ანტიდეპრესანტები, ეს ის პრეპარატებია, რომელიც კურნავს ან თავიდან გვაცილებს დეპრესიას.
ანტიდეპრესანტების გამოგონებამდე დეპრესიის სამკურნალოდ აქტიურად გამოიყენებოდა ეიფორიის გამოწვევის უნარს მქონე (ოპიუმი, კოფეინი, ჟენშენი) აღმგზნები ეფექტის მქონე ნივთიერებები. შფოთვის და აღგზნების შესამცირებლად იყენებდნენ ვალერიანს ან ბრომის მარილს.
სხვა ვერსიით ამ პრეპარატის ზემოქმედება აღმოაჩინა ნატან კლაინმა. მისი აღმოჩენაც ასევე სრულიად შემთხვევითი იყო. ის ცდილობდა პრეპარატის დახმარებით დაემტკიცებინა თეორია "მე"-ს ადგილმდებარეობის შესახებ. ფსიქოანალიტიკური სესიების დროს კლაინმა შეამჩნია, რომ, ზოგიერთ პაციენტს, რომელსაც ის პრეპარატს აძლევდა, მოულოდნელად აღარ აღელვებდათ პრობლემები, რაზეც ისინი მუშაობდნენ. იპრონიაზიდი გამოვიდა გაყიდვაში, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ ის ზრდიდა სიყვითლით დაავადების რისკს, და პრეპარატის გაყიდვები შეწყდა. იმავდროულად გერმანიაში რონალდ კუნმა აღმოაჩინა იმიპრომინი. კუნი სხვადასხვა პრეპარატებს აძლევდა პაციენტებს, რომ მათი რეაქციის მიხედვით ფსიქიკური დაავადებების გლობალური კლასიფიკაცია დაედგინა. როგორც წინა შემთხვევებში, პრეპარატი შემთხვევით იქნა "აღმოჩენილი" როდესაც პაციენტებს აღენიშნათ განწყობის ამაღლება. იპრონიაზიდისგან განსხვავებით იმიპრომინი დღესაც შედის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზმის ოფიციალური პრეპარატების სიაში და პროზაკამდე ყველაზე გაყიდვადი ანტიდეპრესანტი იყო. პირველი ანტიდეპრესანტების აღმოჩენი პერიოდში, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ანტიდეპრესანტებით მკურნალობა თითქმის სრულად გამოდევნიდა დეპრესიის თერაპიის სხვა მეთოდებს და მეოცე საუკუნის ბოლოს, აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად წინა საუკუნის უდიდეს აღმოჩენად დასახელებული იქნებოდა არა ინტერნეტი ან ალბათობის თეორია, არამედ პროზაკის პატარა კაფსულა. |
ანტიდეპრესანტები
|