ჯორჯ ბერნარდ შოუ
ბრიტანელი მწერალი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე. ნობელის პრემიის ლაურეატი
ბიომასა (საქონელი, დებილოიდი, etc) — ჰუმანოიდების ყველაზე დაბალგანვითარებული ჯგუფი, წარმოადგენს ზემდგომი დაჯგუფებების მანიპულაციების ისტორიულ ობიექტს. ბიომასას შეადგენს ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 95%. ბიომასის ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა აზროვნების სწორხაზოვნება ანუ ბიოელემენტს არ შეუძლია კონკრეტული საკითხის ძირითადი ხედვა განიხილოს კრიტიკული კუთხით, რაც ქმნის გარკვეულ გართულებებს, რაზეც სტატიის განმავლობაში ვისაუბრებ.
ბიომასა ფიზიკურად არ არის აღჭურვილი შესაბამისი სიმძლავრის თავის ტვინის ქერქით, რათა განახორციელოს საკუთარი თავის განხილვა სხვის თვალით. თუ საკითხის მრავალმხრივი აღქმისა და ანალიზის უნარი პირდაპირ კავშირშია ინტელექტის კოეფიციანტთან, გამოდის რომ რაც უფრო დაბალია აღნიშნული კოეფიციენტი, მით მეტია შანსი პიროვნება სამართლიანად იწოდოს ბიოელემენტად. აღნიშნული დებულებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს რომ ყოველი ელემენტი არის იმბეცილი, მაგრამ ყოველი იმბეცილი არ არის ბიომასის ელემენტი. ამაზეც შემდგომ განვავრცობ. გარდა ზემოთ თქმულისა ბიომასის ძირითადი თვისებებია, ნაკლებ ორიგინალური(ბანალური) აზროვნება, ფრაზობრივი სიღარიბე, შაბლონური ფრაზებით მეტყველება, ზედმეტად მარტივი ლექსიკის გამოყენება, რაც გარდა აღნიშნული მდგომარეობისა გარკვეულწილად ახასიათებს დემენციის ჯგუფის ყველა სნეულებას. სამაგიეროდ გაძლიერებულია რუტინით გამოწვეული სტრესული სიტუაციების დაძლევის უნარი ანუ ბიოელემენტს თავისუფლად შეუძლია ჩვეული ქმდებებით შემოიფარგლოს წლების განმავლობაში. ბიომასის აზრი ძირითად შემთხვევებში საზოგადოებრივ აზრს ემთხვევა, რადგან აღინიშნა რომ ბიომასას წარმოადგენს 95% გასაკვირიც არაფერია. მსუბუქ შემთხვევებში არსებობს საკუთარი აზრიც, მაგრამ ნაკლებ გასაგები და ჩამოუყალიბებელი ფორმით. ბიომასას ორმხრივ აზროვნებაში შეუძლია გაარჩიოს მხოლოდ ერთი (კარგი ან ცუდი). ჩამოთვლილი თვისებების წყალობით ბიომასა წარმოადგენს საუკეთესო მასალას, კარგად დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად. ძირითადი გამოყენება: იაფი მუშა-ხელი. “რატომ არის ხალხი უგუნური? იმიტომ რომ ასეა საჭირო. უგუნურება — სიკეთეს ემსახურება. ვისაც არ აქვს მიზნები, მას არც თავმოყვარეობა გააჩნია. უგუნური იმყოფება კეთილისმყოფელ უკუნში, რომელიც ართმევს მას შესაძლებლობას დაინახოს ჭეშმარიტება და ამითვე უქრობს მას არასაჭირო სურვილებს. ვინც კითხულობს — ის აზროვნებს, ვინც ფიქრობს— ის განსჯის. ჩნდება კითხვა, რაში გვჭირდება რომ ერმა იაზროვნოს? ვერ განსაჯოს — ეს არის მათი ჭირიც და ბედნიერებაც. ეს ჭეშმარიტება უთუოა. ამით არსებობს საზოგადოება.” — ვ.ჰიუგო «კაცი რომელიც იცინის» ბიომასის ფენომენი არ წარმოადგენს 21 საუკუნის ექსკლუზივს. მოვლენამ დასაბამი აიღო, იმ წერტილიდან, როდესაც ინტელექტუალი გამოეყო მასას და გადაწყვიტა მისი მართვა. მოყოლებული იმ დღიდან იქმნება შეზღუდვათა და უფლებამოსილებათა მთელი რიგი განმარტებანი (კანონები, რელიგიები) რომლის საშუალებითაც პიროვნება ახდენს ბიომასის წარმატებულ მენეჯმენტს. დროთა სვლას მოაქვს ცვლილებები, შესაბამისად იქმნება მენეჯმენტის გათანამედროვებული, მაგრამ შინაარსობრივად იგივე მიზნის მატარებელი ინსტრუმენტები, რაც ბოროტი ჩანაფიქრით არ გაკეთებულა, უბრალოდ არსებობდა და მოხდა ამის თანამედროვეობაზე მორგება, რადგან ბიომასა პირდაპირ მოითხოვს იყოს მართული და სტაბილური. თუ აღნიშნული მდგომარეობა აწყობს მენეჯერს, ბიომასა მიძინებულ მდგომარეობაში იმყოფება ანუ არ ქმნის არაფერს ახალხს და არც არაფერს აფუჭებს. თუ საჭირო გახდა რევოლუციასაც მოაწყობს, ამ ჭაობშივე დასარჩენად. «რაში სჭირდება ნახირს თავისუფლება? ნახირი უნდა დაკლა და გაკრიჭო.» — ა.პუშკინი «მე არ მჭირდება თავისუფლება. მე მჭირდება სამსახური, ოჯახი და ლუკმა პური. მე “მახატია” მმართავენ თუ არა, მთავარია მე ამის შესახებ არაფერი ვიცი.» — ბიოელემენტი ამ შემთხვევაში ბიოელემენტი პროგრესულია, რადგან გააჩნია საკუთარი საჭიროების მოთხოვნილება. თუნდაც გაუკუღმართებული, დაკნინებული, მაგრამ მაინც მოთხოვნილება, ჰქონდეს რაღაც. პოლიტიკური შეხედულებების კუთხით ბიომასას მივაკუთვნებთ აღნიშნულ თვისებებს: ავტორიტარული სუბმისიურობა — ძლიერი სურვილი იყოს მორჩილებაში, «კარგია ძლიერი ლიდერის ყოლა». ავტორიტარული აგრესია — ზოგადი აგრესიულობა, გამოიხატება ცალკეულ ინდივიდთა და ინდივიდთა ჯგუფების წინააღმდეგ გამოვლენილ ქმედებებში. აღნიშნული მოვლენა სანქცირებულია მთავრობების მიერ, იდეით: «კარგია იყო სასტიკი მათ მიმართ ვინც არ იცავს წესებს». რასაც დიდი სარგებელი მოაქვს მთლიანად საზოგადოებისთვის, პრინციპით: ბიომასის გარკვეული ნაწილი აკონტროლებს ბიომასის დანარჩენ ნაწილს. კონცვენციონალიზმი — ტრადიციული კონვენციებისადმი მიჯაჭვულობა, აღიარებულია არამარტო ბიომასის მიერ, არამედ მიმდინარეობს ტოტალური სამთავრობო პროპაგანდა: «ტრადიციები — ყოველთვის სწორია». უფლის მცნების უხეში “დაკიდება” «არ შეიქმნა კუმირი». კუმირები იქმნებიან ყოველდღიურად, ყოველწამიერად — პოლიტიკოსები, მომღერლები, ჟურნალისტები, ფეხბურთის მოთამაშეები, ფული, ნივთები ქალები და სხვა… ეს ყველაფერი გამოწვეულია საკუთარი არჩევანის გაკეთების უუნარობით, გადაწყვეტილების მიღებისგან თავის არიდების, უპასუხისმგებლობისა და უბრალოდ განუვითარებლობის მიზეზით; ბიომასას კონვულსიებში აგდებს აზრიც კი იმის შესახებ, რომ მან უნდა გადაწყვიტოს რაღაც ზემოდან მოსული ბრძანების ან შემუშავებული პროცედურის გვერდის ავლით. ინიციატივა არ არსებობს და თუ რუტინული სტრესი ბიომასისათვის ჩვეული და მარტივად გადასატანია, სპონტანური დილემების წინაშე ითიშებიან. მეტიც კი, თუ არ არსებობს უფროსი, ლიდერი, მწყემსი etc. ის აუცილებლად უნდა მოიგონონ ბალანსის შესანარჩუნებლად — ხაზის გავლება შეიძლება საქართველოს უახლეს ისტორიასთან, მთელი თავის რაღაცისტებითა და ვიღაცისტებით. იმის მაგივრად რომ ბიოელემენტმა, ოფისის ვირთხამ, უბრალოდ ელემენტარულმა დეგენერატმა კრიტიკული თვალით განიხილოს მიღებული ბრძანება, მიმდინარე მოვლენებთან უკეთესი თანხვედრისა და მეტი სარგებლის მიღებისათვის, ის ახდენს მარტივ აღსრულებას. როდესაც ამის გამო ხდება კატასტროფა, თავად ბიოელემენტის თავს ან ზოგადად ერისთვის, ყველაფრის გადაბრალება ხდება უცხოს ფენომენზე ანუ სისტემა არ არის დამნაშავე, რადგან სისტემა ვართ ჩვენ. ჩვენ მაგალითზე მმართველი ძალის უნიათობა ბრალდება უნიათო ოპოზიციას და შესაბამისად ოპოზიციის უნიათობა მმართველი ძალისას. იქმნება მანკიერი წრე საიდანაც გამოსავალი არ არის. შორს წასულ შემთხვევებში ჩნდება ისეთი ელემენტები როგორებიცაა, გლობალური შეთქმულების თეორია, სიონისტები, რუხი კარდინალები, მასონები ბოროტი ძიები კაციჭამიები და სხვა მრავალი. საზოგადოების მოაზროვნე ნაწილის გადაშენებასთან ერთად ბიომასა აქტიურად მრავლდება, რამეთუ დადგა დრო მომხმარებელთა: მომხმარებელი ამბობს: “ჩვენ ყველაფერზე თანახმანი ვართ, თქვენ მოგვეცით პური და სანახაობა. და თუნდაც კაცობა წაგვართვით” შესაბამისად, კარგი მენეჯერი, გახსნილი აზროვნებით, უღიმის და აკმაყოფილებს ბიომასას, ყოველგვარ შავ სამუშაოს აკეთებინებს და ტოვებს იქვე სადაც იყვნენ. დროის გასვლასთან ერთად ნებისმიერ ეთნოსში ხდება ფასეულობათა ცვლა. ბიომასის ხვედრითი წილის მატება, სრული მომხმარებლიზაციის პირობებში. შედეგად ვიღებთ შემდეგ მდგომარეობას: “იყავი ისეთი როგორიც ვართ ჩვენ!”, ანუ, ნუ მიისწრაფი ისეთი მიზნებისკენ რაც საბოლოოდ არ მიდის კვებამდე და გართობამდე. თუ გაქვს სხვა ინტერესები შენ ხარ მუდო, შენ ხარ გაუგებარი, შენ ხარ უცხოპლანეტელი, ცისფერი და ათასი მსგავსი მადისკრიმინირებელი სტატუსის მატარებელი. დისკრიმინაციის სურვილი ბიომასის რეფლექსური დონის ანუ წამყვანი მოთხოვნილებაა, რამეთუ ბიომასა ზურგის ტვინზეა კონცენტრირებული ეს მარტივად აიხსნება. როდესაც მასა სტაბილურია, ისეთი ცნებები როგორიც არის, შრომისმოყვარეობა, ინტელექტუალობა, ხელოვნების სიყვარული და სხვა მრავალი აღიქმება მტრულად, არა მშობლიურად და გაუგებრად. შესაბამისად მასებში იწვევს აგრესიის შეტევებს. ხდება კულტურისა და მეცნიერების “მომხმარებლიზაცია”. კინოინდუსტრია გადართულია სრულ მარაზმზე, გამოდის ფილმები რომლებშიც მოცემულია სწორხაზოვანი იდეები დილემის გარეშე, იდეით, ყველაფერი სასიამოვნოა რაც არ ტვირთავს რუხ მასას. შესაბამისად ინდუსტრიაც ღვივდება და მომხმარებლიზაცია ახალ ეტაპებზე გადადის. მთავრობაც ნაცვლად იმისა რომ კონსტრუქტიულად აწარმოოს საკუთარ ერთან ურთიერთობა, იძულებული ხდება გამოიყენოს მარტივი მენეჯმენტის მეთოდები: დევნა, დაშინება და მკვლელობა. ეს არის ყველაფერი რაც მარტივად მოქმედ ადამიანს მარტივად აკავებს გარკვეულ ზღვარში. «ერი ვერ იარსებებს მეფის გარეშე.» — მონური მენტალიტეტის არსი ჩამოყალიბებული აზრით ბიომასის ცნება მარტივად ახსნადია. ბიომასას წარმოადგენს ნაკლებ განვითარებული ბიოელემენტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია არანორმალური პრიმატულობა(არა პრიმიტიულობა). ანუ ელემენტი არ წასულა შორს ცხოველისგან. მართვადობის მოთხოვნაც აქედანვე აიხსნება. ცხოველთა კომუნაში ყოველთვის არსებობს ლიდერი, რადგან ცალკეულ წარმომადგენლებს არ შეუძლიათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. ბიომასის შემთხვევაში ასეთებად გვევლინებიან გაღმერთებული პიროვნებები, რომლებიც აგებენ პასუხს მთელი ეთნოსის სახელით, ყველაფერი კარგი თუ ცუდი მიეწერება ამ პიროვნებას და თუ საჭირო გახდა პასუხიც მოეთხოვება(კონკურენტი ლიდერის ინსპირირებით, რევოლუციები იმპიჩმენტი და სხვა.). ასეთი ლიდერი ხშირად გარდაცვალების შემდგომაც აგრძელებს მოღვაწეობას, რის მშვენიერი მაგალითიც საქართველოს პირველი არჩეული პრეზიდენტია. აღსანიშნავია რომ პრიმატულობა სულაც არ არის პრიმიტიულობის პირდაპირპროპორციული. მაღალი პრიმატულობის მქონე პიროვნებას სავსებით შესაძლებელია ჰქონდეს: ნორმალური IQ (ტვინის ლოგიკურობისა და სისწრაფის განმსაზღვრელი), მაღალი მდგრადობისა და ადაპტირების უნარი, ანალიტიკური აზროვნება, მას შეუძლია წარმატებით აკეთოს მაყუთი, ჰქონდეს მშვენიერი იუმორის გრძნობა, იყოს პროფესორი… მაგრამ ამასთანავე: იყოს ცრუმორწმუნე; სუბორდინატული; დეგენერატი, დამყოლი და სხვა. მაგალითად, მდიდარი არაპრიმატული მამის მდიდარი პრიმატული შვილი მარტივად გახდება საშუალო ან მაღალი დონის მენეჯერი ანუ სნეულება განკურნებადია განათლების საშუალებით. პოლიტიკური კუთხით ბიომასა სხვაგვარად იწოდება. ბიოელექტორატი. ბიოელექტორატი სასარგებლო რამ არის, რადგან ახასიათებს მარტივი ლოზუნგების ატაცება, შაბლონური ინფორმაციის აღქმის შესაძლებლობა, მოკლე პოლიტიკური მეხსიერება და ასეთივე არამყარი ინტერესები. ინტერესთა ცვლილება, სიმპათიების გადანაწილება, ძირითადად ხდება მასმედიის საშუალებით. საუკეთესო ფორმულირებაა: რელიგია, ფინანსები, პატრიოტიზმი, პური და სანახაობა. «მოქმედება მარტივია: გარკვევის ნაცვლად—გავარჩიოთ, გამოთვლის ნაცვლად—გადავრიცხოთ. თუ რამე არ იცი—მოდი შეკრებაზე. რა საჭიროა იტანჯო, არკვიო ვის რა უნდა… მოდი შეკრებაზე! შენ გეტყვიან, რა გინდა შენ და რა უნდა ყველას. ცხოვრება ტვინის გარეშე არა მარტო მარტივია, ეს რაღაც დიდებული, რაღაც კოლექტიურია.» — მ. ჟვანეცკი ბიომასა წარმოადგენს ანტიპიროვნებას. რამეთუ ბიომასას ახასიათებს ყველაფერში კოლექტიურობა. კოლექტიური აზროვნება, კოლექტიური სულისკვეთება და ყველაფერი ის სადაც ფიგურირებს ლიდერი და დამოკიდებული. ბიოელემენტი საკუთარი არსით ეწინააღმდეგება პიროვნებას, რომელსაც ახასიათებს დამოუკიდებლობა, გამორჩეულობა, საკუთარი ინტერესები და მიზნები. რადგან პიროვნებაც და ბიომასაც წარმოადგენენ სოციალური ქცევის სახეებს, მათი განხილვა შეიძლება ერთ ჭრილშიც. აქვე ხდება მათი კონფრონტაციაც და ინტერესთა კონფლიქტი. რაც უნდა მასას არ უნდა პიროვნებას, მაგრამ მასა მართალია, რადგან მასაა. ინტერნეტამდე მიღწეული ყოველი ბიოელემენტი აქტიურად ითვისებს სოციალური ქსელების ფენომენს, გაკეთებული აქვთ ექაუნთები ე.წ. ადნაკლასნიკებზე, ფეისბუქზე და სხვა. ასევე არცთუ იშვიათია ბოლო დროს მომრავლებული ბლოგერი ბიოელემენტები. მიუხედავად სოციალური ფენისა ბიომასას ახასიათებს საკუთარი შეხედულების არ ქონა, პოპულისტური ხედვა, გემოვნების არ ქონა, საკვებში, მუსიკაში, კინოხელოვნებაში და სხვა. შესაბამისად ბიომასა მისდევს მეინსტრიმს. უსმენს იმას რასაც უსმენს ყველა, იკვებება იმით რითაც საერთოდ კვებავენ მასებს. სათუთ რუხ მასაში კი იქმნება აზრი, რომ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. ახალი სახის ბიომასას ახასიათებს დაჯგუფებები და ბიომასის სხვა დაჯგუფებათა დისკრიმინაცია. ახალგაზრდულ ასაკში ხდება გარკვეული სუბკულტურებისადმი(emo, როკერი, რეპერი, etc.) საკუთარი თავის მიკუთვნება და სხვათა აზრისა თუ შეხედულებების სრული იგნორირება. შედეგად ბიომასას ექმნება ილუზია რომ გამორჩეულია, ის რაც დრომ და განათლებამ მოიტანა ნეიტრალიზაციას ექვემდებარება. გამოდის რომ უნიკალურობის შეგრძნება ადვილად ანაზღაურებადია. აქვეა ჩაბუდებული ბიომასის პროტესტის გრძნობა საკუთარი პიროვნებისადმი, უფრო სწორედ პიროვნების არ არსებობის გამო. ელემენტი იწყებს ჩამოთვლილი სტილებიდან ერთერთის მიღებას და მის პროპაგანდირებას. ვლინდება პროტესტი სხვა ადამიანების წინაშე. ეს ისეთივე პროტესტია რომ ადგე და უკუღმა სიარული დაიწყო, ანუ შენ აპროტესტებ, მაგრამ არავის ანაღვლებს. შორს წასულ შემთხვევებში ახალგაზრდა ბიომასა იყოფა ლამაზებად, უსახურებად და სიმპათიურებად. ამაში გამოცდილება ყველას გექნებათ, შესაბამისად აღარ ჩავუღრმავდები. ბიომასას, ისევე როგორც პეპლებს – ნათურა, იზიდავს ეფექტები. ბრწყინვა, ნათება ხმაური და სხვა, რაც ასევე მეტად სასარგებლო თვისებაა, რის წყალობითაც არაერთი პატივცემული ბიოელემენტი აკეთებს ფულს. მაგალითისთვის კინოფილმები, სადაც რეჟისორმა მშვენივრად იცის რა გასაღდება. მწარმოებელი რომელიც მილიონ ფუნქციასა და მანათობელ უსარგებლო იაფფასიან სისულელეს ჩაამონტაჟებს საკუთარ ნაწარმში, მის უკეთ გასასაღებლად. აქედანვე იღებს სათავეს ბიომასის ფენომენალური სწრაფვა მდიდრული ნივთებისადმი ანუ ბიოელემენტი შესაძლოა ცხოვრობდეს ქირით, ერთ ოთახიან სახლში, რვა შვილთან ერთად, ენატრებოდეს პურის ფული, მაგრამ თუ გაუჩნდა გარკვეული სახსრები, ის იყიდის ბოლო თაობის მობილურს, რომელსაც აქვს ფოტოაპარატი, სენსორული ეკრანი და სხვა. საშუალო ფენის ბიომასასაც ახასიათებს იგივე ფენომენი, ოღონდ შენაძენი შედარებით ოდიოზურია და თანხა რომლითაც შეიძლება პიროვნებამ ბიზნესი წამოიწყოს ჯიპს ან სხვა სტატუსის ატრიბუტიკას ხმარდება. აქვე აღსანიშნავია რომ ამას იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც ძალიან ხშირია ბიომასებში, ისევე როგორც დემენციის ჯგუფის სნეულებანი. ბიომასას ახასიათებს მტრის ხატის მუდმივი მოთხოვნილება, რომელსაც დაბრალდება საკუთარი და ზოგადად მისი შემომფარგვლელი ეთნოსის წარუმატებლობანი. მაგალითად, ებრაელები, ზანგები, მასონები, ველოსიპედისტები და სხვა აზრს მოკლებული ვარაუდები. რადგან ბიომასას არ შეუძლია შექმნას რაღაც არა ბანალური, ის ირჩევს დაანგრიოს, გააუკუღმართოს. ბიომასას შიდა წრეებში ახასიათებს ურთიერთობის გამარტივებული ფორმები ანუ ბანალური დიალოგები, რუტინული სიტუაციები, “გამორჩეული იუმორი” მაგალითად, როგორ ხარ? როგორ მფხან. აბა თქვი რვა, პროჭი გაგერ… სხვა უკბილო ხუმრობები და მსგავსი ან შედარებით წინ წასული, მაგრამ მაინც არაორიგინალური, სიტუაციისათვის შეუსაბამო და იდიოტური. ბიომასას სჯერა ყველაფრის რასაც ამბობს მანათობელი ყუთი. მაგალითისთვის კურიერში გასული სუჟეტის შემდგომ, დედამიწის ტრაექტორიის ცვლილების შესახებ მხვდება მრავალი დაფეთებული ადამიანი რომლებსაც უკვე 100% სჯერათ 2012 წლისა და სხვა ზღაპრების. საერთოდ ცალკე და ჩემთვის მეტად მტკივნეული თემაა იმედის რეპორტაჟი, რომელსაც სრულიად არაადექვატური (თუმცა მოსალოდნლი) შედეგები მოყვა. აქვე წარმოიქმნება შეთქმულების თეორიის ახალი სიმაღლეები, ებრაელების ჩარევა და სხვა მრავალი გაუგებარი რამ. ბიომასისათვის დამახასიათებელია შეიძულოს ყველა წარმატებული, ცნობილი და მასზე ჭკვიანი ადამიანი. იგივე წარმატებით სწორედ ამავე ადამიანებს ემორჩილება მთელი ბიომასა. ბიომასის გართობაც ისეთივე ელემენტარულია როგორიც თავად ბიოელემენტია. დალევა, დისკოთეკა, როკ-საღამოები, კინოში წასვლა, პარკში გასეირნება, სექსი, კვება, დალევა, ძილი, სექსი, დალევა ძილი, სექსი ჭამა, ძილი, ჭამა ძილი… ჩავიხვიე, მოკლედ არსებობს ასევე წინ წასული ბიომასაც რომელიც კითხულობს, მაგრამ ვერ ითვისებს. ბიომასის დიდ წილს(მამრი ბიოელემენტები) მიაჩნია რომ უკეთესია მიიღო მზა ქცევითი დირექტივები, ვიდრე საკუთარი გამოცდილებით აითვისო. ანუ ბიომასას მიაჩნია რომ თუ კაცი ხარ ჯარში უნდა იყო ნამყოფი. თუ გინდა ისწავლო კაცური გაგება ციხეზე უნდა იჯდე. ასევე დამახასიათებელია უცხოეთში მყოფი ქართველი კრიმინალების გაღმერთება გაუგებარი მიზეზების გამო. ასევე საკუთარი ეთნოსის წარმომადგენლის ურა-პატრიოტიზმით განპირობებული უპირობო ერთგულება, მიუხედავად მათ მიერ შექმნილი პროდუქტისა. ურა-პატრიოტიზმი გამოვლენილია სხვა მრავალ ცხოვრებისეულ მოვლენებში, მაგრამ ამას მოგვიანებით განვიხილავ ერთმორწმუნეობისა და პრავასლავცობის მოვლენასთან ერთ ჭრილში. ბიომასისათვის დამახასიათებელია გრამატიკის სრული იგნორირება. არა პუნქტუაცია ან რამე რაზეც საკუთარი თავიც ხშირად დამიჭერია, არამედ უბრალო სამეტყველო ქართულის, ფონეტიკური მონაცემების ტექსტურ რეჟიმში გადაყვანისას წარმოქმნილი ლაფსუსები. მაგალითისთვის, “კარგათ” “შეურაწყობა” და სხვა. ასევე არსებობს საკუთარი “პრონონსის” გასვეტება რის გამოც ხდება მართებული სიტყვების დამახინჯება “ახლა” ჟღერს არასასიამოვნოდ (ალბათ) გამოიყენება “ეხა” “ეხლა” და სხვა. ცალკე საკითხია “ლ”-ს ფენომენი, რაც მხოლოდ გაუნათლებლობასა და პროვინციულ წარმოშობას შეგვიძლია მივაწეროთ და არა სიბრიყვეს. «კურთხეულია თავმდაბალი, რამეთუ ადგილი მისი სასუფეველშია.» – ის წიგნი რომელიც არ წაგიკითხავს, მაგრამ ყველასთან იფიცები. ქართული ბიომასა წარმოუდგენლად ამაყობს იმით რომ დაიბადა საქართველოში. მიაჩნია რომ ქართველი არის ნიჭიერი, გამორჩეული, ყველაზე მართლმადიდებლური. საქართველო კი ღვთისმშობლის წილხვედრი და ლიდერთა აკვანი. შესაბამისად ბიომასას უზომოდ უხარია როდესაც ტელევიზორში ხედავს უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ქართველს. თუნდაც ის იყოს კრიმინალი ან დეგენერატი. ეს აიხსნება ცნებით “ურა-პატრიოტიზმი”, რომელსაც უკვე შევეხე ერთხელ. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია ქართველი ურა-პატრიოტების გონებაში სტალინს, მიუხედავად იმისა რომ მათი პირადი ინტერესები ამ პიროვნების არსებობამ მხოლოდ დააზარალა, მათ მაინც გაღმერთებული ჰყავთ და მიაგებენ პატივს როგორც ყველაზე წარმატებულ, მათივე ეთნოსის შვილს. არ ვამბობ რომ პატრიოტიზმი ცუდია, საჭიროა, მით უმეტეს კოსმოპოლიტიზმისთვის არც საქართველო და არც დასავლეთი მზად არ არის. ბიომასას 100%-სჯერა რომ ყველაფერს მართავენ ოღრაში ამერიკელები, კაპიტალისტები და ებრაელები. იგივე ბიომასას რომ ჰკითხო რიგითი ამერიკელი დგენერატია, მათი კულტურა ნოლია და თუთის ხე უდგას მათ ქვეყანაზე მეტი წლოვანების. პატრიოტული ბიომასა მეტად სასარგებლო მოვლენაა, მათი გამოყენება ხდება ფართო სპექტრში. მით უმეტეს ანაზღაურების გარეშე, რამეთუ პატრიოტულ ბიომასას სჯერა არარეალური, მაგრამ არაეფემერული სისულელეების რომელსაც სრულიად უპრინციპო ვირიშვილები ახვევენ თავს. ანუ ბიომასამ უნდა იომოს, იმიტომ რომ სამშობლოს სჭირდება. უნდა ემეგობროს სხვა ეთნოსის წარმომადგენელს, რადგან ის მისი მეზობელია, ერთმორწმუნეა(წარმატებით იყენებენ დღევანდელ მოვლენებში. ბატონი ვირი და ქალბატონი ფქვილოვნა.) და სხვა. აქ ჩარეულია ტრადიციებისა და საკუთარი ინტერესების არ ქონის ვირეშმაკული კოქტეილი, რომლის ათვისების შედეგადაც ბიომასას სჯერა რომ რასაც აკეთებს 100%-თ მართალია, მას ეს სჭირდება და მისი ინტერესები ამის გარეშე ვერ განხორციელდება. რეალურად კი ბიომასის ინტერესები არავის აღელვებს, რამეთუ ბიოელემენტი გატოლებულია ცხოველთან. ცალკე ფენომენია ქართველი გლეხი, რომელიც მუდამ უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით, მარგამ არც არაფერს ცვლის. დილით წაიმუშავებს, საღამოს გადაკრავს. ანუ ცხოვრობს ისევე როგორც შეესაბამება ბიოელემენტს. ამასთანავე მუდამ უკმაყოფილოა მთავრობის “არავინაა გლეხიკაცითვინა” და მუდამ ერთგულია ქვეყნის. იხარე ერო! სტატია დასასრულს უახლოვდება. შესაბამისად ექიმის რეკომენდაციაა დავუჯეროთ საკუთარ ტვინს, რომელიც არ ემსახურება სხვის თვალებს, ყურებს, და ხელებს. საკუთარ ტვინს ყველაზე სანდო ინფორმაცია აქვს საკუთარი ორგანოებისგან. ნებისმიერი ინტელექტის კოეფიცინტით, გარდა დემენციის შემთხვევებისა შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ნორმალური პიროვნება. მე არ ვახდენ არავის დისკრიმინაციას ან დაცინვას, რამეთუ არანაირად არ მაღელვებთ თქვენ. არ მიყვარხართ, გული არ შემტკივა. მაქვს გარკვეული ინტერესები რომელსაც ახლა აქ ვატარებ. მადლობა ყურადღებისთვის.
ზ. ზურაბაშვილი. 2010 წელი.
Comments
მე შევიცვალე უფრო. ისევ შემოსავლის აუცილებლობა, იგივე წრე რაც ალბათ მილიარდებმა გაიარეს ჩემამდე საუკუნეების განმავლობაში. უკვე ბიომასის რიგებში უფრო ვხედავ საკუთარ თავს ვიდრე პირობით 5%-ში, ან საერთოდ თუ განსხვავდება რამით ეგ 5% მეეჭვება.
ძალიან ჭირს აზროვნება როდესაც თავისუფალი არ ხარ, როდესაც ბევრი ადამიანია შენზე დამოკიდებული. მხოლოდ ის არსებობს რაც მოთხოვნადია. როგორც ჩანს რაც არის ეს ყველაფერი 100%-ს უნდა და არა 95-ს.
ჩვენ ვიბადებით ასეთები და რადგან სხვანაირად ვერ გავიზრდებოდით ასე გაგვზარდეს. არსებობს მრავალი მიდგომა პიროვნების კონფიგურაციის შესამუშავებლად. ხელაღებით ვერ იტყვი რომ ყველა დეტერმინირებული და მარშრუტიზებულია ცხოვრებაში, მაგრამ ფაქტია სისტემა ავტომატურად მუშაობს, არასწორი მეთიდებით, თუმცა მეთოდები ამართლებს - სისტემა გამართულია - უმრავლესობა აკეთებს იმას რაც სისტემას უნდა ისე რომ თავს თავისუფლად მიიჩნევს რადგან ჩვენვე ვართ სისტემა.
ვერ გაიგებ გენომიდან იღებს ყველაფერი სათავეს თუ ჰიპოკრატეს ტემპერამენტის ტიპებიდან. ანუ ბიოლოგიურად განპირობებულია რომ დავემორჩილოთ დიქტატს თუ დიქტატის განპირობებულია ვამრავლოთ დამორჩილებულნი. თუნდაც ორივე თანაბრად მოქმედებს და ურთიერთდამოკიდებულია.
კარგი იქნებოდა ყველა ფლეგმატიკი ყოფილიყო და არავის ახასიათებდეს აფექტურობა, დაუფიქრებელი მოქმედებები, ზედაპირული პიროვნული სტრუქტურა, სხვის აყოლა? ყველას ებას საკუთარი პრივატიზებული თავი, © ღმა აზრებით. არ მგონია. ასეთი(ფლეგმატიკ ების ჯგუფი) ვერ შექმნის ვერაფერს ახალს, რადგან მხოლოდ საკუთარზეა კონცენტრირებული , კი შეუძლია გააერთიანოს ყველაფერი და დაინახოს ერთიანი სურათი მაგრამ დეტალებს არავინ აწვდის. ანუ კოლექტივია ცუდი და არა კომუნიკაცია. მეორესმხრივ ყველა ვინც ამ ფლეგმატიკებს ხელს კრავს და იმპულსს აძლევს თავად კომუნიკაბელური მაგრამ დამყოლია. ბავშვური, უფრო არასერიოზული, მაგრამ ინოვაციური, ხშირად კრეატიული თუნდაც ბანალურად მაგრამ მაინც. კრეატივის ინსპირატორი და ასე შემდეგ, სიცოცხლის ძალა. ასეთებად სანგვინიკები გვევლინებიან. ამ ორს აუცილებლად სჭირდება კონტროლირებადი ფიზიკური ძალა, რადგან კრეატივი ვერ ხორციელდება კუნთების გარეშე. აქ ქოლერიკები ერთვებიან და ის რაც ერთმა შთააგონა, მეორემ ჩამოაყალიბა რეალურ საყაროში გადმოაქვთ ეს სამივე მელანქოლიკების ხარჯზე თავს უკეთეს ადამიანებად გრძნობენ. ყველა საჭიროა, ყველას თავის ადგილი აქვს მიჩენილი. საქმე იმაშია კარგია თუ ცუდი ეს ყველაფერი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სულ ასე იყო და ასევე გაგრძელდება. შენ, მე, ის - ყველა ამ კასტების ნაწილი ვართ და ერთმანეთს ვავსებთ. ის ვისაც მიეწერება ყველაფრის მართვა თავადვეა ერთერთი კასტის უბრალო წარმომადგენელი, ისეთივე მძიმე პირობებში, ისეთივე მოკლე პერიოდით მოვლენილი. ბიომასა, ზოგადად კაცობრიობა საკუთარი არსებობის რეგულირებას ახდენს სწორედ ისეთივე წარმატებით როგორი ხარისხის ელემენტებითაც არის დაკომპლექტებული . უფრო ღრმად რომ შევხედოთ ეს ოთხივე პიროვნება, ოთხივე ტემპერამენტი, ოთხივე სტრუქტურა ერთი ადამიანის ტვინშიც არის და სწორედ ამით ახერხებს ტვინი ფუნქციონირებას. საფუძველშივე არასწორად ვართ მოწყობილი?! არ მგონია. ყველაფერი კარგად არის ჩემთვის შენთვის და მისთვის. სხვანაირად ვერც იქნება. დიდი აფეთქების მერე ყველაფერი გადაწყვეტილია და ჩვენ მაინც ვერაფერს ვცვლით, ასეთები ვართ იმიტომ რომ... იმიტომ.
RSS უკუკავშირი ამ სტატიის კომენტარებისთვის