logo-herba

antiD-header

ანტიდეპრესანტი

 -სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება განწყობის ისეთი დარღვევების სამკურნალოდ,  როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა. Gelder, Mayou & * Geddes (2005) მიხედვით ანტიდეპრესანტი ახდენს დეპრესიული დაავადების მქონე ადამიანების  განწყობაზე თერაპიულ ზემოქმედებას. ამცირებს ან სრულად ხსნის მოწყენილობას,სისუსტეს, აპათიას, შიშებს და ემოციურ დაძაბულობას, ახდენს ძილის, მადის და ფაზური სტრუქტურის ნორმალიზებას.

ბუნებრივი ანტიდეპრესანტები

დედამიწის ყოველი მეოთხე მცხოვრები, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კვლევების მიხედვით, ფსიქიური ჯანმრთელობის დარღვევებით ხასიათდება.  დეპრესიული გამოვლინებები ხშირად რჩება დიაგნოზის გარეშე და იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათ გამოკვეთილი მაჩვენებლები აქვთ, ადამიანები მაინც არ ცდილობენ მიმართონ ექიმს და განიკურნონ. მათ ეშინიათ, რომ საზოგადოება აღარ აღიქვამს მათ ნორმალურ და ადეკვატურ წევრებად. შედეგები რა თქმა უნდა სავალალოა. შედეგების სამკურნალოდ უნდა უპირველესად უნდა მოიძებნოს მიზეზები. მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობას, სტრესული სიტუაციების სიმრავლეს, ქრონიკული გამოუძინებლობას, პროფილაქტიკური ღონისძიებების უარყოფას  საბოლოოდ მივყავართ დათრგუნულ  და მშფოთვარე მდგომარეობამდე. ადამიანი ცოტას იცინის, იშვიათად იღიმის, უბრალო შეკითხვა იწვევს გაღიზიანებას და არც თუ ისე იშვიათად აგრესიას.

rec-woman-talking-to-doctor-credits-thinkstock-04-23-12-md

დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატები ინიშნება სტრესის განვითარების სტადიის, დეპრესიის სიმძიმის მიხედვით.  რაც უფრო მძიმეა მდგომარეობა მით უფრო ძლიერ ანტიდეპრესანტის მიღებაა საჭირო. ასეთი მედიკამენტური პრეპარატები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გაიცემა და მათი ზემოქმედება ორგანიზმზე არც თუ ისე სახარბიელოა. მიუხედავად ამისა არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს. ეს არის მცენარეული წარმოშობის ანტიდეპრესანტები. მცენარეული ანტიდეპრესანტები სინთეტური პროდუქტებისგან განსხვავდება იმით, რომ რბილად აღმოფხვრიან დეპრესიის სიმპტომებსა და შედეგებს, აქვთ ორგანიზმზე მინიმალური ზემოქმედება. მცენარეული წარმოშობის ანტიდეპრესანტები არ იწვევენ გულისრევას, ძილიანობას, არ იწვევენ მიჩვევას და რაც მთავარია მათ არ აქვთ უკუჩვენებები.

ბუნებრივი პრეპარატები შეიძლება გახდეს დათრგუნული მდგომარეობის ნამდვილი შველა. დაგვეხმაროს განწყობისა და ხასიათის ნორმალიზებაში და დაგვავიწყოს ძლიერი და ჯანმრთელობისთვის პოტენციურად სახიფათო პრეპარატების მიღების აუცილებლობა. ზოგადად ამ ტიპის პრეპარატები ურეცეპტოდ იყიდება მთელი მსოფლიოს აფთიაქებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯანმრთელობისთვის მათ უსაფრთხოებას. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი ზემოქმედება უფრო რბილი და შეღავათიანია.

ის, რომ მცენარეული წარმოშობის ანტიდეპრესანტებს მრავალი უპირატესობა გააჩნიათ ანალოგიურ სინთეტიკურ პრეპარატებთან უდავოა. მაგრამ მნიშვნელოვანია გავათვიცნობიეროთ ამ პრეპარატებისა და მათი შემადგენელი ინგრედიენტების თვისებები. ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ შეცდომები და მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტურობას. მკურნალობის კურსის გაწყვეტა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. აუცილებელია პრეპარატის მიღების გრაფიკის მკაცრად დაცვა. გარდა პირდაპირი სამკურნალო ეფექტისა მცენარეული წარმოშობის ანტიდეპრესანტები აღადგენენ და აწონასწორებენ ორგანიზმში სამკურნალო ნივთიერებების ბალანსს. ეს აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და იმისთვის, რომ ორგანიზმი უფრო ეფექტურად შეეწინააღმდეგოს სტრესებს. გახსოვდეთ, მკურნალობა უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება ადრე,  მიშვებული დეპრესიისას უკვე უსაფრთხო საშუალებები აღარ გვიშველის.

no-to-depression

გვინდა ხაზი გავუსვათ ანტიდეპრესანტების, მიუხედავად მათი ძალისა და ორგანიზმზე ზემოქმედების ხერხებისა, მიღების წესებს. პირველი და უმთავრესი წესი ექიმის დანიშნულების ან პრეპარატის ინსტრუქციის მკაცრი დაცვა. ეს წესი ეხება აგრეთვე პრეპარატის მიღების ვადებს და დოზირებებს. არ შეიძლება პრეპარატის მიღების შეწყვეტა რადგან ეს აფერხებს სასურველი შედეგის მიღწევას. გახსოვდეთ, რომ თუ დეპრესია კარგად და სრულად იმკურნალეთ, მისი განმეორებითი გამოჩენის ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება.  იმ შემთხვევაში, თუ არ დაიცავით მიღების წესები და შესაბამისად დეპრესიაც სრულად არ განიკურნა, მოსალოდნელია უახლოეს მომავალში ფსიქიური მდგომარეობის გაუარესება. არ უნდა გვეშინოდეს პრეპარატის მიჩვევის, იმიტომ რომ ბუნებრივ ანტიდეპრესანტებს დამოკიდებულება არ გააჩნიათ. არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ანტიდეპრესანტები მაშინვე დაიწყებენ ზემოქმედებას და მითუმეტეს არ უნდა გვეშინოდეს იმისი, რომ მკურნალობის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ვერ ვიგრძნობთ. როგორც წესი შესამჩნევი გაუმჯობესება შეინიშნება მკურნალობის მეორე კვირის შემდეგ. მაგრამ თუ ანტიდეპრესანტის მიღების დაწყებიდან 3-4 კვირის მიღებიდან არ შეინიშნება დადებითი ეფექტი, ჯობს მიმართოთ ექიმს, რათა შეგირჩიოთ მკურნალობის სხვა მეთოდი. მუდამ უნდა გახსოვდეთ რომ დეპრესიის მკურნალობა, მათ შორის მცენარეული ანტიდეპრესანტებით ხანგრძლივი პროცესია. არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ მკურნალობის კურსი, როცა თავს იგრძნობთ უკეთ. როგორც წესი, ამ ტიპის პრეპარატების მიღების მინიალური კურსი 2 თვეა. ორგანიზმი უნდა ადაპტირდეს მისთვის ახალ, ჯანმრთელ მდგომარეობაზე.

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით