logo-herba

antiD-header

სერვისის პირობები

კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი WWW.HERBA.GE-ზე. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს წესებსა და პირობებს. წესები და პირობები ეხება WWW.HERBA.GE-ის (მ/ს "ანტი D")
თუ თქვენ შემოხვალთ ვებ გვერდზე და შეუკვეთავთ პროდუქტს ,თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას ვებ გვერდის წესებსა და პირობებზე. თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს გთხოვთ ნუ გამოიყენებთ WWW.HERBA.GE-ს.
როდესაც განახორციელებთ შეკვეთას,თქვენ მიიღებთ ავტომატურ დასტურს ელ-ფოსტის საშუალებით,გთხოვთ გაითვალისწინოთ ,რომ ეს არ გულისხმობს თქვენი საბოლოო შეკვეთა მიღებულია.
შეკვეთის საბოლო დადსტურება ნიშნავს- ჩვენს მიერ შესრულებულ პროდუქტის ფიზიკურ ტრანსპორტირებას. ფასები საიტზე მოცემულია ლარებში.
ფასები,შეთავაზებები და აქციები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ.
ვებგვერდზე განთავსებულია ათობით დასახელების პროდუქცია და არის შესაძლებლობა მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა, მოხდეს შეცდომით ფასის,სურათის აღწერილობის საიტზე გამოქვეყნება. ამ შემთხვევაში ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს ადამიანური შეცდომის გამო. მსგავსი შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მოახდინოს დაუყოვნებელი შეცდომის კორექტირება, იმ შემთხვევაშიც როცა მომხმარებელს აქვს საფასური გადახდილი. ამ შემთხვევაში მომხმარებელს ეძლევა საშუალება გააუქმოს შეკვეთა და დაიბრუნოს თანხა უკლებლივ (სრულად) ან მოახდინოს შეკვეთის კორექტირება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ პარტნიორ კომპანიების საწყობებში დაფიქსირდება პროდუქტის წყვეტა და მომხმარებელს საფასური უკვე აქვს გადახდილი, მოხდება ამ საფასურის სრული ანაზღაურება კომპანიის მიერ.
მიწოდების ფასი და დრო დამოკიდებულია შეკვეთის გეოგრაფიული ადგილმდებარებისაგან.
თბილისში სტანდარტული შეკვეთა 50 ლარის ზემოთ შეკვეთებზე მიეწოდება უფასოდ 2 სამუშაო დღის განმავლობაში. რეგიონებში მიწოდების ტარიფი განისაზღვრება ადგილმდებარეობის მიხედვით. გთხოვთ იხილოთ ტარიფების ჩამონათვალი სექციაში ,,შენაძენის მიწოდება''

კონფიდენციალობა
"ანტი D" - WWW.HERBA.GE სრული პასუხისმგებლია ჩვენი საიტის მომხმარებლისა და კლიენტის ინფორმაციის კონფიდენციალობის საკითხში. ჩვენ არ გავამხელთ და არ გადავცემთ ინფორმაციას ჩვენს მომხმარებლებზე მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ინფორმაცია ჩვენგან გადაეცემა გადამზიდავს შენაძენის მიტანის მიზნით.
ჩვენ არ ვყიდით ინფორმაციას- თქვნს სახელზე, მისამართზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, საკრედიტო ბარეთებზე, ან ნებისმიერი სხვა პერსონალურ ინფორმაციას.


მარკეტინგი და კომუნიკაცია
თუ თქვენ ბრძანდებით ჩვენი მომხმარებელი ჩვენ შეგვიძლია გაცნობოთ თქვენ ჩვენი უახლესი ამბები ისეთი როგორც ახალი პროუქტები, და სპეციალური შემოთავაზებები ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.
რა არის Cookies?
Cookie არის პატარა საინფორმაციო ფაილი რომელიც იგზავნება თქვენს კომპიუტერზე და ინახება ჰარდ დრაივზე. თუ თქვენ დარეგისტრირდით ჩვენთან მაშინ თქვენი კომპიუტერი დაიმახსოვრებს თქვენს საიდენტიფიკაციო ქუქის რომელიც საშვალებას მოგცემთ დაზოგოთ დრო ჩვენს საიტზე დაბრუნებისას თქვენი ელექტრონული ფოსტის დამახსოვრებით.
საიტის სტატისტიკა
ჩვენ ვიტოვებთ უფლებამოსილებას გამოვიყენოთ ანონიმურად სტატისტიკური ინფორმაცია ვიზიტორების და შეკვეთების რაოდენობაზე.
თქვენი უსაფრთხოების დაცვა
ჩვენ ვიტოვებთ უფლებამოსილებას გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინპორმაცია თქვენი უსაფრთხოების დასაცავათ. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება იყოს გადაცემული უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც აწარმოებს დაცვას.

Copyright © 2012-2016 "ანტი D" Developed By GT Studio

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

მენიუ