logo-herba

antiD-header

გეშტალტ თერაპიის ისტორია

  geshtalt გეშტალტ თერაპია, როგორც თერაპიის ფორმა, დაარსა ფრიდრიხ (ფრიც) პერლსმა, მის მეუღლესთან, ლაურა პერლსთან ერთად, როგორც ჰუმანიტარული ფსიქოთერაპია სოციალურ და ჰუმანიტარულ კონტექსტში. ისინი ორივე ფსიქოანალიზის და გეშტალტ თერაპიაში სათანადოდ მომზადებული გერმანელი ებრაელები იყვნენ. 1933 წელს გაექცნენ ფაშიზმს, ჯერ ამსტერდამში, შემდეგ სამხრეთ აფრიკაში და ბოლოს აშშ-ში. ამერიკელი ინტელექტუალების დახმარებით მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა უფრო დაიხვეწა და განვითარდა. ამ დროის გამოჩენილი ფსიქოანალიტიკოსები იყვნენ პოლ გუდმენი, ისადორ ფრომი, პოლ ვეისი, ლოტე ვეისი, ელიოტ საპირო, ელისონ მონტეკი და სილვესტერ ისტმენი. “კონცენტრაციის თერაპია”- ასე ეწოდა თავდაპირველად ფსიქოთერაპიის ამ ახალ სკოლას, რომელიც გაჩნდა როგორც მოძრაობის თეორიის (Drive Theory) შესწორებული ვერსია. პოლ გუდმანის სოციალურმა ფილოსოფიამ სტიმული მისცათ ფრიც და ლაურა პელზებს თავიანთი ახალი მიდგომის ჩამოყალიბებაში , როგორც გეშტალტ თერაპია.

გეშთალტ თერაპიის შექმნის თარიღად ითვლება 1951 წელი, როდესაც გამოიცა პერლსის, ჰეფერლინის და გუდმანის წიგნი “Gestalt Therapy. Excitement and Growth in theHuman Personality”.. გეშტალთ თერაპიაგეშტალტთერაპია დაფუძნებულია ჰოლისტიკურ ვარაუდზე, რომ ადამიანი ასახავს მისი სხეულის, მენტალური, ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების განუყოფელ ერთიანობას და თითოეული ადამიანის მჭიდრო კავშირს მის ინტერპერსონალურ და ეკოლოგიურ გარემოსთან. მასში ინტეგრირებულია ფსიქოანალიზი (Freud, Reich, Rank) გეშტალტის თეორია და ველის თეორია (Wertheimer, von Ehrenfels, Koffka, Lewin, Zeigarnik, Goldstein and Gelb), ჰოლისტიკა (Smuts), ფილოსოფია (Tilich, Friedleander, Buber), ფენომენოლოგია და ფსიქოდრამა(Moreno). გეშტალტ თერაპიის მთავარი ამოცანა პიროვნების, ადამიანური და ეკოლოგიურ გარემოსთან კონტაქტის პროცესი და ამ პროცესის გაცნობიერებაა. ამ თერაპიის ვარაუდის საფუძველზე ფსიქოლოგიური დარღვევების საწყისი, ის საჭიროებები, მოთხოვნილებები, სურვილები, ემოციები და გონებრივი ფიქსაციებია, რომლებიც არაა გაცნობიერებული და მათი წინა პლანზე გადმოტანა, როგორც საკონტაქტო სამიზნის, არ მომხდარა. “აქ და ამჟამად” კონტაქტის საშუალებით, მოქმედებით და გამოცდილების ინტეგრაციით ხდება ადამიანის ცნობიერების და აღქმის დარღვევების აღმოჩენა და დამუშავება. თერაპიული ურთიერთობა დიალოგის პროცესია, რაც მოიცავს მაგალითად ბლოკირებას, ფიქსაციას, ბრმა ლაქებს და ინდივიდის გახლეჩილ ასპექტებს (blocks, fixation, blind spots and split-off aspects of the personality. ) და ეს ყველაფერი თერაპევტის მყისიერი რეაქციის დახმარებით ამოდის ცნობიერში. ეს ერთობლივი ძალისხმევაა და ორივე,- თერაპევტიც და პაციენტიც ჩართულია სამუშაო პროცესში, ემოციურ რეზონანსში. ეს შეხვედრა აწმყოზეა ორიენტირებული.

Gestalt-Closure “აქ და ამჟამად” პრინციპი მიზნად ისახავს წარსულში წარუმატებელი ურთიერთობების მართვას, ამიტომ მისი ეფექტი ფოკუსირებულია აწმყოდან მომავალში გადასვლაზე, რაც ხაზს უსვამს ჩვენი ფსიქოლოგიური ჩარევის ფენომენალურ ორიენტაციას. გეშტალტთერაპია არის ემპირიული, ექსპერიმენტალური და ეგზისტენციალური ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა. თერაპიული ექსპერიმენტი თერაპევტს აძლევს საშუალებას გააკეთოს დასკვნა პიროვნების კონტაქტებისა და აღქმის ფუნქციების დარღვევების შესახებ. თერაპიული ჩარევის სტილი ფოკუსირებულია პაციენტის უნარზე, რომ შეძლოს შევიდეს და გამოვიდეს კონტაქტიდან. თერაპიის მიერ გამოყენებული ტექნიკა და ხერხი ვარირებს პაციენტისა და თერაპევტის თვისებების მიხედვით. იგი მოიცავს “მოქმედებას”, დიალოგს, როლურ თამაშებს, ექსპერიმენტებს სხეულის ენით, არტ-თერაპიის მეთოდების გამოყენება, როგორიცაა ფერწერა, გრაფიკა, პოეზია და ქანდაკება. ზოგადად გეშტალტთერაპია აშშ- ში ორი მიმართულებით განვითარდა: დასავლეთ სანაპიროს სტილი (ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაზე ორიენტირებული) და აღმოსავლეთ სანაპიროს სტილი(კლიენტზე ორიენტირებული). გეშტალტთერაპია ევროპაში 1960 წელს ამერიკელი გეშტალტთერაპიის სტუდენტების საშუალებით დაბრუნდა. როგორც ფსიქოთერაპიის მეთოდი გამოიყენება ინდივიდების , წყვილების, ოჯახების, ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის, ასევე წარმატებულია ორგანიზაციული განვითარებისთვის, სუპერვიზიისთვის და განათლების სფეროში. გეშტალტთერაპიის ლიტერატურა უამრავ წიგნსა და სტატიას მოიცავს. “Gestalt review”, “The Gestalt Journal”,”British Gestalt Journal”, “ The Australian Gestalt Journal”, “ Studies in Gestalt Therapy”, “Gestalt “..

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

ცხელი ხაზი contact593 649003