logo-herba

antiD-header

ადამიანები და ფერები

colors2ფერები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში და მათ აქვთ გავლენა ჩვენს განწყობასა და კეთილდღეობაზე.. ყველა ჩვენგანს აქვს საყვარელი ფერების საკუთარი სპექტრი და ფერები, რომლებიც მისთვის უსიამოვნოა. შესაბამისად ფერადი სამყარო ჩვენს გარშემო მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზეც. ფერების აღქმა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. ასეთებია: ჩრდილი, განათების ხარისხი, დღის სინათლე თუ ხელოვნური განათება, ინტენსივობა და სიფერმკრთალე, ჩვენი კეთილდღეობა, ბიოლოგიური რიტმი და ა.შ. ფერები ჩვენთვის უამრავ ფორმას აჩენს. ადამიანს შეუძლია ღია თვალით დაინახოს 2000-მდე განსხვავებული ელფერი. კეთილმოწყობილი ოთახის სრულყოფილი სურათი იქმნება სხვადასხვა ფერების კომბინაციით. ფაქტობრივად ჩვენი გრძნობითი შთაბეჭდილებების 87 % ვიღებთ ფერადი სამყაროს მეშვეობით.

ფერებს ძირითადად ყოფენ:

  • საწყისი ფერები-წითელი, ყვითელი, ლურჯი
  • მეორადი ფერები-ფერები, რომლებიც მიღებულია ორი ფერისაგან(მაგ.ნარინჯისფერი)
  • თბილი ფერები-წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ყავისფერი
  • ცივი ფერები-ლურჯი, მწვანე, იისფერი(მეწამული)
  • ნეიტრალური ფერები-თეთრი, ყავისფერი, ჩალისფერი(კრემისფერი)
  • მკაცრი ფერები-ინტენსიური ფერები, შავთან გაუზავებელი ფერები, თეთრი ან დამატებითი ფერები
  • ფერმკრთალი ფერები-ნაკლები ინტენსივობის ფერები (თეთრთან შერეული), შავი ან დამატებითი ფერები

ფერები და მათზე გავრცელებული მნიშვნელობები:

colorr

წითელი : ენერგეტიკა, ვნება, შფოთვა, ძალა, ასევე გულისხმობს აგრესიას, საფრთხის მუქარას. 

ლურჯი : ცივი, ასოცირდება მშვიდობასთან, სულიერებასთან, მოთმინებასთან, ერთგულებასთან, საიმედოობასთან, შეიძლება ნიშნავდეს, მწუხარებას, დეპრესიას. 

ყვითელი : სინათლე, ოპტიმიზმი, ბედნიერება, სიკაშკაშე, სიხარული. 

მწვანე : სიცოცხლე, ბუნებრიობა, სიმშვიდე, ჯანმრთელობა, სიმდიდრე, კეთილდღეობა, გარკვეულ კონტექსტში, შეიძლება ნიშნავდეს ლპობას, ტოქსიკურობას. 

ნარინჯისფერი : კეთილგანწყობა, სითბო, სიახლოვე, ენერგეტიკა, სიცელქე, გამბედაობა. 

იისფერი : სიბრძნე, დახვეწილობა, დღესასწაული. 

თეთრი: სიწმინდე, სისუფთავე, ახალგაზრდული სისუფთავე, მშვიდობა. 

შავი:  ძალა, ელეგანტურობა, საიდუმლოება, საიდუმლო. 

 ნაცრისფერი: უსაფრთხოება, მოწიფულობა, საიმედოობა. 

ვარდისფერი : რომანტიული ქალის ფერი, დედობრივი ზრუნვა.

ყავისფერი : კომფორტი, ძალა, სტაბილურობა, სანდოობა. 

ინი და იანი

iniiani

ფერები და ინი და იანის პრინციპი, ორივე ემყარება სიცოცხლის პრინციპებს და აქვთ უდიდესი როლი, რადგან ისინი აკავშირებენ ყველაფერს ერთმანეთთან.

ინი მდედრობითი, ინტროვერტული ფერია პასიური პრინციოებით, ისეთი, როგორიცაა ღამე, სიბნელე, დუმილი. შესაბამისად მას გააჩნია მრგვალი ფორმები, პასტელური, დამამშვიდებელი ფერები(ლურჯი,მწვანე, იისფერი), რბილი მასალები(ხე, ტანსაცმელი) და დომინირებს მკრთალი შუქი. ინის ტიპაჟის ადამიანები არიან მშვიდობიანი, დაბალანსებული, საკუთარ თავში ჩაკეტილები.

იანი ექსტრავერტული ადამიანია, აქტიური. წარმოადგენს მზეს, დღეს, სინათლეს და მოძრაობას.შეესაბამება სწორი ხაზები და სწორხაზოვანი ფორმები, ძლიერი ან სინათლის მასხივებელი ფერები (წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი), ცივი და გლუვი მასალა (ქვა, მინა, ლითონი) და ნათელი შუქის სიჭარბე.იანის ტიპის ხალხი დინამიური, ამბიციური და ექსტრავერტულია.

ინი არ არსებობს იანის გარეშე და პირიქით. მათი ურთიერთობა დაბალანსებულია.

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

ცხელი ხაზი contact593 649003