logo-herba

antiD-header

ჰერმანის ცხაურის ილუზია

ჰერმანის ცხაურის (ბადის) ილუზია

 ჰერმანის ცხაურის  ილუზიაში თეთრი წერტილი ყოველი კვადრატის შუაში თითქოს ფერს იცვლის თეთრიდან ნაცრისფერზე.

grid-illusions

რას ხედავთ?

ჰერმანის ცხაური აღმოჩენილი იქნა 1870 წელს გერმანელი ფიზიოლოგისტის ლიდიმარ ჰერმანის მიერ. როცა დამკვირვებელი უყურებს ბადეს, თეთრი წერტილი ყოველი 'დერეფნის' შუაში თითქოს თამაშობს თეთრსა და ნაცრისფერს შორის. როცა დამკვირვებელი ყურადღებას ამახვილებს ერთ კონკრეტულ წერტილზე, ნათელია რომ ის თეთრია, მაგრამ როგორც კი ყურადღება გადაინაცვლებს  სხვაგან, წერტილი იფერება ნაცრისფრად.

რატომ?

რატომ ხედავენ ადამიანები ნაცრისფრად იმას, რაც თეთრია? რატომ ვხედავთ რეალურისგან ესე განსხვავებულად?
მოვლენის ასახსნელად სპეციალისტები იყენებენ ე.წ. გვერდითი დათრგუნვის (lateral inhibition) ფენომენს. ეს ფენომენი ადასტურებ აღქმის ერთერთ უმთავრეს პრინციპს: ჩვენ ვერ ვხედავთ ყოველთვის იმას, რაც რეალურად არის იქ. ჩვენი აღქმა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ჩვენი ვიზუალური სისტემა გარემო გამღიზიანებლებზე და შემდეგ როგორ ინტერპრეტირებას უკეთებს ამ ინფორმაციას ჩვენი ტვინი.

References:

 Bach, M. (n.d.). Grid illusions. http://www.michaelbach.de/ot/lum_herGrid/index.html
About.com  http://psychology.about.com/od/sensationandperception/ig/Optical-Illusions/Hermann-Grid-Illusion.htm
 Shiller, P. (n.d.) The neural control of vision. http://web.mit.edu/bcs/schillerlab/research/A-Vision/A15-2.htm

დაამატე კომენტარი


უსაფრთხოების კოდი
განახლება

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

მენიუ