ამორინი. წამლებთან ურთიერთქმედება

წაიკითხეთ....დოზირება & დანიშნულება | გვერდითი მოვლენები | წამლების ურთიერთქმედება | უსაფრთხოების ზომები

წამლების უმეტესობასთან ამორინის მიღება უსაფრთხოა. მიუხედავად ამისა, როგორ სხვა ყველა ბუნებრივი დანამატი, ამორინიც შეიძლება შევიდეს ურთიერთქმედებაში გარკვეულ მედიკამენტებთან. ნებისმიერ ახალი წამლის ან ბუნებრივი დანამატის მიღების წინ უნდა გაითვალისწინოთ, როგორ იმოქმედებს ის იმ პრეპარატთან რომელსაც უკვე იღებთ.

ამორინის მიღებამდე გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ შემდეგი ინფორმაცია. გაითვალისწინეთ რომ ქვემოთ მოწოდებული ინფორმაცია  განკუთვნილია როგორც დამატებითი რჩევა პროფესიონალი სამედიცინო პერსონალისთვის.   მოეთათბირეთ თქვენს ექიმს სანამ გადაწყვეტთ ამორინის კომბინირებას სხვა პრეპარატთან.

doctor

რეცეპტის გარეშე (Over-the-Counter OTC) მედიკამენტები:
ამორინი უსაფრთხოა ყველა რეცეპტის გარეშე მედიკამენტთან ერთობლიობაში;

დიეტური დანამატები, სამკურნალო მცენარეები და ვიტამინები:
ამორინი უსაფრთხოა ყველა დიეტურ დანამატებთან, სამკურნალო მცენარეებთან და ვიტამინებთან ერთობლიობაში;

ორალური კონტრაცეპტივები (Oral Contraceptives ), ანტიკოაგულიანტები (Anticoagulants), ბეტა ბლოკერები (Beta-Blockers), კალციუმის არხების ბლოკერები (Calcium-Channel Blockers), კარდიალური გლუკოსიდები (Cardiac Glycosides), კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები (Anti-Cancer Drugs), იმუნოდამთრგუნველები (Immunosuppressants), ტრიციკლიცები (Tricyclics):
ამორინმა შეიძლება შეამციროს აღნიშნული პრეპარატების ეფექტურობა. მოეთათბირეთ თქვენს ექიმს სანამ გადაწყვეტთ ამორინის კომბინირებას ამ პრეპარატებთან.

სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები - ტრანსპორტირების ბლოკერები (SSRI- Selective Serotonin Reuptake Inhibitors და SNRIs)
მათ შორის Celexa® (citalopram), Lexapro® (escitalopram oxalate), Luvox® (fluvoxamine), Paxil® (paroxetine), Prozac® (fluoxetine), Zoloft® (sertraline), და SNRIs მაგ. Cymbalta® (duloxetine) და Effexor® (venlafaxine)
.
ამ ტიპის ანტიდეპრესანტების მიმღები პირები უნდა მოეთათბირონ ექიმს ამორინის მიღების დაწყებამდე.  SSRI ჯგუფის წამლების ამორინის შემადგენლობაში შემავალ  5-HTP -სთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. "სეროტონინის სინდრომი". არ შეიძლება ამორინის მიღება  SSRI-ს შეწყვეტიდან არაუადრეს 7 დღისა.

მონოამინის დაჟანგვის ინჰიბიტორები (MAOI -Monoamine Oxidase Inhibitors)
მათ შორის  Nardil® (phenelzine), Parnate® (tranylcypromine), Marplan® (isocarboxazid)

არ შეიძლება ამორინის კომბინირება აღნიშნულ ანტიდეპრესანტებთან. არ მიიღოთ ამორინი  MAOI -ჯგუფის პრეპარატების მიღების შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში.

ტრამადოლი (Tramadol) მათ შორის Ultram® და Ultracet®
ტრამადოლის ამორინის შემადგენლობაში შემავალ  5-HTP -სთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. "სეროტონინის სინდრომი". ამორინის მიღება ტრამადოლთან შეიძლება მხოლოდ სპეციალისტის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

ტრიპტანი (Triptans )
ამორინის მიღებამდე მოეთათბირეთ თქვენს ექიმს.

წაიკითხეთ....დოზირება & დანიშნულება | გვერდითი მოვლენები | წამლების ურთიერთქმედება | უსაფრთხოების ზომები