logo-herba

antiD-header

«ადამიანების 2 პროცენტი - აზროვნებს, 3 პროცენტი - ფიქრობს, რომ აზროვნებს, ხოლო  95 პროცენტს ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე იაზროვნოს». 

ჯორჯ ბერნარდ შოუ
ბრიტანელი მწერალი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე. ნობელის პრემიის ლაურეატი

მშობლების რვა შეცდომა სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან

preschoolზოგჯერ შეიძლება გეჩვენებათ, რომ თქვენს მცირეწლოვან შვილს თქვენი წყობილებიდან გამოყვანის თანდაყოლილი უნარი გააჩნია. ნუ გეშინიათ! თქვენ მარტო არ ხართ. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს აქვთ განსაკუთრებით დიდი სურვილი მთლიანად შეიგრძნონ საკუთარი დამოუკიდებლობა და მათი რთული ქცევაც ამ სურვილის შედეგია. გაითვალისწინეთ, რომ მათ ამ ყველაფერთან ერთად ძალიან სჭირდებათ ყურადღება და სიყვარული მშობლებისგან თუ სხვა მზრუნველებისგან.
მეცნიერებათა დოქტორისა და ბავშვთა აღზრდის საკითხზე რამდენიმე წიგნის (მათ შორის he Big Book of Parenting Solutions) ავტორის მიშელ ბორბას (Michele Borba) მიხედვით „ბავშვებისთვის 3-დან 5 წლამდე ასაკი ყველაზე აქტიური პერიოდია, რომელსაც მშობლები განსაკუთრებით რთულად უმკლავდებიან“.
წარმოგიდგენთ იმ 8 შეცდომის სიას, რომელსაც 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლები ხშირად უშვებენ და გაგიზიარებთ რჩევებს რომლებიც დაგეხმარებათ ამ შეცდომების თავიდან აცილებაში.

ვრცლად: მშობლების რვა შეცდომა სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან

კონფორმიზმი – აუცილებლობა თუ საფრთხე

“Progressis impossible without change, and those who cannot change their minds cannot change anything.”
George Bernard Shaw

conformity“პროგრესი შეუძლებელია ცვლილებების გარეშე და მათ, ვისაც საკუთარი აზრების შეცვლა არ შეუძლია, არც არაფრის შეცვლა შეუძლია.” ჯორჯ ბერნარდ შოუ

რა არის კონფორმულობა?კონფორმულობა სოციალური ქცევის ტიპია, რომელსაც მოვლენათა, ნორმატიული დანაწესებისა და არსებული წესრიგის, მოსაზრებების, ღირებულებების, წარმოდგენების შემგუებლობა, საკუთარი პოზიციის უქონლობა, ნებისმიერი პატერნისა თუ სტერეორიპის უპრინციპო და უკრიტიკო მიღება ახასიათებს.

რა არის კონფორმიზმი?
• ინდივიდის განწყობისა და ქცევის შესაბამისობა, სოციალური ჯგუფის მოლოდინებსა და ნორმებთან;
• განწყობებისა და ქცევის შეცვლა, სოციალური ჯგუფის მხრიდან, წნეხის (რეალური, ნაგულისხმევი ან წარმოსახული) გამო;
• ინდივიდის მიერ უთანხმოებათა ცნობიერად თავის არიდების ტენდენცია, ფაქტობრივი ან ფორმალური თანხმობის დასამკვიდრებლად.
სოციალური ფსიქოლოგები კონფორმიზმის ორ ტიპს გამოყოფენ:
1. ინტერიორიზაციას, როცა ხდება ჯგუფის აზრის მიღება და გაშინაგანება;
2. დამორჩილებას, როცა ადამიანი გარეგნულად ეთანხმება,მაგრამ შინაგანად – არა.

ვრცლად: კონფორმიზმი – აუცილებლობა თუ საფრთხე

ბრბო და ინდივიდი

angry-mob ბრბოს ფსიქოლოგიის კვლევის ფესვები მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება და მოიცავს ისეთი მკვლევარების ერას, როგორებიც გუსტავ ლე-ბონი, ზიგმუნდ ფროიდი, კარლ გუსტავ იუნგი და სერგე მოსკოვიცი არიან. საინტერესოა იმ გარემოებების აღწერა და მიმოხილვა, რისი მიხედვითაც ადამიანები შეიძლება იქცნენ ბრბოს წევრები, იმისდა მიუხედავად თუ რა ინდივიდუალური მახასიათებლები აქვთ მათ. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, შესაძლებელია თუ არა ყოველი ცალკეული ადამიანი წარმოადგენდეს პოტენციურ ნაწილს აგრესიული და შესაძლოა ხშირად უმართავი ხალხის მასისა? პასუხი ცალკეული ასპექტების განხილვის შემდგომ უნდა ვეძიოთ.

       ბრბო ერთიან ემოციურ ველში გაერთიანებული ადამიანთა დიდი მასაა, რომელიც რაიმე აბსტრაქტული და შედარებით ნაკლებად რაციონალური მიზნისაკენ არიან მიმართულნი. ბრბოს შესაძლოა ჰყავდეს ლიდერი, მაგრამ როდესაც ბრბო მოქმედებაშია, იქ ლიდერის როლი კლებულობს და ჩნდება ქაოსი. როგორ და რატომ წარმოიშობა ბრბო? ამისათვის გასაანალიზებელია რამდენიმე გარემოება:

ვრცლად: ბრბო და ინდივიდი

ნიჩურტა! - მე ქართველი ვარ!

   საკითხი, რომელსაც ჩვენ შევეხებით ბევრჯერ ყოფილა განხილული მრავალი, განსხვავებული კუთხიდან.ნაწილობრივ, ალბათ, ამ განხილვებმა გვიბიძგეს ამ წერილის დასაწერად, ნაწილობრივაც,ალბათ, სურვილმა გამოვხატოთ ის, რასაც ვგრძნობთ და ასე მტკივნეულად განვიცდით ჩვენი არსებობის ყოველ დღეს.მუზა ჩვენი წერილისა ვართ ჩვენვე – ქართველები, XXI საუკუნის ერი, ღვთიშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები,ეხ-გრუზინები და Gეორგიან Nატიონალები, რანნი, კახნი, ჭანნი და ა.შ.

georgia-map

მეოცე საუკუნის ბოლოს ჩვენ – ამ ერმა მივიღეთ, თუ აღვიდგინეთ, სახელმწიფოსა და ერის სტატუსი და დავიწყეთ ჩვენი თავისა დაჩვენი მეობის გამოჭედვა ახალ, ახლა უკვე მსოფლიო სარბიელზე. დავიწყეთ ჩვენი სახის შექმნა.ბევრი რამ გვიშლიდა ჩვენ ხელს ამ მნიშვნელოვანსა და მტკივნეულ პროცესში.პირველ რიგში ჩვენი ექს სოვიეტ წარსული. არც თუ ისე ადვილი გამოდგა კრემლის ვერაგი მარწუხებიდან გამოძრომა,და არც იმდენად პოლიტიკურ, რამდენადაც მსოფლმხედველობრივ კონტექსტში – “რას ვგრიმიტობდით ქართველი ბიჭები რუსეთში!”...“აქედან ერთი იაშჩიკი კონიაკი ჩაგვქონდა და იქიდან ეშალონებით დაგრუზული მოვდიოდით”...“დევუშკა, ტუდა სუდა პაგულაემ, სვეჟი ვოზდუხ პაყლაპაემ”... – მოკლედ ამის დათმობა არ არის ასე ადვილი.

ვრცლად: ნიჩურტა! - მე ქართველი ვარ!

თავისუფლება და მომხმარებელი.

რა არის თავისუფლება?
თავისუფლება და მომხმარებელიადამიანის ცნობიერში თავისუფლების ცნების დიფერენცირებიდან მოყოლებული(უხსოვარი დროიდან) ამ სიტყვით აღვნიშნავთ მდგომარეობას, რომლისკენაც მიისწრაფის ყოველი მოაზროვნე არსება.

ვრცლად: თავისუფლება და მომხმარებელი.

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

ცხელი ხაზი contact593 649003