logo-herba

antiD-header

აბრაჰამ მასლოუ

maslowაბრაჰამ მასლოუ Abraham Harold Maslow (/ˈmæzloʊ/; April 1, 1908 – June 8, 1970) დაიბადა ნიოუ-იორკში 1908წელს, რუსეთიდან გადმოსახლებულ ებრაულ ოჯახში. ის საკუთარ თავს ახასათებდა როგორც მოუხერხებელ, მორცხვსა და მოკრძალებულს ბავშვობის წლებში. ეს იყო რთული პერიოდი მასლოუსთვის, რადგან ის განიცდიდა ანტისემიტურ დამოკიდებულებას მასწავლებლებისა და ბავშვებისაგან. სკოლის დამთავრების შემდეგ ის შევიდა ნიუ-იორკის კოლეჯში. 1926 წელს მან დაიწყო ღამის სკოლაში სიარული, მაგრამ მალევე მიატოვა და 1927 წელს გადავიდა კორნელში, რომელიც ერთი სემესტრის შემდეგ დატოვა. მასლოუ დაბრუნდა ქალაქის კოლეჯში და კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ სწავლა დაიწყო ვისკონსინის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის განხრით. 1928 წელს ის დაქორწინდა ბერტაზე, რომელსაც შეხვდა ბრუკლინში სწავლის დროს. მან კარგი ექსპერიმენტული წრთობა გაიარა ვისკონსისის უნივერსიტეტის პრიმატების ქცევის შემსწავლელ ლაბორატორიაში, ნეობიჰევიორიზმის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომაგენელის ჰ. ჰარლოუს ხელმძღვანელობით. 1931 წელის ზაფხულში მან დაასრულა თავისი ნაშრომი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში. 1934წელსდოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ  იგი ერთ ხანს მუშაობდა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში თორნდაიკის ხელმძღვანელობით, ხოლო შემდეგ ბრუკლინის კოლეჯში გადავიდა. ნიუ-იორკში გატარებულმ წლებმა დიდი გავლენა მოახდინა მასლოუს ორიენტაციის საბოლოო ჩამოყალიბებაზე. იმ პერიოდში ნიუ-იორკში მოღვაწეობდნენ ნაციზმს გარიდებული ბრწყინვალე ევროპელი სპეციალისტები: ადლერი, ვერთჰაიმერი, კოფკა, დრომი, მათ მასლოოუსთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ. 1951-1968 წლებში იგი სათავეში ედგა ფსიქოლოგიის კათედრას ბრანდეისის ახალგახსნილ უნივერსიტეტში ბოსტონის მახლობლად. მასლოუ გარდაიცვალა გულის შეტევით 1970წლის 8 ივნისს.

მასლოუს თავდაპირველი ფსიქოლოგიური ორიენტაცია ბიჰევიორისტული იყო. მისი სადოქტორო ნაშრომი ეხებოდა მაიმუნების კოლონიაში სექსუალურ ქცევაზე მოქმედი გარეგანი ფაქტორების შესწავლას. როგროც შედარებითი ფსიქოლოგიის სპეციალისტი, იგი ემყარებოდა რწმენას, რომ ცხოველების შესწავლამ შეიძლება საშუალება მოგვცეს გავიგოთ ადამიანის ქცევა, რაგდან ადამიანებიც ცხოველებს მიეკუთვნებიან. მოგვიანებით მასლოუმ კატეგორიულად უარყო ყოველგვარი მოდელი, რომელიც ცხოველთან ან მანქნასთან ადამიანის ანალოგიას გულისხმობს. მასლოუს ახალი მრწამსის ჩამოყალიბება დაიწყო 30-იანი წლების ბოლოს, როდესაც მან ხელი მოჰკიდა დომინანტობისა და თვითპატივისცემის შესწავლას. კვლევაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამ იდეებმა განაპირობა მასლოუს ინტერესები მოტივაციისა და ჯანმრთელობის საკითხის მიმართ, რაც მთელი სიცოცლის განმავლობაში გაჰყვა. შემდომში მასლოუ დაინტერესდა ფენომენოლოგიით და აღმოსავლური ფილოსოფიით, კერძოდ ჩინური სისტემით - დაოიზმით. მასლოუ მიჩნიევდა, რომ დასავლურ მეციერებაში არსებული მიდგომები მასალის ორგანიზაციისა და აღწერის მიმართ დამყარებულია აბსტრაქტულ სქემებზე და გონებაჭვრეტით სპეკულაციებზე. მათ სანაცვლოდ უნდა გამოვიყენოთ დაოსური ჩაურეველი შემეცება. ეს ნიშნავს ჭეშმარიტ წვდომას, გაგებას, მკვლევარისა და ობიექტის შერწყმას. ობიექტი უნდა მივიღოთ ისე, როგორც ის გვეძლევა. მივიღოთ იგი უშუალო მოცემულობაში. ასე უნდა იწყებოდეს ფსიქოლოგიური კვლევა. შემდგომ ეტაპზე, როდესაც დადგება ფენომენოლოგიური გამოცდილების ორგანიზაციის, კლასიფიკაციისა თუ განზოგადების ამოცანა, მოვა ჰიპოთეზური კონსტრუქციების დროც. ამოცანა მდგომარეობს ამ ორი მეთოდოლოგიის ოპტიმალურ ურთიერთშეთანხმებაში იმის გათვალისწინებით, რომ ყოველთვის მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ უშუალო სასიცოცხლო გამოცდილებასთან.

ომის შემდგომ პერიოდში მასლოუ იწყებს თვითაქტუალიზებული პიროვნების სისტემურ კვლელვას. თავდაპირველად თვითაქტუალიზებული პიროვნების შესწავლა არ იყო ჩაფიქრებული ავტორის მიერ, როგორც მეცნიერული კვლევა. მასლოუს დიდი ინტერესი ჰქონდა გაერკვია თუ რითი განსხვავდებიან მისი სათაყვანებელი მასწავლებლები რუთ ბენედიქტი და მაქს ვერთჰაიმერი სხვებისგან. მას ექმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ისინი რაღაც უფრო მეტს წარმოადგენდნენ, ვიდრე უბრალოდ ადამიანები. მან დაასკვნა , რომ აქ საქმე გვაქვს ადამიანთა გარკვეულ ტიპთან - თვითაქტუალიზებულ პიროვნებასთან.

თვითაქტუალიზებული პიროვნების კვლევისას იგი იყენებდა კლინიკურ ანალიზთან ერთად ბიოგრაფიულ მეთოდსაც. შეისწავლა რიგი გამოჩენილი ადამიანის სასიცოცხლო გზა. მასლოუმ გამოჰყო ის თვისებები, რომლებიც განსაკუთრებით გამოარჩევთ თვითაქტუალიზებულ პიროვნებებს. მათ შორისაა: რეალობაზე ორიენტირებულობა, მომთმენლობა და შემწყარებლობა, უბრალოება და ბუნებრიობა, სპონტანურობა, პრობლემებსა და საქმეებზე ცენტრირება, უმაღლესი ან მისტიკური განცდების ქონა, დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა, აღქმის სიცხოველე, ზეშთაგონებულობა, საზოგადოებრივი ინტერესი, თანაგრძნობა, ხასიათის დემოკრატიულობა, სიკეთისა და ბოროტების, მიზნისა და საშუალებების გამიჯვნა, ფილოსოფიური იუმორის გრძნობა, შემოქმედებითობა და არაკონფორმულობა.

თვითაქტუალიზებული პიროვების მოტივაციურ სფეროში თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებას დომინირებული ადგილი უკავია. ადამიანს აქვს მოთხოვნილება აკეთოს ის, რისთვისაც არის მოწოდებული. თუ ადამიანში ჩადებულია მოაზროვნის, მეცნიერის თვისებები, მან უნდა მოახდინოს ამ თვისებათა რეალიზაცია. მხატვრული ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანმა უნდა ხატოს, პოეტურით-წეროს ლექსები, თუ რა თქმა უნდა ადამიანს საკუთარ თავთან ჰარმოიაში ყოფნა სურს.

[blockquote class="{classname}"]ადამიანი ვალდებულია იყოს ის, რაც მას შეუძლია იყოს. ადამიანი გრძნობს, რომ უნდა შეესაბამებოდეს თავის ბუნებას. ამ მოთხოვილებას შეუძლია ეწოდოს თვითაქტუალიზაცია.[/blockquote]

maslou-needsმასლოუს მიხედვით, თვითაქტუალიზირებული პიროვნებები მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ დაახლოებით 1% შედგენენ. ამ ფენომენს მასლოუ ხსნის მოტივთა იერარქიული თეორიის საფუძველზე, სადაც მთხოვნილებები დალაგებულია მარტივიდან უმაღლესისაკენ.

1.ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები- შიმშილი, წყურვილი, სექსუალური ლტოლვა, ძილი და ა.შ

2. უსაფრთხოების მოთხოვნილებები- უსაფრთხოების,კომფორტის,უშფოთველობის,შიშისგან თავისუფლების მოთხოვნილება.

3.სოციალური კავშირებისა და სიყვარულის მოთხოვნილებები- ადამიანს აქვს მოთხოვნილება მიეკუთვნებოდეს რომელიმე სოციალურ ჯგუფს. სურს უყვარდეს ვინმე და უყვარდეს ვინმეს.

4. აღიარებისა და დაფასების მოთხოვნილებები-გამოიყოფა ორი ჯგუფი:

ა) სიძლიერის, დომინირების, მიღწევის, შეჯიბრის, დამოუკიდებლობიდ მოთხოვნილებები.

ბ) პატივისცემის, ყურადღების, დაფასების მოტხოვნილებები.

5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილებები - საკუთარი მონაცემებისა და შესაძლებლობების (ადამიანური კაპიტალის) გამოხატვა; ანუ ესაა იმის მიღწევის შესაძლებლობა, რის პოტენციალიც პიროვნებას გააჩნია. იგი უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სულიერ სამყაროს.

თუ ეს მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება, მაშინ ირღვევა შემოქმედებითი საქმიანობის რეგულაცია, იგი ვერ ქმნის ახალს, ის აღარაა შემოქმედი.

იერარქიის უმდაბლეს დონეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები შეესაბამება, ხოლო უმაღლესს-თვითაქტუალიზაციის. რაც უფრო მაღალია მოთხოვნილება, მით უფრო გვიან წარმოიქმნება იგი გენეტიკურად, მით უფრო ხანგრძლივად შეიძლება მისი დაუკმაყოფილებლობის ატანა. მაღალ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება იწყება მხოლოდ მაშინ, თუ დაკმაყოფილებულია რიგში უფრო დაბლა მდგომი მოთხოვნილებები. დაკმაყოფილების შემდეგ მოთხოვნილებას ატუალობა ეკარგება და ინდივიდს შესაძლებლობა ეძლევა იზრუნოს შემდგომი დონის დაკმაყოფილებაზე. ადამიანთა უმეტესობის ქცევა მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმართულია არა თვითაქტუალიზაციაზე , არამედ დაბალი რიგის მოტხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ამიტო შეადგენენ თვითაქტუალიზებული პიროვნებები მოსახლეობის უმცირესობას. მასლოუ ადასტურებს იეთ შემთხვევებსაც, როდესაც მოთხოვნილებები ქცევის რაელური მოტივები ხდებიან დაბალი კოთხოვნილებების დაუკაყოფილებლობის პირობებშიც.

აღწერილი მოდელი მასლოუმ ჩაოაყალიბა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნში „მოტივაცია და პიროვება“ (1954). იგი შემდეგშიც სრულყოფდა და ამდიდრებდა თავის შეხედულებებს ამ საკითხთან მიმართებაში. მის მიერ შესწავლილი პიროვნებები ასაკოვანი ხალხი გახლდათ, რომლისთვისაც თვითაქტუალიზაცია პიროვნული განვითარების შედეგს წამოადგენდა. მაგრამ როგორ შეიძლება დახასიათდეს ეს პიროვნებები თვითაქტუალიზაციის კუთხით, მათი ჩამოყალიბების განმავლობაში? მან თავის მოდელში ე.წ. ზრდის მოტივაცია შეიტანა. ესაა განვითარებისკენ სწრაფვის მუდმივი ტენდენცია, რომლის უმაღლეს და საბოლოო სახეს აქტუალიზაცია შეადგენს.

„თვითაქტუალიზაცია რადენადმე განხორციელებულ ფაქტს მხოლოდ მცირე ადამიანებთან წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, უმრავლესობასთან იგი არსებობს იმედის, მისწრაფების, ლტოლვის, ბუნდოვნად სასურველის, მაგრამ ჯერ მიუღწეველის სახით. თვითაქტუალიზაციის ღირებულებები რეალურად არსებობენ მაშინაც, როცა ისინი არაა აქტუალიზებული. ადამიანი ერთდროულად წარმოადგენს იმასაც, რაც ის არის და იმასაც, რისკენაც ის იისწრაფის“

მასლოუ ლაპარაკობს „საზღვრულ განცდებზე“. მათ დახასიათებას ავტორი შემდეგი სიტყვებით ცდილობს: ესაა ყველაზე შესანიშნავი განცდა, ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წამები, მომენტი აღფრთოვანებისა და ნეტარებისა. ეს შეიძლება მოხდეს სიყვარულში, მუსიკის მოსმენისას, წიგნის კითხვისას ან შემოქმედებითი აღტკინებისას.

„ ყოველი ადამიანი, ყოველ საზღვრულ განცდაში დროებით იძენს ბევრ იმ თვისებათაგანს, რომლებიც მე აღმოვაჩინე თვითაქტუალიზებულ პიროვნებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ადამიანი, ხანმოკლე დროებით მაინც ხდება თვითაქტუალიზებული.“

მასლოუს ინტერესს შეადგენს არა თვითაქტუალიზაცია, როგორც ერთჯერადი აქტი, არამედ როგორც ცხოვრების სტილი, როგორც განვითარებული პიროვნების არსებობის ფორმა. თავის წიგნში „ყოფიერების ფსიქოლოგიისაკენ“ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მეტამოთხოვნილებებსა და ყოფიერების ღირებულებების ტერმინებზე. მასლოუ მიჯნავს მოტივაციის ორ სახეს: პირველი ახასიათებს ადამიანებს, რომლებსაც არ მიუღწევიათ თვითაქტუალიზაციისათვის, ხოლო მეორე დამახასიათებელია თვითაქტუალიზირებულ ადამიანისთვის. მეტამოთხოვნილებათა როლს უმაღლესი ღირებულებები ანუ ყოფიერების ღირებულებები ასრულებენ. ბიოლოგიური მოთხოვნილბების მსგავსად ყველა ადამიანს ახასიათებს იმთავითვე ყოფიერების ღირებულებებისადმი სწრაფვა.

მეტამოტივები ინსტიქტოიდური ხასიათისააა. გარემოს ფაქტორებს შეუძლია ხელი შეუწყოს ან შეაფერხოს მათი აქტუალიზაცია. მეტამოთხოვილებათა ქრონიკული ფრუსტრაცია იწვევს ფსიქიკურ დაავადებებს ანუ მეტაპათოლოგიებს, როგორიცაა დეპრესია, აპათია, გაუცხოება და ა.შ.

აბსოლიტურად ჯანმრთელი, ნორმალური, ბედნიერი ადამიანი მეტამოტივირებული პიროვებაა. მასლოუს მიერ წარმოდგენილი ჰუმანიტარული ფსიქოლოგიის მიზანი კარგი საზოგადოების შექმნაა, ისეთი საზოგადოებისა, რომელშიც შესაძლებელია საკუთარი თავის რეალიზება და თვითაქტუალიზაცია. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა აქტიური ფსიქოკონსულტაცია და ფსიქოკორექციული მუშაობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

მასლოუ თავად იყო ჰუმანსიტური რეფორმენის გატარების ინიციატორი ბიზნესისა და ინდუსტრიის სფეროში. მან სპეციალური შრომა მიუძღვნა მენეჯმენტის ფსიქოლოგიას, რომელიც ითვალისწინებდა ხელმძღვანელსა და შემსრულებელს შორის დემოკრატიული ურთიერთობების დამყარებას უმაღლესი მოტივების შესაბამისად.

მასლოუს იდეები ფართოდაა გავრცელებული საზოგადოებრიობაში, თუმცა მის იდეებს ყველა არ იზიარებს. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება ჰპოვა იერარქიულმა მოდელმა. ავტორთა უმრავლესობა სამართლიანად სვამს საკითხს ამ მოდელის უნივერსალობის თაობაზე. პირველ რიგში ეს ეხება თვითაქტუალიზაციის პირობებს. მართლაც, აუცილებელია თუ არა ამ პირობების შესაქმნელად ყველა დანარჩენი მოთხოვილებების დაკმაყოფილება, როგორც ამას მასლოუ ამტკიცებდა.

მასლოუ ანგარიშს უწევდა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს. კერძოდ, მან აღიარა, რომ ერთი დონის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ავტომატიურად არ იწვევს მასზე მაღალი დონის მოტივაციის აქტუალიზაციას. თვითაქტუალიზაციის ტენდენციაც არ ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა მოთხოვილებებია დაკმაყოფილებული.

ყველაზე მეტი კრიტიკა წილად ხვდა მასლოუს მოსაზრებას თვითაქტუალიზაციისა და მაღალი მეტამოთხოვნილებების ე.წ. ინსტიქტოიდურობის შესახებ. მასლოუმ ისინი ადამიანის თანდაყოლილ ბუნების ნაწილად მიიჩნია. ეს თვალსაზრისი ნამდვილად ბიოლოგისტურია. მასში იგნორირებულია სპეციფიკური ადამიანური მოტივაციის ქმნადობის, ფორმირების, გარემოსეული დეტერმინირებულობის უმნიშვნელოვანესი ასპექტები. მასლოუს პოზიცია ერთგვარად ეხმაურება დღეს უკვე საკმაოდ პოპულარულ სოციობიოლოგიურ კონცეფციას, რომელის თანახმადაც ადამიანის მაღალი მოთხოვილებები ევოლუციის შედეგია და მის მემკვიდრულ ნიშან-თვისებას წარმოადგეს. მკვლევართა უმრავლესობა, განურჩევლად მათი თეორიული ორიეტაციისა, ემხრობა მაღალი მოტივაციის შეძენილობის, მისი უპირატესად სოციალური დეტერმინირებულობის თვასაზრისს.

წყარო

შემოგვიერთდი

გამოიწერე სიახლეები Facebook page Google+ page გამოიწერე სიახლეები ელ. ფოსტით

ცხელი ხაზი contact593 649003