logo-herba

antiD-header

ანტიდეპრესანტი

 -სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება განწყობის ისეთი დარღვევების სამკურნალოდ,  როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა. Gelder, Mayou & * Geddes (2005) მიხედვით ანტიდეპრესანტი ახდენს დეპრესიული დაავადების მქონე ადამიანების  განწყობაზე თერაპიულ ზემოქმედებას. ამცირებს ან სრულად ხსნის მოწყენილობას,სისუსტეს, აპათიას, შიშებს და ემოციურ დაძაბულობას, ახდენს ძილის, მადის და ფაზური სტრუქტურის ნორმალიზებას.

გველი მოვკალ უფლისათვის

ქართული შელოცვები

gveli 10

თბილისი, გამომცემლობა „ილია“, 1993 წ.
წიგნთა და ხელნაწერთაგან გამოკრიბა და ლექსების გრაფიკული
ფორმით შემოგთავაზათ მიხო მოსულიშვილმა.
რედაქტორი – ამირან არაბული.
მხატვარი – გია ღლონტი.

თვალის ლოცვა

შაგილოცავ თვალისასა,
პირველ ჩემი თავისასა,
შინაურსა, გარეულსა.
ვინც ავ თვალით გიყურებდენ,
სამი მუჭა ნემს-მახათი,
იმათ თვალებში სახლართი.

თოლის ლოცვა



გასქდა შავნაი კლდე,
გამაჰყვა შავნაი კაცი,
გადაჯდა შავსა ცხენზედა,
გადიხურა შავი ნაბადი,
ამოიღო შავტარიანი დანა,
გასჭრა წითელი გველი.
იჯდა დედა მარიამი,
ქსელსა ჰქსოვდა ძოძეულსა,
თმასა შლიდა ბროწეულსა.
წინ ედგა ოქროს ჭურჭელი,
შიგ ედგა ვარდისა წყალი.
გაუტეხესო დედა მარიამსა
ოქროს ჭურჭელიო,
დაუღვარესო ვარდისა წყალიო.
ვინც შენაო ავის გულით,
ავის კოლით,
ავის თოლით შემოგხედაო,
გასქდეს იმისი თოლიცა,
იმისი გულიცა,
იმისი კოლიცაო, –
კაცია,
დედაკაცია,
ფეხდიდია,
ფეხბატარაია,
თოლჭრელია,
თოლშავნაია,
თმაწითელია,
თმაშავნაია,
ახალია,
ძველია,
ბებერია,
თეთრფეროვანია,
შავგვრემანია,
მკვდარია,
ცოცხალია, –
იმისი თოლი ეკალსა,
გული – სამართებელსა,
იმისი თოლი ეკალსა,
გული – სამართებელსა,
იმისი თოლი ეკალსა,
გული – სამართებელსა.
დასწყიოს სამოცდასამმა
წმინდამ გიორგიმ
იმისი თოლიც,
იმისი გულიც,
იმისი კოლიც!

თვალნავნების ლოცვა



ვიჯე კარს სამოთხისასა,
დღისასა სამოთხისასა;
ვიჯე კარს სამოთხისასა,
დღისასა სამოთხისასა;
ვიჯე კარს სამოთხისასა,
დღისასა სამოთხისასა.
იჯდა ქრისტეს დედა მარიამი,
ქსელსა ჰქსოვდა ბროწეულისასა.
ჩამაიარა შავმა თათარმა,
ჩამეეშალა ქსელი ბროწეულისაი.
დაჯდა, დაიწყო ტირილი.
– რადა სჩივი, რადა სტირი,
ქრისტეს დედა მარიამო?
შაულოცენ ხიმიწრული,
გაუბერენ და გაქრებაო.
გასქდა შავი კლდე,
გამოიდა შავი კაცი,
გამაჰყვა შავი ცხენი,
შაკმაზა შავმა კაცმა
შავი ცხენი
შავის უნაგირითა.
შაჯდა შავი კაცი
შავსა ცხენსა,
შამაჰკრა შავი მათრაჴი,
შააგდო შავსა წყალსა,
დაიჭირა შავი გველი,
დასჭრა,
გადაასხა ავთვალსა,
ავგულსა.
გასქდა თეთრი კლდე,
გამოიდა თეთრი კაცი,
გამაჰყვა თეთრი ცხენი.
შაკმაზა თეთრმა კაცმა
თეთრი ცხენი
თეთრის უნაგირითა.
შაჯდა თეთრი
კაცი თეთრსა ცხენსა,
შამაჰკრა თეთრი მათრაჴი,
შააგდო თეთრსა წყალსა,
დაიჭირა თეთრი გველი,
დასჭრა, გადაასხა ავთვალსა,
ავგულსა.
გასქდა წითელი კლდე,
გამოიდა წითელი კაცი,
გამაჰყვა წითელი ცხენი.
შაკმაზა წითელმა კაცმა
წითელი ცხენი
წითლის უნაგირითა.
შაჯდა წითელი კაცი
წითელსა ცხენსა,
შამაჰკრა მათრაჴი,
შააგდო წითელსა წყალსა,
დაიჭირა წითელი გველი,
დასჭრა, გადაასხა
ავთვალსა,
ავგულსა.
ლახვრადა, ლახტადა,
რომენმაც გათვალა.
ხესამც, ქვასამც შეეგლება,
ცულსამც ტარად ეეგება.
ნურა დარჩეს ერთი ქათმის მეტი,
ერთი ბებრის მეტი.
ერთი კატაი ჰყვანდეს
თავის თავ-პირის საკაწრავადა.

თვალნაცემის ლოცვა



ალისასა, მალისასა,
შაგილოცავ თვალისასა,
პირველ ავის თვალისასა,
კოჭმაღლისას,
კოჭდაბლისას,
კაცისასა,
გოგოსასა.
ავსა მთვალავთა
თვალთა ნაცარი,
გულთა – ლახვარი.
გაიარა საბძელი –
დაშტა თვალის სამზერი,
გაიარა წისქვილში –
ქვა მოხვდა წინ ცხვირში.
ლოცვა ჩემი,
რგება – ღვთისა.
შელოცვები
გერგოს და გეწამოს
ჩემი ნათქომი სიტყვა!

შეშინებულის ლოცვა



ალისასა, მალისასა,
შაგილოცავ გულისასა.
გულო, დადეგ ალაგასა,
გულო, გულის ალაგასა.
გულო, რამ შაგაშინაო? –
ელვამ შაგაშინაო,
ჭექამ შაგაშინაო,
ნადირმა შაგაშინაო,
კაცმა შაგაშინაო,
თუ რამაც შაგაშინაო.
წყალი მიდგება-მოდგება,
თავის ნადგომზე დადგება.
გულო, დადეგ ალაგასა,
გულო, გულის ალაგასა.

დაშინებულის ლოცვა



ალისასა, მალისასა,
შაგილოცავ გულისასა.
გულო, დადეგ ალაგასა,
გულო, გულის ალაგასა.
გულო, რამ შაგაშინაო? –
ცხენთა ჴვივილმა,
კაცთა კივილმა,
გველთა წივილმაო
თუ წყალთა ხვივილმაო,
თუ ცათა ქუხილმაო.
წყალი მიდგება-მოდგება,
თავის ნადგომზე დადგება.
გულო, დადეგ ალაგასა,
გულო, გულის ალაგასა.
გეწეროს ჯვარი და იხარე!

შეშინებულის ლოცვა



გულო დადეგ ალაგასა.
შაგილოცავ რისასაო?
გულისტკივილისასაო.
გულო, რამ შაგაშინაო? –
დედამ შაგაშინაო,
მამამ შაგაშინაო,
კარის მეზობელმაო,
რჯულიანმა,
ურჯულომაო?
ცის ქუხილმა,
ცის ელვამა,
წყალმა აღვარებულმაო?
ქვამა გამოგორებულმა,
ხემა მოტეხილმაო?
ქვა გაგორდება – ჭალას ჩადგება,
წყალი მიდგება-მოდგება,
თავის ნადგომზე დადგება.
პირიქითელი იყოს
შენი შამშინებელი,
პირაქათელი იყოს,
თმაშავი იყოს,
თვალშავი იყოს,
თვალცხვრისფერი.
თეთრი ქორი ქანდარასა,
დედალ დაჯდა ბუდესაო.
გულო, გულის ალაგსაო,
დადეგ თავის ალაგსაო.
ლოცვა ჩემი,
რგება – ხვთისი.
ცულის პირით მონაჭერი
ცულსამც ტარად ეეგება.
ჩემი ლოცვა,
წამებ – ხვთისი.

უჟმურის ლოცვა



ივანე, ძალისა მამცემელო,
ხალისისაო,
ძალი მიე ჯუარსაო.
მოშიოდა, მოხვიოდა,
მოიქნევდა ყავარჯენსა,
დახვდა დედა მარიამი:
– სად მიხვალ შენ,
უკეთურო, უჟამურო?
– ყურის გასასწორებადა,
ყურის დასაყენებლადა,
არც მოსასვენებადა,
არც დასასვენებადა.
დაგჭრი და დაგაქუფთავებ,
შემოგდგავ ცეცხლის ალზედა.
ცხრილოდ გეეცრუნება,
ქროლელად გეექროლება,
წავა და დაიკარგება.

უჟმურის ლოცვა



ჩვენა გვყვანდა სამი ძაღლი:
ალეხ-მალეხნი, ჩახმახნი.
დავგზავნიდით მთა-ყელსაო,
ჭალასა უძისასაო.
შამახვედრიყვნენ ნავალსა
ეშმაკის მამისასაო.
დეეჭირა ეშმაკის ქალიო:
თმათაც დავჭრითო
და ფრჩხილებსაცაო.
– ნურც ფრჩხილებს დამჭრითო,
ნურც თმებსაო.
რასაც გზაზე მოვიდოდე,
იმავ გზაზე მივიდოდე.

ბედნიერის ლოცვა



– ბედო ბედნიერო,
სახემშვენიერო,
სად იყავ,
საით მაჰბრძანდებოდიო?
– ზღვის გაღმითაითაო,
ცხრა მთის იქითაითაო,
მოვდიოდიო,
ზღვას მოვჩქვეფდიო,
გორს მოვტეხდიო.
ვიმალებოდიო
ცხენის ნატერფალშიაო,
ხარის ნაჩლიქარშიაო.
არ მამდის კაცის კივილიო,
მამლის ყივილიო.
მოვდიოდიო.
ვაჟკაცსაო
სისქის ბარკალს ვამტვრევდიო,
ბუღა კამეჩს
კისერს ვამტვრევდიო.
სისხლსა ვსვამდი,
ძვალსა ვფქვავდი,
გულზე ვემბოდი შხამასავითაო.
ბედო ბედნიერო,
სახემშვენიერო,
რა არი შენი წამალიო?
– დიკისა ფქვილიო,
დეკისა რძენიო,
ქათმისა ღვიძლიო,
ქათმისა შვილიო,
ქადა-შაქარიო,
თეთრი აბაზიო.
– შაქრდებოდეს,
თაფლდებოდეს
დედის ძუძუსავითაო.
საიდანაც მაჲბრძანდიო,
იქავ წაბრძანდიო.

მოხთომილის ლოცვა



მოხთომილო, დედიანო!
მოხთომილო, მამიანო!
მოხთომილო, შვილიანო!
მოხთომილო, ძირიანო!
მოხთომილო,
ყმიან-მოსამხურიანო!
ერი ხარ, ბერი ხარ,
მოლოზანი ხარ, ურია ხარ,
თათარი ხარ, წყლისა ხარ,
ხისა ხარ, მინდვრისა ხარ,
ღელისა ხარ?
რა და რა სოფლისა ხარ?..
გამობრძანდი ქარივითა,
გამოდინდი წყალივითა,
თქვენი ბინა მოსძებნეთ!
თქვენი მამა სტირის!
თქვენი დედა სტირის!
– სად არის ჩვენი შვილიო?
ხარი დავკალით,
ბარკალი შეუნახეთ,
ადრე მოვა, დავახვედრებთ,
გვიან მოვა, შევუჭამთ.

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით