აცეტილ ელ ქარნიტინი Acetyl L-Carnitine

Acetylcarnitineაცეტილ ელ ქარნიტინი (Acetyl L-Carnitine ან ALCAR) წარმოადგენს ამინომჟავას (პროტეინის სამშენებლო ბლოკებს) რომელსაც სხეული ბუნებრივად აწარმოებს.

აცეტილ ელ ქარნიტინი გამოიყენება სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევების, მათ შორის ალცჰეიმერის დაავადების, ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების დაკარგვის, გვიან ასაკობრივი დეპრესიის, ალკოჰოლით გამოწვეული აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. ის ასევე გამოიყენება დაუნის სინდრომის, ტვინში სისხლის ცუდი მიმოქცევის, კატარაქისა, დიაბეტით გამოწვეული ნერვის ტკივილის  და სახის დამბლის დროსაც..

ზოგიერთ შემთხვევაში მამაკაცები აცეტილ -ელ ქარნიტინს იყენებენ  უნაყოფობის სამკურნალოდ, ასევე  "მამრობითი მენოპაუზის " (ასაკით გამოწვეული დაბალი ტესტოსტერონის დონის) სიმპტომებისას და პეირონის დაავადებად წოდებული სასქესო ორგანოს დაავადებისას.

ორგანოს შეუძლია გარდაქმნას ელ ქარნიტინი აცეტილ -ელ ქარნიტინად და პირიქით.

როგორ მუშაობს იგი?

აცეტილ ელ ქარნიტინი ეხმარება ორგანიზმს აწარმოოს ენერგია. მნიშვნელოვანია, გულის და ტვინის ფუნქციის, კუნთების მოძრაობის და  სხეულის ბევრ სხვა პროცესებისას. აქვს უნარი დაარეგულიროს ადამიანის სტრესული მდგომარეობა, გააძლიეროს და გაახანგრძლივოს ჯანმრთელობა და გახდეს უფრო ყურადღებიანი. ამაგრებს ფსიქიური რეგენერაციას.

უმთავრესი სარგებელი რაც ამ პრეპარატს გააჩნია არის ის რომ მას აქვს უნარი ტვინის უჯრედებიდან გამოდევნოს ტოქსინები და შხამები, ერთერთი ასეთი ტოქსინს წარმოადგენს ლიპოფუსცინი, რომელიც ტვინში წარმოქმნის ასაკობრივ ლაქებს. ამ ტოქსინის გამოდევნა ხელს უწყობს არ განვითარდეს ასაკობრივი გონებრივი სისუსტე და მეხსიერების დარღვევა.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ამ პრეპარატს გააჩნია დაიცვას ტვინი სტრესული ზემოქმედებისაგან. ეფექტურია  შეინარჩუნოს ტვინის ნერვებმა და უჯრედებმა ნორმალური ფუნქციონირება და ხელი შეუწყოს ჟანგბადით მომარაგებას. აქვს უნიკალური თვისება დაიცვას მთელი ორგანიზმის ნერვიული სისტემა.
ახალგაზდებში ამ პრეპარატის მოხმარება ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ადვილად აითვისონ ახალი ინფორმაციული პროდუქტი.

გამოყენებული ინფორმაცია.