ჯორჯ ბერნარდ შოუ
ბრიტანელი მწერალი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე. ნობელის პრემიის ლაურეატი
ბრბოს ფსიქოლოგიის კვლევის ფესვები მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება და მოიცავს ისეთი მკვლევარების ერას, როგორებიც გუსტავ ლე-ბონი, ზიგმუნდ ფროიდი, კარლ გუსტავ იუნგი და სერგე მოსკოვიცი არიან. საინტერესოა იმ გარემოებების აღწერა და მიმოხილვა, რისი მიხედვითაც ადამიანები შეიძლება იქცნენ ბრბოს წევრები, იმისდა მიუხედავად თუ რა ინდივიდუალური მახასიათებლები აქვთ მათ. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, შესაძლებელია თუ არა ყოველი ცალკეული ადამიანი წარმოადგენდეს პოტენციურ ნაწილს აგრესიული და შესაძლოა ხშირად უმართავი ხალხის მასისა? პასუხი ცალკეული ასპექტების განხილვის შემდგომ უნდა ვეძიოთ.
ბრბო ერთიან ემოციურ ველში გაერთიანებული ადამიანთა დიდი მასაა, რომელიც რაიმე აბსტრაქტული და შედარებით ნაკლებად რაციონალური მიზნისაკენ არიან მიმართულნი. ბრბოს შესაძლოა ჰყავდეს ლიდერი, მაგრამ როდესაც ბრბო მოქმედებაშია, იქ ლიდერის როლი კლებულობს და ჩნდება ქაოსი. როგორ და რატომ წარმოიშობა ბრბო? ამისათვის გასაანალიზებელია რამდენიმე გარემოება:
- პასუხისმგებლობის დიფუზია – როდესაც ხალხის დიდი მასა აღტკინებულია საერთო მიზნითა და სურვილით და მიმართავს ერთსა და იმავე ქმედებას, ინდივიდებს რაც აქამდე მიაჩნდათ მიუღებლად სხვათა შემხედვარე უჩნდებათ სურვილი, რომ მათაც აკეთონ იგივე, თუნდაც აკრძალული და დანაშაულებრივი. ამიტომაა, როდესაც აგრესიის გამოხატვა ბრბოს მიერ ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი ძალადობით ხასიათდება, ვიდრე ცალკეული ინდივიდების მიერ.
- დეინდივიდუალიზაცია – ინდივიდი ბრბოში თავის იდენტობის ნაწილს კარგავს და ფიქრობს, რომ იქცა ერთიანი მასისა და სხეულის ნაწილი, რომელთან ერთადაც მოძრაობა და მოქმედება აუცილებელია.
- აგრესიის გამოხატვის საშუალება – იმ შემთხვევაში თუ ადამიანში არსებობს დიდი რაოდენობით, ნაკლებად თვითრეალიზებული ენერგია, მაშინ პიროვნებამ შესაძლოა დაიწყოს აგრესიის გამოხატვის გზებისა, რაც კოლექტიური ქმედებებისას, ხშირ შემთხვევაში, უმართავ ფორმას იძენს. ფროიდის მიხედვით ბრბოს წევრობა დ მისი ქმედებების გაზიარება ადამიანის არაცნობიერი სურვილების რეალიზების საშუალებაა, რომლებიც თავის მხრივ აგრესიაზეა აგებული.
- კოლექტივის წევრობა – არის შემთხვევები, როდესაც საზოგადოებაში ნაკლებად თვითრეალიზებული ადამიანები ესწრაფვიან რაიმე ერთობას, სადაც შეძლებენ თავი წარმოიდგინონ არა, როგორც გარიყული არსება, არამედ სრულფასოვანი წევრი. შესაბამისად მათთვის ბრბოს წევრობა, ერთგვარი თვითრეალიზებაც კი შეიძლება იყოს.
- ლიდერი – ბრბო მოქმედებისას შესაძლოა თვითრეგულირებადი იყოს, მაგრამ მოქმედებამდე მის ორგანიზებას ავტორიტეტული პიროვნება ანუ ლიდერი ახერხებს, რომელიც წევრებს უზრუნველყოფს რაიმე ზოგადი, აბსტრაქტული, ხშრად არარაციონალური იდეებითა და მიზნებით, რაც დიდ ემოციურ ტალღას იწვევს ადაიანში და პოტენციურ მოქმედებას უფრო დაუნდობელს ხდის.
- შიშის დაძლევა – ბრბოსთან ერთად მოქმედება, რაც ადამიანთა დიდ მასასთან ერთდ ყოფნას გულისხმობს, შიშის დაძლევას გულისხმობს და მოქმედებისას უძლეველობის შეგრძნებას ბადებს. თუმცა პანიკის დროს პირიქით, სწორედ შიში ხდება ის მამოძრაოვებელი, რომელიც ბრბოს უმართავს ხდის.
ბრბოს მოქმედება დიდი ხანი არ გრძელდება და უმეტესად ემოციური ტალღის გადავლის შემდგომ რადიკალურად მცირდება. ამ პერიდში მის წევრებს შესაძლოა სინანულის შეგრძნებაც კი გაუჩნდეთ თავიანთი ქმედებათა გამო, თუმცაღა შემდგომ იწყება ნამოქმედარის რაციონალიზაციის მცდელობა და გამართლება.
ცალსახა პასუხი იმის შესახებ შეიძლება თუ არა ყველა ადმაიანი იქცეს ბრბოს წევრად არ არსებობს, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ბრბოს წარმოშობას თან სდევს რაიმე მნიშვნელოვანი ემოციური მოვლენათა წყება, რაც თავისი მნიშვნელობით ცალკე აღებულ ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. თუმცაღა იმისდა გათვალისწინებით, რომ ყველასათვის არსებობს რაღაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, შესაძლოა მის ირგვლივ წარმოქმნილმა ფაქტორებმა ადამიანი თავისდა უნებურად აქციოს უმართავი ბრბოს წევრად.