შფოთვის გაზომვა, როგორც ინდივიდუალური თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს თავისებურება დიდწილად განსაზღვრავს ადამიანის ქცევებს. შფოთვის განსაზღვრული ნორმა პიროვნების აქტიური ქმედების ბუნებრივი და აუცილებელი თავისებურებაა. ყოველ ადამიანს თავის ოპტიმალური ან სასურველი შფოთვის დონე გააჩნია. ეს ეგრეთ წოდებული სასარგებლო შფოთვაა. ადამიანის მიერ თავის მდგომარეობის შეფასება ამ კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია თვითკონტროლის და თვითაღზრდისათვის.
პიროვნული შფოთვაში მოიაზრება მყარად ინდივიდუალური მახასიათებლები, რომელშიც აისახება სუბიექტის დაქვემდებარებულობა, დამიკიდებულება შფოთვის მიმართ და აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს ფართო “ვეერი”, როგორც მუქარა ყოველ მის საწინააღმდეგოდ მიმართულ განსაზღვრულ რეაქციაზე. როგორც მიდრეკილება, პიროვნული შფოთვა აქტიურდება გარკვეული სტიმულების აღქმისას, რომლებიც შეფასებულია ადამიანის მიერ, როგორც თავმოყვარეობის შელახვა. სიტიატიური ან რეაქტიული შფოთვა ხასიათდება სუბიექტური, ადამიანის მიერ გადატანადი ემოციებით: დაძაბულობით, მოუსვენრობით, შფოთვით და ნერვოზულობით. ეს მდგომარეობა იქმნება, როგორც ემოციონალური რეაქცია სტრესულ სიტუაციაში და შესაძლოა იყოს სხვადასხვა დროს განსხვავებული თავის დინამიურობით და ინტენსივობით.
ინდივიდი, რომელიც მიეკუთვნება მაღალშფოთვად კატეგორიას, მიდრეკილნი არიან აღიქვან საფრთხედ თავიანთ თავმოყვარეობაზე და ცხოველქმედებაზე ფართო დიაპაზონის სიტუაციები და რეაგირება მოახდინონ ძალზედ გამომხატველობითი ფორმის წუხილით. თუ ფსიქოლოგიური ტესტი გამოხატავს სუბიექტის შფოთვის მაღალ მაჩვენებელს, ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მას აქვს შფოთვის მდგომარეობა სხვადასხვა სიტუაციებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ეხება მის შეფასებას, კომპეტენციას და პრესტიჟს.
შფოთვის საზომი ცნობილი მეთოდების უმრავლესობა გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ მხოლოდ პერსონალური ან შფოთვის მდგომარეობა, ან სხვა სპეციფიური რეაქციები. ერთადერთი მეთოდი, რომელიც დიფერენცირებულად ზომავს შფოთვას, როგორც პიროვნულ თავისებურებას და მდგომარეობას არის ჩ.დ. სპილბერგის მეთოდი.