865 — ფროიდი სასწავლებლად შედის გიმნაზიაში, რომელიც მდებარეობს ვენურ კვარტალში ლეოპოლდშტადტი.
1873 — გიმნაზიის გამოსაშვებ კლასში ფროიდი კითხულობს გეტეს თხზულებას "ბუნების შესახებ" და სოფოკლეს ტრაგედიას "მეფე ოიდიპოსი". იგი იღებს გადაწყვეტილებას, შეისწავლოს მედიცინა ვენის უნივერსიტეტში.
1877 — ფროიდის პირველი მეცნიერული ნაშრომის გამოქვეყნება — "გველთევზების სასქესო ორგანოების შესახებ".
1878 — ოიზეფ ბრეიერთან მეგობრობის დასაწყისი.
1879 — ერთწლიანი სამსახური ჯარში.
1881 — ღებულობს დოქტორის ხარისხს.
1882 — ნიშნობა მარტა ბერნეისთან; იწყებს მუშაობას ვენის საქალაქო საავადმყოფოში.
1884 — იკვლევს ავადმყოფების კოკაინით მკურნალობის შესაძლებლობებს.
1885 — სტაჟირება პარიზში შარკოსთან. შარკო წარმატებით იყენებს ჰიპნოზის ტექნიკას და წინ წამოაყენებს ისტერიის ახსნის ახალ მიზეზებს.
1886 — ფროიდი კერძო პრაქტიკას იწყებს ვენაში; ქორწინება მარტა ბერნეისზე.
1887 — ფროიდი სპეციალიზირდება ნერვული დაავადებების მკურნალობაზე ელექტროთერაპიისა და ჰიპნოზის გამოყენებით.
1891 — ნაშრომში "აფაზიის შესახებ" ფროიდი მეტყველების დარღვევას, რომელიც დაკავშირებულია ტვინის პათოლოგიებთან.
1893 — "ანნა ო."-ს შემთხვევა; იოზეფ ბრეიერი და ფროიდი ერთად აანალიზებენ პაციენტების ნერვოზებს. ზოგჯერ ფროიდის დასკვნები ეფუძნება ბრეიერის მონათხრობებს.
1895 — ბრეიერისა და ფროიდის ბოლო საერთო სტატიაში "ისტერიის კვლევა" აღწერილია "ანნა ო."-ს შემთხვევა. შემდგომშო ფროიდი მუშაობს დამოუკიდებლად.
1896 — პირველად გაიჟღერა ტერმინმა "ფსიქოანალიზი"; გარდაიცვალა ფროიდის მამა.
1897 — ფროიდი დაკავებულია თვითანალიზით, რომელმაც მიიყვანა იგი ნერვოზების ტრავმატული ბუნების იდეებთან, ბავშვური სექსუალობის და ოიდიპოსის კომპლექსის აღმოჩენამდე.
1899 — დეკემბერში გამოდის "სიზმრები" (გამოცემის მონაცემებში მითითებულია 1900 წელი). ფროიდის ეს წიგნი შეიცავს თავისი საკუთარი და პაციენტების სიზმრების ანალიზს.
1901 — გამოქვეყნდა "ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია".
1902 — ჩამოყალიბდა ფსიქოლოგიური საზოგადოება, რომელიც იკრიბებოდა ოთხშაბათობით.
1905 — "სამი ნარკვევი სექსუალობაზე", "ისტერიის ანალიზის ფრაგმენტი" (დორას შემთხვევა), "იუმორი და მისი კავშირი არაცნობიერთან".
1906 — მეგობრობის დასაწყისი ნიჭიერ შვეიცარიელ ფსიქიატრთან კარლ გუსტავ იუნგთან.
1908 — პირველი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური კონგრესი ზალცბურგში.
1909 — მეგობრებისა და მოსწავლეების თანხლებით ფროიდი მიემგზავრება აშშ-ში ფსიქოანალიზზე ლექციების წასაკითხად.
1912 — წიგნში "ტოტემი და ტაბუ" ფროიდი წამოაყენებს იდეას, რომ კულტურისა და რელიგიის საფუძველი არის სექსუალური ინსტინქტების განდევნის მექანიზმები.
1914 — იუნგის მიერ კავშირის გაწყვეტა ოფიციალურ ფსიქოანალიტიკურ მიმდინარეობასთან.
1915 — ლექციების კურსი ვენაში "შესავალი ფსიქოანალიზში".
1919 — შეისწავლის ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ფსიქოლოგიას.
1920 — ქალიშვილ სოფის გარდაცვალება;

წიგნში "კმაყოფილების პრინციპის მეორე მხარეს" წამოყენებულია ახალი ცნება "სწრაფვა სიკვდილისკენ" — ინსტინქტი, რომელიც კონფლიქტში მოდის სიცოცხლის ინსტინქტთან.
1921 — გამოქვეყნდა "მასების ფსიქოლოგია და მე-ს სფეროს ანალიზი".
1923 — წიგნში "ეგო და იდი" ფროიდი პირველად აღწერს სრულად ფსიქიკის სტრუქტურას — "ეგო", "სუპერ-ეგო", "იდი"; ექიმები ფროიდს დიაგნოზს უსვამენ: პირის ღრუს კიბო; საყვარელი შვილიშვილი, 4 წლის ჰაინცის სიკვდილით გამოწვეული დეპრესია.
1925 — მეგობრობის დასაწყისი ბერძენ ქალთან მარია ბონაპარტთან.
1926 — წიგნში "განდევნა, სიმპტომები და შიშები" წამოყენებულია ახალი თეორია შიშისა, როგორც "ეგო"-ს დაცვის მექანიზმი.
1927 — გამოქვეყნდა "ერთი ილუზიის მომავალი". ფროიდი აცხადებს, რომ არ ღებულობს არცერთ რელიგიას და ამტკიცებს თავის ათეიზმს.
1930 — ნაშრომში "უკმაყოფილება კულტურით" ფროიდი მსჯელობს ადამიანის მოთხოვნილებების და საზოგადოების მოთხოვნების დრამატულ შეუსაბამობაზე.
1932 — მიმოწერა აინშტაინთან, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა სათაურით "რატომ ომი?".
1933 — ბერლინში ფაშისტები წვავენ ფროიდის წიგნებს ლოზუნგით "სექსუალური ცხოვრების სულის დამანგრეველი გადაფასების წინააღმდეგ და ადამიანის სულის კეთილშობილებისთვის"; ავსტრიის შეერთება გერმანიასთან;
1936 — ფროიდის 80 წლის იუბილე. ბრიტანეთის სამეფო საზოგადოება ირჩევს მას წევრ-კორესპონდენტად.
1938 — ფროიდი მეუღლესთან და ქალიშვილ ანნასთან ერთად საცხოვრებლად გადადის ლონდონში, რაშიც მას დაეხმარა მარია ბონაპარტი. ფროიდი განაგრძობს პაციენტების მიღებას და მუშაობს წიგნზე "ადამიანი მოსე და მონოთეისტური რელიგია".
1939 წლის 23 სექტემბერი — ფროიდი გარდაიცვალა ლონდონში.

წყარო: ბურუსი

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით