გრავიოლა ამარცხებს ჰერპესს

 ჰერპესი წაროადგენს ვირუსების ოჯახს, რომელი მოიცავს ადამიანის ორგანიზმში ინფექციებზე პასუხისმგებელ რამდენიმე მიკროორგანიზმს. ჰერპესული ვირუსებიდან ყველაზე გავრცელებული ჩვეულებრივი ჰერპესი, სხვანაირად მარტივი ჰერპესი (herpex simplex), რომელიც იწვევს გადამდებ ინფექციებს პირში ან ტუჩებზე, სასქესო ორგანოებზე ან უფრო იშვიათად თვალში ან ტვინში.

Herpesvirusesჰერპესის ვირუსები: Herpes Simplex Virus 1 and 2 (HSV-1, HSV-2), Epstein Barr Virus (EBV), Human Cytomegalovirus (HCMV), and Human Herpesvirus 6 (HHV-6)ჰერპესის ოჯახის ვირუსებს ლატენტურ მდგომარეობაში ყოფნა შეუძლიათ ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე. ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე დამოკიდებულია დაავადების კლინიკური გამოვლინებები:კანზე ოდნავ შესამჩნევი ბუშტუკებით დაწყებული, დამთავრებული ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებებით.
ჩვეულებრივი ჰერპესისი ვირუსი აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს და მას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა კლინიკური ფორმების მრავალსახეობებით. ვირუსი აზიანებს ცენტრალურ ნერვულ ნერვულ სისიტემას (ენცეფალიტი, მიელიტი, ენცეფალომიელიტი), თვალებს (კერატოზი, კერატოკონიუქტივიტი, უვეიტი), ღვიძლს (ახალშობილთა და მოზრდილთა ჰეპატიტი), ლორწოვან გარსს (პირის და სასქესო ორგანოების) და კანს.

კანის და ლორწოვანის დაზიანება ჰერპესული ინფექციის ყველაზე გავრცელებული კლინიკური გამოვლენაა. დაავადების წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი ან ვირუსის მატარებელი. დაავადება გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით, კონტაქტური, სქესობრივი და ტრანსფუზული გზით.
ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ვირუსი ნერვული დაბოლოებებით აღწევს ნერვულ უჯრედებს. შემდეგ ხდება ვირუსის გამრავლება ნერვულ უჯრედებში, რის შემდეგაც ჰერპესი გადადის ლატენტურ ფაზაში. ბოლო ფაზაა-ვირუსის რეპლიკაციის აქტივაცია და მისი მიგრაცია ნერვულ დაბოლოებებზე ჰერპესულ გამონაყართან. აქტივაციის მიზეზები შეიძლება იყოს არამარტო სექსუალური კონტაქტები, არამედ ფსიქიური და ფიზიკური გადატვირთვა, გაციება, კორტიკოსტეროიდების მიღება, მენსტრუაცია, კანის მექანიკური დაზიანება და სხვა იმუნოდეფიციტური მდგომარეობები.

გრავიოლა

ამაზონის ტროპიკულ ჯუნგლებში იზრდება მცენარე, რომელსაც შეიძლება უდიდესი სარგებლობა ქონდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. უფრო და უფრო მეტი კვლევები ადასტურებენ გრავიოლას უნარს დაამარცხოს მრავალი დაავადება.

გრავიოლა (სოურსუპი) ასევე ცნობილი როგორც ბრაზილიური პაუ პაუ, გუანაბანა და სხვ. მცირე ზომის, 5-6 მეტრი სიმაღლის მარადმწვანე ხეა დიდი, მწვანე პრიალა ფოთლებით. ისხამს დიდ, 25 სმ-მდე ზომის გულის ფორმის მოყვითალო-მომწვანო ნაყოფს.

ტრადიციული მედიცინა იყენებს მცენარის ფოთლებს. აშშ-ს სხვადასხვა უნივერსიტეტების კვლევებით აცეტოგენინი და სხვა ქიმიური ელემენტები, რომელსაც გრავიოლას ფოთოლი შეიცავს, ეხმარება უჯრედებს აღდგენაში, მოქმედებს როგორც ანტიბიოტიკი, აქვს ანტიმუტაციური ქმედება.

კვლევის შედეგები

ონკოლოგიური კვლევის ცენტრის,  Memorial Sloan-Kettering Cancer Center კვლევების მიხედვით გრავიოლას ექსტრაქტს გააჩნია ამტიმიკრობული თვისებები, მათ შორის ჩვეულებრივი ჰერპესის ვირუსის ჩახშობის უნარი. "ეთნოფარმაკოლოგიის ჟურნალის" (Journal of Ethnopharmacology)1998 წლის ნომერში გმოქვეყნებული ლაბორატორიული კვლევის "Effect of the extract of Annona muricata and Petunia nyctaginiflora on Herpes simplex virus."  თანახმად გრავიოლას ექსტრატი აჩერებს ჩვეულებრივი ჰერპესის ვირუსის ზრდას კულტივირებულ უჯრედებში. ადამიანურ სუბიექტებზე დამატებითი კლინიკური კვლევები  ჰერპესზე გრავიოლას ზემოქმედების უნარზე  კვლავ საჭიროა, მაგრამ აღნიშნული კვლევის შედეგები გვთავაზობს გრავიოლას, როგორც ეფექტურ საშუალებას ჰერპესული ინფექციების შესაჩერებლად.

გრავიოლას სარგებლობა არ შემოიფარგლება მარტო ჰერპესის საწინააღმდეგო თვისებებით

სხვადასხვა კვლევა აღწერს გრავიოლას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებს.   კლინიკურად დასტურდება რომ გრავიოლას აქვს კიბოს ზრდის შენელების უნარი, აგრეთვე კლავს ვირუსებს, ამცირებს ანთებით პროცესებს და ცვლის დიაბეტის გამომწვევ გლუკემიურ დატვირთვებს.

წყარო:

PubMed.gov, Journal of Ethnopharmacology. 1998 May; 61(1):81-3. "Effect of the extract of Annona muricata and Petunia nyctaginiflora on Herpes simplex virus."
Padma P, et al.    http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/9687085

med.ge