logo-herba

antiD-header

ზოლნერის ილუზია

ზოლნერის ილუზიაში სწორი დახრილი ხაზები არაპარალელური გვეჩვენება, მაშინ როცა ისინი პარალელური არიან.

zolner-illusion

რას ხედავთ?

ზოლნერის ილუზია ფართოდ გავრცელებული ოპტიკური ილუზიაა. აღმოჩენილი იქნა 1860 წელს, გერმანელი ასტროფიზიკოსის, იოჰან კარლ ფრედერიხ ზოლნერის მიერ. ეს ილუზია წარმოადგენს დახრილ ხაზებს, ნაწილობრივ გადაკვეთილს მოკლე ხაზებით. ირიბი ხაზები გამოიყურება ისე, თითქოს ისინი მრუდია და გადაიკვეთებიან. სინამდვილეში კი ეს ხაზები ერთმანეთის პარალელურია.

როგორ მოქმედებს?

ეს ილუზია გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია სურათის ფონს სწორი ხაზების ფორმის შეცვლა. ზოლნერის ამ ილუზიის არაერთი ახსნა არსებობს. პირველი: კუთხე გრძელ და მოკლე ხაზებს შორის ქმნის სიღრმის შთაბეჭდილებას. შედეგად ერთი ხაზი გვეჩვენება ჩვენთან უფრო ახლოს, მეორე კი შორს. სხვა შესაძლო ახსნა არის ის, რომ ტვინი ცდილობს გაზარდოს კუთხე მოკლე და გრძელ ხაზებს შორის. შედეგი კი მახინჯდება. 

საინტერესოა, რომ თუ შავი ხაზების ფერი შეიცვლება მწვანე, ფონი კი წითელი ფერით, ეფექტი მთლიანად ქრება, რადგანაც ამ ორივე ფერს აქვს თანაბარი სიკაშკაშე.

დაამატე კომენტარი


უსაფრთხოების კოდი
განახლება

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

მენიუ