logo-herba

antiD-header

სამკურნალო მცენარეები

მცენარეები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნენ სამედიცინო და ვეტერინარულ პრაქტიკაში სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით. მცენარეების სამკურნალო თვისებები განპირობებულია მათში ალკალოიდების, ფლავონოიდების, გლიკოზიდების, ვიტამინების, მთრიმლავი ნივთიერებების არსებობით, რომლებიც ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმზე ახდენენ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ანდა გააჩნიათ ბიოლოგიური აქტიურობა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევთა მიმართ. განსაკუთრებულ ჯგუფშია გამოყოფილი ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მცენარეები. სინთეზური საშუალებებისაგან გამოირჩევიან ნაკლები ტოქსიკურობით.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

სამკურნალო მცენარეები

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი-პ

პანტა

Purus communis L

ზმ. რაჭ. პანტა მსხალი; რაჭ., ქვ. იმერ. ჭკუტა-მსხალი; ლეჩხ. ჭკუტა; ზმ. იმერ. ჯარჭი; გურ. კვიჭიჭი, კვიჭიჭი-მსხალი; ინგ. ჭირჭიმა; ჭან. მტკუჲ მცხული; მეგრ. პანტე სხული, კვეტელე სხული; სვან. გოწო ვიცხ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმსხლის გვარის ველური სახეობები, რომლებიც ჩვეულებრივ იზრდება მეზოფილურ ტყეში, მთის შუა, იშვიათად ზემო სარტყლამდე. ბერყენისაგან განსხვავებით მომრგვალო ან კვერცხისებრი ფოთოლი აქვს, რომლის სიგრძე ოდნავ აღემატება სიგანეს. კავკასიაში 4 სახეობაა გავრცელებული, საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: კავკასიური პანტა (Pyrus caucasica) კავკასიის ფლორის ენდემია, მაგრამ ჩვენში ფართოდ არის გავრცელებული; სწრაფმზარდი ეკლიანი ხეა, მრგვალი ან შებრტყელებულსფეროსებრი ნაყოფი აქვს; იჭმება, ხდიან არაყს, ამზადებენ ძმარს. მერქანი მაღალი ღირსებისაა, იყენებენ მსხლის კულტურის ჯიშების საძირედ. ბალანსას პანტა (Pyrus balansae) უეკლოა, დამახასიათებელია კოლხეთისათვის. ნაყოფი შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, პექტინურ და მთრიმლავ ნივთიერებებს, უჯრედისს, ცილებს, ფიტონციდებს, ფლავონოიდებს, ვაშლის, ლიმონის და სხვა მჟავეებს, ჰიდროქინონს, კაროტონოიდებს, ანტიციანებს, სორბიტს, კატეხინებს, ზეთს, ვიტამინ С-სა და D-ს, მიკროელემენტებს. პანტა შარდმდენი, სიცხისდამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური და შემკვრელი საშუალებაა.

ხალხური მედიცინა იყენებს მის მურაბას, ნამცხვარს, ნახარშს ტუბერკულოზის, სასუნთქი გზების, ციებ-ცხელების, ფაღარათის სამკურნალოდ. მისი პროდუქტი აშუშებს ჭრილობებს, თრიმლავს წყლულებს, აწყნარებს ნაღველს. მის ნახარშს ასმევენ თავის ტკივილის დროსაც.


პარაგვაული ჩაი, მატე

Ilex paraguariensis

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი(სიტყვა ნასესხებია სამხრეთ ამერიკის ინდიელების ერთ-ერთი ტომის — კეჩუას ენიდან), მარადმწვანე პარაგვაული ჩაის გამხმარი, დაფშვნილი ფოთლები შეიცავს კოფეინს, თეობრომინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთებს, A, B, C ვიტამინებს, ლიმონის მჟავასა და სხვა ნივთიერებებს. ამერიკაში მისგან აყენებენ ჩაის მსგავს მატონიზებელ სასმელს, რომელიც ცხიმოვნების წინააღმდეგ გამოიყენენა. არის სუსტი დამამშვიდებელი საშუალება. მატეს ეძახიან იმ ჭურჭელსაც (აკეთებენ გოგრისაგან), რომლიდანაც სვამენ ჩაის და თვითონ ხესაც.


პარნასურა

Parnassia palustris

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე 5 -დან 40 სმ-დე სიმაღლისა; მოკლე ფესვებით, რომლებიდანაც ამოდის ფურცლოვანი როზეტა და ერთფოთლიანი ღერო წვეროში ყვავილით. ყვავილები ორსქესა, თეთრი ან ვარდიფერი. ნაყოფი კოლოფია. მთრიმლავ ნივთიერებებთან ერთად უნდა შეიცავდეს სხვა აქტიურ ნივთიერებებსაც. კარგად არ არის შესწავლილი. იგი აუმჯობესებს გულისცემას, ამშვიდებს ნერვებს, ეხმარება ეპილეფსიით დაავადებულებს. მისი მთავარი დამსახურებაა, რომ ხსნის ჩაკეტილ თირკმელს, ნაღველმდენ გზებსა და ხელს უწყობს საკვების მონელებას.


პასიფლორა

Passiflora incarnata

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონივნების ყვავილი, მცენარეთა გვარი პასიფლორასებრთა ოჯახისა. მცოცავი ბუჩქები და ბალახებია. პასიფლორას 400-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ამერიკის, აზიისა და ავსტრალიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ზოგიერთი სახეობის (Passiflora edulis) ნაყოფი იჭმება. სამხრეთამერიკული ცისფერი პასიფლორა (Passiflora coerulea) დეკორატიულ მცენარედ კულტივირებულია ყირიმსა და კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე. პასიფლორა შეიცავს ფლავონოიდებს, ქლოროგენულ მჟავას, მალტოლს, ეთერზეთს, ბეტა-კარბოლინის ალკალოიდებს, გლუკოზიდებს, ახდენს სედატიურ და მსუბუქ საძილე ქმედებას ნევრასტენიის, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის, ძილის დარღვევის, შეშფოთებული მდგომარეობის, აღგზნებადობის, ნერვული აშლილობის დროს.


პატარძალა

Anchusa officinalis L.

რაჭ., ზმ. იმერ. ძროხიენა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიორ- ან მრავალწლოვანი უხეშბეწვიანი მცენარე. აქვს 40-100 სმ სიგრძის სწორი, მარტივი ან განტოტვილი ღერო, ოვალური- ან წაგრძელებულ-ლანცეტა ფოთლები და საკმაოდ დიდი მოლურჯო ცისფერი ყვავილები. ნათესების, სათიბისა და საძოვრის სარეველაა. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში და მცირე აზიაში. ყოფილ სსრკ-ში — ევროპის ნაწილის სამხრეთში, კავკასიასა (მათ შორის საქართველოშიც) და შუა აზიაში. აგროვებენ ბალახსა და ფესვებს. ღეროსა და ფოთლებში აღმოჩენილია ტოქსიკური ალკალოიდი და გლიკოალკალოიდი კონსოლიდინი, რომელიც ახდენს ნერვული სისტემის პარალიზებას. მის ნაყენს იყენებენ ასთმის, ტუბერკულოზის, ბრონქიტის, პლევრიტის სამკურნალოდ. კარგი საშუალებაა კბილის ტკივილისა და ჭრილობების შესახორცებლად. მისი გამოყენება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.


პატისონი, ბრტყელი ყაბაყი

Cucurbita pepo L. Patisson

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთგვარი გოგრა; ბრტყელი ყაბაყი. ერთწლიანი მცოცავი მცენარე ერთსქესიანი ყვავილებით. გამოიყენება შარდმდენად, ღებინების საწინააღმდეგოდ, ზღვის ავადმყოფობის, დამწვრობების, გამონაყარების, ეგზემების სამკურნალოდ. მდიდარია ვიტამინებით. მისი თესლი ჭიის დამდენი საშუალებაა.



პაჩული

Pogostemon patchouli

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ტროპიკული ბუჩქბალახი ტუჩოსანთა ოჯახისა. ნახევარსფეროს ფორმა აქვს, სიმაღლე 70-100 სმ აღწევს. ახასიათებს მონოპოდიალური დატოტვა. მთავარი ღერო სწორმდგომია, ფოთოლი — კვერცხისებრი, მუქი მწვანე, შიცავს 0,3% ეთერზეთს. მცენარე კარგად იზრდება 20°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. პაჩულის სამშობლოა ფილიპინის კუნძულები. გავრცელებულია ტროპიკული ჰავის ქვეყნებში. 1939 წლიდან მოჰყავთ აფხაზეთის ზღვისპირა სუბტროპიკულ ზონაში. აქ იგი ერთწლოვანია. ამრავლებენ კალმით. კალამს აფესვიანებენ სათბურში სექტემბერ-ოქტომბერში. სპეციფიკური სურნელებისა და ფიქსატორული თვისებების გამო პარფიუმერიაში იყენებენ. მოსავალს იღებენ ოქტომბერში. მისი ეთერული ზეთი შეიცავს სპირტს, ბულნესენს, ევენგოლს. ტრადიციული ჩინური, მალაური და იაპონური მედიცინა მას იყენებს მასტიმულირებელ, ანტისეპტიკურ და ნაღვლის სამკურნალო საშუალებად. იგი ძირითადი საშუალება იყო გველის ნაკბენისათვის. არომათერაპია იყენებს მის ბაქტეროციდულ და ფუნგიციდურ თვისებებს. იგი გამოიყენება ნერვული, ეგზემების, ჩირქოვანი წყლულების, სოკოების, კანის დაავადებების სამკურნალოდ.


 პეკანი

Carya illinoensis, ადრე Carya olivaeformis, Carya pecan

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიკაკლისებრთა ოჯახის ხე 50 მ-მდე სიმაღლისა; დიამეტრი 2-2,5 მ. აქვს კენტფრთისებრი ფოთლები. ნაყოფი კურკიანასებრია („კაკალი“). თესლი იჭმება, შეიცავს ზეთს. ბუნებრივად იზრდება ჩრდილოეთი ამერიკის ტყეებში. ძველთაგანვე ბევრ ქვეყანაშია კულტივირებული. მოჰყავთ კავკასიაში (დასავლეთ საქართველოშიც), იშვიათად უკრაინასა და შუა აზიაში. იგიერთ-ერთი საუკეთესო დიეტური საშუალებაა.


პერილა

Perilla frutescence (L.) Britton

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი და გემრიელი მცენარეა. აქვს სტაფილოსერი ფესვი. ძალიან განტოტვილია. აქვს მოზრდილი ფოთლები, წვრლი ნარინჯისფერი ან ყავიფერი თესლები. პერილას თესლი ლინოლის მჟავას წყაროა. იგი გამოიყენება ანთების და ჰიპერტონიის საწინააღმდეგოდ. აქვს ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები. იგი შედის პრეპარატ პერალგინის შედგენილობაში, რომელიც მოქმედებს ჰორმონალურ და ნერვულ სისტემებზე. პერილა შედის სხვა მრავალი წამლის შემადგენლობაშიც.


პერუს ონტკოფა

Physalis

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიდუდღობო. მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. ტროპიკებსა და სუბტროპიკებში 100-ზე მეტი სახეობაა ცნობილი. უმეტესობა გავრცელებულია ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში. საქართველოში 4 სახეობაა; მათგან Physalis alkekengi და პერუს ონტკოფა (Physalis peruviana) მრავალწლოვანი მცენარეებია. პირველი ველური მცენარეა. მოთეთრო გვირგვინი და ნაყოფობისას კაშკაშა წითლი ბუშტისებრი ჯამი აქვს, ნაყოფი — ნარინჯისფერი კენკრა; შეიცავს მწარე ნივთიერებას — ფიზალინს, რომელსაც ხალხურ მედიცინაში იყენებენ. მეორე — სქლად შებუსული მცენარეა. აქვს ყვითელი გვირგვინი, გვირგვინის ხახაში კი — მუქი იისფერი ლაქები. ჯამი ნაყოფისას ძალიან გაბერილი და მწვანეა, ნაყოფი — მოყვითალო-მწვანე. გზადმოყოლილი მცენარეა, ნაყოფი იჭმება, დეკორატიულია. Physalis ixocarpa და Physalis angulata — ერთწლოვანებია, ესენიც გზადმოყოლილია. მათი ნაყოფიც იჭმება და დეკორატიულიცაა.


პილპილი

Piper

საბა მგორვალა; გურ., იმერ. გორვალა; ჭან. შეული პიპეჲ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარეთა გვარი პილპილისებრთა ოჯახისა. მცოცავი ბუჩქები (ლიანები), იშვიათად პატარა ხეები და ბალახებია. 700-მდე (სხვა მონაცემებით 2000-მდე) სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობაა შავი პილპილი (Piper nigrum), რომელიც ბუნებრივად იზრდება ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში. მისი გამხმარი ნაყოფი საუკეთესო სუნელ-სანელებელია (შავი პილპილი); შეიცავს ალკალოიდ პიპერინს და ეთეროვან ზეთებს. საღეჭი პილპილის (Piper betle) ფოთლებისაგან ამზადებენ ბეტელს. პილპილის ბევრ სხვა სახეობასაც (Piper cubeba, Piper longum) იყენებენ სანელებლად, აგრეთვე ამგზნებ ან სამკურნალო მცენარედ. Capsicum annuum L. სამკურნალოდ გამოიყენება ნაყოფი, რომელიც შეიცავს კაპსაიცინს, ზეაქსანტინს, ასკორბინის მჟავას, ანტერაქსამტინს, ეთერულ ზეთს. იყენებენ მის ნაყენს მადის მოსაყვანად, ნევრალგიებისა და რევმატიზმის დროს. მისი ნაყენი შედის მოყინვის საწინააღმდეგო მალამოს შედგენილობაში.


პირშუშხა

Armoracia armoracia. Armoracia rusticana (Lam.) Gaertn.

აჭ. ხარდანი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე 50-დან 120 სმ-მდე სიმაღლისა. აქვს დიდი ზომის ფოთლები, ფესვისეული, მოგრძო-ოვალური, დაკბილული. ყვავილები წვრილია. ნაყოფი ღეროები. ყვავილობს ივნის-ივლისში. მნიშვნელოვანი ბაქტერიციდული საშუალებაა, რომელსაც იღებენ ფესვებიდან. იყენებენ ცინგის, სისხლნაკლულობის, ნიკრისის ქარის სამკურნალოდ. არის კარგი ამოსახველებელი საშუალება. პირშუშხა ავლენს ძლიერ ანტიმიკრობულ თვისებებს, ამიტომ მისი წყალთან ნაყენი გამოიყენება სავლებად ანგინის, კბილის ტკივილის დროს და კომპრესებისათვის. იგი აქრობს ლაქებსა და დაწვრობას.


პირწმინდა

Ajuga laxmanii

მესხ. ბუხახი; იმერ., ლეჩხ. ღორიჭაკუნტელი; გურ. ღორიშარაშელა, ღორისაჩეჩელა; მეგრ. ჩეიშელე, ცეიშარე, ცეეშელა, ცეშალე, თვათვი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მსხვილი განტოტვილი ფესვით და მრავალრიცხოვანი სწორმდგომი ღეროებით. ღეროები ოთხკუთხაა, ბეწვიანი, დაფარულია ხშრი ფოთლებით. ფოთლები წყვილ-წყვილადაა მოთავსებული ფოთლების უბეებში. ნაყოფი კაკალია, ყვითელ-რუხი. მწიფდება ივლის-აგვისტოში. აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. ქიმიური შედგენილობა შეუსწავლელია. იყენებენ მუცლის ტკივილების და გაციების შემთხვევაში.


პოეტური ნარგიზი

Narcissus poeticus

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიბალახოვანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა. იზრდება ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, წინა და შუა აზიაში. ნარგიზი ადრემოყვავილე მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარეა. ბოლქვი დაფარულია მოყავისფრო ქერცლებით. უფოთლო საყვავილე ღეროზე ერთი ან რამდენიმე თეთრი ან ყვითელი ყვავილი აქვს. ყვავილის რაოდენობის, ყვავილისაფრის სიგრძისა და შეფერვის მიხედვით იყოფა რამდენიმე საბაღე ჯიშად. დეკორატიულია, იყენებენ ბაღ-პარკების გასაფორმებლად და ასაჭრელ მასალად. ნარგიზის ზოგიერთი სახეობის ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს, ბოლქვი — ალკალოიდებს. აქვს მაჰიპნოზებელი, დამამაშვიდებელი თვისებები. გამოიყენება ძლიერი აღგზნების, ისტერიების, აფროდიზიაკის შემთხვევებში.


პომიდორი

Lycopersicon

კახ. რუსული ბადრიჯანი, წითელი ბადრიჯანი; გურ., იმერ. პატრიჟანი; გურ. ოქროვაშლა; მესხ. პატლიჯანი; მეგრ. პამინდორი, პამანდური; სვან. პატრაჯ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთ- ან მრავალწლოვანი (ტროპიკებში) ბალახოვანი და ბუჩქბალახოვანი მცენარის გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. ველური ფორმები ნაპოვნია პერუში, ვესტინდოეთში, ეკვადორში, ჩილეში, კანარის კუნძულებზე, ფილიპინებზე. სამშობლოა სამხრეთი ამერიკა. ევროპაში გავრცელდა XVI საუკუნიდან, საქართველოში ცნობილია XVIII საუკუნის II ნახევრიდან. მის აღსანიშნავად ხმარობენ აგრეთვე სიტყვა „ტომატს“. საქართველოში ყველგან მოჰყავთ ზღვის დონიდან 1700 მ-მდე. პომიდვრის გვარში 3 სახეობაა: Lycopersicon peruvianum, Lycopersicon hirsutum და ჩვეულებრივი პომიდორი (Lycopersicon esculentum), რომელშიც 2000-მდე ჯიში და ფორმაა. ჩვეულებრივი პომიდორი ერთწლოვანია, ღერო ჩამწოლი ან სწორმდგომია, სიმაღლით 0,2-3,0 მ, შიშველი ან ოდნავ შებუსული; ფოთოლი კენტფრთართულია; ყვავილედი — მტევანი; ყვავილი — წვრილი, საშუალო ან მსხვილი, ყვითელი, სხვადასხვა ელფერი დაჰკრავს. უმეტესად თვითდამმტვერავია. ნაყოფი — წვნიანი, ორ- ან მრავალბუდიანი, მრგვალი, მობრტყო-მრგვალი, ბრტყელი, ელიფსური, წაგრძელებულ-ოვალური, ქლიავისებრი და მსხლისებრი. ნაყოფი წითელი, ვარდისფერი და სხვადასხვა ინტენსივობის ყვითელი ფერისაა, მისი მასაა 20-დან 900გ-მდე და მეტიც. სიმწიფეში შედის აღმოცენებიდან 80-140 დღეში. ნაყოფი შეიცავს მშრალ ნივთიერებას, მათ შორის შაქარს (მონოზებს), ორგანულ მჟავებს, ცელულოზას, პექტინოვან ნივთიერებას, ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, სპილენძს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, მანგანუმს, B1, B2, PP, C ვიტამინებს, კაროტინს და სხვა ნივთიერებებს. იყენებენ კულინარიაში ნედლად და გადამუშავებულს. პომიდორი ავლენს ანტიმიკრობულ, ქსოვილაღმდგენ, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო თვისებებს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს თირკმლის მუშაობას და სასქესო ორგანოების ფუნქციას. ხალხურ მედიცინაში იყენებენ ავიტამინოზის სამკურნალოდ. გარეგანად იდებენ ჩირქოვან ჭრილობებზე. ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პომიდორი და აგრეთვე ის პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაშიც ის შედის, ზრდის კანის მდგრადობას მზის დამწვრობისა და ნაოჭების მიმართ.

მეცნიერების აზრით, კანის დამცველობითი თვისებების გამაძლიერებელ კომპონენტად ითვლება ანტიოქსიდანტი ლიკოპინი. მისი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად იზრდება თერმული დამუშავების შედეგად. ექსპერიმენტი ადასტურებს ამ თეორიას, ვინაიდან პომიდორი, რომელიც ტომატ-პასტის მოსამზადებლად გამოიყენება და რომელსაც ექსპერიმენტის მონაწილეები ღებულობდნენ, დიდხანს იხარშება.


პრასა

Allium porrum

იმერ. პრასი; ჭან. პრასკია, ჭიჭამი; მეგრ. პურასქია.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიორწლოვანი მცენარე. მეორე წელს ყვავილობს და კარგავს ბევრ თვისებას. აქვს ოდნავ გაბერილი ფესვი, რომელზედაც ამოდის ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული გრძელი ფოთლები. ფოთლის ფირფიტები ბრტყელია და წარმოსახვით ღერძთან ქმნის კუთხეს, საყვავილე ისარი ვითარდება მხოლოდ მეორე წელს. ის გრძელია და ქმნის მრგვალ ქოლგა-ყვავილედს. ყვავილები წვრილია, ფერი იასამნისფრიდან იისფრამდე იცვლება. სამკურნალოდ იყენებენ პრასის ცრუ-ღერძს. იგი შეიცავს მშრალ ნივთიერებებს. მათ შორის შაქარს, ცილას, ასკორბინის მჟავას, კაროტინს. იგი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და მადას, აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას. აქვს შარდმდენი თვისება. ეწინააღმდეგება სკლეროზს. იყენებენ ნიკრისის ქარის, ცინგის, რევმატიზმის, შარდკენჭოვანი დაავადების, სიმსუქნის, ფსიკიკური და ფიზიკური გადაღლილობის სამკურნალოდ. ნედლი სახით რეკომენდებულია კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.


პუერარია, კუძუ

Pueraria Mirifica

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ხვიარა მცენარე (ლიანა) პარკოსანთა ოჯახისა; ხარობს სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში და სხვ.; მისი ერთ-ერთი სახეობა (კუძუ), როგორც ნიადაგის კარგი დამამაგრებელი, მოჰყავთ ჩვენშიც, შავი ზღვის სანაპიროზე [შვეიცარიელი ბოტანიკოსის მ. პუერარის (Puerari) გვარის მიხედვით]. სამკურნალოდ გამოიყენება Pueraria Mirifica , რომელიც ტაილანდში ცნობილია თეთრი კვაო კრუას სახელით. მისი მიწისქვეშა ბოლქვი აგროვებს ფიტოესტეროგენებს, რომლებიც შეიცავენ იზოფლავონებს. ამის გამო მას აქვს მაღალი ესტროგენური აქტივობა. მისი ძირითადი თვისებაა ჰორმონალური ბალანსის დაცვა ორგანიზმში.

სამკურნალო მცენარეები

აბზინდა
აბილილი
აბუსალათინი
აგავა
ადონისი
ავოკადო
ავშანი
აკაცია
ალისარჩული
ალოე
ალუბალი
ანაგვირილა
ანგელოზა
ანისული
ანისულის ხე
ანონა
ანწლი
არნიკა
არყა-სოკო
არყი, არყის ხე
ასისთავა
ასკილი
ასფურცელა
ატამი
აქტინიდია

ბაბუნა, სამკურნალო (სააფთიაქო) გვირილა, მატრიკარია
ბადიანი
ბადრიჯანი
ბაია
ბალბა
ბალღოჯი
ბამბაცა
ბამბის ბუჩქი
ბამბუკი
ბარამბო
ბარდა
ბარისპირა
ბატის მარწყვა-ბალახი
ბაღის ინა
ბაღის მარწყვი
ბაღის მიხაკი
ბაღის პიტნა
ბაღის რეზედა
ბაღის სალბი
ბაღის სატაცური
ბაღის ტუხტი
ბაღის ფამფარა
ბაყაყურა
ბაძგი, ჭყორი
ბაჰარი
ბეგთენდრო
ბეგიაური
ბეგქონდარა
ბელადონა
ბელადონა კავკასიური
ბერულა
ბერყენა
ბზა
ბობოწვერა
ბოლოკი
ბოსტნის ია
ბოსტნის წალიკა
ბროწეული
ბუბუშელა, ბაბუაწვერა
ბუერა
ბუჩქისძირა

გარგარი
გერანი, ზეთის ნემსიწვერა
გველთავა
გველისკოვზა
გველის სურო
გვერდელა
გვიმრა
გვირილა
გვირილა სამკურნალო
გლედიჩია
გობისცხვირა
გოგრა
გონგოლა
გონგოლა სამკურნალო
გრაკლი
გრეიპფრუტი
გუგულის-კაბა
გუგულის ყვავილი

 

დათვიმარწყვა
დათვისთხილა
დათვის კანაფი
დათვის კენკრა
დათვის ყურძენი
დამასკური ვარდი
დამასკური სოინჯი
დანდური
დარიჩინის ხე
დარფილფილი
დასავლური ტუია
დასტამბო
დაფნა, კეთილშობილი დაფნა
დაჯირა
დედაფუტკარა
დედოფლისთითა
დედოფლის ყვავილი
დევისპირა
დეზურა
დეკა
დვალურა
დიდბაია, ჭყანტა
დიდგულა
დიდი კამა
დიდი ხვართქლა, დედოფლის კაბა
დიდყვავილა მაგნოლია
დიდჯამა ფურისულა
დილხამი
დიყი
დრიადი, კაკბის ბალახი
დროზერა, ცვრიანა
დუგუმი
დურიო
დურღენი

ეგვიპტური კელაპტარა
ეგვიპტური ლოტოსი
ევგენოლის რეჰანი
ევკალიპტი
ევკომია, გუდაპერჩის ხე
ევროპული აბრეშუმა
ევროპული მაჟალო
ევროპული პანტა
ევროპული ყოჩივარდა
ეკლღიჭა
ეკალცოცხი
ეკლის ხე, ცრუაკაცია
ელიმუსი
ელუსამელა
ენდრო
ენდრონიკა
ენოთერა
ესპანური არტიშოკი
ესპანური ესპარცეტი, სულა
ესპარცეტი
ეფედრა, ცხენისმუხლა
ეშმაკის ქოში
ეწრის გვიმრა

ვაზი
ვაზისტანა
ვანილი
ვარდი
ვარდკაფანაფა
ვარდკაჭაჭა
ვარსკვლავა
ვაშლანა
ვაშლატამა
ვაშლი
ველის იორდასალამი, ლალა
ველის სოსანი
ველური კანაფი
ვენერას თმა
ვერბენა
ვერცხლა ცაცხვი
ვერხვი
ვეტივერია
ვირგინიული ხურმა
ვირისტერფა
ვნების ყვავილი, პასიფლორა

ზამბახი
ზაფრანა
ზეთისხილი, ზეთის ხე
ზიზილა
ზღვის ხახვი
ზღმარტლი

თაგვისარა
თაგვის ცერცველა
თაგვიყანა
თავკომბალა
თავსისხლა
თავყვითელა
თავშავა
თავცეცხლა
თათაბო
თათრული რევანდი
თალგამი
თალგამურა
თამარჰინდი
თაფლა-გოგრა
თევზის წამალი
თეთრეკალა
თეთრი არყი, ლიტვინოვის არყი
თეთრი დიყი
თეთრი დუმფარა
თეთრი ნარგიზი
თეთრი ნარი
თეთრი სამყურა
თეთრი ძიძო
თეთრყვავილა
თეთრყვავილა ლაშქარა, მხალშავა
თერო
თვის ბოლოკი
თუთა, თუთის ხე
თუთუბო
თხაწართალა
თხილი
თხმელა

იალღუნი
იაპონური აუკუბა
იაპონური ზღმარტლი, ლოქვა
იაპონური პირშუშხა
იაპონური სოფორა
იაპონური შროშანა
იაპონური ხურმა, აღმოსავლური ხურმა
იაჟუჟუნა, სამფერა ია
იასამანი
ილი
იმერული ირაგა
ინდური კანაფი
ინდური კვლიავი, აიოვანი, აჟგონი
ინდური ლოტოსი
ინდური ჟასმინი
იორდასალამი
იპეკო
ირმის-ენა
ისპანახი
იფანურა

კავკასიური მოცვი
კავკასიური სურო
კავკასიური ცაცხვი
კავრა
კაზანლიკური ვარდი
კაკაო, კაკაოს ხე, შოკოლადის ხე
კაკბის-საკენკელა
კაკლის ხე
კალია
კალანხოა
კამა
კამანია
კანადური სურო
კანადური ქაცვი
კანაფი
კაპარი
კარტოფილი
კატაბალახა, ვალერიანა
კატაბარდა
კატაპიტნა
კაქტუსი
კედლისპირა
კედლისპირა იუდეური
კევის ხე, საღსალაჯი
კელაპტარა
კენკეშა
კესანე, ცისანა
კეწერა
კვლიავი
კვრინჩხი
კიდობანა, ჩვეულებრივი ჭანჭყატა
კიტრანა
კიტრი
კიტრისუნა
კიჭკიჭა
კლდის დუმა
კლდის მოცხარი
კნაპა, კნაპი
კოთხუჯი, კოთხოჯი
კოკა, კოკაინის ხე
კოკომჟავა
კოლოქვინთი, კოლოცინთი
კომბოსტო
კომში
კონიო
კორდისკბილა
კორობელა
კოტრანა
კოფრჩხილა
კოწახური
კოჭა, ჯანჯაფილი
კრაზანა
კულმუხო
კუნელი
კურდღლის ბალახი
კურდღლისფრჩხილა
კურდღლისცოცხა
კუტი ბალახი

ლავანდი
ლამაზა
ლანცეტა მრავალძარღვა
ლარიქსი
ლაფანი, ლაფნის ხე
ლაქაში
ლაშქარა
ლახტარა
ლემა
ლენქორანული ხერკინა
ლენცოფა
ლეღვი
ლეშურა
ლიკოპოდიუმი
ლიმონი ჩვეულებრივი
ლიმონის ავშანი
ლიმონის კატაპიტნა
ლიმონის ურო
ლიმონურა
ლიპია
ლიჩი
ლობიო
ლომისკბილა
ლოტოსი
ლუმბანგი, სანთლის ხე
ლურჯი ზამბახი
ლურჯი მოცვი
ლურჯი ნარი, ლურჯეკალა
ლურჯი ძირწითელა, ჩვეულებრივი ძირწითელა
ლუფა

მაგნოლია
მათუთა
მაიორანი
მაისურა
მაკლურა, თუთავაშლა
მამულა
მანანა, ერიკა
მანგუსტანი
მანდარინი
მანდრაგორი
მანეული
მანიჰოტი, მანიოკი
მაჟალო
მარადმწვანე ძახველი
მარგალიტა
მარიამა
მარიამსაკმელა
მარიამსხალა
მარმუჭი
მარწყვა-ბალახი
მარწყვა-ბალახი ოთხფურცელა
მარწყვა-ბალახი წყლისა
მარწყვი
მატიტელა
მატრიკარია
მატრიკარია სამკურნალო
მაღალი მოცვი, კავკასიური მოცვი
მაღლისმთის მუხა
მაყვალი
მაჩიტა
მაწაქი, ლოგორო
მახრჩობელა
მაჯაღვერი
მაჰონია, ჭყორფოთოლა
მდგნალი
მდელოს მატვარანცა
მდოგვი
მედგარი, ბაბაწვერა
მელია
მესამედა
მექსიკური ავოკადო
მექსიკური ჩაი
მეჭეჭიანი ჭანჭყატა
მზესუმზირა
მზიურა
მთის ბარისპირა
მთის პიტნა
მთის სვინტრი
მთის ღანძილი
მთის ღოლო
მთის ჩადუნა
მინდვრის გვირილა
მინდვრის ზამბახი, ბადიანი ზამბახი
მინდვრის მდოგვი
მინდვრის ნემსა
მირტი
მიწავაშლა
მიწამაყვალა, ბალახმაყვალა
მიწის ბარდა
მიხაკი
მიხაკის ხე, მიხაკი
მკერვალა
მოპიტნაო
მოცვი
მოცხარი
მჟავე ლაიმი
მჟაველა
მჟაუნა
მრავალფოთლიანი ხანჭკოლა
მრავალძარღვა
მრგვალი თავნასკვა
მრგვალი წამალი
მსუქანა
მსხალი
მსხალიჭა
მსხვილი გოგრა, თეთრი გოგრა
მსვილფოთოლა ცაცხვი
მსხვილყვავილა ჟასმინი, დიდყვავილა ჟასმინი
მუზარადა
მუშკის მარწყვი
მუხა
მუხუდო
მწარა
მჭამელა
მხოხავი ჭანგა

ნამდვილი ზირა, ზირაკი
ნამდვილი თამბაქო, ჩვეულებრივი თამბაქო
ნამდვილი რევანდი
ნარდი
ნარი
ნარინჯი
ნარისჯაგა
ნარშავი
ნარცეცხლა
ნაღველა
ნაცარა მურყანი
ნაცარქათამა
ნეგო, უკვდავა
ნესვი
ნიახურა
ნიახური
ნიგვზისძირა
ნივრის-დედა
ნიორი
ნისკარტა აქტინიდია
ნიუკა
ნუში

ოდაღაჯი, გვაიაკის ხე
ოთახის უკადრისა
ოთხფურცელა მარწყავ-ბალახი
ოლეანდრე
ომბალო
ონტკოფა
ონტკოფა პერუსი
ონჭო
ოპუნცია, დედინაცლის ენა
ორკბილა
ოროვანდი
ორფერი
ორფოთოლა
ორყურა
ოსერო
ოსმანთუსი
ოსპი
ოფი
ოქროქუდა
ოქროჩალა
ოქროცოცხა
ოქროწვიმა
ოქროწკეპლა
ოშოშა, ოშოში
ოჩოპენტრე
ოხრახუში

პანტა
პარაგვაული ჩაი, მატე
პარნასურა
პასიფლორა
პატარძალა
პატისონი, ბრტყელი ყაბაყი
პაჩული
პეკანი
პერილა
პერუს ონტკოფა
პილპილი
პირშუშხა
პირწმინდა
პოეტური ნარგიზი
პომიდორი
პრასა
პუერარია, კუძუ

ჟაბო, შაბო, შაბუ
ჟასმინი
ჟასმინი სამკურნალო
ჟენ-შენი
ჟოლო
ჟუნჟრუკი

რევანდი
რევანდი თათრული
რევანდი ნამდვილი
რევანდი სამკურნალო
რეზედა
რეზედა ბაღისა
რეზედა ყანისა
რეჰანი
რეჰანი ევგენოლისა
რეჰანი ქაფურისა
როზმარინი
რუსული მაყვალი
რუსული ღიღილო
რუსული ჭლაკვი
რქათავა
რცხილა
რცხილა კავკასიური
რძიანა
რძიანა-მაჯღავერი

სავარცხელა
საზამთრო
სათოვლია
საკმლის ხე
საკპინაჭი
სალათა
სალბი სამკურნალო
სალიხა
სამატლე
სამკურნალო ადონისი
სამკურნალო ბარისპირა
სამკურნალო მატრიკარია
სამკურნალო ჟასმინი
სამკურნალო ძიძო
სამოთხის ვაშლი, სამურაბე ვაშლი
სამტატა
სამფერა ია
სამყურა
სამყურა ლიმონი
სამყურას აბრეშუმა
სანდალოზი თეთრი
სანდალოზი წითელი
სანთელა ტყისა
სანთელა ყანისა
სანთლის ხე
საპონა
საპონელა
სარეპტის მდოგვი
სასტვენა
სასტვირია
სასუქა
სატაცურა კომბოსტო
სატაცური ლამური
სატაცური ძაღლისა
სატილია
საღეჭი პილპილი, ბეტელი
საღსაღაჯი
საყვითლო
საჭარა
საჭმელი კანა, აჩირა
სელი
სელი გუგულისა
სელიჭა
სენეგა
სენეგალიური აკაცია
სერადელა
სექვოია მარადმწვანე
სვია
სვინტრი
სვინტრი მთისა
სოკომორო
სიმინდი
სიმინდი კაჟა
სიმინდი კბილა
სიმინდი კილიანი
სიმინდი რბილი
სიმინდი ტკბილი
სიმინდი ცვილა
სკიპალო
სოია
სოინჯი
სორგო
სორგო შაქრისა /> სორგო ჩვეულებრივი
სორგო ცოცხისა
სოსანი ველისა
სოსანი ყანისა
სოჭი ბერძნული
სოჭი ერთფეროვანი
სოჭი ესპანური
სოჭი თეთრქერქა
სოჭი იაპონური
სოჭი კავკასიური
სოჭი კამჩატკური
სოჭი კილიკიური
სოჭი ნორდმანისა
სოჭი ციმბირული
სპარსული ღვარძლი
სპარსული ყოჩივარდა
სპელტა, ნამდვილი ასლი
სპერგულა
სპერგულა სელისა
სტაფილო
სტერკულია
სუდანური ბალახი, სუდანურა, სუდანური შალაფა
სულა
სუმბული
სუმბული აღმოსავლური
სუმბული წყლისა
სურნელოვანი ზეთის ხე, ოსმანთუსი
სურო
სურო გველისა
სურო კავკასიური
სურო კანადური
სურო კოლხური
სურო ჩვეულებრივი
სურო ცვილისა
სურო წყლისა
სუსამბარი
სუფრის ჭარხალი ვარდისფერი
სუფრის ჭარხალი თეთრი
სუფრის ჭარხალი ყვითელი
სუფრის ჭარხალი წითელი
სუძა
სწორი შვრიელა

ტაბელა
ტაბლაყურა, ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ტარო
ტარხუნა
ტაუ-საღიზი
ტაქსოდიუმი
ტაცეტი
ტეგანი
ტენცო, წყლის პიტნა
ტეოსინტე
ტეოსინტე, ბელეკონი
ტექის ხე, ტექტონი
ტეფა
ტილჭირი, აკონიტუმი
ტიმოთელა, თომოტის ბალახი
ტირიფი
ტირიფი ბრტყელი
ტირიფი მტირალა
ტირიფი მყიფე
ტიტა
ტკაცუნა
ტკბილი ლაიმი
ტკბილი სიმინდი
ტლანქი ლიმონი, ჯამბირი
ტორფის ხავსი, თეთრი ხავსი
ტრაუტფერის ბოკვი
ტუბეროზა
ტუია
ტუია გიგანტური
ტუია დასავლური
ტუნგი იაპონური
ტუნგი მთისა
ტუნგი ფორდისა
ტუნგი ჩინური
ტუნისური ბალახი
ტურანგი
ტურნეფსი
ტუხტი
ტუხტი ბაღისა
ტუხტი სამკურნალო
ტუხტი ყანისა
ტუხტი ყითელი
ტუხტი ჩინური
ტყემალი
ტყვიაბალახა
ტყისბოლოკა
ტყის ვაზი
ტყის თივაქასრა
ტყის კამა
ტყის მარწყვი
ტყის მრავალძარღვა
ტყის მიხაკი
ტყის პიტნა
ტყის ჟუნჟრუკი
ტყის სამყურა
ტყის სანთელა
ტყის ღიღილო
ტყისურა
ტყის ფარსმანდუკი
ტყის ფურისულა
ტყის ქამა-სოკო
ტყის ქოთანა
ტყის ქონდარი
ტყის ჩიტისთვალა
ტყის ცერცველა
ტყის ცოცხი
ტყის წიწმატი
ტყის ჭორტანა, კომელინა, ცისფერთვალა
ტყიურა
ტყუბლა-სოკო

უგრეხელი
უზანი
უკადრისა
უკადრისა ოთახისა
უკვდავა
ულბო
ულეწელა
ულუმბო
უნაბი
უნგრული ცერცველა, პანოიის ცერცველა
უნშიუ მანდარინი
უპანი
უჟმურა
ურარტული ნუში
ურაშა
ურთხელი
ურიში
ურო
ურო ლიმონისა
ურცი
უსუპი
უსურვაზი, ტყის ვაზი
უსურვაზი ამერკული
უსრიული პანტა
უფერულა
უფხო ღვარძლი
უფხო შვრიელა
უცვეთელა
უცუნა
უძოვარა
უძრახელა
უჭურველი
უხრავი
უჯანგარი

ფამფარა
ფამფარა ბაღისა
ფამფარულა, კევის ბალახი
ფანტია სელი
ფანქრის ხე
ფანქრის ხე ამერკული
ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ფარსმანდუკი
ფარსმანდუკი ტყისა
ფაცელია
ფეიჰოა
ფერისცვალა
ფესვმაგარა
ფეტვი
ფეტვი ზანგური
ფეტვი ინდური
ფეხფოთოლა
ფიგი
ფითრი
ფიკუსი კაუჩუკისა,
ფიკუსი ოთახისა
ფირმიანა
ფისოვანა
ფიჭვი
ფიჭვი ბიჭვინთისა
ფიჭვი ვეიმუტისა
ფიჭვი ევროპული
ფიჭვი ელდარისა
ფიჭვი ზღვისპირა
ფიჭვი თეთრი
ფიჭვი იტალიური
ფიჭვი კავკასიური
ფიჭვი მანჯურული
ფიჭვი მტირალა
ფიჭვი ყირიმული
ფიჭვი შავი
ფიჭვი ციმბირული
ფიჭვი ჭაობისა
ფლორენციული ზამბახი
ფლოქსი
ფოთლოვანი კომბოსტო, საკვები კომბოსტო
ფოთლოვანი ჭარხალი
ფოთოთი
ფოთოლეკალა
ფოლიო
ფოლიო ცისა
ფოლორცის ბალახი ცის
ფორდის ტუნგი
ფორთოხალი
ფოხვერა
ფრანგული კოინდარი
ფრთათეთრა
ფრთათეთრა ბაღისა
ფრთაფოთოლა
ფრთისებრი ჯონჯოლი
ფრინტა
ფსტა, ბუსტული
ფუნთუშა
ფურისულა
ფურისულა დიდჯამა
ფურისულა წყლისა
ფუტკარა
ფუტკრის-დედა
ფუფალა
ფუჩფუჩა
ფუჭფუჭა
ფქვილიო
ფშატა-ტირიფი
ფშატი
ფშატი ველური
ფშატფოთოლა ბერყენა
ფშნის ეკალი
ფშნის ენდრო
ფშუკურა
ფხიჯა, ქვატეხია
ფხუწა

ქაბისჩალა
ქათმისკუჭა, გიორგელა
ქათმისქოჩორა
ქალამანა
ქალბანა
ქამა-სოკო
ქამა-სოკო ტყისა
ქამეროფსი
ქარაგოზი
ქარაძენძი
ქართლის ზამბახი
ქართული ესპარცეტი
ქართული ზამბახი
ქართული კოწახური
ქართული ლალემანცია
ქართული მუხა
ქართული ნემსიწვერა
ქართული ნუში
ქართული ქოთანა
ქართული ყოჩივარდა
ქარქვეტა
ქარცხვი
ქასრა
ქატმი, ფოხვერა
ქაფუნა
ქაფურის რეჰანი
ქაფურა
ქაფურის ხე
ქაფურის ხე ცრუ
ქაღაზბადამი
ქაღალდის არალია
ქაღალდის თუთა
ქაღალდის ხე იაპონური
ქაცვი
ქაცვი ამერიკული
ქაცვი კანადური
ქენდირი
ქენდირი ამუ-დარიისა
ქერი
ქერი ბრტყელი
ქერი ველური
ქერი კულტურული
ქერი მრავალმწკრივიანი
ქერი ორმწკრივიანი
ქერი შიშველი
ქერიფქლა
ქერშიშველი
ქვათესლა
ქვამუხა
ქვაპურა
ქვატეხია
ქვებლანდისა
ქვეყნის გული
ქვიშამხალი
ქვრიმა, მოჰარი
ქითრა
ქინაქინის ხე
ქინძარა
ქინძი
ქინძი ძაღლისა
ქისრიბა
ქიშმიშის აქტინიდიაა
ქლიავი
ქოთანა კლდისა
ქოთანა ტყისა
ქოთანა ქართული
ქონა
ქონდარა არყი
ქონდარა ბალამწარა
ქონდარა ბანანი
ქონდარა ზამბახი
ქონდარა ნუში
ქონდარა პალმა, ქამეროფსი
ქონდარა ფიჭვი
ქონდარა ღვია
ქონდარა ხორბალი
ქონდარი ბაღისა
ქონდარი ტყისა
ქონის ხე
ქორაფი
ქოქ-საზიღი
ქრიზანთემა
ქრისტესბეჭედა
ქრისტესთვალა
ქრისტესისხლა
ქუბაბა
ქუთქუთა
ქუნჯუტი
ქურქუმა
ქუჩი, ველის წივანა
ქუჩულა

ღამის დედოფალი
ღამის ია
ღანძილი
ღანძილი მთისა
ღვარძლი
ღვარძლი უფხო
ღვარძლი სპარსული
ღვედკეცი
ღვია
ღვია ვირჯინიული
ღვია კაზაკური
ღვია ქონდარა
ღვია შავი
ღვია წითელი
ღვიიის ფითრი
ღვინა
ღვინა ყვითელი
ღვინიო
ღიმი, ატოლი
ღიღილო
ღიღილო რუსული
ღიღილო წითელი
ღიჭა
ღობისძირა
ღოლო
ღოლო მთისა
ღოლომჟავა
ღოლო-მხალი
ღოლო ჩვეულებრივი
ღოლოშმაგა
ღომი
ღომი ველური
ღორის ბირკა
ღორის ქადა
ღორღორა
ღოღნოშო
ღრიანჭველა

ყაბაყი
ყაბაყი ბრტყელი
ყავა
ყავა არაბული
ყავა ლიბერიული
ყაზახა
ყაისუმი

შაბთარი
შაბი, შაბუ,
შავბალახა
შავდავითა
შავთარა
შავი არყი, რადეს არყი
შავი ასკილი
შავი გვიმრა
შავი დიკა
შავი თავთუხი
შავი კაკლის ხე
შავი კუნელი
შავი მდოგვი
შავი მოცხარი
შავი მურყანი
შავი მჭადი
შავი ნაძვი
შავი სანდალოზი
შავი საქსაული
შავი ღვია
შავი ცერცველა
შავი თავთუხი
შავჩოხა- სოკო
შავჩოხა
შავწამალა
შავჯაგა, ჯღარდალა
შალამანდილი
შალაფა
შალაფა სუდანური
შალგი
შამბალილა, ულბო
შაქარა ბანანი, ბრძენთა ბანანი
შაქრის ლერწამი
შაქრის ნეკერჩხალი
შაქრის პალმა
შაქრის სორგო
შაქრის ჭარხალი
შემოდგომის წინწკალა
შესანისნავი იუკა
შვედური სამყურა
შვია
შვიტა
შვიტურა
შვრია
შვრია შიშველი
შვრია ჩვეულებრივი
შვრიანა
შვრიანა მდელოსი
შვრიელა
შვრიელა ბანისა
შვრიელა სწორი
შვრიელა უფხო
შვრიელა ჭვავიფერი
შვრიელა ჭრელი
შვრიუკა, ველური შვრია
შივო-მიკანი
შინდანწლა
შინდი
შირბახტი, ქუჯუნტი, სიმსიმი
შიშველი ქერი, ქერშიშველი
შიშველი შვრია
შმაგა, კავკასიური ბელადონა
შოთხვი
შოკოლადის ხე
შორვალა
შოროქანი, შოროქნის ცოცხი
შრეში
შრიალა-ბალახი
შროშანა
შროშანი
შროშანი ზღვისა
შროშანი მთისა
შროშანი ყვითელი
შტოში
შუბანა
შუპყა
შქერი
შხამა
შხამა-სოკო
შხამიანი თუთუბო
შხაპრი

ჩაგირი
ჩადუნა
ჩაი მექსიკური
ჩაი პარაგვაული
ჩაიოტი
ჩაი
ჩაის ბუჩქი ასამური
ჩაის ბუჩქი ჩინური
ჩაის ვარდი
ჩალამბარა
ჩალამძივი
ჩალაყვავილი
ჩარანი
ჩაქვის ბალახი
ჩაღანდრი
ჩაწყობილა
ჩაწყობილა-ბაია
ჩელტა-ზანდური
ჩელტა-მახა
ჩვეულებრივი ავოკადო, გვატემალური ავოკადო
ჩვეულებრივი ბარდა
ჩვეულებრივი ესპარცეტი
ჩვეულებრივი ვაზი
ჩვეულებრივი თამბაქო
ჩვეულებრივი თივაქასრა
ჩვეულებრივი თხილი
ჩვეულებრივი იონჯა
ჩვეულებრივი იფანი
ჩვეულებრივი კაკლის ხე, კაკალი
ჩვეულებრივი კანაფი
ჩვეულებრივი კოწახური
ჩვეულებრივი ლიმონი
ჩვეულებრივი ლობიო
ჩვეულებრივი მანანა, კალუნა
ჩვეულებრივი მატიტელა
ჩვეულებრივი მაჯაღვერი
ჩვეულებრივი მოცხარი, წითელი მოცხარი
ჩვეულებრივი მურყანი
ჩვეულებრივი ნამიკრეფია
ჩვეულებრივი ნეკერჩხალი
ჩვეულებრივი ნუში
ჩვეულებრივი საზამთრო
ჩვეულებრივი სელი
ჩვეულებრივი სორგო
ჩვეულებრივი სურო
ჩვეულებრივი ღოლო
ჩვეულებრივი შვრია
ჩვეულებრივი ცერცველა
ჩვეულებრივი ცირცელი, ჭნავი
ჩვეულებრივი ძირწითელა
ჩვეულებრივი წაბლი
ჩვეულებრივი ჭანჭყატა
ჩვეულებრივი ჭვავი
ჩვეულებრივი ხორბალი
ჩვეულებრივი ხურმა
ჩვეულებრივი ჯიჯლაყა
ჩვეულებრივი ჯონჯოლი, ფრთისებრი ჯონჯოლი
ჩილური არაუკარია
ჩინგილი
ჩინური აბელია
ჩინური აუკუბა
ჩინური ბანანი, ქონდარა ბანანი
ჩინური დარიჩინის ხე
ჩინური ვაშლი
ჩინური ვაციწვერა
ჩინური თუთუბო
ჩინური ინდიგო
ჩინური ისპანახი
ჩინური კარტოფილი
ჩინური კომბოსტო
ჩინური ჟასმინი
ჩინური ტუნგი, ფორდის ტუნგი, ჩინური ტუნგის ხე
ჩინური ტუხტი
ჩინური წაბლი
ჩინური ხახვი
ჩიტავაშლა
ჩიტაკომშა, ჩიტაწკეპლა
ჩიტიბუდა
ჩიტის ბირკა
ჩიტისთავა
ჩიტისთვალა ტყისა
ჩიტისთვალა ყანისა
ჩიტის ია
ჩიტის იონჯა
ჩიტიფეტვა
ჩიტიფეხა, სერადელა
ჩიტიყველა
ჩიტიწვივა
ჩოღანო
ჩუა
ჩუფა

ცალმარცვალა
ცალმარცვალა ველური
ცაცხვი
ცაცხვი ვერცხლა
ცაცხვი კავკასიური
ცაცხვი მსხვილფოთოლა
ცაცხვი წვრილფოთოლა
ცახის ბალახი
ცახცახა
ცერეცო
ცერცვეკალა, ფიგი
ცერცველა ბანჯგვლიანი
ცერცველა ბეწვიანი
ცერცველა თაგვისა
ცერცველა ოსპისებრი
ცერცველა პანონიისა
ცერცველა ტყისა
ცერცველა უნგრული
ცერცველა ყანისა
ცერცველა შავი
ცერცველა ჩვეულებრივი
ცერცველა ცვალებადი
ცერცველა ცხენისა
ცერცვი
ცერცვი მტრედისა
ცერცვი ხავერდა
ცეცხლეკალა
ცვალებადი ცერცველა
ცვილა სიმინდი
ცვილიანა
ცვილის ხე
ცვილის სურო
ციკასი იაპონური
ცვრიანა
ციკუტა
ცილინდრული ლუფა
ციმბირული ლარიქსი
ციმბირული ნაძვი
ციმბირული სოჭი
ციმბირული ფიჭვი
ციმბირული ქენდირი
ციმციმა
ცინერარია ნაცარა
ცინერარია ჰიბრიდული
ცირცელი
ცისანა
ცის-ვაზი, გლიცინია
ცისთვალა
ცისკარა
ცისფერი იონჯა
ცისფერი ლოტოსი
ცის-ფოლიო
ციტრონო
ციურა
ციფომანდრა
ციცინო
ცოცხა-ბალახი
ცოცხანა, ცოცხობა
ცოცხი ტყისა
ცოცხი ყვითელი
ცოცხის სორგო
ცოცხმაგარა
ცოცხობა
ცრუაკაცია
ცრუქაფურის ხე
ცრუცუგა
ცრუცუგა დუგლასისა
ცრუცუგა იაპონური
ცუგა
ცუგა ამერიკული
ცუგა იაპონური
ცულისპირა
ცხენისკბილა
ცხენისკბილა სოკო
ცხენისკუდა
ცხენისმუხლა
ცხენის ცერცველა
ცხენისწაბლა
ცხენისწაბლა წვრილყვავილა
ცხვარა
ცხვირისატეხელა, ადონისი
ცხვირისატეხელა ყვითელი
ცხვრის კვლიავი
ცხვრის სამყურა
ცხვრის წივანა
ცხიმურა
ცხრაფერა
ცხრატყავა
ცხრატყავა თათრული
ცხრატყავა ქართული

 ძაბრა-სოკო
ძარა
ძაფოვანი იუკა
ძაღლის ბირკა
ძაღლის ენა
ძაღლის პიტნა, ჭინჭრისგერა
ძაღლის სატაცური, მიხელტა
ძაღლის ქინძი
ძაღლმაყვალა
ძაღლნიორა
ძაღლნიორა იმერული
ძაღლყურძენა
ძაძა
ძახველა, ძახველი
ძახველი მარადმწვანე
ძელქვა
ძერანა
ძეძვი
ძეწნა, მტირალა ტირიფი
ძეხვის ხე
ძიგვა, ქისრიბა
ძირთეთრა
ძირმწარა
ძირტკბილა
ძირტკბილა კლდისა
ძირყვითელა
ძირშავა
ძირშაქარა
ძირწითელა
ძირწითელა ლურჯი
ძირწითელა ჩვეულებრივი
ძიძას ბალახი
ძიძო
ძიძო თეთრი
ძიძო ყვითელი, ძიძო სამკურნალო
ძმერხლი
ძმრის ხე
ძურწა
ძურწა მწვანე
ძურწა ნამდვილი
ძურწა ყვითელი
ძუძუმაყვალა

წაბლი
წაბლი ამერიკული
წაბლი იაპონური
წაბლი ჩინური
წაბლი წყლისა
წაბლფოთოლა მუხა
წალიკა
წალიკა ბოსტნისა
წალიკა სელისა
წალიკა წითელი
წამალწვრილი
წართხალი
წახნაგოვანი ლუფა, ავღანური ლუფა
წბილა
წებოვანი იონჯა
წეკო
წეროსწვივა
წერწა
წვიტა
წვრილფოთოლა ცაცხვი
წვრილყვავილა ცხენისწაბლა
წიაპა
წიაღა
წიბა
წივანა
წივანა მდელოსი
წივანა ცხვრისა
წივანა წითელი
წივანა ჭრელი
წითელი გვირილა
წითელი დიკა
წითელი თავთუხი
წითელი კუნელი
წითელი ლიმონი
წითელი მოცვი
წითელი მოცხარი
წითელი მხალი, ფოთლოვანი ჭარხალი, მაგნოლდი
წითელი სამყურა
წითელი სანდალოზი
წითელი ღვია, ფანქრის ხე
წითელი ღიღილო
წითელი შხამ-სოკო
წითელი წალიკა
წითელი წივანა
წითელი ხე ამერიკული
წითელი ჯინჭარი, ნანკინის პერილა
წითელი ჯინჭრის ენა
წითელი ჯიჯლაყა
წითელწვერა
წითლიო
წინწკალა
წინწკალა შემოდგომისა
წიფელი, წიფელა
წიფელი ამერიკული
წიფელი აღმოსავლური
წიფელი ევროპული
წიფლისძირა
წიწაკა
წიწაკა ბულგარული
წიწაკის აბრეშუმა
წიწიბურა
წიწიბურა თათრული
წიწილკურა
წიწინაური
წიწმატა-სელი
წიწმატელა
წიწმატი
წიწმატი ბრაზილიური
წიწმატი ტყისა
წიწმატი წყლისა
წიწმატურა
წკიალა სოკო, ჯიმლა
წნორი
წურწუმა
წყავი
წყავმაზა
წყალიკრეფია
წყალნაწყენი
წყვილმარცვალა ველური
წყლის ბაია
წყლის ბამბა
წყლის ბრინჯი
წყლის დვალურა
წყლის ვაზი
წყლის ვარსკვლავა
წყლის ზამბახი
წყლის იელი
წყლის კაკალი, ჭუღუმბური
წყლის მანანა
წყლის მარწყა-ბალახი
წყლის მრავალძარღვა
წყლის პერი, ლემნა
წყლის სამყურა
წყლის სუმბული
წყლის სურო
წყლის ფურისულა
წყლის წაბლი
წყლის წიწმატი
წყლის ჭირი

ჭადარი
ჭადარი აღმოსავლური
ჭადარი დასავლური
ჭადარი ხუთთითა
ჭალაფშატა, ფშატი ველური
ჭალის ვერხვი
ჭალის მუხა
ჭანგა
ჭანგა ამერიკული
ჭანგა დატოტვილი
ჭანგა მხოხავი
ჭანდარი
ჭანური ზამბახი
ჭანური ნეკერჩხალი
ჭანჭყატა
ჭანჭყატა იაპონური
ჭანჭყატა მეჭეჭიანი
ჭანჭყატა ფართოფოთლიანი
ჭანჭყატა ჩვეულებრივი
ჭაობის კვიპაროზი, ტაქსოდიუმი
ჭაობის ფიჭვი
ჭარელა
ჭარხალი
ჭარხალი სუფრისა
ჭარხალი ფოთლოვანი
ჭარხალი შაქრისა
ჭარხლიფოჩა
ჭაღარა სამყურა
ჭახრაკაული
ჭერამი
ჭეჭველა
ჭეჭკეტა-სოკო
ჭვავი
ჭვავი ჩვეულებრივი
ჭვავისებრი შვრიელა
ჭიაფერა
ჭიკარტი
ჭილი
ჭინჭარა
ჭინჭარი
ჭინჭრისგერა
ჭინჭრის-დედა
ჭინჭრიფოთოლა
ჭიოტა
ჭიოტა სელისა
ჭკვალი
ჭლაკვი
ჭლაკვი რუსული
ჭოროხის მუხა
ჭორტანა
ჭორტანა ტყისა
ჭრელი წივანა, ლერწმქუჩი
ჭრელყვავილა იონჯა
ჭუღუმბური
ჭყანტა
ჭყიმა-მხალი
ჭყიმი
ჭყიპანტა
ჭყორი
ჭყორფოთოლა

ხავერდა, იმერული ზაფრანა
ხავერდა-ცერცვი
ხავსი
ხავსი თეთრეი
ხავსი ირმისა
ხავსი ტორფისა
ხაზაზა
ხანდური
ხანჭკოლა
ხანჭკოლა თეთრი
ხანჭკოლა ლურჯი
ხანჭკოლა მრავალფოთლიანი
ხანჭკოლა ყვითელი
ხანჯალა
ხართუთა
ხარისვარდა
ხარისთვალა
ხარისკუდა, შუბანა
ხარისფაშვა
ხარისშუბლა
ხარისჩლიქა
ხარისძირა
ხარნუყა
ხატოტი
ხაშხაში
ხახამა
ხახვთესლა
ხახვი
ხახვი ზღვისა
ხახვი კლდისა
ხახვი ჩინური
ხახვილო
ხახვისთავა
ხახვისფოჩა
ხახია
ხბოშუბლა
ხებალახა
ხებუერა
ხეგვიმრა
ხევარდი
ხევერცხლა
ხევსურის დიყი
ხეთამხალი
ხეკაქტუსი
ხეკოლა, კოლა
ხემაგარა, ფირმიანა, სტერკულია
ხემარწყვა
ხემახვია, ხემოა
ხემყრალი
ხეპილპილა
ხეპომიდორი, ციფომანდრა
ხერკინა
ხერკინა ლენქორანული
ხერხა
ხერხფოთოლა
ხეტიტა
ხეტუხტი
ხეშავი
ხეშროშანა
ხეჭრელი
ხეჭრელი ამერკული
ხეჭრელი იმერული
ხეჭრელი კლდისა
ხვალო, ჭალის ვერხვი
ხვალო თეთრი
ხვართქლა
ხვართქლა მლაშე
ხვარხვარა
ხვიარა ვარდი
ხვიტი
ხმალა, ხანჯალა
ხოვერა
ხოკერა-გოგრა
ხომანდული
ხომეჭი
ხორბალი
ხორბალი აბაშური
ხორბალი აბისინიური
ხორბალი ინგლისური
ხორბალი ინდური
ხორბალი მაგარი
ხორბალი მახა
ხორბალი მრგვალმარცვალა
ხორბალი პოლონური
ხორბალი რბილი
ხორბალი რბილი უფხო
ხორბალი რბილი ფხიანი
ხორბალი საგაზაფხულო
ხორბალი ქონდარა
ხორბალი ჩვეულებრივი
ხოროსანი
ხორციფერა
ხრაშუნა
ხრიალა
ხუთთითა ჭადარი
ხუთყურა
ხურმა
ხურმა აღმოსავლური
ხურმა ვირგინიული
ხურმა იაპონურიხურმა ჩვეულებრივი
ხურტკმელი
ხურხუმა
ხუჭუჭა, ბეკმანია

ჰარტვისის მუხა
ჰევეა ბრაზილიური
ჰელიოტროპი
ჰელიოტროპი ბაღისა
ჰიბრიდული ცინერარია
ჰიკორი
ჰიმალაური კედარი
ჰიმალაური კვიპაროსი
ჰიმალაური ნაძვი
ჰორიზონტალური კვიპაროსი
ჰორტენზია
ჰოსტა