logo-herba

antiD-header

ჯილ ბოლტ ტეილორის შორსმჭვრეტელობის ძლიერი შემოტევა (ვიდეო ქართული სუბტიტრებით)

ჯილ ბოლტ ტეილორს ისეთი გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა მიეცა რომელსაც ძალიან ცოტა ტვინის მეცნიერი თუ ისურვებდა: მას დამბლა დაეცა, და ამის შემდეგ თავისი ტვინის ფუნქციები -- მოძრაობა, ლაპარაკი, თავის შეცნობა -- რიგრიგობით გაეთიშა. საკმაოდ შემზარავი ისტორია.

ჯილ ბოლტ ტეილორის შორსმჭვრეტელობის ძლიერი შემოტევა (გამოსვლის ტექსტი)

მე გავიზარდე ტვინის შესწავლის სურვილით რადგან, მყავს ძმა, რომელსაც თავის ტვინის დარღვევა დაუდგინეს: შიზოფრენია. და რაოგორც და და მოგვიანებით, როგორც მეცნიერი, მე მინდოდა გამომეკვლია თუ რატომ შემიძლია ავიღო ჩემი ოცნებები და დავუკავშირო ისინი ჩემს რეალობას, და ეს ოცნებები ავიხდინო. რით განსხვავდება ჩემი ძმის ტვინი და მისი შიზოფრენია, ისე რომ მას არ შეუძლია დააკავშიროს თავისი ოცნებები საერთო და ჩვეულებრივ რეალობასთან და რატომ იქცევიან ისინი ილუზიებად?

ასე რომ მე მივიძღვენი ჩემი კარიერა გამოკვლევას მწვავე სულიერ დაავადებებს დარგში. და გადავედი ჩემი მშობლიური ინდიანის შტატიდან ბოსტონში, სადაც ვმუშაობდი დოქროტ ფრენცინ ბენესის ლაბორატორიაში, ჰარვარდის ფსიქიატრიის დეპარტამენტში. ლაბორატორიაში, ჩვენ ვიკვლევდით შეკითხვას, "რა ბიოლოგიური განსხვავებებია სხვადასხვა ადამიანის ტვინებს შორის ვისაც ნორმალური ტვინი აქვთ იმ ინდივიდებთან შედარებით ვისაც დაუდგინეს შიზოფრენია, შიზოაფექტი, ან ბიპოლარული მოშლილობა?

ასე რომ ჩვენ პრინციპში ვგეგმავდით ტვინის მიკროცირკულაციას: რომელი უჯრედი უკავშირდება რომელ უჯრედს, რომელ ქიმიკატს, და ამ ქიმიკატის რამხელა რაოდენობას? ასე რომ ჩემ ცხოვრებას ღრმა მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამ კვლევას ვატარებდი დღის განმავლობაში. მაგრამ საღამოობით და შაბათ-კვირას, მე ვმოგზაურობდი როგორც NAMI-ს წარმომადგენელი, რაც ნაციონალურ სულიერი დაავადებების ალიანსს ნიშნავს მაგრამ, 1996 წლის 10 დეკემბრის დილას, გავიღვიძე და აღმოვაჩინე რომ მე მქონდა ჩემი საკუთატი ტვინის მოშლილობა ტვინის მარცხენა ნაწილში.სისხლ-ძარღვი გამისკდა და ოთხი საათის განმავლობაში, მე ვუყურებდი თუ როგორ დაკარგა ჩემმა ტვინმა ინფორმაციის დამუშავების უნარი. ამ დილას არ შემეძლო სიარული, ლაპარაკი, წერა, ანდა ჩემი ცხოვრების გახსენება. მე არსებითად გავხდი ახალშობილი ქალის სხეულში.

თუ ოდესმე გინახავთ ადამიანის ტვინი, ცხადია რომ ტვინის ორი ნახევარსფერო მთლიანად გამოყოფილია ერთმანეთისგან. და მე თქვენთვის მოვიტანე ადამიანის ნამდვილი ტვინი. ასე რომ ეს არის ნამდვილი ტვინი.

ეს არის წინა ნაწილი, უკანა ნაწილი და ზურგის ტვინი არის ჩამოკიდებული, და აი ასეთ პოზიციაში იქნებიდა ჩემს თავში. და როდესაც ვუყურებთ ტვინს, ცხადია რომ ორი ცერებრული კორტექსი არის მთლიანად გამოყოფილი ერთმანეთისგან. იმ თქვენთაგანისთვის ვისაც კომპიუტერები გესმით, ჩვენი მარჯვენა ნახევარსფერო ფუნქციონიერებს როგორ პარალელური პროცესორი, როდესაც ჩვენი მარცხენა ნახევარსფერო ფუნქციონირებს როგორც სერიული პროცესორი. ორი ნახევარსფერო ეკონტაქტება ერთმანეთს კორპუს კოლოსუმის მეშვეობით, რომელიც შედგება დაახლოებით 300 მილიონი აქსანოლური ბოჭკოსგან. თუმცა ამის გამოკლებით, ორი ნახევარსფერო სრულიად განცალკევებულია. რადგან ისინი ამუშავებენ ინფორმაციას განსხვავებულად, თითოეული ნახევარსფერო ფიქრობს განსხვავებულ რაღაცაზე, მათ განსხვავებული რაღაც ადარდებთ და გავბედავ და ვიტყვი, მათ აქვთ ძალიან გასნხვავებული ხასიათები.

მომიტევეთ. გმადლობ. მშვენივრად გავერთე. (ასისტენტი: ნამდვილად.)

ჩვენი მარჯვენა ნახევარსფერო კონცენტრირებულია მხოლოდ აწმყოზე. ყველაფერი რაც აინტერესებს არის "აქ ახლა, ამ წამს" ჩვენი მარჯვენა ნახევარსფერო ფიქრობს სურათებით და კინესტიკურად სწავლობს ჩვენი სხეულების მოძრაობაში. ინფორმაცია, ენერგიის სახით, ერთდროულად მიედინება ჩვენს სენსორულ სისტემებში და შემდეგ იფეთქებს უზარმაზარ კოლაჟში რომელიც გამოსახავს აწმყო მომენტს, აწმყოს სუნს და გემოს, მის შეგრძნებას და ხმას. მე ვარ ენერგო-არსება დაკავშირებული ჩემს გარშემო არსებულ ენერგიასთან ჩემი მარჯვენა ნახევარსფეროს ცნობიერებით. ჩვენ ვართ ენერგო-არსებები, დაკავშირებულნი ერთმანეთთან ერთ, ადამიანთა ოჯახად ჩვენი მარჯვენა ნახევარსფეროს ცნობიერებით. და სწორედ აქ, სწორედ ახლა, ჩვენ ვართ ძმები და დები ამ პლანეტაზე, აქ ჩვენ ვაუმჯობესებთ სამყაროს. და ამ მომენტში ჩვენ ვართ სრულყოფილები, ჩვენ ვართ მთლიანნი და მშვენიერნი.

ჩემი მარცხენა ნახევარსფერო -- ჩვენი მარცხენა ნახევარსფერო -- ძალიან განსხვავებული ადგილია. ჩვენი მარცხენა ნახევარსფერო ფიქრობს სწორხაზოვნად და მეთოდოლოგიურად. ჩვენი მარცხენა ნახევარსფერო კონცენტრირდება მხოლოდ წარსულზე და მომავალზე. ჩვენი მარცხენა ნახევარსფერო მოწყობილია ისე რომ აიღოს ის უზარმაზარი აწმყოს კოლაჟი და დაიწყოს მისგან დეტალების გადარჩევა და ამ დეტალებისგან შემდეგ კიდევ მეტი დეტალის გადარჩევა. ის შემდეგ კატეგორიებად აჯგუფებს და და აწყობს მთელ ამ ინფორმაციას, აკავშირებს მას ყველაფერთან რაც კი ჩვენ წარსულში გვისწავლია, და მომავალში გეგმავს ყველა შესაძლო განვითარებას. და ჩვენი მარცხენა ნახევარსფერო ფიქრობს ენით, სწორედ ისაა ტვინის მუდმივი ლაი-ლაი რომელიც მაკავშირებს მე და ჩემს შინაგან სამყაროს ჩემს გარეგან სამყაროსთან. შწორედ ისაა ის პატარა ხმა რომელიც მეუბნება, "ეი, არ დაგავიწყდეს გზად ბანანის შეძენა. ის დილას დამჭირდება."

სწორედ ისაა ის გამომთვლელი ინტელექტი რომელიც მახსენებს თუ როდის უნდა გავრეცხო სარეცხი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, ისაა ის პატარა ხმა რომელიც მეუბნება, "მე ვარ. მე ვარ." და როგორც კი ჩემი მარცხენა ნახევარსფერო მეტყვის "მე ვარ," მე ვხდები განცალკევებული. მე ვხდები ეული მყარი ინდივიდი, გამოყოფილი ენერგიის დინებისგან ჩემს გარშემო და გამოყოფილი თქვენგან. ეს იყო ჩემი ტვინის ის პორცია რომელიც დავკარგე იმ დილის შეტევისას.

სწორედ იმ დილას, მე გამაღვიძა მარცხენა თვალის უკან ძლიერმა ტკივილმა. და ეს იყო ისეთი -- მწველი ტკივილი რომელსაც გრძნობ ნაყინის ჩაკბეჩისას. და ის ჩამებღაუჭა და შემდეგ მომეშვა. და შემდეგ ჩამებღაუჭა და შემდეგ მომეშვა. და ეს იყო ძალიან უჩვეულო ჩემთვის საერთოდ რაიმე ტკივილის გამოცდა, ხოდა ვიფიქრე, კარგი, დავიწყებ ჩემს ყოველდღიურ რუტინას.

ავდექი და ვეცი ჩემს კარდიო სავარჯიშოს, რომელიც არის მთელი სხეულის სავარჯიშო მანქანა. ვარჯიშის დროს გავაცნობიერე რომ ჩემი ხელები წააგავს პრიმიტიულ კლანჭებს, ჩაბღაუჭებულს კრინის მილებზე. და მე ვიფიქრე, "ძალიან განსაკუთრებულია." და დავიხედე სხეულზე და ვიფიქრე, "ოჰო, რა უცნაური რაღაც ვარ." და ეს იყო აზრი რომელიც ჩემმა ცნობიერებამ გააცურა ჩემი ნორმალური რეალობის აღქმისგან, სადაც მე ვარ პიროვნება სავარჯიშო მანქანაზე რომელსაც აქვს ეზოთერული სივრცის გამოცდილება სადაც მე საკუთარ თავს ამ გამოცდილების ქონაში ვემოწმები.

და ეს ყველაფერი იყო ძალიან განსაკუთრებული, ჩემი თავის ტკივილი უარესდებოდა. ამიტომ, სავარჯიშოს მოვეშვი, და გადავკვეთე ჩემი სასტუმრო ოთახის იატაკი და მე ვაცნობიერებდი რომ ყველაფერი ჩემს სხეულში ძალიან შენელდა. ყოველი ნაბიჯი იყო ძალიან მტკიცე და ძალიან დინჯი. არ ირყეოდა ჩემი სივრცე, და ჩემი აღქმის არეალი იკუმშებოდა, ამიტომ ყურადღება შიდა სისტემისკენ მივმართე. და ვდგავარ ჩემს აბაზანაში, ვემზადები შხაპშის ქვეშ შესასვლელად და ამ დროს ცხადად მესმის დიალოგი ჩემს სხეულში. მესმის პატარა ხმა როგორ ამბობს, "კარგი, თქვენ კუნთებო უნდა შეიკუმშოთ. თქვენ კი მოდუნდით."

შემდეგ დავკარგე ბალანსი და კედელზე ავეყუდე. დავხედე ჩემს მკლავს და გავაცნობიერე რომ აღარ ძალმიძს ჩემი სხეულის საზღვრების დაწესება. ვერ განვსაზღვრავ სად ვიწყები და სად ვმთავრდები, რადგან ჩემი მკლავის ატომები და მოლეკულები შეერია კედლის ატომებს და მოლეკულებს. და ერთადერთი რისი შემჩნევაც შემეძლო იყო ეს ენერგია -- ენერგია.

და საკუთარ თავს ვკითხე, "რა მჭირს? რა ხდება?" და ამ მომენტში, ჩემი ტვინის ლაი-ლაი -- ჩემი მარცხენა ნახევარსფერო ლაი-ლაი -- სრულიად დადუმდა. თითქოს ვიღაცამ აიღო საკონტროლო პულტი და ხმა ჩამიხშო. სრული სიჩუმე. თავიდან შოკში ჩავვარდი საკუთარი თავის შგნით დუმილის გაცნობიერებისგან, მაგრამ შემდეგ უმალვე აღმოვჩნდი ჩემს გარშემო არსებული საუცხოო ენერგიის ტყვეობაში. და რადგან აღარ შემეძლო იდენტიფიკაცია საკუთარი სხეულის საზღვრებისა, თავი ვიგრძენი უზარმაზარად და უძვირფასესად. ვიგრძენი ერთიანობა მთელს ენერგიასთან და იქ ყოფნა იყო მშვენიერი.

შემდეგ, სრულიად უცაბედად, ჩემი მარჯვენა ნახევარსფერო ბრუნდება ხაზზე და მეუბნება, "ჰეი! შენ პრობლემა გაქვს! ჩვენ პრობლემა გვაქვს! დახმარებას უნდა ვუხმოთ." და მეც ავყევი, "ოხ! პრობლემა მაქვს პრობლემა მაქვს." ხოდა ვეთანხმები, "კი, კი, პრობლემა მაქვს."

მაგრამ შემდეგ მე უმალვე გავირიყე უკან გარეთ ცნობიერებაში -- და ნაზად მივმართე ამ სივრცეს ლა ლა ლენდი. მაგრამ იქ სუფევდა სილამაზე. წარმოიდგინეთ როგორია როცა სრულიად გამორთული ხარ საკუთარი ტვინის ლაყბობისგან რომელიც გაკავშირებს გარე სამყაროსთან.

ესეიგი, ამ სივრცეში ვარ და ჩემი სამსახური და ნებისმიერი მასთან დაკავშირებული სტრესი ქრება. და ვიგრძენი სიმსუბუქე სხეულში. წარმოიდგინეთ: ყველა სახის ურთიერთობა გარე სამყაროში და ყველა სტრესის მიზეზი გაქრა. და ვიგრძენი სიმშივდე, და წარმოიდგინეთ რა განცდა უნდა იყოს ამ 37 წლიანი ემოციური ტვირთის გათვალისწინებით! (სიცილი) ოჰ! ვიგრძენი ეუფორია. ეუფორია. ულამაზესი იყო.

შემდეგ, კიდევ ერთხელ, ჩემი მარცხენა ნახევარსფერო ბრუნდება ხაზზე და მეუბნება, "ჰეი! ყურადღებით. ჩვენ დახმარებას უნდა ვუხმოთ." და მე ვფიქრობ, "დახმარებას უნდა ვუხმო. უნდა ვფოკუსირდე." ამიტომ, გამოვედი შხაპიდან და მექანიკურად ჩავიცვი და დავდივარ საკუთარ ბინაში, ვფიქრობ, "სამსახურში უნდა წავიდე, უნდა ვიმუშაო ტარება შემიძლია? ტარება შემიძლია?"

და ამ მომენტში ჩემი მარჯვენა მკლავი სრულიად პარალიზდა. შემდეგ გავაცნობიერე, "ღმერთო ჩემი! შეტევა მაქვს! შეტევა მაქვს!"

და შემდეგი რასაც ჩემი ტვინი მეუბნება არის, "ოჰო! ასწორებს." (სიცილი) "რა მაგარია! ტვინის რამდენ მეცნიერს ეძლევა შესაძლებლობა შიგნიდან შეისწავლოს საკუთარი ტვინი?" (სიცილი)

და შემდეგ თავში აზრმა გამირბინა: "მე ძალიან დაკავებული ქალი ვარ!" (სიცილი) "შეტევების დრო არ მაქვს!"

ხოდა ვფიქრობ, "კარგი, შეტევას ვერ შევაჩერებ, ამიტომ 1-2 კვირა ამით დავკავდები და შემდეგ ჩვეულ რუტინას დავუბრუნდები. კარგი. დახმარებას უნდა ვუხმო. სამსახურში უნდა დავრეკო." სამსახურის ნომერი ვერ გავიხსენე, ხოდა გამახსენდა რომ ჩემს ოფისში მაქვს სავიზიტო პარათი რომელსაც აწერია ჩემი ნომერი. შევდივარ ჩემს სამუშაო ოთახში, ვაძრობ სამი ინჩის ზომის დასტას სავიზტო ბარათებით. და დავყურებ ბარათს და იმის მიუხედავად რომ ცხადად ვხედავდი ჩემი გონების თვალებით ჩემი სავიზიტო ბარათის გარეგნობას, არ ვიყავი დარწმუნებული ეს იყო ჩემი ბარათი თუ არა, რადგან ვხედავდი მხოლოდ პიქსელებს. და სიტყვების ეს პიქსელები აითქვიფა ფონის პიქსელებში და სიმბოლოებში, უბრალოდ ვერ ვარჩევდი. და შემდეგ მომიწია ლოდინი იმისთვის, რასაც მე სიცხადის ტალღას ვეძახი. და იმ მომენტში, შემეძლო ისევ დავბრუნებოდი ნორმალურ რეალობას და გამერჩია ეს არ არის ის ბარათი... ეს არ არის ის ბარათი... ეს არ არის ის ბარათი. დამჭირდა 45 წუთი რომ 1 ინჩი გადამერჩია ბარათების ამ შეკვრაში. ამ დროის, 45 წუთის განმავლობაში, ტვინში სისხლჩაქცევა (ჰემორაგია) იზრდებოდა ჩემს მარცხენა ნახევარსფეროში. ვერ ვწვდები ციფრებს, ვერ ვწვდები ტელეფონს, მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ. ხოდა ავიღე ტელეფონის ციფრღილაკი და პირდაპირ იქ დავიდე. ავიღე სავიზიტო ბარათი სწორედ აქ დავიდე და ვადარებ ბარათის ამოტვიფრულ ფორმას ტელეფონის ციფრღილაკზე ამოტვიფრულ ფორმას. და შემდეგ შევცურდებოდი და გამოვცურდებოდი ხოლმე ლა ლა ლენდში და არ მახსოვდა ხოლმე უკან დაბრუნებისას უკვე ავკიფე თუ არა ნომრები. მიწევდა ჩემი კუნძივით პარალიზებული მკლავის კონტროლი და მოვაქციე რა ხელი ციფრებზე დავაჭირე მათ, რათა ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნების შემთხვევაში გამეცნობიერებინა, "დიახ, მე უკვე ავკრიფე ის ციფრი."

როგორც იქნა, ყველა ციფრი აიკრიფა და მე ვუსმენ ტელეფონს და ჩემი კოლეგა პასუხობს და მეუბნება, "ვუ ვუ ვუ ვუ." (სიცილი) და მე ვფიქრობ ჩემთვის, "ღმერთო ჩემი, რა ოქროსფერი რეტრივერივით ჟღერს!"

ხოდა მე ვეუბნები -- საკუთარ გონებაში გაცნობიერებულად, ვეუბნები მას: "ჯილი ვარ, დახმარება მჭირდება!" და რაც ჩემი ხმისგან გამოდის არის "ვუ ვუ ვუ ვუ ვუ." ვფიქრობ, "ოჰ ღმერთო, რა ოქროსფერი რეტრივერივით ვჟღერ." მე ვერ მეცოდინებდოდა -- მე ეს არ ვიცოდი მე არ შემეძლო საუბარი ან ენის გაგება სანამ არ ვცადე. ხოდა ის მიხვდა რომ მჭირდბოდა დახმარება და გამომიგზავნა.

და ცოტა ხანში, მე მივყავარ სასწრაფოს ერთი საავადმყოფოდან ბოსტონის გავლით [მასაჩუსეტსი] საერთო საავადმყოფოში და მე დახვეული ვარ პატარა ფატალურ ბურთად. და ბუშტის უკანასკნელი ჰაერის მსგავსად საცაა ბუშტიდან რომ გამოიპარება, მე ვიგრძენი როგორ აიზიდა ჩემი ენერგია -- ვიგრძენი რომ ჩემი სული დანებდა.

იმ მომენტში ვიცოდი რომ აღარ ვიყავი საკუთარი სიცოცხლის ქორეოგრაფი. და ან ექიმები გადაარჩენდნენ ჩემს სხეულს და მომცემდნენ მეორე სიცოცხლეში შანსს, ან ეს იყო ალბათ ჩემი გარდაცვალების მომენტი.

როცა იმ დღს, მოგვიანებით გამეღვიძა, გავოგნდი აღმოვაჩინე რა რომ ჯერ ისევ ცოცხალი ვარ. როცა ვიგრძენი ჩემი სულის დანებება, დავემშვიდობე საკუთარ სიცოცხლეს. და ჩემი გონება ახლა ეკიდა ორ დაპირისპირებულ რეალობას შორის. სიმულაცია რომელიც აღწევდა ჩემი სენსორული სისტემების გავლით მგვირიდა საშნელ ტკივილს. სინათლე მწვავდა ტვინს როგორც ხანძარი და ხმები იყო ისეთი მაღალი და ქაოტური რომ ვერ ვარჩევდი ფონის ხმაურისგან. და მე მსურდა გაქცევა, რადგან არ შემეძლო საკუთარი სხეული იდენტიფიკაცია სივრცეში, თავს ვგრძნობდი უზარმაზარად და უძვირფასესად, ჯინივით, რომელიც სულ ახლახანს ბოთლიდან გაათავისუფლეს. და ჩემი სული თავისუფლად დალივლივებდა, როგორც დიადი ვეშაპი მიაპობს მდუმარე ეუფორიის ზღვას. ნირვანა. მე ვიპოვნე ნირვანა და მე მახსოვს როგორ გავიფიქრე, გამორიცხულია რომ ოდესმე ჩავატიო ჩემი უზარმაზარობა ისევ ამ პაწაწინა სხეულში.

და შემდეგ გავაცნობიერე, "მაგრამ მე ხომ ისევ ცოცხალი ვარ! მე ისევ ცოცხალი ვარ, და მე ვიპოვნე ნირვანა. და თუ მე ვიპოვნე ნირვანა მე ისევ ცოცხალი ვარ, აწი ყველა ვინც კი ცოცხალია შეუძლია იპოვნოს ნირვანა." და მე წარმოვიდგინე სამყარო სავსე ლამაზი, მშვიდობიანი, თანაგრძნობიანი, მოსიყვარულე ხალხით, რომლებმაც იციან რომ შეუძლიათ მოვიდნენ ამ სივრცეში ნებისმიერ დროს. და რომ მათ შეუძლიათ გამიზნულად აირჩიონ და შეაბიჯონ საკუთარ მარცხენა ნახევარსფეროებში და იპოვნონ ეს მშვიდობა. და შემდეგ რა უზარმაზარ საჩუქარი შეიძლება ყოფილიყო ეს გამოცდილება, რა შინაგანი ძვრა შეიძლება ყოფილიყო, ჩვენი ცხოვრების წესისთვის. და ამან მომცა მოტივაცია გამოსაჯანმრთელებლად.

ჩაქცევიდან ორნახევარ კვირაში, ქირურგები შევიდნენ და მომაშორეს თრომბი გოლფის ბურთისხელა რომელიც აწვებოდა ჩემი სასაუბრო ენის ცენტრებს. აქ ვარ დედაჩემთან ერთად, რომელიც ჩემი ცხოვრების ნამდვილი ანგელოზია. დამჭირდა 8 წელი სრული გამოჯანმრთელებისთვის.

აბა, ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ სამყაროს სიცოცხლის ძალა, მექანიკური სიმკვირცხლით და ორი შემეცნებითი გონებით. და ჩვენ გვაქვს ძალა ავირჩით, ნაბიჯ-ნაბჯ, ვინ და როგოგორ გვინდა ვიყოთ მსოფლიოში. აქვე, ახლავე, მე შემიძლია შევაბიჯო ჩემი მარჯვენა ნახევარსფეროს ცნობიერებაში, სადაც ჩვენ ვართ. მე ვარ სამყაროს ცხოვრების მიმცემი ძალა. მე ვარ ცხოვრების ძალა 50 ტრილიონი ულამაზესი მოლეკულური გენიოსისგან რომლებიც აყალიბებენ ჩემს ფორმებს ერთ მთლიანობაში. ან, მე შემიძლია შევაბიჯო ჩემი მარცხენა ნახევარსფეროს ცნობიერებაში და გავხდე განზოგადებული ინდივიდი, მყარი. განცალკევებული ნაკადისგან, გამოყოფილი თქვენგან. მე ვარ დოქტორი გილ ბოლტე ტეილორი: ინტელექტუალი, ნევროანატომისტი. ეს არი "ჩვენ" ჩემს შიგნით. რომელს აირჩევდით? რომელს ირჩევთ? და როდის? მჯერა რომ რაც უფრო მეტ დროს ვხარჯავთ ღრმა შიდასივრცის სქემის არჩევაში ჩვენი მარჯვენა ნახევარსფეროისა, მეტ სიმშვიდეს დავნერგავთ მსოფლიოში და ჩვენი პლანეტაც უფრო მშვიდობიანი იქნება.

და მე ჩავთვალე რომ ეს იდეა ღიდა თქვენთვის გაზიარებად.

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით