ამორინი. გვერდითი მოვლენები
წაიკითხეთ....დოზირება & დანიშნულება | გვერდითი მოვლენები | წამლების ურთიერთქმედება | უსაფრთხოების ზომები
ამორინის მომხმარებლების უმეტესობა არ განიცდის რაიმე უარყოფით გვერდით ზემოქმედებას.
როცა გვერდითი ეფექტი ვლინდება, ისინი როგორც წესი უმნიშვნელოა და ხშირად თვითონ გადის რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. თუ გვერდით მოვლენას მაინც აქვს ადგილი, მომხმარებელთა 3/4 მას ახასიათებს როგორც რბილს, უმნიშვნელოს.
მძიმე გვერდითი მოვლენები განსაკუთრებით იშვიათია. მომხმარებელთა მხოლოდ 1,5 % აღწერს გვერდით მოვლენას როგორს მძიმეს.
ზოგადად ამორინი ადვილად გადაიტანება. ზოგადად, მომხმარებელი იშვიათად არის იძულებული შეწყვიტოს ამორინის მიღება უარყოფითი გავლენის გამო. თითქმის ყველა შემთხვევაში, სადაც გვერდითი მოვლენები გვხვდება, ისინი თვითონ ქრება ან შეიძლება აღმოიფხვრას ისეთი მარტივი ქმედებებით, როგორიცაა სადღეღამისო დოზის შემცირება ან დოზირების გრაფიკის შეცვლა.
მითითებული წესების დაცვის შემთხვევაში ამორინს არ გააჩნია რაიმე უსაფრთხოების რისკები და / ან სახიფათო გვერდითი მოვლენები.
ფაქტი: კლინიკური გამოკვლევები აჩვენებს, რომ ჰიპერფორინით მდიდარი კრაზანას (Hypericum perforatum, St. John's wort) ექსტრაქტი უსაფრთხოა და იწვემს მცირე გვერდით მოვლენებს. |
პოტენციური გვერდითი ეფექტები და მათი სიხშირე:
ყველაზე გავრცელებული: ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი (16,0%), დაღლილობა (14,5%), ცხადი ან უჩვეულო სიზმრები (12,5%), და მზის შუქის მგრძნობელობის ამაღლება(11.1%).
იხილე გვერდითი მოვლენების ცხრილი
პრობლემური გვერდითი მოვლენები იშვიათად არის ამორინის მომხმარებლის მიერ აღწერილი. თუ გვერდით მოვლენებს მაინც აქვს ადგილი, ისინი თითქმის ყოველთვის უმნიშვნელოა. განსხვავებით სხვა პრეპარატებისაგან, ამორინი არ იწვევს წონის მომატებას ან სექსუალური პოტენციის დაქვეითებას.
სინათლისადმი მგრძნობიარობა: კრაზანას (Hypericum perforatum, St. John's wort) ექსტრაქტმა ამორინში შეიძლება გაზარდოს მზის სხივებისადმი კანის მგრძნობიარობა. მგრძნობიარე კანის მქონე ინდივიდებმა უნდა მიმართონ მზის სხივებისგან დაცვის სტანდარტულ ზომებს.
წამლებთან ურთიერთქმედება: ამორინმა შეიძლება შეამციროს შობადობის კონტროლის ან გარკვეული სხვა წამლების ეფექტურობა. ამორინის მიღებამდე გთხოვთ გაეცნოთ წამლებთან შესაძლო ურთიერთქმედებებს.
წაიკითხეთ....დოზირება & დანიშნულება | გვერდითი მოვლენები | წამლების ურთიერთქმედება | უსაფრთხოების ზომები
REFERENCES:
(1) Szegedi A, Kohnen R, Dienel A, Kieser M. Acute treatment of moderate to severe depression with hypericum extract WS 5570 (St John's wort): randomised controlled double blind non-inferiority trial versus paroxetine. British Medical Journal 2005 Mar;330: 503-7.