დახუჭეთ მარცხენა თვალი და ცოტა ხნის განმავლობაში უყურეთ პატარა წრეს. მოძრავი წრე გაქრება, როცა ის გაცდება თქვენს "ბრმა ლაქას". თუ კი ვერ ვერ ხედავთ ეფექტს, ნიშნავს, რომ ძალიან ახლოს/შორს ხართ ეკრანთან. მოუახლოვდით/დაშორდით ეკრანს და გაიმეორეთ ტესტი.
თუკი თქვენ თვალებს გააყოლებთ მბრუნავ ვარდისფერ წერტილებს, თქვენ მხოლოდ ვარდისფერ ფერს დაინახავთ. ხოლო თუკი თქვენ კონცენტრირდებით ცენტრში მოთავსებულ შავ + -ზე, მოძრავი წერტილები გახდება მწვანე. კონცენტრირდით შავ + -ზე, რომელიც სურათის ცენტრშია მოქცეული. ცოტა ხნის შემდეგ, ყველა ვარდისფერი წერტილი გაქრება და თქვენ დაინახავთ მხოლოდ მწვანე მბრუნავ წერტილს. გასაოცარია, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი. სურათზე ნამდვილად არ არსებობს მწვანე წერტილი, არც ვარდისფერი წერტილები ქრება რეალურად. ალბათ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ გვჯეროდეს, რომ ჩვენ ყოველთვის არ ვხედავთ იმას, რასაც ვფიქრობთ რომ ვხედავთ.
დააკვირდით მწვანე წერტილს და ცოტა ხნის განმავლობაში უყურეთ მას. თქვენ შეამჩნევთ, რომ ყვითელი წერტილები (სათითაოდ, ან ერთდროულად) გაქრება.
დააკვირდით სურათს ცენტრში და უყურეთ დახლოებით 20 წამის განმავლობაში და შეეცადეთ
თვალები არ დაახამხამოთ. ნელ -ნელა სურათი გაქრება.
ამის გამომწვევი მიზეზი კი ისაა, რომ სურათი
დაბალ კონტრასრტული და ბუნდოვანია.