Cissus quadrangularis სიმსუქნის წინააღმდეგ

Cissus Quadrangularisმოზრდითა და ბავშვთა სიმსუქნის ზრდა მსოფლიო პრობლემაა. ადრე ეგონათ, რომ ეს იყო იმ ქვეყნების პრობლემა, რომლებიც განვითარების მაღალ საფეხურზე არიან ან ვითარდებიან . ჭარბი წონის ეპიდემიას თან ახლავს სიმსუქნესთან დაკავშირებული გართულებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, დეპრესია, დიაბეტი. ცუდ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში სადაც დომინირებს ინფექციური დაავადებების და ცუდად კვების პრობლემა სიმსუქნის მთავარი ფაქტორი მეტაბოლური სინდრომია. არსებულ ვითარებაში ამ სინდრომს თან ახლავს ჰიპერგლიკემია, ჰიპერტენზია, დისლიპიდემია. ორგანიზმში ოქსიდაციური სტრესი შესაძლოა გახდეს მიზეზი სხეულში ცხიმის დაგროვების, რაც გამოიწვევს მეტაბოლური სინდრომის განვითარებას.

როგორც კვლევებმა აჩვენა ოქსიდაციური პროცესი დიდ როლს ასრულებს გულის იშემიური დაავადების, სიმსუქნის, იმუნოდეფიციტის , დიაბეტის, მეტაბოლური სინდრომის, ქრომოსომული სინდრომის განვითარების პროცესში. რაციონში ანტიოქსიდაციური ნაერთების შერევის შედეგად ოქსიდაციურ სტრესთან ქსოვილების წინააღმდეგობა იზრდება. აღნიშნული ანტიოქსიდანტების მოქმედება ეფექტურია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაჟანგვის შემცირების და თავისუფალი რადიკალებისგან განთავისუფლების ხარჯზე. ცნობილია, რომ მსგავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტურ ნაერთებს შეიცავს ხილი და ბოსტნეული და გარკვეულწილად აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას.
ისტორია
ინდოეთში Cissus quadrangularis-ს (სხვანაირად Asthisonhara) იყენებდა ჩვეულებრივი ხალხი საუკუნეების განმავლობაში, რათა ხელი შეეწყოთ გატეხილი ძვლების აღდგენისთვის. აიურვედას მედიცინაში ცნობილია,რომ იგი ზრდის მეტაბოლიზმის პროცესს,ხელს უწყობს საკვების მონელებას, იყენებენ დისპეპსიისთვის, ასევე როგორც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელს თვალებისა და ყურების დაავადებებისას, ასთმისა და არარეგულარული მენსტრუალური ციკლის დროს. კამერუნში მთელი მცენარე გამოიყენება დამატენიანებლად, ხოლო ფოთლები, ღერო და ფესვები სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ფიტოქიმიური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ Cissus quardrangularis აქვს ასკორბინის მჟავას, კაროტინის ანაბოლური სტეროიდული ნივთიერებების და კალციუმის მაღალი შემცველობა. ტეტრაციკლური ტრიტერპენოიდის და სტეროიდული ნაერთების, ბეტა-სიტოსტეროლის, ბეტა-ამირინის შემცველობა პოტენციურად განაპირობებს მის მეტაბოლურ და ფიზიოლოგიურ ეფექტს. არის ვარაუდი, რომ გააჩნია ანაბოლური და ანდროგენური თვისებები.


Cissus quadrangularis -ს ძირითადი თვისებები:

 Cissus quadrangularis-ის ბაზაზე დამზადებულია  მრავალ პატენტით დაცული, სტანდარტიზირებული ექსტრაქტი, უნიკალურ გასახდომი  პრეპარატი სინეტრიმი - Synetrim® CQ.