BMR საბაზისო მეტაბოლიზმის დონე
სმდ (საბაზისო მეტაბოლიზმის დონე) არის კალკულაცია თუ რამდენი კალორია სჭირდება ორგანიზმს 24 საათის განმავლობაში, თუ არ გავაკეთებთ არაფერს. ეს არის მინიმალური ენერგია, რომელიც სჭირდება ორგანიზმის ფუნქციონირებას, მათ შორის სუნთქვას და გულისცემას. სმდ არ მოიცავს კალორიების იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ჩვეულებრივ ყოველდღიური საქმიანობისთვის, ან რაიმე სხვა დატვირთვისთვის .
სმდ-ს ფორმულის გამოთვლის დროს სიმაღლის, წონის, ასაკის და სქესის გათვალისწინების საფუძველზე ხდება საბაზისო მეტაბოლიზმის დონის განსაზღვრა. ეს არის უფრო ზუსტი გაანგარიშება საჭირო კალორიების გამოთვლისათვის, ვიდრე ეს ხდება მხოლოდ სხეულის წონის საფუძველზე. ერთადერთი ფაქტორი, რაც მას აკლია არის სხეულის მჭლე მასის თანაფარდობა კუნთებთან და ცხიმთან. გამხდარ ადამიანს სჭირდება მეტი კალორია,ვიდრე ნაკლებად გამხდარს. ამრიგად გამოთვლების ეს წონასწორობა იქნება ძალიან ზუსტი, გარდა მეტად კუნთებიანი და ძალიამ მსუქანი ადამიანის შემთხვევისა.
სმდ ფორმულა
- ქალები სმდ=655+(9,6 X წონა(კგ))+(1,8 X სიმაღლე(სმ))-(4,7 X ასაკი( წელი))
- კაცები სმდ=66+(13,7 X წონა(კგ))+(5 X სიმაღლე(სმ))-(6,8 X ასაკი( წელი))
თუ უკვე ვიცით ჩვენი სმდ, საჭირო კალორიების ყოველდღიური გაანგარიშების საფუძველზე ჩვენი საქმიანობის გათვალისწინებით შეგვიძლია შევადგინოთ ჰარის ბენედიქტის განტოლება. ეს არის მეთოდი ინდივიდუალური საბაზისო მეტაბოლიზმის და კალორიების ყოველდღიური საჭიროების რაოდენობის განსაზღვრისათვის. სმდ მრავლდება რიცხვზე, რომელიც შეესაბამება ინდივიდის აქტივობას. მიღებული რიცხვი იქნება რეკომენდირებული კალორიების ყოველდღიური მოთხოვნილება, რათა შევინარჩუნოთ მიმდინარე წონა.
ჰარის ბენედიქტის წონასწორობა შეიძლება გამოყენებული იქნეს წონის შემცირებისთვის, კალორიების შემცირების ხარჯზე.
- კაცების სმდ= 88,362 + (13,397 х წონა კგ-ში) + (4,799 х სიმაღლე სმ-ში) - (5,677 х ასაკი (წელი))
- ქალების სმდ= 447,593 + (9,247 х წონა კგ-ში) + (3,098 х სიმაღლე სმ-ში) - (4,330 х ასაკი (წელი))
აქტივობის გათვალისწინებით შემუშავებულია ყოველდღიური კალორიების ძირითადი ნორმა:
- თუ ხართ მჯდომიარე (მცირე ან თითქმის უმოძრაოდ ყოფნა), ყოველდღიურად: კკალ=სმდx 1,2
- მსუბუქი აქტივობისას (მსუბუქი ვარჯიშები, სპორტი 1-3-ჯერ კვირაში): ყოველდღიურად კკალ=სმდx 1,375
- ზომიერ ფიზიკურ დატვირთვვისას (3-5 დღე კვირაში) , ყოველდღიურად კკალ=სმდx 1,55
- მძიმე დატვირთვის დროს (6-7 დღე კვირაში), ყოველდღიურად: კკალ=სმდx 1,725,
- ძალიან მძიმე ფიზიკური მუშაობისას (რთული სავარჯიშოები, სპორტი და ფიზიკური სამსახური), ყოველდღიურად: კკალ=სმდx 1,9
როდესაც უკვე იცი შენი ორგანიზმისთვის საჭირო კალორიების რაოდენობა,შეგიძლია დათვალო იმ ძირითადი საკვების კალორიების რიცხვი, რომელსაც იღებ, რათა შეძლო წონის კონტროლი.