logo-herba

antiD-header

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

 გონორეა ("ტრიპერი")

SexuallyTransmittedDiseasesგამომწვევი: გონოკოკი (ბაქტერია)

დაავადების წყარო: ინფიცირებული ადამიანი

იფექციის გავრცელების გზები:

  • სქესობრივი;
  • დედისგან - ნაყოფს მშობიარობის დროს.

ინკუბაციური პერიოდი: ინფიცირებიდან 2-7 დღე.

დაავადების ნიშნები:
ქალებში:დაავადება შეიძლება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ყველაზე ხშირია:

  • სასქესო მიდამოების წვა და ქავილი,
  • მოთეთრო გამონადენი საშოდან, სწორი ნაწლავიდან;
  • ხშირი შარდვა, წვა და ტკივილი შარდვის დროს;
  • ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს.

მამაკაცებში:მწვავე გონორეული ინფექციის ნიშნები, როგორც წესი, კარგადაა გამოხატული:

  • გახშირებული შარდვა, წვა და ტკივილი შარდვის დროს;
  • გამონადენი სასქესო ასოდან, ქავილი და გამონადენი სწორი ნაწლავიდან;
  • სასქესო ასოს თავის შეშუპება, შეწითლება;
  • მტკივნეული ერექცია;

ქრონიკულ, არასაკმარისად ნამკურნალებ ინფექციას აქვს მსგავსი, თუმცა ბევრად ნაკლებად მკვეთრად გამოხატული ნიშნები.

დიაგნოსტიკა:

  • ექიმის: გინეკოლოგის, ვენეროლოგის, უროლოგის კონსულტაცია;
  • საშოდან და შარდსადენიდან აღებული ნაცხის ლაბორატორიული: ბაქტერიოლო-გიური და ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა.

მკურნალობა:

  • ანტიბიოტიკები;
  • თანდართული ინფექციების კომპლექსური მკურნალობა;
  • როგორც ქალის ისე მამაკაცის სასქესო ორგანოების ადგილობრივი ანტიბაქტერიული პროცედურები.

 სიფილისი ("ათაშანგი")

გამომწვევი: მკრთალი ტრეპონემა

დაავადების წყარო: ინფიცირებული ადამიანი

ინფექციის ფორმები და გავრცელების გზები:

  • თანდაყოლილი: ვითარდება იმ შემთხვევაში, როცა ინფიცირებული დედა გადასცემს ინფექციას ნაყოფს მუცლად ყოფნის ან მშობიარობის დროს;
  • შეძენილი: დაინფიცირება სქესობრივი გზით, სისხლით, ნერწყვით.

ინკუბაციური პერიოდი: 3-4 კვირიდან რამდენიმე თვემდე.

დაავადების ნიშნები:

  • სასქესო მიდამოების წყლულოვანი დაზიანება: მაგარი შანკრი;
  • წითელი ფერის ლაქოვანი გამონაყარი ტანზე;
  • ლიმფური ჯირკვლების გადიდება;
  • თანდაყოლილი სიფილისი ვლინდება ნაყოფის განვითარების დეფექტებით, სიმახინჯეებით: კბილების, ცხვირის, გულმკერდის ყაფაზის დეფორმაციები, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა, შინაგანი ორგანოების მძიმე ანთებითი დაზიანებები.

სიფილისის უმკურნალებელი, შორსწასული ფორმები ვლინდება შინაგანი ორგანოების, ძვალსახსროვანი და ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებებით.

დიაგნოსტიკა:

  • ექიმის: გინეკოლოგის, ვენეროლოგის, უროლოგის კონსულტაცია;
  • სისხლის იმუნოლოგიური ანალიზი სიფილისის დასადგენად.

მკურნალობა:
ანტიბიოტიკები (პენიცილინის ჯგუფი). მკურნალობის შემდეგ საჭიროა ავადმყოფზე ხანგრძლივი მეთვალყურეობა, პერიოდულად საკონტროლო ანალიზების ჩატარება.

 ტრიქომონიაზი

გამომწვევი: საშოს ტრიქომონა.

დაავადების წყარო: ინფიცირებული ადამიანი

ინფექციის გავრცელების გზები:

  • სქესობრივი კონტაქტი;
  • იშვიათად არასქესობრივი გზაც: წყლით ("საცურაო აუზის ტრიქომონიაზი"), საყოფაცხოვრებო საგნებით;
  • მშობიარობის დროს ნაყოფი ავადდება დაინფიცირებული სამშობიარო გზების გავლისას.

დაავადების ნიშნები:
ქალებში:

  • თეთრი, ან მოყვითალო-მომწვანო სუნიანი ხაჭოსებური გამონადენი საშოდან;
  • ქავილი, წვა შარდვისას, ხშირი შარდვა;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს.

მამაკაცებში დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება შემდეგი ნიშნებითაც გამოვლინდეს:

  • მცირედი გამონადენი სასქესო ასოდან;
  • წვა შარდვისას, გახშირებული შარდვა;
  • სასქესო ასოს თავის სიწითლე და გაღიზიანება.

დიაგნოსტიკა:

  • ექიმის - გინეკოლოგის ან უროლოგის კონსულტაცია;
  • ლაბორატორიული გამოკვლევები: საშოდან ან შარდსადენიდან აღებული ნაცხის ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული კვლევა.

მკურნალობა ტარდება სპეციფიური, ტრიქომონას საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული პრეპარატებით, ადგილობრივი გინეკოლოგიური პროცედურებით, ზოგადი გამაჯანსაღებელი ღონისძიებებით.

მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ ქალების ამბულატორიული მეთვალყურეობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 3 მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში.

 სოკოვანი ინფექცია (კანდიდამიკოზი)

გამომწვევი: სოკო - კანდიდა

დაავადების წყარო: ინფიცირებული ადამიანი

დაავადება შეიძლება იყოს:

  • პირველადი - სქესობრივი გზით შეძენილი;
  • ანტიბიოტიკების ჭარბი მიღებით გამოწვეული;
  • სხვა დაავადებების ფონზე განვითარებული.

საყურადღებოა, რომ სოკოვანო ინფექციის განვითარებას ძლიერ უწყობს ხელს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის - იმუნიტეტის დაქვეითება.

ინფექციის გავრცელების გზები:

  • სქესობრივი კონტაქტი;
  • დაინფიცირებული პირადი მოხმარების საგნები.

დაავადების ნიშნები:

  • ჭარბი მოთეთრო სუნიანი გამონადენი საშოდან;
  • სასქესო მიდამოების შეწითლება შესიება და ქავილი;
  • წვა და ქავილი შარდვის დროს;

დიაგნოსტიკა:

  • ექიმის - გინეკოლოგის ან უროლოგის კონსულტაცია;
  • ლაბორატორიული გამოკვლევები: საშოდან ან შარდსადენიდან აღებული ნაცხის ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული კვლევა.

მკურნალობა:

  • სოკოს საწინააღმდეგო სპეციფიური პრეპარატები;
  • იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალებები;
  • ზოგადგამაჯანსაღებელი ღონისძიებები.

 ქლამიდიაზი

გამომწვევი: ქლამიდია - გარდამავალი ფორმა ვირუსებსა და ბაქტერიებს შორის, უჯრედშიდა პარაზიტი.

დაავადების წყარო: ინფიცირებული ადამიანი.

ინფექციის გავრცელების გზები:

  • სქესობრივი;
  • მშობიარობის დროს: დედისგან - ნაყოფს;
  • წყლით: საცურაო აუზებში.

ინკუბაციური პერიოდი, ანუ დრო დაინფიცირებიდან დაავადების პირველ ნიშნებამდე 18 დღეა.

დაავადების ფორმები:

    • შარდ-სასქესო ორგანოების (ურო- გენიტალური) ქლამიდიაზი;

    • ქლამიდიური კონიუნქტივიტი, ანუ თვალის ლორწოვანი გარსის ანთება: ახალშობი-ლების და მოზრდილთა (საცურაო აუზის) ქლამიდიური კონიუქტივიტი;
    • რეიტერის დაავადება, ანუ ქლამიდიური ტრიადა: სახსრების, თვალის ლორწოვანის და შარდსადენის ანთება; გვხვდება ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებში, როგორც წესი, უმკურნალებელი, შორსწასული ინფექციის გამოვლინებაა.

შარდასქესო სისტემის ქლამიდიაზის ნიშნები:
ქალებში:

  • მცირე, გამჭვირვალე, წებოვანი გამონადენი საშოდან;
  • წვა და ქავილი შარდვისას;
  • ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, შეიძლება ცხელება და შემცივნებაც;
  • მცირე სისხლიანი გამონადენი სქესობრივი აქტის შემდეგ და მენსტრუაციებს შორის.

მამაკაცებში:

  • გამჭვირვალე ან რძისფერი გამონადენი სასქესო ასოდან;
  • ქავილის შეგრძნება ასოს შიგნით;
  • შარდვის გახშირება, წვა და ტკივილი შარდვის დროს;
  • სათესლე ჯირკვლების შეშუპება და/ან ტკივილი;
  • შორსწასული ქლამიდიაზი ვლინდება რეიტერის სინდრომით (იხილეთ ზემოთ).

დიაგნოსტიკა:

  • ექიმის კონსულტაცია;
  • საშოდან და/ან ურეთრიდან ნაცხის, და გამონაყოფის ლაბორატორიული: ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა;
  • სისხლის იმუნოლოგიური ანალიზი: ქლამიდიის სპეციფიური ანტისხეულების და ანტიგენის განსაზღვრა.

მკურნალობა:

  • ანტიბაქტერიული - ანტიბიოტიკები;
  • იმუნიტეტის გაძლიერება მედიკამენტებით და ზოგადი გამაჯანსაღებელი ღონისძიებებით.

 გენიტალური ჰერპესი

გამომწვევი: მარტივი ჰერპესის ვირუსი.

ინფექციის წყარო: ინფიცირებული ადამიანი.

ინფექციის გავრცელების გზები:
სქესობრივი;

  • კონტაქტური (ვირუსით დაინფიცირება შეიძლება კოცნის დროს, დაზიანებულ ადგილებთან შეხების დროს);
  • ნაყოფს დედიდან ვირუსი შეიძლება პლაცენტის გავლით ან მშობიარობის დროს გადაეცეს.

ინკუბაციური პერიოდი: დაინფიცირებიდან დაავადების გამოვლინებამდე 1 კვირაა.

დაავადების ნიშნები:

  • ცალკეული ან ჯგუფური სითხოვანი - ბუშტუკოვანი გამონაყარი გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების არეში;
  • დაზიანების არეში ტკივილი, წვა, ქავილი, სიწითლე;
  • მიმდებარე ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ზოგადი სიმპტომები: საერთო სისუსტე, ოფლიანობა, ცხელება, უმადობა.

დიაგნოსტიკა:

  • ექიმის კონსულტაცია;
  • საშოდან და/ან ურეთრიდან ნაცხის, და გამონაყოფის ლაბორატორიული: ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა;
  • სისხლის იმუნოლოგიური ანალიზი: ჰერპესის ვირუსის სპეციფიური ანტისხეულების და ანტიგენის განსაზღვრა;

მკურნალობა:

  • ანტივირუსული პრეპარატები;
  • იმუნიტეტის გაძლიერება: მედიკამენტები, ზოგადგამაჯანსაღებელი ღონისძიებები.

 ციტომეგალოვირუსული ინფექცია

გამომწვევი: ადამიანის ციტომეგალოვირუსი

ინფექციის წყარო: ინფიცირებული ადამიანი

ინფექციის გავრცელების გზები:

  • კონტაქტური;
  • სქესობრივი;
  • ორსულობის დროს დედიდან შვილზე პლაცენტის გავლით;
  • მშობიარობის დროს, ძუძუთი კვებისას.

სიმპტომები:

    • ფეხმძიმე ქალებში: ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მკვდრადშობადობა.

    • ახალშობილებში: სისხლჩაქცევები კანზე,
    • ღვიძლის და ელენთის გადიდება, სიყვითლე, პატარა თავის ქალა (მიკროცეფალია), სიყრუე, თვალის ანთებადი დაავადებები, გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა, ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დაავადებები.

    • მოზრდილებში ციტომეგალოვირუსი - ინფექციის გამოხატული ფორმა შედარებით იშვიათად გვხვდება. ის, როგორც წესი, სხვა დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით ვლინდება, მაგალითად: კრუნჩხვები, ფილტვების ანთება, ღვიძლის ანთებადი დაავადებები, სისხლჩაქცევები, და სხვა.

მოზრდილებში დაავადება უხშირესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მხოლოდ სპეციფიური გამოკვლევით აღმოჩნდება ხოლმე, როცა ამ ინფექციის მიერ გამოწვეული გართულებების გამო მიმართავენ ექიმს.

ორსულობის დროს ციტომეგალოვირუსით დედიდან ნაყოფის დაინფიცირების რისკი 50%-ია.

დიაგნოსტიკა:

  • ექიმის კონსულტაცია;
  • საშოდან და/ან ურეთრიდან ნაცხის, და გამონაყოფის ლაბორატორიული: ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა;
  • სისხლის იმუნოლოგიური ანალიზი: ციტომეგალოვირუსის სპეციფიური ანტისხეულების და ანტიგენის განსაზღვრა.

მკურნალობა:

  • ანტივირუსული პრეპარატები;
  • იმუნიტეტის გაძლიერება: მედიკამენტები, ზოგადგამაჯანსაღებელი ღონისძიებები.

 პაპილომავირუსული ინფექცია

გამომწვევი: ადამიანის პაპილომავირუსი, ცნობილია ამ ჯგუფის 70-ზე მეტი სახის ვირუსი. ზოგი მათგანი სასქესო ორგანოების მეჭეჭებს იწვევს, რამდენიმე კი - კიბოს.

ინფექციის წყარო:ზინფიცირებული ადამიანი.

ინფექციის გავრცელების გზები:

  • სქესობრივი;
  • უშუალო კონტაქტი დაინფიცირებულ ადგილებთან;
  • საყოფაცხოვრებო: ყოველდღიური მოხმარების საერთო საგნები.

ინკუბაციური პერიოდი:
დაავადების პირველი ნიშნები ჩვეულებრივ ვლინდება დასნებოვნებიდან ერთი თვის შემდეგ, მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში.

დაავადების გამოვლინება:

    • სასქესო მიდამოების მეჭეჭები, ეგრეთ წოდებული კონდილომები:
      სასქესო მიდამოების მეჭეჭები იზრდება სასქესო ორგანოებში ან მათ გარშემო და უკანა ტანის მიდამოში. ისინი შეიძლება სხვადასხვა ფორმის და ზომის იყოს, ხშირად ჰგავს პატარა ყვავილოვან კომბოსტოს. ჩვეულებრივ ჩნდება საშოს, საშვილოსნოს ყელის, სასქესო ასოს, სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსებზე, შარდსადენში, სათესლე ჯირკვლებზე, ბარძაყის შიგნითა ზედაპირებზე. იშვიათად შეიძლება ტუჩებზეც გაჩნდეს (ორალური სექსის შედეგად). შეხებით, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოა, მაგრამ შეიძლება ქავანა და სისხლმდენი იყოს, მითუმეტეს თუ გავაღიზიანეთ. ამ ინფექციით დაავადებულმა ფეხმძიმე ქალმა შეიძლება გადასდოს ინფექცია შვილს მშობიარობისას.

    • საშვილოსნოს ყელის, სასქესო ასოს, ან სწორი ნაწლავის კიბო.
      როგორც აღვნიშნეთ ადამიანის პაპილომავირუსის ზოგიერთი ტიპი იწვევს სასქესო ორგანოების: ამათგან ყველაზე ხშირია საშვილოსნოს ყელის კიბო. მისი ადრეული გამოვლენა მნიშვნელოვანია, რადგან მკურნალობა საწყის ეტაპზე კარგ შედეგებს იძლევა.

დიაგნოსტიკა:

  • ექიმის კონსულტაცია;
  • საშოდან და/ან ურეთრიდან ნაცხის, და გამონაყოფის ლაბორატორიული: ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა;
  • სისხლის იმუნოლოგიური ანალიზი: ვირუსის სპეციფიური ანტისხეულების განსაზღვრა.

მკურნალობა:
თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ სასქესო მიდამოების მეჭეჭები, აუცილებლად მიაკითხეთ გინეკოლოგს. თვითმკურნალობა, როგორც წესი, უეფექტო და საშიშია! საგულისხმოა, რომ მეჭეჭების მკურნალობა ხანგრძლივადაა საჭირო, მათი გარეგანი გამოვლინებების გაქრობა არ ნიშნავს ინფექციის აღმოფხვრას, ამიტომ საჭიროა მკურნალობის ბოლომდე მიყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება კვლავ იჩენს თავს.

 ვირუსული ჰეპატიტები (B, C)

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

გამომწვევი: ჰეპატიტის ვირუსები B და C.

ინფექციის წყარო:ზდაავადებული ადამიანი.

ინფექციის გავრცელების გზები:

  • სქესობრივი კონტაქტი,
  • ინფიცირებული სისხლი.

ინკუბაციური პერიოდი:
B ჰეპატიტის: დაინფიცირებიდან 6-25 კვირა,
C ჰეპატიტის: დაინფიცირებიდან 3-16 კვირა

დაავადების გამოვლინება:
არცთუ იშვიათად, ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების შემდეგ ვითარდება ვირუს-მტარებლობა. ამ დროს ავადმყოფი თვითონ თავს ჯანმრთელად გრძნობს, მაგრამ სხვა შეიძლება მძიმედ დააავადოს.

B ჰეპატიტი შემთხვევათა 70%-ში ვლინდება სიყვითლით, ცხელებით, გულისრევით, ღებინებით, ძლიერი საერთო სისუსტით, თავის

ტკივილით. Aამ დაავადების უმკურნალებლობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ციროზი და ღვიძლის კიბო. დაინფიცირებულთა 30% ვირუსმტარებელია.

C ჰეპატიტით დაინფიცირებულთა 80%-ი ვირუსმტარებლები არიან და დაავადების ნიშნები არ აღენიშნება. აქტიური ჩ ჰეპატიტი (დანარჩენ 20%-ში) ღვიძლის და სხვა შინაგანი ორგანოების მძიმე დაზიანებებით ვლინდება. მისი პროგნოზი B ჰეპატიტზე ბევრად უფრო სერიოზულია.

დიაგნოსტიკა:

  • ექიმის კონსულტაცია;
  • სისხლის გამოკვლევა ჰეპატიტის ვირუსებზე;
  • სხვა საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები.

მკურნალობა:
ვირუსულ ჰეპატიტებზე ეჭვის გაჩენის შემდეგ უნდა მიაკითხოთ ზოგადი პროფილის ექიმს, თერაპევტს ან ინფექციონისტს.

გაითვალისწინეთ, რომ ვირუსული ჰეპატიტების, ისევე როგორც ყველა ქრონიკული ინფექციის მკურნალობა დროს და მოთმინებას მოითხოვს. განსაკუთრებით რთულია C ჰეპატიტის მკურნალობა. მკურნალობის ბოლომდე ეფექტური მოდელი ჯერჯერობით არაა შემუშავებული. ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულ ავადმყოფებს ექიმის ხანგრძლივი მეთვალყურეობა და, პერიოდულად, მკურნალობის კურსის გამეორება სჭირდება.

ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით. წყარო

ცხელი ხაზი contact593 649003