logo-herba

antiD-header

ნიჩურტა! - მე ქართველი ვარ!

   საკითხი, რომელსაც ჩვენ შევეხებით ბევრჯერ ყოფილა განხილული მრავალი, განსხვავებული კუთხიდან.ნაწილობრივ, ალბათ, ამ განხილვებმა გვიბიძგეს ამ წერილის დასაწერად, ნაწილობრივაც,ალბათ, სურვილმა გამოვხატოთ ის, რასაც ვგრძნობთ და ასე მტკივნეულად განვიცდით ჩვენი არსებობის ყოველ დღეს.მუზა ჩვენი წერილისა ვართ ჩვენვე – ქართველები, XXI საუკუნის ერი, ღვთიშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები,ეხ-გრუზინები და Gეორგიან Nატიონალები, რანნი, კახნი, ჭანნი და ა.შ.

georgia-map

მეოცე საუკუნის ბოლოს ჩვენ – ამ ერმა მივიღეთ, თუ აღვიდგინეთ, სახელმწიფოსა და ერის სტატუსი და დავიწყეთ ჩვენი თავისა დაჩვენი მეობის გამოჭედვა ახალ, ახლა უკვე მსოფლიო სარბიელზე. დავიწყეთ ჩვენი სახის შექმნა.ბევრი რამ გვიშლიდა ჩვენ ხელს ამ მნიშვნელოვანსა და მტკივნეულ პროცესში.პირველ რიგში ჩვენი ექს სოვიეტ წარსული. არც თუ ისე ადვილი გამოდგა კრემლის ვერაგი მარწუხებიდან გამოძრომა,და არც იმდენად პოლიტიკურ, რამდენადაც მსოფლმხედველობრივ კონტექსტში – “რას ვგრიმიტობდით ქართველი ბიჭები რუსეთში!”...“აქედან ერთი იაშჩიკი კონიაკი ჩაგვქონდა და იქიდან ეშალონებით დაგრუზული მოვდიოდით”...“დევუშკა, ტუდა სუდა პაგულაემ, სვეჟი ვოზდუხ პაყლაპაემ”... – მოკლედ ამის დათმობა არ არის ასე ადვილი.

ჩვენმა ერმა შეისისხლხორცა და ბუნებრივადაც მოირგო ორსაუკუნოვანი რუსეთის ბატონობა და ბევრ ასპექტში იგი თავის სასარგებლოდ გამოიყენა.რუსეთისაგან ნაპატრონები ჩვენი ქვეყანა, ყოველ ცალკეულ სახლში და ბინაში აყვავდა და გაიფურჩქნა.ცარისგან, ხოლო შემდეგ კომუნისტური რეჟიმისაგან დაპყრობილმა ქართველობამ, ქვეყანა გარედან შიგნით, სახლში შეიტანა და იქ კი, უკვე არხეინად დაამღერა.

ბუნებრივად, სახელმწიფოებრიობის აღდგენა ამ ატიტუდისა თუ მსოფლმხედველობის შეცვლას ნიშნავდა.საქართველო განჯინიდან გარეთ – ქუჩაში, გზაზე, საზღვრებსა და საზღვარგარეთ უნდა გამოსულიყო და გამოჩენილიყო.მაგრამ, ეს ილუზია, უტოპია აღმოჩნდა, ძნელი აღმოჩნდა იმ ძირითადი ვექტორის შეცვლა,რომელიც ორი საუკუნის მანძილზე გარედან შიგნით აზიდინებდა ქართველს. და როგორ შეიძლებოდა იმისი წარმოდგენა,რომ ჩვენ ეს, როდესმე გაგვიადვილდებოდა, რომ ჩვენ ასე უცებ, ერთ ღამეში ვიქცეოდით ნორმალურ ერად?

ნებისმიერი ჭკუადმყოფელი, არა ექიმიც კი გეტყვით, რომ სერიოზულად გამრუდებული ფსიქიკის მორჩენაერთ დღეში კი არა, პრაქტიკულად შეუძლებელია.მაშ საიდან უნდა მორჩენილიყო და განათლებულიყო მთელი ერი, რომელთაც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში მეთოდურად აკნინებდნენ დახელს უწყობდნენ თვითდაკნინებაში. ხელს უწყობდნენ იმაში, რომ მეოცე საუკუნის ბოლოს, ჩამოვყალიბებულიყავით სახელმწიფოდ, ერად, რომელიცყველას უყვარს, ყველას ეცოდება, რომლის გამოც “საქართველოს მეგობრებს” გული შესტკივათ, მაგრამ რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა თუ სიჩლუნგის გამო?

ალბათ, იმედი დიდი საქართველოს მომავლისა, თავიდანვე იყო ილუზიური, ამას დღეს ბევრი ხვდება, მაგრამ რა არის იმის მიზეზი,რაც ჩვენ ჩვენი თავისაგან შევქმენით მეოცე საუკუნის ბოლოს? როგორია ჩვენი ავადმყოფობის ფურცელი? დიაგნოზი და პროგნოზი?

დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია – გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით – ანუ ფაქტიურად მდგომარეობა,როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ ფორმამდე.ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისათვის შესაფერისი აზროვნება – აი საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა.

მაგრამ, ნათელია, რომ დებილობა ინდივიდში და გონებრივი სისუსტე ერში, განსხვავებულად გამოიხატება.მაშინ, როდესაც კონკრეტული ადამიანის შეფასებისათვის, საკმარისია დააკვირდეთ მის ქცევას, ერის შემთხვევაში,ანალიზი განსხვავებულ პარამეტრთა ანალიზს გულისხმობს, აქ უნდა ამოიცნოთ უფრო ზოგადი - ქცევის პატერნები, სოციალურად მიღებული ნორმები,მსოფლმხედველობის ფორმები, იდეოლოგია, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.

nichurtaამ გამოვლინებების ანალიზით, ჩვენ ვაანალიზებთ სოციუმს, როგორც ასეთს და კონკრეტულად, ქართული სოციუმის ანალიზისას, ვასკვნით,რომ ჩვენი სოციალური ორგანიზმი, გონებრივი სისუსტის მდგომარეობაში იმყოფება. შენიშვნისათვის, ეს არ ნიშნავს, რომ თუ ამ ტრადიციების, ამ წესებისა დაამ მენტალიტეტის ინდივიდს გავასინჯებთ ფსიქიატრს, იგი მას გონებრივ სიჩლუნგეს, ანდა რაიმე ფსიქიური აშლილობის ფორმას დაუდასტურებს, სრულიადაც არა.მაგრამ, ამავე დროს ამ ინდივიდებისაგან შემდგარი ერი, შესაძლოა იყოს გონებასუსტი.ბატონი მიხაკო წერეთლის განსაზღვრებას რომ დავეთანხმოთ, ერი მეტია, ვიდრე მისი შემადგენელი ცალკეული ინდივიდების ჯამი,ერი ცალკე ცოცხალი ორგანიზმია. შესაბამისად, ამ ცალკე ცოცხალი ორგანიზმის შესახებ შესაძლებელია ვიმსჯელოთ განყენებულად,როგორც ცალკე მთელზე და მივუყენოთ კიდეც მას შეფასების კრიტერიუმები. და სწორედ ეს ცოცხალი ორგანიზმი ჩვენი ერისა არის მძიმედ ავად.

როგორც მოგახსენეთ დიაგნოზი – გონებრივი ჩამორჩენილობა. რაში გამოიხატება?

– რაში და ჩვენი არსებობის წესში. დებილობა მხოლოდ გონებრივ ჩამორჩენილობას გულისხმობს, შესაბამისად,ავადმყოფი ფუნქციონირებს პრინციპში ნორმალურად, ხშირად ნორმალურად სოციალურ ასპექტშიც კი,მაგრამ აშკარაა მისი გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეუსაბამობა.ანუ, გარკვეული თვალსაზრისით, ამ ავადმყოფობის ძირითადი ნიშანი სწორედ შეუსაბამობაშია.

ჩვენს ყოფაში კი, შეუსაბამობა ვლინდება მთელ რიგ პლასტებსა და დონეებზე. მოკლედ:

- შეუსაბამობა თვითშეფასებასთან. ქართველები, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, პოლუსურ, “ზე” რეგისტრში აფასებენ თავის თავს.ან ძალიან კარგები, ან ყველაზე ცუდები. აი ასეთ ისტერიულ, გადახტომა-გადმოხტომაში ატარებს ჩვენი საზოგადოება დროს.მაგრამ ხომ ბუნებრივი და ნათელია, რომ პირველნი ნამდვილად არა ვართ, და ალბათ, არც მეორე ნიშანია ჩვენთვის სრულად მისაღები.მაგრამ ჩვენ ვერ ვახდენთ იმას, რაც ბუნებრივია ზრდასრული ინტელექტისათვის და გონებრივი განვითარების ერთ-ერთ ნორმალურ ეტაპს წარმოადგენს:ჩვენ ვერ ვახდენთ რეალობისა და ამ რეალობაში საკუთარი თავის შეფასებას. ჩვენ გავჩერდით დაახლოებით იმ საფეხურზე,როდესაც ბავშვი იძახის – “მამაჩემი ცის ტოლაა” – და სამწუხაროდ ვერ გავცდით ამ ეტაპს - “ერთი ქართველი ათს სჯობნიდა...”,“დავით მეფემ ეს სამტონიანი ქვა ერთი ხელით ამოიტანა გელათში, მეორეთი კი თმას ივარცხნიდა...”- და რაც მთავარია ვამბობთ და ვიმეორებთ რა ამას, ჩვენ არ გვჯერა ჩვენივე ნათქვამის.ჩვენ ამ შემთხვევაში ვიქცევით ზუსტად ისე, როგორც ბავშვები, ვამბობთ იმისათვის, რომ ჩვენმა ნათქვამმა ჩვენვე დაგვაჯეროს.ბიჭს უჭირავს სათამაშო საჭე და ეზოში დარბის – დღღღღუუუნნნნნნნ.... – ყვირის და ჰგონია, რომ მანქანა მიჰყავს.იგივეს რომ გააკეთებს ოცი წლის ასაკში, დებილობას დაუდგენენ, მიზეზი – ასაკთან შეუსაბამო გონებრივი განვითარება.

* * *- შეუსაბამონი ვართ ჩვენ ჩვენს იდეოლოგიურ საფუძვლებშიც.“გაუმარჯოს საქართველოს! გენაცვალებით, გეხუტებით, თქვენს სიყვარულში ვტრიალებ ჩემო ვაჟკაცო და დიდო ხალხო!!!თქვენთვის ვცოცხლობ და თქვენთვის მოვკვდები, ვენაცვალე ამ მიწა-წყალს, ამ ხალხს და ამ გაგებას...”– ეს რომ უბრალოდ სადღეგრძელო იყოს, იყოს რიტუალისათვის ნათქვამი სიტყვა, მაშინ არაუშავს. მაგრამ არ გეგონოთ, რომ ამ სიტყვების მთქმელი ტყუის.ამ ადამიანს სწამს თავისი ნათქვამის. მაგრამ, როგორ, ის ხომ რეალურად მოძალადე, მექრთამე, გამცემი და მჩაგვრელია?ყოველგვარი ნორმალური ლოგიკით იგი ან უნდა ტყუოდეს ან დისონანსში, კონფლიქტში იყოს საკუთარ “მე”-სთან.მაგრამ ეს არ ხდება. მეტიც, მარტივი ფსიქოლოგიური ლოგიკით, ინტენსიური გამეორება რაიმე ტექსტისა,მითუმეტეს ემოციური თანხვედრის ფონზე, ბუნებრივად ქმნის შესაბამის განწყობას და ამთლიანებს ფსიქიკას ამ კონკრეტული მიმართულებით.ამ პრინციპს ხმარობს აუტოტრეინინგი და ბიჰევიორისტული ფსიქოლოგია. მაგრამ ეს მეთოდი არ ჭრის ქართველზე. რატომ?

gaorebaერთი მარტივი მიზეზით, ქართველის ცნობიერება არ არის იმ ეტაპზე, როდესაც ხდება პიროვნების სრული გამთლიანება.გაიხსენეთ, ბავშვები, ერთ წუთში ექიმობანას თამაშობენ, მეორე წუთში, ორდროშობანას, ხეზე ჩიტს და ფეხბურთს.წარმოიდგინეთ ერთი საათი ექიმად რომ იმუშაოთ, მეორე - პარტიზანად, მესამე - შპიონად და მეოთხე - ფეხბურთელად,ერთ დღეში დაგენგრეოდათ ფსიქიკა, ზრდასრული ფსიქიკა მიმართულია მთლიანობისაკენ და ამიტომ ვერ უძლებს ასეთ რადიკალურ ცვლილებებს.ზრდასრული ფსიქიკა უფრო სტაბილურია, ბავშვისა კი უფრო ლაბილური და ამიტომაც იოლად აუდის როლების სწრაფ ცვლას.ისევე, როგორც ქართველი ერი – “ვენაცვალე ქართველებს, გეხუტებით დავითისა და თამარის შთამომავლებო”,და ამავე დროს, იქვე, იმწამსვე – “არ მოიტან კი არა, დედაბუდიანად ამოგწყვიტავთ მე თქვენი ბინძური დედა...”– არც ერთში ტყუის, ეს ჩვენთვის ნაცნობი პერსონაჟი და არც მეორეში – იგი თამაშობს – სალკა, ჯოხი, ლახტი, რეზინობანა....

_ შეუსაბამობა სახელმწიფოსთან მიმართებაში.აი მიპასუხეთ, რანაირ სახელმწიფოს ააშენებდნენ ბავშვები, “სახელმწიფოობანა”, რომ ეთამაშად.არცაა საჭირო გამოცნობა – საქართველოს მსგავსს. არჩევანი, არადანი, მუშტი-სილა...რა არის ქართული სახელმწიფო თუ არა თამაში – “სახელმწიფოობანა”?

ძირითადი წესი თამაშისა, როცა ბავშვები თამაშობენ თამაშს, არის: “არაუშავს” და “მაპატიე რა” და “არ მინდოდა”;და კიდევ ის, რომ ეს ყველაფერი თამაშია და არა რეალობა. ეს ზუსტად ისაა, რასაც ჩვენი სახელმწიფო წარმოადგენს.ამ სახელმწიფოში ბევრი რამ ხდება ისე, გეგონება რეალობასთან კავშირი არ ჰქონდეს. ერთნი იპარავენ,მდიდრდებიან, იღებენ და იღებენ, მეორენი ღატაკდებიან და უბედურდებიან.ლოგიკურად ეს დისბალანსია, დისბალანსი, რომლის გასწორებისაკენაც უნდა ილტვოდეს მთელი ერი,მაგრამ ეს დისბალანსი ნარჩუნდება და არ იცვლება. თამაშში, რომელშიც ერთი მხარე “ჟილკობს”, მეორეც ცდილობს “ჟილკობით” მოიგოს.ყოველი უქონელი ქართველის მიზანია, არა გამოასწოროს ვითარება, არამედ თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე.

ჩვენი სახელმწიფო “პამპულაობის” თამაშსა ჰგავს, თუ წაგართვეს ბურთი – შენ ხარ პამპულა, თუ შენ წაართმევ – სხვა,მაგრამ ბურთი არსად არ მიდის, მას მიზანი არა აქვს, იგი მოთამაშიდან მოთამაშესთან გადადის. ჩვენთან არაა კორუფცია,ჩვენ უბრალოდ პამპულაობას ვთამაშობთ, დღეს შენ გაპამპულავებენ, ხვალ შენ გაქვს ბურთი.თავის არსში კი ეს ყველაფერი თამაშია, თუ ერთმა მეორეს ფეხი წამოსდო, ეტყვის “მაპატიე რა, არ მინდოდა” და სხვებიც ეტყვიან – “არაუშავს, თამაშია რა”...

- შემდეგი ნიშანია, შეუსაბამობა ნებელობით ფუნქციასთან.როგორც ინფანტილობა, როგორც გონებრივი ჩამორჩენილობის კიდევ ერთი გამოხატულება.ალბათ გახსოვთ ის დაკვირვება ქართულ აზროვნებაზე, სამოცდაათიანებში რომ გაკეთდა, ქართული წინსართის “შემო-“-ს ანალიზის საფუძველზე.“შემომაკვდა”, “შემომეჭამა”, “შემომეუპატიურა” – ეს ხომ ინფანტილური, ლაბილური ფსიქიკის მახასიათებელი ტერმინებია.

ქართველისათვის ბუნებრივი, გასაგები და სოციალურად მისაღებია, იმპულსური ქცევის დომინირება.ამით, ხშირად მოვწონვართ კიდეც უცხოელებს, იმიტომ, რომ ჩვენ ადვილად ვამბობთ უარს რაციონალური აზროვნების დომინანტზე და იმპულსებს ავყვებით.ჩვეულებრივი, ზრდასრული ფსიქიკის პირობებში ასეთი ქცევა მაღალ ემოციურ ფონს გულისხმობს,რომელიც აჩუმებს რაციონალურ ხმას და იმპულსებს აძლევს პრიორიტეტს; ამიტომაც ვგონივართ ჩვენ ემოციურები.მაგრამ ჩვენ არა ემოციურები, არამედ ინფანტილურები ვართ.ჩვენ ემოციათა მოზღვავების გამო კი არა ვართ იმპულსურნი, არამედ იმიტომ, რომ რაციონალურ აზროვნებას ჩვენში სუსტი საფუძველი აქვს.– “ისწავლე მიშიკო, თორემ მეეზოვე გამოხვალ”, - “აუ, გამიშვი რა ეზოში, რა”... და მერე უკვე შემოაკვდება,შემოეჭმება და შემოეუპატიურება მიშიკოს ვინმე, იმპულსურია ბიჭი და იმიტომ...- შეუსაბამობა შემოქმედებაში.გასაოცარია, მაგრამ ყველაფერში პრეტენზიული ქართველები არ არიან პრეტენზიულნი იმაში,რაშიც ყველაზე უფრო მაღალ სტანდარტებს უნდა ესწრაფოდნენ – შემოქმედებაში.ერთი მღერის მადონასავით, მეორე ხატავს მალევიჩივით, მესამე წერს ჯოისის სტილში და მეოთხე აჯაზებს ბრეგოვიჩისავით.გასაოცარია, გასაოცარია, რადგანაც ხელოვნება თავის არსში ზესტანდარტული, თავისუფალი სივრცეა.ხელოვნება და საზოგადოდ შემოქმედება სულის უშუალო გამოვლინებაა, მისი საწყისი და ხარისხი დამოკიდებულია იმაზე,რამდენად ძალუძს ინდივიდს თავისი და სამყაროს არსის გახსნა და გადმოცემა, გაზიარება.ამდენად, ხელოვნება არაა არანაირად დამოკიდებული დომინანტურ სტილზე, მოდაზე თუ სხვა სოციალურ სტანდარტებზე, შემოქმედება თვითონ ქმნის ამ სტანდარტებს.გარდა, იმ შემთხვევისა, როდესაც პატარა ბავშვს უფროსების წინაშე ლექსს ათქმევინებენ ან ამღერებენ სკამზე შემდგარს.აი ამ შემთხვევაში კი უკვე მიბაძვას, კარგად გამოსულ იმიტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს.ისევე, როგორც ჩვენს გარემოში, კარგია ის, რაც კარგად გადმომღერებულია – მართალია,რადგანაც ჩვენ ბავშვები ვართ და ბავშვების გარემოში ვტრიალებთ.* * *მაგრამ, დიაგნოზი, ბევრად არის დამოკიდებული გამომწვევი მიზეზების ანალიზზეც, რამ გამოიწვია ავადმყოფობა?მიზეზი გონებრივი სისუსტისა, ხშირად სხვადასხვაა, ის შეიძლება ტრავმული, ან თანდაყოლილიც იყოს,მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ალბათ, უფრო კომპლექსურ, კომბინირებულ მიზეზთა კონგლომერატთან გვაქვს საქმე.

images 1

- პირველყოვლისა, მიზეზი მძიმე ბავშვობა, არასწორი აღზრდაა.ამ შემთხვევაში, წილი პასუხისმგებლობისა, ერთმნიშვნელოვნად რუსეთის იმპერიის, ლოთი, მფლანგველი და ემოციურად დაუბალანსებელი აღმზრდელების სინდისზეა.რუსეთმა შეგვიქმნა გარემო, რომელიც ნებისმიერი ბავშვის ფსიქიკას გაამრუდებდა.არც მოგვხედა, გვიპატრონა და გვასწავლა სახელმწიფოდ და ერად ცხოვრება, და არც ჩვენ მოგვცა ჩვენი ღირებულებებისა და უნარების შენარჩუნების უფლება.ხან ზედმეტად გაგვიბრაზდებოდა და ხან ზედმეტად გვეფერებოდა. ხან ყველაფერს გვისრულებდა და ხან არაფერს.ერთის მხრივ, ნერგავდა პარვის, მექრთამეობის და მუქთახორობის გარემოს, ხოლო მეორეს მხრივგვსჯიდა თუ ელემენტარული ღირსებისა ან საზოგადოებრივი აზროვნების პრეცედენტს გამოვამჟღავნებდით.

მოკლედ, ფაქტიურად დაგვღუპა, მოგვიშალა ფსიქიკა. - მაგრამ, არა მხოლოდ რუსეთი, ლოთი მამის პირობებში,მნიშვნელოვნად ამრუდებდა ჩვენს აზროვნებას ჩვენი დედაც - ქართლის დედა – ერთ ხელში თასი და მეორეში ხმალი...

ქართლის დედა აკეთებდა იმას, რაც პრინციპში, ლოთი მამის პირობებში, ქალისათვის ბუნებრივია – დაიწყო თავისი ბავშვის დაცვა და ზედმეტი მოფრთხილება.ქართლის დედამ გააკეთა ისე, რომ ბავშვი არამც და არამც არ შედგა კაცად. ისიც მამასავით ყველაფერს უსრულებდა, გაათავხედა და გაამაიმუნა.და თანაც, საწყლად მარტო დარჩენილს, ლოთი ქმრის ხელში სულ ეშინოდა შვილის დაკარგვა, და შეეცადა მისი ბავშვობა მაქსიმალურად გაეწელა,ისე, რომ არ მისცა ბუნებრივი განვითარების შესაძლებლობა. ერთის თქმა კი შეიძლება მის გასამართლებლად – მართლა არ უნდოდა...

არ უნდოდა, მაგრამ შედეგად მიიღო, კაცი ბავშვის ფსიქიკით.კაცი, რომელსაც ზრდასრული ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი თვისება – პასუხისმგებლობა და სოციალური აზროვნება არ გააჩნია.ასეთია ქართველი. ქართველს არ ეშინია შეცდომის დაშვების, ცუდად მოქცევის, რადგანაც “დედა ყველაფერს აპატიებს”.დედა ჯარიდანაც დაიხსნის, მილიციიდანაც გამოიყვანს, უმაღლესშიც მოაწყობს, უშოვნის ცოლსაც და სამსახურსაც – “ენაცვალოს დედა”...ორი, უკვე ღიპიანი და ულვაშ დამშვენებული კაცი ლაგუნა ვერეს აუზში ხვანცალებს, ერთმანეთს წყალს აწუწებენ, იცინიან, მხიარულობენ.გეგონებათ დედა დგას ზევით და უყურებს, ხარობს, მოესწრო ბიჭები, პირსახოცი აქვს გადაკიდებული ხელზე და თანმზრუნველად, ეუბნება, “რამაზი, ბესიკი, ამოდით წყლიდან, არ გაცივდეთ”, და თან ტკბება სანახაობით, ისინი კი თამაშობენ, უხარიათ...

ამ პირობებში, ბუნებრივია ძალიან მძიმდება კლინიკა და ის შედეგი, რაც დღეს სახეზეა, არა მარტო მოსალოდნელი, არამედ გარდაუვალია.გარდაუვალია, ბავშვს, რომელსაც ასეთი მშობლები ჰყავს, ჰქონდეს პრობლემები ზრდასრულობის ასაკში, ისევე როგორც ჩვენ.მაგრამ, ასეთ ხალხს, ჩვეულებრივ გარემო ლმობიერად ექცევა, ისევე, როგორც ჩვენც – ნიჩურტა – გვაპატიეთ ვალები, ჩვენ ქართველები ვართ...

გიორგი მარგველაშვილი. დრო მშვიდობისა. #2, 2001

დაამატე კომენტარი


უსაფრთხოების კოდი
განახლება

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

ცხელი ხაზი contact593 649003