logo-herba

antiD-header

ტონგკატ ალის ექვსი სასარგებლო თვისება ქალის ჯანმრთელობისათვის

ავტორი ედვარდ გრუპი (Dr. Edward Group DC, NP, DACBN, DCBCN, DABFM)
გამოქვეყნებულია http://www.globalhealingcenter.com/  7 აგვისტო, 2014, ბოლო განახლება 27 თებერვალი, 2015

tongkat-aliჰორმონალური ბალანსის დარღვევა დღევანდელ დღეს მრავალი ქალის ჯანმრთელობის პრობლემაა. ესტროგენის მსგავსი ეფექტის მქონე ტოქსინების ზემოქმედება -და ასეთი კი უამრავია - ქალური ჰორმონების გამოყოფას აფერხებენ. ყველაზე გავრცელებული სიმპტომები მოიცავს სისუსტეს, შენელებულ მეტაბოლიზმს, დაბალ ლიბიდოს და გონების არევას (brain fog). ჰერბალისტები და ტრადიციული მედიცინის მიმდევრები დიდი ხანია იყენებენ ტონგკატ ალის (ასევე ცნობილი როგორც ლონგჯეკი Longjack) აღნისნული პრობლემების დასამარცხებლად და თანამედროვე კვლევები ადასტურებს მის, როგორც ჰორმონების მაბალანსირებელ ჯანმრთელობისათვის სასარგებლო მცენარის სტატუსს. [1][2]

ტონგკატ ალის სასარგებლო თვისებები

მიუხედავად იმისა, რომ ტონგკატ ალი საუკუნეებია ქალთა ჯანმრთელობის მხარდასაჭერად გამოიყენება, მოსახლეობის უმრავლესობისათვის ის მაინც უცნობი რჩება. საბედნიეროდ ბოლოდროინდელი კვლევების დიდი ნაწილი ნათელს ფენს ამ მცენარის სასარგებლო თვისებებს, განსაკუთრებით ქალებისთვის. რამდენიმე გამორჩეული სარგებელი შემდეგია:  

1. ებრძვის არასასურველ ჭარბ წონას

ჰორმონები განსაზღვრავენ მეტაბოლიზმს და მათი ბალანსის დარღვევა თითქმის ყოველთვის იწვევს წონის არასასურველ მატებას. მრავალი ჩვენგანი უნდა შევეგუოთ, რომ წონის გარკვეული მატება ასაკის მატების ნორმალური თანმდევი მოვლენაა, მაგრამ ხშირად წონაში ვიმატებთ მხოლოდ იმიტომ, რომ თავს იჩენენ "ეკოლოგიური" (environmental) ტოქსინები, რომლებიც ურევენ ჩვენს ბუნებრივ ჰორმონალურ ბალანსს. ტონგკატ ალის შესწევს უნარი შეამციროს წონის მატება ჰორმენების სტაბილიზირების გზით. ეს ეხება როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებსაც.

2. აძლიერებს ენერგიას

როცა სხეული ვერ აწარმოებს შესაბამის ჰორმონებს, ან როცა ჰორმონების წარმოქმნა ირევა, ეს ხშირად ენერგიის დაბალ დონეს იწვევს. რადგან ტონგკატ ალი საუკეთესო საშუალებაა ჰორმონების დასაბალანსებლად, მას დამატებითი ეფექტი აქვს მეტებოლიზმის და ენერგიის დასარეგულირებლადაც. გაზრდილი ენერგია სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიშისას გამძლეობის მხარდასაჭერად, რაც ასევე აკავშირებს ტონგკატ ალის წონის დაკლებასა და შენარჩუნებასთან.

3. ლიბიდოს ბუნებრივი მხარდაჭერა

მიუხედავად თქვენი სქესისა, ტესტოსტერონის ამაღლება სასარგებლო გზაა სექსუალური ლტოლვის და სურვილის ასამაღლებლად. ხალხური გადმოცემები ამბობენ, რომ ტონგკატ ალი ამაღლებს ქალთა ეროგენული ზონების მგრძნობელობას, ზრდის ლიბიდოს. კვლევები აჩვენებს ლიბიდოს თვალნათლივ ზრდას მამრ ვირთხებში, [3] მაგრამ მკვლევარებს სჯერათ, რომ მსგავსი ეფექტი აქვს ტონგკატ ალის ქალებისთვისაც.

4. ხელს უწყობს ჩონჩხის ჯანმრთელობას

ტესტოსტერონის დაბალი დონე ზრდის ოსტეოქონდროზის - (დამაუძლურებელი დაავადება, რომელიც ხასიათდება სუსტი, მყიფე ძვლებით) განვითარების ალბათობას. კალციუმი,  ვიტამინი D და მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ძვლების ჯანმრთელობაში -ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნება საკვანძო მომენტია მთელი სხეულის სიჯანსაღის რეგულირებისთვის.  ზრდის რა შრატის კონცენტრაციას ტესტოსტერონში, მკვლევარებს სჯერათ, რომ  ეს მცენარე  მნიშვნელოვანია ძვლების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.  [4]

5. სულიერი განწყობის მხარდაჭერა

კვლევამ აჩვენა, რომ ტონგკატ ალის დაბლა წევს კორტიზოლის, ჩვენი მრავარი სტრეს ჰორმონის დონეს. კორტიზოლი წარმოიქმნება სტრესის საპასუხოდ და ის ერთერთი მთავარი მიზეზია სტრესით გამოწვეული წონის მატების. კლინიკური ცდებისას ტონგკატ ალი ამცირებდა გაღიზიანებას, დაძაბულობას და დაბნეულობა-არეულობას. (confusion). მცენარეს აგრეთვე შეუძლია შეამციროს დიეტით, უძილობით ან გადატვირთვით გამოწვეული ყოველდღიური  სტრესები. [5მახსოვრობის გაძლიერება ასევე ასოცირდება ტონგკატ ალის მიღებასთან.

6. ხელს უწყობს შაქრის ნორმალურ დონეს სისხლში

სისხლში შაქრის შემცველობის სათანადო დონეზე შენარჩუნება შესაბამისი დიეტისა და ვარჯიშების მეშვეობით, საუკეთესო თავდაცვაა მეორე ტიპის დიაბეტის წინააღმდეგ. კვლევები გვიჩვენებს, რომ ტონგკატ ალი ეხმარება ორგანიზმს ამის მიღწევაში. [6] გადამუშავებული ნახშირწყლების შემცირება საკვებში, ვარჯიში, ჯანსაღი ძილი და მზის სხივები ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სხეულში შაქრის ბალანსირებული დონის შესანარჩუნებლად.

ტონგკატ ალის მიღება

ტონგკატ ალი, როგორ სასაკვებო დანამატი, როგორც წესი წარმოადგენს ექსტრაქტულ ფორმას. ასევე შესაძლებელია ის შედიოდეს სხვა, კომპლექსური პრეპარატების შემადგენლობაში.


ვიდეო (ინგლისურად)
როფორ დავაბალანსოთ ჰორმონები ბუნებრივი საშუალებებით
ხანგრძლივობა: 90 წუთი

References:

  1. Shuid AN1, El-arabi E, Effendy NM, Razak HS, Muhammad N, Mohamed N, Soelaiman IN. Eurycoma longifolia upregulates osteoprotegerin gene expression in androgen- deficient osteoporosis rat model. BMC Complement Altern Med. 2012 Sep 12;12:152. doi: 10.1186/1472-6882-12-152.
  2. Henkel RR1, Wang R, Bassett SH, Chen T, Liu N, Zhu Y, Tambi MI. Tongkat Ali as a potential herbal supplement for physically active male and female seniors–a pilot study. Phytother Res. 2014 Apr;28(4):544-50. doi: 10.1002/ptr.5017. Epub 2013 Jun 11.
  3. Ang HH, Sim MK. Eurycoma longifolia Jack enhances libido in sexually experienced male rats. Experimental Animals. 1997 October;46(4):287-90.
  4. Tambi MI, Imran MK, Henkel RR. Standardised water-soluble extract of Eurycoma longifolia, Tongkat ali, as testosterone booster for managing men with late-onset hypogonadism. Andrologia. 2012 May;44 Suppl 1:226-30. doi: 10.1111/j.1439-0272.2011.01168.x.
  5. Talbott SM1, Talbott JA, George A, Pugh M. Effect of Tongkat Ali on stress hormones and psychological mood state in moderately stressed subjects. J Int Soc Sports Nutr. 2013 May 26;10(1):28. doi: 10.1186/1550-2783-10-28.
  6. Bhat R1, Karim AA. Tongkat Ali (Eurycoma longifolia Jack): a review on its ethnobotany and pharmacological importance. Fitoterapia. 2010 Oct;81(7):669-79. doi: 10.1016/j.fitote.2010.04.006.

ცხელი ხაზი contact593 649003