OBESITY (სიმსუქნე)


obesityარაპროგნოზირებადი დაავადებების გლობალური ეკონომიკური საკითხი იზრდება. WHO-ს მიხედვით,(World Health Organisation) სიმსუქნის ეპიდემიის მოგვარება წარმოადგენს ოცდამეერთე საუკუნის საზოგადოების პროგრესისათვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას.

ზედმეტი წონისა და სიმსუქნის მზარდი სიჭარბე მთელ რიგ შემთხვევებში არის საფუძველი დიაბეტის აღმავლობისა, მაღალი არტერიული წნევისა და სხვა არაპროგნოზირებადი დაავადებების რისკისა და იგი უკვე არის ერთ ერთი მიზეზი იმ მოწინავე ხუთი დაავადებებიდან, რომლებიც გლობალურად იწვევენ ადრეულ ასაკში გარდაცვალებას.

სიმსუქნე არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც გამოიყენება უკიდურესი ჭარბი წონის განსახილველად. სიმსუქნის განსაზღვრება დაფუძვნებულია ჭარბი რაოდენობის ცხიმზე, რომელიც ხანდახან განიხილება როგორც წონის ავადმყოფური სიჭარბე.

სიმსუქნემ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა დიაბეტი, გულის შეტევა და ინსულტი. სხეულის მასის ინდექსი (BMI) გამოთვლილია სხეულის წონისა და სიმაღლის შეფარდებით და წარმოადგენს ინფორმაციას წონის ავადმყოფური სიჭარბის შესახებ. კერძოდ, (BMI) გამოითვლება ადამიანის წონის (კგ) გაყოფით სიმაღლეზე მეტრებში.

ადამიანები რომელთა სხეულის მასის ინდექსი აჭარბებს 25-ს მიიჩნევიან ჭარბ-წონიანებად, ხოლო თუ სმი მიაღწევს 30-ს საქმე გვაქვს სიმსუქნესთან. რეკომენდირებულია, რომ შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა და თვალყური ვადევნოთ ჯანმრთელობის პროფესიონალურ დაცვას, იმ შემთხვევაში, თუ სმი სცდება რეკომენდირებულ ჩარჩოებს.

სხეულის მასის ინდექსის გასაზომი ცხრილი

ცხრილი გვიჩვენებს, თუ როგორ ახარისხებს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია (WHO) სხეულის მასის ინდექსს.(BMI)

BMI table1