logo-herba

antiD-header

დიმიტრი უზნაძე. ომის ფილოსოფია

ომის ფილოსოფია1

სიკვდილი როგორც ბოროტება
მახსოვს, ამ რამდენიმე წლის წინ ერთი სურათი ვნახე, სურათი სრულიად სადა, უბრალო ხასიათის იყო. მაგრამ მან მაინც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

წარმოიდგინეთ მშვენიერი ახალგაზრდა ასული. იგი ტბის გაყინულ ზედაპირზე მოხდენილად მოსრიალებს; მაგრამ მას მუდამ თან მისდევს მისი ჩრდილი, რომლისთვისაც მხატვარს სიკცდილის ჩონჩხის სახე მიუცია. მას თვისი უსულო, უხორცო ხელები წინ გაუშვერია. იგი ცდილობს ასულის მშვენიერი სხეული მკლავებში მიიმწყვდიოს და თავის ცივ გულზე მიიკრას. მას სურს მისი სიცოცხლის მაჯისცემა სამუდამოდ ჩააქროს, მაგრამ თითქოს ასული გრძნობს თავისი უხილავი თანამგზავრის განზრახვას. იგი მისრიალებს ტბის ზედაპირზე და აი, უახლოვდება ისეთ ადგილს, რომელიც საკმაოდ გაყინული არ არის... სამარისია ერთი წუთი და ისიც გადაიჩეხება. სიკდილიდ აჩრდილი ათრთოლებულ ხელებს სწევს ქალწულისაკენ, მაგრამ ქალწული უეცრად განზე იხრება, თითქოს მას სიკვდილის ხელიდან გასხლდომა უნდოდეს. იგი იცვლის მიმართულებას და განაგრძობს თავის გზას. გადის დრო... იგი უცებ წონასწორობას კარგავს და სიკვდილის ჩონჩხიც კიდევ მეტი წყურვილით იშვერს ხელებს ქალწულისაკენ, რათა მისი მშვენიერი სხეული გულზე მიიკრას; მაგრამ ქალწული იმწასვე სიმძიმის ცენტრს პოულობს და ამგვარად სიკდილს კიდევ ხელიდან უსხლტება. ერთი სიტყვით, ყოველი ნაბიჯი ამ ქალწულისა, ყოველი მიმოხვრა და მოძრაობა მისი სხეულისა განსაზღვრულია ერთი გრძნობით, ერთი სურვილით: სურვილით, რომ სიკვდილის უსულო ჩონჩხს ხელში არ ჩაუვერდეს. ამგვარად, მთელი მიმართულება ამ ქალწულისა სიკვდილის შიშის გრძნობით არის ნაკარნახევი, ამ სურათამ ჩემზე დიდი შთაბეჩდილება მოახდინა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმიტომ, რომ მის დანახვაზე ჩმს ცნობიერებაში ადამიანის სიცოცხლის ბედის სურათი მთელი თავისი სიგრძე-სიგანით დაიხატა და, მართალაც, განა ასეთი არ არის მთელი ცხოვრება ადამიანისა!
განა ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცცოვრებისა შიშის გრძნობით არ არის ნაკარნახევი; განა ჩვენი დაბადების პირველსავე მომენტიდან იმის ცდაში არა ვართ, რომ სიკვდილის ცელის მსხვერპლი არ შევიქნეთ! ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების, ჩვენი კერძო არსებობის პირობები, ყველა ფორმა ჩვენი ყოფნისა სიკვდილის შიშის გრძნობით არის შექმნილი და გამოწვეული. ეს შიშია ამგვარად მთელი ჩვენი ცხოვრების მმართველი პრინციპი. იგი უმთავრესი რეგულატური მომენტია ადამიანის მთელი ცხოვრებისა.
ამ სახით, სიკვდილის შიში მუდმივი და აუცილებელი ფაქტია მთელ საკაცობრიო ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი გამსჭვალულნი ვართ ამ გრძნობით და იმის მიხედვით ვაშენებთ და ვანგრევთ ჩვენი ცხოვრების შენობას. მართა-ლია, არსებობს ზოგი უმადური და უბედური ძე ამა ქვეყნიური სიცოცხლისა. მათთვის მთელი ცხოვრება ადამია-ნისა უმიზნო და უაზრო ბრძოლაა სიკვდილის ყოვლისშემძლე ძლევამოსილებასთან, ბრძოლა, რომელიც სულ ერთია ბოლოს სიკვდილის ძლევით გათავდება: ამიტომ სიკვდილი ასეთებისათვის ხსნაა, იგი მათთვის უდიდესი სიკეთეა, რასაკვირველია, მათთვის შიში სიკვდილის წინაშე აღარ უნდა არსებობდეს, და ისინიც აღტაცებული მოკრძალებით ჩასჩერებიან სიკდდილის ბნელად ამოღრმავებული თვალების ბრმა გამომეტყველებას, თითქოს მეტი მოუთმენლობით მოელოდნენ მისი ფარული მოსვლის საიდუმლოების განჭვრეტას.
სიკვდილის ასეთ აპოლოგეტებს პესიმისტებს უწოდებენ. მათთვის უცხო უნდა იყოს შიში სიკვდილის წინაშე, და ამიტომ მათი ცხოვრებაც გამონაკლისს უნდა შეადგენდეს სხვათა ცხოვრებასთან შედარებით. მაგრამ სინამდვილეში სულ სხვას ვხედავთ. სიკვდილის ეს აპოლოგეტები მხოლოდ სიტყვით არიან მისი მეგობრები, მაგრამ, როდესაც საქმით დასჭირდებათ, სიკვდილთან მეგობრობის გამოაშკარავება, მაშინ ისინიც ისე იმსჭვალებიან თავისი მეგობრის შიშით, როგორც ყველა ჩვეულებრივი მოკვდავი. გაიხსენეთ შოპენჰაუერი! ვინ იყო მასზე უფრო ბრწყინვალე მოციქული პესიმიზმისა, მაგრამ ძნელია იპოვოთ ისეთი ადამიანი, რომელიც მასზე უფრო გაურბოდა სიკვდილს.
ამვარად, აშკარაა, სიკვდილის ფაქტი ყველას თანასწორ საშინელებას აღუძრავს არსებაში, ყველას თანაბარი შიშის თრთოლვით უქრობს იმედს და თუ ეს ასეა, მაშასადამე, იგი ფაქტობრივად ყველასთვის ერთგვარი სიდიდის ბოროტებნას უნდა წარმოადგენდეს, მოროტებას იმდენად აბსოლუტურს, რამდენადაც აბსოლუტურია მისგან გამოწვეული შიში.


მეტაფიზიკური სიკვდილი არ არის ბოოროტება


მაგრამ არის კი ასე? მართლა წარმოადგენს სიკვდილი ბოროტებას, თუ იგი სიკეთეა, რომელიც ყოველი სიცოცხლის ზრდასთან და გაფართოებასთან ერთად იზრდება და მწიფდება. არის ხომ ზოგი მოაზროვნე, რომელიც სიკვდილში უფრო ასეთი პრობლემის დასმა და, მაშასადამე, არც ისე ეჭვმიუდგომელი ჭეშმარიტება ყოფილა სიკვდილის ფაქტის უაღრესად ბოროტად აღიარება.
გავსინჯოთ, რას გვეუბნება ყველას არსებაში დამარხული შიში სიკვდილის წინაშე? სიკვდილი ბოროტება არისო, თორემ სხვანაირად გაუგებარი იქნებოდა ის აბსოლუტური შიში, რომელსაც სიკვდილის ფაქტის წინაშე განვიცდით. მაგრამ როგორ მუშავდება, როგორ იბადება და მწიფდება ეს შიში ჩვენს არსებაში? ადამიანის სიცოცხლე აუარებელ უცხო მოვლენათა გავლენას განიცდის. იგი ნაზი მცენარეა, რომელიც აუცილებლად უნდა შეეგუოს იმ გარესკნელის თვისებით, სადაც მას გაუხარებია და გაზრდილა, თუ სურს ტავისი არსებობის შენარჩუნება. ეს შეგუება ამიტომ მთელი მისი ცხოვრების შინაარსს, მთელი მისი მოქმედების ამოცანას შეადგენს. ეს შეგუება მისი პრაქტიკული ცხოვრების მორევს აძლევს მიმართულებას. სწორედ აქ, ამ შეგუების პროცესში იბადება ათასგვარი აზრი, რომელიც აახლოებს ადამიანს მის პრაქტიკულ მიზანთან, რომელიც შეიგნებს მისი საუკეთესო არსებობის პირობებს. აქ, ამ პრაქტიკულ საქმეში იჭედება და ილესება ადამიანის გონება. ხოლო იმისთვის, რომ ადამიანი საუკეთესოდ შეეგუოს თავისი გარესკნელის პრობლემებს, სრულებით არ არის საჭირო შეგნება, შემეცნება ამ პირობების არსისა. საჭიროა მხოლოდ ცოდნა მათი ურთიერთგავლენისა, მათი ერთმანეთზე დამოკიდებულებისა, საჭიროა შეგნება მხოლოდ მათი გარეშე თვისებებისა, რათა ადამიანმა იცოდეს, თუ რა მოსდევს ამა თუ იმ მოვლენას, რა ზიანისა და სარგებლობის მოტანა შეუძლია მას, რომ ყოველი ეს მოვლენა თავისი ცხოვრების სასარგებლოდ მიმათოს. რა საჭიროა, მაგალითად, ადამიანმა იცოდეს არსი რომელიმე ხილისა, თუკი მან იცის, რომ ესა თუ ის ხე ამა და ამ დროს მწიფესა და გემრიელ ხილს იძლევა. მას ხომ ამ ხილის მეტი პრაქტიკულად არაფერი აინტერესებს. რა საჭიროა ადამიანმა იცოდეს, არსი მიწისძვრისა, თუკი მან კარგად იცის ის მავნე შედეგები, რომლებიც შეიძლება მას აუციოლებლად მოჰყვეს. ამ სახით ადამიანი იმთავითვე ეჩვევ მოვლენათა ურთიერთგავლენის შემეცნებას, ხოლო არსებითი ცოდნა ამ მოვლენებისა მისი ინტერესების სფეროს გარეშე რჩება. ამიტომ იგი მოვლენათა ზედაპირზე სრიალს უფრო ეგუება, ვიდრე მათი არსის ჩაწვდომასა და მის შემეცნებას. ცხადია, ასეთ პირობებში ადამიანი მხოლოდ მოვლენათა ზედაპერზე დარჩებოდა. ამიტომ ახირებული იქნება, ჩვენი პრაქტიკული ვცოვრების პირობებში გალესილ გონებას ნამდვილი, არსებითი, აბსოლური შემეცნება მოვთხოვოთ. საიდან უნდა მოგვცეს მან ასეთი აბსოლუტური შემეცნება, როდესაც იგი მხოლოდ შედარებითი შემეცნების ძიებაში გაიზარდა და გაილესა. ამგვარად, როდესაც რაიმე აბსოლუტურის, არსებითი ცოდნის მიება გსურთ, ტყუილად ნუ მიმართავთ გონებას. იგი გადაჭრილ პასუხს ასეთ შემთხვევაში ვერ მოგცემთ.
ასეთივე თქმა შეიძლება იმ გრძნობების შესახებაც, რომლებიც ჩვენი პრაქტიკული ცხოვრების ნიადაგზე ამუშავებული ცნობიერებაში იბადება. როდესაც ტქვენ რაიმე მოვლენის ნამდვილი შეფასება გსურთ, ასეთი გრძნობებისაგან ნუ მოელით თქვენი სურვილის დაკმაყოფილებას. ისინი ასეთ შემთხვევაში არასაიმედო მოწმობას მოგცემენ. მათი სამე მხოლოდ პრაქტიკულად მნიშვნელოვანი მომენტების შეფასებაა. ის კი, რაც პრაქტიკაზე მაღლა დგას, უცნობისა და გაუგებარი მნიშვნელობისაა ასეთი გრძნობებისათვის. ავიღოთ, თუ გნებავღ, სიკვდილის ფაქტი. თქვენ გსურთ მისი არსებითი მნისვნელობის შეფასება. ცხადია, ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრების ველზე აღმოცენებულ გრძნობისათვის მისი მნიშვნელობა მხოლოდ უარყოფითი ხასიათის იქნება. სიკვდილი ხომ უარყოფაა, ხომ დაბოლოებაა ჩვენი პრაქტიკული ცხოვრებისა. ამიტომ ჩვენი ჩვეულებრივი გრძნობების შეფასებით იგი უდიდესი ბოროტება იქნება. მაგრამ თქვენ ხომ სკვდილის პრაქტიული მნიშვნელობის შეფასება არ გსურთ; თქვენ მისი არსებითი, მისი აბსოლური ღირებულება გაინტერესებთ! ჩანს, თქვენს საკითხს ჩვეულებრივ გრძნობათა შეფასება ვერ გადაჭრის. მაშასადამე, როდესაც უდიდეს ბოროტებას გვიხატავს, ეს მისი აბსოლუტური კი არა, პრაქტიკული შეფასება ყოფილა.
მაგრამ ნუთუ ეს იმის მომასწავებელია, რომ რადგან ადამიანის ცნობიერება იმტავითვე პრაქტიკული ცხოვრების ნიადაგზე ილესება, ჩვენთვის ნამდვილი, აბსოლუტური ცოდნა საზოგადოდ შეუძლებელია? ნუთუ აღარ დაგვრჩენია ძალა მოვლენატა ზედაპირის ერთხელ მაინც დატოვებიდა და მათი არსის წვდომისა? ნუთუ აბსოლუტური შემცნება ადამიანისათვის მართლა მიუწვდომელია?
როდესაც აბსოლუყური შემეცნებისაკენ მივისწრაფვით, მოვლენათა ზედაპირის კი არა, მათი არსის ანუ მეტაფიზიკური სინამფ\დვილის გაგება გვინდა. ადამიანი კი ტავის ცობიერებასტან ერთად, სწორედ ისე, როგორც ყოველი სხვა მოვლენა, მარტო პრაქტიკულს, ჩვეულებრივ სინამდვილეს კი არ ეკუთვნის, იგი მეტაფიზიკურის სამკვიდრო შვილიცაა. ამიტომ მისი ცნობიერებისთვის სრულებითაც არ უნდა იყოს უცხო ეს მეტაფიზიკური სინამდვილე; იგი, მართალია, პრაქტიკულ არსებობას შეეგუა, მაგრამ არსებითად მაინც ამ მეტაფიზიკური ყოფნის მორევიდან გამომდინარეობს. მაშასადამე, მისთვის შეუძლებელი არ უნდა იყოს მეტაფიზიკური სინამდვილის ამბის გაგება, რაკი იგი თვითონ ეკუთვნის მას.
ამგვარად, ცხადია, აბსოლუტური ჭეშმარიტების კარები ჩვენი ცნობიერებისათვის სულ დახსული არ ყოფი-ლა. მაგრამ პრაქტიკული ცხოვრების ველზე ცივმა გონების მუშაობამ დამიანის სულის მორევს ყინულის ზედაპი-რი გადააკრა. იგი ამ ზედაპირზე მუშაობას შეაჩვია. მისი სიღრმე კი მუდმივი უმოქმედობის გამო უძრაობას შეაგუა. ამიტომაც არის, რომ ჩვენი გონება მხოლოდ შედარებით ცნობებს გვაწვდის და ჩვენი გრძნობა აბსოლუტურ ღირებულებათა ფასს ვერ გვითვალისწინებს. მაგრამ ადამიანის სულიერი ცხოვრების მორევი მთლად არ გატინუ-ლა. საჭიროა ძლიერი ამოძრავება ჩვენი სულისა, უტეხი ქარიშხალი, რომ ჩვენი სულის შეუდრეკელი ღელვა გამოიწვუიოს და ყინულის ზედაპირი გააპოს. მაშინ დაიმსხვრევა ბორკილი, ჩვენი ცნობიერებისათვის პრაქტიკუ-ლი ცხოვრების ვარჯიშობას რომ დაუდევს, და შესაძლებელი შეიქნება აბსოლუტურის მეტაფიზიკური სინამდვი-ლის შესახებ ამბის გაგება. მაგრამ ასეთი ძლიერი ღელვა ჩვენი სულისა იშვიათია, პრაქტიკული აზროვნების სალტეები ძნელად იმსხვრევა და ჩვენი სულიერი ცხოვრების პირდაპირი ძალები იშვიათად განთავისუფლდება. ასეთ მომენტში ჩვენ თითქოსდა ვიბადებით, პრაქტიკული ცხოვრების მოსაზრებებს ხელიდან ვუსხლტებით და მისგან განთავისუფლებულნი ჩვენი სულის სამკვიდროში დამოუკიდებელ გრძნობებს ვუთმობთ ადგილს.
იშვიათია ასეთი მღელვარება ჩვენი სულისა, მაგრამ მაინც ყველას განუცდია იგი. აიღეთ მაგალითად, ფაქტი თვითმკვლელობისა. მე მახსოვს ერთი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც მთელი არსებით ერთი გრძნობით ვი-ყავი შებოჭილი. ეს ის მომენტი იყო, როდესაც ჩემი საუკეთესო მეგბრის თვითმკვლელობის ამბავი გავიგე. რაგინდ უკიდურესი მოწინააღმდეგე უნდა ვყოფილიყავი თვითმკვლელობისა, მე მაინც უნდა დავმორჩილებოდი იმ ძლი-ერსა და კეთილშობილ გრძნობას, რომელიც მაშინ მთელს ჩემ არსებას მოევლინა. ეს იყო ღრმა თანაგრძნობა თვით-მკვლელობისადმი და, როგორც ასეთი, იგი გამართლება იყო თვითმკვლელობისა, თუმცა კი საზოგადოდ ყოველ-გვარი სიკვდილი ბოროტებად მიმაჩნდა და მისი უდროოდ გამოწვევა კიდევ - ბოროტების მსახურებად. მაგრამ აქ პრაქტიკული ცხოვრების საზომი აღარ მოქმედებდა, გამოაშკარავებული შეხედულება თვითმკვლელობაზე ჩემი ბუნების უშუამავლო შეხედულება, ცხოვრების ფაქტის პირდაპირი ბუნებრივი შეფასება იყო. სწორედ ამიტომ მისი უფრო მჯეროდა, ვიდრე ჩვეულებრივი სააზროვნოდ განწყობილი გონების არგუმენტებისა, მაგრამ თვითმკვლე-ლობას რომ თავი დავანებოთ, კიდევ უფრო აშკარა და ხელსაყრელი ჩვენი მიზნისათვის ომის ფაქტი აღმოცნდება. ჩვენი ჩვეულებრივი აზროვნება სიკვდილს უაღრესად ბოროტებისა და უბედურების სახელით ნათლავს. მისთვის სიკვდილი ვერაფრით გამართლდება. ამიტომ პრაქტიკული ცხოვრების ნიადაგზე განვითაებული სინდისი მკვლე-ლს, როგორც უდიდესი ბოროტების გამომწვევ მიზეზს, უდიდესი სასჯელის ღირსად აღიარებს. მაგრამ იწყება ომი... და ჩვენი აზრი და გრძნობა ძირფესვიანად იცვლება. იგი ჩვენი სულის სამკვიდროს მორევში მძლავრ ქარიშ-ხლად ტრიალდება, ჩვეულებრივ დროს გაჭედილ ღირებულებათა მწყობრი სისტემა ერთბაშად ნიავდება, მისი შემაერთებელი და დამსრულებელი ძალა - სინდისი ძირფესვიანად ირყევა; და მტრის სიკვდილი სასიქადულო და სანატრელი ამბით ეპკურება ჩვენს სმენას. ერთ დღეს ასი ათასობით ისრისება ადამიანის ნორჩი სიცოცხლე, ხმება გულში დარგული ვარდები იმედებისა, და ყველა ეს სხვა დროს რომ ბოღმით ავსებდა ჩვენს არსებას, ახლა სანეტა-როდ გაგვხდომია, და თუ ვინმემ თავი ისახელა მტრის ბანაკის მუსრის გავლებით, ჩვენ სასიქადულოდ მიგვაჩნია მისი ,,რაინდობა”, და რაც უფრო მეტი დამღუპველი იქნება მტრისთვის მისი მახვილი, მით უფრო მეტად ვაჯილ-დოვებთ მას. სხვა დროს ერთი კაცის მკვლელიც საკვირველი სისასტიკით ისჯებოდა, რადგანაც ჩვენი გონების თვალი სიკვდილში უდიდეს ბოროტებას ჭვრეტდა; ახლა კი ათასი კაცის მკვლელი არანაკლები საკვირველი რიცხ-ვით ჯილდოვდება, და თუ უწინ ერთი კაცის მკვლელი თითით საჩვენებელი იყო ყველასათვის, როგორც უმგვანო და დამნაშავე, ახლა ათასი კაცის სისხლში ამობანილი ხელი გმირისა და კეთილისმყოფელის ხელად გვეჩვენება. ცხადია, რომ ომიც ძირფესვიანად ათავისუფლებს ჩვენს სულიერ ცხოვრებას გონების კატეგორიების ბატონობისაგან, და ამ გზით ჩვენს პირდაპირ უშუამავლო შეფასებას კვალს უკაფავს.
ამგვარად, აშკარაა, რომ ჩვენს ცხოვრებაში არის ისეთი ძლიერი მომენტები, რომელთა სიმძაფრე სულიერი ცხოვრების მორევის ზედაპირზე ატივტივებულ გონების ქსელს აპობს და სულის სიღრმიდან ჩვენს პირდაპირ, უშუამავლო განცდათა და შეფასებათ ათავისუფლებს. და აი, აქ ისმის კითხვა; ნუთუ აქაც გონების ნაკვალევ გზას უნდა მივსდიოთ და პირდაპირ ბუნებრივ გრძნობას ყური არ ვათხოვოთ. ჩვენ უკვე საკმაოდ გავერკვიეთ, რომ გონებას ცხოვრების ფაქტების შაფასებასა და გაგებაში ძალა არ აქვს, და, მაშასადამე, ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის უფრო სანდობი უშუამავლო განცდის ნაკარნახევი გზა იქნება. და თუ ჩვენ ამ აზრს დავაკვირდებით, მხოლოდ მაშინ შეგვეძლება სისწორით გადავჭრათ ომის საკითხი და გავიგოთ საკვირველი ფაქტი, რომ ომის დროს ჩადენილი მკვლელობა უფრო რაინდობად მიგვაჩნია, ვიდრე დანაშაულად. მაშ, რას გვეუბნება ჩვენი ბუნებრივი რწმენა, როდესაც იგი ომიანობით გართულებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშს გვაძლევს? იგი სიკვდილს რაინდობად ასახავს. იგი ამბობს, რომ კერძო ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ საშუალებაა, რომლის მეოხებითაც ხორციელდება ის უმაღლესი დანიშნულება, ადამიანის არსებობას რომ სარჩულად უდევს.
ამ თვალსაზრისით, ცხადია, სიკვდლი და სიცოცხლე ამ დანისნულებისათვის სულ ერთია, რომ ზოგჯერ იგი სიკვდილს მოითხოვს და ზოგჯერ სიცოცხლეს.
მაშასადამე, ჩვენი არსებობის აზრი თვით (ჩვენი) სიცოცხლის ფარგლებსი კი არ უნდა ვეძიეოთ, არამედ მის გარეთ (და მასზე) მაღლა.


ვლადიმერ სოლოვიოვის ომის ფილოსოფია


ისე როგორც ჩვენ, რუსეთის ცნობილი ფილოსოფოსი ვლ. სოლოვიოვიც ფიქრობს, რომ ადამიანის დანიშნუ-ლება სუბიექტურ განწყობილებაში ან ბედნიერებაში კი არ მარხია, არამედ იგი აუცილებლად ობიექტური ხასია-თისაა. მაგრამ როგორ ესმის სოლოვიოვს ეს ობიექტური აზრი ჩვენი არსებობისა? ემპირიული მსოფლიოს დამახა-სიათებელი თვისება, ა ფილოსოფიის აზრით, აღვირახსნილი ეგოიზმის ბატონობაა; აქ ჩვენ მუდამ დაქსასქსულო-ბასთნ, მუდამ შურთან და მტრობასშთან გვაქვს საქმე, სადაც უკლებლივ გამეფებულა დაუსრულებელი ომი ყველა-სი ყველას წინააღმდეგ. სულ სხვა ხასიათისაა მეტაფიზიკური სინამდვილის ბუნება. სოლოვიოვის ღრმა რწმენით იქ განუსაზღვრელი თნხმიბა და სიყვარული მეფობს. ის, რაც აქ მტრულად გადაკიდებია ერთმანეთს, იქ, ზეარსე-ბულ სფეროში, უღრმეს ჰარმონიად შეერთებულა იმ დაუსრულებელი სიყვარულის გრძნობის მორევში, რომელიც მეტაფიზიკური რეალობის ნამდვილ პრინციპს შეადგენს. ამგვარად, გამოდის, რომ მოპირდაპირე პოლუსია, მაგ-რამ გულდასმით დაკვირვება გვიმტკიცებს, რომ ეს ასე არ შეიძლება იყოს. ემპირიული სამყარო თავდაუჭერელი ეგოიზმის სამკვიდროა, მაგრამ ამ სამყაროში ეგოიზმის გარდა არაფერი რომ არ არსებობდეს, მაშინ იგი ერთ წამში დაიშლებოდა და, მაშასადამე, მისი არსებობა შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ ემპირიული სამყარო ხომ მეტაფიზი-კური სამყაროს პრინციპი - სიყვარული - ემპირიულ სამყაროს მოვლენათ შორისაც უნდა იჩენდეს თავს და, ეს მარ-თლაც ასე ხება. ე.წ. ბუნების კანონები, როგორიცაა მაგალითად, ნიუტონის გრავიტაციის კანონი, ან ქიმიური ნათე-საობის კანონი, სხვა არაფერია თუ არა იმ უნივერსალური სიყვარულის გამოხატულება, რომელიც სარჩულად უდევს მთელ მეტაფიზიკურ არსებობას, მაგრამ ბუნების კანონები ამ უნივესალურ სიყვარულს საკმაოდ ვერ გამოხატავს. ცხოვრების დანიშნულება, მისი აზრი და მიზანი კი სწორედ, ამქვეყნად სიყვარულის სავსებითი განხორ-ციელებაა. და თუ ეს ასეა, მაშ, ადამიანის ცხოვრებაც არაა გამონაკლისი. ამ შემთხვევაში მთელი ჩვენი ყოფნა-არსე-ბობა სიყვარულის ან ერთობის და სოლიდარობის თანმიმდევარი განვითარების პირდაპირი გამოხატულება იყოს2.
ომი ადამიანის ცხოვრებაში დიდმნიშვნელოვანი მომენტია. ამიტომ, სოლოვიოვის აზრით, ისიც ამ ცხოვრე-ბის აზრის (გაერთიანების) განხორციელებას უნდა ემსახურებოდეს. იგი ცდილობს ისტორიულადაც დაასაბუთოს ეს დებულება და მიუთითებს მრავალ ომს, რომელნიც მათგან გაერთიენების მიზანს ემსახურებოდა. მაგრამ ამ რუ-სი ფილოსოფოსის ეს შეხედულება ომის შესახებ კრიტიკული თვალით რომ განვიხილოთ, დავინახავთ, რომ იგი არც თუ ისე ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან. ომი, რომ საზოგადოდ კაცობრიობის გაერთიე\ანების საქმეს არ ემსა-ხურება, ამის დამტკიცება მაინც და მაინც დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. გავიხსენოთ თუ გნებავთ ის ომები, რომელთა შედეგი რომის იმპერიის განაწილება იყო. რომის იმპერია უნივერსალური სახელმწიფო იყო, მაგრამ ხალხთა დიდი გადასახლების ომებმა მთელი მსოფლიოს შემართებელი ეს გიგანტი არ დაინდო და მარტო ევროპა-ში ერთ სახელმწიფოს ნაცვლად ათამდე მნიშვნელოვანი მონარქიის დაარსება გამოიწვია. ეგრეთ წოდებულმა 30 წლიანმა ომმა გერმანიას გაერთიანების მაგიერ სრული პარტიკულარიზმის გაბატონება მოუტანა. ასეთივე ხასია-თის იყო ის ომებიც, რომლებმაც ოსმალეთის იმპერია რამდენიმე ეროვნულ სახემწიფოდ გაყო და ვინ იცის კიდევ რამდენი სხვა ომი. ცხადია, ცხოვრების აზრის სოლოვიოვისეული კონსტრუქცია ისტორიულად იმდენად სუსტი ყოფილა, რომ მისი შერიგება ურიცხვ ისტორიულ ფაქტთან შეუძლებელი აღმოჩნდა. მაგრამ სოლოვიოვის ფილო-სოფია მარტო ისტორიულად კი არ არის მცდარი და შეუფერებელი. შეუფერებელია იგი სხვა თვალსაზრისითაც. თუ ომი ობიექტურად მართლა სამყაროს არსებობის დანიშნულებას, გაერთიანებისა და სიყვარულის დამყარებას ემსაზურება, მაშინ აშკარაა, რომ ყოველგვარი ომი, როგორც უნივერსალური მიზნის მსახურება, ერთნაირ სულიერ განწყობილებას უნდა იწვევდეს მეომართა არსებაში, ერთნაირი გმირობისა და თავგანწირვის წყარო უნდა იყოს. და ეს იმირომ, რომ თუ ცხოვრების აზრი ყოველგვარ ომში მართლა პოულობს ერთგვარ გამოხატულებას, მაშინ ცხა-დია, ყოველი მეომარი, რპგპრც ცხოვრების აზრის განხორციელების მსახური, თავისი არსების აღქმა ქვეცნობიერ კუნჭულში მაინც, უნდა გრძნობდეს როგორმე თავისი საქმის სიდიადეს და, ეს გრძნობა, მის გმირობასა და თავგანწირვაში უნდა პოულობდეს თავის ანარეკლს.
მაგრამ ყველამ იცის, რომ ყოველგვარი ომი ჩვენში ერთნაირ სულიერ აღფრთოვანებას არ იწვევს. არის ომი, რომელიც მთელი ერის საკვირველი გატაცების, გმირობისა და თვგანწირვის წყაროდ იქცევა. და არის ომი, რომელიც თითქმის არავითარ თანაგრძნობას არ ბადებს იმ ერსი შვილთა შორისაც კი, რომელიც თვითონ არის ამ ომის გამომწვევი მიზეზი.
ცხადია, ცხოვრების აზრის სოლოვიოვისეული შეფასება, რომელიც როგორც ადამიანის არსებობის მიმდინარეობის ობიექტური შინაარსი, ცხოვრების ყოველ მნიშვნელოვან აქტში უნდა გამოსჭვივოდეს, უძლურია ომისადმი ორი ერთიმეორის საწინააღმდეგო დამოკიდებულების ფაქტის ახსნაში. ამიტომ ცხოვრების აზრის ამ ფილოსოფოსისეული კონსრტუქცია მცდარად უნდა ჩაითვალოს. მაშასადამე, საწიროა, თვითონ ჩავუკვირდეთ ცხოვრების პროცესს. შეიძლება როგორმე მოვახერხოთ ომის შემჩნევა, რაც სოლოვიოვს გამოეპარა.


ცხოვრების აზრი


როდესაც რომელიმე ფაქტის ნამდვილი არსებითი ხასიათის გაგება გვინდა, ადამიანის გონების როდი უნდა მივმართოთ. იგი უძლურია განჭვრიტოს მოვლენათა არსი. მას მხოლოდ ზედაპირულ თვისებებზე უჭრის თვალი. სულ სხვაა მოვლენათა არსებითი აბსოლუტური გარდუვალი ბუნების ჩვენი პირდაპირი უშუამავლო გულის სიღრმიდან ამოხეთქილი შეფასება. მხოლოდ ასეთი შეფასება სანდო და ეჭვმიუდგომელი და, სწორედ ამგვარი იყო სიკვდილის შეფასება, რომელიც ჩვენ არსებობას ომის სასინელებათა ქარიშხალმა გულის სიღრმიდან ამოაკვნესინა ჩვენს არსებაში, მის დროს ცალკეული ადამიანის სიკვდილი შიშს აღარ იწვევს. გამოდის, ჩვენი სიცოცხლე ჩვენი არსებობის მიზანი კი არ ყოფილა, არქამედ საშუალება, რომელიც მის გარეშე გაშლილ ობიექტურ მიზანთა აყვავებას ემსახურება და ზვარაკად ეწირება.
ჩვენი არსებობის დანიშნულების ეს ობიექტური ხასიათი, კაცობრიობის ისტორიული წარსულიდანაც ნათლად ჩანს. თორემ რად იქნებოდა ჩვენთვის უკვდავი თემისტოკლე და ფიდიასი, არისტოტელე და პლატონი, ალექსანდრე და ნაპოლეონი, რომელთაც გაცილებით უკეთ შეეძლოთ მოეწყოთ თავიანთი პირადი ბედნიერება. მასინ მათ მაგიერ კაცობრიობის გმირთა პანთეონში პირველი რიგი დათმობილი ექნებოდათ ალკიპიადსა და კრასს, კატილინასა და ლუკულს, მაშინ მაჰმადი და ბუდა კონფუცი და ქრისტე თავს დახრიდნენ ეპიკურესა და არისტოკრატ რომალთ წინაშე, რომელთა ცხოვრება მუდამდღე განცხრომა იყო, მაგრამ კაცობრიობა ამათ წინაშე როდი იხრის ქედს, მათ სახელებს როდი აღბეჭდავს ოქროს ასოებით თავის მეხსიერების დაფაზე. მას უფრო ისეთნი აინტერესებს, რომელთა ცხოვრება პირად ბედნიერებას კი არ მისდევდა, არამედ ობიექტრი შინაარსის შემოქმედებას ემსახურებოდა. მხოლოდ ასეთთა ცხოვრებაა ჩვენთვის საყურადღებო და ისიც იმდენად, რამდენადაც ისინი ამ ობიექტური შინაარსის შემოქმედებას ეწეოდნენ.
ამიტომ კაცობრიობის მთელი ისტორიული წარსული შემდეგი სურათის სახეს იღებს. წარმოიდგინეთ უდიდესი ბალავერი, რომელზეც უნდა აიგოს დიდი ნაგებობა და ამ ბალავრის გარშემო მილეთი ხალხი. ათასი და ათიათასი ადამიანი ირევა ამ მომავალი შენობის საფუძველზე. ზოგს მძიმე ლოდი გაუდვია ზურგზე და ბალავრისკენ მიისწრაფვის, მეორე კირს და სილას ეზიდება იმავე ადგილისაკენ, ზოგი კიდევ გარს დახვევია ბალავერს და ნიცბითა და ჩაქუჩით, ლომებითა და ბარით მორაობის კორიანტელს აყენებს მის გარშემო. ამ ადგილიდან ცოტა მოშორებით იქვე გაშენებულ ბაღში კი მრავალი ფერადებში გამოწყობილი ქალი და კაცი მხიარულების ჟრიამულებით, ცეკვითა და სიმღერით განცხრომას მისცემიან. მათ სახეს სიამოვნებისა და კმაყოფილების ბეჭედი აზის და ისინი განცვიფრებით და დაცინვით მისჩერებიან იმ საკვირველ ადამიანებს, რომელნიც იქ რაღაც არაჩვეულებრივი ფუსფუსით ბალავერს და რაღაცას აშენებენ; რატომ და რისთვის რომ კითხოთ, თვითონაც ვერ გეტყვიან. ამიტომ მათ სულელებად და გიჟებად მიაჩნიათ ის ადამიანები, თავიანთ ორი დღის სიცოცხლეს ასე უაზროდ რაღაც შენობის აგებას რომ ანდომებენ.
ჩვენი ისტორიული წარსულიც აწორედ ასეთი მუშაობაა. ჩვენც გვაქვს ასაგები რაღაც დიდი შენობა, რომე-ლიც ჩვენს წინაპრებს დაუწყიათ და შემდეგ მისი დამთავრება ჩვენთვის გადმოუციათ. ამგვარად, დაბადებიდანვე დაყოლილი გვაქვს თან ის დანიშნულება, რომელსაც მთელი ჩევნი ძალღონე უნდა მოვახმაროთ. ჩვენი მოვალეობა ამ სახით იმთავითვე განსაზღვრულია. გასაკვირველი არ არის ამიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება ინსტინქტურად მხო-ლოდ ისეთ პიროვნებებს აღნიშნავს ყურადღებისა და თაყვანისცემის ღირსად, რომლენიც მთელ თავიანთ ძალ-ღო-ნეს ასეთი შენობის აგებას ახმარენ, ხოლო ისეთნი, რომელთაც ამგვარი შენება სისულელედ და სიგიჟედ მიუჩნევი-ათ, რა გასაკვირია, რომ ჩვენი მეხსიერებიდან უგზოუკვლოდ ქრებიან, მაგრამ რა არის ეს შენობა, კაცობრიობის საუკეთესო ნაწილი მთელ ძალღონეს რომ ახმარს? ჩევნ მას კულტურული შემოქმედების სახელით აღვნიშნავთ, მაგრამ ხშირად კულტურული შემოქმედების ცნების შინაარსი ან სრულიად გაურკვეველია, ან განსხვავებულ გან-მარტებებს ვაძლევთ. ყოველ შემთხვევასი, უეჭველია, რომ ეს ცნება ჯერ კიდევ პრობლემატურია და გადაწყვეტას მოელის. ისტორიულად ცნობილია ორი მოპირდაპირე განწყობილება კულტურის ფაქტისადმი. რუსო და ტოლ-სტოი კულტურის მოწინააღმდეგედ გამოდიან, უარყოფითი თვალსაზრისით უყურებენ კულტურას. მათი აზრით, კულტურა კაცობრიობისათვის უკან დახევაა, ვიდრე წასვლა. ამიტომ ისინი უკან გვიხმობენ კულტურული კულ-ტურული ცხოვრების პირველყოფილი საფეხურისაკენ. ამ მოაზროვნეთა ღრმა რწმენით ადამიანთა მოდგმის გან-ვითარება და გაუმჯობესება არ მოაქვს კულტურულ ცხოვრებას. ამიტომ მათთვის კულტურა სრულიად არ მიშნავს განვითარებას. უმეტესობა კი დარწმუნებულია კულტურული ცხოვრების ღრმა მნიშვნელობაში, მაგრამ არ სწამს მისი განვითარების შესაძლებლობა. ასეთების შეხედულებით კულტურული ცხოვრება სრულებით არ დგას პროგ-რესის გზაზე, არ მდიდრდება და ფართოვდება დროის მსვლელობასთან ერთად. ძველ ელინთა მდიდარი კულტუ-რა გაცილებით ადრე არსებობდა, ვიდრე საშუალო საუკუნეების, მაგრამ განა შესდრება ელინთა კულტურის სიღ-რმე და სიმაღლე საშუალო საუკუნეების ბნელით მოცულ კულტურულ ცხოვრებას? მოკლედ, ასეთების აზრით, კულტურა არ დგას მუდმივი განვითარების გზაზე. მართლა რომ ჩავუკვირდეთ კულტურული ცხოვრების წარ-სულს, თითქოს დავრწმუნდებით, რომ კულტურული ცხოვრების წინსვლა არსებითი განვითარება არ უნდა იყოს. განა ხშირი არაა ჩვენს წარსულში მომენტები, როდესაც ზერელე მეთვალყურე უეჭველი უკუქცევისა და უკან დახე-ვის ფაქტს აღნიშნავს. ავიღოთ თუნდაც ელინთა და რომაელთა მდიდარი კულტურის დამხობა და მის ნანგრევებ-ზე ბარბაროს გერმანელთა მარტივი ცხოვრების ფორმათა აღმართვა, რომელსაც ასე ხშირად უთითებს ყველა უარ-მყოფელი, მაგრამ საკმარისია მეტი ყურადღებით ჩავუკვირდეთ კულტურული ცხოვრების მოძრაობას და მაშინათ-ვე აღმოვაჩენთ იმ ძირითად შეცდომას, რომელზეც დაფუძნებულია კულტურული ცხოვრების შეუძლებლობის შესახებ ეს აზრი. მართლაც, განა აშკარა არ არის, რომ აქ ერთ კულტურულ მთლიანს გულისხმობენ, რომელიც ერთ ხაზისებურ მიმართულებას უნდა მისდევდეს. მაგრამ სინამდვილეში ასეთი ერთი კულტურა არ არსებობს, არ რსებობს სწორედ ისე, როგორც არ არსებობს რეალურად ერთი კაცობრიობა, რომელსაც აუცილებლად გულის-ხმობს ერთი საკაცობრიო კულტურის ცნება. პირიქით, რსებობს სწორედ იმდენი კულტურული მიმდინარეობა, რამდენი ეროვნებაც ცოცხლობს და ეს იმიტომ, რომ, როგორც ქვევითაც გავარკვევთ, კულტურული შემოქმედების სუბიექტი შეიძლება მხოლოდ განსაზღვრული ეროვნული ერთეული იყოს. და თუ ეს მართლა ასეა, თუ არსებობს ერთი საკაცობრიო კულტურული უკან დახევა ელინთა და რომაელთა კულტურასთან შედარებით, სრულებით არ ამტკიცებს საზოგადოდ კულტურული ცხოვრების განვითარების შეუძლებლობას. ეს ფაქტი მხოლოდ იმ გარემოე-ბაზე მიგვითითებს, რომ საისტორიო ასპარეზზე ახალი, კულტურულად ჩამორჩენილი ეროვნება გამოსულა. თვით ელინთა კულტურას ამით არაფერი დაუკარგავს; ფიდიას და პრაქსიტელეს ხელოვნურ ნაწარმოებთ იგივე მშვენიე-რება შერჩათ, პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიურ იდეათა იგივე შორსმჭვრეტელობა და სიღრმე დარჩათ, რაც მათ ამ ახალ ეროვნებათა გამოსვლამდე ჰქონდათ და თვით გერმანელთა ტომების გამისვლა კულტურის ასპარეზზე ხომ მომასწავებელი იყო მათი კულტურული ცხოვრების განვითარების ისტორია უფრო კულტურული ცხოვრების შესაძლებლობას ამტკიცებს, ვიდრე მის შეუძლებლობას.
ამ სახით, როდესაც კულტურის განვითარების შესხებ ვლაპარაკობთ, აუცილებლად სახეზე უნდა გვქონდეს ერთი რომლეიმე განსაზღვრული ეროვნების კულტურული ცხოვრება. და თუ აქაც აღმოჩნდება ფაქტი აშკარა უკან დახევისა და უკუქცევისა, მხოლოდ მაშინ შეიძლება კულტურის განვითარებაში ეჭვის შეტანა. ძველმა საბერძნეთმა ფილოსოფიურ აზროვნებასა და ხელოვნებაში განვითარების უმაღლეს ფარგლებს მიაღწია, ხოლო ბიზანტიური ფილოსოფია და ბიზანტიური ხელოვნება, თუმცა იგი იმავე ბერძენთა ტომების კულტურულ გენიას ეკუთვნოდა, უფრო პირველყოფილისა და სადა ხასიათის აღმოჩნდა. ჩანს, აქ ბერძენთა კულტურული შემოქმედების აშკარა უკუქცევასთან გვქონდა საქმე.
მაგრამ ჩაუკვირდით ბიზანტიურ ხელოვნებასა და ფილოსოფიას და თქვენ აღმოაჩენთ, რომ ბიზანტიური აზროვნება და ბიზანტიური ხელოვნება სულ სხვა ხასიათისაა, ვიდრე ფილოსოფია და ხელოვნება ძველი ელადისა. ამ უკანასკნელის მოტივები და პრობლემები სულ სხვა სფეროს ეკუთვნის, ვიდრე პრობლემები და მოტივები ბიზანტიური ფილოსოფიისა და ხელოვნებისა. იქ საეროვნო ხასიათის მოტივები და პრობლემები იყო ასახსნელი, აქ კი რელიგიურისა და ქრისტიანულის. ჩანს, კულტურული ინტერესი იქ სხვა მიმართულებას მისდევდა, აქ კიდვ სხვას. ამიტომ აშკარა შეცდომას ჩავიდენთ, თუ ბიზანტიურ ხელოვნებასა და ფილოსოფიას ძველი ელადის ფილოსოფიური აზროვნებისა და ხელოვნების გაგრძელებად ჩავთვლით. ბიზანტიური რელიგიური ფილოსოფიისა და რელიგიური ხელოვნების ჩანასახი მართლაც არსებობდა ძველ საბერძნეთში და თუ საზოგადოდ შესაძლებელია ბიზანტია თავისი ხელოვნებითა და ფილოსოფიით ძველ ელადას შევადაროთ, ამ შედარების დროს მხოლოდ კი ბიზანტიამ დიდი ნაბიჯი გადადგა განვითარების გზაზე, ხოლო საეროვნო მოტივები და პრობლემები ბიზანტიურ კულტურას არარ აინტერესებდა და ამ მხრივ მისი კულტურული ცხოვრება თითქოს უკან დახევის ხასიათს ატარებდა.
ამგვარად, უნდა გვახსოვდეს, რომ კულტურული განვითარების პროცესში ორგვარი მიმართულება არსე-ბობს: ერთი არის გაღრმავება და სრულყოფა ერთისა და იმავე პრობლემისა და მეორე კიდევ წამოჭრა ახალი პრობ-ლემისა და დაპყრობა ახალი საკულტურო სფეროებისა. ორივე მიმართულება კულტურულად თანასწორი ღირე-ბულების მიმართულებაა და ამიტომ განვითარების თავალსაზრისით ერთიც მნიშვნელოვანია და მეორეც, განსხვა-ვება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ინტენსიური ხასიათისაა, მეორე კი ესქტენსიური, მაგრამ ამით, რასაკვირველია, არ ვამტკიცებთ, თითქოს ეროვნულ კულტურას საერთოდ არ ახასიათებდეს სრული შეჩერება და ზოგჯერ უკან დახევაც. თანამდროვე საბერძნეთი, ან საბერძნეთი ოსმალეთის ბატონობის დროს, ძველ ელადასთან და თუნდაც ბიზანტიასთან შედარებით, არც ერთი მხრივ არ არის კულტურული წინსვლა, მაგრამ აქ თვით კულ-ტურას არავითარი წილი არ უდევს, მიზეზი გარეშე ხასიათისაა და იგი იმაში მდგომარეობს, რომ ბერძენთა ეროვ-ნულმა სულმა შემოქმედებითი ძალა დაკარგა, რომ იგი ოსმალთა ბატონობის ქვეშ სრულიად გამოიფიტა, დროე-ბით მოისპო კიდეც და რა გასაკვირია, რომ ბერძენთა კულტურული ცხოვრება ოსმალთა თარეშობის დროს შეჩერ-და და უკანაც დაიხია. ვისთვის უნდა მოგვეთხოვა საბერძნეთის ეროვნული სული აღარ არსებობდა. ამგვარად ცხა-დია, რომ განვითარება ასე თუ ისე მაინც იკვლევს გზას ადამიანთა არსებობის რთულ პირობებში. ხშირად იგი დიდი ხნით ჩერდება, გვერდზე უხვვს და ზოგჯერ არც უკან დახევას ერიდება, მაგრამ იგი საერთოდ თავისას აკეთებს და ბოლოს და ბოლოს თავის უეჭველ ფაქტიურობას მაინც არ კარგავს. მაგრამ როგორ არის განვითარება შესაძლებელი?
როდესაც განვითარების შესახებ ვლაპარაკობთ, აუცილებლად ვგულისხმობთ ზრდას, ახალი ფორმებისა და მომენტების შემოქმედებას. ამ სახით განვითარება მხოლოდ იქ არის შესალებელი, სადაც ასეთ ზრდას არსებითად არაფერი ეღობება.
ავიღოთ ნივთიერი, არაორგანული ბუნება. არის თუ არა აქ განვითარება შესაძლებელი? თანამედროვე მეცნიერების ღრმა რწმენით მთელი არაორგანული ბუნების ქვაკუთხედს ნივთიერებისა და ენერგიის შენახვის პრინციპი წარმოადგენს. ამ პრინცუიპის ძალით იქ არაფერი იკარგება და არც არაფერი ჩნდება. მაშასადამე, ხრდა, ახალი ნივთიერებისა და ენერგიის გაჩენა ან განვითარება იქ იმთავითვე უარყოფილია. მაგრამ განვითარება მარტო ზრდას კი არ გულისხმობს, მისთვის აუცილებელია აგრეთვე შემოქმედების ცნება. ნივთიერს, ორგანულ მსოფლიოს კი ღრმა პასიურობა ახასიათებს, მაშინ, როდესაც შემოქმედება მოქმედებას, აქტიურ ძალას მოითხოვს. ამგარად, განვითარება არც ამ მოსაზრებით არის შესაძლებელი ნივთიერ მსოფლიოში.
განვითარების ცნება ლოგიკურად დაუსრულებლობის შესაძლებლობას შეიცავს, განსაუთრებით მაშინ, როდესაც იგი მარტო ერთ განსაზღვრულ მოვლენას კი არა, მთელი ცხოვრების პროცესს ეხება. ასეთი დაუსრულებ-ლობა კი შეუძლებელია იქ, სადაც ენერგიის ნივთიერების რაოდენობა იმთავითვე ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრულია. მაშასდამე, არც ამ მიზეზის გამო სეიძლება არაორგანულ მსოფლიოში განვითარების ფაქტი ვაღიაროთ. არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც აუცილებლად მარხია განვითარების ცნებაში. ეს ის შეფასებაა, რომელიც განვითარების ყოველ ცალკე საფეხურზე ზრდასა და იდეალურ მიზანთან დაახლოებას აღნიშნავს. ასეთი შეფასება კი შეუძლებელია თავისთავად ერთბაშად პასიურსა და მკვდარს არაორგანულ მსოფლიოში.
მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, თითქოს განვითარების ფაქტი საზოგადოდ შეუძლებელი იყოს; საქმე ისაა, რომ უეჭველად არსებობს მსოფლიოში აქტიური პრინციპი, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ თვისებით, განვითა-რების შესაძლებლობისათვის რომ აუცილებელი პირობაა. ეს ის აქტიური მომენტი, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ თვისებით, განვითარების შესაძლებლობისათვის რომ აუცილებელი პირობაა. ეს ის აქტიური მომენტია, რომე-ლიც ჩვენთვის სულიერობის სახელით არის ცნობილი. სულმა იგივეობა და უცვლელობა არ იცის; პირიქით, მისი მდგომარეობის ყოველი ახალი მომენტი ახალი შინაარსის შეძენაა, რომელსაც იგი ძველს უმატებს. და ეს საკვირვე-ლი თვისება სულისა ყველასათვის ნათლად მეხსიერების ნიჭში ვლინდება. სულის ამოქმედება თავისთავად, ავტონომიურად ხდება. იგი მსოფლიო არსებობის აქტიური მომენტია, რითაც ძირიანად განსხვავდება პასიური მსოფლიოს უმოქმოდობისაგან, რომელიც უძლურია თავისთავად რაიმე მოქმედება გამოიწვიოს. ამიტომ მხოლოდ მას შეუძლია შემოქმედების პრინციპი იყოს. მაგრამ სული იმავე დროს, როგორც უსაზღვრო აქტივობა, დაუსრუ-ლებელი სწრაფვით ხასიათდება. მაშასადამე, იგი აბსოლუტური მომენტია მსოფლიოში, მაგრამ აბსოლუტური მისწრაფებით, შესაძლებლობით. ეს გარემოება კიდევ უფრო ნათლად ამტკიცებს, რომ განვითარება, რომელიც, როგორც დავინახეთ, დაუსრულებლობას გულისხმობს, შეიძლება მხოლოდ სულზე იყოს დამოკიდებული. მაგრამ, თუ სული თავისი მისწრაფებით უსაზღვროა, რად არ არის იგი განხორციელებული აბსოლუტი? რა უნდა მას, რად ისწრაფვის უსასრულოდ ან საით მიისწრაფვის იგი?
ძველი ფილოსოფოსების აზრით (პლატონი, არისტოტელე, სული ნივთიერებით არის შემოფარგლული. ამიტომ იგი სრული არ არის. იგი მხოლოდ მიისწრაფვის ასეთი სრულყოფისაკენ, რომელიც მხოლოდ მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც სული დაძლევს და მოსპობს ნივთიერებას. მასინ სულის მისწრაფებას წერტილი დაესმის და განვითარების პრცესი დასრულდება. ასეთია ძველი აზროვნება.
დღევანდელი მეცნიერება კი აშკარად გვეუბნება, ნივთიერების მოსპობა შეუძლებელიაო. ჩვენც უნდა ვისარ-გებლოთ მეცნიერების მოწმობით და უნდა ვაღიაროთ ნივთიერების მოულპობლობა. მაშასადამე, სული ანუ აქტი-ური მომენტი მსოფლიოში მუდამ უნდა ებრძოდეს ნივთიერებასა ანუ მსოფლიოს პასიურ მომენტს, და სწორედ ამ მუდმივი ბრძოლის აუცილებლობაა, რომ დაუსრულებელ განვითარებას შესაძლებლად აქცევს. მაგრამ ეს ბრძოლა თუ მუდმივი უნდა იყოს და იგი პასიური მომენტის სრული მოსპობით ვერასოდეს ვერ უნდა დასრულდეს, მაშინ ცხადია, ამ ბრძოლას მხოლოდ თანდათანი შერიგება უნდა ჰქონდეს მიზნად. შერიგება აქტიური მომენტისა მსოფ-ლიოში პასიურთან. ეს უკანასკნელი თანდათან გამჭვირვალე უნდა გახდეს აქტიური მომენტისათვის, იგიც დაემ-სგავსოს აქტიურ მომენტს, ასე ვთქვათ, განსულიერდეს. ასეთი განსულიერებული ნივთიერების ნიმუშს ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს: იქ სული თითოეულ უჯრედსი არის შეჭრილი და ამ სახით თითოეული უჯრედი ცოცხ-ალი, აქტიური არსებაა. სწორედ ასეთივე ხასიათისაა მსოფლიო აქტიური მომენტის მისწრაფება; იგი უნდა შეიჭრას მთელ ნივთიერ, პასიურ სამყაროში და მთელი მსოფლიო ადამიანის ორგანიზმისებურ ცოცხალ არსებად უნდა გადააქციოს; ასეთია მთელი კულტურული შემოქმედების აზრი. ასეთია კულტურული განივითარების შინაარსი.
მართლაც, რა არის კულტურა, თუ არა პასიური მომენტებბის ასეთი განჭვრეთა, განსულიერება აქტიურის საშუალებით? აიღეთ მეცნიერება! უცნობი და შეუცნობელი ჩვენი გონებისათვის რაღაც პასიურ, უძრავსა და უსარგებლო სფეროს წარმოადგენს. მაგრამ როგორც კი შევიცნობტ მას, ის უკვე უცხო და უმოქმედო არაა ჩვენთვის, მისით ვსარგებლობთ, მას ვიმსახურებთ ჩვენი მიზნების თანახმად.
აიღეთ ხელოვნება! გარე ბუნების მკვდარი მასალა, შავი მარმარილო ან ფერადი ხელოვანი შემოქმედის სულის შთაბერვით სულიერ არსებად იქცევა. რა აის ვენერა მილოსელი ან სხვა რომელიმე ქანდაკება, თუ არა სულიერი არსება! აქ სხეული ნივთიერებაა (მარმარილო) და სული ხელოვანის იდეაა, რომელიც განხორციელებულია მკვდარ მასალაში. ამიტომ ეს მასალა უკვე აღარაა პასიური, მკვდარი მომენტი; იგი განსულიერებულია ხელოვნური ნაწარნოების იდეით, რომელიც მხოლოდ მის საშუალებით ცოცხლობს.
აიღეთ ჩვენი კულტურული ცხოვრების ყოველი სხვა სფერო, თქვენ ყველგან იქნებით აქტიური სულის პასიურ მიომენტებთან ბრძოლის და პასიურის აქტიურთან შერიგების მოწმე. თქვენვე ყველგან დაინახავთ მთელი მსოფლიოს განსულიერების ცდას, პასიური ნივთიერების ძარღვებში სულის შეჭრას, მისი სიცოცხლის მაჯისცემით ათამაშებას.
ასეთია კულტურული შემოქმედების აზრი და ასეთია ადამიანის ცხოვრების მიზანი და დანიშნულება. პირველი შეხედვით, ჩვენი არსებობისა და მოქმედების დანიშნულების ასეთი გაგება თითქოს წააგავს ხორცზე სულის ბატონობის ძველ იდეალს, მაგრამ ხორცის ქრისტიანული დამცირება და მოსპობა ისე, როგორც ეს ძველ ასკეტიზმში გამოიხატა, მიმართული იყო მთელი არსებული ცხოვრების უარყოფისაკენ. ეს ცხოვრება ხომ ეშმაკის სამკვიდროა, ამიტომ მისი მიყოლა უაზრობაცაა და სახიფათოცო, ფიქრობდა ქრისტიანული ასკეტიზმი და მთელი თავისი ძალონით კულტურული შემოქმედების საწინააღმდეგოდ გამოდიოდა. მისი იდეალი გადატანილი იყო მომავლის, საიმქვეყნო ცხოვრების ფარგლებსი და აქ - სააქაოს - მას მხოლოდ საიქიოზე ზრუნვა დარჩენოდა.
სულ სხვაა შეხედულება ცხოვრებისა და არსებობის დანიშნულებასა და მიზანზე. იგი სააქაოს მოსპობისაკენ კი არ მიგვაქანებს: პირიქით, მისი ცდა იქით არის მიმართული, რომ სააქაო როგორმე აამაღლოს, იგი როგორმე გაა-აქტივოს. მისი ისეალი, მაშასადამე, სააქაო ცხოვრებაა და არა საიქიო არსებობა. ამიტომ ცხოვრების აზრის ჩვენი გეგმა მიწიერი არსებობის განმტკიცებაა, მისსი უაღრესობის აღსარებაა, მისი მიმდინარეობის კურთხევა და მისი მნიშვნელობის გააბსოლუტურებაა. აქ თითქოს რელიგია ციდან მიწაზე ეშვება, საიქიოს ცხოვრება ჩნდება და საა-ქაო თვით იღებს რელიგიურ სანქციას. დაბადების წარმოდგენით ადამიანი სემოქმედების გვირგვინით ღვთაებაა. ღმერთმა იმით დასრულა თავისი შემოქმედების პროცესი, რომ მან ადამიანის არსებასი საუკეთესოდ შეარიგა სუ-ლი ხორცს, აქტიურობა - პასიურობას. სამაგიეროდ, ნივთიერების მთელი დანარჩენი მსოფლიო განუსულიერებუ-ლი დატოვა და ამით თითოს იმთავითვე განსაზღვრული დანიშნულება მისცა ადამიანის არსებობას; წორედ იმ-გვარივე შერიგება აქტიური მომენტისა პასიურთან, როგორიც მან ადამიანის ორგანიზმის შემოქმედებით გვიჩვენა.
ამგვარად, ჩვენი დანიშნულება ღვთისგან დაწყებული საქმის დასრულებაა, ღვთისგან დაწყებული მსოფლიო შემოქმედების გრძნობაა. და თუ ეს ასეა, მასინ ცხადია, ჩვენს გამუდმებულ ფუსფუსს, დაუღალავ შრომას მნიშვნელობა ჰქონდა, ჩვენს დროულ ცხოვრებას - ღრმა აზრი და ამ უკანასკნელს კიდევ რელიგიური ღირებულება.


პიროვნება და ცხოვრების აზრი


ასეთია ცხოვრების აზრის ჩვენი გაგება, მაგრამ საინტერესოა ვიცოდეთ, ვინ არის კულტურული შემოქმედე-ბის სუბიექტი, ყოველი ცალკე პიროვნება, თუ სხვა რომელიმე უფრო რთული ხასიათის ერთეული. ეჭვი არ არის, ყოველი შემოქმედება მხოლოდ ამქვეყნიურ ნიადაგზე იბადება და იზრდება. იგი, მაშასადამე, აუცილებლად გულისხმობს როგორც სულიერი, ისე ფიზიკური ხასიათის ერთიანობას. ასეთ ერთიანობას კი პიროვნება წარმოადგენს, თავისი განსაზღვრული ფიზიკური და სულიერი ძალებით. ამიტომ ცხადია, მხოლოდ პიროვნების ცხოვრების ფარგლებსი და პიროვნების ძალების მეოხებით შეიზლება მიდევნა და განხორციელება იმ ღრმა და მნისვნელოვანი მიზნისა, რომელიც ჩვენ ცხოვრების აზრად დავსახეთ. მაგრამ აქ ერთი გარდაუვალი სიძნელე იბადება. ეს სიძნელე ადამიანის პირადი ცხოვრების მოსპობის, ადამიანის სიკვდილის გამოწვევის სიადვილეში მარხია. მაგრამ რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს აქ ამ სიადვილეს?
აიღეთ ცოცხალი ორგანიზმის უბრალო გამოსახულება, მაგალითად, უმნიშვნელო მწერი ან წვიმის ჭია, ან კიდევ, უფრო ხელსაყრელი მაგალითი ჩვენი მიზნისათვის, ჭიანჭველა. მთელი მისი სიცოცხლე გამუდმებული ფუსფუსია, გამუდმებული შრომაა თავისი ცხოვრების საუკეთესოდ მოწყობისათვის. ხომ ყველასათვის ცნობილია, რომ ჭიანჭველათა სამეფოში ნათლად ისახება საზოგადოებრივი ცხოვრების მარტივი ფორმები. ჭიანჭველა თავის შესაფერის სადგომებს აშენებს, იგი ეკონომიკურ ცხოვრებას ეწევა და თავის ხანმკლე დღეს სოციალურ ურთიერთობათა მოწყობის ცდაში ლევს. სიტყვით, მისი ცხოვრება ისეთივე საზრიანობითა და ანგარიშით არის ნაშენები, როგორც ადამიანთა საზოგადოების ცხოვრება. ყოველ შემთხვევასი, მისი ცხოვრების შენების სერიოზუოლობა მის-თვის ისეთივე უაღრესობით არის ნაწარმოები, როგორც ჩვენთვის ადამიანთა ცხოვრების შენება. მაგრამ რას ნიშნავს ერთი ჭიანჭველას გასრესა? სრულებით არაფერს. განა სინდისის სრული სიმშვიდით არ ცსპობთ და ვანად-გურებთ ხშირად ჭიანჭველათა საზოგადოებების მთელ სამეფოებს! და მერე რით აიხსნება ჩვენი მოქმედების ეს საკვირველი სისასტიკე, რად არ გვესმის აქ სინდისის ხმა ან მისი ულმობელი ქენჯნის ტკივილები? ცხადია, ამ საკვირველ სისასტიკესა და ულმობელობას ჩვენი სინდისის ამ გაუგებარ სიმშვიდეს ერთგვარი რწმენა უდევს სა-ფუძვლად. რწმენა, რომ ჭიანჭველას არავითარი დანიშნულება არა აქვს სამყაროსი, რომ მისი არსებობა უაღრესად უმნიშვნელოა და ამიტომ იქნება თუ არ იქნება ერთი თუ ორი ჭიანჭველა ზედმეტი, ამით არც არაფერი შეემატება მსოფლიოს და არც არაფერი მოაკლდება. ასევე ვიქცევით და ასევე ვფიქრობთ ჩვენ ყოველ სხვა შემთხვევასიც. ერთი სიტყვით, ყოველი არსების ცხოვრების მნიშვნელობას მისი დანიშნულების სიდიდით ვზომავთ, და მით უფრო დიდად გვეჩვენება ის დანიშნულება, რომელსაც იგი ემსახურება. მიცმართოთ ადამიანის ცხოვრებას! ჭიანჭველის გასრესა ჩვენი სინდისის სიმშვიდეს არ არღვევს, მაგრამ ადამიანის არსებობის აღკვეთა, ადამიანის სიკვდილის მოახლოვება შიშის გრძნობას აღძრავს მთელს ჩვენს არსებაში, უდიდეს სინდისის ქენჯნას იწვევს ყოველ ნორმალურად მგრძობიარე ადამიანში.
რად ხდება ასე?
ცხადია, ადამიანის ცხოვრება უდიდესი დანუიშნულებისათვის გვქონია შექმნილი, და როდესაც მისი არსებობა წყდება, ამით მისი დანიშნულების განკჰორციელებაც შეუძლებლად მიგვაცნია. სწორედ ეს იწვევს ჩვენში ღრმა სინანულის გრძნობას. ეს ხდება ჩვენი უსაზღვრო შიშის მიზეზად სიკვდილის ულმობელი მოახლოების წინაშე.
ამგვარად, გამოდის, რომ ცხოვრების უღრმესი აზრის განმხორციელებელი სუბიექტი ცალკე პიროვნება ყოფილა. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მართლა კერძო ადამიანის ცხოვრებას აქვს დაკისრებული ეს უდიდესი დანიშნულება. როგორი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან?
ყოველგვარი დანიშნულება თავისი განხორციელების შესაძლებლობას გულისხმობს. ასე რომ არ იყოს, მაგალითად, ჩვენ რომ დარწმუნებული არ ვიყოთ, რომ ჩვენი დანიშნულების განხორციელების ძალა შეგვწევს, მაშინ არც სურვილი გვექნებოდა მისი განხორციელებისა; ვიფიქრებდით, ეს დანიშნულება ჩვენი ძალებისათვის არ არის შექმნილი და მისკენ მისწრაფება უნაყოფო დროს დაკარგა იქნებაო და არ შევცდებოდით. ამგვარად, ვფიქრობთ, რომ თუკი ვინმე უნდა მიისწრაფოდეს რაიმე დანიშნულების განხორციელებისაკენ, ე.ი. თუკი არსებობს ისეთი დანიშნულება რომელიც უნდა განხორციელდეს (და სხვაგვარი დანიშნულება არ შეიძლება არსებობდეს), მაშინ მას შესაფერი ძალებიც უნდა ჰქონდეს მისი განხორციელებისათვის. სადაც არ არის ასეთი შეთანხმებულობა ძალებსა და ამ უკანასკნელთა მეოხებით განხორციელებულ დანიშნულებას შორის, იქ ამ დანიშნულების შესაძლებლობა იმთავითვე უარყოფილია. და ისეთი დანიშნულება, რომელიც ვერასდროს ვერ განხორციელდება ამ ძალების საშუალებით, უკვე აღარ არის ამ ძალების დანიშნულება, აქედან ცხადია, რომ თუ ადამიანის ცხოვრებას უდიდესი დანისნულება აქვს დაკისრებული, მის არსებაში კიდეც უნდა იმალებოდეს მისი შესრულებისათვის საკმარისი ძალები. ამიტომ ადამიანის სიცოცხლე შესაფერი სიკტკიცის უნდა იყოს; მისი გამძლეობა იმ ზომის მაინც უნდა იყოს, რამდენსაც მისი დანიშნულების სიდიადე იწონის.
მაგრამ არის კი ასე? საუბედუროდ არა. უეცარი შემთხვევითი წინდაუხედაობა - და, ადამიანი მას მსხვერპლად ეწირება. უბრალო, სულ პატარა ტყვიაც საკმარისია, რომ ჩვენს სიცოცხლეს ბოლო მოეღოს, ერთი წვეთი საწამლავი იმდენად ძლიერია ჩვენი სიცოცხლის გამძლეობასთან შედარებით, რომ მასთან ბრძოლა ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია. ერთი ბეწო ჭუჭყი საკმარისია მისთვის, რომ ჩვენი სისხლი მოიწამლოს და სიცოცხლის მაჯისცემა სამუდამოდ შეწყდეს; ტვინის ზედაპირზე წვრილი ქინძისთავის ერთი წინდაუხედავი ჩხვლეტა სავსებით საკმარისია, რომ ჩვენს მუდმივ ფუსფუსს ბოლო მოეღოს.
ამგვარად, აშკარაა, რომ ის უდიდესი ბოროტება, სიკვდილს რომ ვუწოდებთ, სულ უბრალო საბაბით კმაყო-ფილდება, რათა დაგვეპატრონოს, რათა ბოლო მოუღოს სიცოცხლეს, რომელიც უდიდესი დანიშნულებისათვის გვგონია გაჩენნილი. ჩანს, სიცოცხლეს სრულიად არ ჰქონია იმდენი თავსდაცვის ძალები, რომ მისი დიდი დანიშ-ნულების განხორციელება ოდნავ მაინც შესაძლებელი იყოს. და თუ ეს ასეა, მაშ შეცდმა იქნება ვიფიქროთ, თითქოს ჩვენს სიცოცხლეს ასეთი დიდი დანიშნულება ჰქონდეს საზოგადოდ - ცხადია, თუკი არსებობს მაღალი დანიშ-ნულება მსოფლიო ცხოვრებისა, იგი კერძო ადამიანის ძალებით ვერ განხორციელდება. მისი სუბიეტქი სხვაგან უნდა ვეძიოთ.


ერი, როგორც ცხოვრების აზრის სუბიექტი


მაგრამ ესეც რომ არ იყოს, სცვა მოსაზრებაც გვაიძულებს, რომ კერძო პიროვნება ცხოვრების აზრის განხორციელების სუბიექტად არ ვაღიაროთ. ეს გარემოება კერო ადამიანის მოღვაწეობის სრული დამოკიდებულების ფაქტი გახლავთ.
კულტურული მოღვაწეობა რომ ავიღოთ, დავინახავთ, რომ მისთვის ერთგვარი ნიადაგია საჭირო, სადაც მუ-შაობა ისახება და მწიფდება, სადაც მასალა გროვდება და მუშავდება, მაგრამ ყველგან და ყოველთვის არ არის ერ-თგვარი არც ის პასიური მასალა, რომელიც აქტიურმა სულმა უნდა განჭვრიტოს და სხვისთვისაც გამჭვირვალედ უნდა აქციოს, და არც ის აქტიური ძალა, რომელიც ამ მასალას უნდა შეედუღოს. ერთის თავისებურება დამოკიდე-ბულია განსხვავებულ ბუნებრივ პირობებზე, რომელიც სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირ სიმდიდრეს მალავს თავის წიაღში, და მეორეს განსაკუთრებულობა დაფუძნებულია წარსულ განცდათა თავისებურებაზე. ხოლო ბოლოს და ბოლოს ესეც იმავე ბუნებრივ პირობათა განსხვავებულობასაა მჭიდროს ეკავშირებუ8ლი. მართლაც, პირველი გრძნობა, პირველი მისწრაფება და სურვილი იმ დროს, როდესაც ადამიანის სულიერმა ცხოვრემაბ პირველად დაიწყო აღორძინება, აუცილებლად ფიზიკური გარესკნელის თვისებებზე იქნებოდა დამოკიდებული, მაგრამ ეს გარესკნელი სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ხასიათისაა. მაშასადამე, იმთავითვე სხვადასხვანაირი უნდა ყოფილიყო ის სულიერი განცდებიც, რომლებიც მასზე იყო დაფუძნებული. სულიერი ცხოვრების შინაარსის ერთხელ შეძენილი თავისებურება კი არასდროს იკარგება. პირიქით, იგი საფუძვლად ედება და იწვევს უფრო ღრმა განსხვავებას და თავისებურებას მომავალში. და ეს იმიტომ, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრება ცოცხალი მორევია, რომელიც ერთხელ მიღებულ შთბეჭდილებას, ერთხელ განცდილ გრძნობას სამუდამო ადგილს უთმობს თვის უძირო კალაპოტში და მას იკვე არასდროს კარგავს; და რახან იგი შემდეგ ყოველ ახალ შთბეჭდილებას, ახალ განცდას ადრე მიღებულის პრიზმაში ჭრის და მისი საფერავით ღებავს, ამიტომ რაც უფრო რთულია წარსულ განცდათა შემადგენლობა, მით უფრო თავისებური იქნება ახლადმიღებულ შთაბეჭდილებათა ფერი. ხოლო ყოველი ახალი შთაბეჭდილება, ახალი განცდა მარტო ამ მხრით კი არ არის დამოკიდებული წარსულში მოგროვილ განცდებზე. აქ სხვაგვარი დამოკიდებულებას არსებობს: საქმე ის არის, რომ ჩვენი ცნობიერებით წარსულში შეძენილი შინაარსი თავისებურ მიმართულებას აძლევს მის მოქმედებას და მას მხოლოდ ამ მიმართულებით ემარჯვება ახალი შთაბეჭდილებების მიღება.
ამგვარად, მუშავდება ჩვენი სულის ის თავისებური ტენდენციურობა, რომელსაც საზოგადოდ ინტერესს ვუ-წოდებთ. მაგრამ რადგანაც ერთსა და იმავე ბუნებრივ პირობებში მრავალ ადამიანს უხდება ცხოვრება, ამიტომ მა-თი სულიერი თვისებანი ერთი და იმავე შთაბეჭდილებების გამო ერთმანეთს უნათესავდებიან, ერთგვარი მისწრა-ფებით ივსებიან, ერთგვარი ინტერესებით ხელმძღვანელობენ. მათ შორის ეს სულიერი ერთიანობა ერთმანეთის სულიერი ცხოვრების გაგების თანაგრძნიობის შესაძლებლობას ედება საფუძვალდ და, ცხადია, საერთო ცხოვრების მოწყობის სურვილი, ერთად უღელის წევის შეთანხმება ჩაისახება. ასე ჩნდება ის მტკიცე სოციალური ძაფი, რომელიც მათ ერთ ეროვნებად აერთებს, ხოლო ეს გარემოება ახალ შემაკავშირებელ საფუძვლად ედება მათ აწმყო სულიერ ცხოვრებას. ამიერიდან ცალკე ფიქრი, ცალკე გრძნიბა უკვე შეუძლებელია. ადამიანის სულიერი ცხოვრების მუშაობის ყოველი მომენტი მჭიდრო ძაფებით არის გადახლართული თავის აზრსა და გრძნობასთან.
იგი ამგვარად მხოლოდ საერთო ნიადაგზე აშენებს და ამ ნიადაგის გარეშე დგომა მას ძალუძს. ამიერიდან მისი სულიერი ცხოვრების მორევში მარტო კერძოდ ნაგრძნიობი და ნააზრევი როდი შედის და მთელ მის მიმდინარეობას თავისებური ფერით ღებავს; არა, საერთოდ ნაგრძნობი მისი სულიერი ცხოვრების მთლიანობის აუცილებელი ელემენტი ხდება. ამიტომ მისი აზრი და გრძნობა უკვე მისი აღარაა; ამიერიდან მასში ის რთული ერთეული მოქმედებს, ფიქრობს და გრძნბს, რომელშიც იგი შემადგენელ ნაწილად შევიდა.
აი, სწორედ ამის გამო არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ცალკე პიროვნება იყოს კულტურული შემოქმედების სუბიექტი. და თუ ამას კიდევ ეროვნული ერთეულის დარღვევისა და მოსპობის სიძნელეს დავუმატებთ, მაშინ ცხადი შეიქნება, რომ კულტურული შემოქმედება მხოლოდ რთულ ერთეულტა ანუ ეროვნებათა ფარგლებში შეიძლება წარმოებდეს, რომ მის გარეშე შეუძლებელია იმ უაღრესი დანისნულების შესრულებაც, რომელიც ჩვენს არსებობას უნდა ედოს საფუძვლaდ.


ომის პრობლემა


ახლა გადავხედოთ ომის პრობლემას. ყოველი ცალკე ადამაინის სიცოცხლე კერძო შედეგისათვის უმაღლესი ღირებულებაა. ამიტომ სიკვდილი, როგორც ამ სიცოცხლის ჯაჭვის დასრულება, უკანასკნელი რგოლი, ყველაზე უფრო შემბორკველი შიშის წყაროს გვევლინება. ხოლო ომის დროს, თითქოს ძირიან-ფესვიანად ვიცვლებით. თითქოს სამუდამოდ ქრება ჩვენს არსებობაში დამარხული ბუნებრივი შიში სიკვდილის ბასრი ცელის წინაშე; თითქოს მიმზიდველი და მეგობრული სული ისადგურებს სიკვდილის ჩონჩხის ცივ ძვლებში. თითქოს მისი სულის შემხუთველი ხელის მოჭერა გულითადი და სანატრელი მეგობრის სალამივით ათბობს ჩვენს არსებას. ამიტომ ათასობით ახალგაზრდა სიცოცხლე თავისი ნებით უშიშად და ამაყად მიდის სიკვდილის შესახვედრად, ხოლო მტრის ბანაკიდან მოსული ამბები ჩვენს მოპირდაპირეთა მუსრის გავლების შესახებ მუდამ დაუსრულებელ სუხარულსა და აღტაცებას იწვევს ჩვენს არსებასი.
ომიანობამ ამნაირად არც საკუთარი სიკვდილის წინაშე და არც სხვისი მკვლელობით გამოწვეული სინდისის ქენჯნა იცის. ჩვენ უკვე ზევით მივუთითეთ ჩვენი სულის ამ საკვირველ მოვლენას, ამ საიდუმლო თვისებას. ხოლო მაშინ იგი აუხსნელ მოვლენას, ხოლო მაშინ იგი აუხსნელ პრობლემად მოგვეჩვენა. მაგრამ ახლა, როდესაც ჩვენი არსებობის საიდუმლოებას ფარდა აეხადა, უკვე აშკარაა, რომ სხვანაირად შეფასება ომის ველზე დაბადებული სიკვდილისა და მკვლელობისა შეუძლებელიც იქნებოდა.
მართლაც, ან კი რად უნდა იწვევდეს შიშს ჩვენი ცხოვრების მთელ მომენტში სიკვდილის ფაქტი. ადამიანის არსებობის დანისნულება ხომ ბედნიერება არაა, იგი ხომ ჩვენი სუბიექტური ცხოვრების ფარგლებს გარეშე, ობიექტური ღირებულების განხორციელებაში მარხია. მაშასადამე, რა გასაკვირია თუ ცხოვრების ჩვენგან დამოიკიდებელი ობიექტური აზრი, რომელიც უშუამავლოდ და დამოუკიდებლად ხორციელდება, თავის ტრიალში ცვენ არ გვეკითხება და ხშირად ჩვენი გონებისათვის შეუფერებელსა და გამოურკვეველ ნაბიჯებს გვადგმევინებს. რა არსებობის აზრი იქნებოდა იგი, თუ ცხოვრებაში ისეთ მომენტებს ექნებოდა ადგილი, რომელნიც მის ბატონობას არღვევენ და აქარწყლებენ. სიკვდილი, როგორც დავინახეთ, მხოლოდ ჩვენი გონებისათვის არის მუდამ და ყოველთვის უაზრობა. ცხოვრების ობიექტური დანისნულებისათვის იგი, როდესაც ცალკე პიროვნებას ეხება, სულ ერთია, მაშასადამე, რამდენიც არ უნდა გველაპარაკოს ჩვენი გონება და მისი ხელმძღვანელობით აღზრდილი ჩვენი გრძნობიერება, სიკვდილი, როდესაც მას ცხოვრების აზრის ინტერესები მოითხოვს, არ არის უაზრობა. ამიტომ ასეთ მომენტებში ჩვენი გონების ჩვეულებრივი შეფასების და შეხედულების წინაშე, ადამიანის არსების ფარული სიღრმიდან მაინც ტავს ამოყოფს მისი დანიშნულების შეგნება და ბუნებრივისა და უშუამავლო რწმენის სახით სიკვდილს რაინდონ\ბად ნათლავს და მკვლელობას - გმირობად.
აქედან ცხადია, რომ ომი ჩვენი შეხედულებით სწორეს ისეთი მდგომარეობა ყოფილა, რომელიც განუყრელი კავშირით უნდა იყოს მიმარებული ცხოვრების აზრის მიზანშეწონილ ტრიალთან; ერთი სიტყვით, გამოდის, რომ ომი ცხოვრების დანიშნულებით არის ხოლმე გამოწვეული, რომ იგი მას ემსახურება და ამიტომ იგი აუცილებელიც არის და სასურველიც. მაგრამ არის კი ასე? ამ საკითხის გადაჭრა არც ისე გაგვიჭირდება, თუ ჩვენ ერთხელ არჩეულ გზას არ გადავცილდებით და ერთხელ შემუშავებულ თვალსაზრისს არ ვუღალატებთ. ცხოვრების აზრი ღვთისაგან დაწყებული საქმის განგრძობაა, იგი განსულიერებაა და გაცხოველება მთელი მსოფლიოსი, ხოლო სუბიექტი ანუ აგენტი, რომელსაც მისი განხორციელების ძალა შესწევს, ან ეს დაკისრებულიც აქვს, ცალკე ეროვნების სულია. ეროვნული სული კი ის საერთო ატმოსფეროა, რომელსაც ყნოსავს და ისისხლხორცებს ეროვნების ყველა კერძო წევრი. იგი ცნობიერების შინაარსის პირველი საერთო შთაბეჭდილებებით შექმნილი ერთიანობაა. ეს ერთიანობა საფუძველია ახალ შთაბეჭდილებათა ერთნაირი შეფასებისა და შეთვისებისა. იგი ამგვარად განვითარების ერთი და იმავე გზის არჩევაა, და რადგან მთელი მომავალი ყოველთვის წარსულისა და მყოფადის წიაღთაგან გამომდინარეობს და ირკვევა, ამიტომ ეროვნული სული მთელი მომავალი კულტურის განსაზღვრული სახისადმი მისწრაფებაა.
ასეთია ეროვნული სული.


ერი როგორც ცხოვრების აზრის სუბიექტი


ამ თავალსაზრისით აშკარა ხდება ის სიღრმე სხვადასხვაობისა, რომელიც ცალკე ეროვნებათა სულზეა აღბეჭდილი, და რადგან ახლად დაბადება წარმოუდგენელია, რადგანაც დაწყებულ გზაზე სიარულის მიტოვება და უკან დაბრუნება სულიერი ცხოვრებისათვის შეუძლებელია, ვინაიდან ეს დაბრუნებას წარსული განცდა იქნებოდა, ესეც კიდევ ახალ ამოუშლელ ელემენტით შევიდოდა სულიერი ცხოვრების ფარგლებსი და მის განსაკუთრებულობას სხვებთნ შედარებით კი არ მოსპობდა, კიდევ უფრო გააღმავებდამ, ამიტომ ცოცხალი ერისათვის მეორე ერში მისი გათქვეფა ან ასიმილაცია სიკვდილსა და სრულ პოსპობას უდრის.
ასეთი მოვლენა კი ცხოვრების დანიშნულების ერთ სუიბიექტს მოაკლებდა და, მაშასადამე, ცხოვრებაში ისეთ ფაქტს ექნებოდა ადგილი, რომელიც არსებობის საერთო დანიშნულებას კი არ ემორჩილება, არამედ მას გზაზა ეღობება.
ცხადია, ამგვარად, რომ ცხოვრების აზრი ყოველი ცალკე ეროვნული სულის ინტერესების სრულ განხორციელებას მოითხოვს. მაგრამ ეროვნება მრავალია. მაშასადამე, ნამდვილი ცხოვრების აზრი და მისი ობიექტური დანიშნულება მხოლოდ მაშინ იდგება განხორციელების გზაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება იგი ცხოვრების ნამდვილი აზრი, თუ ეროვნებათ ინტერესები არსებითად ერთამნეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული, თუ მათ შორის ანტაგონიზმი და წინააღმდეგბა ნამდვილად არ არსეობს, თუ მათი განვითარება და სრულყოფა ერთსა და იმავე დროს შესაძლებელია. ერთი სიტყვით, ნამდვილი ცხპვრების აზრი, ეროვნებათა სოლიდარობას მარტო სასურველად კი არ ცნობს, არამედ აუცილებლად გულისხმობს და მოითხოვს.
მაგრამ ისტორიული სინამდვილე სულ სხვას გვეუბნება. იგი ხშირად შლის ხოლმე ჩვენს წინაშე სურათის ეროვნებათა ქიშპობისა და ერთმანეთის ჩაყლეპვის სურვილისა. იგი თითქოს სულ მუდამ გვარწმუნებს, რომ ერთა სოლიდარობა მხოლოდ უსაქმურთა და მეოცნებეთა აღვირახსნილი ფანტაზიის ნაყოფია, რომ იმ ურიცხვ ომთა რიგი, რომელიც მთელი ჩვენი ისტორიული წარსულის საწყაურს ავსებს, ერთა სოიდარობის უნიადაგობას ყველასათვის საკმაო ნათელს უნდა ჰფენდეს. ერთა შეჯახება, ერთა გადაკიდება მართლაც ისტორიული ფაქტია. მაგრამ განა ეს გარემოება ამტკიცებს ერთა სოლიდარული განვითარების შეუძლებლობას და, მაშასადამე, ჩვენგან აღიარებული სიცოცხლის აზრის მცდარობას?
თანამედროვე პმები და უმეტეს ნაწილად უწინდელებიც გამოწვეული იყო თითქმის მუდამ ეგტეთ წოდებული ,,ეკონომიკური” ინტერესებით. ერს ან ბაზარი ესაჭიროებოდა და ან ახალი მიწა გამრავლებულ მცხოვრებთათვის. ამიტომ იგი მეორე ერის უინტერესთ სფეროების საზღვარს გადალახავდა ხოლმე, და ეს უკანასკნელი თვისი ინტერესების შემბღალველს ბუნებრივსა და კანონიერ წინააღმდეგობას გაუწევდა. შედეგი თითქმის ყოველთვის ომი იყო. მაგრამ ეკონომიური ინტერესი არსებითად, სრულებით არ მოითხოვს სხვისი ინტერესების შებღალვას. სურს რომელიმე ერს თავისი წარმმოებიდ გაფართოება, მას სურს თვისი მცხოვრებთათვის საარსებო ლუკმის მოპოვება? მას ამისთვის სხვა გზა აქვს, და გზა უფრო ბუნებრივი და კეთილშობილი. ადამიანის სულის სიძლიერე განუსაზღვრელია; ბუნებრივ ძალთა გამოტენების დაუშრეტელიშესაძლებლობაა. საჭიროა მთელი სულიერი ძალების ამუშავება, შეჭრა ბუნების სამფლობელოსი, მის საიდუმლოებათა განჭვრეტა. ერთი სიტყვით, საჭიროა ძალდატანება სულიერ საუნჯეთა განვითარებისათვის. მაგრამ მარტო გარე ბუნება კი არ არის გასაჭვრეტი, განსასულიერებელი. საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ და სხვა დამოკიდებულებათა მოწყობის, შესაძლებლობაც ყველა პასიურ ბუნებრივ მომენტს წარმოადგენს. საჭიროა აქაც მათი განჭვრეტა, მათი საუკეთესო ფორმების გაგება, და თქვენთვის უკვე გადაწყვეტილი იქნება ყველა თქვენი მოთხოვნილეის დაკმატოფილების არსებითი, ეკონომიური იქნება ეს მოთხოვნილება თუ სხვა, სულ ერთია

. ..........................................................................................................................................................


თუ იმ ერის ცხოვრებასი, არსებითდ მხოლოდ პრობლემას უყენებს მისი სულიერი ცხოვრების პოტენციებს, წინსვლას, განვითარებას, მოქმედებას მოსთხოვს მას. მაგრამ ზოგი ერი სულის ამოძრავებასა და ამოქმედებას ხშირად მის გაუნძრევლობასა და შეუწუხებლობას არჩევს. ამიტომ იგი თავისი მოთხობნილების დასაკმაყოფილებლად სხვას, უფრო ადვილ გზას ეძებს. იგი სხვა ერს ეცემა და მისი ჩაყლეპვით თავისი ინტერესების გაძღოლას ლამობს.
ამგვარად, თქვენ ხედავთ, რომ ერის ნამდვილი ინტერესები ომს არ მოითხოვს. პირიქით, ომი სხვის თავზე დასხმის სახით ღალატია ეროვნული სულის ნამდვილი ინტერესებისა, რომელიც, როგორც ვიცით, მის მუდმივ განვითარებასა და წინსვლაში პოულობს თვის დანიშნულებას და არა მის დაძაბუნებასა და დატუქსვაში და მისი განვითარების დროებით შეჩერებაში. ომი კი, სწორედ იმ ერის ინტერესებსი დაძაბუნებას იწვევს, რომლის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული, და ამავე დროს ომის გამომწვევი ერის სულიერი შემოქმედების დრობით შეჩერებას, რადგან იგი თავისი ინტერესების დაკმაყოფილებას ახალი ფორმების შემოქმედების მაგიერ სხვისი ინტერესების დატუქსვაში ეძებს.
ცხადია ამგვარად, რომ ცხოვრების აზრი თავისთვად სრულებით არ მოითხოვს ომს, როგროც თავისი გან-ხორციელების აუიცილებელ იარაღს. იგი ამგვარად არ იწვევს ომს, მაგრამ რაკი ეს უკანასკნელ ფაქტად იქცევა, ცხოვრების აზრი უკვე ცდილობს მის დამორჩილებას და თავისი მიზნებისათვის გამოყენებას. ომი ცხოვრების აზრის თვასსაზრისით არ არის საჭირო იმ ერისათვის, რომელმაც იგი გამოიწვია. მაგრამ იგი შეიძლება დამღუპვე-ლი იყოს იმ ერისათვის, რომლის წინააღმდეგ არის იგი მიმართული. აქედან ცხადია, რომ იერიშის მიმტანი ეროვნება, ამ შემთხვევასი, ცხოვრების ობიექტური დანიშნულების საწინააღმდეგო მიმართულებას ირებს, მაშინ, როდესაც მოგერიებითი პოლიტიკის მიმდევარი ერი თვისი ვინაობის, ტავისი განვითარების და დანიშნულების შესაძლებლობის დაცვით არის გატაცებული. და, მაშასადამე, ცხოვრების აზრის განხორციელების გზას ადგია.
აქედან ცხადია, რომ ყოველი ცალკე პიროვნების ცნობიერებაში, რომლეიც თავის ღრმა კუნჭულებში მაინც ცხოვრების აზრის შესაფერი გამოხატულების მატარებელია, ორგვარი განწყობილება იქნება ომისადმი. როდესაც ომი მოგერიებითი ხასიათისაა, მაშინ თითოეული პიროვნების ძალღონე ეროვნული ვინაობისა და არსებობის დაცვისკენ, ე.ი. ცხოვრების აზრის განხორციელებისაკენ არის მიმართული; ასეთ შემთხვევაში ყველას სიამოვნებითა და აღტაცებით მიაქვს ზვარაკად თავისი სიცოცხლე ომის სამსხვერპლოზე. ასეთი ომის დროს ადამიანის ჩვეულებრივ შიშს სიკვდილის წინაშე ადგილი აღარ რჩება და ყველა რაინდად და გმირად იქცევა. ამიტომაც იბადება ყოველთვის თავდაცვითი ომის დროს საკვირველი ერთსულოვნება ერის სხვადასხვა ნაწილთ შორის, და ისიც კი, ვისაც აბსოლუტურად ომის წინააღმდეგ მოაქვს თვი, ისიც ერთბაშად იცვლება და მახვილით ხელში მტრის წინააღმდეგ ილაშქრებს. ვინც თვსი მოძმეს მუდამ მტრულად ეგებოდა, ვინც სისხლის დანახვაზე საშინელებით ცახცახებდა, ვისაც სასიკვდილოდ უბრალო მწერიც არ ემეტებოდა, ახლა გამხეცებულ მეომრად იქცევა და ცეცხლითა და მახვილით მტრის ბანაკში სიკვდილი და მუსრი შეაქვს. მხოლოდ მოგერიებით ომს შეუძლია წარმოშვას ისეთი წარმტაცი პიროვნებები, როგორც მაგალითდ, საფრანგეთის ეროვნული გმმირი ჟანა დარკი იყო. მაგრამ, როდესაც ომი შეტევითი ხასიათისაა, როდესაც მას მიზნად სხვა ერის ინტერესთ გადალახვა და მისი დაძაბუნება აქვს დასახული, მაშინ ყოველი ცალკე პიროვნების ცნობიერების ღრმა კუნჭულში იბადება და იზრდება თანდათნობით, მაგრამ განუწყვეტლივ, ღრმა წინააღმდეგობა ამ ომისადმი. მისი, როგორც დიდი ბოროტების შეფასება, მაშინ თავგანწირვა და გმირობა სანთლით საძებნი ხდება. შიში და მხდალობა სიკვდილის წინაშე ჩვეულაბრივსა და გადამდებ სენად იბუდებს და ვრცელდება ხალხში; მოღალატეთ რიცხვი თანდათან მრავლდება, და ასე ამ სახის ცხოვრების აზრი სასტიკად სჯის მას, ცინც მისი განხორციელების გზაზე სიარულის სიძნელეს გაექცა და უფრო ადვილად სავალი გზა აირჩია. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ მოგერიებითი ომი ჩვეულებრივ გმირული სულის განწყობილებას იწვევს, სულის განწყობილებას, რომლისთვისაც უცხოა შიში და სიკვდილის რიდი; ხოლო შეტევითი ომი სამაგიეროდ ნიადაგად იქცევა, რომელზეც ადვილად იზრდება სიმხდალე, შიში და უკმაყოფილება ომის დამწყებთა მიმართ. ჩვენ უკვე ვიცით, თუ რად ხდება ასე. პირველ შემთხვევასი ერის ინტერესებს ემუქრებიან, მის დატუქსვას ლამობენ, ე.ი. ვცოვრების დანიშნულების სუბიექტს გულზე ფეხს აბიჯებენ. ეს კი ცხოვრების აზრის საწინააღმდეგო აქტია. აქ, მაშასადამე, თავის დამცველი ერი, დამცველი გამოდის თვით ცხოვრების აზრის განხორციელებისა. ამიტომ აქ ომი გმირობად იქცევა. მეორე შემთხვევაში კი იგი ცხოვრების აზრის წინააღმდეგ არის მიმართული. ცხადაი, ასეთამ ომმა საზოგადოდ გმირობა და გატაცება არ უნდა იცოდეს. მაგრამ შეტევითი ომი ხშირად მოგერიების ხასიათს იღებს. ეს ხდება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოპირდაპირე ძლიერი აღმნოჩნდება. ასეთია მაგალითდ, დღევანდელი ომი, რომელიც გერმანიის მთავრობამ დაიწყო; ამ სახით იგი შეტევითი ომის, მაგრამ იმთვითვე აშკარა შეიქნა, რომ გერმანელტა დამარცხება აუცილებლად მთელი გერმანიზმის დატუქსვით და დაქვემდებარბით გათვდებოდა.
ამგვარად, ეს შეტევითი ომი მოგერიებით ომად გადაიქცევა და გერმანელები გრძნობენ, რომ ისინი მარტო თავიანთი ეროვნული ინტერესების სფეროების გასაფართოებლად კი არ იბრძვიან, არამედ თავიანთი ვინაობის ღირსეულად შენახვისთვისაც. მხოლოდ ამით აიხსნება ის უკიდურესი გატეცება თნამედროვე ომით, რომელიც გერმანიის საზოგადოების ყველა სფერომ განიცადა.
თუ შეტევითი ომი ცხოვრების აზრის განხორციელების მცდარ გზაზე სრბოლაა და მორიგეობითიომი მისი პირდაპირი მსახურება, აქედან ცხადია, პირველი მუდამ დამარცხებით უნდა თვდებოდეს და მეორე კიდევ აუცი-ლებელი გამარჯვებით. წინააწმდეგ შემთხვევასი ჩვენგან აღაირებული აზრი ცხოვრებისა ნამდვილი ცხოვრების აზრი არ იქნებოდა. ცნება ცხპვრების აზრისა ხომ მთელი ცხოვრების მიმდინარეობის მისკენ მიმართვასა და ყოველი ცალკე მომენტის მისთვის მსახურებას გულისხმობს. მაშასადამე, იგი არსებობის ყოველ ფაქტში უნდა ხორციელდებოდეს, და არც ერთ ფაქტს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, რომელიც მას ეწინააწმდეგება. ისტორიული წარსულის წიგნი რომ გადავფურცლოთ, მართლაც ხშირად შევხვდებით ისეთ მომენტებს, რომლებიც ამ დებულე-ბას ბრწყინვალედ ამტკიცებენ. აიღეთ თუ გნებავთ ძველ სპარსელთა ომი ელადასთან. ყველამ იცის, რომ ამ ორი ერის ძალთა განწყოიბილება ისეთი იყო, რომ ელინთა დამარცხება თითქმის უეჭველი იყო, მაგრამ ბერძნები, უწი-ნარეს ყოვლისა თავიანთი დაცვის საქმეს ემსახურებოდნენ და სხვა პირებთან ერთად სწორედ ამ გარემოებამ შთა-ბერა უტეხი და უძლეველი სული ბერძენთა ტომებს, და ბოლო ამ ომისა სპარსელთა ურიცხვი ჯარის დამარცხევა იყო. სუკის ასეთ აღფრთოვანებას ჩვემ ზნეობრივ ძალას ვუწოდებთ ხოლმე, და სწორედ ეს ზნეობრივი ძალაა, ბევრ სხვა ომის მოულოდნელ შედეგს რომ გასაგებად ხდის. მაგრამ მეორე მხრივ, ხშირად შეხვდებით ომების მატიანეში ისეთ ამბებსაც, რომლებიც სულ სხვას გვეუბნება. აიღეთ მაგალითად, რომაელთა ომი პუნიელებთნ. მოგეხსენებათ, იგი პუნიელების სრული დამარცხებით დასრულდა. ჩვენი თეორიით კი უფრო მოსალოდნელი იქნებოდა პუნიე-ლების გამარჯვება. მაგრამ ომში მარტო ზნეობრივი მომენტი როდი თამაშობს როლს. აქ დიდი მონაწილეა აგრეთვე სრულიად გარეშე ხასიათის პირობები. მაგალითად, გეოგრაფიული შეუფერებლობა სტრატეგიული თვალსაზრი-სით, ან ხალხი სიმრავლე, ან საზოგადო ტექნიკური განვითრება. პუნიელებს საკუთარი ჯარი არც კი ჰყავდათ, რომ მრავალრიცხოვან რომაელთა ლეგიონებს გამკლავებოდნენ. მოვაჭრე პუნიელები მაინც და მაინც არ აქცევდნენ დიდ ყურადღებას თავიანთ საომარ ძალთ განვითარებას. მათ ფული ჰქონდათ და ფუკლით კი, მათი შეხედულე-ბით, ისეთ ჯარს იქირავებდი, როგორსაც მოისურვებდი. მაგრამ ნაქირავები ჯარისკაცი, უცხო ქვეყნიდან გადმოგდებული, ცუდი დამცველი იქნებოდა უცხო ერის ინტერესებისა. ამიტომ საკვირველი არ არის, რომ პუნიელები დამარცხდნენ.
მაშასადამე, ეს ომი სრულებით არ ეწინააღმდეგება ჩვენგან წამოყენებულ შეხედულებას, პირიქით, იგი კიდეც ამტკიცებს მას. მართლაც, მხოლოდ თავდაცვით ომს შეუძლია წარმოშვას ისეთი გმირები, როგორიც იყო დიდი ჰანიბალი. განსაკუთრებით უკანასკნელი ომის დროს, როდესაც კართაგენი სამუდამოდ ეცემოდა, იფეთქა საკვირველი სულის სიმტკიცემ კართგენის მოქალაქეთა შორის: რომაელთა დიდ ჯარს ძალზე გაუჭურდა პატარა იარაღახსნილი კართაგენის არება და კინაღამ დამარცხებული დაბრუნდა ომის ველიდან, მაგრამ რიცხვმა და იარაღმა მაინც სძლია სულგაწირულთა მხნეობასა და გმირობას და კართაგენი დაეცა.
თქვენ ხედავთ, რომ ამ კართაგენელთა ცხოვრებისა და გრძნობის მიმართულება და მათი დამარცხება მართლაც უფრო ამტკიცებს ჩვენს თეორიას, ვიდრე რომაელების გამარჯვება არღვევს მას.
ამგვარად, ომის ფაქტი თავისთავად ძირიანად ეწინააღმდეგება ცხოვრწების აზრის ძირითად მიმართულე-ბას და, სწორედ ეს გარემოება ხსნის იმ საკვირველ მივლენას, რომ თავდაცვითი ომი თვგანწირვისა და გმირობის უშრეტ წყაროდ იქცევა, დახშირად სუსტი და მცირერიცხოვანი ერი ძლიერსა და უდრეკ ერთნ შეტაკებაში გამარ-ჯვებული გამოდის. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ცხოვრების აზრმა მაინც თვის შესაფერ კალაპოტში უნდა ჩააყენოს ადამიანთა მოქმედების ათსგვარი მცდარი და შეუფერებელი სახე და ცხოვრების ყოველი სფერო თავისი მიმართუ-ლებით უნდა აამოძრაოს. ჩანს უნდა დადგეს ისეთი დრო, როდესაც ფუჭი და უაზრო ხარჯვა ჩვენი ენერგიისა სა-მუდამოდ უნდა აღიკვეთოს; უნდა დადგეს ისეთი ხანა, როდწესაც სხვათაშორის ომიც, სრული დავიწყების ტალ-ღებს უნდა გაჰყველ. მაგრამ როგორ განხორციეოლდება ეს ხანა რეალურად, და არის თუ არა თანამედროვე ომი უკანასკნელი რგოლი იმ სისხლში ნაბანი ჯაჭვისა, რომელიც დღევანდელ კულტურულ კაცობრიოაბს თავის ველურ წინაპრებთან აკავშირებს, - ეს სულ სხვა ხასიათის პრობლემებია და მათი გადაწყვეტა ნაშრომის საზღვრებს სცილდება.

1 გაზეთი ,,სახალხო ფურცელი,” 1914, # 148, 149, 159, 153, 155.
2. იხ. D. usnadse, W Solowiow, scine Metaphysic und Erkenntnistheorie, S. 162 ff.

pdfგადმოწერა216.63 KB

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

ცხელი ხაზი contact593 649003