logo-herba

antiD-header

ენერგეტიკული სასმელების საფრთხეები

danger signენერგეტიკული სასმელები  როგორიცაა Red Bull, Rock Star და Monster, წარმოადგენენ სამელების ჯგუფს, რომელიც შეიცავს დიდი დოზით კოფეინს და სხვა ნებადარტულ სტიმულატორებს, როგორიცაა მაგ. გუარანა და ჟენშენი. კოფეინის შემცველობა  ენერგეტიკული სასმელის 250 მილიგრამიან ქილაში მერყეობს 75 - 320 მილიგრამის ფარგლებში.

ინდივიდუალური რეაქციები კოფეინზე განსხვავებულია და ენერგეტიკულ სასმელების მიღებისას რთხილად უნდა ვიყოთ მათი სიძლიერის გამო. ენერგეტიკული სასმელების მასტიმულირებელმა თვისებები ზრდის გულისცემას და წნევას (ზოგჯერ სახიფათომდეც), შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის დეჰიდრატაცია  და  ისევე როგორც სხვა სტიმულატორმა  გამოიწვიოს უძილობა.

ენერგეტიკული სასმელები არ უნდა იქნას გამოყენებული ვარჯიშისას, როგორც  ოფლიანობისგან გამოწვეული სითხის დაკარგვის  და კოფეინის შარდმდენი თვისებების გამო შესაძლებელია მომხმარებელი სახფათოდ დეჰიდრატირებული დატოვოს.

ვითომდა უვნებელმა „გამაჯანსაღებელმა“ ენერგეტიკულმა სასმელმა შეიძლება დიდი საშიშროება შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას. ენერგეტიკული სასმელის ხშირი მომხმარებლები როგორც წესი სტუდენტები, გადატვირთულ რეჟიმში მომუშავე ადამიანები, სპორტსმენები, დაღლილი მძღოლები და ღამის კლუბების ხშირი სტუმრები არიან, ერთი სიტყვით, ყველა ის ადამიანი, ვინც გადაღლილია და „გაჯანსაღება“ სურს. სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა არ იციან, რომ სწორედ გადაღლილობისა და სტრესის პერიოდში ენერგეტიკულმა სასმელმა  შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას.  ენერგეტიკული  სასმელის  მიღება სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, ასევე გადაღლილობისა და სტრესის დროს სასტიკად აკძალულია. 

კონკრეტული მაგალითების მიხედვით, მაგალითად ორი ახალგაზრდა სწორედ მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც „რედ ბულისა“ და არყისგან მომზადებული კოქტეილი მიიღო, ამასთან ერთ-ერთი მათგანი სასმელის მიღებამდე სატრენაჟორო დარბაზში იმყოფებოდა. „გამაჯანსაღებელი“ სასმელის მხვერპლი ასევე 31 წლის ქალბატონი გახდა, რომელსაც მისი მიღების შემდეგ გული გაუჩერდა. საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა 18 წლის კალათბურთელიც, რომელმაც თამაშის დაწყებამდე 4 ბოთლი „რედ ბული“ მიიღო. 

ენერგეტიკული სასმელის მხოლოდ ერთმა ბოთლმა შესაძლოა, გულის კუნთის ხშირი კუმშვა, ზოგიერთ შემთხვევაში კი გულის არითმია გამოიწვიოს, რაც გარკვეულ შემთხვევებში მოულოდნელი სიკვდილის მომტანია. ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პოპულარულმა ენერგეტიკულმა სასმელმა „რედ ბულმა“ მომხმარებლებში შესაძლოა ინსულტი და ინფარქტი გამოიწვიოს. მისი მიღების შემდეგ ადამიანის სისხლი მეტად შედედებული ხდება, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის სისხლ-ძარღვებში. კვლევების მიხედვით,  ერთი საათის შემდეგ, როგორც კი სრულიად ჯანმრთელმა კვლევის ობიექტებმა მიიღეს ენერგეტიკული სასმელი „რედ ბული“, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გულით დაავადებული ადამიანების მდგომარეობას უტოლდებოდა.
Caffeine-Content-in-Energy-Drinksმიუხედავად იმისა რომ კოფეინის დღიური უსაფრთხო დოზა არ არის დადგენილი, ჯანსაღმა მოზრდილმა არ უნდა მიიღოს 400 მგ-ზე, ხოლო ბავშვმა 45-85 მგ-ზე მეტი კოფეინი დღიურად.როგორც წესი სასმელი შედგება წყლისგან, შაქრის, გლუკოზის, ტაურინის, ლიმონის მჟავის, კოფეინის, ანტიოქსიდანტის, სხვადასხვა არომატიზირებული ნივთიერების, საღებავისა და ვიტამინებისაგან. 
მართალია, მცირე დოზებში კოფეინი სტიმულირებად ეფექტს ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, თუმცა დიდ დოზებში იწვევს ნერვული უჯრედების განადგურებას. მისი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე 3-დან 5 საათამდე გრძელდება, რის შედეგადაც ორგანიზმი სრულიად დაცლილია ენერგიისაგან და დასვენებას საჭიროებს. 
გარდა ამისა, კოფეინი შეჩვევას იწვევს და ხშირი მოხმარებისას იწვევს ფსიქიკურ აღგზნებას, ნერვოზულობასა და დეპრესიას. განსაკუთრებულად საშიშია ახალგაზრდა ორგანიზმისთვის გლუკოზისა და კოფეინის კომბინაცია. 
მრავალ ქვეყანაში ენერგეტიკული სასმელის გაყიდვა რეგულირდება. აკრძალულიასაფრანგეთში, დანიასა და ნორვეგიაში, მექსიკასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ასკობრივი ძეძღუდვებია გაყიდვაზე და ა. შ.  

ენერგეტიკული სასმელ განსაკუთრებით არარეკომენდებულია ფეხმძიმე ქალბატონებისთვის, ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, ჰიპერტონიით, გლაუკომით, დაავადებულებისთვის, სისხლძარღვების, უძილობის, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

იშვიათად მოხმარებისას ენერგეტიკული სასმელების არ არის აუცილებელად ცუდი , მაგრამ ისინი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ენერგიის წყაროების  "ბუნებრივი ალტერნატივა " და განსაკუთრებით კი როგორც ზოგიერთი მწარმოებელი  აცხადებს  " -  ცხოველმყოფელობის და კონცენტრაციის" წყარო. 

ენერგეტიკული სასმელით გმოწვეული ათი შესაძლო საფრთხე (ორიგინალი):
    1. გულის გაჩერება: მიუხედავად იმისა, რომ კოფეინის მომაკვდინებელი დოზები საკმაოდ მაღალია (რედ ბული 191 ქილა, მონსტერი 95 და ა.შ.), გამოთვლის ფორმულები არ არის უნივერსალური და ფორმულა არ ვრცელდება ყველაზე.  გულის სუსტი მდგომარეობის მქონე პიროვნებისთვის რამდენიმე ქილა შეიძლება იყის საკმარისი  გულის შესაჩერებლად. უახლესი კვლევები აჩვენებენ, რომ ენერგეტიკული სასმელები იწვევს გულის უფრო ძლიერი შეკუმშვას , რომელიც შეიძლება სახიფათო იყოს ზოგიერთი გარკვეული კარდიოლოგიური მდგომარეობის შემთხვევაში.
    2. თავის ტკივილი და შაკიკი. დიდი რაოდენობით  ენერგეტიკული სასმელების მიღება შეიძლება  ე.წ. "კოფეინის გამოდევნით" გამოწვეული მძიმე თავის ტკივილის მიზეზი გახდეს. კოფეინის ყოველდღიური მოხმარების დოზის გადაჭარბებისას  თავის ტკივილი უფრო ხშირი შეიძლება გახდეს.
    3. უძილობა.
    4. მეორე ტიპის დიაბეტი. ვინაიდან ძალიან ბევრი ენერგეტიკული სასმელები შეიცავს შაქრის ძალიან დიდ რაოდენობას , მათ შეუძლიათ ომოქმედონ პანკრეასის ინსულინის მწარმოებელ უჯრედებზე , რაც მეორე ტიპის დიაბეტს იწვევს.
    5. წამლებთან ურთიერთქმედება. სასმელსი შემავალი ზოგიერთი ინგრადიენტი შეიძლება სახიფათო იყოს მედიკამენტებთან (განსაკუთრბით დეპრესიის საწინააღმდეგო) ურთიერთობისას. 
    6. მიჩვევა (დამოკიდებულება).
    7. სახიფათო საქციელი. ჟურნალში American College Health გამიქვეყნებულმა სტატიამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები უფრო მაღალ რისკს ეწევიან როცა მათ ორგანიზმში კოფეინის დიდი შემცველობაა. 
    8. ნერვიული აღგზნება და ნერვოზი. ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ენერგეტიკული სასმელის ერთ 250 მლ. ქილასაც შეუძლია ახალგაზრდაში შფოთვიანობის (Anxyety) გაზრდა.
    9. გულისრევა.
    10. ალერგიული რეაქცია. 
მოერიდეთ სახიფათო "გამაჯანსაღებელ" ენერგეტიკულ სასმელებს. მიიღეთ არასტიმულანტი მცენარეების სრულიად უსაფრთხო ენერგეტიკული ნაკრები ZipEX2 რომელსაც არ აქვს გვერდითი მოვლენები, არ იწვევს არანაირ უკუქმედებას და "გმუხტავთ" ენერგიით მთელი დღის განმავლობაში.

ცხელი ხაზი contact593 649003