logo-herba

antiD-header

გეშტალტ თერაპიის პრინციპები

learning-pdგეშტალტ თერაპია, როგორც ფსიქოლოგიური მიმართულება, XX საუკუნის II ნახევარში ჩამოყალიბდა და მნიშვნელოვნად გამოირჩევა სხვა ფსიქოლოგიური მიმართულებებისაგან. მასში თავმოყრილია აღმოსავლური სიბრძნე და დასავლური ფსიქოლოგიური ცოდნა, ის ლაკონურია და ამავდროულად ეფექტური. გეშტალტ თერაპიის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დღესდღეისობით , როდესაც ყოველი წუთი განსაზღვრული და ლიმიტირებულია ფსიქოანალიზისაგან განსხვავებით ის არ მოითხოვს დიდ დროს. გეშტალტთერაპიით მკურნალობა მიმართულია არა მხოლოდ განკურნების არამედ პიროვნული განვითარების და ზრდის პროცესისკენ, თავისთავადობის, მთლიანობის მისაღწევად.

ადამიანი თვითონ ახდენს ფსიქოლოგიური ბარიერების შექმნას გაუცნობიერებლად რაც მის გარე სამყაროსთან გაუცხოვებას და უკონტაქტობას იწვევს. ის იზოლაციაშია მოქცეული და მისთვის გაუგებარი, უინტერესოა და უმნიშვნელო ის რაც სასიცოცხლო სტიმულის მიმცემი იქნებოდა. გეშტალტ თერაპიის მსოფლმხედველობის მიხედვით თუ პიროვნების “მე” დაშლილი, დაკარგული და არაინტეგრირებულია, ასეთი ადამიანისთვის სამყარო კარგავს მომხიბვლელობას, ხოლო “მე”-ს მთლიანობა ბადებს სიცოცხლის საზრისს და მუდმივ ინტერესს სამყაროს შეცნობის.

გეშტალტ თერაპიის მიზანია ადამიანმა ენერგია საკუთარ თავს, გარე რეალობასთან კონტაქტს და მასთან ინტეგრირებას, პიროვნულ ზრდას მოახმაროს. სიტყვა “გეშტალტი” გერმანული სიტყვაა და მთელს ნიშნავს. ასევე ფორმის, ინტეგრაციის და კონფიგურაციის აზრითაც იხმარება. გეშტალტ თერაპიაში ამ ტერმინს პიროვნების გამთლიანების მნიშვნელობა ენიჭება. მიუხედავად თავის ორიგინალურობისა, მის ჩამოყალიბებაში მრავალმა მიმდინარეობამ იქონია ზეგავლენა. მათ შორისაა ეგზისტენციალიზმი, ფსიქოანალიზი, წინააღმდეგობის თეორია-ვილჰელმ რაიხის შეხედულება, ასევე გეშტალტ ფსიქოლოგიამ- პიროვნების მთლიანობის და ფიგურა-ფონის იდეამ. მნიშვნელოვანია მასზე ბუდიზმის გავლენაც. ადამიანის და სამყაროს ჰარმონიზაციის იდეა ძველი ინდო-ჩინური მოძღვრებიდან მომდინარეობს. გეშტალტ თერაპიამ შეძლო თავის თავში ამდენი განსხვავებული მიმართულების გავლენის შემდეგ მკაფიო ინდივიდუალობა შეენარჩუნებინა და ერთ სისტემად ჩამოყალიბებულიყო.

 download გეშტალტ თერაპიის ფუძემდებელი ფსიქოთერაპევტი ფრიდრიხ სოლომონ პერლსია. იგი დაიბადა 1893 წელს ბერლინში. 1933 წელს ჰიტლერის მოსვლის შემდეგ ტოვებს ქვეყანას. ბევრი გადაადგილების შემდეგ ჩადის ამერიკაში, სადაც 1952 წელს აარსებს გეშტალტ ინსტიტუტს, რომლის პოპულარობას ხელი შეუწყო იმდროინდელმა ახალგაზრდობის გამოსვლებმა, სექსუალურმა რევოლუციამ და ჰიპურმა მოძრაობამ. პერლსმა ცხოვრების ბოლო პერიოდი კანადის დასავლეთ პროვინციაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, ქალაქ ვანკუვერში გაატარა. გარდაიცვალა 1970 წელს.

პერლსს ნაკლებად აინტერესებდა თეორიული შეხედულებები. მისი მთავარი მიზანი ადამიანის არსებობის უშუალო წვდომა და მოქმედების გამოცდილების შესწავლაა, ამიტომ ადამიანის ქცევის შესასწავლად ის სვამს კითხვას როგორ და არა რატომ, რითაც ხაზს უსვამს ადამიანის თავისუფლების ხარისხს. პიროვნებას, საკუთარ პოტენციალზე დაყრდნობით შეუძლია ცვლილების შეტანა რეალობაში. ვერტჰაიმერის ფორმულირება, რომელსაც გეშტალტ თერაპიაც იზიარებს ასეთია: ,, არსებობს მთელი, რომლის ქცევა არ განისაზღვრება ცალკეული ელემენტებით, ასეთი მთელის ნაწილში მიმდინარე პროცესები თავადაა განსაზღვრული მთელის შინაგანი ბუნებით. ადამიანი ერთიანი ორგანიზმია და ის ყოველთვის ფუნქციონირებს, როგორც მთელი. არ არსებობს მე, რომელსაც აქვს სული, სხეული და გონება. ამის სანაცვლოდ არსებობს მე, ორგანიზებული მთელი. ჯანმრთელი ორგანიზმი არის არსება, რომელიც გრძნობს, აზროვნებს, მოქმედებს. ემოციებს აზროვნებითი, მოქმედებითი, ფიზოლოგიური, გრძნობითი ასპექტები გააჩნია. მენტალური აქტივობა მთლიანი პიროვნების აქტივობაა, რომელიც ენერგეტიკის უფრო დაბალ დონეზე მიმდინარეობს, ვიდრე ეგრეთ წოდებული ფიზიკური აქტივობა. ადამიანის ქცევის მენტალური და ფიზიკური მხარეები არ წარმოადგენს ურთიერთდამოუკიდებელ მოცემულობას, რომელსაც შეუძლია არსებობა ერთმანეთისგან ან ადამიანისგან მოწყვეტით”.

გეშტალტ თერაპიის მიხედვით ყოველ ცოცხალ ინდივიდს გააჩნია თანდაყოლილი ლტოლვა საკუთარი თავის აქტივიზუალიზაციის, ზრდის მოთხოვნილება რაც საკუთარი პოტენციალის განხორციელებას გულისხმობს. ცხოვრებაში ერთი სიტუაციიდან მეორეში გადავდივართ და ეს დაუსრულებლად გრძელდება, ანუ ცხოვრება არასრული გეშტალტების (ფორმების) უსასრულო რაოდენობაა. ჯანსაღი ადამიანი თითოეულ სიტუაციას წარმატებით დაასრულებს და ამ პროცესში პიროვნულ ზრდას განიცდის.
გეშტალტ თერაპია ხუთ თეორიულ პოსტულატს აერთიანებს:
1.ფიგურა და ფონის მიმართება,
2.აწმყოს გაცნობიერება და მასზე კონცენტრირება,
3.ურთიერთსაპირისპიროთა ერთიანობა,
4.დაცვითი ფუნქციები,
5.მომწიფება და პასუხისმგებლობა.
გეშტალტ ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანის აღქმა ისეა ორგანიზებული, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია აღქმის ველში ფიგურას ქმნის, რომელიც დანარჩენი აღქმის ველისაგან, როგორც ფონისგან გამოყოფილია. დიდი ყურადღება ექცევა ფიგურა-ფონის მონაცვლეობის პროცესს, პრობლემის დიაგნოზის და მისი აღმოფხვრის თვალსაზრისით. ადამიანებს პრობლემა უჩნდებათ, როდესაც ვერ ახდენენ ფიგურაზე კონცენტრირებას ან იმის მიხედვით, თუ რა ფონი აქვთ ფიგურის მიღმა. ორი ინდივიდი ირთი და იმავე რეალობაში განსხვავებულად მოქმედებს. ჰუმანური ღირებულებების ფონის მქონე ადამიანი ადვილად შესძლებს სიკეთის გამოვლენას , განსხვავებით იმისგან , ვისაც სადისტური გამოცდილების მქონე ფონი აქვს. ფონი უწყობს და უშლის ხელს ადამიანს ფიგურის ფორმირებაში.

კონტაქტი გეშტალტ თერაპიაში

download 1

კონტაქტი გეშტალტ თერაპიის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია, მისი მიზანიაადამიანის უკანტაქტობის მდგომარეობის განსაზღვრა. იგი ნიშნავს მე-სა და არა “მე”-ს შორის (სხვა ადამიანი ან ობიექტი) მიმართებას, რომლის დროსაც ადამიანი იკმაყოფილებს საჭირო, აქტუალურ მოთხოვნილებებს. კონტაქტით მიღებული ასიმილაცია “ზრდის” პიროვნებას, ანუ მე-ს. ერთი ადამიანის მეორესთან ურთიერთობას ორი უკიდურესობა ემუქრება. ერთია სტაგნაცია, როდესაც ადამიანი კავშირს წყვეტს და განიზიდავს მეორეს, ამის გამო ვერ ახდენს ვერაფრის ასიმილირებას. ეს კი პიროვნულ ზრდაში შეფერხებას იწვევს, მეორეა შერწყმა ერთმანეთთან, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარ საზღვრებს კარგავს და მეორეში ითქვიფება, ასე რომ კონტაქტი არ დგება, რადგან ისინი ერთეულებს აღარ წარმოადგენენ. ამ შემთხვევაშიც არ ხდება საჭირო ასიმილირება და პიროვნული ზრდა. როდესაც ინდივიდი თვითონ აცნობიერებს, თუ როდის მიიზიდოს ან განიზიდოს სხვა ობიექტები საკუთარი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, დაამყაროს კონტაქტი სასურველ ობიექტთან და მოახდინოს საჭირო შინაარსის ასიმილაცია, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი პიროვნული ზრდა კონტაქტის მეშვეობით.
ინდივიდმა ჯერ უნდა შეძლოს საკუთარი “მე”-ს გაცნობიერება და შეცნობა,შემდეგ საკონტაქტო ობიექტის “მე”-ს განცდა-გაცნობიერება. კონტაქტის გარეშე ”მე”-მ შეუძლებელია განიცადოს საკუთარი თავი საკუთარ საზღვრებში.
კონტაქტი შეგრძნების ორგანოების მეშვეობით ხორციელდება. სიტყვა შეხება კარგად ასახავს კონტაქტის ეფექტს. ადამიანი თავის ცნობიერების და აზროვნების მეშვეობით კონტაქტში შედის გარემოსთან, იგებს სხვის აზრებს, ლოგიკას და რაც უფრო კარგადაა მისი აზროვნება განვითარებული მით უფრო ღრმა კავშირშია იგი საკუთარ თავთან და გარე რეალობასთან. აზროვნება ადამიანს სწორედ რეალობასთან კონტაქტში და შემეცნებითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში ეხმარება.
გეშტალტ თერაპია შეხებითი კონტაქტის აღდგენას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც გვეხმარება ცრუ, თავსმოხვეული შეხედულებებისგან განთავისუფლებაში.
კონტაქტი და მძლავრი ემოციები
gestaltისეთი ემოციური მდგომარეობები, როგორებიცაა: სიყვარული, შეშლილობა და სიძულვილი ადამიანზე დიდ ზეგავლენას ახდენს და მძლავრ ემოციურ სტრესს წარმოადგენს. ადამიანს ეცვლება ჩვეული მიმართება ყველაფერთან. ასეთი მოვლენები იწვევს პიროვნების შინაგან რეზევრთა გააქტიურებას რაც შესაძლოა მისი პიროვნული ზრდის, აქტუალიზაციის წინაპირობად იქცეს. აღნიშნული ფაქტორები პიროვნებისთვის შესაძლოა იყოს ხელისშემწყობიც და დამანგრეველიც.

მნიშვნელოვანია კონტაქტის მიმდინარეობის პროცესი. კონტაქტი საკუთარი ველის განცდაა. ადამიანის მოქმედება ახალი გეშტალტების შექმნის და ძველის დაშლის პროცესია, რომელსაც “კონტაქტის ციკლი” ეწოდება. ადამიანის და გარემოს შორის მიმდინარე კონტაქტის პროცესი ოთხ თანმიმდევრულ ფაზად შეიძლება დავყოთ. ფრანგი გეშტალტთერაპევტის ჟან მარი რობინსის მიხედვით ესენია:

კონტაქტამდელი ფაზა,
კონტაქტირება
ფინალური კონტაქტი,
კონტაქტის შემდგომი ფაზა.
ხოლო ამერიკელი ირვინ პოლსტერის კონტაქტის პროცესის ეპიზოდების თანმიმდევრობა რვაეტაპიანია:
1. მოთხოვნილებების აღმოჩენა,
2. მოთხოვნილების გაშლის მცდელობა,
3. შინაგანი ბრძოლისთვის მობილიზაცია,
4. პრობლემური თემის გამოკვეთა,
5. ჩიხი,
6. კათარზისი,
7. განათება,
8. გათავისება.
ადამიანის”მე” ერთმანეთისთვის ურთიერთსაპირისპირო ნაწილების თანაარსებობით იქმნება. არსებულ რეალობაში ურთიერთსაპირისპირო ობიექტების მიმართ ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულება გაგვაჩნია. სიყვარული და სიძულვილი, ნდობა და უნდობლობა, კმაყოფილება და უკმაყოფილობა. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ისინი არ არიან ურთიერთხელისშემშლელნი. მეტიც თუ კარგად ვაცნობიერებთ ამ პოლარულ წერთილებს უფრო ნათელია ჩვენი სურვილები და მეტად ვფლობთ საკუთარ თავს. ეს წინააღმდეგობა ჩვენივე თავში არსებობს და ხშირად ჩვენთვის შეუმჩნევლად საკუთარი ინტერესის შეხედულების წინააღმდეგ ვმოქმედებთ, ვუტევთ საკუთარ თავს, როდესაც ‘მე”-ს მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ვეყრდნობით. ურთიერთსაპიროსპირო ძალთა ერთიანობა გეშტალტ თერაპიის ერთ- ერთი ძირითადი პოსტულატია.

images

კონტაქტი დროსა და სივრცესთან მიმართებაში
დროს, სივრცეს და რეალობას სპეციფიკური გაგება აქვს გეშტალტ თერაპიაში.წარსული, მომხდარი რეალობაა, ამიტომ ცვლილებების თვალსაზრისით მასზე ლაპარაკი აქტუალური არაა. რადგან მომავალი ჯერ არ დამდგარა, მასთან შეხებაც ამჟამად შეუძლებელია, მასზე საუბარიც მოკლებულია აქტუალობას. ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ რეალური სუბსტანციაა, რადგან მასტან კონტაქტი რეალურია. აწმყოში შესაძლებელია ცვლილებების მოხდენა. გეშტალტ თერაპიაში წაქეზებულია “აქ და ამჟამად” პრინციპი, როდესაც ხედავ, აცნობიერებ რეალობას, აწმყოს, საკუთარ თავს და გარემოს დაცვლი მას შენი მოთხოვნილებიდან გამომდინარე. ნერვოტულ პიროვნებას ეს პრინციპი დაკარგული აქვს. იგი წარსულზეა მიჯაჭვული. მოთქვამს, წუწუნებს, აბრუნებს მომხდარ მოვლენებსა და სიტუაციებს, მიუხედავად იმისა, რომ შეცვლა არახელეწიფება. ასევე მოელის, ნატრობს, საუბრობს მომავალზე, იმაზე, რაც მის განკარგულებაში არაა და ამ დროს კარგავს აქტუალურ აწმყოს.
“ ის არაფერი არ არსებობს, რაც არ არის ახლა და აქ, ახლა არის აწმყო, წარსული აღარ არსებობს, მომავალი ჯერ არ დამდგარა.” –პერლსი.

განვითარების სტადიები
ფსიქოთერაპიაში სიახლეა ადამიანის ფრუსტრაციის(დამთრგუნველი დაძაბულობა, მღელვარება, სასოწარკვეთის მდგომარეობა) პოზიტიური როლი პიროვნული ზრდის პროცესში. ზომიერი ფრუსტრაცია ახდენს პიროვნების მობილიზაციას, საკუთარი პოტენციალის რეალიზაციისთვის საჭირო განწყობის შექმნას. ეს ჯანსაღი ორგანიზმისთვის ბუნებრივი პროცესია. გეშტალტ თერაპიაში პიროვნული ზრდის შედეგი “ მომწიფებად” მოიხსენიება. სიმწიფის მიღწევა რთული და პრობლემებით დახუნძლული გზის გავლას გულისხმობს. სიმწიფის დონის მისაღწევად ბავშვს ოთხი საფეხურის გავლა უწევს:
1. “კლიშე”-ს დონე, -ინდივიდი იქცევა, როგორც მიღებულია, გარკვეულ, მკაცრ ჩარჩოებშია მოქცეული. მას არ ესმის კარგი და ცუდი, სასარგებლო და საზიანო. მის ქცევის ნორმებს გარშემომყოფნი განსაზღვრავენ, ისიც ბრმად იმეორებს.
2. ხელოვნური დონე, ამ დონეზე მდგომ ადამიანებში დომინირებს გარკვეული როლები და მათზე აგებული თამაშები. ამ ფენომენისთვის დამახასიათებელია ისეთი ნიშან- თვისებების გადმოღებარაც საზოგადოებაში მომგებიანია და პრესტიჟულად ითვლება.
3. ჩიხის დონე, ფსიქოთერაპიაა, გეშტალტ თერაპიის სეანსი,რომელიც “ჩიხის” დონეზე მიმდინარეობს. აქ მოხვედრა გარკვეულ სტრესთანაა დაკავშირებული. პიროვნება ემოციურ კრიზისს განიცდის რაც მისი პიროვნული ზრდისთვის აუცილებელი გადასალახი რუბიკონია. ამ ვითარებაში გარე დახმარება აღარაა, ხოლო საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი.
4. “შინაგანი აფეთქება” ან “სიკვდილი”, -ეს ეტაპი მას შემდეგ დგება, როდესაც პიროვნება სწავლობს ცხოვრებისეული “ჩიხიდან” გამოსვლის სტრატეგიას და ეხმარება საკუთარ თავს. ამ ეტაპზე ხდება საკუთარი თავის ადეკვატურად შეფასება, ანუ პიროვნება “წარმოადგენს იმას რაც რეალურად არის”. ცხოვრებაში ორივე სახის არაადეკვატურობა- გადაფასება და დაუფასებლობა სპეციფიკურ პრობლემებს აჩენს რაც ნერვოტულ კომფლიქტებში გამოიხატება. ამ დონის მიღწევით ადამიანი ახდენს თავის უნიკალური ბუნების წარმოჩენას.
პირველი სამი ნერვოტული ქცევის დონეებია, ხოლო უკანასკნელი რეალური “მე”-ს მიღწევას გულისხმობს, საკუთარი პოტენციალის რეალიზაციას, ანუ “ყოფას იმად რაც რეალურად ხარ”.
პიროვნების დარღვევები. დაცვითი ფუნქციები
პიროვნული განვითარების საწინააღმდეგო პროცესიც არსებობს, რაც სტაგნაცია-რეგრესში გამოიხატება. ამ პროცესს ხელს უწყობს ორგანიზმის დაცვითი ფუნქციები და მექანიზმები. გეშტალტ თერაპიაში გარემოსთან კონტაქტის არიდების ხუთ სახეს გამოყოფენ:
1. ინტროექცია, -ინტროექცირებული ადამიანი არაკრიტიკულია გარემოსა და საკუთარი თავის მიმართ. პასიურად იღებს ყველაფერს, რასაც გარემო სთავაზობს. თავის სურვილებისა და მოთხოვნების გაუცნობიერებლად. ამას განაპირობებს კეთილგანწყობილი გარემო, სადაც მასზე ზრუნავენ, ამიტომ ინდივიდი არ არჩევს თუ ვისია ეს სურვილები, მოთხოვნილებები გარემოსი თუ საკუთარი. გარემოს მტრულად შეცვლის შემთხვევაში იგი თავის ენერგიას სიამოვნების მიღებაზე მიმართავს.
2. პროექცია, - პროექციის დროს ადამიანი უარს ამბობს საკუთარ, მაგრამ მისთვის მიუღებელ ნიშან-თვისებებზე და მათ გარე რეალობას მიაწერს. უჭირს იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც პროექცირებულ შინაარსებთანაა დაკავშირებული. ამის გამო კონფლიქტში შედის გარე რეალობასთან და ვერ ხვდება, რომ თვითონაა ამ კონფლიქტის ინსპირატორი. პროექციის ქცევის მქონე ადამიანებს საკუთარი პრობლემების გარე სამყაროზე გადაბრალება ახასიათებთ.
3. რეტროფლექსია, -რეტროფლექციის დროს ადამიანი უარს ამბობს გარე რეალობასთან კონტაქტში შესვლაზე. მისთვის გარე რეალობა უსიამოვნების წყაროა. იგი უგულებელყოფს გარე სამყაროს და საკუთარ თავს თვითკმარ არსებად მიიჩნევს. მთელ ენერგიას საკუთარ თავთან ურთიერთობას ახმარს და ამიტომ ვერ ახერხებს გარე რეალობის შეცვლას და იქ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
4. დეფლექსია, - დეფლექციის დროს ადამიანს უჭირს მნიშვნელოვან ობიექტზე ფოკუსირება. მას გარემოსთან შემთხვევითი არამიზანმიმართული მიმართება აქვს, რის გამოც მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს, ფრუსტრირებული და დაუკმაყოფილებულია.
5. კონფლუენცია,- ადამიანი შერწყმულია გარე რეალობასთან. გარემოში სხვებთან ერთად საერთო დინებაშია მოქცეული. არ ირჩევს საკუთარი გეზს და მიმართულებას, სადაც ყველა ისიც იქ მიექანება. გაუცნობიერებლად ენდობა არსებულ უმრავლესობას, ამიტომ მოკლებულია დამოუკიდებლობასა და ინდივიდუალობას., საკუტარი გადაწყვეტილების მიღების უნარს.

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

ცხელი ხაზი contact593 649003