logo-herba

antiD-header

სამკურნალო მცენარეები

მცენარეები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნენ სამედიცინო და ვეტერინარულ პრაქტიკაში სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით. მცენარეების სამკურნალო თვისებები განპირობებულია მათში ალკალოიდების, ფლავონოიდების, გლიკოზიდების, ვიტამინების, მთრიმლავი ნივთიერებების არსებობით, რომლებიც ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმზე ახდენენ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ანდა გააჩნიათ ბიოლოგიური აქტიურობა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევთა მიმართ. განსაკუთრებულ ჯგუფშია გამოყოფილი ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მცენარეები. სინთეზური საშუალებებისაგან გამოირჩევიან ნაკლები ტოქსიკურობით.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]

სამკურნალო მცენარეები

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი-დ

დათვიმარწყვა

psoralea acaulis

ოკრ. გველიმარწყვა; ლეჩხ. ორჟამო; გურ. ჯიგლიგა; სვან. ცხეკიშ პირპილ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი სამკურნალო მცენარეა, სწორმდგომი, კარგად დატოტვილი, ოდნავ ხისებრი ღერძით. იზრდება 70-130 სმ. ფოთლები მომრგვალო - ოვალური. ყვავილები შეკრულია ფუნჯებად, მოთეთრო-ლილისფერია. ნაყოფი კაკალისმაგვარი პარკია, ერთთესლა. მისი ფესვები და ნაყოფი შეიცავს ორ ფუროკუმარინს -პსორალენსა და იზოპსორალენს. მათგან მიღებული არომატული ფხვნილი, რომელიც სხვადასხვა დოზით იხსნება წყალში, სპირტში და ქლოროფორმში, ენიშნება მოზრდილ ადამიანებს. იყენებენ დეპიგმენტირებული ან დაცვენილი თმების ადგილას.


დათვისთხილა

Corylus iberica

ქართლ. დათვისთხილა; ინგ. ტყიურა თხილ; მეგრ. ტყარ თხირი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიimagelargehქართული თხილი, ტანმაღალი ხე თხილისებრთა ოჯახისა. აქვს მუქი რუხი კორპიანი ქერქი, გრძელყუნწიანი ფოთლები. გავრცელებულია ირანში, ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და მცირე აზიაში. საქართველოში უფრო ხშირად მთის შუა სარტყლის ფართოფოთლოვან ტყეებში გვხვდება, ზღვის დონიდან 800-1600 მ-მდე. ჩრდილის ამტანი, სითბოს მოყვარული და ქარგამძლეა. იზრდება ტყის ყომრალ ნიადაგზე. მის წვრილშრიანსა და მოწითალო მერქანს ავეჯისა და სახარატო ნაკეთობისათვის იყენებენ ნაყოფის გული გემრიელია, მაგრამ კერკეტია და ამის გამო ნაკლებად იყენებენ. ნაყოფი შეიცავს ცხიმს, ცილებს, სახაროზას, В და Е ჯგუფის ვიტამინებს, რკინის მარილებს. საკვებად გამოიყენება უმი თხილი. მისი ტოტების გამოხარშვის შედეგად მიღებულ სითხეს იყენებენ ეკზემისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ტანინის შემცველობის გამო შეიძლება მისი სათრიმლავად გამოყენებაც.


დათვის კანაფი

datisca cannabina

ქიზიყ. სისვი; იმერ., რაჭ., ლეჩხ. არდაკანაფი; ინგ. სუს; აჭ. კანაფურა, დათვაკანაფა, საყვითლე ბალახი, სიყვითლის წამალი; სვან. მელელქანოოლ, ქანაშ–ბიჭ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი ორსახლიანი მცენარე 60-250 სმ სიმაღლისა, კარგად განვითარებული ფესვით, სწორი და შიშველი ღეროებით. აქვს მოზრდილი, მორიგეობითი ფოთლები. მუქი, უგვირგვინო ყვავილები. ნაყოფი კოლოფია. ყვავილობს ივნის-ივლისში. მიწისზედა ნაწილი შეიცავს ტრიტერპენიდებს, ოლეინის მჟავას, სტეროიდებს, ფლავონოიდებს, ალკალოდებს, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. მცენარე ძირითადად ხასიათდება ნაღველმდენი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. მისგან მიღებული პრეპარატი ხასიათდება სპაზმოლიტური თვისებებით, ჰკურნავს წყლულებს, კუჭ-ნაწლავს, ნაღველმდენ გზებს, არეგულირებს ნაღვლიანობას.


დათვის კენკრა

Arctostaphylos uva ursi

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიდათვის კენკრა მრავალწლოვანი მარადმწვან, მიწაზე გართხმული მცირე ზომის ბუჩქია. ცენტრალური ღერო ძალზე მოკლეა და დაფარულია ცვენადი ფოთლებითა და ტოტებით. ამ ღეროდან ყველა მიმართულებითგამოდის 2 მ-მდე სიგრძის ღეროები, რომლებიც ჩაფესვიანებულია. ჩაფესვიანებული ღეროდან ვითარდება სწორმდგომი შეფოთლილი ყლორტები, რომელთა სიმაღლე 10-15სმ-ია..

ახალგაზრდა ღეროები მწვანე ან მომწვანო მურა შეფერილობისაა. მრავალწლიანი ძველი ღეროები დაფარულია მრავალშრიანი მუქი მურა ქერქით, რომელიც იოლად ცილდება. ფოთლები მორიგეობითია, კანიანი, გლუვი, კიდემთლიანი, უკუკვერცხისებური. ფოთლის სიგრძე 1-2,2სმ-ია, სიგანე 0,5-1,2 სმ. ყუნწთან შევიწროებულია. ფოთოლი ზემოდან მუქი-მწვანეა, ქვემოდან უფრო ღიაა, მბზინავი; ფოთლის ორივე მხარეზე შესამჩნევია დაძარღვა. ახალგაზრდა ფოთლები მკრთალია, უფრო ნაზია და თხელი, ვიდრე ძველი ფოთლები; კიდეებთან შებუსულია. ყუნწი მოკლეა. ყვავილები ოვალურია, მკრთალი. ნაყოფი კენკრისებყურია, წითელი. დათვის კენკრა წითელ მოცვს ჩამოჰგავს. მცენარე შეიცავს გლიკოზიდ არბუტინს, ფლავონოიდებს, მეთილარბუტინს, თავისუფალ ჰიდროქინონს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ჭიანჭველის და ურსოლის მჟავებს, ელაგოტანინს, გალოტანინს, ასევე მღებავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, უვაოლს, გიპეროზიდს, კვერცეტინს, იზოკვერციტრინს, ასკორბინის მჟავას. მისი სამკურნალო ქმედება დამყარებულია მჟავისა და ფერმენტების მოქმედებით არბუტინის დაშლაზე, რის შედეგაც მიიღება გლუკოზა და ჰიდროქინონი. ისინი გამოიყოფა თირკმელებით და ავლენს ანტისეპტიკურ და სადეზინფექციო მოქმედებას. არბუტინი ავლენს სუსტ შარდმდენ მოქმედებას. დათვისკენკრას ფოთლებს ახასიათებთ შარდმდენი, შემკვრელი და ბაქტერიოციდული თვისებები. მას იყენებენ თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებათა სამკურნალოდ, ცისტიტების დროს. დათვისკენკრას ფოთოლი შედის შარდმდენი ნაკრებების შემადგენლობაში.


დათვის ყურძენი

actaea spicata

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიActaea spicataსაშუალო სიმაღლის (50-60 სმ) ბალახოვანი მცენარე, ორმაგი ან სამმაგი მოზრდილი, კბილანა, თანამიმდევრული ფოთლებით. აქვს წვრილი ყვავილები, წვნიანი მრგვალი ნაყოფი. ხარობს მთიან რაიონებში. ქიმიური შემადგენლობა უცნობია. მისი ფესვების ნაყენს იყენებენ კბილის ტკივილისას, ასთმისას, რევმატიზმისა და ისტერიის შემთხვევაში. ხმელი ფესვების მარცვლებს ურევენ ვაზელინში და იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ.


დამასკური ვარდი

Rosa damascena

ერ. თვის ვარდი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონივარდი ეთერზეთოვანი, მცენარეთა ჯგუფი ვარდისებრთა ოჯახისა. გავრცელებული სახეობებია: დამასკური, ფრანგული — Rosa gallica და ასფურცელა — Rosa centifolia. მრავალწლოვანი ეთერზეთოვანი ვარდის ბუჩქის სიმაღლე 1,5 მ-ზე მეტია. ღერო ეკლიანია, ფოთოლი რთული, კენტფრთისებრი, 5—7 ფოთოლაკიანი. ყვავილი ბუთხუზაა, ვარდისფერი, თეთრი ან წითელი, შეკრებილია ქოლგისებრ ყვავილედად. სამშობლოდ ირანს მიიჩნევენ. გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ყვავილისაგან იღებენ ეთეროვან ზეთს, რომელსაც იყენებენ პარფიუმერიაში, კოსმეტიკაში, კვების მწერველობასა და მედიცინაში. ზეთი ხასიათდება სპაზმოლიტური, ნაღველმდენი და ბაქტეროციდული ქმედებებით. არის ანთების საწინააღმდეგო საშუალება აბსცესის დროს. იყენებენ ღვიძლის, ნაღველმდენი გზების, შარდკენჭოვანი დაავადებისა და ბრონქეალური ასთმის სამკურნალოდ.


დამასკური სოინჯი

Nigella damascena L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე 20-50 სმ სიმაღლისა, სწორი, გრანულირებული და იისფერი ღეროთი. აქვს მაგარი, დანაწევრებული ფოთლები, სამკუთხა თესლები. გავრცელებულია ევროპასა და დასავლეთ საქართველოში. სამკურნალოდ გამოიყენება თესლი, რომელიც შეიცავს ალკალოიდებს, ეთერულ ზეთს, ნახშირბადებს, სტეროიდებს, მაკრო და მიკროელემენტებს. გამოიყენება საკვებგადამამუშავებელი ტრაქტის დარღვევებისას როგორც შარდმდენი და მენსტრუაციის დროს, როგორც მარეგულირებელი.


დანდური

Portulaca oleracea L.

ქიზყ. კატკატო; ჯავახ., მესხ., რაჭ., ლეჩხ., ზემ. იმერ. მსუქანა; ქვემ. იმერ. კერატა; გურ. უკვდავა; ჩ. ინგ. დანდრანუკა; მეგრ. ვაღურია, უღურალე.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიბოსტნის დანდური ერთწლოვანი მცენარეა ხორციანი ღეროთი და ფოთლებით. ღერო გართხმული ან წამოწეულია, დატოტვილი. ყვავილები კაშკაშა ყვითელია. განეკუთვნება სინათლისმოყვარულ მცენარეებს. შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ С-ს. ფოთლებსა და ღეროებს იყენებენ თვალების სამკურნალოდ და ჭიის დამდენად. ხალხური მედიცინა იყენებს თირკმლების, ღვიძლის, შარდის ბუშტის, მეტეორიზმის და უძილობის სამკურნალოდ. ნაყენი შარდმდენია. ჩინური მედიცინა იყენებს ვენერიული დაავადებების, დიზენტერიის, არტრიტების, დამბლის, შხამიანი ნაკბენების სამკურნალოდ.


დარიჩინის ხე

Cinnamomum zeylanicum

ჩ. კინამო

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიხე ან ბუჩქია. მიეკუთვნება დაფნისებრთა ოჯახს. მარადმწვანე მცენარეა. ფოთლები ტყავისებრია. ყვავილები საგველა ყვავილედებშია შეკრებილი. გავრცელებულია ტროპიკებში. სამკურნალოდ გამოიყენება ქერქი. ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, საჭმლის გადამუშავებას, სასუნთქი გზების მუშაობას, შარდის გამოყოფას. არის სტიმულატორი, ამოსახველებელი, გამაყუჩებელი საშუალება. იხმარეა გრიპის შემთხვევაშიც.


დარფილფილი

Piper longum

ერ. დარუპილპილი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიგრძელი წიწაკა. წიწაკის ამ სახეობას ფართოდ იყენებენ აღმოსავლურ მედიცინაში. პიპერინისა და პიპერლომგუმინინის შემცველობის გამო ის ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც ებრძვის ბაქტერიებისა და სოკოების მოქმედებას; აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, აუმჯობესებს მადას, აქრობს ნაღვლის გემოს და ღებინების შეგრძნებას. ცნობილია, როგორც ტვინისა და სასქესო ორგანოების მასტიმულირებელი.


დასავლური ტუია

Thuja occidentalis

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი20 მეტრამდე სიმაღლის ხე. აქვს ნაზი ქერქი, მწვანე ყლორტები, მუქი მწვანე ხავსი, კვერცხისებური გირჩები. მისი, როგორც სამკურნალო მცენარის, ძირითადი სამოქმედო სფეროა შარდსასქესო ორგანოები, სწორი ნაწლავი, კანი. ის იწვევს ჩირქოვანი შარდის გამოყოფას, სასქესო ორგანოში ლორწოვანი გარსის წვას. მოქმედებს ტუბერკულოზზე, წყლულებზე, სიმსივნეებზე. ფართოდ იყენებენ ჰომეოპათიაში.


დასტამბო

Cucumis cantalupensis

ქიზყ. დანტაბო, დაჰტამბო; იმერ. პუმპულა; ინგ. დესტამბუ; ერ. ნესვპუმპულა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის Cucumis-ის გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. აქვს მომრგვალო-დაკურთხული ღერო, გრძელყუნწიანი და მსხვილი ფოთოლი, ცალსქესიანი, ზოგჯერ ორსქესიანი ყვავილი. ნაყოფი მრავალთესლიანი გოგრულაა, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს. ნესვის სამშობლოდ ითვლება შუა და მცირე აზია. სითბოს მოყვარული მცენარეა, უძლებს გვალვას. კარგად ხარობს 25-30°C ტემპერატურაზე. ნაყოფი ძვირფასი საკვები და დიეტური პროდუქტია. დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს, C ვიტამინს, კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებას და მინერალურ მარილებს. იყენებენ ნედლად, აგრეთვე შემჭკნარსა და გამხმარს. მისგან ამზადებენ ხილფაფას, მურაბას, ცუკატს, მარმელადსა და სხვას.

დასტამბოს (ისე,როგორც ნესვის სხვა ჯიშებს) ნედლად იყენებენ ბრონქიტის, ტუბერკულოზის, სასუნთქი გზების, ნერვულ-ტროფიული პროცესების სამკურნალოდ. იგი არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, აწესრიგებს სისხლის რაოდენობას, კურნავს სისხლ-ძარღვთა დაავადებებს, ღვიძლსა და თირკმლებს, თუმცა აქვს უკუქმედება შაქრიან დიაბეტზე და დისპერსიაზე.


დაფნა, კეთილშობილი დაფნა

Laurus

საბა. დაფნი, რაფინდი; ჭან. დეფნე; მეგრ. დაფი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარეთა გვარი დაფნისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ხეშეშ-ფოთლოვანი ორსახლიანი ხეები ან ბუჩქებია. აქვს ქოლგისებრ ყვავილედად შეკრებილი მომწვანო-ყვითელი ყვავილები, მოლურჯო-შავი კურკიანი ნაყოფი. შეიცავს 2 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში: კეთილშობილი (ჩვეულებრივი) დაფნა (Laurus nobilis) ტანდაბალი, 2-12 (ზოგჯერ 20 მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია. ველურად იზრდება (ან გაველურებულია) კოლხეთსა და სამხრეთ ყირიმში, ზღვის დონიდან მ-მდე სიმაღლეზე, სუბტროპიკული ტენიანი და მშრალი ჰავის პირობებში, ჩვეულებრივ კირქვიან ნიადაგზე. ზოგჯერ ქმნის წმინდა კორომს. კულტივირებულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, საქართველოში (ძირითადად კოლხეთში, სადაც გაშენებულია დაფნის პლანტაციები) და სამხრეთ ყირიმში. გვალვაგამძლეა. კარგად ხარობს ნეშომპალაკარბონატულ დაწრეტილ ნიადაგზე და ვერ იტანს მის დამლაშებას. სინათლის. უძლებს - 16-17°-მდე ყინვას. მრავლდება თესლით, კალმით (სათბურში) და გადაწვენით (ზაფხულში). ხმარობენ სუნელ-სანელებლად. საკონდიტრო და საკონსერვო მრეწველობასა და კულინარიაში. მისი ნაყოფის ზეთი სამკურნალოა და იყენებენ მალამოებში რევმატიზმის, დამბლის, გაციებითი დაავადების, სიმსივნეების სამკურნალოდ, ნერვული სისტემის გასამაგრებლად. დაფნის პრეპარატები გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ, ამოსახველებლად, შარდმდენად.


დაჯირა

Salvia verticillata L.

ქართლ. შავბალახი; კახ. დაჯორა; მოხევ. ნეხვაბალახა; მესხ., ჯავახ. შავტრაკა; რაჭ. ყვანჩალა; ლეჩხ. პურშო, პურშუე; სვან. პიშვ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი20-დან 100 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე. აქვს ძლიერი ფესვი, მარტივი ან განტოტვილი ღერო. ფოთლები გულისებურია. ყვავილები ლილისფერი ან ვარდისფერი, წვრილი. ყვავილობს ივლისში. კარგი თავლოვანაა. გამოიყენება კოსმეტიკასა და მედიცინაში. იგი ამცირებს შარდის გამოყოფას, არის შემკვრელი საშუალება, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი თვისებებით. მისი ფოთლების წყალთან ნაყენი გამოიყენება გაციებისა და ფაღარათის სამკურნალოდ; მას სვამენ მომეტებული ოფლიანობისას; აგრეთვე, ბავშვების ძუძუსგან მოსაშორებლად. იყენებენ სავლებად ანგინისა და პირის ღრუს დაავადებებისას, კომპრესებისა და ჭრილობების მოსაშუშებლად.


დედაფუტკარა

Stachys

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ მორიგეობით განლაგებული ფოთლები, რთული, თავთავისებრ ყვავილებად შეკრებილი ყვავილები. ცნობილია 200-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. საქართველოში 16 სახეობაა, მ. შ. ფართოდაა გავრცელებული Stachys sylvytica (თაფლოვანი და საღებავი მცენარე), Stachys germanica (თაფლოვანი და ეთერზეთოვანი მცენარე), Stachys annya (ნათესების სარეველა) და სხვა. Stachys fruticulosa კავკასიის ენდემია; საქართველოში იზრდება ქართლისა და კახეთის მშრალ თიხნარ, ხშირად ოდნავ დამლაშებულ ფერდობებზე. შეიცავს ეთერზეთებს, ალკალოიდებს, ვიტამინებს, ფენოლკარბონის მჟავას, ფისებს, ქოლინს, მარილებსა და ნახშირწყლებს. ხმარობენ გონეკოლოგიაში, საშვილოსნოდან სისხლდენის, სისხლის ამოხველების დროს. მისი სპირტიანი ნაყენები დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. აქვს კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება.


დედოფლისთითა

Veronica Officinalis

ქვემ. იმერ. ზორტა; გურ. ონჯახუა; აჭ. ნაღრძობის ბალახი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლიანი მხოხავფესვურიანი ბალახია. ღერო მწოლარეა ან ოდნავ წამოწეული. მიწასთან შეხების ადგილებში დამატებით ფესვებს ივითარებს. სიგრძით 15-30 სმ-ს აღწევს. მოკლეყუნწიანი ფოთლები ნაპირებში დაკბილულია და მოპირდაპირედაა განლაგებული. კენწრულ მტევნებად შეკრებილი მკრთალი ცისფერი ყვავილები ამოსულია კენწეროსთან ახლომყოფი ფოთლების იღლიებიდან. ყვავილობს მაისიდან, სექტემბრამდე. ნაყოფი სამკუთხა უკუკვერცხისებრი ფორმისაა, წაკვეთილი თავით. გვხვდება უმეტესად წიწვოვან ტყეებში. ხალხურ მედიცინაში იყენებენ ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად, საშარდე ბუშტის ტკივილის, სისხლდენისა და გაციების დროს; აადვილებს ნახველის ამოღებას; იყენებენ ასთმისა და ანგინის დროს; გამონაყარისა და ფურუნკულების სამკურნალოდ, შარდდამდენ საშუალებად თირკმლებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს. სპირტიან ნაყენს ხალხური მედიცინა ეგზემისა და ქერტლის სამკურნალოდ იყენებს. გამონაყრების, ეგზემისა და სიყვითლის სამკურნალოდ იხმარება ნახარში, რომლის შემადგენლობაში შედის დედოფლისთითა, სამფერა ია და ორკბილა, გარეგანად გამოიყენება დედოფლისთითას სპირტიანი ნაყენი.


დედოფლის ყვავილი

Tropaeolum majus L.

image01825-100 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარე გრძელჯამიანი, მომრგვალო ფოთლებით და არათანაბარი ყვავილებით. ყვავილები მსხვილია, ნარინჯისფერი ან ცეცხლოვანი წითელი. ნაყოფი სამთესლიანია. ყვავილობს შემოდგომით. შეიცავს ვიტამინ С-ს და კაროტინს. ახასიათებს ცინგის საწინააღმდეგო, შარდმდენი და სისხლგამწმენდი თვისებები, აძლიერებს გულის შევიწროვებას, სისხლდენას ძარღვებში, აუმჯობესებს სტენოკარდიით დაავედებულთა მდგომარეობას. იღებენ ნახარშს, თაფლში გაზავებულს, რომელსაც იყენებენ პირში სავლებად. ნაყენს ხმარობენ ბრონქიტის, ჰიპერტონიის, სურავანდის, სისხლნაკლებობის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ. წვენს იყენებენ თმის შესაზელად.


დევისპირა

Linaria vulgaris Miil

ქართლ. ძაღლისპირა; კახ. ლომის ყბა, შაშვისპირა, შაშვის ყბა; მეგრ. ჯოღორიში დუდი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი30-50 სმ სიმაღლის მრავალწლოვანი მცენარე. აქვს სწორი ღერო ნარინჯისფერი ყვავილებით, სუპროტული, ხაზოვანი, ლანცეტური ფოთლებით. ასდის თავისებური სურნელი. ყვავილობს სექტემბრის ბოლოს. შეიცავს ლიმონის, ჭიანჭველას, ვაშლისა და ძმრის მჟავებს, გლიკოზიდებს - ლინარინს, საპონინს, ლინარიზინს, კაროტინს, ვიტამინ C-ს, პექტინურ, მთრიმლავ და სხვა ნივთიერებებს, ალკალოიდებს.

სამკურნალოდ მხოლოდ ხალხური მედიცინა იყენებს. მის წყალში ნაყენს ხმარობენ თვალის ანთების დროს. სვამენ ღვიძლისა და სწორი ნაწლავის, თირკმლების, სიყვითლის, სუნთქვის გახშირების, წყლისას და თავის ტკივილის სამკურნალოდ. გარეგანად იყენებენ კანის დაავადებების მოსარჩენად.


დეზურა

Delphinium dictyocarpum

დეზურამრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე სწორმდგომი ღეროთი. იზრდება 100 სმ-მდე. აქვს თირკმლისებური ფოთლები; ზიგომორფული ყვითელი ყვავილები. ყვავილობს ზაფხულში. სამკურნალოდ აგროვებენ ღეროების ზედა ნაწილს. ბუტონიზაციის პერიოდში მცენარე შეიცავს ალკალოიდებს, კონდელფინს. ალკალოიდებს იყენებენ ანთების საწინააღმდეგოდ, ნაღველმდენად, გასაყუჩებლად, მიკრობების საწინააღმდეგოდ. ხმარობენ კუნთების ტონუსის დასაწევად, კბილის ტკივილის გასაყუჩებლად, სახსარკუნთოვანი სისტემის სამკურნალოდ. საერთოდ, მცენარე შხამიანია.


დეკა

Rhododendron caucasicum

იმერ., გურ. შქერი, შკერი: მეგრ. ხვამცა. ხვანცა; სვან. ზიშაორა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმანანასებრთა ოჯახის მარადმწავნე ბუჩქია. ყვავილის შეფერილობით განარჩევენ რამდენიმე სახესხვაობას. სიმაღლით 1-1,5 მეტრს აღწევს. ფოთლები მოგრძო ფორმისაა, ტყავისებრი. ქვედა მხარეს მოკლე ბუსუსები აქვს. ყვავილები ზარის ფორმისაა, ფერად ყვითელი ან თეთრი, ზოგჯერ მოვარდისფრო. ნაყოფი ხუთბუდიანი კოლოფია. გავრცელებულია სუბალპურ და ალპურ ზონებში. გვხვდება ხშირ დეკიანებად ქვეტყის სახით. ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. საერთოდ, როდოდენდრონები შხამიანი მცენარეებია, მათი ფოთლების ნაყენი სამკურნალო თვისებებისაა, ოღონდ მათი მიღება მხოლოდ მცირე დოზებით შეიძლება. დეკა შარდმდენია და წნევის დაწევისათვის გამოიყენება.


დვალურა

POLYGONUM BISTORTA L

აჭ. დვალური. მესხ. უზუნჩიჩაგ: სვან. ქუჩუჩილ; საბა. ანჯუბარი.

image022დვალურა მრავაწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს მსხვილი, გველისებურად დაკლაკნილი ფესურა. ფესურიდან გამოდის მრავალი წვრილი ფესვი. ღერო რამდენიმეა, სწორმდგომი, შიშველი, დაუტოტავი. ღეროს სიმაღლე 30-80სმ-ია. ფოთლები მოგრძო-კვერცხისებურია ან ფართო-ლანცეტისებური, ფუძესთან მომრგვალებულია ან ნისკარტისებური. ღეროს ფოთლები უფრო წვრილია, მორიგეობითი. ფოთლები ზემოდან მუქი-მწვანეა, ქვემოდან უფრო ღიაა, ნაცრისფერ-მწვანე. ყვავილები წვრილია, ხშირად ვარდისფერი; შეკრებილია ყლორტის ბოლოებზე ოვალურ ან ცილინდრულ თავთავისებურ ყვავილედად. ნაყოფი სამკუთხა მუქი-მურა კაკლუჭაა. ყვავილობს მაის-ივლისში. ნაყოფი მწიფდება ივნის-ივლისში. ფესურა შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის, გალის და ელაგის მჟავებს, კატეხინს, ოქსიმეთილანტრაქინებს, სახამებელს.

ხალხური მედიცინა დვალურას ფესურას იყენებს შინაგანად კუჭის წყლულოვანი დაავადებების, ფაღარათის, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების დროს. გამოიყენებენ გარეგანადაც, სისხლდენის დროს, სავლებად ხმარობენ კბილის ტკივილის დროს. მისი აბაზანები ეფექტურია ჭრილობებისა და წყლულების მოსაბანად. დვალურას ფესურას მონახარში გამოიყენება როგორც შემკვრელი საშუალება კუჭ- ნაწლავის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს.


დიდბაია, ჭყანტა

Caltha

მოხევ. ბაყაყის ყვავილი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. აქვს დიდი, კაშკაშა ყვითელი ყვავილები, ფოთლურა ნაყოფი. მისი 20-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: Caltha palustris და Caltha polypetala, რომლებიც იზრდებიან დაჭაობებულ ან ტენიან სარტყელში, იშვიათად — უფრო დაბლაც. Caltha polypetala-ს არეალი კავკასია-წინა აზიით შემოიფარგლება, ხოლო Caltha palustris — უფრო ფართოდაა გავრცელებული — მთელ პოლარქტიკულ სამყაროს მოიცავს. აგროვებენ მცენარის ზედა ნაწილს. მას ჭრიან ყვავილობის დროს. შეიცავს ანემონინს, პროტეანემონინს, ქოლინს, კაროტინს, კვერცეტინს, ვიტამინ С-ს, ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, ეთერულ ზეთს. არეგულირებს ნივთიერებთა ცვლას, აქვს ციებ-ცხელებისა და ცინგის საწინააღმდეგო თვისებები. ხმარობენ დიათეზის, სისხლნაკლულობის, გაციების შემთხვევაში. იყენებენ ნაყენის ან ან ნახარშის სახით.


დიდგულა

ქართლ., კახ., აჭ. დუდგულა; ზემ. იმერ. ხეკრო, გულყრუ. გულყურო; ქვემ. იმერ. ანწლი; ლეჩხ. ხეღრუე; რაჭ., ლეჩხ. ხეყრუა; ოკრ., ქვემ. რაჭ. ხრეკოლა, ხრიკოლა; გურულ. ხელთოფა, თხიფსელა; აჭ. სართოფელა; ერ. ყრუა ხე; ჩ. თოფჩი; ჭან. კამპაა, კამპარა; მეგრ. თახვანტია, თახვანტიაშ ჯა, ხინთობალაში ჯა, ინჭირაია, ჩვაჩვაბე, ჩიჩვაბი, გეყრუაი, თვეფილა, თოფრა; სვან. გეყრუი, თვეფილა, თოფრა.

image024დიდგულა მსხვილი ბუჩქია კენტფრთიანი ფოთლებით, წვრილი, სურნელოვანი, მოყვითალო-მოთეთრო ყვავილებით. ცალკეული ყვავილები მჯდომარეა ან სხედან მოკლე ყუნწებზე. ჯამი ხუთკბილიანია, ნაყოფი შავია, კურკიანი. დიდგულა გვხვდება ფოთლოვანი ტყეების ქვეტყეებში, ბუჩქნარის ბარდებში, ხშირად ნახავთ ბაღებსა და პარკებში. ნედლეულად ძირითადად იყენებენ ყვავილებს. აგროვებენ მთელ ყვავილედს მათი სრული გაშლის შემდეგ. აშრობენ ჩრდილში, შემდეგ კი, ხეხავენ ცხრილზე ყვავილის ყუნწის მოსაცილებლად. ნედლეულის შეგროვებისას შესაძლებელია შეყვეს მყრალი დიდგულა, რომლის მტვრიანები წითელი ფერისაა, აგრეთვე წითელი დიდგულა. წითელი დიდგულას ყვავილები უფრო პატარა ზომისაა, მომწვანო; ბუსუსიანი ყვავილის ყუნწით. ცნობილია, რომ ყვავილი შეიცავს ოფლმდენ გლიკოზიდს, ფლავონურ გლიკოზიდ რუტინს, ეთერზეთის კვალს. გლიკოზიდი სამბუცინიგრინი აღმოჩენილია მხოლოდ ახალ ყვავილში, გაშრობის შემდეგ ის ორთქლდება. დიდგულას პრეპარატებს იყენებენ როგორც ოფლმდენ საშუალებას გაცივების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონტოექტაზების დროს. ასევე იყენებენ გრიპისა და ანგინის საწინააღმდეგოდაც. მისი პრეპარატები გამოიყენება აგრეთვე ღვიძლის ზოგიერთი დაავადების, ხოლო როგორც შარდმდენი საშუალება - თირკმლის დაავადების დროს, თუ თან ახლავს შეშუპება. ხალხურ მედიცინაში დიდგულას ყვავილს იყენებენ როგორც ოფლმდენ საშუალებას. ყვავილი შედის აგრეთვე ოფლმდენი ჩაის შემადგენლობაში. ყვავილის ნახარშს ივლებენ პირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში ანთებითი პროცესების, რინიტისა და ანგინის დროს. იყენებენ საფენების სახით დამწვრობის, ჭრილობებისა და ძირმაგარების დროს, მიოზიტების, ნევრალგიისა და სახსრების ტკივილებისას. ბუასილის დროს რეკომენდებულია ყვავილის ნაყენის ან ნახარშის აბაზანის მიღება. დიდგულას ნაყოფს ხალხურ მედიცინაში იყენებენ როგორც სუსტ საფაღარათო, ხოლო ქერქის ნახარშს - როგორც ოფლმდენ და შარდმდენ საშუალებას.


დიდი კამა

Foeniculum vulgare Mill

კახ. ვირგლა–კამა; ქიზიყ. ცერეცო; დასავლ. კამა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონისაქართველოში ფართოდ კულტივირებული ერთ ან ორწლიანი მცენარეა. მიეკუთვნება ქოლგოსანთა ოჯახს.უფრო გავრცელებულია Anethum graveolens . ფოთლები ღრმადაა დანაკვეთილი. სურნელი მკვეთრი. ყვავილედი რთული ქოლგაა. დიდი კამას ნაყოფები გამოიყენება არომატული წყლის, არომატული სპირტის, სიროფების და სიროფების და სამკურნალო ჩაის დასამზადებლად.


დიდი ხვართქლა, დედოფლის კაბა

Convolvuli sepium herba : Herba Convolvuli sepium.

ქართლ. დედოფლის კაბა; ერწო ფათალა; მთიულ. ზარავანდი; კახ., იმერ., გურ. გრამაფონა; იმერ. ხვიარა; ჭან. მშარდი; მეგრ. გუგული, კუკუ; სვან. ნახერწელ, ნაწერხელ.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიგრძელღეროებიანი ხვიარა მცენარე. ფოთლები მოგრძო-კვერცხისებურია ან სამკუთხა. აქვს მოზრდილი, წითელი ან ვარდისფერი ყვავილები. ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე. შეიცავს ფისებს და მთრიმლავ ნივთიერებებს. ხალხურ მედიცინაში იყენებენ დამარბილებელ საშუალებად მუცლის ტკივილისა და მეტეორიზმის დროს, ჭრილობების შესახორცებლად,


დიდყვავილა მაგნოლია

Magnolia grandiflora L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმარადმწვანე, ხშირფოთლიანი, პირამიდისებური ხე. აქვს ტყავისებური ფოთლები, დიდი, თეთრი და არომატული ყვავილები. ნაყოფი ელიპსური მრავალფოთოლაა. თესლები შავი და მსხვილია. ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე. თესლები მწიფდება ნოემბერში. სამკურნალოდ იყენებენ ფოთლებს, რომლებიც შეიცავს ეთერულ ზეთს, ეთერს, ფენოლს, კარბონულ ნართებს, ცინეოლს, ციტრალს, ტერპენებს. თესლებში არის ეთერული ზეთი. მისი ფოთლების ნაყენი ავლენს ჰოპოტენზიურ თვისებებს და იყენებენ ჰიპერტონიული დაავადებების ადრეულ სტადიაზე.


დიდჯამა ფურისულა

ქართლ. ნიფხვისტოტა, ფანდურიკი; ქვემ. ქართლ. გოგრის ყვავილი; სამხ. ფურისელა; წალკა ამაღლების ყვავილი; თუშ. გუგუტას მუხლა; ფშ. ლუსუმა; მესხ. უზუნდარა.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მსხვილი ფესვით და 10 ან მეტი ყვავილედით. ფოთლები სიგრძეში აღწევს 40 სმ-მდე. ყვავილები ღია ყვითელია. ნაყოფი კოლოფია. მცენარე გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ფოთლების ნაყენი და ნახარში იხმარება ნევრალგიაში, ნიკრისის ქარების, რევმატიზმის, უძილობის, ხველის, ავიტამინოზების სამკურნალოდ.


დილხამი

მთიულ. დილხამა; აჭ. ჭარბადელი; საბა. ჭარბატელა.

15-80 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე. აქვს მოწითალო ღერო. ღერო და ფოთლები თითქმის შიშველია, თუცა აქვთ ოდნავ შესამჩნევი რბილი ბეწვი. ფოთოლი მოგრძო-კვერცხისებურია. ყვავილები მჭიდროდაა შეკრული. წვერო იისფერია. ყვავის ივნის-სექტემბერში. ნაყოფი კოლოფია. აქვს ანთების საწინააღმდეგო, გამაყუჩებელი და დამამშვიდებელი თვისებები. იყენებენ ციებ-ცხელების, თავის ტკივილების დროს. გარეგანად იყენებენ სავლებად პირის ღრუში, ყელში - ხმის ჩახლეჩისას. ბავშვების საბანაოდ იხმარება ნახარში. იყენებენ ცოფიანი ცხოველების ნაკბენის სამკურნალოდ.


დიყი

Heracleum

ქართლ. ხელახაში; ქვემ. ქართლ. დიყინა; ჯავახ., მესხ., სამხ. თელახარში; გურ., აჭ. თილახარჩილა; ჩილახარჩილა; იმერ. დიყა; რაჭ. მდიყი; აჭ. დილყა; ლეჩხ. ქოლგანა, ჩინჩვლა; ინგ. დუყ, დიყვი; ჭან. მთუთი ბული; მეგრ. დიცე, ფალახარჯი, ღოღე, ღოღელია; სვან. ლახვაშ ჩიჩვლა, ჩიჩვლა.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. მაღალი ორ- და მრავალწლოვანი ბალახებია. აქვს დიდი ზომის დანაკვთული და მთლიანი ფოთლები, თეთრი, მომწვანო-ყვითელი ან ვარდისფერი რთულ ქოლგა ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები. 70-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ძირითადად აღმოსაველთი ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში; მხოლოდ 1 სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაში. კავკასიაში 25 სახეობაა; საქართველოში — 21, რომელთაგან 6 საქართველოს ენდემია, 8 — კავკასიისა. იზრდება უმეტესად ტყისა და სუბალპურ სარტყელში. საქართველოს სუბალპურ მაღალბალახეულში ფართოდაა გავრცელებული სოსნოვსკის დიყი (Heracleum sosnowskyi) და მანტეგაცის დიყი (Heracleum mantegazzianum). დიყი სასილოსე და დეკორატიული მცენარეა. მის ნორჩ ყლორტებს მთის მოსახლეობა საჭმელად იყენებს. ფოთლები და ნაყოფი მდიდარია ეთერზეთებით. ზოგიერთი სახეობა შეხებისას კანს აღიზიანებს და წყლულს აჩენს. დიყი ავლენს შემკვრელ, ნაღველმდენ, დამარბილებელ, სპაზმოლიტურ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, ანტიმიკრობულ, ამოსახველებელ, ანტისეპტიკურ თვისებებს. ხალხურ მედიცინაში იყენებენ დამამშვიდებლად. მადის აღმძვრელად, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებად; კანის დაავადებისას -წყლულების მოსაბანად.


დრიადი, კაკბის ბალახი

Dryas

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიკაკბის ბალახი. მარადმწვანე გართხმული ბუჩქოვანი მცენარეების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. 10-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია არქტიკულ და სუბარქტიკულ რაიონებში, ჩრდილო ზომიერი სარტყლის მაღალმთიანეთში ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში ერთადერთი სახეობაა — კავკასიის ენდემი Dryas caucasica. კაკბის ბალახს იყენებენ „ალპური გორაკების“ მოსაწყობად.


დროზერა, ცვრიანა

drosera

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიცვრიანა, მრავალწლოვანი (იშვიათად ერთწლოვანი) მწერიჭამია მცენარეების გვარი დროზერასებრთა ოჯახისა. მისი ფესვთანა, როზეტად შეკრებილი ფოთლები მოფენილია ჯირკვლოვანი ბუსუსებით, მაგრამ გამოყოფილი წებოვანი წვენის საშუალებით მცენარე იჭერს და ინელებს მწერს. დროზერას 90-მდე სახეობა, არქტიკის გარდა, ყველგანაა გავრცელებული; სახეობათა უმრავლესობა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშია. საქართველოშიც გვხვდება 4 სახეობა. დროზერა იზრდება ტორფიან ჭაობებში. ცვრიანა უძველესი სამკურნალო საშუალებაა. იყენებენ მის მიწისზედა ნაწილს, რომელიც შეიცავს ბევრ ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას: პლიუმბაგინს, დროზერონს, ფლავონოიდებს, ასკორბინის, ბენზონის, ლიმონის, ვაშლის და სხვა მჟვებს. ცვრიანას პეპარატებს აქვთ მკვეთრად გამოხატული ამოსახველებელი, ბაქტეროციდული და სპაზმოლიტური თვისებები. იყენებენ სასუნთქი ორგანოების, ხველის, გაციებების, ფარინგიტის ტუბერკულოზის, ბრონქიტების შემთხვევაში; ჰომეოპატიაში.


დუგუმი

Ranunculus muricatus

ლეჩხ. ქარწამალი.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიმრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე. იზრდება 20—50 სმ. ქვედა ფოთლები გრძელია 5—10 სმ, თითისებური; ზედა ფოთლები-მჯდომი, სამნაწილა, ხაზოვანი, კბილანა; ყვავილები ნათელი ყვითელი; მაყოფი კაკალი. თაფლოვანია. გამოიყენება დამწვრობების, ჭრილობების, ფურუნკულების, თავის ტკივილების, ტუბერკულოზის სამკურნალოდ. ხალხური მედიცინა, როგორც ლეჩხუმური სახელწოდება გვიჩვენებს, იყენებს ქარების სამკურნალოდ.


დურიო

Durio zibethinus

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონიდიდი ზომის (45 მ-მდე სიმაღლის) მარადმწვანე ხე ბომბაქსისებრთა (ბაობაბისებრთა) ოჯახისა. მისი ორსქესიანი ყვავილები შეკრებილია ფარისებრ ყვავილედად. ნაყოფი 3 კგ-მდე იწონის და დაფარულია მსხვილი, მაგარი ქაცვებით. ველურად იზრდება კალმანტანისა და სუმატრის ტყეებში, მალაკის ნახევარკუნძულზე. აშენებენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ინდოეთის სამხრეთ ნაწილში. ნაყოფის ტბილობს ნივრის სუნი აქვს, ხმარობენ საჭმელად.


დურღენი

Anabasis aphylla L.

სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი20-80 სმ სიმაღლის ნახევრადბუჩქია. აქვს მსხვილი და მძლავრი ფესვი, შიშველი ტოტები, ფოთლები არა აქვს. სამაგიეროდ აქვს ბუსუსები. ყვავილები წვრილია. ნაყოფი წვნიანია. ყვავილობს ივლის-აგვისტოში. ძირითადად იყენებენ ალკალოიდების მისაღებად. მთავარი პროდუქტია ალკალოიდი ანაბაზინი, რომელიც კარგად იხსნება წყალში. გარდა ამისა შეიცავს აფილინს, აფილიდინს, ლუპინინს, ოქსიაფილინს, ოქსიაფილინდინს, ორგანულ მჟავებს, კალიუმს, ნატრიუმს, იშვიათ ნივთიერებებს. გარკვეული დოზებით იგი აღიზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აძლიერებს სუნთქვას, ამაღლებს არტერიულ წნევას. მისგან იღებენ ნიკოტინის მჟავას.



სამკურნალო მცენარეები

აბზინდა
აბილილი
აბუსალათინი
აგავა
ადონისი
ავოკადო
ავშანი
აკაცია
ალისარჩული
ალოე
ალუბალი
ანაგვირილა
ანგელოზა
ანისული
ანისულის ხე
ანონა
ანწლი
არნიკა
არყა-სოკო
არყი, არყის ხე
ასისთავა
ასკილი
ასფურცელა
ატამი
აქტინიდია

ბაბუნა, სამკურნალო (სააფთიაქო) გვირილა, მატრიკარია
ბადიანი
ბადრიჯანი
ბაია
ბალბა
ბალღოჯი
ბამბაცა
ბამბის ბუჩქი
ბამბუკი
ბარამბო
ბარდა
ბარისპირა
ბატის მარწყვა-ბალახი
ბაღის ინა
ბაღის მარწყვი
ბაღის მიხაკი
ბაღის პიტნა
ბაღის რეზედა
ბაღის სალბი
ბაღის სატაცური
ბაღის ტუხტი
ბაღის ფამფარა
ბაყაყურა
ბაძგი, ჭყორი
ბაჰარი
ბეგთენდრო
ბეგიაური
ბეგქონდარა
ბელადონა
ბელადონა კავკასიური
ბერულა
ბერყენა
ბზა
ბობოწვერა
ბოლოკი
ბოსტნის ია
ბოსტნის წალიკა
ბროწეული
ბუბუშელა, ბაბუაწვერა
ბუერა
ბუჩქისძირა

გარგარი
გერანი, ზეთის ნემსიწვერა
გველთავა
გველისკოვზა
გველის სურო
გვერდელა
გვიმრა
გვირილა
გვირილა სამკურნალო
გლედიჩია
გობისცხვირა
გოგრა
გონგოლა
გონგოლა სამკურნალო
გრაკლი
გრეიპფრუტი
გუგულის-კაბა
გუგულის ყვავილი

 

დათვიმარწყვა
დათვისთხილა
დათვის კანაფი
დათვის კენკრა
დათვის ყურძენი
დამასკური ვარდი
დამასკური სოინჯი
დანდური
დარიჩინის ხე
დარფილფილი
დასავლური ტუია
დასტამბო
დაფნა, კეთილშობილი დაფნა
დაჯირა
დედაფუტკარა
დედოფლისთითა
დედოფლის ყვავილი
დევისპირა
დეზურა
დეკა
დვალურა
დიდბაია, ჭყანტა
დიდგულა
დიდი კამა
დიდი ხვართქლა, დედოფლის კაბა
დიდყვავილა მაგნოლია
დიდჯამა ფურისულა
დილხამი
დიყი
დრიადი, კაკბის ბალახი
დროზერა, ცვრიანა
დუგუმი
დურიო
დურღენი

ეგვიპტური კელაპტარა
ეგვიპტური ლოტოსი
ევგენოლის რეჰანი
ევკალიპტი
ევკომია, გუდაპერჩის ხე
ევროპული აბრეშუმა
ევროპული მაჟალო
ევროპული პანტა
ევროპული ყოჩივარდა
ეკლღიჭა
ეკალცოცხი
ეკლის ხე, ცრუაკაცია
ელიმუსი
ელუსამელა
ენდრო
ენდრონიკა
ენოთერა
ესპანური არტიშოკი
ესპანური ესპარცეტი, სულა
ესპარცეტი
ეფედრა, ცხენისმუხლა
ეშმაკის ქოში
ეწრის გვიმრა

ვაზი
ვაზისტანა
ვანილი
ვარდი
ვარდკაფანაფა
ვარდკაჭაჭა
ვარსკვლავა
ვაშლანა
ვაშლატამა
ვაშლი
ველის იორდასალამი, ლალა
ველის სოსანი
ველური კანაფი
ვენერას თმა
ვერბენა
ვერცხლა ცაცხვი
ვერხვი
ვეტივერია
ვირგინიული ხურმა
ვირისტერფა
ვნების ყვავილი, პასიფლორა

ზამბახი
ზაფრანა
ზეთისხილი, ზეთის ხე
ზიზილა
ზღვის ხახვი
ზღმარტლი

თაგვისარა
თაგვის ცერცველა
თაგვიყანა
თავკომბალა
თავსისხლა
თავყვითელა
თავშავა
თავცეცხლა
თათაბო
თათრული რევანდი
თალგამი
თალგამურა
თამარჰინდი
თაფლა-გოგრა
თევზის წამალი
თეთრეკალა
თეთრი არყი, ლიტვინოვის არყი
თეთრი დიყი
თეთრი დუმფარა
თეთრი ნარგიზი
თეთრი ნარი
თეთრი სამყურა
თეთრი ძიძო
თეთრყვავილა
თეთრყვავილა ლაშქარა, მხალშავა
თერო
თვის ბოლოკი
თუთა, თუთის ხე
თუთუბო
თხაწართალა
თხილი
თხმელა

იალღუნი
იაპონური აუკუბა
იაპონური ზღმარტლი, ლოქვა
იაპონური პირშუშხა
იაპონური სოფორა
იაპონური შროშანა
იაპონური ხურმა, აღმოსავლური ხურმა
იაჟუჟუნა, სამფერა ია
იასამანი
ილი
იმერული ირაგა
ინდური კანაფი
ინდური კვლიავი, აიოვანი, აჟგონი
ინდური ლოტოსი
ინდური ჟასმინი
იორდასალამი
იპეკო
ირმის-ენა
ისპანახი
იფანურა

კავკასიური მოცვი
კავკასიური სურო
კავკასიური ცაცხვი
კავრა
კაზანლიკური ვარდი
კაკაო, კაკაოს ხე, შოკოლადის ხე
კაკბის-საკენკელა
კაკლის ხე
კალია
კალანხოა
კამა
კამანია
კანადური სურო
კანადური ქაცვი
კანაფი
კაპარი
კარტოფილი
კატაბალახა, ვალერიანა
კატაბარდა
კატაპიტნა
კაქტუსი
კედლისპირა
კედლისპირა იუდეური
კევის ხე, საღსალაჯი
კელაპტარა
კენკეშა
კესანე, ცისანა
კეწერა
კვლიავი
კვრინჩხი
კიდობანა, ჩვეულებრივი ჭანჭყატა
კიტრანა
კიტრი
კიტრისუნა
კიჭკიჭა
კლდის დუმა
კლდის მოცხარი
კნაპა, კნაპი
კოთხუჯი, კოთხოჯი
კოკა, კოკაინის ხე
კოკომჟავა
კოლოქვინთი, კოლოცინთი
კომბოსტო
კომში
კონიო
კორდისკბილა
კორობელა
კოტრანა
კოფრჩხილა
კოწახური
კოჭა, ჯანჯაფილი
კრაზანა
კულმუხო
კუნელი
კურდღლის ბალახი
კურდღლისფრჩხილა
კურდღლისცოცხა
კუტი ბალახი

ლავანდი
ლამაზა
ლანცეტა მრავალძარღვა
ლარიქსი
ლაფანი, ლაფნის ხე
ლაქაში
ლაშქარა
ლახტარა
ლემა
ლენქორანული ხერკინა
ლენცოფა
ლეღვი
ლეშურა
ლიკოპოდიუმი
ლიმონი ჩვეულებრივი
ლიმონის ავშანი
ლიმონის კატაპიტნა
ლიმონის ურო
ლიმონურა
ლიპია
ლიჩი
ლობიო
ლომისკბილა
ლოტოსი
ლუმბანგი, სანთლის ხე
ლურჯი ზამბახი
ლურჯი მოცვი
ლურჯი ნარი, ლურჯეკალა
ლურჯი ძირწითელა, ჩვეულებრივი ძირწითელა
ლუფა

მაგნოლია
მათუთა
მაიორანი
მაისურა
მაკლურა, თუთავაშლა
მამულა
მანანა, ერიკა
მანგუსტანი
მანდარინი
მანდრაგორი
მანეული
მანიჰოტი, მანიოკი
მაჟალო
მარადმწვანე ძახველი
მარგალიტა
მარიამა
მარიამსაკმელა
მარიამსხალა
მარმუჭი
მარწყვა-ბალახი
მარწყვა-ბალახი ოთხფურცელა
მარწყვა-ბალახი წყლისა
მარწყვი
მატიტელა
მატრიკარია
მატრიკარია სამკურნალო
მაღალი მოცვი, კავკასიური მოცვი
მაღლისმთის მუხა
მაყვალი
მაჩიტა
მაწაქი, ლოგორო
მახრჩობელა
მაჯაღვერი
მაჰონია, ჭყორფოთოლა
მდგნალი
მდელოს მატვარანცა
მდოგვი
მედგარი, ბაბაწვერა
მელია
მესამედა
მექსიკური ავოკადო
მექსიკური ჩაი
მეჭეჭიანი ჭანჭყატა
მზესუმზირა
მზიურა
მთის ბარისპირა
მთის პიტნა
მთის სვინტრი
მთის ღანძილი
მთის ღოლო
მთის ჩადუნა
მინდვრის გვირილა
მინდვრის ზამბახი, ბადიანი ზამბახი
მინდვრის მდოგვი
მინდვრის ნემსა
მირტი
მიწავაშლა
მიწამაყვალა, ბალახმაყვალა
მიწის ბარდა
მიხაკი
მიხაკის ხე, მიხაკი
მკერვალა
მოპიტნაო
მოცვი
მოცხარი
მჟავე ლაიმი
მჟაველა
მჟაუნა
მრავალფოთლიანი ხანჭკოლა
მრავალძარღვა
მრგვალი თავნასკვა
მრგვალი წამალი
მსუქანა
მსხალი
მსხალიჭა
მსხვილი გოგრა, თეთრი გოგრა
მსვილფოთოლა ცაცხვი
მსხვილყვავილა ჟასმინი, დიდყვავილა ჟასმინი
მუზარადა
მუშკის მარწყვი
მუხა
მუხუდო
მწარა
მჭამელა
მხოხავი ჭანგა

ნამდვილი ზირა, ზირაკი
ნამდვილი თამბაქო, ჩვეულებრივი თამბაქო
ნამდვილი რევანდი
ნარდი
ნარი
ნარინჯი
ნარისჯაგა
ნარშავი
ნარცეცხლა
ნაღველა
ნაცარა მურყანი
ნაცარქათამა
ნეგო, უკვდავა
ნესვი
ნიახურა
ნიახური
ნიგვზისძირა
ნივრის-დედა
ნიორი
ნისკარტა აქტინიდია
ნიუკა
ნუში

ოდაღაჯი, გვაიაკის ხე
ოთახის უკადრისა
ოთხფურცელა მარწყავ-ბალახი
ოლეანდრე
ომბალო
ონტკოფა
ონტკოფა პერუსი
ონჭო
ოპუნცია, დედინაცლის ენა
ორკბილა
ოროვანდი
ორფერი
ორფოთოლა
ორყურა
ოსერო
ოსმანთუსი
ოსპი
ოფი
ოქროქუდა
ოქროჩალა
ოქროცოცხა
ოქროწვიმა
ოქროწკეპლა
ოშოშა, ოშოში
ოჩოპენტრე
ოხრახუში

პანტა
პარაგვაული ჩაი, მატე
პარნასურა
პასიფლორა
პატარძალა
პატისონი, ბრტყელი ყაბაყი
პაჩული
პეკანი
პერილა
პერუს ონტკოფა
პილპილი
პირშუშხა
პირწმინდა
პოეტური ნარგიზი
პომიდორი
პრასა
პუერარია, კუძუ

ჟაბო, შაბო, შაბუ
ჟასმინი
ჟასმინი სამკურნალო
ჟენ-შენი
ჟოლო
ჟუნჟრუკი

რევანდი
რევანდი თათრული
რევანდი ნამდვილი
რევანდი სამკურნალო
რეზედა
რეზედა ბაღისა
რეზედა ყანისა
რეჰანი
რეჰანი ევგენოლისა
რეჰანი ქაფურისა
როზმარინი
რუსული მაყვალი
რუსული ღიღილო
რუსული ჭლაკვი
რქათავა
რცხილა
რცხილა კავკასიური
რძიანა
რძიანა-მაჯღავერი

სავარცხელა
საზამთრო
სათოვლია
საკმლის ხე
საკპინაჭი
სალათა
სალბი სამკურნალო
სალიხა
სამატლე
სამკურნალო ადონისი
სამკურნალო ბარისპირა
სამკურნალო მატრიკარია
სამკურნალო ჟასმინი
სამკურნალო ძიძო
სამოთხის ვაშლი, სამურაბე ვაშლი
სამტატა
სამფერა ია
სამყურა
სამყურა ლიმონი
სამყურას აბრეშუმა
სანდალოზი თეთრი
სანდალოზი წითელი
სანთელა ტყისა
სანთელა ყანისა
სანთლის ხე
საპონა
საპონელა
სარეპტის მდოგვი
სასტვენა
სასტვირია
სასუქა
სატაცურა კომბოსტო
სატაცური ლამური
სატაცური ძაღლისა
სატილია
საღეჭი პილპილი, ბეტელი
საღსაღაჯი
საყვითლო
საჭარა
საჭმელი კანა, აჩირა
სელი
სელი გუგულისა
სელიჭა
სენეგა
სენეგალიური აკაცია
სერადელა
სექვოია მარადმწვანე
სვია
სვინტრი
სვინტრი მთისა
სოკომორო
სიმინდი
სიმინდი კაჟა
სიმინდი კბილა
სიმინდი კილიანი
სიმინდი რბილი
სიმინდი ტკბილი
სიმინდი ცვილა
სკიპალო
სოია
სოინჯი
სორგო
სორგო შაქრისა /> სორგო ჩვეულებრივი
სორგო ცოცხისა
სოსანი ველისა
სოსანი ყანისა
სოჭი ბერძნული
სოჭი ერთფეროვანი
სოჭი ესპანური
სოჭი თეთრქერქა
სოჭი იაპონური
სოჭი კავკასიური
სოჭი კამჩატკური
სოჭი კილიკიური
სოჭი ნორდმანისა
სოჭი ციმბირული
სპარსული ღვარძლი
სპარსული ყოჩივარდა
სპელტა, ნამდვილი ასლი
სპერგულა
სპერგულა სელისა
სტაფილო
სტერკულია
სუდანური ბალახი, სუდანურა, სუდანური შალაფა
სულა
სუმბული
სუმბული აღმოსავლური
სუმბული წყლისა
სურნელოვანი ზეთის ხე, ოსმანთუსი
სურო
სურო გველისა
სურო კავკასიური
სურო კანადური
სურო კოლხური
სურო ჩვეულებრივი
სურო ცვილისა
სურო წყლისა
სუსამბარი
სუფრის ჭარხალი ვარდისფერი
სუფრის ჭარხალი თეთრი
სუფრის ჭარხალი ყვითელი
სუფრის ჭარხალი წითელი
სუძა
სწორი შვრიელა

ტაბელა
ტაბლაყურა, ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ტარო
ტარხუნა
ტაუ-საღიზი
ტაქსოდიუმი
ტაცეტი
ტეგანი
ტენცო, წყლის პიტნა
ტეოსინტე
ტეოსინტე, ბელეკონი
ტექის ხე, ტექტონი
ტეფა
ტილჭირი, აკონიტუმი
ტიმოთელა, თომოტის ბალახი
ტირიფი
ტირიფი ბრტყელი
ტირიფი მტირალა
ტირიფი მყიფე
ტიტა
ტკაცუნა
ტკბილი ლაიმი
ტკბილი სიმინდი
ტლანქი ლიმონი, ჯამბირი
ტორფის ხავსი, თეთრი ხავსი
ტრაუტფერის ბოკვი
ტუბეროზა
ტუია
ტუია გიგანტური
ტუია დასავლური
ტუნგი იაპონური
ტუნგი მთისა
ტუნგი ფორდისა
ტუნგი ჩინური
ტუნისური ბალახი
ტურანგი
ტურნეფსი
ტუხტი
ტუხტი ბაღისა
ტუხტი სამკურნალო
ტუხტი ყანისა
ტუხტი ყითელი
ტუხტი ჩინური
ტყემალი
ტყვიაბალახა
ტყისბოლოკა
ტყის ვაზი
ტყის თივაქასრა
ტყის კამა
ტყის მარწყვი
ტყის მრავალძარღვა
ტყის მიხაკი
ტყის პიტნა
ტყის ჟუნჟრუკი
ტყის სამყურა
ტყის სანთელა
ტყის ღიღილო
ტყისურა
ტყის ფარსმანდუკი
ტყის ფურისულა
ტყის ქამა-სოკო
ტყის ქოთანა
ტყის ქონდარი
ტყის ჩიტისთვალა
ტყის ცერცველა
ტყის ცოცხი
ტყის წიწმატი
ტყის ჭორტანა, კომელინა, ცისფერთვალა
ტყიურა
ტყუბლა-სოკო

უგრეხელი
უზანი
უკადრისა
უკადრისა ოთახისა
უკვდავა
ულბო
ულეწელა
ულუმბო
უნაბი
უნგრული ცერცველა, პანოიის ცერცველა
უნშიუ მანდარინი
უპანი
უჟმურა
ურარტული ნუში
ურაშა
ურთხელი
ურიში
ურო
ურო ლიმონისა
ურცი
უსუპი
უსურვაზი, ტყის ვაზი
უსურვაზი ამერკული
უსრიული პანტა
უფერულა
უფხო ღვარძლი
უფხო შვრიელა
უცვეთელა
უცუნა
უძოვარა
უძრახელა
უჭურველი
უხრავი
უჯანგარი

ფამფარა
ფამფარა ბაღისა
ფამფარულა, კევის ბალახი
ფანტია სელი
ფანქრის ხე
ფანქრის ხე ამერკული
ფართოფოთლიანი ჭანჭყატა
ფარსმანდუკი
ფარსმანდუკი ტყისა
ფაცელია
ფეიჰოა
ფერისცვალა
ფესვმაგარა
ფეტვი
ფეტვი ზანგური
ფეტვი ინდური
ფეხფოთოლა
ფიგი
ფითრი
ფიკუსი კაუჩუკისა,
ფიკუსი ოთახისა
ფირმიანა
ფისოვანა
ფიჭვი
ფიჭვი ბიჭვინთისა
ფიჭვი ვეიმუტისა
ფიჭვი ევროპული
ფიჭვი ელდარისა
ფიჭვი ზღვისპირა
ფიჭვი თეთრი
ფიჭვი იტალიური
ფიჭვი კავკასიური
ფიჭვი მანჯურული
ფიჭვი მტირალა
ფიჭვი ყირიმული
ფიჭვი შავი
ფიჭვი ციმბირული
ფიჭვი ჭაობისა
ფლორენციული ზამბახი
ფლოქსი
ფოთლოვანი კომბოსტო, საკვები კომბოსტო
ფოთლოვანი ჭარხალი
ფოთოთი
ფოთოლეკალა
ფოლიო
ფოლიო ცისა
ფოლორცის ბალახი ცის
ფორდის ტუნგი
ფორთოხალი
ფოხვერა
ფრანგული კოინდარი
ფრთათეთრა
ფრთათეთრა ბაღისა
ფრთაფოთოლა
ფრთისებრი ჯონჯოლი
ფრინტა
ფსტა, ბუსტული
ფუნთუშა
ფურისულა
ფურისულა დიდჯამა
ფურისულა წყლისა
ფუტკარა
ფუტკრის-დედა
ფუფალა
ფუჩფუჩა
ფუჭფუჭა
ფქვილიო
ფშატა-ტირიფი
ფშატი
ფშატი ველური
ფშატფოთოლა ბერყენა
ფშნის ეკალი
ფშნის ენდრო
ფშუკურა
ფხიჯა, ქვატეხია
ფხუწა

ქაბისჩალა
ქათმისკუჭა, გიორგელა
ქათმისქოჩორა
ქალამანა
ქალბანა
ქამა-სოკო
ქამა-სოკო ტყისა
ქამეროფსი
ქარაგოზი
ქარაძენძი
ქართლის ზამბახი
ქართული ესპარცეტი
ქართული ზამბახი
ქართული კოწახური
ქართული ლალემანცია
ქართული მუხა
ქართული ნემსიწვერა
ქართული ნუში
ქართული ქოთანა
ქართული ყოჩივარდა
ქარქვეტა
ქარცხვი
ქასრა
ქატმი, ფოხვერა
ქაფუნა
ქაფურის რეჰანი
ქაფურა
ქაფურის ხე
ქაფურის ხე ცრუ
ქაღაზბადამი
ქაღალდის არალია
ქაღალდის თუთა
ქაღალდის ხე იაპონური
ქაცვი
ქაცვი ამერიკული
ქაცვი კანადური
ქენდირი
ქენდირი ამუ-დარიისა
ქერი
ქერი ბრტყელი
ქერი ველური
ქერი კულტურული
ქერი მრავალმწკრივიანი
ქერი ორმწკრივიანი
ქერი შიშველი
ქერიფქლა
ქერშიშველი
ქვათესლა
ქვამუხა
ქვაპურა
ქვატეხია
ქვებლანდისა
ქვეყნის გული
ქვიშამხალი
ქვრიმა, მოჰარი
ქითრა
ქინაქინის ხე
ქინძარა
ქინძი
ქინძი ძაღლისა
ქისრიბა
ქიშმიშის აქტინიდიაა
ქლიავი
ქოთანა კლდისა
ქოთანა ტყისა
ქოთანა ქართული
ქონა
ქონდარა არყი
ქონდარა ბალამწარა
ქონდარა ბანანი
ქონდარა ზამბახი
ქონდარა ნუში
ქონდარა პალმა, ქამეროფსი
ქონდარა ფიჭვი
ქონდარა ღვია
ქონდარა ხორბალი
ქონდარი ბაღისა
ქონდარი ტყისა
ქონის ხე
ქორაფი
ქოქ-საზიღი
ქრიზანთემა
ქრისტესბეჭედა
ქრისტესთვალა
ქრისტესისხლა
ქუბაბა
ქუთქუთა
ქუნჯუტი
ქურქუმა
ქუჩი, ველის წივანა
ქუჩულა

ღამის დედოფალი
ღამის ია
ღანძილი
ღანძილი მთისა
ღვარძლი
ღვარძლი უფხო
ღვარძლი სპარსული
ღვედკეცი
ღვია
ღვია ვირჯინიული
ღვია კაზაკური
ღვია ქონდარა
ღვია შავი
ღვია წითელი
ღვიიის ფითრი
ღვინა
ღვინა ყვითელი
ღვინიო
ღიმი, ატოლი
ღიღილო
ღიღილო რუსული
ღიღილო წითელი
ღიჭა
ღობისძირა
ღოლო
ღოლო მთისა
ღოლომჟავა
ღოლო-მხალი
ღოლო ჩვეულებრივი
ღოლოშმაგა
ღომი
ღომი ველური
ღორის ბირკა
ღორის ქადა
ღორღორა
ღოღნოშო
ღრიანჭველა

ყაბაყი
ყაბაყი ბრტყელი
ყავა
ყავა არაბული
ყავა ლიბერიული
ყაზახა
ყაისუმი

შაბთარი
შაბი, შაბუ,
შავბალახა
შავდავითა
შავთარა
შავი არყი, რადეს არყი
შავი ასკილი
შავი გვიმრა
შავი დიკა
შავი თავთუხი
შავი კაკლის ხე
შავი კუნელი
შავი მდოგვი
შავი მოცხარი
შავი მურყანი
შავი მჭადი
შავი ნაძვი
შავი სანდალოზი
შავი საქსაული
შავი ღვია
შავი ცერცველა
შავი თავთუხი
შავჩოხა- სოკო
შავჩოხა
შავწამალა
შავჯაგა, ჯღარდალა
შალამანდილი
შალაფა
შალაფა სუდანური
შალგი
შამბალილა, ულბო
შაქარა ბანანი, ბრძენთა ბანანი
შაქრის ლერწამი
შაქრის ნეკერჩხალი
შაქრის პალმა
შაქრის სორგო
შაქრის ჭარხალი
შემოდგომის წინწკალა
შესანისნავი იუკა
შვედური სამყურა
შვია
შვიტა
შვიტურა
შვრია
შვრია შიშველი
შვრია ჩვეულებრივი
შვრიანა
შვრიანა მდელოსი
შვრიელა
შვრიელა ბანისა
შვრიელა სწორი
შვრიელა უფხო
შვრიელა ჭვავიფერი
შვრიელა ჭრელი
შვრიუკა, ველური შვრია
შივო-მიკანი
შინდანწლა
შინდი
შირბახტი, ქუჯუნტი, სიმსიმი
შიშველი ქერი, ქერშიშველი
შიშველი შვრია
შმაგა, კავკასიური ბელადონა
შოთხვი
შოკოლადის ხე
შორვალა
შოროქანი, შოროქნის ცოცხი
შრეში
შრიალა-ბალახი
შროშანა
შროშანი
შროშანი ზღვისა
შროშანი მთისა
შროშანი ყვითელი
შტოში
შუბანა
შუპყა
შქერი
შხამა
შხამა-სოკო
შხამიანი თუთუბო
შხაპრი

ჩაგირი
ჩადუნა
ჩაი მექსიკური
ჩაი პარაგვაული
ჩაიოტი
ჩაი
ჩაის ბუჩქი ასამური
ჩაის ბუჩქი ჩინური
ჩაის ვარდი
ჩალამბარა
ჩალამძივი
ჩალაყვავილი
ჩარანი
ჩაქვის ბალახი
ჩაღანდრი
ჩაწყობილა
ჩაწყობილა-ბაია
ჩელტა-ზანდური
ჩელტა-მახა
ჩვეულებრივი ავოკადო, გვატემალური ავოკადო
ჩვეულებრივი ბარდა
ჩვეულებრივი ესპარცეტი
ჩვეულებრივი ვაზი
ჩვეულებრივი თამბაქო
ჩვეულებრივი თივაქასრა
ჩვეულებრივი თხილი
ჩვეულებრივი იონჯა
ჩვეულებრივი იფანი
ჩვეულებრივი კაკლის ხე, კაკალი
ჩვეულებრივი კანაფი
ჩვეულებრივი კოწახური
ჩვეულებრივი ლიმონი
ჩვეულებრივი ლობიო
ჩვეულებრივი მანანა, კალუნა
ჩვეულებრივი მატიტელა
ჩვეულებრივი მაჯაღვერი
ჩვეულებრივი მოცხარი, წითელი მოცხარი
ჩვეულებრივი მურყანი
ჩვეულებრივი ნამიკრეფია
ჩვეულებრივი ნეკერჩხალი
ჩვეულებრივი ნუში
ჩვეულებრივი საზამთრო
ჩვეულებრივი სელი
ჩვეულებრივი სორგო
ჩვეულებრივი სურო
ჩვეულებრივი ღოლო
ჩვეულებრივი შვრია
ჩვეულებრივი ცერცველა
ჩვეულებრივი ცირცელი, ჭნავი
ჩვეულებრივი ძირწითელა
ჩვეულებრივი წაბლი
ჩვეულებრივი ჭანჭყატა
ჩვეულებრივი ჭვავი
ჩვეულებრივი ხორბალი
ჩვეულებრივი ხურმა
ჩვეულებრივი ჯიჯლაყა
ჩვეულებრივი ჯონჯოლი, ფრთისებრი ჯონჯოლი
ჩილური არაუკარია
ჩინგილი
ჩინური აბელია
ჩინური აუკუბა
ჩინური ბანანი, ქონდარა ბანანი
ჩინური დარიჩინის ხე
ჩინური ვაშლი
ჩინური ვაციწვერა
ჩინური თუთუბო
ჩინური ინდიგო
ჩინური ისპანახი
ჩინური კარტოფილი
ჩინური კომბოსტო
ჩინური ჟასმინი
ჩინური ტუნგი, ფორდის ტუნგი, ჩინური ტუნგის ხე
ჩინური ტუხტი
ჩინური წაბლი
ჩინური ხახვი
ჩიტავაშლა
ჩიტაკომშა, ჩიტაწკეპლა
ჩიტიბუდა
ჩიტის ბირკა
ჩიტისთავა
ჩიტისთვალა ტყისა
ჩიტისთვალა ყანისა
ჩიტის ია
ჩიტის იონჯა
ჩიტიფეტვა
ჩიტიფეხა, სერადელა
ჩიტიყველა
ჩიტიწვივა
ჩოღანო
ჩუა
ჩუფა

ცალმარცვალა
ცალმარცვალა ველური
ცაცხვი
ცაცხვი ვერცხლა
ცაცხვი კავკასიური
ცაცხვი მსხვილფოთოლა
ცაცხვი წვრილფოთოლა
ცახის ბალახი
ცახცახა
ცერეცო
ცერცვეკალა, ფიგი
ცერცველა ბანჯგვლიანი
ცერცველა ბეწვიანი
ცერცველა თაგვისა
ცერცველა ოსპისებრი
ცერცველა პანონიისა
ცერცველა ტყისა
ცერცველა უნგრული
ცერცველა ყანისა
ცერცველა შავი
ცერცველა ჩვეულებრივი
ცერცველა ცვალებადი
ცერცველა ცხენისა
ცერცვი
ცერცვი მტრედისა
ცერცვი ხავერდა
ცეცხლეკალა
ცვალებადი ცერცველა
ცვილა სიმინდი
ცვილიანა
ცვილის ხე
ცვილის სურო
ციკასი იაპონური
ცვრიანა
ციკუტა
ცილინდრული ლუფა
ციმბირული ლარიქსი
ციმბირული ნაძვი
ციმბირული სოჭი
ციმბირული ფიჭვი
ციმბირული ქენდირი
ციმციმა
ცინერარია ნაცარა
ცინერარია ჰიბრიდული
ცირცელი
ცისანა
ცის-ვაზი, გლიცინია
ცისთვალა
ცისკარა
ცისფერი იონჯა
ცისფერი ლოტოსი
ცის-ფოლიო
ციტრონო
ციურა
ციფომანდრა
ციცინო
ცოცხა-ბალახი
ცოცხანა, ცოცხობა
ცოცხი ტყისა
ცოცხი ყვითელი
ცოცხის სორგო
ცოცხმაგარა
ცოცხობა
ცრუაკაცია
ცრუქაფურის ხე
ცრუცუგა
ცრუცუგა დუგლასისა
ცრუცუგა იაპონური
ცუგა
ცუგა ამერიკული
ცუგა იაპონური
ცულისპირა
ცხენისკბილა
ცხენისკბილა სოკო
ცხენისკუდა
ცხენისმუხლა
ცხენის ცერცველა
ცხენისწაბლა
ცხენისწაბლა წვრილყვავილა
ცხვარა
ცხვირისატეხელა, ადონისი
ცხვირისატეხელა ყვითელი
ცხვრის კვლიავი
ცხვრის სამყურა
ცხვრის წივანა
ცხიმურა
ცხრაფერა
ცხრატყავა
ცხრატყავა თათრული
ცხრატყავა ქართული

 ძაბრა-სოკო
ძარა
ძაფოვანი იუკა
ძაღლის ბირკა
ძაღლის ენა
ძაღლის პიტნა, ჭინჭრისგერა
ძაღლის სატაცური, მიხელტა
ძაღლის ქინძი
ძაღლმაყვალა
ძაღლნიორა
ძაღლნიორა იმერული
ძაღლყურძენა
ძაძა
ძახველა, ძახველი
ძახველი მარადმწვანე
ძელქვა
ძერანა
ძეძვი
ძეწნა, მტირალა ტირიფი
ძეხვის ხე
ძიგვა, ქისრიბა
ძირთეთრა
ძირმწარა
ძირტკბილა
ძირტკბილა კლდისა
ძირყვითელა
ძირშავა
ძირშაქარა
ძირწითელა
ძირწითელა ლურჯი
ძირწითელა ჩვეულებრივი
ძიძას ბალახი
ძიძო
ძიძო თეთრი
ძიძო ყვითელი, ძიძო სამკურნალო
ძმერხლი
ძმრის ხე
ძურწა
ძურწა მწვანე
ძურწა ნამდვილი
ძურწა ყვითელი
ძუძუმაყვალა

წაბლი
წაბლი ამერიკული
წაბლი იაპონური
წაბლი ჩინური
წაბლი წყლისა
წაბლფოთოლა მუხა
წალიკა
წალიკა ბოსტნისა
წალიკა სელისა
წალიკა წითელი
წამალწვრილი
წართხალი
წახნაგოვანი ლუფა, ავღანური ლუფა
წბილა
წებოვანი იონჯა
წეკო
წეროსწვივა
წერწა
წვიტა
წვრილფოთოლა ცაცხვი
წვრილყვავილა ცხენისწაბლა
წიაპა
წიაღა
წიბა
წივანა
წივანა მდელოსი
წივანა ცხვრისა
წივანა წითელი
წივანა ჭრელი
წითელი გვირილა
წითელი დიკა
წითელი თავთუხი
წითელი კუნელი
წითელი ლიმონი
წითელი მოცვი
წითელი მოცხარი
წითელი მხალი, ფოთლოვანი ჭარხალი, მაგნოლდი
წითელი სამყურა
წითელი სანდალოზი
წითელი ღვია, ფანქრის ხე
წითელი ღიღილო
წითელი შხამ-სოკო
წითელი წალიკა
წითელი წივანა
წითელი ხე ამერიკული
წითელი ჯინჭარი, ნანკინის პერილა
წითელი ჯინჭრის ენა
წითელი ჯიჯლაყა
წითელწვერა
წითლიო
წინწკალა
წინწკალა შემოდგომისა
წიფელი, წიფელა
წიფელი ამერიკული
წიფელი აღმოსავლური
წიფელი ევროპული
წიფლისძირა
წიწაკა
წიწაკა ბულგარული
წიწაკის აბრეშუმა
წიწიბურა
წიწიბურა თათრული
წიწილკურა
წიწინაური
წიწმატა-სელი
წიწმატელა
წიწმატი
წიწმატი ბრაზილიური
წიწმატი ტყისა
წიწმატი წყლისა
წიწმატურა
წკიალა სოკო, ჯიმლა
წნორი
წურწუმა
წყავი
წყავმაზა
წყალიკრეფია
წყალნაწყენი
წყვილმარცვალა ველური
წყლის ბაია
წყლის ბამბა
წყლის ბრინჯი
წყლის დვალურა
წყლის ვაზი
წყლის ვარსკვლავა
წყლის ზამბახი
წყლის იელი
წყლის კაკალი, ჭუღუმბური
წყლის მანანა
წყლის მარწყა-ბალახი
წყლის მრავალძარღვა
წყლის პერი, ლემნა
წყლის სამყურა
წყლის სუმბული
წყლის სურო
წყლის ფურისულა
წყლის წაბლი
წყლის წიწმატი
წყლის ჭირი

ჭადარი
ჭადარი აღმოსავლური
ჭადარი დასავლური
ჭადარი ხუთთითა
ჭალაფშატა, ფშატი ველური
ჭალის ვერხვი
ჭალის მუხა
ჭანგა
ჭანგა ამერიკული
ჭანგა დატოტვილი
ჭანგა მხოხავი
ჭანდარი
ჭანური ზამბახი
ჭანური ნეკერჩხალი
ჭანჭყატა
ჭანჭყატა იაპონური
ჭანჭყატა მეჭეჭიანი
ჭანჭყატა ფართოფოთლიანი
ჭანჭყატა ჩვეულებრივი
ჭაობის კვიპაროზი, ტაქსოდიუმი
ჭაობის ფიჭვი
ჭარელა
ჭარხალი
ჭარხალი სუფრისა
ჭარხალი ფოთლოვანი
ჭარხალი შაქრისა
ჭარხლიფოჩა
ჭაღარა სამყურა
ჭახრაკაული
ჭერამი
ჭეჭველა
ჭეჭკეტა-სოკო
ჭვავი
ჭვავი ჩვეულებრივი
ჭვავისებრი შვრიელა
ჭიაფერა
ჭიკარტი
ჭილი
ჭინჭარა
ჭინჭარი
ჭინჭრისგერა
ჭინჭრის-დედა
ჭინჭრიფოთოლა
ჭიოტა
ჭიოტა სელისა
ჭკვალი
ჭლაკვი
ჭლაკვი რუსული
ჭოროხის მუხა
ჭორტანა
ჭორტანა ტყისა
ჭრელი წივანა, ლერწმქუჩი
ჭრელყვავილა იონჯა
ჭუღუმბური
ჭყანტა
ჭყიმა-მხალი
ჭყიმი
ჭყიპანტა
ჭყორი
ჭყორფოთოლა

ხავერდა, იმერული ზაფრანა
ხავერდა-ცერცვი
ხავსი
ხავსი თეთრეი
ხავსი ირმისა
ხავსი ტორფისა
ხაზაზა
ხანდური
ხანჭკოლა
ხანჭკოლა თეთრი
ხანჭკოლა ლურჯი
ხანჭკოლა მრავალფოთლიანი
ხანჭკოლა ყვითელი
ხანჯალა
ხართუთა
ხარისვარდა
ხარისთვალა
ხარისკუდა, შუბანა
ხარისფაშვა
ხარისშუბლა
ხარისჩლიქა
ხარისძირა
ხარნუყა
ხატოტი
ხაშხაში
ხახამა
ხახვთესლა
ხახვი
ხახვი ზღვისა
ხახვი კლდისა
ხახვი ჩინური
ხახვილო
ხახვისთავა
ხახვისფოჩა
ხახია
ხბოშუბლა
ხებალახა
ხებუერა
ხეგვიმრა
ხევარდი
ხევერცხლა
ხევსურის დიყი
ხეთამხალი
ხეკაქტუსი
ხეკოლა, კოლა
ხემაგარა, ფირმიანა, სტერკულია
ხემარწყვა
ხემახვია, ხემოა
ხემყრალი
ხეპილპილა
ხეპომიდორი, ციფომანდრა
ხერკინა
ხერკინა ლენქორანული
ხერხა
ხერხფოთოლა
ხეტიტა
ხეტუხტი
ხეშავი
ხეშროშანა
ხეჭრელი
ხეჭრელი ამერკული
ხეჭრელი იმერული
ხეჭრელი კლდისა
ხვალო, ჭალის ვერხვი
ხვალო თეთრი
ხვართქლა
ხვართქლა მლაშე
ხვარხვარა
ხვიარა ვარდი
ხვიტი
ხმალა, ხანჯალა
ხოვერა
ხოკერა-გოგრა
ხომანდული
ხომეჭი
ხორბალი
ხორბალი აბაშური
ხორბალი აბისინიური
ხორბალი ინგლისური
ხორბალი ინდური
ხორბალი მაგარი
ხორბალი მახა
ხორბალი მრგვალმარცვალა
ხორბალი პოლონური
ხორბალი რბილი
ხორბალი რბილი უფხო
ხორბალი რბილი ფხიანი
ხორბალი საგაზაფხულო
ხორბალი ქონდარა
ხორბალი ჩვეულებრივი
ხოროსანი
ხორციფერა
ხრაშუნა
ხრიალა
ხუთთითა ჭადარი
ხუთყურა
ხურმა
ხურმა აღმოსავლური
ხურმა ვირგინიული
ხურმა იაპონურიხურმა ჩვეულებრივი
ხურტკმელი
ხურხუმა
ხუჭუჭა, ბეკმანია

ჰარტვისის მუხა
ჰევეა ბრაზილიური
ჰელიოტროპი
ჰელიოტროპი ბაღისა
ჰიბრიდული ცინერარია
ჰიკორი
ჰიმალაური კედარი
ჰიმალაური კვიპაროსი
ჰიმალაური ნაძვი
ჰორიზონტალური კვიპაროსი
ჰორტენზია
ჰოსტა