თქვენ ალბათ ცდილობთ, უკეთესად დაგეგმოთ თქვენი მომავალი ცხოვრება, შექმნათ ოჯახი და რა თქმა უნდა, გყავდეთ შვილები. ამისათვის აირჩიეთ სწორი გზა და მიმართეთ ოჯახის დაგეგმვას. ოჯახის დაგეგმვა საშუალებას იძლევა: სწორად წარმართოთ ოჯახური ურთიერთობები, შეძლოთ ჯანმრთელი შვილების გაჩენა სასურველ დროს, შეგნებულად განსაზღვროთ ოჯახში ბავშვთა რაოდენობა და მშობიარობებს შორის შუალედები, აიცილოთ თავიდან არასასურველი ორსულობა და აბორტი, შეინარჩუნოთ თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ სექსუალურ ცხოვრებას, წარმატებით განახორციელოთ თქვენი გეგმები.
იმისათვის, რომ დაგეგმოთ სასურველი ორსულობა და თავიდან აიცილოთ არასასურველი, უნდა იცოდეთ:
თქვენი გეგმების განხორციელება შესაძლებელია ოჯახის დაგეგმვის მიზნით ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების - კონტრაცეპციის გამოყენებით.
>კონტრაცეპცია - არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების საშუალებაა. კონტრა-ცეპტივების, ანუ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების, გამოყენებას კაცობრიობა უხსოვარი დროიდან მიმართავდა. მე-20 საუკუნეში კონტრაცეპციის მეთოდები განსაკუთრებით განვითარდა და დაიხვეწა.
ოჯახის დაგეგმვა კონტრაცეპციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ხელს უწყობს:
საზოგადოებაში არსებობს მოარული მითები ჩასახვის საწინააღმდეგო სხვადასხვა `საიმედო მეთოდების" შესახებ, ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ამ მეთოდების უმეტესობა არ ამართლებს და ქალი შესაძლებელია დაორსულდეს:
მრავალი მითი არსებობს კონტრაცეპციის სხვადასხვა მეთოდის `არაეფექტურობის", ან `საშიშროების" შესახებ, ჭეშმარიტება კი ისაა, რომ თანამედროვე კონტრაცეპტივები ეფექტურად გამოიყენება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და ხელს უწყობენ ქალის ჯანმრთელობას.
კონტრაცეპციის უნივერსალური და იდეალური მეთოდი არ არსებობს; ამჟამად არსებული კონტრაცეპციული საშუალებების ფართო არჩევანი ხელს უწყობს წყვილს, შეარჩიოს მათთვის ყველაზე მისაღები და მოსახერხებელი მეთოდი.
კონტრაცეპციის მეთოდის შესარჩევად სასურველია მიმართოთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის კაბინეტს ან სპეციალისტს (გინეკოლოგს, ანდროლოგს), რომელიც მომზადებულია ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში. შესაძლოა, აგრეთვე, გაეცნოთ სპეციალურ საინფორმაციო სამედიცინო მასალებს.
I. ბარიერული მეთოდები და სპერმიციდები. კონდომი ანუ პრეზერვატივი, ვაგინალური ანუ საშოს შიდა საშუალებები.
II. საშვილოსნოსშიგა საშუალებები (სპირალი):
III. ჰორმონული კონტრაცეპტივები: დაბალდოზიანი აბები, საინექციო საშუალებები; კანქვეშ ჩასანერგი საშუალებები (იმპლანტები);
IV. ბუნებრივი მეთოდები: ლაქტაციური ამენორეის მეთოდი; პერიოდული თავშეკავება (აბსტინენცია);
V. ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეპცია.
თანამედროვე კონტრაცეპციის ყველაზე გავრცელებული, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო მეთოდებია – კონდომი, კონტრაცეპტიული აბები, სპირალი და სპერმიციდები.
კონდომი - ჩასახვის საწინააღმდეგო ერთ-ერთ ყველაზე გავრცე-ლებულ, ეფექტურ და უვნებელ საშუალებას წარმოადგენს. კონდომის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ, როგორც წესი, ყველა მათგანი სპეციალური თხელი რეზინის - ლატექსისაგან მზადდება. კონდომი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან საცხით დაფარული; საცხი შესაძლოა სპერმიციდების (მამაკაცის სასქესო უჯრედების დამშლელი ნივთიერების) შემცველიც იყოს. კონდომები ზომით, ფორმით და ფერითაც კი შეიძლება განსხვავდებოდნენ, მაგრამ მათი ხარისხი თითქმის თანაბარია.
სქესობრივი აქტის დროს მამაკაცის სასქესო ასოდან გამოყოფილი სპერმა კონდომში გროვდება და საშოში ვეღარ შეაღწევს. თუ საშოში სპერმა არ მოხვდება, ორსულობა არ ვითარდება.
გამოიყენება ერთჯერადად. კონდომი ფრთხილად უნდა ამოიღოთ პაკეტიდან და წინასწარი გაშლის გარეშე ჩამოიცვათ გამაგრებულ ასოზე, ისე რომ ბოლოში დარჩეს თავისუფალი ადგილი სპერმის ჩაღვრისათვის, საიდანაც თითების მოჭერით ჰაერი წინასწარ უნდა გამოიდევნოს. სქესობრივი აქტის დასრულების და საშოდან გამოსვლის შემდეგ კონდომი უნდა მოიხსნას ჯერ კიდევ გამაგრებული ასოდან ფრთხილად, ისე რომ სპერმა არ გადმოიღვაროს, გაიხვიოს ქაღალდში და მოთავსდეს სანაგვეში.
უმჯობესია კონდომის გამოყენება სპერმიციდებთან (სპერმატოზოიდების დამშლელი ნივთიერებები) ერთად, ამით თქვენ ორმაგად იქნებით დაცული, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონდომი გაიხევა. არ შეიძლება ვადაგასული, დაზიანებული პაკეტიდან პრეზერვატივის მოხმარება და დამხმარე საცხის სახით ვაზელინის, ან სხვა ცხიმის გამოყენება.
კონტრაცეპციის ჰორმონული მეთოდებიდან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ჩასახვის საწინააღმდეგო აბები. მათ შემადგენლობაში ისეთივე ჰორმონები შედის, რომლებიც ქალის ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავდება. კონტრაცეპტივებში შემავალი ჰორმონები აფერხებენ ოვულაციას (კვერცხუჯრედის მომწიფებას და საკვერცხიდან მის გამოსვლას), რის გამოც ორსულობა აღარ ვითარდება.
მიუხედავად აბების მრავალფეროვნებისა, ძირითადად არჩევენ 2 სახეობას: აბები, რომლებიც შეიცავენ ერთ ჰორმონს (პროგესტინს) - ე.წ. სუფთა პროგესტინული აბები, და აბები, რომელთა შემადგენლობაში ორი ჰორმონის (ესტროგენის და პროგესტინის) კომბინაცია შედის - ე.წ. კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები. ორივე ეს სახეობა ჰორმონის ძალზე მცირე დოზებს შეიცავს.
ქალების უმეტესობას სპეციალისტთან კონსულტაციის გავლის შემდეგ შეუძლია კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები გამოიყენოს და მათი მრავალფეროვნებიდან მისთვის საუკეთესო შეარჩიოს.
ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება ხდება ყოველდღიურად, ამიტომ ამ მეთოდის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ცხოვრების რეჟიმი და ხელსაყრელი ან ხელშემშლელი პირობები. აბების გამოტოვება არ შეიძლება, რადგან ამით მათი კონტრაცეპტიული საიმედობა ქვეითდება. სპეციალისტი გაგიწევთ კონსულტაციას, თუ როდის უნდა დაიწყოთ აბების მიღება, როგორ მოიქცეთ აბის გამოტოვების შემთხვევაში, ან შესაძლო გვერდითი მოვლენების გამოჩენისას და სხვა საკითხებში.
თითქმის ყველა ქალს (მწეველების ჩათვლით), ნებისმიერ ასაკში; მეძუძურ დედებს, მშობიარობიდან 6 კვირის გავლის შემდეგ.
ქალებს, რომლებსაც აღენიშნებათ:
აგრეთვე:
იწვევს:
მხოლოდ პროგესტინის შემცველი კონტრაცეპტივების გამოყენება შესაძლებელია ასევე ინექციებისა ან კანქვეშ ჩასანერგი საშუალებების - იმპლანტების სახით. პრეპარატის სახეობის მიხედვით, ინექცია 1 ან 3 თვეში ერთჯერ კეთდება. ინექციების შეწყვეტის ან იმპლანტის ამოღების შემდეგ შვილოსნობის უნარის აღდგენა, აბების მიღებასთან შედარებით, უფრო მოგვიანებით ხდება (საშუალოდ 6 თვის მანძილზე), რაც უნდა გაითვალისწინოთ სასურველი ორსულობის დაგეგმვისას.
სპერმიციდები - ეს არის ნივთიერებები, რომლებიც, საშოში მოთავსებისას, სპერმატოზოიდების დაშლას იწვევენ მანამ, სანამ ისინი საშვი-ლოსნოში შეაღწევენ. სპერმიციდები იყიდება სანთლების, აბების, საცხების, ქაფების სახით. ყველა ამ საშუალების შეყვანა საშოში უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ ხდება. გულდასმით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამა თუ იმ საშუალების გამოყენების წინ!
საშვილოსნოსშიგა საშუალებები უფრო მეტად `სპირალის" სახელწოდებითაა ცნობილი. თანამედროვე სპირალი მზადდება პლასტმასის მასალისგან, რომელზეც სპილენძის წვრილი ძაფია დახვეული, ზოგიერთი სპირალი ჰორმონის შემცველია. სპირალი მცირე ზომისაა (2,5 სმ), საშვილოსნოში მოთავსებისას იგი ხელს უშლის სპერმა-ტოზოიდების კვერცხუჯრედის მიმართულებით გადაადგილებას, რითაც ჩასახვის პროცესი ფერხდება.
არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან, ამიტომ არ არის ნაჩვენები იმ ქალებისათვის, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ სქესობრივი დაავადების მქონე მამაკაცთან ან ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ.
სპირალის შეყვანის და ამოღების პროცედურები მხოლოდ ექიმის მიერ წარმოებს. ნაჩვენებია მხოლოდ ნამშობიარები ქალებისათვის, ვისაც არ აქვთ სასქესო ორგანოების და სხვა პათოლოგიის ნიშნები.
გადაუდებელი კონტრაცეპცია გულისხმობს კონტრაცეპტივების გამოყენებას უშუალოდ დაუგეგმავი და დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ, არასასურველი ორსულობისაგან თავის დაღწევის მიზნით.
გადაუდებელი კონტრაცეპცია არ მიეკუთვნება ოჯახის დაგეგმვის რეგულარულ მეთოდებს, მისი ხშირი გამოყენება სახიფათოა ჯანმრთელო-ბისათვის!
ჰორმონების მაღალი დოზა, ისევე როგორც სპირალის შეყვანა საშვილოსნოში, თრგუნავს კვერცხუჯრედის მიმაგრებას საშვილოსნოს კედელზე.
მეთოდის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ ადგილი ჰქონდა მოულოდნელ, შემთხვევით ან იძულებით სქესობრივ კავშირს, და შეიძლება განვითარდეს არასასურველი ორსულობა.
ლაქტაციური ამენორეა არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების ბუნებრივი მეთოდია, რომელსაც მეძუძური ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებები უდევს საფუძვლად. ძუძუთი კვების (ლაქტაციის) პერიოდში ქალი კარგავს ნაყოფიერების უნარს, რაც მენსტრუაციის დროებითი შეჩერებით (ამენორეით) ვლინდება.
ძუძუთი კვებისას, მშობიარობიდან პირველი 6 თვის განმავლობაში, ქალის ორგანიზმში წყდება კვერცხუჯრედის მომწიფების გამომწვევი ჰორმონების გამომუშავება.
მეძუძური დედა ბუნებრივად არის დაცული ორსულობისაგან მხოლოდ მაშინ, თუ:
თუ სამივე პირობა დაცულია, მეთოდი ეფექტურად მუშაობს. თუ ერთ-ერთი პირობა მაინც დაირღვა, დაორსულების შანსი იზრდება და საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდის გამოყენება, ისეთის, რომელიც ხელს არ შეუშლის რძის გამომუშავებას.
კონტრაცეპციის ეს მეთოდი ემყარება ქალის მენსტრუალური ციკლის `ნაყოფიერი" დღეების განსაზღვრას, რომლის დროსაც საჭიროა სქესობრივი კონტაქტისაგან თავშეკავება. ამისათვის მიმართავენ სხვადასხვა მეთოდებს:
1. ტემპერატურული მეთოდი:
`ნაყოფიერი" დღეების განსაზღვრა მენსტრუალური ციკლის მანძილზე სხეულის ტემპერატურის მერყეობის საფუძველზე ხდება. მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან ყოველდღიურად ხდება სხეულის ტემპერატურის გაზომვა: ტემპერატურა იზომება დილით, საწოლიდან წამოდგომამდე, უზმოზე, უკანა ტანიდან, 7 წუთის განმავლობაში. პირველი ათი დღის მანძილზე ტემპერატურა 36,6-36,8ო-ია, მე-11 დღიდან ტემპერატურა იმატებს 37,0-37,2ო-მდე, რაც ოვულაციაზე (ფოლიკულის გასკდომაზე და მომწიფებული კვერცხუჯრედის განთავისუფლებაზე) მიუთითებს. მომატებული ტემპერატურის დაფიქსირებიდან 5_12 დღის განმავლობაში (დამოკიდებულია ციკლის ხანგრძლივობაზე) დაორსულების რისკი მაღალია. შემდეგ იწყება “არანაყოფიერი" პერიოდი.
2. საშოდან ლორწოვანი გამონადენის აღნუსხვის მეთოდი:
განაყოფიერებისათვის ხელსაყრელი დღეების განსაზღვრა ხდება მენსტრუალური ციკლის მანძილზე ლორწოვანი გამონადენის მოცულობის და წებოვნების ცვლილებების საფუძველზე. ციკლის შუა დღეები, როცა ლორწოვანი გამონადენი თეთრი ფერის ნაცვლად გამჭირვალე ფერს მიიღებს და უფრო გათხელდება, ნაყოფიერებისათვის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია;
3.კალენდარული მეთოდი:
დაორსულებისათვის არახელსაყრელია მენსტრუაციის დაწყებიდან დაახლოებით პირველი ათი და ციკლის ბოლო ათი დღე (როცა ქალს აქვს რეგულარული ციკლი), დანარჩენი დღეები "ნაყოფიერია". მაგალითისათვის, 28 დღიანი ციკლის შემთხვევაში “ნაყოფიერია" ციკლის შუა 8 დღე, 25 დღიანი ციკლისათვის - შუა 5 დღე.
თუმცა ეს მეთოდები ორსულობისაგან თავის დაცვის სრულ გარანტიას არ იძლევა, მაგრამ ფიზიოლოგიურია და გამოსადეგია მათთვის, ვისთვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო კონტრაცეპტივების გამოყენება შესაძლებელი არ არის.
გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალს ან მამაკაცს მტკიცედ აღარ სურთ მეტი ბავშვის ყოლა.
მეთოდი წარმოადგენს მცირე ქირურგიულ ჩარევას, ხშირად ადგილობრივი ანესთეზიით, რომლის დროს ხდება საშვილოსნოს მილების ორმხრივი გადაკვანძვა, რის გამოც კვერცხუჯრედი ვეღარ აღწევს საშვილოსნომდე და ორსულობა არ დგება. კონტრაცეპციის ეს მეთოდი შეუქცევადია. იგი არ უნდა ჩატარდეს, თუ ქალი მყარად არ არის დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში ნაყოფიერების შეწყვეტის შესახებ. არსებობს დამტკიცებული მარეგუ-ლირებელი პროცედურა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში კრძალავს ოპერაციის ჩატარებას, ხოლო სპეციალისტთან წინასწარ კონსულტაციას სავალდებულოს და აუცილებელს ხდის.
გულისხმობს სათესლე სადინრების ორმხრივ გადაკვანძვას, რის გამოც სპერმატოზოიდების გადმოდინება წყდება. ვაზექტომია არ ნიშნავს კასტრაციას. ვაზექტომიის შემდეგ მამაკაცი სრულად ინარჩუნებს პოტენციას, ანუ ერექციის და ეაკულაციის (სპერმის დაღვრის) უნარს, მაგრამ მისი სპერმა აღარ შეიცავს სპერმატოზოიდებს, ამიტომ ქალის ორგანიზმში მოხვედრისას განაყოფიერება არ ხდება და ორსულობა არ ვითარდება.
ვაზექტომია ასევე წარმოადგენს კონტრაცეპციის მუდმივ, შეუქცევად მეთოდს. იგი არ უნდა ჩატარდეს, თუ მამაკაცი მყარად არ არის დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში, რომ აღარ უნდა ჰყავდეს შვილები. მილების გამავლობის აღდგენა (რეკანალიზაცია) შესაძლებელია, მაგრამ ოპერაცია ხშირად უშედეგოდ მთავრდება.
აირჩიეთ სწორი გზა - ჯანმრთელი ბავშვები და ოჯახური ბედნიერება!
დაგეგმეთ თქვენი მომავალი ცხოვრება!
წყარო. მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» მხარდაჭერით.