logo-herba

antiD-header

კონფორმიზმი – აუცილებლობა თუ საფრთხე

“Progressis impossible without change, and those who cannot change their minds cannot change anything.”
George Bernard Shaw

conformity“პროგრესი შეუძლებელია ცვლილებების გარეშე და მათ, ვისაც საკუთარი აზრების შეცვლა არ შეუძლია, არც არაფრის შეცვლა შეუძლია.” ჯორჯ ბერნარდ შოუ

რა არის კონფორმულობა?კონფორმულობა სოციალური ქცევის ტიპია, რომელსაც მოვლენათა, ნორმატიული დანაწესებისა და არსებული წესრიგის, მოსაზრებების, ღირებულებების, წარმოდგენების შემგუებლობა, საკუთარი პოზიციის უქონლობა, ნებისმიერი პატერნისა თუ სტერეორიპის უპრინციპო და უკრიტიკო მიღება ახასიათებს.

რა არის კონფორმიზმი?
• ინდივიდის განწყობისა და ქცევის შესაბამისობა, სოციალური ჯგუფის მოლოდინებსა და ნორმებთან;
• განწყობებისა და ქცევის შეცვლა, სოციალური ჯგუფის მხრიდან, წნეხის (რეალური, ნაგულისხმევი ან წარმოსახული) გამო;
• ინდივიდის მიერ უთანხმოებათა ცნობიერად თავის არიდების ტენდენცია, ფაქტობრივი ან ფორმალური თანხმობის დასამკვიდრებლად.
სოციალური ფსიქოლოგები კონფორმიზმის ორ ტიპს გამოყოფენ:
1. ინტერიორიზაციას, როცა ხდება ჯგუფის აზრის მიღება და გაშინაგანება;
2. დამორჩილებას, როცა ადამიანი გარეგნულად ეთანხმება,მაგრამ შინაგანად – არა.


მერტონის თვალსაზრისის თანახმად, არსებობს კულტურით განსზღვრულ მიზნებსა და მათ მისაღწევად ინსტიტუციურად დადგენილი საშუალებისადმი ინდივიდის ადაპტაციის 5 ტიპი. კონფორმიზმი ადაპტაციის ერთერთი ძირითადი ტიპია და მაშინ ვლინდება, როცა ინდივიდისათვის მთლიანად მისაღებია კულტურული მიზნებიცა და მათი მისაღწევი ინსტიტუციური წესებიც; შესაბამისად, კონფორმისტული ქცევა სტაბილური სოციალ-კულტურული გარემოს მახასიათებელია. მერტონის აზრით, სანამ სოციალური სწრაფვების კანონიერი გზით განხორციელების შანსი არსებობს, კონფორმისტი დევიანტურ ქცევას არ მიმართავს. (სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, ლ.სურმანიძე)
როგორია კონფორმული საზოგადოება?
კონფორმულია საზოგადოება, რომელიც მეტნაკლებად ჰარმონიული წესრიგის პირობებში არსებობს. ეს არის სტაბილური საზოგადოება, რომელშიც სოციალური კონფლიტები არ ხდება. ასეთი საზოგადოება მოწესრიგებული მთელის სახით არსებული სისტემაა. სხვადსხვა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთმანეთთან უნისონში იმყოფებიან. სოციალურ ინსტიტუტებს შორის შეთანხმებული ურთიერთობა არსებობს.
ვინ არის კონფორმისტი?
კონფორმისტია ადამიანი, რომელსაც არსებული წერიგისა და სოციალური გარემოს მიმართ ჯანყის სურვილი არ უჩნდება, არ სურს ამ ურთიერთობებისაგან გარიყვა. როდესაც საქმე გვაქვს დახურული საზოგადოების ტიპთან, მაშინ კონფორმიზმი უარყოფით დატვირთვას იძენს.     არსებობს კონფორმიზმის სოციოლოგიური გაგება, რომლის მიხედვითაც, ის საკმაოდ პოზიტიური ფენომენია. მერტონმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი საზოგადოება თავის ნორმალურ არსებობაში კონფორმისტული სახით არსებობს. მერტონი მდგომარეობას, როდესაც საზოგადოებაში არსებული მიზნების მიღწევა ინსტიტუციური, კანონიერი ნორმებით ხდება, საზოგადოების კონფორმისტულ მდგომარეობას უწოდებს. კონფორმისტები მეტად თუ ნაკლებად ყველა საზოგადოებაში არიან. არც ერთი საზოგადოება არ არსებობს კონფორმისტების გარეშე. კონფორმიზმს თავისი წყაროები აქვს. მოდერნულ საზოგადობაში ერთერთი ყველაზე ძლიერ წყარო მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებია.
რატომ ვართ კონფორმულები?
დოჩმა და გერარდმა კონფორმიზმის ორი ტიპი გამოყო: ინფორმაციული და ნორმატიული. ინფორმაციული კონფორმულობა ბუნდოვან და ორაზროვან სიტუაციებში ჩნდება. უცნობ სიტუაციაში , ინდივიდი საკუთარ ქცევას ცვლის, რათა ის სხვისას შეუსაბამოს. სხვების ქცევა ინფორმაციას გვაწვდის იმ სიტუაციაში მიღებული წეს-ჩვეულებებისა და მიღებული პრაქტიკების შესახებ. უცნობ სიტუაციაში სხვებისგან ვიგებთ რა არის სწორიდ ა როგორ უნდა მოვიქცეთ.
ცოდნის ნაკლებობის გარდა, კონფორმულობას იწვევს  ინდივიდის მისწრაფება, მოწონებული იყოს ჯგუფის მიერ. კონფორმულობის ამ ტიპს ნორმატიული კონფორმულობა ჰქვია, ის სოციალური კონფორმულობის დომინანტური ფორმა. როდესაც ჩვენ გვინდა ჯგუფის წინაშე კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ, ვერბალურად ვეთახმებით ჯგუფის აზრს, თუმცა შეიძლება რეალურად არ ვიზირებდეთ მას.
ორივე ეს წნეხი, ჩვენზე ყოველდღიურად დადებით ან უარყოფით ზეგავლენას ახდენს. კონფორმიზმი საზოგადოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელია. იმისათვის, რომ საზოგადოებამ იარსებოს ადამიანები სოციალურ ნორმებს როგორებიცაა მოძრაობის წესები, სხვების საკუთრების პატივიცემა, აგრესიის არაძალადობრივი გზით გამოხატვა და ა.შ უნდა ემორჩილებოდნენ. თუმცა, კონფორმიზმს უარყოფითი ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს, როდესაც ინდივიდი ავტომატურად, კრიტიკული გააზრების გარეშე ეთანხმება სოციალურ ნორმებს.
ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღების დროს, ნებისმიერ ახალ სიტუაციაში სანამ სხვებს ავტომატურად დავეთანხებით უნდა გავიაზროთ რაციონალურია თუ არა მათი ქცევა და ეთანხმება თუ არა ჩვენს პრინციპებს.
ადამიანები ხშირად კონფორმულები არიან, რათა ჯგუფის შიგნით უსაფრთხოდ გრძობდნენ თავს.კონფორმულობაზე უარის თქმა “სოციალური უარყოფის” სერიოზულ რისკს იწვევს. კონფორმულობა ჯგუფის მიერ ინდივიდის ჩაგვრისა და განკიცხვის თავიდან ასაცილებლად უსაფრთხო საშუალებაა. კონფორმულობა ხშირად მოზარდებთან და ახალგაზრდულ კულტურებთან ასოცირდება, მაგრამ ის ყველა ასაკის ადამიანზე ახდენს გავლენას. სიტუაციიდან გამოდინარე, კონფორმულობას როგორც ცუდი, ასევე კარგი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს. კონფორმულობა სოციალური ნორმების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებასაც უზრუნველყოფს. ხელს უწყობს საზოგადოების როგორც ჰარმონიული მთელის არსებობას. კონფორულობა ჯგუფური ფენომენია ამიტომაც ასეთი ფაქტორები როგორიცაა ჯგუფის ზომა, ერთსულოვნება, ვალდებულება და საზოგადოებრივი აზრი ინდივიდში კონფორმიზმის დონის განსაზღვრაში გვეხმარება.
კონფორმულობის გამომწვევი მიზეზები :
ჯგუფის ზომა:
• კონფორმულობა იზრდება ჯგუფის ზომის ზრდასთან ერთად.
• 4-5 კაციან ჯგუფებში ერთი ადამიანის დამატების შემდეგ კონფორმიზმის დონე 3 % ხდება, 2 ადამიანის შემთხვევაში – 13%, 3 ადამაინის დამატებისას – 32 %. ( ანუ 1/3 )
ჯგუფში ანონიმურობის ნაკლებობა:
• კონფორმულობა მცირდება, როდესაც ინდივიდი ჯგუფში სხვებისგან განსხვავებულ პასუხს იძლევა და ჯგუფის პასუხი არ არის ერთგვაროვანი.
• ეშმა (1951) აღმოაჩინა რომ ერთი კავშირის არსებობაც კი რომელიც
უმრავლესობის წინააღმდეგაა მიმართული კონფრომულობას 80%-ით ამცირებს.
გადასაწყვეტი საკითხის სირთულე:
• როდესაც ჩვენ გაურკვევლობაში ვართ, სხვებისგან მხარდაჭერას ვეძებთ. რაც უფრო რთულად გადასაწყვეტია საკითხი მით მეტად იზრდება კონფორმულობა.
ინდივიდუალური პასუხები:
• კონფორმულობა მცირდება, როდესაც მონაწილეს საშუალება აქვს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად უპასუხოს ( ისე რომ ჯგუფის დანარჩენი წევრებისთვის მისი პასუხი ცნობილი არ არის ).
• ეს ჯგუფის წნეხის სიმცირითა გამოწვეული და ნორმატიული გავლენა არ არის ძლიერი
ანონიმურობა:
• კონფრომულობა მცირდება, როდესაც მონაწილეს შეუძლია პასუხი წერილობითი ფორმით გასცეს და საჯაროდ არ გამოაცხადოს
• ადამიანები, კონფორმულები ხდებიან იმიტომ რომ აწუხებთ და ფიქრობენ იმის შესახებ თუ რას ფიქრობენ სხვები მასზე (მაგალითად, ნორმატიული გავლენა)
ჯგუფის სტატუსი:
• თუ ჯგუფში ვინმეს მაღალი სტატუსი აქვს (მაგალითად, უფროსი) ან ისეთი ვისაც სხვებთან შედარებით მეტი ცოდნა აქვს ( მაგალითად, მასწავლებელი) ისინი უფრო მეტ გავლენას ახდენენ ჯგუფის წევრებზე და მოსალოდენლია რომ ადამიანები მათ მოსაზრებას უფრო მეტად დაეთანხმებიან (მაგალითად, ინფრომაციული გავლენა).
• რაც უფრო მაღალია ჯგუფის სტატუსი მით უფრო მაღალია კონფორმულობის დონე.
ჰარვარდის ფსიქოლოგმა, ჰერბერტ კელმენმა განსაზღვრა სოციალური ზეგავლენის სამი ძირითადი ტიპი:
1. თანხობა საჯარო კონფორმულობაა, რომლის დროსაც ინდივიდების პირადი შეხედულებებია გათვალისწინებული;
2. იდენტიფიკაცია გამოჩენილი ან საზოგადოებაში დაფასებული ადამიანის შეხედულებების გაზიარება, ამ შეხედულების გაშინაგნებაა;
3. ინტერნალიზაცია არის შეხედულების და ქცევის მოდელების მიღება, როგორც სოციალურ, ასევე პიროვნულ დონეზე.
კელმენი კონფორმულობს ორ სახეს განასხვავებს: ინფორმაციული კონფორმულობა ან ინფორმაციული სოცილური გავლენა და ნორმატიული კონფორმულობა, სხვაგვარად ნორმატიული სოციალური გაგება.
ნორმატიული კონფორმიზმი: 
• ჯგუფის გავლენას იმიტომ ემორჩილები, რომ ჯგუფს მოერგო;
• ჯგუფს ემორჩილები, რადგან გეშინია მან არ უარგყოს.
• ნორმატიული კონფორმიზი ჩანს ეშის ექსპერიმენტში.
• ასეთი ტიპის კონფორმიზმში ხშირად ადამიანი საჯაროდ ეთანხმება ჯგუფის აზრს, მაგრამ პრივატულად უარყოფს მას.
ინფორმაციული კონფორმიზმი:
• ძირითადად მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანი ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის და ჯგუფის ხელმძღვანელობის ქვეშ ექცევა;
• როდესაც ინდივიდი გაურკვეველ სიტუაციაშია და საკუთარ საქციელს ჯგუფის საქციელს ადარებს;
• მაგ.შერიფის კვლევა;
• ამ ტიპის კონფორმულობის დროს ინდივიდი ჯგუფის აზრს ეთანხმება და მას როგორც საკუთარს, ისე იშინაგნებს
თანხმობა:
• საჯაროდ შეიცვალო ქცევა, რათა ჯგუფს მოერგო, თუმცა პრივატულად არ ეთანხმებოდე;
• უმრავლესობას საჯაროდ ეთანხმები თუმცა, რეალურად არ ეთანხმები.
• თანხმობის მაგალითი ჩანს ეშის ექსპერიმენტში.
ინტერნალიზება:
• საჯაროდ ჯგუფის შესაბამისად ცვლის ქცევას და ასევე პიროვნულად ეთანხმები მას;
• ეს შერიფის აუტოკინეტიკურ ექსპერიმენტში ჩანს.
კონფორმიზმი იმისთვის რომ სხვებს მოეწონო
• როდესაც ადამიანი კონფორმისტი იმიტომ ხდება, რომ სხვებზე შთაბეჭდილება მოახდინოს ან სარგებელი მიიღოს მათგან.
• იგივეა, რაც ნორმატიული გავლენა მაგრამ უფრო სოციალური წახალისების მოთხოვნილებითა მოტივირებული, ვიდრე უარყოფის შიშით. მნიშვნელოვანია არა ჯგუფის გავლენა არამედ თავად ინდივიდის გადაწყვეტილება.
ნონ-კონფორმულობა:
შეიძლება გამოწვეული იყოს:
• ქცევის დამოუკიდებლობით
• ანტი-კონფორმულობას, ჯგუფის ნორმების წინააღმდეგ საკუთარის გამო აჯანყება იწვევს.
ინფორმაციული გავლენა
ინფორმაციული გავლენის დროს ჯგუფის წევრებს ინფორმაციას მხოლოდ მათთვის სასურელი კუთხით აწვდიან. ადამინები ყველაზე ხშირად ინფორმაციულ სოციალურ ზეგავლენას შემდეგ სამ სიტუაციაში იყენებენ:
ორაზროვან სიტუაციაში, ადამიანებმა არ იციან როგორ მოიქცნენ , ამ დროს მოსალოდნელია, რომ სხვების პასუხებს დაეყდნობიან. სხვა ადამიანების ქცევის მიხედვით მოქმედებამ შიში შეიძლება შეამსუბუქოს, მაგრამ სამწუხაროდ, სხვების მიხედვით მოქმედება, ხშირად, არაეფექტურია.
რაც უფრო განსწავლულია ადამიანი ის, როგორც ინფორმაციის წყარო, მით უფრო ღირებულია. ამიტომაც, ადამიანები ხშირად მიმართავენ სხვებს დახმარებისათვის, მაგრამ ფრთხილად უნდა იყონ, რაგანაც ექსპერტებიც ცდებიან.
ინფორმაციული სოციალური ზეგავლენა, როდესაც ინდივიდს გულწრფელოად სჯერა, რომ ეს ინფორმაცია სწორია ხშირად ამა თუ იმ მოვლენის გაშინაგნებას, ინტერნალიზაცია იწვევს.
ინფორმაციული სოციალური გავლენა პირველად დოკუმენტურად მიზაფერ შერიფის აუტოკინეტიკურ ექსპერიმენტში დადასტურდა. ის დაინტერესებული იყო ჯგუფის აზრის შესაბამისად, რამდენი ადამიანი იცვლიდა საკუთარ აზრს.
მონაწილეებს ბნელ ოთახში ათავსებდნენ და თხოვნდენ, რომ მათგან 15 ნაბიჯით დაშორებულ სინათლის ლაქას დაკვირვებოდნენ. შემდეგ სთხოვნდნენ ლაქის მოძრაობის ინტენსივობა შეეფასებინათ. ექსპერიმენტის მთავარი “ეშმაკობა’ ის იყო ,რომ ლაქა სინამდვილეში საერთოდ არ მოძრაობდა. მოძრაობა ვიზუალური ილუზიის ეფექტით გამოწვეული იყო, რომელიც აუტოკინეტიკური ეფექტის სახელითაა ცნობილი. ყველა ადამიანი მოძრაობათა სხვადასხვა რაოდენობას აღიქვამდა. დროთა განმავლობაში ერთსა და იმავეზე თანხმდებოდნენ. შერიფი ამბობდა, რომ ეს შეხედულებათა საერთო ჩარჩოს ჩამოყალიბების გზით საზოგადოებაში სოციალური ნორმების ჩამოყალიბების სიმულაცია იყო.
შემდეგი ექსპერიმენტი რეალურ სიტუაციაზე იყო დაფუძნებული. თვითმხილველთა იდენტიფიკაციის ტესტში მონაწილეებს ეჭვმიტანილებს ჯერ დამოუკიდებლად აჩვენებდნენ. მათ ეჭვმიტანილთა იდენტიფიკაციისთვის ერთ წუთს აძლევდნენ. ერთ ჯგუფს უთხრეს, რომ მათი წვლილი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეორე ჯგუფს უთხრეს, რომ ეს უბრალო სინჯი იყო. იმ ჯგუფში, რომელშიც სწორი პასუხების მიღების მაღალი მოტივაცია იყო კონფორმულობის ტენდენცია გაიზარდა. მათი კონფორმულობის ხარისხი ვისაც უნდოდა რომ მეტად ზუსტი ყოფილიყო 51% იყო, ხოლო მეორე ჯგუფის კი – 35%. ეკონომისტები შეთანხმდნენ, რომ საზოგადოებაში ადამიანთა ახირებულობა, ჟინიანობა და საერთო ტენდეციები ინდივიდების მიერ სხვებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას უწყობს ხელს, ადამიანები ამჯობინებენ რომ საკუთარი შინაგანი სიგნალები უარყონ და სხვა ადამიანების მსგავსად მოიქცნენ.
ნორმატიული კონფორმიზმი
ნორმატიული სოციალური გავლენა მაშინ ყალიბდება, როდესაც ინდივიდი იმას ეთანხმება, რაც ჯგუფის მიერაა აღიარებული და მოწონებული. ნორმატიული კონფორმიზმი ხშირად საზოგადო თანხმობას იწვევს, რაც იმას ნიშნავს რომ გააკეთო ან თქვა რაიმე ისე, რომ არ გჯეროდეს მისი. სოლომონ ეში პირველი ფსიქოლოგი იყო, რომელმაც ეს ფენომენი ლაბორატორიაში შეისწავლა. მან შერიფის ექსპერიმენტს მოდიფიცირება გაუკეთა და დაუშვა, რომ როდესაც სიტუაცია ბუნდოვანი არ არის, კონფორმულობის დონე მცირდება. მოცემული იყო სხვადასხვა სიგრძის ხაზები და მონაწილეებს სთხოვდნენ სტანდარტული ხაზის ზომის ხაზი მოეძებნათ. ყველა მონაწილე ერთის გარდა საიდუმლოდ გააფრთხილეს, რომ 18-დან 12 შემთხვევაში არასწორი პასუხი გაეცათ . შედეგებმა კონფორმიზმის მაღალი დონე აჩვენა, 76% სულ მცირე ერთ შემთხვევაში მაინც ამჟღავნებდა კონფორმიზმს. საშუალოდ ადამიანების ერთი მესამედი ავლენდა კონფორმულობას.
ნორმატიული სოციალური გავლენა სამ კომპონენტს შეიცავს:
1. ჯგუფში ადამიანთა რაოდენობა- მნიშვნელოვნი ეფექტი აქვს. ჯგუფში თითოეული ინდივიდი ნაკლებ ზეგავლენას განიცდის, როდესაც ჯგუფის წევრთა რიცხვი იზრდება
2. ჯგუფის ძალა- ინდივიდისთვის ჯგუფის მნიშვნელოვნებით განისაზღვება. ზოგადად, ჯგუფის შეფასება მისი სოციალური გავლენის მიხედვით ხდება.
3. შეჭიდულობა -ამა თუ იმ გავლენის დროს ჯგუფის სიმჭიდროვეს, შეკრულობას გულისხმობს.
ფსიქოლოგებმა ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით კონფორმულობის დონის წინასწარმეტყველებისთვის მათემატიკური მოდელი ააგეს.
ბარონმა და მისმა კოლეგებმა თვითმხილველთა ექსპერიმენტი გაიმეორეს. ამ შემთხვევაში ექსპერიმენტი ნორმატიულ გავლენაზე იყო ფოკუსირებული. ამ ვერსიაში დავალება გაადვილეს, თითოეულ მონაწილეს ერთის ნაცვლად 5 წამი მისცეს, რათა სლაიდისთვის შეეხედათ. ამ შემთხვევაშიც მონაწილეების ნაწილს მაღალი, ნაწილს კი დაბალი მოტივაცია ჰქონდა. მაგრამ შედეგი პირველი ექსპერიმენტის საპირისპირო იყო. დაბალი მოტივაციის ჯგუფის კონფორმულობა 33% იყო (ეშის აღმოჩენის მსგავსად), მაღალი მოტივაციის ჯგუფის კონფორმულობის დონე 16%- მდე დაეცა. შედეგმა აჩვენა, რომ თუ სიზუსტე ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, უმჯობესია არა სწორი პასუხები გასცე, ვიდრე გარისკო და სოციალურად “არმოწონებული”იყო.
ეშის ექსპერიმენტის მსგავსმა ექსპერიმენტმა აღმოაჩინა, რომ მეგობრების ექვს კაციან ჯგუფში, უცხოების ექვსკაციან ჯგუფთან შედარებით კონფორმიზმის დონე დაბალი იყო. მეგობრები უკვე იცნობენ ერთმანეთს, ამიტომაც სხვადასხვა სიტუაციებში ნაკლებია კნფორმიზმის გამომწვევი ნორმატიული ზეწოლაა. კვლევებმა სიგარეტისა და ალკოჰოლის მოხმარების თაობაზე აჩვენა რომ მეგობრების გავლენას ახდენენ ერთმანეთზე.
უმცირესობის გავლენა
კონფორმულობა ინდივიდს უბიძგებს ჯგუფის შესაბამისად იფიქროს და იმოქმედოს, ინდივიდებს ზოგჯერ შეუძლიათ სიტუაცია შემოაბრუნონ და მათ გარშემო ადამიანებიც შეცვალონ. ეს უმცირესობათა გავლენის სახელითაა ცნობილი. უმცირესობათა გავლენა ინფორმაციული გავლენის სპეციფიკური შემთხვევა. უმცირესობათა გავლენა მაშინა შესაძლებელია, როდესაც ადამიანებს საკუთარი ხედვის არგუმენტირებისათვის ნათელი და მყარი ფაქტების მოყვანა შეუძლიათ. თუ უმცირესობა მერყეობს და ამჟღავნებს გაუბედაობას, დაურწმუნებლობას, გავლენის შანსი მცირეა. თუმცა, თუ უმცირესობას ძლიერი, დამარწმუნებელი არგუმენტები მოჰყავს, შანსი იზრდება უმრავლეობის ქცევა და წარმოდგენები შეიცვალოს. წარმატების მეტი შანსი აქვთ უმცირესობის წევრებს, რომლებიც, როგორც ექსპერტები, ისე არიან მიღებული მაღალი სტატუსი აქვთ ან ჯგუფისთვის წარსულში რაღაც კარგი აქვთ გაკეთებული.შ
უმცირესობის გავლენამ ზოგჯერ შეიძლება კონფორმულობის ეფექტი გადალახოს და ჯგუფის ქცევა არაჯანსაღი მიმართულებით წარმართოს. თანამედროვე მიმოხილვებმა აღმოაჩინა, რომ ერთ “ცუდ ვაშლს” ( ზარმაცი და უტაქტო ჯგუფის წევრი) შეუძლია ჯგუფში კონფლიქტი გაზარდოს და შრომის ნაყოფიერება შეამციროს. ცუდი ვაშლები ხშირად ქმნიად ნეგატიურ ემოციურ კლიმატს და ხელს უშლიან ჯგუფის ნორმალურ ფუნქციონირებას.ისინი ყურადღებიანი შერჩევის გზით შეიძლება თავიდან ავირიდოთ და ისეთი პოზიციები მივუჩინოთ, რომლებიც ნაკლებ სოციალურ ინტერაქციას, ჩართულობას მოითხოვს.

ექსპერიმენტები კონფორმულობაზე
• შერიფის აუტოკინეტიკური ეფექტის ექსპერიმენტი (1935)
• სოლომონ ეშის ხაზის ექსპერიმნეტი (1951)
• გრათჩფილდის კონფორულობის ექსპერიმენტი ( 1955)
• მილგრამის ექსპერიმენტი
• პერინის და სპერნსერის კონფრომულობის ექსპერრიმენტი ( 1980)

შერიფის აუტოკინეტიკური ეფექტის ექსპერიმენტი

მიზანი: შერიფს უნდოდა ეჩვეენბინა, რომ ადამიანები ჯგუფის ნორმებს იმ შემთხვევაში ეთანხმებიან თუ სიტუაცია ორაზროვანია, ბუნდოვანია.

მეთოდი: შერიფი კონფორმულობის შესასწავლად ლაბორატორიული ექსპერიმენტის მეთოდს იყენებდა. ის მიმართავდა აუტოკინეტიკურ ეფექტს _ ესაა სიტუაცია, ბნელ ოთახში ეკრანზე არეკლილი სინათლის პატარა ლაქა მოძრაობის ილუზიასა ქმნს (ვიზუალური ილუზია).
აღმოჩინეს, რომ როდესაც მონაწილეებს ინდივიდუალურად ცდიდნენ შუქის მოძრაობის შესახებ მათი შეფასება საგრძნობლად იცვლებოდა ( მაგალითად, 20სმ-დან 80 სმ-მდე). ექსპერიმენტის შემდეგ ეტაპზე, შერიფი სამ კაციან ჯგუფებს აყალიბებდა აქედან ორი ადამიანი ინდივიდუალური ტესტირების პერიოდში მსგავს პასუხებს იძლეოდა, ხოლო მესამე- მათგან მკვეთრად განსხვავებულს. თითოეულ ადამიანს ჯგუფში შუქის მოძრაობის შესახებ საკუთარი მოსაზრება ხმამაღალ უნდა ეთქვა.
შედეგი: შერიფმა აღმოაჩინა, რომ სინათლის მოძრაობის მრავალრიცხოვან შეფასებებს შორის ჯგუფი, ერთ,საერთო შეფასებაზე თანხმდებოდა. ის ადამიანი, რომელიც განსხვავებულ შეფასებას იძლეოდა, საბოლოოდ დანარჩენ ორს ეთანხმებოდა.
შერიფმა თქვა, რომ ადამიანები ყოველთვის უფრო კონფორმულობისკენ არიან მიდრეკილნი, ვიდრე ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებისკენ.
დასკვნა: ექსპერიმენტის შედეგმა აჩვენა რომ გაურკვეველ სიტუაციებში ( როგორიცაა აუტოკინეტიკური ეფექტი) ადამიანები სხვებზე დამოკიდებული ხდებიან. ( მათზე ვინც მეტი და უკეთესად იცის) ინდივიდებს სურთ, რომ სწორად მოიქცნენ, მაგრამ შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან. ინდივიდებისათვის სხვებზე დაკვირვებას ამ ინფორმაციის მიწოდება შეუძლია. ეს უკანასკნელი ინფორმაციული კონფრომიზმის სახელწოდებითაა ცნობილი.

სოლომონ ეშის ხაზის ექსპერიმნეტი
ეშის მიაჩნდა, რომ შერიფის ექსპერიმენტის უმთავრესი პრობლემა ის იყო, რომ სწორი პასუხი არ არსებობდა. სვამდა კითხვას, როგორ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები რომ ინდივიდი კონფორმისტულად იქცევა, როდესაც სწორი პასუხი საერთოდ არ არსებობს?
ეშმა ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელშიც გამოკვეთილი სწორი პასუხი არსებობდა. ამ შემთხვევაში ინდივიდის არასწორი პასუხი ჯგუფის ზეწოლით აიხსნებოდა.
მიზანი: სოლომონ ეშის ექსპერიმენტის მიზანი იყო გამოერკვია, როგორ მოქმედებს ჯგუფის უმრავლესობის სოციალური გავლენა ადამიანის კონფორმისტულ ქცევაზე.
პროცედურა: ეში კონფრომიზმის შესასწავლად ლაბორატორიულ ექსპერიმენტს, “ხაზის ტესტს” იყენებდა. ეში მონაწილეებისგან 7-9 კაციან ჯგუფებს ქმნიდა. ჯგუფის წევრები პასუხზე წინასწარ თანხმდებოდნენ. ცდისპირმა არ იცოდა, რომ ჯგუფის წევრები შეთანხმებულები იყვნენ და ფიქრობდა, რომ დანარჩენი მონაწილეებიც მასავით ცდისპირები იყვნენ. მონაწილეებს ეკითხებოდნენ მოცემული სამი ხაზიდან სიგრძით რომელი შეესაბამებოდა სტანდარტულ ხაზს. რეალური ცდისპირი ყველაზე ბოლოს ამბობდა თავის პასუხს. 18-იდან 12 შემთხვევაში ეს ჯგუფი არასწორ პასუხს სცემდა. ეშს დაინტერესებული იყო გამოიწვვდა თუ არა ცდისპირის კონფორმულობას უმრავლესობის შეხედულება.
შედეგები: ეშმა დაითვალა ცდისპირთა კონფორმული ქცევის რაოდენობა. საშუალოდ, მონაწილეთა 32% უმრავლესობის არასწორ პასუხს ეთანხმებოდა.
დასკვნა: რატომ იქცეოდნენ მონაწილეები კონფორმულად? ექსპერიმენტის შემდეგ, ისინი ამბობდნენ, რომ რეალურად თავადაც არ სჯეროდათ საკუთარი პასუხის, მაგრამ ჯგუფს ეთანხმეოდნენ, ეშინოდათ, რომ დასცინებდენ. ზოგიერთმა მათგანმა ისიც აღნიშნა, რომ ჯგუფის პასუხის სისწორის სჯეროდა.
როგორც ჩანს ადამიანები კონფორმულები ორი მიზეზის გამო ხდებიან: მათ უნდათ ჯგუფს მოერგონ (ნორმატიული გავლენა) და მათ სჯერათ, რომ ჯგუფი მათზე მეტადაა ინფორმირებული (ინფორმაციული გავლენა).
კრიტიკა მონაწილეთა აბსოლუტურ უმრავლესობას ერთი ასაკის მამრობითი სქესის სტუდენტები შეადგენდნენ. ამოცანა (ხაზის სიგრძის განხილვა) ხელონური იყო (არადამახასიათებელი ყოველდღიურ ცხოვრებისთვის), ამიტომაც ის რეალურ ცხოვრებას არ გავდა. ეშის კვლევას მისი დროის ბავშვს უწოდებენ.
კვლევის პროცესში ეთიკური საკითხებიც არ იყო გათვალისწინებული. მონაწილეები არ იყვნენ დაცულნი ფსიქოლოგიური სტრესისაგან, რომელი უმრავლესობის შეხედულებებთან მათ უთახმოებას შეიძლება გამოეწვია.

გრათჩფილდის კონფორულობის ექსპერიმენტი
რიჩარდ გრაჩფილდმა გააუმჯობესა ეშის ტექნიკა. მის ექსპერიმენტში მონაწილეები ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. მისი აზრით, ეშის ექსპერიმენტში კონფორმულობა გამოწვეული იყო იმით, რომ რეალური ცდისპირი ხედავდა ჯგუფის სხვა წევრებს. გრათჩფილდის ექსპერიმენტი უფრო მომგებიანი იყო, რადგან მასში რამდენიმე რეალური ცდისპირი მონაწილეობდა. ასევე მან განსხვავებული განათლების 100 სამხედრო და ბიზნესმენი შეიწავლა, რომელთა საშუალო ასაკი 34 წელი იყო. ექსპერიმენტში ადამიანები დაყვეს 5 კაციან ჯგუფებად და ერთმანეთის გვერდიგვერდ დასვეს. ისინი ვერ ხედავდნენ ერთმანეთს და აკრძალული ჰქონდათ ერთმანეთთან საუბარი. ცდისპირებს აჩვენებდნენ კითხვებზე შესაძლო რამოდენიმე პასუხს, რომლებიც გამოსახული იყო კედელზე.
ცდისპირებს პასუხი უნდა გაეცათ ღილაკზე თითის დაჭერით, თითოეული ღილაკი შეესაბამებოდა პასუხის რომელიმე ვარიანტს. მაგალითად, თუ მიიჩნევდნენ, რომ სწორ პასუხის მეოთხე იყო, შესაბამისად, მეოთხე ღილაკზე უნდა დაეჭირათ თითი.
ექსპერიმენტში 21 კითხვა იყო. ზოგიერთი ადამიანი ერთ ან ორ შემთხვევაში, ერთი ცდისპირი კი 21 შემთხვევიდან 17 შემთხვევაში კონფორმისტი აღმოჩნდა. გრათჩფილდმა აღმოაჩინა, რომ სამსჯელო კითხვებში (როგორიცაა ერთი ფიგურა დიდია თუ არა მეორეზე ) და ფაქტობრივ კითხვებში ( როგორიცაა შედეგი ნომრის დასახელება) 30 % კონფორმულად იქცეოდა რადგან ეგონათ, რომ სხვებიც ასევე უპასუხებდნენ. მისი ერთერთი აღმოჩენა იყო ის, რომ სამხედროების 37%-ი დაეთანხმა დებულებას: ‘მე ეჭვი მეპარება რომ კარგი ლიდერი ვიყო”, მაშინ როდესაც ინდივიდუალური გამოკითხვის დროს არც ერთი მათგანი არ ეთანხმებოდა ამ აზრს.
გრათჩფილდმა დაასკვნა, რომ ადამიანები სხვადასხვა მიზეზების გამო იქცევიან კონფორმულად:
1. კონფორმისტები ნაკლებ ინტელექტუალები არიან, იმიტომ რომ ისინი მოცემულ მონაცემებს ლოგიკური პრინციპებით ვერ აანალიზებენ.
2. მათი ეგო ნაკლებად ძლიერია და არ არიან თვითკმარები, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავის არ სჯერათ. საკუთარი შესაძლებლობების რწმენის ნაკლებობას განიცდიან და საკუთარი აზრის მკვეთრად ჩამოყალიბება, გამოთქმა უჭირთ.
3. მათ ლიდერობის ნაკლები უნარები აქვთ, მოვლენებისადმი ფრთხილი და გაუბედავი მიდგომა მათ არ შთააგონებს საკუთარი კომპეტენტურობის რწმენას, პატივისცემასა და ლოიალურობას.
4. ისინი მიდრეკილნი არიან ავტორიტარული შეხედულებებისადმი “ რა უნდა იყოს” და “ რა უნდა გაკეთდეს” .
5. ისინი დაქვემდებარებისკენ მიდრეკილნი და ზოგადად მორჩილები არიან. მათ იციან, რომ კომპეტენტურობა და თვითრწმენა აკლიათ და მუდამ სხვების შეხედულებებს შეჰყურებენ.
6. მათი სამეგობრო წრეები შეზღუდულია და მათი სოციალური კავშირები ხშირად მწირია.
7. ისინი არ არიან “მოწონებულები”, მაგრამ არიან “შებრალებულები”.

მილგრამის ექსპერიმენტი
ექსპერიმენტში მონაწილეობდა სამი ადამიანი: ექსპერიმენტატორი, დამსწავლელი (ეჭვმიტანილი) და მასწავლებელი (ცდისპირი). მხოლოდ მასწავლებელი იყო ფაქტობრივი მონაწილე, მან არ იცოდა, რომ დამსწავლელი ექსპერიმენტატორთან იყო შეკრული. ცდისპირს და დამსწავლელს ექსპერიმენტარორმა აუხსნა, რომ ისინი მონაწილეობდნენ განსხვავებულ სიტუაციებში მეხსიერებისა და დასწავლის კვლევაში.
მასწავლებელს მისცეს ელექტოშოკი, რომელიც მცდარი პასუხებისას უნდა გამოეყენებინა. მას ასევე მისცეს სიტყვათა სია, რომლებიც მოსწავლისთვის უნდა ესწავლებინა. მასწავლებელი კითხულობდა სიტყვათა წყვილის პირველ სიტყვას და 4 შესაძლო პასუხს ასახელებდა. მოსწავლეს სწორი პასუხის დასაფიქისრებლად ღილაკისთვის უნდა დაეჭირა თითი. არასწორი პასუხის შემთხვევაში მასწავლებელი ელექტროშოკს იყენებდა (რომელიც რეალურად ელექტროშოკი არ იყო) და ყოველ მცდარ პასუხზე მას 15 ვოლტით ზრდიდა. ვოლტის დონის ზრდის პარალელურად მოსწავლეები იწყებდნენ კედელზე კაკუნს, რომელიც მათ ცდისპირისგან გამოყოფდა. ცოტა ხნის კაკუნისა და ჩივილის შემდეგ, რომ მათ გული სტკიოდათ, მოსწავლეები პასუხებს წყვეტდნენ. ამ ეტაპზე ზოგიერთ ცდისპირი ექსპერიმენტს წყვეტდა, ზოგიერთი 135 ვოლტზე ჩერდებოდა და ექსპერიმენტის მიზანს კითხულობდა, უმრავლესობა აგრძელებდა, როდესაც უხსნიდნენ, რომ პასუხისმგებლები არ იყვნენ, ზოგიერთი მათგანი კი ნერვულ სიცილს იწყებდა ან ექტრემალური სტრესის გამომხატველ ნიშნებს ამჟღავნებდა, მას შემდეგ რაც მათ მოსწავლის ყვირილი ესმოდა. თუ ცდისპირი ექსპერიმენტის შეწყვეტის შეწყვეტი სურვილს გამთქვამდა, ექსპერიმენტატორ შემდეგ რეკომენაციას აძლევდა:
• გთხოვთ გააგრძელოთ;
• ექსპერიმენტი მოითხოვს, რომ თქვენ გააგრძელოთ;
• ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გააგრძელოთ;
• თქვენ სხვა არჩევანი არა გაქვთ, თქვენ უნდა გააგრძელოთ
თუ ამ გაფრთხილების შემდეგ ცდისპირს ექსპერიმენტის შეწყვეტა კიდევ უნდოდა, მას წყვეტდნენ.
ინტერპრეტაცია
პროფესორმა მილგრამმა შედეგები ორი თეორიით ახსნა:
1. პირველი თეორია სოლომონ ეშის სამუშაოს ეფუძნება და ჯგუფში ფუნდამენტალურ კავშირებს აღწერს. სუბიექტი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების არც უნარი და არც გამოცდლიება არ აქვს, განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში, გადაწყვეტილების მიღებას ჯგუფს ანდობს. ჯგუფი ადამიანის ქცევის მოდელია.
2. მეორე _ აგენტის მდგომარეობის თეორია. მორჩილების არსებობა წარმოიშობა ადამიანის შეხედულებისაგან, რომლის მიხედვითაც საკუთარი თავს სხვა ადამიანების სურვილების შესრულების ინსტრუმენტად განიხილავს და სწორედ ამიტომ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს.

“ბენდვაგონის ეფექტი”
ბენდვაგონის ეფექტს ქრომო ეფექტსაც უწოდებენ. ის დაკავშირებულია ოპორტუნიზმთან. ბენდვაგონის ეფექტის დროს ადამიანები ისე იქცევიან და ფიქრობენ, როგორც იქცევა და ფიქრობს უმრავლესობა. ამ ეფექტს სხვაგვარად ბრბოს ინსტინქტსაც უწოდებენ და მას განსაკუთრებით ბიჰევიორისტული ფსიქოლოგია სწავლობდა. ინდივიდების მიერ იმ წესებისა და ღირებულებების ათვისება, რომელიც უმრავლესობაში არსებობს, პროპორციულია ადამიანთა იმ რაოდენობისა, რა რაოდენობაც აღიარებს ამ წესებს.
ფრაზის წარმოშობა
ბენდვაგონი იყო ვაგონი, რომელშიც პარადების დროს ორკესტრის წევრები სხდებოდნენ. 1848 წელს ცნობილმა ამერიკლემა კლოუნმა ბენდვაგონი საკუთარი წარმოდგენის პოპულარიზებისათვის გამოიყენა. ამ მეთოდის ეფექტურობის შემდეგ პოლიტიკოსებმაც პოპულარობის ასამაღლებლად მისი გამოყენება დაიწყეს.

ბენდვაგონის ეფექტი პოლიტიკაში
ადამიანები ხშირად იმ კანდიდატს უჭერენ მხარს, რომელიც ყველაზე მეტად არის პოპულარიზებული მედიის მიერ. ინდივიდებს გამარჯვებულის მხარეს ყოფნა უნდათ და არჩევანს იმის მიხედვით აკეთებენ, თუ რომელ კანდიდატს უჭერს, მათი აზრით, უმრავლესობა მხარს. ამერიკაში არჩევნების დროს, სხვადასხვა შტატების განსხვავებული სასაათო სარტყელში ყოფნის გამო, როდესაც აღმოსავლეთ ნაწილში საარჩევნო უბნები დახურულია, დასავლეთში ჯერ კიდევ საარჩევნო პროცესია. აღმოჩნდა, რომ დასავლეთის შტატებში იმ კანდიდატს, რომელიც აღმოსავლეთ ნაწილში ეგზიტპოლების მიხედვით გამარჯვებული იყო (და ამ ეგზიტპოლების შედეგები ცნობილი იყო დასავლეთის შტატების მოსახლეობისთვის) დასავლეთში ყველაზე მეტი ამომრჩეველი უჭერდა მხარს. ეს განსაკუთრებით რეიგანის არჩევნებისას გამოჩნდა.                       ბენდვაგონის ეფექტი მიკროეკონომიკაში
ეკონომიკაში მომხმარებლები პროდუქტს იმ ნიშნით ყიდულობენ, რამდენად დიდია ამ პროდუქტის მომხმარებელთა რაოდენობა. შესაბამისად მოხმარება არ არის დამოკიდებული პროდუქტის ფასსა და ინდივიდის არჩევანზე.

ავტორი:ხატია ნადარაია

გამოყენებული ლიტერატურა

:

1. “სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა განმარტებითი ლექსიკონი” სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2004, გვ. 14
2. А Росс, Р Нисбертт, “человек и ситуасия” Москва 2000, голово 2.
3. http://www.simplypsychology.pwp.blueyonder.co.uk/asch-conformity.html

http://www.simplypsychology.pwp.blueyonder.co.uk/crutchfield-conformity.html

http://www.simplypsychology.pwp.blueyonder.co.uk/conformity.html#sherif

http://www.simplypsychology.pwp.blueyonder.co.uk/milgram.html

4.http://en.wikipedia.org/wiki/Conformity

http://en.wikipedia.org/wiki/Bandwagon_effect

დაამატე კომენტარი


უსაფრთხოების კოდი
განახლება

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით