თანამედროვე ფსიქიატრიაში არსებობს დეპრესიის მრავალგვარი კლასიფიკაცია, რომელიც ემყარება მულტიდისციპლინარულ კვლევებს (კლინიკურს, ბიოლოგიურს, გენეტიკურს, ეპიდემიოლოგიურს, ფსიქოპათოლოგიურს) და სხვადასხვაგვარ მიდგომას:
-დეპრესიული სპექტრის" კონცეფცია (Winokur I. et al., 1975, Akiskal H. S. et al., 1983. Iassano I. N. et al., 1988. FK Iameson K. R., 1990);
-სინდრომთა სტრუქტურაში ელემენტთა თანაფარდობის კონცეფცია (მარტივი და რთული დეპრესია). (Тиганов А . С., 1997);
-აფექტის მოდალობის კონცეფცია (Вертиградова О. П., 1980.; Вайцех В. Ф. 1985., Краснев В. Н., 1997);
-სტადიების მიხედვით დეპრესიული აფექტის ევოლუციის კონცეფცია (Пападопулос Т. Ф., 1982. Kreins S. H., 1957);
-ფსიქოფარმაკოლოგიურ თერაპიაზე საპასუხო რეაქციის კონცეფცია (Мосопов С. И., 1995. Nelson J. C., Charney D. S., 1981).
აფექტური სინდრომების კლინიკური თავისებურებების გათვალისწინებით Смулевич А. Б. (2003) დეპრესიას ყოფს შემდეგ ტიპებად:
-მარტივი მელანქოლიური, შფოთვითი, აპათიური დეპრესია;
-რთული, ბოდვითი დეპრესია;
დეპრესიის კლასიკური ნიშნების მიხედვით გამოყოფენ დეპრესიის შემდეგ ფორმებს:
-ფატალური-დარდიანი დეპრესია;
-თვითდანაშაულის პირველადი გრძნობა (აპათიური გამოხატვით);
-დეპრესია სუიციდური გამოვლენით;
-დეპრესია დღეღამური რითმის დარღვევით.
ICD-10-ით დეპრესიის მიმდინარეობიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:
-დეპრესიას ერთეული ეპიზოდით;
-რეკურენტულ (განმეორებით) დეპრსიას;
-დეპრესიას ბიპოლარული დარღვევებით (დეპრესიული და მანიაკალური ფაზების ცვლა);
-ციკლოთიმიას;
-დისთიმიას.
დეპრესიის ორდონიანი (ბინარული) მოდელის თანახმად (Смулевич А. Б. и др. 1997), მისი ფსიქოპათოლოგიური გამოვლენა შეიძლება იყოს პოზიტიურად და ნეგატიურად ეფექტური.
პოზიტიური (პათოლოგიურად პროდუქტიული) აფექტურობა წარმოდგენილია, როგორც ჰიპერესთეზიის ფენომენი (Iriesinger W. 1966)- ანუ ფსიქიკური ჰიპერესთეზია (Корсаков С. С. 1983); პათოლოგიური ეფექტი განსაკუთრებით გამოხატულია ვიტალური (დარდი) დეპრესიის დროს, განიხილება როგორც მძიმე ფსიქიკური დარღვევა. კლინიკურ დონეზე დარდის ეფექტს თან ახლავს დეპრესიის სხვა სინდრომებიც - ნაკლებღირებულების იდეა, თვითგანადგურება, იდეატორული და მოტორული შეკავება.
ნეგატიური აფექტურობა (Watson D. Chark A., 1984) ვლინდება დევიტალიზაციის მოვლენებში, ფსიქიკურ გარიყულობაში, განსაკუთრებით აპათიური დეპრესიების დროს და თან ახლავს საკუთარი ცხოველქმედების, კეთილდღეობის ცვლილებების განცდა.
სიმძიმის მიხედვით გამოიყოფა სამი ხარისხის დეპრესია: ა) მსუბუქი (სუბდეპრესია) ბ) ზომიერად გამოხატული და გ) მძიმე
დეპრესიის ტიპურ სიმპტომებად ითვლება:
-დარდი, მოწყენილობა, შფოთვა ან გაღიზიანება;
-დაძინების გაძნელება, ღამით რამდენჯერმე გაღვიძება ან ძალიან ადრე გაღვიძება;
-სამუშაოსადმი, საკვების მიღებისადმი, სექსუალური ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა;
-დანაშაულისა და საკუთარი უუნარობის შეგრძნება. მომავლისადმი უიმედო დამოკიდებულება.
-ყურადღების გამახვილების გაძნელება და მუდმივი დაღლის შეგრძნება;
-წონაში დაკლება ან პირიქით მატება;
-თავის, ზურგის, გულის არეში ტკივილები (ორგანული დაზიანების გარეშე);
-საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ზედმეტი ყურადღება;
-ფიქრი თვითმკვლელობასა და სიკვდილზე.
ამგვარად, დეპრესია არის ემოციის ნორმალური ფუნქციონირების მექანიზმის დარღვევა; დეპრესია იწვევს ქცევითი შეგუების დეზორგანიზაციას.