ფერები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში და მათ აქვთ გავლენა ჩვენს განწყობასა და კეთილდღეობაზე.. ყველა ჩვენგანს აქვს საყვარელი ფერების საკუთარი სპექტრი და ფერები, რომლებიც მისთვის უსიამოვნოა. შესაბამისად ფერადი სამყარო ჩვენს გარშემო მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზეც. ფერების აღქმა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. ასეთებია: ჩრდილი, განათების ხარისხი, დღის სინათლე თუ ხელოვნური განათება, ინტენსივობა და სიფერმკრთალე, ჩვენი კეთილდღეობა, ბიოლოგიური რიტმი და ა.შ. ფერები ჩვენთვის უამრავ ფორმას აჩენს. ადამიანს შეუძლია ღია თვალით დაინახოს 2000-მდე განსხვავებული ელფერი. კეთილმოწყობილი ოთახის სრულყოფილი სურათი იქმნება სხვადასხვა ფერების კომბინაციით. ფაქტობრივად ჩვენი გრძნობითი შთაბეჭდილებების 87 % ვიღებთ ფერადი სამყაროს მეშვეობით.
ფერებს ძირითადად ყოფენ:
წითელი : ენერგეტიკა, ვნება, შფოთვა, ძალა, ასევე გულისხმობს აგრესიას, საფრთხის მუქარას.
ლურჯი : ცივი, ასოცირდება მშვიდობასთან, სულიერებასთან, მოთმინებასთან, ერთგულებასთან, საიმედოობასთან, შეიძლება ნიშნავდეს, მწუხარებას, დეპრესიას.
ყვითელი : სინათლე, ოპტიმიზმი, ბედნიერება, სიკაშკაშე, სიხარული.
მწვანე : სიცოცხლე, ბუნებრიობა, სიმშვიდე, ჯანმრთელობა, სიმდიდრე, კეთილდღეობა, გარკვეულ კონტექსტში, შეიძლება ნიშნავდეს ლპობას, ტოქსიკურობას.
ნარინჯისფერი : კეთილგანწყობა, სითბო, სიახლოვე, ენერგეტიკა, სიცელქე, გამბედაობა.
იისფერი : სიბრძნე, დახვეწილობა, დღესასწაული.
თეთრი: სიწმინდე, სისუფთავე, ახალგაზრდული სისუფთავე, მშვიდობა.
შავი: ძალა, ელეგანტურობა, საიდუმლოება, საიდუმლო.
ნაცრისფერი: უსაფრთხოება, მოწიფულობა, საიმედოობა.
ვარდისფერი : რომანტიული ქალის ფერი, დედობრივი ზრუნვა.
ყავისფერი : კომფორტი, ძალა, სტაბილურობა, სანდოობა.
ფერები და ინი და იანის პრინციპი, ორივე ემყარება სიცოცხლის პრინციპებს და აქვთ უდიდესი როლი, რადგან ისინი აკავშირებენ ყველაფერს ერთმანეთთან.
ინი მდედრობითი, ინტროვერტული ფერია პასიური პრინციოებით, ისეთი, როგორიცაა ღამე, სიბნელე, დუმილი. შესაბამისად მას გააჩნია მრგვალი ფორმები, პასტელური, დამამშვიდებელი ფერები(ლურჯი,მწვანე, იისფერი), რბილი მასალები(ხე, ტანსაცმელი) და დომინირებს მკრთალი შუქი. ინის ტიპაჟის ადამიანები არიან მშვიდობიანი, დაბალანსებული, საკუთარ თავში ჩაკეტილები.
იანი ექსტრავერტული ადამიანია, აქტიური. წარმოადგენს მზეს, დღეს, სინათლეს და მოძრაობას.შეესაბამება სწორი ხაზები და სწორხაზოვანი ფორმები, ძლიერი ან სინათლის მასხივებელი ფერები (წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი), ცივი და გლუვი მასალა (ქვა, მინა, ლითონი) და ნათელი შუქის სიჭარბე.იანის ტიპის ხალხი დინამიური, ამბიციური და ექსტრავერტულია.
ინი არ არსებობს იანის გარეშე და პირიქით. მათი ურთიერთობა დაბალანსებულია.