ჰერინგის ილუზია არის ერთ-ერთი გეომეტრიული ილუზია, რომელიც აღმოაჩინა გერმანელმა ფსიქოლოგმა ევალდ ჰერინგმა 1861 წელს. ორი სწორი და პარალელური ხაზი თითქოსდა შუაში გამობერილია. საინტერესოა, თუ რატომ გვევენება ორი აბსოლიტურად სწორი ხაზი ამოზნექილად, ხოლო სხივური ხაზები კი არა...
აღქმითი ინტერპრეტაციის მომხრეების მიხედვით ამ ტიპის თარგები პერსპექტივის სიმულაციას აკეთებენ და სიღრმის შთაბეჭდილებას ქმნიან. ორბისონის ილუზია ამის ერთერთი მაგალითია, მაშინ როცა ვუნდტის ილუზია,მსგავს, მაგრამ შებრუნებულ ეფექტს გვაძლევს.